#57038648 · 24 Oct 2020, 19:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაწო:-)
ანუ ყავთ თუ არა შემცვლელი? ჯერ არა. მაგრამ ეყოლებათ, უფალი გამოგვიჩენს. თუ პირად ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ დააყენებენ.
*** ზოგადი პროგნოზი ასეთია... ვაი იმას, ვინც ხელისუფლებაში მოვა. მმართველობის ურთულესი პერიოდი იწყება. 2024 წლამდე მხოლოდ უარესობას შეიძლება ველოდოთ. საქართველოს ისტორიას ასეთი მძიმე ხანა სულ რამოდენიმე თუ ახსოვს ჩვენი არსებობის მანძილზე.
ჩემი რჩევა და თხოვნა ხელისუფლებას თუ ოპოზიციას: პოლიტიკური ელიტის, მოაზროვნე პოლიტიკოსების ნაწილი, ვისაც უკვე აქვს მრავალწლიანი მოღვაწეობის გამოცდილება პოლიტიკურ ასპარეზზე, უნდა დარჩეს პარლამენტს გარეთ. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ოპოზიცია, როგორც ადამიანური, პროფესიონალური რესურსი. საქართველოში უნდა ყოფილიყო ყოველთვის ძლიერი ოპოზიცია და ახლა მით უფრო უნდა იყოს. თუნდაც როგორც ჯანსაღი, კრიტიკულად განწყობილი ფრთა, რომელიც საჭიროების ჟამს სწორი ხედვის დაბრუნებაში და ძალთა დაბალანსებაში დაეხმარება ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც მთლიანობაში ამოიყვანს მძიმე სიტუაციებიდან. კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე კოალიციურ მთავრობაში ან საკანონმდებლო ხელისუფლებაში გადაწყვეტენ შესვლას. ნუ გავსვრით იმ ძალას, ვისაც გაჭირვებისას რეალურად ცოდნაც აქვს და შესაძლებლობაც, რათა დაგვეხმაროს.
This post has been edited by Катеньки on 24 Oct 2020, 19:44
--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
|