Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > ფუტკარი, სეზონი 2018


Posted by: K_M_HUNTER 4 Feb 2017, 20:57
წინა თემა
https://forum.ge/?f=106&showtopic=34817619&st=0

Posted by: vixn 5 Feb 2017, 07:15
დავდებ რამეს იქნებ ხალხი გამოცოცხლდეს. დასაწყისისთვის ასე ჯობია.

Posted by: vixn 5 Feb 2017, 07:19
ახლა საქმე. ეს გივის ნუკებია, ამაზონიდან გამო წერილი, ძვირი დაუჯდს, მაგრამ კარგია, თუმცა ნოზემა მაინც აწუხებს, ფუმაგილინს ხმარობს.

Posted by: vixn 5 Feb 2017, 07:23
ამიტომ ვეცდები გავადიდო ნუკის ზომა, იქნებ ავცდე ნოზემას და ანტიბიოტიკებს, 500- 800 გრამი ფუტკარი საკმარისია, იმედია.

Posted by: laveraki 5 Feb 2017, 12:56
Hunter გაიხარე ასე არ ჯობია?
ნოზემა როგორი დაავადებაა ? როგორ მივხვდე კლინიკურ ნიშნებს? აქამდე პროფილაქტიკას ვუკეთებდი ყველას.


Posted by: vixn 5 Feb 2017, 14:12
ჯერ ის მითხარი, როგორ პროფილაქტიკას უკეთებდი?

Posted by: laveraki 5 Feb 2017, 15:30
რავი სიროპთან ერთად ვაძლევდი სხვადასხვა წამლებს.

Posted by: vixn 5 Feb 2017, 22:34
თუ ფუტკრის სწორ ნაწლავის შიგთავსს მიკროსკოპში დააკვირდები ( მომზადება უნდა ), ასეთ სურათს დაინახავ. ისე კი კუჭის აშლაა უხეშად, თუმცა არის მეორე ფორმა, როდესაც კლინიკურად არ ვლინდება, მაგრამ მიკროსკოპში ჩანს.

Posted by: m-kasper 6 Feb 2017, 09:33
ახალ თემას გილოცავთ მეფუტკრეებო, ღმერთმა გამრავლოთ და ღალიანობა არ მოგაკლოთ, მიხარია რომ ვხედავ ფუტკრის თემის ზრდას და ამ მადლიანი მწერის დაფასებას

Posted by: leoni_1973 6 Feb 2017, 13:45
QUOTE
ამიტომ ვეცდები გავადიდო ნუკის ზომა, იქნებ ავცდე ნოზემას და ანტიბიოტიკებს, 500- 800 გრამი ფუტკარი საკმარისია, იმედია.


ეს ვერ გავიგე კობა, პატარა ნუკში უფრო მძლავრობს, ნოზემას გავრცელების შანსი უფრო დიდია?

Posted by: vixn 6 Feb 2017, 16:42
m-kasper
ღმერთმა გამარჯვება არ მოგაკლოს.
ლევან, .ასეა სუსტ ოჯახებში ადვილად მრავლდება , ამიტომ ნუკებს მუდმივად აძლევენ ფუმაგილინს.

Posted by: leoni_1973 6 Feb 2017, 19:19
ფუმაგილინი ძალიან ძვირი პრეპარატია, და თან, როგორც მე ვიცი ევრო სტანდარტებშიც არ ჯდება. ჩვენთან არ იყიდება და აშშ დან არის გამოსაწერი. აქედან გამომდინარე, რამდენად რენტაბელური და მისაღებია მისი გამოყენება.

Posted by: gig55 6 Feb 2017, 20:17
მოგესალმებით ყველას გილოცავთ ახალი თემის გახსნას კარგი წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი მშრომელი ფუტკრისთვის სიროფის ჭმევას როდის იწყებთ მეგობრებო მგონი აღარაა ადრე

Posted by: vixn 6 Feb 2017, 21:00
ლევან, სხვაგვარად დედოფალს ვერ შეუნარჩუნებ,ოჯახი იმდენად სუსტია, ყველაფერი ოხრობა ჩაგრავს, მათ შორის ყველაზე საშიში და სწრაფად ნოზემა ემუქრება, დედოფლის ინფიცირება ხდება, და მომავალში სადაც წავა იქაც ავრცელებს ამ სიკეთეს. ამიტომ ოხრად აძლევენ ფუმაგილინს, თუმცა ბევრგან უარი თქვეს და სხვა ტიპის ნუკებზე გადავიდნენ. მეც ამიტომ ავირჩიე დიდი ნუკი. დედოფალი უფრო ძვირი დაჯდება, მაგრამ რისკი ნაკლებია პრობლემების.
გიგა, შენთან ისევ ზამთარია, ჯერ არ აიღებს ფუტკარი.

Posted by: K_M_HUNTER 6 Feb 2017, 21:07
leoni_1973
QUOTE
ფუმაგილინი ძალიან ძვირი პრეპარატია, და თან, როგორც მე ვიცი ევრო სტანდარტებშიც არ ჯდება. ჩვენთან არ იყიდება და აშშ დან არის გამოსაწერი. აქედან გამომდინარე, რამდენად რენტაბელური და მისაღებია მისი გამოყენება.

სულფადიმეზინი - იაფი და მუშა

gig55
სიროპი მიეცი როცა ფუტკარი ინტენსიურად დაიწყებს ფრენას,
ანუ ტემპერატურა +15 გრადუსს აცდება,
ახლა კანდის მიცემაა საჭირო.
* * *
კობა, რა სისქის ფანერისგან გაქვს დამზადებული და ძირად რა ექნება?

Posted by: Seeker 6 Feb 2017, 21:21
ახალ თემას გილოცავთ მეფუტკრეებო

K_M_HUNTER
QUOTE
სულფადიმეზინი - იაფი და მუშა


სულფადიმეზინი კარგია მაგრამ სად შოულობთ? იყიდება სადმე?

Posted by: vixn 6 Feb 2017, 21:23
კახა, როგორც სკის კორპუსი, წინა უკანა კედელი 18 მმ, გვერდით 15 მმ.

Posted by: K_M_HUNTER 6 Feb 2017, 21:43
Seeker
ჩვეულებრივ აფთიაქებში უნდა იყოს,
მე დიდი ხანია არ მიხმარია,
რადგან ოქსიტეტრაციკლინს ვხმარობ და
გარკვეულწილად ნოზემას პრევენციაც გამოდის.

კობა, როცა მთლიანად დაამზადებ,
ერთიანობაშიც დადე სურათი

Posted by: Seeker 6 Feb 2017, 21:58
K_M_HUNTER
QUOTE
ჩვეულებრივ აფთიაქებში უნდა იყოს,
მე დიდი ხანია არ მიხმარია,
რადგან ოქსიტეტრაციკლინს ვხმარობ და
გარკვეულწილად ნოზემას პრევენციაც გამოდის.


შემოდგომით სუსტი ოჯახებისთვის მინდოდა პროფილაქტიკის მიზნით. შემოვიარე აფთიაქები და ვეტ-აფთიაქები მხოლოდ უფროსი თაობის ფარმაცევტებმა იცოდნენ ეგ წამალი და ისინიც გაკვირვებულები მეკითხებოდნენ ეს ძველი წამალია რომელმა ექიმმა გამოწერა ალბათ ძალიან ასაკიანია და არ იცის რომ დიდიხანია არ შემოდისო smile.gif
მე ვერ ვიშოვე

Posted by: K_M_HUNTER 6 Feb 2017, 23:44
Seeker
არაბრენდულ აფთიაქებში იკითხე

Posted by: leoni_1973 7 Feb 2017, 09:36
მე ვფიქრობ დროა, ციკლინებს და რაღაც ჯანდაბებს, ანტიბიოტიკებს ვგულისხმობ, თავი უნდა დავანებოთ და პროფილაქტიკისათვის ბიოლოგიურ საშუალებებზე გადავიდეთ, მაგ. წიწაკის და კიდევ უფრო ეფექტური აბზინდის ნაყენის გამოყენებაზე. დაავადების შემთხვევაში, ანტიბიოტიკებს ვერ ქვცდებით.

Posted by: meravici1 7 Feb 2017, 16:56
გამარჯობათ შესწავლა მინდა მეფუტკრეობის და ინებ მირჩიოთ რითი დავიწყო

Posted by: K_M_HUNTER 7 Feb 2017, 17:30
meravici1
გაგიმარჯოს!
თავიდან უნდა დაიწყო
http://vet.ge/wp-content/uploads/2015/08/studentis-saxelmzgvanelo-mefutkreobis-safuzvlebi.pdf

Posted by: meravici1 7 Feb 2017, 17:47
მადლობა შეგაწუხებთ ხოლმე განმარტებებისთვის

Posted by: vixn 7 Feb 2017, 18:17
meravici1
არ მოეშვა ამ საქმეს, აბა შენ იცი.

Posted by: meravici1 7 Feb 2017, 18:57
ვეცდები დავინტერესდი ძაან ვნახოთ რა გამოვა

Posted by: gig55 7 Feb 2017, 22:13
აპიმაქს თუ იყენებთ ვინმე და თუ აქვს დადებითი შედეგი ? გასაგებია ესეიგი ჯერ ადრეა სიროფით დაწყება

Posted by: m-kasper 8 Feb 2017, 09:25
meravici1
მაილი მომწერე და გამოგიგზავნი K_M_HUNTER -მა რაც შემოგთავაზა მეფუტკრეობაზე სახელმძღვანელოს ან მასწავლეთ აქ თუ შეიძლება ატვირთვა და დავდებ. ყველა დაინტერესებილს ექნება საშუალება გადაავოს თვალი და თეორიას გაეცნოს, პრაქტიკულ კითხვებს კი აქ განიხილავს და საქმეც წინ წავა.
პ.ს.
მართალია სულ რამოდენიმე პოსტი მაქვს ამ თემაში, მაგრამ თავს უფლებას მივცემ და K_M_HUNTER -ს ვთხოვ ყველა საინტერესო ლინკი რაც თემაში დაიდება პირველ პოსტს ჩაამატოს და ერთგვარი საინფორმაციო ბაზაც შეიქმნება მათთვის ვისაც მთელი თემების წაკითხვა დაეზარება

Posted by: Seeker 8 Feb 2017, 12:49
K_M_HUNTER
QUOTE
არაბრენდულ აფთიაქებში იკითხე


მგონი ვაგზალზეა ყველაზე მეტი არაბრენრიბული აფთიაქები, მანდ შემოვიარე და არ ქონდათ . თუ სწორად მახსოვს ქონდათ სულფადიმეტოქსინი

შეიძლება იყოს სადმე რამე წერტილი სადაც იყიდება თუ იცის ვინმემ გვასწავლოს

Posted by: kelasuri 8 Feb 2017, 14:00
რა უცნაურია ეს ჩვენი ფარმაკოლოგიური სფერო... სულფადიმეზინის ანალოგი არის სტრეპტოციდი (აქტიური ნივთიერება ერთიდაიგივეა) - რომელიც სავსეა ყველა აფთიაქში.

Posted by: kbila799 8 Feb 2017, 14:14
გამარჯობათ მეფუტკრებო , ბარაქიან წელიწადს გისურვებთ და წარმატებებს

Posted by: K_M_HUNTER 8 Feb 2017, 15:22
m-kasper
წითლად აღნიშნული ოპციით ამაგრებ ფაილს
http://radikal.ru
მაგრამ ჯობს, ფაილის სახელწოდების მიხედვით დაგუგლო და ელექტრონული ვერსიის ლინკი დადო,
შემდეგ გადავიტან, შენი თხოვნის შესაბამისად.

Posted by: leoni_1973 8 Feb 2017, 19:38
gig55 აპიმაქსი ძალიან კარგი კომპლექსური პროფილაქტიკური პრეპარატია, თან ბიოლოგიურია, მაგრამ დაავადების სამკურნალოდ ალბათ სანდო არ არის, პროფილაკტიკისათვის კი კარგია. დაავადები კი გვაშოროს ღმერთმა.

Posted by: bersena 8 Feb 2017, 19:44
ფუტზალი წავიკითხე user.gif

ბლინ როგორ მინდა ფეხბურთის თამაში facepalm.gif

Posted by: gig55 8 Feb 2017, 20:33
leoni_1973
ღმერთმა გვაშოროს დაავადება შენ რომელ პრეპარატებს ხმარობ?

Posted by: userman 8 Feb 2017, 22:00
bersena
QUOTE
ბლინ როგორ მინდა ფეხბურთის თამაში


მერედა ითამაშე რამდენიც გინდა , რას გვერჩი ჩვენ ? biggrin.gif

Posted by: bersena 8 Feb 2017, 22:04
userman


არაფერს :დ

ბარემ შემოსული ვიყავი და დავწერე biggrin.gif

Posted by: theodous 8 Feb 2017, 23:22
ნუთუ ეს ბზნესი შემოსავლიანია???

Posted by: vixn 9 Feb 2017, 09:14
theodous
გააჩნია ვინ როგორ უდგება, საქართველოში ძირითადად დამატებითი შემოსავალია.

Posted by: leoni_1973 9 Feb 2017, 17:38
gig55 აპიმაქს აქტიურად ვიყენებ პროფილაქტიკისათვის, მე კმაყოფილი ვარ, თან გამაღიზიანებელი ეფექტიც აქვს, დედა კვერცხის დებად უმატებს, ფუტკარი აქტიურდება. კანდშიც შეგიძლია გამოუყენო. ამ დროს იდეალურია. მეც ვაპირებ, ერთი კვირა თუ არ დათბა, მე თვითონ მომიწევს კანდის დამზადება და აპიმაქს აუცილებლად ვუზამ.

Posted by: vixn 9 Feb 2017, 19:26
დავავთალიერე საფუტკრე, ძირითადად დადანის სკებია, გასაყიდი ამანათები.

Posted by: gig55 9 Feb 2017, 19:31
leoni_1973
ერთ ოჯახს რამდენი გრამი უნდა შეხვდეს საშუალოდ? რამდენ ლიტრ სიროფში იხსნება ერთი ფლაკონი?

Posted by: meravici1 9 Feb 2017, 21:35
QUOTE
მართალია სულ რამოდენიმე პოსტი მაქვს ამ თემაში, მაგრამ თავს უფლებას მივცემ და K_M_HUNTER -ს ვთხოვ ყველა საინტერესო ლინკი რაც თემაში დაიდება პირველ პოსტს ჩაამატოს და ერთგვარი საინფორმაციო ბაზაც შეიქმნება მათთვის ვისაც მთელი თემების წაკითხვა დაეზარება

კარგი იდეაა და საჩირო რამ

Posted by: oskar 10 Feb 2017, 07:31
გამარჯობათ, ფუტკრის პაკეტები რა ფასში გაქვთ.

Posted by: vixn 10 Feb 2017, 08:23
QUOTE (oskar @ 10 Feb 2017, 07:31 )
გამარჯობათ, ფუტკრის პაკეტები რა ფასში გაქვთ.

ჯერ ადრეა, გაზაფხული იგვიანებს, სავარაუდოდ 15 აპრილის შემდეგ გაიყიდება წელს ამანათი. ( ახალ დედოფალს ვგულისხმობ).

Posted by: leoni_1973 10 Feb 2017, 14:13
gig55მეგონა, რომ მქონდა, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. ბოთლს ზედ აწერია, თუ კარგად მახსოვს მთლიანი ბოთლი 10 ლიტრში იხსნაბა, ხოლო ერთ საშუალო ოჯახს 250-300გრ. ვაძლევდი. კანდში კი 5 კგ-ს უნდა მთლიანი ბოთლი.

Posted by: laveraki 10 Feb 2017, 15:10
ტილზე რას შვებით? როდის და რითი იწყებთ?

