ჰო აი, ცუდი ხომ არ ენდომება მართლაც, მაგრამ პოლიტიკოსის ჩვევები არ აქვს. ეგრეც რომ ფიქრობდე, არ უნდა თქვა. არ უნდა წამოგცდეს.
ყველგან ურევს ტვინჩაცემენტებული ხალხი.
როგორც პოლიტიკაში დეგრადირდა მომხრეთა დიდი ნაწილი (მაგალითად, ბოლო წლებში ნაცსექტად და ქოცსექტად), ასევე დეგრადირდებიან მორწმუნეთა შორისაც, ქრისტიანებშიც და მუსლიმანებშიც.
ახლაც ეგრე იყო.
"ღიმილით თუ კითხავდნენ გურიაში მუსლიმს: როის უნდა მოინათლოო..." - როგორ ცხოვრობენ მუსლიმები და მართლმადიდებლები გვერდიგვერდ და რა იწვევს მათ შორის კონფლიქტებს?
https://www.ambebi.ge/article/254269-gimili...lims-rois-unda/ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შორის დაპირისპირება 12 იანვარს დაიწყო. მუსლიმების თქმით, თემმა სოფელში კერძო სახლი შეიძინა, სადაც სამლოცველო მოაწყვეს, თუმცა, ქრისტიანი მოსახლეობა შეურაცხყოფას აყენებთ და ლოცვაში ხელს უშლით.
სოფელში დაწყებული კონფლიქტის განმუხტვაში ადგილობრივი ხელისუფლება, მაჟორიტარი დეპუტატი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთვნენ.
რეალურად, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და რა იწვევს მსგავს დაპირისპირებებს საქართველოში - AMBEBI.GE ამ საკითხზე სპეციალისტებს ესაუბრა.
"რონდელის ფონდის" მკვლევარი, კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე გვეუბნება, რომ ბუკნარის ინციდენტი იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც 2010 წლიდან იღებს სათავეს.
ამ კონკრეტულ ფაქტზე ვერ ვიტყვი, რომ მართული ან ხელოვნურად შექმნილი იყო კონფლიქტი, რადგან ჩვენ წლების განმავლობაში ვადევნებთ თვალს ასეთ დაპირისპირებებს. ეს ძალიან ყოფითი კონფლიქტი ჩანს.
ჩემი დაკვირვებით, დაპირისპირებებში ძირითადად ორი მიზეზი იკვეთება: სამლოცველო სახლის ან მეჩეთის მშენებლობის საკითხი და სასაფლაოების თემა. როდესაც მუსლიმი გარდაიცვლება, მათ რელიგია ავალდებულებთ ცალკე, მუსლიმურ სასაფლაოზე დაკრძალონ მიცვალებული. რადგან ცალკე სასაფლაოების მოწყობას ვერ ახერხებენ, დგება არსებულ სასაფლაოებზე მუსლიმური სექტორის გამოყოფის საკითხი, რაზეც ხშირად აწყდებინ წინააღმდეგობას.
ასეთი კონფლიქტები ძირითადად, თემის დონეზე გვარდება, მაგრამ როდესაც ფართო მასშტაბებსაც იღებს, ყოველთვის გვევლინებიან გარე მოთამაშეები, რომლებიც ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ესენი არიან რადიკალურად განწყობილი ქრისტიანების ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ ქართულ მიწაზე მეჩეთის აშენება დაუშვებელია და აქეზებენ იქაურ ქრისტიან მოსახლეობას.
მეორეს მხრივ, შუღლის გაღვივებაში მუსლიმი ექსტრემისტებიც მონაწილეობენ. მათშიც არის კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა. არსებობენ ქართველი მუსლიმების გამოხატულად კონსერვატიული ნაწილი, რომლებიც არ ლოცულობენ სხვა ქართველი მუსლიმების გვერდით, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი მათსავით მკაცრად არ მისდევენ შარიათის წესებს. ხშირად ხდება, რომ სწორედ ეს რადიკალურად განწყობილი ნაწილი ერევა ასეთ კონლიქტებში და განმუხტვის მაგივრად, უფრო იძაბება სიტუაცია" - ამბობს მკვლევარი.
