Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამები > პროგრამა SAP


Posted by: gamura8677 20 Dec 2010, 17:59
სალამი ხალხნო, აბა ვინ რა იცით პროგრამა SAP-თან დაკავშირებით, თუ გაქვთ მუშაობის გამოცდილება ამ პროგრამასთან ან იცით იქნებ ვინმე ვინც მუშაობს...
ლინკები თუ რაა საპი და სადაური ფიმაა ეგ არ მინდა, მაინტერესებს საქართველოში რამდენად პოპულარულია და გვყავს თუ არა დაინტერესებული პირები ზემოთ ხსენებულ პროგრამაში, ან თუნდაც კონსულტანტები?...

Posted by: gamura8677 22 Dec 2010, 14:27
რა იყო ხალხნო არ იცით ამ პროგრამის შესახებ არაფრი...
მაგალითად მე ვიცი რომ თავდაცვის სამინისტროში ინერგება, თელასში ინერგება. თეგეტა მოტორსში უკვე დანერგილია....
კიდე უფრო აბშირნი ინფოს მფლობელ ხალხს ვეძებ smile.gif

Posted by: gamura8677 24 Dec 2010, 20:16
ნდაააა..... wow.gif
ნაღდად არ მეგონა თუ დაიძირებოდა ეს თემა....

Posted by: STAFFI_1991 25 Dec 2010, 16:18
არ ვიცი მარა UP biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif >>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: ფროდი 25 Dec 2010, 16:35
gamura8677


უნდა დამაწერინო რა მაინცდამაინც


ვენის სადაზღვევო ჯგუფმა დაიწყო SAP დაზღვევის აიტი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა სიცოცხლის დაზღვევის სფეროში. ამასთანავე, ბიზნესში მოღვაწე დიდ ჯგუფებს მოუწოდებს ბიზნესის მართვის პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის დანერგონ აღნიშნული პროგრამა. პროგრამული საბოლოო გადაწყვეტა მოიცავს ინვენტარის მენეჯმენტს, დაზღვევის გადახდის მენეჯმენტს, გადახდის ტრანსაქციებს, ასევე საკომისიო გადასახადებს. დამატებით, იგი მხარდაჭერას უწევს ისეთი მენეჯერული ფუნქციების შესრულებას, როგორიცაა ბუღალტერია და ბიზნესის მართვა.

ვენის სადაზღვევო ჯგუფი და SAP ერთად მუშაობენ მსოფლიოს ყველაზე დიდ პროექტზე დაზღვევის ინდუსტრიაში. აღსანიშნავია, რომ მომავალში არა მხოლოდ ჯგუფში შემავალი კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მსოფლიოს 23 ქვეყანაში, გამოიყენებებენ SAP პროგრამას, არამედ მოცემული აიტი გადაწყვეტილება მხარდაჭერას გაუწევს სადაზღვევო ბიზნესის ყველა სფეროს (სიცოცხლის, ქონების, ვალდებულ;ების, ჯანმრთელობისა და ავტოტრანსპორტის დაზღვევის სფეროებს). SAP და Donau Versicherung–ის ვენის სადაზღვევო ჯგუფის წარმატებით მუშაობის შედეგად საფუძველი ჩაეყარა ვენის სადაზღვევი ჯგუფისა და SAP ექსპერტების მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფსა და SAP ერთმანეთთან მჭიდრო, დიდი ხნის წარმატებული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩვენი თვალთახედვით, პროექტი ნოვატორულია, არა მხოლოდ ვენის სადაზღვევო ჯგუფისათვის, არამედ სრულიად დაზღვევის ინდუსტრიისთვის. თანამედროვე, ნოვატორული აიტი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიზნესის ოპტიმიზაციას ხარჯების შემცირების საფუძველზე. ჩვენი მომხმარებლები ისარგებლებენ გაუმჯობესებული მომსახურებით, ხოლო ჩვენი თანამშრომლები კი განახორციელებენ ოპერაციებს გამარტივებული და სწრაფი გზით.“ - განაცხადა გუნტერ გეიერმა, ვენის სადაზღვევოს ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Posted by: gamura8677 26 Dec 2010, 19:14
ფროდი
საინტერესო ინფო იყო, თუმცა მე SAP საქართველოში მაინტერესებს, რამდენად არის გამოყენებაში და ვინ მუშაობს მაგაზე...