Posted by: bes_ka888 10 Feb 2017, 20:55
სალამი ბანდა გილოცავთ ახალ თემას

http://www.knews.ge/ge/kakhetinews/4/6955/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.htm

ეს კაცი ჩემი მასწავლებელია მეფუტკრეების. თვალი გადაავლეთ კარგი სტადიაა. bis.gif

Posted by: vixn 11 Feb 2017, 13:49
მკვდარი ფუტკარი შევაგროვე, ვეცადე ახალი დახოცილი. ამბობენ სპირტზე სასარგებლოა.

Posted by: gig55 11 Feb 2017, 19:03
vixn
სპირტზე სასარგებლო რას გულისხმობ?

Posted by: leoni_1973 11 Feb 2017, 19:42
მკვდარი ფუტკრის სპირტზე ნაყენს გულუსხმობს ალბათ კობა. ამ ნაყენის სასარგებლო თვისებებზე ბევრი ინფოა ინტერნეტში

Posted by: bes_ka888 11 Feb 2017, 22:22
vixn


კაია მეც შევაგრვე ოღნდ ცოტა.
ნახევარიტრიანი ბანა


ეხლა რა მუნდა გკიხოთ კანდს ვაძლევ მეორედ. ( და კანდს ურევ რძის ფხვნილს ჭეოს შემცველობა აქვს) და რამე წამალი ხო არ უნდა ჯერ ჯერობით?

Posted by: vixn 11 Feb 2017, 23:17
ბეს, მე არაფერს არ ვურევ და კმაყოფილი ვარ . სხვები ურევენ და მოსწონთ. ასეა, როგორც შენ თვლი ისე იქნება სწორი.

Posted by: bes_ka888 12 Feb 2017, 10:35
vixn
კი გეთანხმებით არის აზრთა სხვადასხვაობა ბევრ მხრივ, ზოგისგან გავიგე სტიმულატორის პონტში კოფეს ურევენ სეროფს ( ენერგიაზე მოყავს ფუტკარი)

Posted by: presbiteri 12 Feb 2017, 10:55
QUOTE
ზოგისგან გავიგე სტიმულატორის პონტში კოფეს ურევენ სეროფს

es ragac axalia.

Posted by: vixn 12 Feb 2017, 15:48
კოკაინი ან მორფინი ჯობია, საკაიფოდ მუშაობენ.

Posted by: bes_ka888 12 Feb 2017, 16:30

ჰეროინიც ჭეოს შემცველობა აქ jump.gif jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: "დმანისი1" 12 Feb 2017, 16:51
გმარჯობა ყველას ერთი მაინტერესებს ერთი ცარიელი სკია რა ღირს ხოომ ვერ მეტყვით?
მადლობა წინასწარ

Posted by: bes_ka888 12 Feb 2017, 17:39
"დმანისი1"

გააჩნია ტერიტორიას ლაგოდეხში (ჩემკენ) დადანი 10 რამკიანებია და 80₾ მაღაზიით რამკების გარეშე , ხოლო 12 ჩარჩოიანი 85₾ + ჩარჩო 1 ₾

Posted by: "დმანისი1" 12 Feb 2017, 20:43
bes_ka888
აქ უფრო ძვირი არის 100-150 ლარი ღირს ამ წლის ზაფხულიდან ვაპირებ ამ საქმეს მოვკიდო ხელი და ვნახოთ თუ მოვახერხებ...

Posted by: bes_ka888 12 Feb 2017, 21:52
"დმანისი1"
საიდან ხარ ცარიელი სკების იმპორტით ხო არ დავკავდეთ smile.gif))))))) ცაცხვის სკები ღირს ეგრე და ფიჭვი 10-15 ით მეტი


Posted by: "დმანისი1" 13 Feb 2017, 09:57
ბეს_კა888
QUOTE
"დმანისი1"
საიდან ხარ ცარიელი სკების იმპორტით ხო არ დავკავდეთ ))))))) ცაცხვის სკები ღირს ეგრე და ფიჭვი 10-15 ით მეტი

smile.gif მე დმანისში ვცხოვრობ აქამდე ჩამოტანის ხარჯი თითქმის იგივე ფასი გამოდის რაც აქ sad.gif ისე კარგი იქნებოდა აქაც ასეთი ფასები რომ იყოს ან საერთოდ ჩემი აზრით მასალა უნდა გონდეს და შენითუნდა ისწავლო სკების გაკეთება თუ ამ საქმეს სერიოზულად მოჰკიდებ ხელს...

Posted by: kelasuri 13 Feb 2017, 11:52
vixn

ის მკვდრებში შარშანწინდელი დედაცაა თუ მეშლება რამე?

Posted by: laveraki 13 Feb 2017, 12:20
ერთი მეც შევამჩნიე ნიშანი ადევს ზურგზე.

Posted by: vixn 13 Feb 2017, 12:49
kelasuri
დედოფალია, სწორად შეხედე, დავადევი ზემოდან სილამაზისთვის.

Posted by: Seeker 13 Feb 2017, 17:28
vixn
QUOTE
დედოფალია, სწორად შეხედე, დავადევი ზემოდან სილამაზისთვის.


საინტერესოა რამ გამოიწვია

Posted by: vixn 13 Feb 2017, 22:58
შიმშილით დაიხოცა, კანდი არ ქონდა ზემოდან.

Posted by: laveraki 13 Feb 2017, 23:05
კობა დაგავიწყდა დადება თუ რატომ მოხდა ასე?

Posted by: userman 14 Feb 2017, 06:44
მეგობრებო !
ძირძველო და დამწყებო მეფუტკრეებო !

როგორც არ უნდა ვეცადოთ , როგორც არ უნდა მოუაროთ ფუტკარს , სულ რომ ბამბებში ჩავსვათ ( ცნობისათვის მე მართლა ბამბებში ვსვავ ) გამოზამთრებისას მინიმალურად მაინც გვეხოცება ფუტკარი. რის მიზეზსაც უმეტეს შემთხვევაში ვერ ვიგებთ. მიზეზებს თავი დავანებოთ და ასეთ კითხვას ვსვავ და მაინტერესებს თქვენი პასუხი ...

გამოზამთრებისას , დახოცილი ოჯახების რაოდენობა რამდენ პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს ? აქ ასევე ვიგულისხმოთ ის ოჯახებიც , რომლებიც გადარჩნენ , მაგრამ უდედოდ დარჩნენ ( ფაქტიურად ესენიც გასაუქმებელია ).
ნუ ეხლა სულაც , რომ არ დაიხოცოს და უდედოდ არ დარჩეს მაგას რა სჯობია , მარა თქვენთვის რამდენია დასაშვები მაქსიმალურად ?

ჯერ თქვენი პასუხები მაინტერესებს და შემდეგ მეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას ამ თემასთან დაკავშირებით.

Posted by: laveraki 14 Feb 2017, 09:52
userman

საინტერესო შეკითხვაა . ალბათ უფრო იმას კითხულობ პრაქტიკულად ვის რამდენი ძირი ფუტკარი ეღუპება პროცენტულად. თუ არა ჩემთვის დასაშვები 100 პროცენტით რომ გამოვიდეს ისაა.

ჩემთან 5 პროცენტამდეა , მაგრამ მე პატარა საფუტკრე მაქ და მერე არ ვიცი როგორ იქნება.

Posted by: vixn 14 Feb 2017, 10:17
laveraki
მეზობლის ოჯახია, "შაქარს და მასეტებს" არ ხმარობს, დიდ ზამთარში ბევრი ეხოცება..ერთობა ადამიანი.

Posted by: userman 14 Feb 2017, 10:33
vixn

შენ ხომ ხმარობ შაქარს და მაგისთანებს და მოვლა ყურადღებას არ აკლებ ფუტკარს. შენთან საშუალოდ რამდენი პროცენტია ხარჯი ?

ისე ვიტყვი იმასაც , რომ გამოზამთრება გაცილებით უჭირთ ახალ ოჯახებს. და კობა შენ ხომ ძირითადად სულ ახალი ოჯახები გყავს ?

Posted by: Seeker 14 Feb 2017, 10:43
userman

ჩემი აზრით მოვლილ საფუტკრეში 1 დან 2 % მდე, მეტი არ უნდა იყოს
მოვლილში ვგულისხმობ ახალ დედებს + ძლიერ ოჯახებს როცა დაზამთრებამდე სუსტებს აერთებ და დათბუნებულს

ჩვენთან 1% მდეა ხოლმე ეგეც წინასწარ ვიცით რომელია საეჭვო სკები smile.gif

ისე კი 3 ჩარჩოზეც ბევრჯერ გამოგვიზამთრებია

Posted by: laveraki 14 Feb 2017, 12:03
Seeker
მეგობარო მაგ 3 ჩარჩოიან ოჯახს გახადხულზე აერთებ თუ ცალკე ამუშავებ თაფლზე?

Posted by: Seeker 14 Feb 2017, 13:20
laveraki
QUOTE
მეგობარო მაგ 3 ჩარჩოიან ოჯახს გახადხულზე აერთებ თუ ცალკე ამუშავებ თაფლზე?


პირველ რიგში ზაპასი დედა გყავს და გაზაფხულზე თუ სხვა რომელიმე ვერ გავიდა ან თუ დედა გასინჯვისას შემოგაკვდა მიუერთებ
ასეთები პაკეტები გვიან ვითარდებიან თუ კარგი ამინდებია დახმარების გარეშე თუ არადა ძლიერი ოჯახებიდან დაეხმარები 2-3 ჩარჩოს მიუმატებ და გაიმართება
კარგი წელიწადი თუა თავისუფლად იმუშავებს თაფლზე მაგრამ ხან ისეა ძლიერი ოჯახები ძლივს ახერხებენ თაფლის დაგროვებას

Posted by: vixn 14 Feb 2017, 13:53
დანაკარგი ყოველ წელიწადში მაქვს, მიზეზი ცნობილია, 10 %არასოდეს აცილებია ყველაზე ცუდ წელს.
ბესო, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვაზროვნებტ, ორივე გამართლებულია.

Posted by: laveraki 14 Feb 2017, 15:05
კობა მე როგორც ვიცი სადედეებით ცვლი დედებს თუ ვცდები? როდის ნიშნავ დედებს?

Posted by: vixn 14 Feb 2017, 16:30
ფუტკარზე მოთხოვნა გაიზარდა, დამერღვა თანმიმდევრობა, სადაც დავინახე ყოველთვის ვნიშნავ, წელს ნუკში უფრო ადვილი იქნება მოძებნა და მარკირება.

Posted by: userman 14 Feb 2017, 21:23
vixn
QUOTE
დანაკარგი ყოველ წელიწადში მაქვს, მიზეზი ცნობილია, 10 %არასოდეს აცილებია ყველაზე ცუდ წელს.
ბესო, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვაზროვნებტ, ორივე გამართლებულია.


სხვადასხვა რატო ? მე მგონია ერთ თემაზე და ერთი მიმართულებით ვსაუბრობთ!

შენ წარმოიდგინე სწორად აღნიშნე და მეც გეთანხმები 10 % -ს არ უნდა აღემატებოდეს დანაკარგი . თუნდაც 10% -ი იყოს მადლობელი ვიქნები უფლის. ასე რომ თუ 10 %-ს გადააჭარბა ზარალმა , მაშინ მართლა საზარალოა .

თუმცა ზოგი 20 % -ნტამდეც კი ადის და ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ !!!

Posted by: vixn 14 Feb 2017, 23:13
2010 წელი ნახევარი საფუტკრე გაქრა ზემო იმერეთში ხანგრძლივი ზამთრის გამო, მიზეზი - საკვების გამოლევა გუნდის თავზე.

Posted by: bes_ka888 15 Feb 2017, 02:18
vixn

ამიტომ არსებობს კანდი(შენ არ შეგეშლება), მე შემოდგომიოდან გაზაფხულამდე კანდს არ უზოგავ და სიცივით 5 წელია რაც მყავს ფუტკარი და არ დამხოცვია

Posted by: gig55 15 Feb 2017, 14:14
მეგობრებო ყუთს გარედან როგორ ღებავთ რომელი კრასკაა უფრო ხარისხიანი?

Posted by: iagi01 15 Feb 2017, 15:45
კობა დედის დაღუპვის შემთხვევაში (ყველას გვაშოროს) გაზაფხულზე როგორ აერთებ ოჯახს და არ უჭირთ შეერთება?

Posted by: vixn 15 Feb 2017, 17:54
თუ სითბოა გარეთ, ფუტკარი გამოდის, ვფერტხავ ფუტკარს სკებს შორის, სკას ვიღებ, ფუტკარი თითონ ნაწილდება სხვადასხვა სკებში. სიცივეში ჩარჩო ფუტკრით (2 ერტად) გადამაქვს დედოფლიან ოჯახში და ვდებ ნაპირას ფუტკრიან ჩარჩოს გვერდით, ბოლის და ხმაურის გარეშე, თუ მეეჭვება პიტნის ნაყენს ვასხურებ ცოტას. ისე მე დაფერტხვა უფრო მომწონს, ნაკლები დრო ჭირდება.

Posted by: userman 15 Feb 2017, 18:32
QUOTE
თუ მეეჭვება პიტნის ნაყენს ვასხურებ ცოტას

ყველა ვარიანტში ჯობია პიტნის ნაყენის გამოყენება ან რაიმე სუნიანის . შეერთებამდე 10-15 წუთით ადრე.

რაც შეეხება დაბღერტვას , მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ

Posted by: "დმანისი1" 15 Feb 2017, 21:11
მე მყავდა აქამდე ერთი ოჯახი და ჩავაბარე ახლობელს ვითომ კარგად იცოდა მოვლა მოკლედ დედა დაეღუპათო და თვითონ გაფრინდნენ სკიდან რა უნდა გავაკეთო ასეთ შემთხვევაში?

Posted by: K_M_HUNTER 15 Feb 2017, 22:30
"დმანისი1"
QUOTE
რა უნდა გავაკეთო ასეთ შემთხვევაში?

სხვას არ უნდა ჩააბარო,
თითონ უნდა მიხედო

Posted by: userman 16 Feb 2017, 06:22
"დმანისი1"
QUOTE
მე მყავდა აქამდე ერთი ოჯახი და ჩავაბარე ახლობელს ვითომ კარგად იცოდა მოვლა მოკლედ დედა დაეღუპათო და თვითონ გაფრინდნენ სკიდან რა უნდა გავაკეთო ასეთ შემთხვევაში?


იმ ფუტკრით დაცლილ სკაში აშენებული ჩარჩოები ხომ დარჩა ? თავის სკიანად... რომ იცოდე ეგენი უფრო ძვირფასია ვიდრე ფუტკარი. ყოველშემთხვევაში არანაკლებია გაქცეულ ფუტკარზე . დაახლოებით თვითღირებულების 75% მაგეებზე მოდის და 25 % ფუტკარზე .
ამიტომ თუ ისევ გაქვს სურვილი ფუტკრის ყოლის . უნდა იყიდო მინიმუმ ერთი პაკეტი ( ისე ორი ჯობია ) და ისევ აღადგენ ოჯახს .

რაც შეეხება ცოდნას , შენი ფუტკრის უდედოდ დარჩენა მარტო ცოდნაზე არაა დამოკიდებული . შენთანაც , რომ ყოფილიყო ფუტკარი , თავისუფლად შესაძლებელია იგივე დამართნოდა . ანუ სავსებით შესაძლებელია ასეთი რამ. ამიტომ ყველაფერს ახლობელს ნუ დააბრალებ , მითუმეტეს კარგი მცოდნეაო იძახი .
მაგრამ არის ერთი მომენტი :
ნათქვამია ,,ანაბარი ცხვარი მგელმა არ შეჭამაო " . მე თუ ჩავიბარე ახლობლის ფუტკარი ამ სიტუაციაში არასდროს არ ჩავარდება ჩემი ახლობელი , თუმცა ყველანაირად ვეცდები არავის ფუტკარი არ ჩავიბარო . მირჩევნია თაფლით ვცე პატივი ვიდრე დანარჩენი .

