#57058511 · 28 Oct 2020, 13:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეკაკო ახსენით, რას ნიშნავს "დღეს შემთხვევით აღმოაჩინა", რა "შემთხვევასთან" არის დაკავშირებული თქვენი "აღმოჩენა".. თქვენ რომ არ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად, ზოგჯერ ისეთი გარემოებები ახდენს გავლენას იურიდიულ სიტუაციაზე, კერძოდ, ხანდაზმულობის ვადაზე. spiridon_surajia ეს 6 თვიანი ვადა, კრედიტორს, სამკვიდროს გახსნის შეტყობიდან[!!!!!!!] ეხება. ანუ, ბანკის საქმის კურსის ჩაყენების ვალდებულება[!!!!] აქვს მემკვიდრეს და შემდგომ იწყება ამ ვადის ათვლა. მამკვიდრებლის კრედიტორის მიერ, სამკვიდრომიღებული მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის ვადაა 6 თვე, კრედიტორის მიერ სამკვიდროს გახსნის თაობაზე შეტყობინების დღიდან; 1 წელი მოთხოვნის ვადის დადგომიდან, თუ კრედიტორმა არ იცოდა სამკვიდროს გახსნის შესახებ (მუხლი 1488).
|