Posted by: ფროდი 26 Dec 2010, 19:20
gamura8677

თეგეტა მოტორსი smile.gif

თეგეტა მოტორსმა პირველმა საქართველოში დანერგა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა SAP-ი.



კომპანია SAP წარმოადგენს ბიზნესპროცესების ავტომატიზირებული პროგრამული გადაწყვეტილებების წამყვან მიმწოდებელს მსოფლიოში. დღეს 89 000-ზე მეტი კლიენტი მსოფლიოს 120 ქვეყნიდან თავის საქმიანობაში სწორედ SAP-ის პროგრამას იყენებს.

SAP პროგრამის დანერგვა კომპანია „თეგეტა მოტორსში" გრძელდებოდა 13 თვე - უკრაინული დამნერგავი კომპანია "Soft Rating"-ის მეშვეობით და მისმა ღირებულებამ მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ზემოთ აღნიშნულ პროგრამამდე კომპანია მუშაობდა რამოდენიმე სისტემაში: 1 C, Oris, Oris Manager.

SAP წარმოადგენს ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციის პროგრამას, რომელშიც ავტომატიზირებულია სამეურნეო სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობა. აღნიშნული პროგრამის დანერგვა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანური ფაქტორი კომპანიაში, გამკაცრებულია კონტროლი სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვაზე; აგრეთვე SAP-ის პროგრამული გადაწყვეტილებები ბიზნესპროცესების მართვისთვის, უადვილებს კომპანიებს კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას, ხოლო ანალიტიკური ფორმების დროული მიღება ხელს უწყობს სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას.

თეგეტა მოტორსს აქვს მოლოდინი, რომ SAP ERP - ის ამოქმედება ხელს შეუწყობს კომპანიის ბიზნესპროცესების ავტომატიზაციას, გაზრდის მუშაობის ეფექტურობას და მიღებული ინფორმაციის ანალიზის გზით გააადვილებს სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

სტატისტიკის მიხედვით კომპანიამ, რომელმაც დანერგა ზემოთ აღნიშნული პროგრამა, ეფექტურობის და მოგების გაზრდის გზით მაქსიმუმ 2 წელიწადში ამოიღო პროგრამაზე დანახარჯი.

კომპანია SAP დაარსდა 1972 წელს და დღეს უკვე 50 000-მდე თანამშრომელს ითვლის მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. SAP დარეგისტრირებულია რამოდენიმე საფონდო ბირჟაზე; მათ შორის ფრანკფურტისა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე SAP-ის სახელით. კომპანია SAP AG-ის მთლიანმა შემოსავლებმა 2008 წელს 11,73 მლრდ. ევრო შეადგინა.

SAP ERP სისტემა დანერგილი აქვთ ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიც არიან:

Bridgestone, MAN, Shell, Mercedes-Benz U.S., General Motors, Microsoft Corporation, HP, NEC, Harley-Davidson, Basf, Ericsson, Coca Cola Bottling Co., PepsiCo Inc., Exxon Mobile, Glaxosmithkline, Henkel, Johnson & Jonhson, Metro-Goldwyn-Mayer, Panavision Inc., Philip Morris USA Inc., Fujitsu Siemens, IBM, მსოფლიოსა და ევროპის მსხვილი ფინანსური კომპანიები, ბანკები და მრავალი სხვა. ამ ცნობილ კომპანიებს დღეიდან შეუერთდა TEGETA MOTORS Ltd.

SAP-ის პროგრამის დანერგვა შეუძლია ყველა კომპანიას, მაგრამ საბოლოო პროგრამული პროდუქტის ღირებულების და დანერგვის სირთულის გამო SAP AG იძლევა რეკომენდაციებს, თუ როდის დგება პროგრამის დანერგვის საჭიროება ამა თუ იმ კომპანიაში.

Posted by: gamura8677 26 Dec 2010, 19:30
კეთილი და პატიოსანი, ეს იმის შესახებ თუ რა მონსტრ პროგრამასთან გვაქ საქმე, მაგრამ ჩვენ როგორ ვართ SAP-თან, გვყაავს კარგი კონსულტანტები, არიან თუ არა იმის სპეციალისტები საქართველოში რომ თავის თავზე აიღონ SAP-ის დანერგვის სირთულე...