ასე , რომ შენი გადასაწყვეტია ან იყიდე პაკეტები და ისევ ახლობელს ჩააბარე , ან არადა დარჩენილი სკა და ჩარჩოები აჩუქე მას . სამაგიეროდ თაფლს მაინც გაჩუქებს ...smile.gif tan.gif

Posted by: vixn 16 Feb 2017, 08:02
20 თებერვალს, თბილისში, ექსპო ჯორჯიას 6 პავილიონში პოლონეთის ფირმის " ლისონის" პროდუქციის გამოფენაა. ყველაფერი აქვთ რაც ფუტკარს ჭირდება. სავარაუდოდ მე იქ ვიქნები.

Posted by: "დმანისი1" 16 Feb 2017, 11:58

QUOTE
იმ ფუტკრით დაცლილ სკაში აშენებული ჩარჩოები ხომ დარჩა ?

დარჩა მაგრამ დავწურეთ smile.gif))) თვითონაც არ ჰყავდა რომ მმეჩუქებინა აწი არ ვაპირებ ვინმესთვის ჩაბარებას თუ ხლი არ შემეშლება ავცილებლად მოვკიდებ ამ საქეს ხელს ჯერჯერობით არ ვიცი მოვლა მაგრამ ერთი ჯიგარი კაცი გასწავლიო შემპირდა ვნახოთ რა გამოვა
ისე მაგრად მომწონს ეს საქმე აბა თქვენ იცით წარმატებებიsmile.gif

Posted by: maxo1990 16 Feb 2017, 12:51
გამარჯობათ მეფუტკრეებო გილოცავთ ახალ თემას და ბარაქიან წელს გისურვებთ.

ვინმემ რამე ადვილი მეთოდი ხო არ იცით სანთელი როგორ გავათეთრო?

Posted by: vixn 16 Feb 2017, 13:50
maxo1990
ანათალი გადაადნე, გათეთრება არ დაჭირდება.
რად გინდა გათეთრება?

Posted by: graf-senjerman 16 Feb 2017, 20:39
QUOTE (userman @ 14 Feb 2017, 06:44 )
მეგობრებო !
ძირძველო და დამწყებო მეფუტკრეებო !

როგორც არ უნდა ვეცადოთ , როგორც არ უნდა მოუაროთ ფუტკარს , სულ რომ ბამბებში ჩავსვათ ( ცნობისათვის მე მართლა ბამბებში ვსვავ ) გამოზამთრებისას მინიმალურად მაინც გვეხოცება ფუტკარი. რის მიზეზსაც უმეტეს შემთხვევაში ვერ ვიგებთ. მიზეზებს თავი დავანებოთ და ასეთ კითხვას ვსვავ და მაინტერესებს თქვენი პასუხი ...

გამოზამთრებისას , დახოცილი ოჯახების რაოდენობა რამდენ პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს ? აქ ასევე ვიგულისხმოთ ის ოჯახებიც , რომლებიც გადარჩნენ , მაგრამ უდედოდ დარჩნენ ( ფაქტიურად ესენიც გასაუქმებელია ).
ნუ ეხლა სულაც , რომ არ დაიხოცოს და უდედოდ არ დარჩეს მაგას რა სჯობია , მარა თქვენთვის რამდენია დასაშვები მაქსიმალურად ?

ჯერ თქვენი პასუხები მაინტერესებს და შემდეგ მეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას ამ თემასთან დაკავშირებით.

ძველი ლიტერატურის მიხედვით, საშუალოდ 10%-მდე.
დღევანდელი ახალი სტატისტიკის მიხედვით გაცილებით მეტი დანაკარგია. (5%-დან 70%-მდე). ყოველ წელს სხვადასხვა ციფრები ვრცელდება.
გარდა ამისა ბევრი ე.წ. მეფუტკრე სიმართლეს არასდროს იტყვის, ჰგონია გვირგვინია ჩამოუვარდება თავიდან... ძირითადად ეს ეხება ვაჭრუკანა მეფუტკრეებს
ყველაზე რთული ზამთრის ბოლო პერიოდი და გაზაფხულის დასაწყისია, განსაკუტრებით ცივი რეგიონებისთვის.
ფუტკარს სიცივის არ ეშინია, შიმშილია მისი მტერი და დაავადება, და ასევე კოდალა... smile.gif))



Posted by: userman 17 Feb 2017, 09:17
graf-senjerman

რა კოდალა კაცო lol.gif

მე 10 % არასდროს ავცილებულვარ . თუმცა წელს 10 %-ზე უკვე ვარ ასული და კრიზისული პერიოდი კიდევ წინაა. დედებზეც არა მყავს გასინჯული .
ჩემი ზარალის 98 % მოდის ნამატებზე , რომლებიც გაკეთებული მაქვს ივლისის შუა რიცხვებში ( განაყოფიერებული დედით ) და უფრო ადრე . მოკლედ 4 ჩარჩო კარგად სავსე ფუტკრით დავაზამთრე .
თაფლი თითქმის ყველას დარჩა , თუმცა დახოცილში იმდენი ფუტკარი აღარ იყო რაც დავაზამთრე.
თუმცა სხვა წლეებში 2-3 ჩარჩო ფუტკრიანი პაკეტებიც გამომიზამთრებია უდანაკარგოთ .
* * *
vixn
QUOTE
20 თებერვალს, თბილისში, ექსპო ჯორჯიას 6 პავილიონში პოლონეთის ფირმის " ლისონის" პროდუქციის გამოფენაა. ყველაფერი აქვთ რაც ფუტკარს ჭირდება. სავარაუდოდ მე იქ ვიქნები.


კობა თუ იცი გაყიდვაც იქნება პროდუქციის ? თუ მარტო გამოფენაა ?

* * *
იქნება მაგ ფირმის ლინკი იცოდე აქვე ინტერნეტში დავათვალიერებდი

Posted by: m-kasper 17 Feb 2017, 09:52
userman
QUOTE
იქნება მაგ ფირმის ლინკი იცოდე აქვე ინტერნეტში დავათვალიერებდი


http://tomaszlyson.com/

არ ვიცი ეს იგულისხმა თუ არა კობამ, მაგრამ ესეც პოლონური ნაწარმია და მეფუტკრეებს გამოადგებათ smile.gif

Posted by: graf-senjerman 17 Feb 2017, 10:18
QUOTE (userman @ 17 Feb 2017, 09:17 )
graf-senjerman

რა კოდალა კაცო lol.gif

მე 10 % არასდროს ავცილებულვარ . თუმცა წელს 10 %-ზე უკვე ვარ ასული და კრიზისული პერიოდი კიდევ წინაა. დედებზეც არა მყავს გასინჯული .
ჩემი ზარალის 98 % მოდის ნამატებზე , რომლებიც გაკეთებული მაქვს ივლისის შუა რიცხვებში ( განაყოფიერებული დედით ) და უფრო ადრე . მოკლედ 4 ჩარჩო კარგად სავსე ფუტკრით დავაზამთრე .
თაფლი თითქმის ყველას დარჩა , თუმცა დახოცილში იმდენი ფუტკარი აღარ იყო რაც დავაზამთრე.
თუმცა სხვა წლეებში 2-3 ჩარჩო ფუტკრიანი პაკეტებიც გამომიზამთრებია უდანაკარგოთ .
* * *
vixn
QUOTE
20 თებერვალს, თბილისში, ექსპო ჯორჯიას 6 პავილიონში პოლონეთის ფირმის " ლისონის" პროდუქციის გამოფენაა. ყველაფერი აქვთ რაც ფუტკარს ჭირდება. სავარაუდოდ მე იქ ვიქნები.


კობა თუ იცი გაყიდვაც იქნება პროდუქციის ? თუ მარტო გამოფენაა ?

* * *
იქნება მაგ ფირმის ლინკი იცოდე აქვე ინტერნეტში დავათვალიერებდი

ჰო კოდალა smile.gif) facepalm.gif მეზობელი მეფუტკრე მიყვებოდა რამდენიმნე დღის წინ, 3-დან 2 კოდალა უკვე დაიჭირა სეტკით. თავად მოშორებით ცხოვრობს და 2-3 კვირაში ერთხელ მოდის, ნახულობს. ისეთ ხვრელებს აკეთებს, რომ რამდენიმე ოჯახი უკვე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

რაც შეეხება მკვდარი ფუტკრის დაფერთხვას მიწაზე... მერე ზაფხულში თავს იტეხავენ, ჭიანჭველას ვერ იშორებენ სკიდან smile.gif))

ლისონი კარგი ფირმაა, მაგრამ ფასები აქვს ევროპული smile.gif)) ჩვენთან ლისონმა პერსპექტივა ვერ ნახა, ადგილობრივი ნაწარმს უკეთესი ფასი აქვს

ჯერ ზამთარი კიდევ წინაა და ასევე გიჟი მარტიც smile.gif ჩემი დანაკარგი 10%-ს დიდი ხანია ასცილდა და კიდევ ველი რამდენიმე ოჯახის მოსპობას. ამ წელს თაფლის გარეშე ვიქნები, და მთელი აქცენტი საფუტკრის გაზრდაზე იქნება გადატანილი.


Posted by: userman 17 Feb 2017, 13:30
QUOTE
ლისონი კარგი ფირმაა, მაგრამ ფასები აქვს ევროპული )) ჩვენთან ლისონმა პერსპექტივა ვერ ნახა, ადგილობრივი ნაწარმს უკეთესი ფასი აქვს


თქვენთან უკრაინას გულისხმობ ?

აქ საქართველოში კი შემოაქვთ უკრაინული ნაწარმი , რომლის ხარისხიც დამაკმაყოფილებელია , მაგრამ სამწუხაროდ ფასებით უტოლდებიან ევროპულს .

მაგალითად მელისას ფირმას ვგულისხმობ , რომელსაც უკრაინაში თაფლის საწურ მანქანაზე ( ეღთ-ერთ მოდელზე ) ჩვენ ფულზე აქვს 900-1000 ლარი. აქ კი 2500 ლარი ღირს. დარწმუნებული ვარ მე თვითონ , რომ წავიდე ჩამოსატანად და სხვაც , რომ არაფერი ჩამოვიტანო მაგდენი მაინც არ დამიჯდება .
ეს გასული წლის ფასებს ვიძახი . ახლა ვეკითხებოდი შემომტანს : წელსაც იგივე ფასები იქნება მეთქი და რას ამბობო დოლარმა აიწიაო და იგივე რანაირად იქნებაო . არადა უკრაინული გრივნას კურსი ქართული ლარის მიმართ არ შეცვლილა . რა შუშია დოლარი biggrin.gif .

ისე კოდალაზე მინდა გითხრა . ხუმრობა იქით იყოს და ფუტკრის მჭამელია ჩემი თვალით მაქვს ნანახი.

Posted by: graf-senjerman 17 Feb 2017, 18:55
QUOTE (userman @ 17 Feb 2017, 13:30 )
QUOTE
ლისონი კარგი ფირმაა, მაგრამ ფასები აქვს ევროპული )) ჩვენთან ლისონმა პერსპექტივა ვერ ნახა, ადგილობრივი ნაწარმს უკეთესი ფასი აქვს


თქვენთან უკრაინას გულისხმობ ?

აქ საქართველოში კი შემოაქვთ უკრაინული ნაწარმი , რომლის ხარისხიც დამაკმაყოფილებელია , მაგრამ სამწუხაროდ ფასებით უტოლდებიან ევროპულს .

მაგალითად მელისას ფირმას ვგულისხმობ , რომელსაც უკრაინაში თაფლის საწურ მანქანაზე ( ეღთ-ერთ მოდელზე ) ჩვენ ფულზე აქვს 900-1000 ლარი. აქ კი 2500 ლარი ღირს. დარწმუნებული ვარ მე თვითონ , რომ წავიდე ჩამოსატანად და სხვაც , რომ არაფერი ჩამოვიტანო მაგდენი მაინც არ დამიჯდება .
ეს გასული წლის ფასებს ვიძახი . ახლა ვეკითხებოდი შემომტანს : წელსაც იგივე ფასები იქნება მეთქი და რას ამბობო დოლარმა აიწიაო და იგივე რანაირად იქნებაო . არადა უკრაინული გრივნას კურსი ქართული ლარის მიმართ არ შეცვლილა . რა შუშია დოლარი biggrin.gif .

ისე კოდალაზე მინდა გითხრა . ხუმრობა იქით იყოს და ფუტკრის მჭამელია ჩემი თვალით მაქვს ნანახი.

გრივნას მიმართ ლარი კი დარჩა უცვლელი, მაგრამ გრივან დოლარის მიმართ ხომ იცვლება smile.gif)
კი გეთანხმები ფასები სასტიკად იწევს აქაც და რაც მთავარია თაფლის ფასი არ ჩქარობს აწევას.

ლისონს საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი აქვს, მაგრამ ვფიქრობ საქართველოში ნაკლები პერსპექტივა ექნება და მოთხოვნა მაინც დარჩება რუსულ ან უკრაინულ პროდუქტზე.
ანუ ის ბედი ეწევა რაც აქ, უკრაინაში.

ლისონმა სახელი იმით გაითქვა რომ შექმნა პრაქტიკულად ყველა მანქანა, რომელიც სჭირდება, როგორც უბრალო მეფუტკრეს, ასევე დიდი თაფლის გადამამუშავებელ ქარხანას.
ვფიქრობ ღირს წასვლა გამოფენაზე და საკუთარი თვალით ნახვა...
მელისას გარდა არის ABB და კიდევ სხვა წვრილი მეწარმეები...

კოდალაზე მართლა ასეა, საკმაოდ დიდი ზიანი შეუძლია მიაყენოს საფუტკრეს smile.gif

Posted by: vixn 17 Feb 2017, 19:07
m-kasper
ხო ეგ ფირმაა, კარგი ხარისხის და კონკურენტული ფასები აქვს, ორშაბათს ვნახავ გამოფენაზე.
ჩვენთან ყველაფერს უაზრო ფასები აქვს, არჩევანი არ არის, ვინ შეუშლის ხელს.
მე რაც მინახავს, ელექტრო დანა მშვენიერია. დანარჩენი წინაა.

Posted by: maxo1990 18 Feb 2017, 11:24
vixn
სამამლეების ანათლელები მქონდა შენახული დამრჩა ცელოფანში და დამიობდა სხვებიც დააობა და სანთელიც შავი გამომივიდა

Posted by: K_M_HUNTER 18 Feb 2017, 13:58
maxo1990
წვიმის წყლით მოსინჯე რამოდენიმეჯერ გადადნობა.

Posted by: maxo1990 18 Feb 2017, 17:51
K_M_HUNTERწვიმის წყალი არა მარა ჯერ წყაროს წყალში დავადნე და მერე თოვლი გავალხვე და იმაში გავადნე შედეგი მაინც საკმაოდ მუქი გამოდგა სახლისთვის გამოდგება მაინც ცოტაა. მადლობა რჩევისთვის



Posted by: vixn 18 Feb 2017, 21:07
maxo1990
წყაროს წყალი ძაან ხისტია, თოვლი და წვიმის ერთია, ნაკლებად აბინძურებს სანთელს.