ალექსანდრე კვახაძე ისტორიულ რაკურსში განიხილავს საქართველოში განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე მოსახლეობის თანაცხოვრების საკითხს და დასძენს, რომ ამ კუთხით სერიოზული გამოწვევები არასოდეს არსებობდა.
"მას შემდეგ, რაც ოსმალურმა იმპერიამ აჭარა დაიპყრო და იქ ისლამი გავრცელდა, სწორედ ამ დროიდან არიან მუსლიმები აჭარაში და ამდროინდელი მონაცემებით, აჭარის მოსახლეობის ერთი მესამედი მუსლიმია. ზღვის დონიდან რაც უფრო ზევით ავდივართ, მით უფრო იმატებს მუსლიმი მოსახლეობის რიცხვი.
ქობულეთსა და ბათუმში უმეტესობა ქრისტიანები არიან, ხელვაჩაურში 50-50%, შუახევში 70-80% მუსლიმია, ხულოში კი 90% ზე მეტი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც მუსლიმად დაასახელა თავი საყოველთაო აღწერისას, ყველა მისდევს წესებს
გარდა ამისა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არიან მუსლიმი ეკომიგრანტები. მაგალითად, გურიის მოსახლეობის 15% მუსლიმად ასახელებს თავს და ისინი კარგად არიან შერწყმული ადგილობრივ მოსახლეობასთან. საბჭოთა დროს, როცა რელიგია იდევნებოდა, ასეთი ნიშნით კონფლიქტები თითქმის არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც სსრკ დაიშალა, დაიწყო ასეთი რიტორიკა, რომ ქართველი მხოლოდ ქრისტიანი შეიძლება იყოს, რამაც ხელი შეუწყო მსგავსი კონფლიქტების გაჩენას. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული დაპირისპირებები იყო.
ყველაზე მეტი, ღიმილით თუ კითხავდნენ გურიაში მუსლიმებს, "როის უნდა მოინათლო" და სულ ეს იყო.
აჭარაში კიდევ უფრო ნაკლებია ასეთი შუღლი, რადგან იქაური მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უცხო არ არის ეს რელიგია, ისინიც კი, ვინც ახლა ქრისტიანებად არიან მონათლულები, წელიწადში ერთხელ - ბაირამობას მაინც მიდიან დღესასწაულზე და საკლავს კლავენ, რადგან ეს ტრადიცია მათში საუკუნეების განმავლობაშია გამჯდარი. მათ კარგად იციან, რომ მუსლიმმა მეჩეთში უნდა ილოცოს და არავის აქვს უფლება ამაში ხელი შეუშალოს. აქვთ დაწესებული წითელი ხაზები და იციან ერთმანეთთან ურთიერთობა.
ასე რომ, ერთ ქვაბში ყველაფერს ვერ მოვხარშავთ. მაგალითად გურიაში, სოფელ ნასაკირალში სადაც მუსლიმებს მეჩეთი აქვთ, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსლიმანია, ადგილობრივმა ქრისტიანებმაც გამოთქვეს ეკლესიის მშენებლობის სურვილი, რაშიც მუსლიმანები მხარს უჭერენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრია ასეთი პოზიტიური, ტოლერანტობის მაგალითები, როდესაც მუსლიმანები და ქრისტიანები ერთ სოფელში ჰარმონიულად თანაცხოვრობენ და ერთმანეთს მეჩეთებისა და ეკლესიების მშენებლობაში ეხმარებიან. არაფერს ვამბობ ქრისტიანულ-მუსლიმურ ოჯახებზე" - ამბობს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე.
(ქრისტიანი მასწავლებელი და მუსლიმი მოსწავლე ბუკნარში - მოლაპარაკებების დროს გადაღებულ ფოტოს ნინო წილოსანი ავრცელებს)
This post has been edited by griankali on 16 Jan 2021, 15:15