Posted by: ფროდი 26 Dec 2010, 19:33
gamura8677

აი მაგაზე ინფორმაცია კი არ მაქვს. თუ გამოჩნდა დავწერ, მანამდე შეიძლება სხვამ იცოდეს და დაველოდოთ smile.gif

Posted by: gamura8677 26 Dec 2010, 19:42
ფროდი
ეს ყოველივე ინფორმაცია ინტერნეტიდან, მაგრამ აი თეგეტას პროექტის ღირებულება საიდან ეგ საინტერესოა, თუმცა მნიშვნელობა არა აქვს, საინტერესო ის არის რომ პერსპექტიული პროგრამაა და ღირს მაგაზე დაფიქრება...

Posted by: ფროდი 27 Dec 2010, 08:52
gamura8677

ნამდვილად მონსტრი პროგრამაა,არ მაქვს შეხება მაგრამ საქართველოშიც ბევრი თუ გამოიყენებს ძალიან კარგი იქნება, უნდა გამოვიყენოთ ყველა ახალი ნიუანსი ინფორმაციული ტექნოლოგიების.


Posted by: TAZ 27 Dec 2010, 12:44
gamura8677
რისთვის გჭირდება?
თუ არ გაქვს წლიური ბრუნვა $50M და 300 თანამშრომელი მინიმუმ (თუ სწორად მახსოვს), არ გიყენებენ საერთოდ.

Posted by: ფროდი 27 Dec 2010, 13:49
TAZ

როგორ მოგვანატრებ კაცო თავს, მაინცდამაინც 50M$ უნდა შენი გამოჩენის საქმეს? 2kiss.gif

Posted by: TAZ 27 Dec 2010, 15:31
ფროდი
სასწაულად დატვირთული კვირა მქონდა სამსახურში smile.gif

Posted by: ფროდი 27 Dec 2010, 15:46
TAZ

SAP გჭირდებათ smile.gif

.................................

Posted by: TAZ 27 Dec 2010, 16:02
ფროდი
20 თანამშრომელი და 10M ლარი გვაქვს ბრუნვა smile.gif

Posted by: ფროდი 27 Dec 2010, 16:27
TAZ

ანუ მე სკაიპის ახალი ვერსიიის გარდა ვერაფერს შემოგთავაზებ smile.gif

Posted by: KORSA 27 Dec 2010, 16:39
ისე მე ჩემი აზრით თეგეტასაც მეტისმეტი მოუვიდათ დარწმუნებული ვარ ალბად მეოთხედზე მეტს ვერ იყნებენ ჰა ჰა ნახევრს . თეგეტასთვის ძალიან დიდიდია ეგ პროგრამა .

Posted by: gamura8677 27 Dec 2010, 21:49
KORSA
ეგ დასკვნა რაზეა დაფუძნებული...
ბიზნეს პროცესი თუ მოარგეს SAP-ს და ის მოდულები დანერგეს რომელიც მათ ინტერესს წარმოადგენდა, არა მგონია აქ გამოყენებაზე იყოს ლაპარაკი, უფრო მარგი ქმედების კოეფიციენტზე...
QUOTE
თუ არ გაქვს წლიური ბრუნვა $50M და 300 თანამშრომელი

QUOTE
არ გიყენებენ საერთოდ.

ეგ საინტერესო ინფოა.. smile.gif

პ.ს. მე გამიგია SAP-ის მოდულები:
MM- Material Management
PS - Project System
HR - Human Resource
CO - Controlling
FI/CO - Financial Accounting
FM - Funds Management
SD - Sales & Distribution
PP - Production Planning
QM - Quality Management


თეგეტაში რომელი მოდუმებია დანერგილი ხომ არ იცით?
პ.პ.ს. სხვათაშორის რამდენადაც ჩემამდე მოვიდა, GLS (Georgian Lottery)-ში აპირებდნენ SAP-ის დანერგვას, თუმცა ბოლო მომენტში თავი შეიკავეს, როგორც ჩანს გაკოტრების შეეშინდათ, თუმცა ეგ ჩემი სუბიექტური აზრია smile.gif

Posted by: m_lash 28 Dec 2010, 18:03
gamura8677

შენ თუ SAP-ის დანერგვას გეგმავ სადმე, ჩემი რჩევა იქნება, დაუკავშირდება დეგეტა მოტორსის IT_ს და თუ გადაუხდი, ჩემი აზრით მაგათ ექნებათ იმხელა გამოცდილება რომ დაგანერგინონ.