Posted by: K_M_HUNTER 19 Feb 2017, 14:45
maxo1990
ერთი მომენტიც გაითვალისწინე -
არც წყალს და არც სანთელს,
რკინასთან ან ფერად ლითონებთან, ალუმინის გარდა,
შეხება არ უნდა ქონდეს,
მხოლოდ ალუმინი, უჭანგავი ფოლადი (ნერჟავეიკა), პლასტმასი და ემალირებული ჭურჭელი,
წვიმის წყალი სახურავის ნაწრეტი არ ვარგა.

Posted by: graf-senjerman 19 Feb 2017, 15:27
წვიმის ან დისტილირებულ წყალს იყენებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბოლომდე გამოიწუროს სანთელი და მეორე, როცა ცივდება, ფირფიტა არ იბზარება და ნალექი პრაქტიკულად მთლიანად სცილდება სანთელს.

Posted by: m-kasper 20 Feb 2017, 13:56
აქაც ემჩნევა ზამთრის სუსხი და სიცივე, მოიწყინა თემამ smile.gif
ჯერ არსად გამოუმღერია ფუტკარს

მეგობრებო რამე გამოსაწერი ჟურნალი ან გაზეთი არსებობს საქართველოშ სადაც სიახლეები იქნება მეფუტკრეობაზე?

Posted by: laveraki 20 Feb 2017, 15:53
ახლა დავამთავრე შეწამვლა მავრიკით თან კვერცხისდება შევუმოწმე . ძირითადად 2 რამკაზე ხელისგულის ტოლა გადაბეჭდილი კვერცხი აქვთ.

Posted by: maxo1990 20 Feb 2017, 16:34
K_M_HUNTERაჰა მე კიდე ჩავყარე რკინის ვედროში დავასხი წყალი და ეგრე დავადნე და მერე დურ ალუმინის ტაფაში გადმოვწურე smile.gif
მადლობა გაიხარეთ შემდეგში გავითვალისწინებ

Posted by: vixn 20 Feb 2017, 20:18
m-kasper
დაწერე რა გაინტერესებს., ვინც იცის გიპასუხებს, თუ არ იცის მაინც გიპასუხებს, მერე შენ აირჩევ, რაც მოგწონს.

laveraki
სერგო, ასე ადრიანად რატომ შეუტიე, შეამჩნიე რამე?

Posted by: K_M_HUNTER 20 Feb 2017, 21:24
QUOTE (vixn @ 20 Feb 2017, 20:18 )
laveraki
სერგო, ასე ადრიანად რატომ შეუტიე, შეამჩნიე რამე?

მეც ეგ ვიფიქრე კობა,
ამ ყინვებში, ზედმეტი ტენის შეტანა სკაში,
არ უნდა იყოს სასურველი

Posted by: gig55 20 Feb 2017, 21:28
laveraki
რა წამლით შეწამლე ?

Posted by: laveraki 20 Feb 2017, 21:37
მავრიკით შევწამლე. ყინვები ამ დღეებში მოსალოდნელი არ არის პროგნოზით. სითბოებია ჩრდილში 12 ცელსით. რაც ადრე უკეთესია თან ტიხრით შევავიწროვე კვერცხის მერე ერთი რამკა და მერე ტიხარი . ტიხრის ქვეშ თავისუფლად მოძრაობენ . ასე რომ დაიწყო სეზონი 2017.☺☺

Posted by: userman 20 Feb 2017, 22:31
vixn

კობა იყავი გამოფენაზე ? მოგეწონა ? ანუ რაიმე სერიოზულის ყიდვა თუ გადაწყვიტე ? ( ასტამსა და საბოლებელს არ ვგულისხმობ )

Posted by: m-kasper 21 Feb 2017, 09:22
vixn
QUOTE
დაწერე რა გაინტერესებს

კობა ჩამოუყალიბებელი პასუხივით გამომივა მაგრამ მაინც
მაგალითად სამხედრო თემატიკაზე არის ჟურნალი არსენალი, სადაცა სიახლეები იწერება იარაღზე, კონფლიქტებზე, საქართველოს შეიარაღება-მიღწევებზე და ა.შ.
სამონადირო-სათევზაო თემატიკაზე ჟურნალი ნადირობა-თევზაობა სადაც აღნიშნული თემატიკის სიახლეებიც და სხვადასხვა ტექნიკა-ხერხების ახსნა იყო მოცემული (გამოწერილი მქონდა მაგრამ აღარ გამოდის თუ აღარ ჩამოაქვთ ჩემამდე ვერ გავიგე)

მსგავსი ჟურნალი მაინტერესებს თუ არსებობს მეფუტკრეობაზე, რამდენადაც ვიცი ადრე იყო რუსული გამოცემები გამოწერით და იქნებ ქართულიც იყოს და ვინმეს გქონდეთ გამოწერა და გაგვიზიარებდა აზრს სად გავხდეთ გამომწერები


laveraki
QUOTE
ასე რომ დაიწყო სეზონი 2017


ბარაქიანი წელი მოგცეთ ღმერთმა wink.gif

Posted by: bidzu 21 Feb 2017, 10:03
აბა ყველას კარგი მოსავალი გქონებოდეთ!!!!!!!!!!! yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: m-kasper 21 Feb 2017, 13:47
QUOTE
აბა ყველას კარგი მოსავალი გქონებოდეთ!!!!!!!!!!! yes.gif yes.gif yes.gif


გაიხარე bidzu შენც ასევე, ბარაქიანი ღალა და წარმატებები

Posted by: gig55 21 Feb 2017, 18:32
laveraki
Mavriki ra wamalia an ras uxdeba?

Posted by: laveraki 21 Feb 2017, 20:51
gig55
ვაროა ტკიპის წამალია

Posted by: vixn 21 Feb 2017, 23:52
userman
ვერ მოვახერხე, ყველას იმ დღეს დავჭირდი, ვერ გავცდი ჭიათურას.
m-kasper
კარგა ხანია სერიოზული არაფერი დაბეჭდილა, გადაწერილ ლიტერატურის მეტი.

Posted by: userman 22 Feb 2017, 10:10
vixn

მე კი ვიყავი , მარა რა მერე ? ...
ფასები საშინლად იკბინება. ვიფიქრე ფტოროფლასტის სკებს ვიყიდი თქო ექსპერიმენტებისთვის , მარა 200 ლარზე ბევრად მეტი ღირდა. 10-იანი დადანის . ნასტავკით და კორპუსით .

ასევე მინდოდა რადიანული საწური თაფლის . ფასი 3200 და 4200 ლარი . სიდიდით ორივე ერთნაირი იყო 42 ჩარჩოიანი , მარა განსხვავება ძრავის სიმძლავრეში იყო , თანაც დაბალ ფასიანს რემნით გადაცემა ჰქონდა. მემგონი ორივე კარგად გაართმევდა საქმეს თავს.

თუ ვინმეს რამე დასჭირდა მიშას მიაკითხეთ. დიდუბეში სამთო-ქიმიის დაბლა.

Posted by: vixn 22 Feb 2017, 16:42
userman
მაინც კარგია რომ შემოდის "ლისონი", ჩვენ გაღლეტილები ვიყოთ, რა მაგათი ბრალია. ყველაფერი წინ გვაქვს,

Posted by: vixn 22 Feb 2017, 16:53
დავათვალიერე საფუტკრე, საშუალო და სუსტი ოჯახებია, ბარტყი ყავთ, საკვებიც, ყანდს მიირტმევენ. ელოდებიან სითბოს.

Posted by: userman 22 Feb 2017, 20:19
vixn

ხომ არ აჯობებდა ცელოფნის გარეშე დაგედო ყანდი?

* * *
თაგვს როგორ ებრძვით ?

წელს პირველად მაქვს მაგ პრობლემა და სკის ძირებში, სადგამის ფეხებთან გავშალე შხამი გრანულების ფორმის .

Posted by: vixn 22 Feb 2017, 22:41
userman
მე არ ვამზადებ, როგორც ვყიდულობ, მასევე უდებ, ნაკლები დრო მიდის.
საფრენი დაცული არ გაქვს თაგვისგან?

Posted by: userman 22 Feb 2017, 22:43
vixn
არ მქონია თქო ეს პრობლემა და ამიტომაც არ მქონდა საფრენები დაცული . სამწუხაროდ......

Posted by: vixn 23 Feb 2017, 08:19
დადანის საფრენში ვერ შედის თაგვი, 8-9 მმ ანი აქვს ჩემ სკებს, აი რუტი მოგეცეს ლხენა, თუ სავსეა ფუტკრით ვერ ბედავს, სხვაგვარად ლითონის ან ხის საფრენის შემზღუდავი აუცილებელია ჩემს პირობებში.

Posted by: laveraki 23 Feb 2017, 12:23
ჰო მაგრამ დადანი აქვთ ამ ხალხს და მაინც აქვთ თაგვია პრობლემა

Posted by: userman 23 Feb 2017, 19:38
რა მნიშვნელობაა დადანი იქნება თუ რუტი .

თუ საფრენის ზომა აღემატება 12 -15 მმ -ს თაგვი ყველგან შევა. დააფრაკებულ თავსახურებზე და სკებზე აღარ მაქვს ლაპარაკი , რომლებიც ეგრეთწოდებულ ლაფეტზე ძალიან ხშირი შემთხვევაა.

Posted by: laveraki 23 Feb 2017, 22:47
მეც მაგას ვამბობ დადანს რამდენი აქვს საფრენის სიმაღლე? მე რუტები მაქვს და აღარ მახსოვს. თუ 15 მმ აქვს შევა აბა რას იზამს თაგვი. მე ჩემს რუტებს სპეციალური კლადიშები დავუყენე 8 მმ აქვს სიმაღლე.

Posted by: K_M_HUNTER 24 Feb 2017, 13:33
ადრე დავწერე როგორც მახსოვს,
ლითონის ფურცელს ვამაგრებ საფრენზე - 100 x 8 მმ,
ეგ პრობლემა არ მქონია არასდროს
http://radikal.ru

Posted by: lmir9 25 Feb 2017, 17:59
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10493654/

ნახეთ იქნებ გინდოდეთ ვინმეს

Posted by: vixn 25 Feb 2017, 20:23
lmir9
რეგისტრაციის საქმე როგორ იქნება, გააფორმებენ ?

Posted by: userman 25 Feb 2017, 20:43
vixn

ტეხასმოტრზეც გაგიტარებენ biggrin.gif

Posted by: vixn 25 Feb 2017, 22:08
laveraki
ბლინოვი შეგყვარებია, კარგი მეთოდია გაზაფხულზე.
userman
ფიქრობ არ გააფორმებენ?

Posted by: laveraki 25 Feb 2017, 23:02
vixn
კობა ამ ბოლო ხანს რაბოტნიკის მეთოდებს ვეცნობი დედების გამოყვანაზე და რუტით მუშაობაზე ისრაელში. ძალიან მცოდნე ჩანს. მომეწონა ძალიან.
კობა შენ უკვე კარგა ხანია მუშაობ რუტით და როგორ ამატებ მეორე კორპუსს განემანს პირველის შევსებისთანავე თუ ჯერ მიხვალ აკაციამდე ვთქვათ 3 კორპუსით უგანემანოდ და მერე ადებ?

Posted by: vixn 26 Feb 2017, 10:25
laveraki
კი მცოდნეა და დიდი პრაქტიკა აქვს.
მეორე კორპუსის დამატება განემანის ზემოთ სუსტი დედოფლის შემთხვევაში წამგებიანია, ვერ ასწრებს ჩაკვერცხვას, შემდეგ ღალაზე ოჯახი სუსტდება, ამიტომ დედოფალზე იფიქრე კარგად. მეორე კორპუსში ასაშენებელი ჩარჩოები ჩაუდე შუაში 4, გვერდზე 3-3 აშენებული, ახალგაზრდა ფუტკარს მიიზიდავს ზემოთ სიცარიელე, შენებით დაკავდებიან, ბუდეს აღარ გადაავსებენ.

Posted by: laveraki 26 Feb 2017, 13:01
გასაგებია კობა. შენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ნიშნებით ხვდები დედის სიძლიერეს? ანუ პირველ კორპუსში რამდენ ჩარჩოზე უნდა იყოს კვერცხი კარგი დედოფლის შემთხვევაში, როდესაც მეორე კორპუსს ადგამ?

Posted by: vixn 26 Feb 2017, 14:44
ფუტკარი უნდა იყოს ბევრი მეორე რომ დაადგა, ბარტყი 6 ს ზევით, 8 უკეთესია.

Posted by: laveraki 1 Mar 2017, 12:58
vixn
კობა განემანის ქვეშ თუ ჩაგიხედია რა მდგომარეობაა ბუდეში აკაციის მერე? ახალგაზრდა ქართული დედოფალი უძლებს აკაციის ნექტრის შემოტანას? თუ თაფლი იკავებს ბუდეს?

Posted by: m-kasper 1 Mar 2017, 13:18
კალენდრის გაზაფხულს გილოცავთ მეფუტკრეებო მალე ბუნებაშიც დამდგარიყოს და გაფურჩქნულიყოს smile.gif

Posted by: vixn 1 Mar 2017, 17:20
laveraki
ზემოთ რაც დავწერე, იმ პირობებს თუ დაიცავ, კარგი შედეგია.
m-kasper
იცოცხლე, ღმერთმა გამარჯვება მოგცეს.

Posted by: K_M_HUNTER 1 Mar 2017, 20:32
m-kasper
გაიხარე! ვუერთდები მოლოცვას!

დაებერა კვირტები ტყემალს,
ორ-სამ დღეში აყვავდება,
არა და ისეთი მომენტია,
ფუტკარი დაფრინავს, მაგრამ ყვავილის მტვერს ვერ ნახულობს

Posted by: laveraki 1 Mar 2017, 23:33
ჩემთან შინდი და ტირიფი ყვავის. სხვათაშორის ტირიფის დარგვა მინდა ბლომად და ხომ არ გაქვთ გამოცდილება დარგვის?

Posted by: m-kasper 2 Mar 2017, 12:15
laveraki
QUOTE
სხვათაშორის ტირიფის დარგვა მინდა ბლომად და ხომ არ გაქვთ გამოცდილება დარგვის?

როგორც ვიცი ტირიფი ყველაზე ადვილად ხარობს და ეგუება ახალ მიწას, მთავარია ნესტიანი ადგილი იტყოს. წყალი უყვარს დზალიან.
ფოთლებიანი ტოტი ჩაარჭე მიწაში და წყალი არ მოაკლო და გაიხარებს
K_M_HUNTER
vixn
გაიხარეთ, გაიხარეეთ

Posted by: userman 2 Mar 2017, 20:50
laveraki
QUOTE
ჩემთან შინდი და ტირიფი ყვავის. სხვათაშორის ტირიფის დარგვა მინდა ბლომად და ხომ არ გაქვთ გამოცდილება დარგვის?


სად ხარ ერთი შემახსენე რა. ასე ადრე , რომ აყვავდა ეგ ყველაფერი . ჩემთან შინდს დაბერილი აქვს კვირტები , რაც შეეხება ტირიფს მაგისი არ ვიცი , მარა წნორის ხე ჯერ გაყვავილების აზრზე არ არის ჩვენთან. არადა ჭეოს უხვად მომცემი მცენარეა .
ისე მსგავსი ხეები კია წნორი და ტირიფი . ტირიფს უფრო ლამაზად აქვს ჩამოშვებული ტოტები განსხვავებით წნორისგან.
დარგვას და გახარებას რაც შეეხება , მაგაზე ადვილად გასახარებელი მცენარე -ხე მეორე არ მეგულება . ტოტი ჩარგე მიწაში და ეგრევე გაიდგავს ფესვებს .
არ გაგიგია გამოთქმა?
გაიხარე წნორის ტოტივითო ! ( იგივე ვარიანტია რაც ტირიფი ).

