მეც მასეთი მანქანა მყავს
აი ესე უნდა მოხსნა:
წითლად მონიშნულ ზაზორებში თითებს შეუყოფ
და ლურჯად მონიშნულ პლასტმასს მოხსნი
ცოტა ძალის დატანება დასჭირდება
დაინახავ დიდ სახურავს, როგორც ზემოთ დაპოსტილ სურათშია
მაგ სახურავს აქვს თავისი შუპი (თუ რა ქვია)
მასზე ნაჩვენებია 2 შკალა. ერთი გახურებული ზეთისთვის, მეორე ცივი ზეთისთვის
თუ დილით, ცივზე მოხსნი, მაშინ ქვედა შკალით განსაზღვრავ რამდენი დგას. თუ ნამუშევარია და ცხელია, მაშინ ზედათი
ქვედა შკალას აწერია 20 გრადუსი (ანუ ცივი როცაა)
ზედას 80 (ანუ ცხელი)
ისე თუ მაგისი ბრალია რომ მძიმედ ტრიალებს, მაშინ საჭის ტრიალის დროს ხმა ექნება ცუდი (ცივზე). თუ არ აქვს არ იქნება მაგის ბრალი
მე თეგეტა მოტორსში მთლიანად გამოვაცვლევინე ჰიდრავლიკის ზეთი. 16 ლარი ზეთი, 10 გამოცვლა
This post has been edited by Quest on 22 May 2009, 10:21