მე როგორც ვიცი მაგათი IT_ის თანამშრომლები კარგად არიან გარკვეულნი, ასე ვთქვათ - მაგ Bissness Solution-ის(SAP) დანერგვაში.
* * *
და კიდევ ერთი - ბიზნეს პროცესს კი არ უნდა მოერგოს SAP_ი, არამედ კომპანიის ბიზნეს პროცესი უნდა მოერგოს SAP_ს, რომ გაუმჯობესდეს და საერთაშორისო სტანდარტებამდე ავიდეს კომპანიის ყველა დეპარტამენტის ბიზნეს პროცესი.
ამით კომპანიას გაუადვილდება სტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატების აღებაც smile.gif

Posted by: KORSA 29 Dec 2010, 11:38
gamura8677
QUOTE
ეგ დასკვნა რაზეა დაფუძნებული...

დასკვნა არაა ეგ ჩემი აზრია ვიცი რა არის საპი (ზედაპირულად რა მოდულებისაგან შედგება და რას წარმოადგენს) და არამგონია თეგეტა მაგხელა კომპანია იყოს.


m_lash
QUOTE
შენ თუ SAP-ის დანერგვას გეგმავ სადმე, ჩემი რჩევა იქნება, დაუკავშირდება დეგეტა მოტორსის IT_ს და თუ გადაუხდი, ჩემი აზრით მაგათ ექნებათ იმხელა გამოცდილება რომ დაგანერგინონ.


ამ პროგრამის დანერგვისას IT არაფერ შუაშია წესით . პროგრამებს არა IT არანედ ბიზნეს ანალიზი ნერგავს . IT მხოლოდ ასაპორტებს მათ

Posted by: gamura8677 30 Dec 2010, 15:37
QUOTE
ბიზნეს პროცესს კი არ უნდა მოერგოს SAP_ი, არამედ კომპანიის ბიზნეს პროცესი უნდა მოერგოს SAP_ს

ეგ არის იდეალური ვარინტი, თუმცა რაზრაბოტკის ხარჯზე ცდილობს ბევრი თავის თავს მოარგოს SAP-ი wink.gif

QUOTE
ჩემი რჩევა იქნება, დაუკავშირდება დეგეტა მოტორსის IT_ს და თუ გადაუხდი, ჩემი აზრით მაგათ ექნებათ იმხელა გამოცდილება რომ დაგანერგინონ.

ეგენი ვერ დანერგავენ, აქ უკრაინლები იქნება საჭირო, რომელთაც მაგათ დაუნერგეს, ან სხვა კომპანია, თუნდაც CONIM
http://www.conim.com.ua/ ის გამოცდილება რაც მიიღეს საკმარისი არაა რო სისტემა დანერგო, რაღაც დონეზე კი და ისიც შუა პროცესში, მაგრამ არა სრულად. თუნდაც წარმომადგენლობითი კომპანიიდან თუ არ აიღე ლიცენზია საბალანსო ერთეულზე, ვერ შექმნი საბალანსო ერთეულს რომელზეც იწყობა ბიზნეს პროცესი, და ეგაა პირველი ეტაპი საპის დანერგვის.

QUOTE
პროგრამებს არა IT არანედ ბიზნეს ანალიზი ნერგავს . IT მხოლოდ ასაპორტებს მათ

მოდი ესე დავყოთ:
1. ბიზნეს პროცესების მოკვლევა;
2. დანერგვითი სამუშაოები + ბიზნეს ანალიზი;
3. IT საპორტი ჭირდება სულ ბოლოს, რაზრაბოტჩიკები რომ წავლენ...

Posted by: gamura8677 31 Dec 2010, 18:02
დამდეგს გილოცავთ ყველას, დაესწარით მრავალს....

Posted by: gamura8677 2 Jan 2011, 13:08
არავის არ გთხოვთ ბედობას SAP-ის თემაში პოსტების დაბედებას smile.gif, თუმცა კვლავ ველი ინფოს....
პ.ს. მრავალ ბედობას თანაფორუმელებო....