Posted by: laveraki 3 Mar 2017, 08:36
userman
გურია ოზურგეთი მეგობარო.
რაც შეეხება ტირიფს ამ შემთხვევაში წნორზე არ მაქ საუბარი . რუსულად ვერბა ქვია ნახე ინტერნეტში კარგა ხანია ყვავის ჩვენთან მაგრამ რაოდენობაა ცოტა ამიტომ დავაჭერი ტოტები და ჩავასვე ნესტიან მიწაში. რაც შეეხება შინდს ეგეც კვირაზე მეტია ყვავილობს აქეთ. გუშინ შევამჩნიე ტყემალმაც გამოაჩინა თეთრი კვირტები.

Posted by: laveraki 5 Mar 2017, 19:14
აყვავილდა ტყემალი. ამ დღეებში კაი ამინდებია მოსალოდნელი. ვფიქრობ დავიწყო დედის გაღიზიანება სიროფით.

Posted by: status 5 Mar 2017, 20:22
მეგობრებო მთაბარობაზე მაინტერესებს სად მიგყავთ ხოლმე ფუტკარი? ვისთან ან სად ტოვებთ? რისკები როგორია ვინმემ, რომ მოიპაროს ფუტკარი? ვისაც გაქვთ ამ მიმართულებით გამოცდილება იქნებ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება

Posted by: vixn 5 Mar 2017, 20:56
status
სამეგრელო, ქვემო და ზემო იმერეთი. სანდო ხალხი ბევრია, დადებ ვინმესთან ეზოში, არაფერი მოუვა.

Posted by: K_M_HUNTER 5 Mar 2017, 21:38
QUOTE (laveraki @ 5 Mar 2017, 19:14 )
აყვავილდა ტყემალი. ამ დღეებში კაი ამინდებია მოსალოდნელი. ვფიქრობ დავიწყო დედის გაღიზიანება სიროფით.

სიფრთხილით მოეკიდე,
არ დაგავიწყდეს - მარტი წინაა თავის ნასესეხებიანად,
თან ცოტაც აცალე ფუტკარს, ცოცხალი ნექტრით ტკბობა

Posted by: laveraki 6 Mar 2017, 04:37
მარტი თავის ნასესხებიანა 17 აპრილია და ჩემი გამოთვლებით 25 აპრილს აქეთ უნდა აყვავილდეს აკაცია. როდისღა მივცე სიროფი?

Posted by: vixn 6 Mar 2017, 09:14
ძლიერ ოჯახს არაფერი უჭირს, მოუხდება პირიქით , სუსტი ყოველთვის პრობლემაა.

Posted by: m-kasper 6 Mar 2017, 12:28
QUOTE
ვფიქრობ დავიწყო დედის გაღიზიანება სიროფით.

გაღიზიანებაში რას გულისხმობთ ხო ვერ ამიხსნით?
* * *
სავარაუდოთ დედამ რომ აქტიურად დაიწყოს დაკვერცხვა ამას გულისხმობთ, მაგრამ რა განსხვავებაა მაგალითად კანდი რომ მისცე არ გაღიზიანდება თუ სიროფი სხვაგვარად მოქმედებს?

Posted by: maxo1990 6 Mar 2017, 16:36
m-kasper სიროფი სხვანაირად მოქმედებს. დედას ატყუებ, ფუტკარი სიროფს ამუშავებს თაფლად ამ მუშაობაში სკაში ტემპერატურა იწევს და დედას გონია ღალა შემოაქვთ ხო და უმატებს კვერცხვას. კანდი მზა საკვებია გადამუშავება არ ჭირდება და შესაბამისად სკაში არც არაფერს ცვლის

* * *
https://www.youtube.com/watch?v=f4EKh3_ZVI4 ნახეთ ფუტკარს რას უშვებიან

Posted by: m-kasper 6 Mar 2017, 17:36
maxo1990
მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: vixn 6 Mar 2017, 21:52
maxo1990
ცოტა მეტი იკითხე ლიტერატურა, არაა მასე მარტივად.
m-kasper " სიროფი" ნექტარს გაქვს, შესაბამისად მოქმედებს, თუმცა ნაკლებად სასარგებლოა ფუტკრისთვის, მაგრამ ხშირად აუცილებელი. კარგი ავტორები მოძებნე, ნებისმიერი ძველი წიგნი, ტექ სასწავლებლისტვის
დაწერილი.

Posted by: m-kasper 7 Mar 2017, 09:08
vixn
გაიხარე კობა, კოლეჯებში რასაც ასწავლიან მეფუტკრეობის განხრით ეგ წიგნი მაქვს მარტო და მან სიმართლე გითხრა არაა ვრცლად დაწერილი

Posted by: maxo1990 7 Mar 2017, 15:09
vixn კობა ძირითადი პრინციპი ეგაა, და რისთვის აძლევ სიროფს ეგ სხვა თემაა სხვადასხვა დანიშნულება აქვს რათქმაუნდა, მარა საგაზაფხულო მაინც ეგრეა და გეთანხმები ხშირად აუცილებელია ხანდახან საზიანოც. რა არ ვთქვი სწორედ ოგონდ ვერ მივხვდი უფრო რთულად რთული შაქრების მარტივად დაშლა უნდა დამეწერა?

Posted by: chicharito12 7 Mar 2017, 21:37
თუ ფული აქვს კაცს, ამ სკებზე რას ფიქრობთ ?

https://www.amazon.com/Flow-Hive-Classic-Cedar-Frame/dp/B01J9CG2A6/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1488906710&sr=8-1&keywords=flow+hive

Posted by: vixn 7 Mar 2017, 23:10
კანდი მზა საკვები არაა და გადამუშავება ნამდვილად ჭირდება.

Posted by: chicharito12 7 Mar 2017, 23:13
თაფლის ჩაბარება რამდენად ნაკლები ჯდებაა ? _ _ _ ___ __

Posted by: maxo1990 8 Mar 2017, 17:34
vixnკანდი ღალის იმიტაციას მაინც ვერ ახდენს და სკაშიც არაფერს ცვლის გარდა იმისა, რომ ფუტკარი ძღება სიროფისგან განსხვავებით ამ ადამიანმა ზუსტად ეგ იკითხა თუ რა განსხვავება იყო კანდში და შაქრის სეროფში

Posted by: vixn 8 Mar 2017, 18:25
chicharito12
ფული თუ გაქვს ფუტკარი რად გინდა? თაფლი იყიდე.

Posted by: chicharito12 8 Mar 2017, 23:36
vixn
რას ამბობ კაცო ? ))

ფული რო მაქ მაგიტო მინდა ეგ ბიზნესი, თან საინტერესოა.

ეგ სკებიც მაგიტო ავარჩიე რომ შრომა არ უნდა.

ანდა ფული რო მაქ და თაფლს ვიყიდი რა ხეირიწი ))).. .. .

)

Posted by: vixn 9 Mar 2017, 14:23
chicharito12
რასაც შენ გულისხმობ, მაგ გართობაა. თუ ფულის კეთება გინდა მაგ სკა დაამზადე და გაყიდე.
შრომა ყველაფერს უნდა, ფუტკარს " პაპა კარლო" მოუვლის?

Posted by: chicharito12 9 Mar 2017, 21:57
vixn

ფუტკარის მოვლასაც ვისწავლი, თორე ისე უნდა იწვალო ჩვეულებრივი სკები რო იყიდო, თაფლი ამოიღო, ცვალო ბიჭები და ამ ახალ სკაზე არ უწევს ეგენი, შიგნით აქვს პლასმასის ბიჭა, თვითონ ჩამოვა დაბლა თაფლი;

უცხოელბი მეუბნებიან რო ეგ იყიდეო , მაგრრამ ძვირი ღირსო, ნუ ალბათ ადამიანზეა დამოკიდებული ფინანსურად როგორ შეუძლია, მე მაგალითად მირჩევნია დიდი თანხა გადავიხადო და ვისიამოვნო, როგორ მოდის ბანკაში თავისით თაფლი;

და მაგასთან ერტად ვისწავლი ფუტკრის ჭიებს და დავაადებებს რო დავიცვა, თავიდან კარგ ოჯახს ავაგდებდი; სხვა რა მექნება სსასწავლი? როცა მაგ სკაზე ფიჭა არ მექნება შესაცვლელი და თააფლი ჩემით ამოსაღები ნალები ყურება დაჭირდება სკაში, აბა კიდე ის რო დავდგა ძველები რასაც შრომა უნდა, 50 სკას ვერ გავწვდები მარტო, ერთ -ს რო ჩავხედავ მერე მეორეს და ეგრე ნაკლები დრო რჩება, ძლივ ძლივობით თუ მოვასწრებ და ისევ ეს არ ჯოიბაა, მაშ დამანახე რა აქვს მინუსი ამ სკას, უცხოელებსაც ვკითხე და უბრალოდ ფინანსებს შეეხნენ , ფული ფეხებზე მკიდია როცა ესეთი სიამოვნება და კონფორტი წინაა;

წავალ, მთაში მინდა მაგათი დადგმაა, იქ უფრო ხარისხიან თაფლს გავაკეთებ;
პაპაჩები იქ აკეთებს და შემოწმებაზე რო მიიტანა ჩასაბარებლად, გაკვირვებულები იყვნენ ეს რამაგარი თაფლიაო; ისეთი ადგილია რო, თაფლი სხვა სახლს ვერ იპოვის რო იქ მოუდეს გაჩერება )

Posted by: vixn 9 Mar 2017, 22:02
chicharito12
ძაან ზერელე წარმოდგენა ფუტკარზე, ჩემი აზრით მაგ საქმიდან არაფერი გამოვა, მიზეზი მარტივია, აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა არ გაქვს. აქედან დაიწყო , ჯობია.
ჰობი ან ბიზნესი, მარტივია.

Posted by: chicharito12 9 Mar 2017, 22:15
vixn
QUOTE
ძაან ზერელე წარმოდგენა ფუტკარზე


შეიძლებაა, ჯერ არაფერი ვიცი ;

ეგ სკები რისთვისღა გამოიგონეს მაშინ ) , როგორ უდნა თქვას კაცმა რო მაგის არსებობას აზრი არ აქვს ) რო უყურებ კარგი რამეა;

Posted by: bes_ka888 10 Mar 2017, 11:42
დიდი ზამთრის შემდეგ დღეს კარგად გულდასმით შევამოწმე ფუტკარი და კაი კმაყოფილი ვარ კვერცხდება კარგია 3-4 რამკაზეა ფუტკარი და სეროფიც ჩაუდე 200 გრამი

Posted by: status 10 Mar 2017, 12:05
chicharito12
მე დამწყები მეფუტკრე ვარ და ჩემზე კომპეტენტური ხალხია აქ და დარწმუნებული ვარ ჩემზე უფრო კომპეტენტურ აზრს გეტყვიან თუმცა ჩემ აზრს მაინც გეტყვი, მე რომ ვიწყებდი ზუსტად შენაირად ვუდგებოდი საკითს, რომ რა უნდა ფუტკრის მოვლას ინტერნეტში მოძბენი რაღაც ინფორმაციას ცოტას წაიკითხავ შეხედავ ფუტკარს და გამოვა რა... მათშორის ეგ სკებიც დავათვალიერე და თავიდან აღფრთოვანებული დავრჩი თუმცა როცა დავიწყე ფუტკართან მუშაობა მივხვდი, რომ მსგავსი სკა სახლში ერთი ორი რო გედოს კი კარგია ლამაზია და გულს უხარია, მაგრამ როცა თაფლის წარმოებაზე მიდგება საქმე ჩემი სუბიექტური აზრით ეგ სკები დიდ რაოდენობა თაფლს ვერ მოიტანს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფუტკრის მასას ვერ გაზრდი და რატომ იცი? უბრალოდ ვერ გააკონტროლებ რომელი რამკას ხსნი ანუ შენ შეიძლება ბარტყიანი რამკა გახსნა და თაფლი ცოტა ქონდეს ზედ და დანარჩენი ბარტყი დახოცო და ათასი მსგავსი წვრილმანი მიზეზი... (შეგიძლია რამკა ამოღო და გახსნამდე დაათვალიერო მაგრამ ეგ ამ პრინციპის მტელ აზრს კარგავს მაშინ) ეს სკები შემქნილია ავსტრალიისთვის და გათვლილია იაქაურ თბილ კლიმატზე, შენ კიდევ მთაში გინდა წაიღო სადაც ტემპერატურა -20 -30 და მეტიც შეიძლება დაფიქსირდეს და დარწმუნებული ვარ ფუტკარს ამ სკაში მაგრად გაუჭირდება ყოფნა და ისიც გაითვალისწინე, რომ ეს პლასმასის ჩარჩო/ფიჭებია და სიცივეს ატარებს მაგრად და აქ ვხმარობთ ხის ჩარჩოს და სანთელს რაც შედარებით თბოეფექტურია.

ბოლოს კი გეტყვი, რომ ცადე ორი სკა და შეხედე რას იზავს რათქმაუნდა ყველა აზრს და იდეას აქვს უფლება იცოცხლოს და განხორციელდეს. სიმართლე გითხრა მეც და დარწმუნებული ვარ აქ მყოფ სხვა მეფუტკრეებსაც მაგრად აინტერესებს რას იზავს და როგორ იმუშავებს პრაქტიკაში

Posted by: chicharito12 10 Mar 2017, 13:06
status

უცხოლებმაც ეგ მითხრეს რო თავიდან მეც ეგრე ვუყურებდი როცა 2015 წელს გამოვიდა ეგენიო, მაგრმა როცა მეფუტკრეობა დავიწყე და ჩავიხედე ამ საქმეშიო ყველაფერი სხვაგვარრად დავინახეო;
მირჩიეს რომ ადექი და ჯერ ჩვეულებრივ სკასთან დაიწყე მუშაობა, და ერთი ეგეთიც თანამედროვე დადგიო და შეხედე რომელიც მოგეწონება და გამოგადგებაო;

ფუტკრებთან მუშაობა ყველანაირ შემთხვევაში მოგიწევს გინდ ეს დადგიო, ეს არის იმიტომ გამოსული რომ თაფლის მკა არის გამარტივებული და სხვა არაფერიო, დანარჩენი კიდე უნდა მიხედო ფუტკრებს რო ტკიპები და დაავადებები არ გადაედოსო ;

რო ვფიქრდები მე მინდა დავიწყო ეს ბიზნესი, ოღონდ თან მინდა განვითარდე თან ვისწავლო და ბევრ სკაზე ავიდე უფრო, მაგრამ ჩვეულებრივი სკები დო დავყარო დიდი დრო დასჭირდება ყველაფერს, იქ ყველა სკაში უდნა ჩავიხედო ფუტრები ვამოწმო და პლიუს ფიჭები უდნა ვცვალო და თაფლი ამოვიღო, ამას დრო უნდა და ამ თანამედროვე სკებთან კიდე სირთულე მიცოტავდება, აღარ მომიწევს რო სკიდან თაფლი ამოღება ვიჩალიჩო, უბრალოდ მომიწევდა ფუტკრები ვაკონტროლო რო არ დამეხოცოს;

მითრხრეს რო ავსტალია ყველაზე კარგი ქვეყანაა ფუტკრებისთვისო, იქ დიდი ნექტარი აქვტ ფუტკრებსო და საქართველოში არ ვიცი რამხელა აქვთო; მე კიდე ვუთხარი რო აქ ამბობენ ყველაზე დიდი ნისკარტი აქ აქვთ ფუტკრებს მეთქი, ისაც რო ვუთხარი პაპაჩემა 12 ტონა გააკეთა სეზონზე, გაუკვირდათ; რეკორდი 404 ფუნტიაო ერთ სკაზეო ;

მაგ სკაზე რამის ისეთი გაკეთება არ შიეძლება რო სიცივე არ იყოს?

