Black Mirror-ის მეშვიდე სეზონი 2025 წელს გამოვა!Black Mirror-ის მეშვიდე სეზონი გზაშია და ეს ამბავი უკვე Netflix-მაც დაადასტურა. ჩარლი ბრუკერის სამეცნიერო-ფანტასტიკური ანთოლოგია 2025 წელს გამოვა. ახალი სეზონი 6 ეპიზოდში იქნება მოქცეული. ერთ-ერთი კი ამ ეპიზოდებიდან მეოთხე სეზონის USS Callister-ის გაგრძელება იქნება, რომელშიც ჯესი პლემონსი თამაშობდა.
„რობერტ დალი მოკვდა, მაგრამ USS Callister-ის ახალი ეკიპაჟისთვის პრობლემები ახლა იწყება…“, — ვკითხულობთ აღწერილობაში.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ Black Mirror-ის სტანდარტებისგან განსხვავებით, შოუ შედარებით ადრე ბრუნდება. მეექვსე სეზონის პრემიერა გასულ წელს შედგა და მრავალფეროვან ეპიზოდებს მოიცავდა — დაწყებული კოსმოსით, დამთავრებული სტრიმინგის სატირული მომავლით. მართალია, არ ვიცით, რა თემებს დაფარავს ახალი ეპიზოდები, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლეს ტექნოლოგიურ ამბებსაც შეეხებიან, იქნება ეს AI თუ მეტავერსი.
https://www.marketer.ge/black-mirror-meshvi...hy9hPwKYpkHyqS4