Posted by: ფროდი 2 Jan 2011, 13:11
gamura8677

ასევე, გილოცავ ახალ წელს და ბედობას ))))


Posted by: gamura8677 2 Jan 2011, 13:39
ფროდი
მადლობა დიდი.... >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: ფროდი 16 Feb 2011, 23:37
შევაერთე ინფორმაცია და განვათავსე პირად ბლოგზე smile.gif

http://frodika.blogspot.com/2011/02/sap.html

Posted by: gamura8677 17 Feb 2011, 15:43
QUOTE
შევაერთე ინფორმაცია და განვათავსე პირად ბლოგზე

წარმატებები... smile.gif

Posted by: scarf 22 Feb 2011, 18:24
საიდან მოიტანეთ რომ საქართველოში მხოლოდ თეგეტა იყენებს SAP-ს?

ჯეოსელიც მუშაობს SAP-ში 2004 წლიდან და საკმაოდ წარმატებითაც

wink.gif


http://www.geocell.ge/ge/about/

Posted by: ფროდი 22 Feb 2011, 21:24
scarf

QUOTE
საიდან მოიტანეთ რომ საქართველოში მხოლოდ თეგეტა იყენებს SAP-ს?


საიდან მოიტანე რომ ეს ამ თემაში იყო დაწერილი? ყველამ ვიგულისმეთ, ყველამ რა ერთიორმა რომ ერთერთი იყო თეგეტა მოტორსი smile.gif



Posted by: gamura8677 23 Feb 2011, 18:08
QUOTE
ჯეოსელიც მუშაობს SAP-ში 2004 წლიდან და საკმაოდ წარმატებითაც

შენ საიდან იცი?
ვინ დაუნერგა თუ იცი?>...

Posted by: elkey 26 Apr 2016, 13:52
ჩვენი კომპანია RSM Georgia Solutions, მსოფლიოში სიდიდით მეექვსე აუდიტორულ და საკონსულტაციო ქსელის RSM-ის წევრი, წელს გახდა SAP Business One-ის სერტიფიცირებული პარტნიორი.

პირველად საქართველოში გვყავს SAP Business One-ის სერტიფიცირებული კონსულტანტები.

ვაპირებთ SAP-ის პროდუქტების პოპულარიზაციას საქართველოში და ხარისხიანი მომსახურების განხორციელებას.

მივესალმებით ნებისმიერ გამოხმაურებას, დაინტერესებას... ასევე უბრალოდ მხარდაჭერას smile.gif

Posted by: gamura8677 28 Apr 2016, 10:20
elkey
QUOTE
SAP Business One

ALL in One გულისხმობთ ალბათ ხო?

ALL in One არ გამიგია საქართველოში ჰქონდეს ვინმეს...
თქვენ აპირებთ თქვენთვის დანერგოთ თუ გყავდეთ კონსულტანტები რომლებიც შეძლებენ სხვისთვის დანერგვას და საპორტინგს?

Posted by: Mafanya 16 Dec 2017, 19:11
გუგლში ვეძებდი საქართველოში SAP-ის პროექტებზე ინფორმაციას და ამ თემას წავაწყდი
თუ საიდუმლო არაა, რატომ გაინტერესებს ეს პროგრამა ასე gamura8677 smile.gif

Posted by: An1ako 10 May 2018, 12:57
მე ვმუშაობ საქართველოს რკინიგზაში და აქ ვნერგავთ SAP-ს ასევვთქვათ დამწყები ABAP პროგრამისტი ვარ, 5 თვეა უკვე ვმუშაობ ძირითადად HR მოდულში მაგრამ SD და FI-შიც მქონია პატარ პატარა შეხება, ვინმე ხართ კიდევ ამ საქმეში? ან საპის პროგრამირება თ იცით ვინმემ აბაპი??

Posted by: gamura8677 11 May 2018, 09:31
An1ako
ბევრი მოგისწრია 5 თვის განმავლობაში. smile.gif
აბაპი მხოლოდ იმან იცის ვინც საპზე მუშაობს.

Posted by: Dark_Angell 21 May 2018, 12:36
მსოფლიოში ყველა ნავთობკომპანია საპ-ში მუშაობს.

და მგონი ყველა მულტინაციონალური კომპანიაც.

ერთ ერთი შემკვეთი, რომელიც ჩემთან მუშაობს წელიწადში მილიონნახევარ დოლარს იხდის მხოლოდ საპის მომსახურებაში.
მეც მირჩია ჩაერთე საპის ქსელშიო biggrin.gif.