QUOTE
უბრალოდ ვერ გააკონტროლებ რომელი რამკას ხსნი ანუ შენ შეიძლება ბარტყიანი რამკა გახსნა და თაფლი ცოტა ქონდეს ზედ და დანარჩენი ბარტყი დახოცო და ათასი მსგავსი წვრილმანი მიზეზი...


რამკას ამოღება რა პრობლემა უნდა იყოს ვერ ვხვდები ?
რამკა კი არაა ის პლასტმასიაა, ნახე შეხედე შიგნით რეები ულაგიაა;
https://thumbs.dreamstime.com/z/studio-photograph-flow-hive-super-frames-cary-north-carolina-close-up-wooden-purchased-highly-successful-69856960.jpg

ამის ამოღება რა პრობლემა უნდა იყოს ?
პრობლემა ის იქნება ალბათ მაგას რო ამოვიღებ ფუტკრები შიგნით იქნებიან და რა დავინახო, როგორ უნდა შევათვალიერო, იქნებ ტკიპები ადევს;

ეს რაღაც პდფ გავაძრე, მეფუტკრეობაზე და რო წავიკითხო რამდენად მეცოდინება მეფუტკრეობა? ალბათ უაზრო კითხვას ვსვავ და კიდე ბევრია სასწავლი პრრაქტიკასთან ერთად
http://vet.ge/wp-content/uploads/2015/08/studentis-saxelmzgvanelo-mefutkreobis-safuzvlebi.pdf


Posted by: sava062 11 Mar 2017, 02:48
status
QUOTE
უბრალოდ ვერ გააკონტროლებ რომელი რამკას ხსნი ანუ შენ შეიძლება ბარტყიანი რამკა გახსნა და თაფლი ცოტა ქონდეს ზედ და დანარჩენი ბარტყი დახოცო და ათასი მსგავსი წვრილმანი მიზეზი...


ზემოთ ვერ ადის დედა ჩასაკვერცხად, განემანის ბადითაა გამოყოფილი, ასე რომ მხოლოდ თაფლი იქნება ზემოთ. თან, გადაბეჭდილი თაფლი, გამოწურვის დროს არ ზიანდება არსებითად და საკმაო ეკონომიას აკეთებ, მეორედ რომ არ უწევთ გადაბეჭდვა

Posted by: chicharito12 11 Mar 2017, 10:38
წავიკითხე რომ ეს ახალი უფრო მეტ თაფს მომკის ვიდრე სტანდარტული.

თან ამ სკას ჰქონია შიგნით დამცავი სიცივისათვის, ზამთარში პრობლემა არ უნდა იყოს .

2016 წლის სეზონზე რამდენ სკაზე რამდენი კილო გააკეთეთ?

* * *
QUOTE (vixn @ 9 Feb 2017, 19:26 )
დავავთალიერე საფუტკრე, ძირითადად დადანის სკებია, გასაყიდი ამანათები.

ეს შენი სკებიაა სულ > ) ? ___________________
* * *
userman
რამდენი სკა გაქვს?

რამდენ თაფლს წურავ სეზონზე ?

Posted by: vixn 12 Mar 2017, 07:52
chicharito12
დადანს თაფლზე არ ვამუშავებ, გასაყიდად მყავს ამანათებისთვის.

Posted by: chicharito12 12 Mar 2017, 09:27
vixn

ისე ხო გყავს ფუტკრები და რამდენს შოულობ ?

Posted by: vixn 12 Mar 2017, 13:02
chicharito12
რას ვშოულობ დააზუსტე.

Posted by: chicharito12 12 Mar 2017, 13:17
vixn

ტაფს და ფულს ?

ხო ყიდი?

Posted by: K_M_HUNTER 12 Mar 2017, 18:49
კობა, მოგაკითხა მგონია საგადასახადომ biggrin.gif

Posted by: laveraki 12 Mar 2017, 19:05
ჯობია რა ვითარება გვაქ ბუკებში იმაზე ვილაპარაკოთ ამ დროისთვის.
ჩემები ძირითადი მასა 7-8 ჩარჩო რუტის რამკაზეა. 1 აპრილისთვის რომ შეავსონ კაცურად პირველი კურპუსი ვფიქრობ აკაციისთვის მზად იქნებიან, რომელიც ჩემი გამოთვლებით 25 აპრილიდან უნდა დაიწყოს. ახლა ტყემალი ყვავის აქეთ მსხალიც გათეთრდა.
K_M_HUNTER
შენსკენ რა ხდება აყვავილდა მსხალი? თუ აძლევ სტიმულაციისთვის სიროპს?

Posted by: vixn 12 Mar 2017, 21:57
K_M_HUNTER
რაც არაფერია, რას წაიღებს?
ოქსიტეტრაციკლინი თუ მიეცი წელს?
გადმოვიყვანე საფუტკრე დიდ ჯიხაიშში, ადგილი მომწონს, მარა ქარმა გამბერა.

Posted by: maverick16 13 Mar 2017, 02:39
chicharito12
ფუტკარი მომგებიანი ბიზნესი არაა თუ არ ახეტიალე აქეთ იქით 90 სკამდე უდევს მამაჩემს ერთ ადგილზე და ვერაფერსაც ვერ შოულობს იმიტო რო ხრიოკი ადგილია, გაყიდვას ვაპირებთ. 400 კილო რო ამოდის წელიწადში ბევრად ვთვლით biggrin.gif მაგ სკებმა არამგონია ის შედეგი მოგიტანოს რასაც ელოდები ანუ უწვალებლად თაფლის ამოღება, დინდგელით რო გადალესავენ ყველაფერს ხო უნდა ამოიღო და გაასუფთავო მაინც ან კიდე 700 დოლარი როგორ უნდა გადაიხადო სკაში ან რამდენი გინდა იყიდო? biggrin.gif მაგ სკაში ფულს თუ ჩადებ გარანტიას გაძლევ ამ საუკუნეში ვერ ამოიღებ და ფუტკარი თU გინდა აგერ მე მოგყიდი biggrin.gif

Posted by: m-kasper 13 Mar 2017, 09:48
chicharito12
ისე გირჩევდი ჯერ შეიყვარო ფუტკარი და მეფუტკრეობა და მერე იზრუნო ბიზნესად და "ფულის შოვნის" წყაროდ გადაქცვაზე???
თუ ხელობა არ გიყვარს გაგიჭირდება "ფულის შოვნა". მალე მოგბეზრდება და წამგებიანად ჩათვლი შენი ბიზნეს გათვლით გაწერილი შემოსავალი თუ ვერ მიიღე
პ.ს.
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველა კეთილ საქმეში.
ეს მეგბრული რჩევაა და გინდა გაითვალისწინე გინდ არა smile.gif

Posted by: chicharito12 13 Mar 2017, 11:21
maverick16

ანუ მაგ ყველაფერს აბრალებ ადგილს ? და შესაბამისად ნაკლები მოდის თაფლიც ?

აი ძმაო სურათი ნახე, როგორ ადგილას უნდა დავდგა სკები და დავიწყო მეფუტკრეობა; აქ მგონი ყველანაირი მცენარეაა;
მერე 90 სკაზე არ უჭირს მუშაობა, შემოწმება და რამე ? იმ 700 $ იანს რო იყიდი კიდე თვითონ დაფქვავს და რაღაც დროს შემიმსუბუქებს ;
ფუტკრები არ ეხოცება ?
m-kasper

ეს რაღაც ახალი ყუთ რო გამოვიდა მაგან დამავასა მეფუტკრეობაა;


user posted image
user posted image

Posted by: kelasuri 13 Mar 2017, 15:20
vixn

ქარი არ გაჩერებულა დაბლობში კვირაზე მეტია უკვე

Posted by: m-kasper 13 Mar 2017, 16:34
chicharito12
QUOTE
ეს რაღაც ახალი ყუთ რო გამოვიდა მაგან დამავასა მეფუტკრეობაა;

ეგ უკვე დიდი ნაბიჯია წინ გადადგმული, ახლა რამოდენიმე ოჯახი იყიდე ბუნებრივი სკებით, ცაუჯდები მერე ნელ-ნელა "დაამუღამებ" და ფუტკარი თვითონ გაგცემს პასუხს რა მოგებას მოგიტანს და როგორი საცხოვრებელი პირობები სჭირდება როგორც სახლად ისე გარემოთი

Posted by: chicharito12 13 Mar 2017, 20:51
m-kasper

ეგეთ მთიან ადგილას ხო წარმოიღებს კარგად ?

პაპაჩემა მაგ ადგილას წინა სეზონზე 100 კილომდე გააკეთა 5 სკით.

მაგრამ იმის მეშინია ფუტკრები არ დამეხოცოს, როგორც ვიცი თან ყველას
ეხოცება თავის დროზე

Posted by: vixn 13 Mar 2017, 21:28
kelasuri
ახლა წვიმები იწყება, ჭეო თუ არ აქვს, მოგჭამა ჭირი განვითარებამ ამ დღეებში. სადაც შარშანდელი ჭეო ბლომად არის, ამინდს არც უყურებს ძლიერი ოჯახი, 5 ჩარჩოზე უკვე ბარტყია ორი მესამედი.
chicharito12
სწორს გეუბნება m kasper ი , მცირედით დაიწყე, ფულის გადაყრას ყოველთვის მოასწრებ, ისე კი სასიამოვნოა რომ გაინტერესებს, ამ თემაში ვინც შემოდის ყველა დაგეხმარება რამე რომ იყოს.

Posted by: chicharito12 13 Mar 2017, 22:35
vixn

ხო ეგ რა თქმაუნდა თავიდან ერთ ორცალ სკას ვიყიდი ჩვეულებრივს, იქნებ არ დამევასოს საქმიანობა .

ბევრი არავინ შემოდის აქ .

ამაზე რატო არ საუბრობთ? შენ მაგალითად ფუტკრები სულ დაგხოცვია?

ვიცი რო რაღაც დავადება გავრცელებულა საქართველოში ადრე და ფუტკრები რო დაიხოცნენ თაფლიც მიტომ გაძვირებულა

Posted by: laveraki 13 Mar 2017, 22:47
ჭეოს შემცვლელი რა შეიძლება მივცეთ? რძე ან რამე მაგდაგვარი არ წავა?

Posted by: vixn 14 Mar 2017, 07:58
laveraki
მაგის გამოცდილება არ მაქვს, ლიტერატურის წყაროებით ყვავილის მტვერი, უცხიმო რძე, უცხიმო სოია, კიდევ რაღაც ცილოვანი დანამატი, რომელსაც მე არ ვიცი სად იშოვი. სავარაუდოდ, სპორტული კვების ელემენტია.

Posted by: m-kasper 14 Mar 2017, 10:20
chicharito12
QUOTE
ეგეთ მთიან ადგილას ხო წარმოიღებს კარგად ?

ღალა მარტო მთაზე არაა დამოკიდებული, აუცილებელია შესაბამისი ამინდიც დაემთხვევს და ჯერ ბარში გყავდეს ფუტკარი, მერე აიყვანო მთაში, რომ სეზონზე ორივე კლიმატური სარტყელი გამოიყენო მაქსიმალურად.
QUOTE
მაგრამ იმის მეშინია ფუტკრები არ დამეხოცოს, როგორც ვიცი თან ყველას
ეხოცება თავის დროზე

QUOTE
ვიცი რო რაღაც დავადება გავრცელებულა საქართველოში ადრე და ფუტკრები რო დაიხოცნენ თაფლიც მიტომ გაძვირებულა

შე დალოცვილო თავის დროზე ყველა დავიხოცებით და ფუტკარი რა გამონაკლისია smile.gif
კი არსებობს დაავადებებიც და მკურნალობის გზებიც მაგრამ ახლა რომ ვინმეს კითხო ნოზემაზე როგორ მკურნალობო დამიჯერე ძნელი იქნება შენთვის რომ გაიგო. პრაქტიკაში რომ შეგხვდება და თუკი აქ დაწერ რა თქმა უნდა ბიჭები დაგეხმარებიან იმით რაც იციან. დაავადებები მარტო საქართველოში კი არა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და მთელი მსოფლიო იბრძვის ფუტკრის გადასარჩენად
პმ მომწერე შენი მაილი და გამოგიზავნი წიგნს მეფუტკრეობაზე, საკმაოდ ბევრ და საარგებლო რჩევას ნახავ როგორც დაავადება+მკურნალობაზე ასევე ზოგადად მეფუტკრეობაზე.


Posted by: chicharito12 14 Mar 2017, 11:02
m-kasper


QUOTE
ღალა მარტო მთაზე არაა დამოკიდებული, აუცილებელია შესაბამისი ამინდიც დაემთხვევს და ჯერ ბარში გყავდეს ფუტკარი, მერე აიყვანო მთაში, რომ სეზონზე ორივე კლიმატური სარტყელი გამოიყენო მაქსიმალურად.

იქ რაც დაკვირვებული ვარ, საღამოოებით მაგარი თბილად მაცვია ხოლმე, ზაფხულობით; მაგრამ ძაან იშვიათად იცის წვიმა; უბრალოდ გრილა და მზიანი ამინდი ლიჩნადაა;

QUOTE
შე დალოცვილო თავის დროზე ყველა დავიხოცებით და ფუტკარი რა გამონაკლისია

დავადებით ვგულისხმობ და ჭიებით; თორე ისე შეიძლება ხვალ მეც მოვკვდე )

QUOTE
მთელ მსოფლიოშია გავრცელებული

ყველა რეგიონში სხვადასხვა დავადებები და ჭიებია, მაგრამ ერთმა უცხოელმა მითხრა სადაც მე ვარ, იქ საერთოდ არაა არანაირი ჭიები და დავადებებიო, მაგრამ ცუდი ამინდებია და ვერ ვშოულობ თაფლსო, ეს დავადებები უფრო თურმე აზიიდან მოდის;

ანუ მეფუტკრეობა საშუალება არაა რო გამდიდრდე ? ბევრი რო იშოვო

Posted by: m-kasper 14 Mar 2017, 12:00
chicharito12
მასეთ გარემოში გამოზამთრება არ გაგიჭირდეს
რაც შეეხება დაავადებებს ჭიებიც არის, ტკიპებიც, ფაღარათიც და სიდამპლეც. ყველას ტავისებური და კომპლექსური მიდგომა ჭირდება რაც ნელ ნელა პრაქტიკით+წიგნებით მოდის
ეგეთი ადგილი ნამდვილად არ ვიცი სადაა დააავადება რომ არ იყოს?
რა საქმესაც შეიყვარებ და გულით მოეკიდები ყველა საქმე გაგამდიდრებს. ბოლოს მიხვდები რომ სიმდიდრე ბანკში კი არა გულში და გარშემომყოფებში დევს wink.gif

Posted by: chicharito12 14 Mar 2017, 12:05
m-kasper

შენ რამდენი სკა გაქვს და რამდენ თაფლს აკეთებ სეზონზე ?

QUOTE
მასეთ გარემოში გამოზამთრება არ გაგიჭირდეს


ზამთარი ძაან ცივი იცის; თოვლი მეტრამდე იქნება
* * *
კაროჩე გგაგიგიათ, ნექტარი რო დენადი იყოს ? სხვადასხვა კილომეტრზე სხვადასხვა ყოფილა

Posted by: m-kasper 14 Mar 2017, 16:24
chicharito12
QUOTE
შენ რამდენი სკა გაქვს და რამდენ თაფლს აკეთებ სეზონზე ?

შემრცხვა ამ კითხვის cry.gif ჯერ არც ერთი, მაგრამ იმედი მაქვს სეზონის ბოლოს 5 მაინც მეყოლება
შენსავით დამწყები ვარ მეც

Posted by: chicharito12 14 Mar 2017, 18:29
ეს ახალი სკები ძაან ძვირი ღირს, ეგეთი არც არაფერია. როცა ჩვეულებრივი სკა 50$ ღირს.

არადა ამ ახალის შემთხვევაში, არ გიწევს ფიჭის გამოცვლა, ვითომ ძვირი ღირს ფიჭა ? ან რამდენჯერ ერთხელაა გამოსაცვლელი ?



Posted by: leoni_1973 14 Mar 2017, 20:29
laveraki შეგიძლია აუდუღარი ძროხის რძე დაამატო სიროფს და ისე მისცე ფუტკარს. ოღონდ რძეს თავისებური სუნი აქვს და შესაჩვევად, პირველ ჯერზე რამოდენუმე წვეთი გაურიე ერთს სკაზე გათვლით. შემდეგ სიროფში წყლის მოცულობის ხარჯზე რძის რაოდენობა გაზარდე. ადი 50 პროცენტამდე. მაგ. 1:1 სიროფში. 0.5 წილი წყალი, 0,5 რძე და 1 წილი შაქარი. სიროფი რომ გაგრილდება რძე მერე დაამატე. მე უკვე სამჯერ მივაცი. მეოთხედ ხვალ მუვცემ. რუსები წერენ, ამ დროს ჩვეულებრივი სიროფის მიცწმას ასეთი დანამატებით მიცემა ჯობია. კობამ ზევით რაც დაწერა ისიც შეიძლება, მაგრამ მე არ დავინტერესდი ეს მეთოდი უფრო ხელმისაწვდომია ჩემთვის.

Posted by: chicharito12 14 Mar 2017, 20:37
ზამთრის შემდეგ ფუტკრის სიკვდილოანობა რამდენ პროვენტამდეა თქვენთან ?

ამერიკაში 30% მდე ადისო, თან ვინც გამოცდილი ხალხიააა

Posted by: laveraki 14 Mar 2017, 21:07
leoni_1973
მადლობა გამოხმაურებისთვის.
უკვე მივეცი დღეს ლიტრა სიროფზე 200 გრამი ანადუღარი რძე. სიროფი გავაკეთე 2 / 1 ზე.

Posted by: vixn 14 Mar 2017, 21:34
leoni_1973
ლევან, აუდუღარი რატომ, რამე იცვლება?

Posted by: chicharito12 14 Mar 2017, 22:40
ეეხ აქ ვინმე პასუხს კი არ გაგცემს biggrin.gif

Posted by: oskar 14 Mar 2017, 23:52
მოგესალმებით, ფუტკრის ყიდვა მინდა 2 ან 3 ოჯახის ხომარ იცით თბილისთან ახლოს ვინმეს ყავდეს გასაყიდი.

Posted by: vixn 15 Mar 2017, 06:50
oskar
My market. ge სავსეა განცხადებებით, მთავარია მეფუტკრე იყოს წესიერი.
chicharito12
ყველაფერი ინდივიდუალურია, მე ჯერჯერობით 10% მქონდა, ალბათ დაემატება კიდევ.

Posted by: chicharito12 15 Mar 2017, 09:22
vixn

თუ მიზეზი სიცივეა, ხო შეიძლება უბრალოდ თბილ ადგილას დავდოთ სკები, ან რამით გავათბოთ.

თან სიკვდილიანობასთან ერთად, გამრავლების რამდენი პროცენტია?

Posted by: m-kasper 15 Mar 2017, 09:47
chicharito12
QUOTE
თან სიკვდილიანობასთან ერთად, გამრავლების რამდენი პროცენტია?

ეს ძალიან ინდივიდუალურია, სტატისტიკური მონაცემებივით გამოდის მაგაზე პასუხი და არა მგონია ვინმემ შეძლოს და გიპასუხოს. რომელიღაც თემაში წერდა ერტი მეფუტკრე 1 სკიდან 17 გამოვიყვანე და 16 დაიზამთრაო და ამის მიხედვით რომ იმსჯელო არა მგონია მართებული იყოს.
გამრავლება სასაქონლო თაფლზეცაა დამოკიდებული, ერთიც გქონდეს და მეორეც მასე ვერ შეძლებ. ჩემი მოსაზრებით თუ თაფლს დაივიწყებ და მარტო ფუტკრის გამრავლებაზე იზრუნებ ერთი სკიდან მინიმუმ 3-4 დააზამთრებ მაგრამ რა სიძლიერის იქნებიან ოჯახები და რამდენი გამოიზამთრებს მაგას ვერავინ გეტყვის.
ნუ მიწყენ მაგრამ ძალიან ძნელია მეტუკრეობა ასეთი ლოგიკით (ყველა მონაცემი პირობითია) : 1 სკიდან მივიღებ 20კგ თაფლს, 1კგ ღირს 20 ლარი ანუ 1 სკა მაძლევს 400 ლარს, გამრავლებით 1 სკიდან 4 სკა (სიკვდილიანობა 10% ანუ გამოიზამტრებს ფაქტიურად ოთხივე (3.5 სკა) და მეორე წლის გაანგარიშება 1600 ლარი შემოსავალი
ვინაიდნა დაინტერესებული ხარ და ფიქრობ ბიზნესად აქციო ჩემი მეგობრული რჩევა იქნება დიდი ფულის ჩადების ნაცვლად მოითმინო ერთი წელი და მომავალი წლიდან შეუდგე სიმდიდრის პირამიდაზე აღმასვლას, წელს კი იყიდო ორი-სამი სკა, (350-370*3 თავისი სკებით) სცადო მათი გამრავლება, გაყოფა, წამლობა, მთა-ბარობა თაფლის გამოწურვა და ყველაზე მთავარი გამოზამთრება, შესაბამისად დაითვლი ყველა ხარჯს+დროს რომელიც მიაქვს ზოგადად ფუტკარს, ასევე შეისწავლი უფრო ახლოს და მეორე წლიდან გადაწყვეტ გიღირს თუ არა ამ საქმეში ფულის დაბანდება.
QUOTE
ეეხ აქ ვინმე პასუხს კი არ გაგცემს

ამას ნუ დაპოსტავ კიდევ ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ ყველა კითხვაზე მაქსიმალურად ცდილობენ პასუხის გაცემას smile.gif wink.gif
აქ ყველა კითხვაზე პასუხიც რომ გაგცენ მაინც ინდივიდუალური იქნება, მარტივი მიზეზის გამო ყველას სხვადასხვა ნაირი გამოცდილება და ცოდნა აქვს, სხვა და სხვა გარმოში უწევთ ფუტკრის მოვლა პატრონობა და ზოგადი სტატისტიკისთვის თუ გამოგადგება მათი მონაცემები, თორემ ბიზნენსის გათვლისთვის ფაქტობრივ მონაცემად და სახელმძღვანელოდ არა მგონია გამოგადგეს


Posted by: chicharito12 15 Mar 2017, 11:45
ხომ ეგრე ვაპირებ, ჯერ ჩვეულებრივი სკებით მივუდგე სწავლას.............

ეს 20 ლარი.ფასი. ასე მგონია მალე დაეცეალმა

Posted by: m-kasper 15 Mar 2017, 12:22
chicharito12
QUOTE
ეს 20 ლარი.ფასი. ასე მგონია მალე დაეცეალმა

ესეც ზოგადი ფასია და რა გითხრა აბა დაეცემა თუ არა

Posted by: presbiteri 15 Mar 2017, 12:42
QUOTE (chicharito12 @ 14 Mar 2017, 20:37 )
ზამთრის შემდეგ ფუტკრის სიკვდილოანობა რამდენ პროვენტამდეა თქვენთან ?

ამერიკაში 30% მდე ადისო, თან ვინც გამოცდილი ხალხიააა

ძალიან მცირე ცოდნა გაქვს ამ საკითხისა. smile.gif ამერიკაში ჩვენგან განსხვავებული მეფუტკრეობაა. იქ მეფუტკრის წლიური შემოსავლის მხოლოს 30 პროცენტი მოდის თაფლზე. დანარჩენ 70 პროცენტს იღებენ დიიიიიიიიიიიდი ბაღების მფლობელებისგან, რომლებიც ამ მეფუტკრეების ფუტკარს ქირაობენ, რომ ბაღებში ხეხილი დამტვერონ. ამის გამო ფუტკარი სულ ტრაილერზე უდგათ და დაათრევენ ერთი ადგილიდან მეორეში, ძალიან დიდ მანძილებზე. რამდენიმე ათას კილომეტრზე წლის განმავლობაში და დაიხოცება, აბა რა მოუვა. მერე კიდევ მეორე მიზეზიცაა. ამერიკაში გაცილებით მეტ პესტიციდს ხმარობენ. წამლავენ ყველაფერს და ესეცაა მიზეზი. კანადაშიც იგივე სიტუაციაა და მეფუტკრეთა გაერთიანებები იბრძვიან პესტიციდების შესამცირებლად. მაგრამ მეორე მხარეს უფრო დიდი კორპორაციები დგანან და ვერ ამარცხებენ.

ეგ სკა რომ დაგიჟინია, ჯერ დაიანგარიშე რამდენი კილო თაფლი უნდა მოგცეს წელიწადში. 25 კილო? გამოუცდელი მეტს ვერ მოიწევ. გადაამრავლე ეს 25 კილო მაქსიმუმ 15 ლარზე. გამოვიდა 375 ლარი. ეგ სკა თუ 700 დოლარი ღირს, გამოდის 1750 ლარი. ე.ი. 5 წელი მარტო სკის ფულის ამოღებაზე უნდა იმუშავო. ეს ყველაზე ოპტიმისტური გათვლით.

Posted by: kelasuri 15 Mar 2017, 12:43
ნატურალური რძის მიცემა რამდენად სწორია? რძე ცხიმს შეიცავს რომელსაც ფუტკარი ვერ ამუშავებს. ამიტომაა რეცეპტებში უცხიმო რძის ფხვნილი წერია

Posted by: chicharito12 15 Mar 2017, 13:10
presbiteri
QUOTE
ეგ სკა რომ დაგიჟინია, ჯერ დაიანგარიშე რამდენი კილო თაფლი უნდა მოგცეს წელიწადში. 25 კილო? გამოუცდელი მეტს ვერ მოიწევ. გადაამრავლე ეს 25 კილო მაქსიმუმ 15 ლარზე. გამოვიდა 375 ლარი. ეგ სკა თუ 700 დოლარი ღირს, გამოდის 1750 ლარი. ე.ი. 5 წელი მარტო სკის ფულის ამოღებაზე უნდა იმუშავო. ეს ყველაზე ოპტიმისტური გათვლით.


სამაგიეროდ ნაკლები დროის კარგავა უნდა, ერთ დროს რო მეყიდა ერთი 10 ცალი, დამეწყო მუშაობა, მერე ცოტა პრასვეტი რო გამიჩნდებოდა ფულის კიდე 10 ცალს, და მექნებოდა კაიხანი 20 ცალი, მერე ისევ 100 მდე ავიდოდიდ და ვსიო, მეტი კი აღარ დამჭირდებოდა, თან ნაკლები შრომა იქნებოდა და მეტი დრო;
ფიჭის და დანადგარების ყიდვა მაგას არ ჭირდება,;

QUOTE
ძალიან მცირე ცოდნა გაქვს ამ საკითხისა.  ამერიკაში ჩვენგან განსხვავებული მეფუტკრეობაა. იქ მეფუტკრის წლიური შემოსავლის მხოლოს 30 პროცენტი მოდის თაფლზე. დანარჩენ 70 პროცენტს იღებენ დიიიიიიიიიიიდი ბაღების მფლობელებისგან, რომლებიც ამ მეფუტკრეების ფუტკარს ქირაობენ, რომ ბაღებში ხეხილი დამტვერონ. ამის გამო ფუტკარი სულ ტრაილერზე უდგათ და დაათრევენ ერთი ადგილიდან მეორეში, ძალიან დიდ მანძილებზე. რამდენიმე ათას კილომეტრზე წლის განმავლობაში და დაიხოცება, აბა რა მოუვა. მერე კიდევ მეორე მიზეზიცაა. ამერიკაში გაცილებით მეტ პესტიციდს ხმარობენ. წამლავენ ყველაფერს და ესეცაა მიზეზი. კანადაშიც იგივე სიტუაციაა და მეფუტკრეთა გაერთიანებები იბრძვიან პესტიციდების შესამცირებლად. მაგრამ მეორე მხარეს უფრო დიდი კორპორაციები დგანან და ვერ ამარცხებენ.


მერე რო დაათრევენ სკებს, ალბათ იმიტო დაათრევენ სეზონ სეზონ რო არ დაეხოცოთ და ზამთარი გადააგორონ თბილ ადგილებში;
ალბათ იმიტო ასხამენ იმას რომ დავადებებისგან დაიცვან ფუტკრები, მე როგორც ვიცი, წელში ერთხელ მაინც უნდა დაასხა თორე იმუნიტეტი ვერ უძლებს ფუტკრების;
პრინციპში ამერიკა ცუდია იდია თაფლისთვის, ავსტალიას აქებენ ;
QUOTE
ძალიან მცირე ცოდნა გაქვს ამ საკითხისა.

კი ნამდვილად, ჯერ არაფერი არ ვიცი ;



Posted by: irakl06 15 Mar 2017, 13:44
გამარჯობათ მეგობრებო, ახალი დაიტერესებული ვარ მეფუტკრეობით,4-5 სკას ვაპირებ რომ შევიძინო მომავალი წლიდან, გამოცდილებ არ მაქ და ამიტომ მინდა ჯერ თქვენ გკითხოთ აზრი
1) როდის არის უმჯობესი ფუტკრის შეძენა?
2) როდისაა უმჯობესი ფუტკრის გამრავლება?
3)ერთი სკიდან დაახლოებით რამდენი სკის ,,გაკეთება" შეიძლება?

Posted by: iko-iko 15 Mar 2017, 13:50
წარმატებები მშრომელებო და გილოცავთ ახალი თემის გახსნას

Posted by: leoni_1973 15 Mar 2017, 14:14
vixn რუსებს ასე უწერიათ ცელნოე მოლოკო, განმარტება კი ასეთია, რომ აუდუღარი უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, და გადამუშავების შემთხვევაში მხოლოდ 60 პეოცენტით გავს ჭეოს. ჭეოს ვერაფრით ვერ შეცვლი, მაგრამ აუდუღარი რძით ჩაანაცვლებ 60 პროცენტით. ადუღების შემთხვევაში 30-40 პროცენტამდე მცირდება. მეც ასე ვაძლევ რძეს და ფუტკარი კარგად არის. ასეთი საკვები დახმარება ჩვანთან ამ დროს აუცილებელია, რადგან ეხლა გაყვავდა მხოლოდ შინდი, და ჭეოს შეტანა უჭირს ფუტკარს და ამასთან ამინდი გაფუჭდა და აცივდა კიდეც.

Posted by: vixn 15 Mar 2017, 14:19
irakl06
1. ადრე გაზაფხულზე.
2.ადრე გაზაფხულზე.
3. 0დან 8 დე, ( პირადი გამოცდილება ).

iko-iko
იცოცხლე, ხომ არ მოაშენე შენც?

Posted by: m-kasper 15 Mar 2017, 14:22
iko-iko
QUOTE
წარმატებები მშრომელებო და გილოცავთ ახალი თემის გახსნას

გაიხარე გაიხარე იკო

Posted by: vixn 15 Mar 2017, 19:47
მოკლედ, ჩაისვარა გაზაფხულმა, და ადრიანმა დედოფლის გამოყვანამაც , არადა გეგმით 5 აპრილს უნდა მყოლოდა დეფოფალი 2017. გადაიდო 20 დღით მაინც, თუ მეტით არა.