ჯერ 1 ამდენი ფული რატომ უნდა გადავყარო იმ პროგრამაში რომელიც რეალურად მე არ მჭირდება, პატარა კომპანიაა და მე პირადად ძველი peach tree მაქვს რაც სრულიად მყოფნის.

ისიც ჩემთვის, ბუღალტერი საერთოდ საკუთარ დაწერილ ექსელს ხმარობს.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 21 May 2018, 13:09
QUOTE
მულტინაციონალური

მრავალ'ეროვანი

გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას up.gif

Posted by: gamura8677 21 May 2018, 15:01
Dark_Angell
QUOTE
ერთ ერთი შემკვეთი, რომელიც ჩემთან მუშაობს წელიწადში მილიონნახევარ დოლარს იხდის მხოლოდ საპის მომსახურებაში.
მეც მირჩია ჩაერთე საპის ქსელშიო

საკმაოდ მონსტრი კომპანია უნდა იყოს, მხარდაჭერაზე და ლიცენზიებში 1.5 მილიონ დოლარს თუ იხდის...
მაგრამ ესე მგონია ეგ უფრო ფილიალების ჩათვლით იხდის მაგდენს და არა მხოლოდ ერთი კომპანია, ერთისთვის ბევრია (ნუ მაშტაბებსაც გააჩნია)...

Posted by: Dark_Angell 21 May 2018, 17:47
gamura8677
QUOTE
საკმაოდ მონსტრი კომპანია უნდა იყოს, მხარდაჭერაზე და ლიცენზიებში 1.5 მილიონ დოლარს თუ იხდის...

კი ნავთობ სერვისის კომპანიაა.
17 მილიარდიან რევენიუში მილიონნახევარი არ უჭირთ biggrin.gif
Datvlas-vin-gtxovs
QUOTE
მულტინაციონალური

მრავალ'ეროვანი

ნწ მრავალეროვანი არ გამოხატავს იმას რაც მულტინაციონალია.
სხვა სიტყვა უნდა იყოს წესით რომელიც მასშტაბს აღნიშნავს და არა ერების რაოდენობას. biggrin.gif

Posted by: gamura8677 21 May 2018, 21:29
ჩვენთან რა კავშირი აქვს მაგ ნავთობ სერვისის კომპანიას?
Dark_Angell
რა სფეროში საქმიანობთ თუ საიდუმლო არ არის?

Posted by: Dark_Angell 22 May 2018, 00:32
gamura8677
QUOTE
ჩვენთან რა კავშირი აქვს მაგ ნავთობ სერვისის კომპანიას?

შემოვიდა საქართველოშიც. ბიპის კონტრაქტორია.

repair & maintenance. ქართულად რამფერაა არ ვიცი.

Posted by: tokia 2 Jul 2018, 02:30
ამ პროგრამის შესწავლა მინდა და იქნებ დამეხმაროთ რაიმეთი.

Posted by: An1ako 14 Oct 2018, 09:27
QUOTE (tokia @ 2 Jul 2018, 02:30 )
ამ პროგრამის შესწავლა მინდა და იქნებ დამეხმაროთ რაიმეთი.

ისე რაში დაგჭირდა ამ პროგრამის შესწავლა?

Posted by: gamura8677 24 Oct 2018, 11:56
QUOTE
ამ პროგრამის შესწავლა მინდა და იქნებ დამეხმაროთ რაიმეთი.

პროგრამა იყოფა მოდულებათ. შენ რომელი მოდულით ხარ დაინტერესებული და რაში გჭირდება.
უბრალოდ ისწავლო საპი, ეგეთი რამე არ არსებობს...

Posted by: SN_ConsoltingSolutions 3 Feb 2023, 00:15
გამარჯობა, აქ არის ადამიანები, რომელთაც SAP ABAP პროგრამირების ენაზე მართებანია და ინტერესებული არიან ევროპული პროექტებთან მუშაობაში?
მუშაობა უნდა შეიქმნას დისტანციურად. კარგი ინგლისური ენის კულტურა აუცილებელია. თუ ინტერესი არსებობს, მაშინ გთხოვთ მიმართოთ ელფოსტით: sn-cs@gmx.de

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)