Posted by: gig55 15 Mar 2017, 19:53
vixn
ჰო ცუდია გაზაფხულმა აურია ნამდვილად მაგრამ გადავხედე დასავლეთის პროგნოზს და ზეგიდან მშვენიერი ამინდებია
* * *
vixn
ზემოთ რომ დაწერეთ ერთი ოჯახიდან 8 შეიძლება გადაყო ეს გასაგებია, მაგრამ რამდენ ჩარჩოზე მოუწია დაზამთრება ასე დანაწევრებულ ოჯახს?

Posted by: userman 16 Mar 2017, 11:45
QUOTE
ზემოთ რომ დაწერეთ ერთი ოჯახიდან 8 შეიძლება გადაყო ეს გასაგებია,


რა არის გასაგები ?....

ან თქვენ ხართ ფუტკრისგან ძალიან შორს , ან სიზმრებში ხართ.

მე არ ვამბობ , რომ ეს შეუძლებელია , მარა ამას აქვს თავისი ახსნები . დამწყები , რომ ამას კითხულობს უნდა აუხსნათ ნორმალურად , თუ როგორ არის შესაძლებელი .

ეხლა ყურადღებით მისმინეთ . თქვენ გინდათ თქვათ , რომ სიტყვაზე კაცმა შეიძინა ორი ფუტკრის ოჯახი გაზაფხულზე 12 ჩარჩოზე და შემოდგომისთვის შეიძლება გახადოს 16 ოჯახი თვითოეული 12 ჩარჩო ფუტკრით ? smile.gif

ეხლა თუ ხვდებით რამხელა აბსურდულ რამეს ამბობთ უბრალოდ წარმოიდგინეთ ჯერ მარტო 14-ჯერ 12 ჩარჩოს აშენება ანუ 168 აშენებული ჩარჩო შექმნას გულისხმობს და სულ რაღაც კინკილა 2 სკის ფუტკრისგან? lol.gif მოდი და ნუ გაიცინებ . დარწმუნებული ვარ ბევრს გაუჭირდება ამდენი ჩარჩოს აშენება თუნდაც 30 ოჯახი ჰყავდეს საფუტკრეში.
ეხლა ვთქვათ გამოვედით სიზმრებიდან და მოხდა სასწაული და შევქმენით ეს ნანატრი 16 ოჯახი , და თუ ეს მოხდება , როგორ ფიქრობთ რის ხარჯზე ? საოცარი და ჯერ არნახული ღალის ხარჯზე უნდა მოხდეს ( რომელიც ალბათ სამოთხეშია მხოლოდ ) ეს. რომელიც არც ერთს არ გიხსენებიათ . უბრალოდ მაინც გეთქვათ თქვე დალოცვილებო კი შეიძლება , მაგრამ გააჩნია წელიწადსო . ეხლა არ დამიწყოთ მთაბარობით მივალთ სამოთხემდეო ... smile.gif . კაცს რომელსაც 2 სკა ფუტკარი ეყოლება დაიწყებს საქართველოს გარშემო მოგზაურობას ?
მაშინ ეგეც უნდა აუხსნა იმ დამწყებ მეფუტკრეს , მიუხედავად მაგისა, მაგის მიღწევა თითქმის შეუძლებელია.

ერთი გამონაკლისის გარდა . ეს შეიძლება შეძლოს კობამ და მისთანებმა , რომლებსაც პირველ რიგში ექნება მზამზარეული აშენებული ჩარჩოები , გამზადებული დედები . რათქმა უნდა დიდი საფუტკრე და არა კინკილა 2 სკა.

vixn

ეხლა არ დამიწყო სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთო.... biggrin.gif

Posted by: laveraki 16 Mar 2017, 13:02
აი კახური პირდაპირობა

Posted by: vixn 16 Mar 2017, 13:42
ბესო პატივცემულო, პასუხი შეესაბამება კითხვას. რაც შეეხება როგორ, აგერ მოვრჩები ღომის გაკეთებას და ...
* * *
კაი რამე ღომი გამომივიდა, იმერული თხელი ღვინოც მოუხდა. ახლა საქმე.
როგორც ჩვენმა კოლეგამ აღნიშნა, ერთი ოჯახიდან 8 ოჯახის მიღებას თავისი აუცილებელი პირობები აქვს, და თუ რომელიმე არ გამოგვივა , შედეგი მიუახლოვდება 0 ს, რაც ჩემ პასუხში ირაკლის მიმართ დაფიქსირდა, .თუ კი გავითვალისწინებთ, რომ ოჯახის მინიმალური მდგომარეობა გაზაფხულზე - 1.5 კგ ფუტკრის მასა, უხვად საკვები, კარგი დედოფალი. შემოდგომაზე 2 კგ ფუტკარი მაინც უნდა იყოს, ანუ 8 ჩარჩო დადანი ან ერთი კორპუსი რუტი.
განაყოფიერებული დედოფალი, კვება ან ღალა, აპრილის 20 დან იწყებ გაყოფას, და აგვისტოს ბოლოში გყავს 0 დან 8 ახალი ოჯახი, ნამეტანი ემოციურებისტვის ვიმეორებ 0 დან.

Posted by: userman 16 Mar 2017, 18:01
vixn
QUOTE
განაყოფიერებული დედოფალი, კვება ან ღალა


ჩემის აზრით ორივე აუცილებელია კვებაც და ღალაც . თუ ყვავილის ნაკლებობაა მარტო კვებით ბევრს ვერაფერს მივაღწევთ.

QUOTE
კაი რამე ღომი გამომივიდა, იმერული თხელი ღვინოც მოუხდა


ქებას ნახვა ჯობიაო !!! ნათქვამია biggrin.gif
ეხლა არ მითხრა კახელების ხაშლამასთან ღომი ვერ მოვაო smile.gif
მთავარია გული გულობდესო ხომ გაგიგია ეგეც ... მჭადი ორი ხელით იჭმევაო ...

Posted by: gig55 17 Mar 2017, 19:52
userman
მესმის გასაგებია ამ შედეგს როგორც შენი შეხედვით დიდი რაოდენობის სკიდან შეიძლება., მაგრამ აშენებული ფიჭებიც რომ გქონდეს მეეჭვება რომ ასე დაანაწევრო ფუტკარი

Posted by: userman 17 Mar 2017, 20:38
gig55
QUOTE
მესმის გასაგებია ამ შედეგს როგორც შენი შეხედვით დიდი რაოდენობის სკიდან შეიძლება., მაგრამ აშენებული ფიჭებიც რომ გქონდეს მეეჭვება რომ ასე დაანაწევრო ფუტკარი


რა არის იცი ასეთი რამ შესაძლებელია, ოღონდ განსაკუთრებული ღალიანობის შემთხვევაში , რომელიც თითქმის წარმოუდგენელია biggrin.gif .

აქედან გამომდინარე ზოგს ახასიათებს მონადირის სინდრომი lol.gif . ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ ....
მოუმართოს ყველას ღმერთმა ხელი .

რეალობაში 1 დან 5 ოჯახიც რომ შექმნათ ესეც დიდ მიღწევად ითვლება ....

Posted by: K_M_HUNTER 17 Mar 2017, 21:29
laveraki
vixn
მსხალი აყვავდა, ვაშლიც მალე მიყვება, ახლა ამინდებია მთავარი,
სიროპი 250-250 გრ. მივეცი 2-ჯერ, ოქსიტეტრაციკლინთან ერთად,
აცივების გამო შევჩერდი,
როცა დასტაბილდება, ნისტატინთან ერთად მივცემ, ასევე ორჯერ და ამით მორჩება,
ვაროატოზის საწინააღმდეგო ფირფიტები ჩავუდე,
2-3 კვირაში ამოვიღებ და მაისის თაფლთან შეხება არ ექნება.
ყველა ოჯახმა გამოიზამთრა, ოღონდ ორში კვერცხდება იგვიანებს,
დედა არ მიძებნია, კვერცხიანი ჩარჩო უნდა მივცე.
კობა, ქარები ჩვენთან ამ დროს, ჩვეულებრივი მოვლენაა - გაგებით უნდა მოეკიდო
userman
8 არა მარა, 1 ოჯახიდან, 4 სრულფასოვანი ოჯახი კი მიმიღია,
ყოველგვარი სათადარიგო დედის და აშენებული ჩარჩოების გარეშე,
ერთმა ოჯახმა 3 ნაყარი გაუშვა (ჯერ კიდე ახალი მეფუტკრე ვიყავი და გამოცდილება არ მქონდა)
მესამე ნაყარი იმდენად პატარა იყო, ჩამოხსნა არ მინდოდა, მარა დედის გამო ჩამოვხსენი მაინც.
ისე კარგად განვითარდა, 8 ჩარჩოზე დავაზამთრე და მომდევნო წელს ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახი იყო,
ასე რო, შეუძლებელი არაფერია.
ისე, როგორც შენი პოსტებიდან ჩანს,
გეოგრაფიული ზონების სხვაობის გამო, მეფუტკრეობაშიც უნდა იყოს ნიშანთვისობრივი განსხვავება.
ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, სხვაობა პოპულაციებში -
ქართლ-კახური პოპულაცია, მართალია სიცივეგამძლეა,
მარა შრომისუნარიანობით, ჩამორჩება ჩვენში გავრცელებულ მეგრულ-გურულ პოპულაციას,
შეიძლება ხორთუმის ზომის გამო.
შეიძლება ვცდებოდე, მარა ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

Posted by: laveraki 18 Mar 2017, 02:18
სხვებმა რა წამლები მიეცით და რატომ? მე მხოლოდ ტკიპაზე ვუწამლე. დანარჩენი არ ვიცი რა ჭირს ფუტკარს და წინასწარ მიცემა არ მინდა.

Posted by: vixn 18 Mar 2017, 05:40
ბესო, ცოტა ყურადღებით წაიკითხე, ხაშლამას მერე მოასწრებ.
K_M_HUNTER
შეგუებული ვარ უკვე, შენი სოფელი რომელია, დამავიწყდა?
laveraki
სერგო, თუ თვლი რომ შენთან სიდამპლის ან ა სკოსფეროზის პრობლემაა, ზომები მისაღებია, თუმცა ახლანდელ უწესრიგო მთაბარობის გამო, ეს ყველას გვჭირდება.

Posted by: laveraki 18 Mar 2017, 12:10
ნისტატინი როგორ და რა დიზით მივცე პროფილაქტიკისათვის მომწერეთ თუ შეიძლება სიროპის მიცემას ვაპირებ დღეს.

Posted by: leoni_1973 18 Mar 2017, 15:35
ოქსიტეტრაციკლინის დოზებიც დაწერეთ ბარემ ნისტატინთან ერთად.

Posted by: K_M_HUNTER 18 Mar 2017, 19:08
ნისტატინი 500 000-იანი აბი ერთ იჯახზე
ოქსი 1 გრამი 10 ოჯახზე
კობა, ჩხენიში

Posted by: laveraki 18 Mar 2017, 20:15
K_M_HUNTER
ანუ 10 აბი ნისტატინი 5 ლიტრ სიროპში და 10 ოჯახზე ნახევარი ლიტრა სიროპი ხომ?

Posted by: gig55 18 Mar 2017, 21:52
userman
თქვენ როგორ ამზადებთ ოჯახებს საიდანაც რძეს იღებ მაინტერესებს როგორ ხდება ამის გაკეთება

Posted by: userman 18 Mar 2017, 23:30
gig55

რძის აღებაზე აი ამ გვერდებზე მაქვს დაწერილი https://forum.ge/?f=106&showtopic=34817619&st=1215

ესეც პატარა ვიდეო , რომელიც გადაღებული მაქვს რძის მოსავლის დასრულებისას. ან მაგის შემდეგ მაქსიმუმ 2-3 აღებაა კიდევ ... https://www.youtube.com/watch?v=Qf5UNtPLiIU&t=22s

Posted by: K_M_HUNTER 19 Mar 2017, 23:12
QUOTE (laveraki @ 18 Mar 2017, 20:15 )
K_M_HUNTER
ანუ 10 აბი ნისტატინი 5 ლიტრ სიროპში და 10 ოჯახზე ნახევარი ლიტრა სიროპი ხომ?

სიროპი ოჯახზე 250-300 გრამი რო გამოგივიდეს,
ნახევარი ლიტრი წამლიანი სიროპი ოჯახზე ბევრია,
საკვებად უნდა აითვისოს და უჯრებში არ უნდა წაიღოს

Posted by: Tenjoza 20 Mar 2017, 15:03
გამარჯობა ყველას,
აღარ შემოვსულვად დიდი დანია,
გუშინ დავხედე ჩვემ საფუტკრეს და 25 დან 23 დამხვდა. 2 შიმშილით დაიხოცა, ვერ გავთვალე sad.gif

ხო კიდევ ახალი სეზონისთვის ახალი სკების აწყობა დავიწყე, რუტზე მინდა გადასვლა.
თუ შემიფასებთ გამიხარდება smile.gif

https://ibb.co/kzZEva

https://ibb.co/mfTSgF

https://ibb.co/c2xL1F

https://ibb.co/huPdov

https://ibb.co/g7K3ov

ძირი და თავსახური მოსაფიქრებელი მაქვს, საფრენი გავუკეთე აქ არ მაქვს ფოტო.

Posted by: userman 20 Mar 2017, 15:52
Tenjoza

რის მასალაა? ვერ გავიგე ...
თითქოს შიგნიდან ფანერა გაქვს ამოკრული . მაღლიდან ხის პლანკებია დაკრული ...

მოკლედ აგვიხსენი რა მასალისგანაა დამზადებული .

Posted by: bodzashvili 20 Mar 2017, 18:44
https://www.facebook.com/..............................................................

შევიძენ მეორად თაფლის საწურს და ასევე სანთლის ჩამოსასხმელ მოწყობილობას

Posted by: vixn 20 Mar 2017, 20:15
Tenjoza
ყოჩაღ, მშვენიერია, შენც გაგიტაცა თერმულმა სკებმა?
კარგებია, მთავარია კოდალა არ მიგეპაროს, ან არ დაგივარდეს უხეშად, ვენტილაცია არ დაიშურო.
* * *
მოთოვა ზემო იმერეთში, ღამე - 4 დე გვპირდებიან, იმედია წელს გვაკმარებს უფალი.

Posted by: iko-iko 21 Mar 2017, 15:02
m-kasper
vixn
გაიხარეთ, არა არ მომიშენებია, გადავარდნილი ვარ მთლიანად ქათამში

Posted by: vixn 21 Mar 2017, 16:28
გადავიყვანე ერთი საფუტკრე დიდ ჯიხაიშში.

Posted by: yamaha xjr1200 21 Mar 2017, 18:42
გამარჯობათ.გისურვებთ ყველას კარგ ღალიანობას.მაქვს სკების დადგმის საშვალება ოთხ ადგილზე და რომელს მირჩევდით?
1 სართიჭალა

2 წალმიანი (დაჩები უჯარმის ტბებამდე არ მისული)
3 კოჭბაანი (გომბორამდე არ მისული მარცხნივ თიანეთისკენ რომ გადაუხვევთ პირველივე სოფელი მდინარ ივრის ნაპირები)
4 წილკანი

Posted by: gig55 21 Mar 2017, 19:28
userman
თქვენი ნომერი მომწერეთ პ.მ

Posted by: Tenjoza 21 Mar 2017, 20:22
userman

სწორად მიხვდი, შიგნიდნ 3 მმ ფანერაა, ზევით ქვევით 40 X 20 რეიკები, და რეიკებს შორის XPS პენოპლექსის ფირმის ვარჩიე, ყველაზე მყარი და ხარისხიანი ეგ ვნახე.

2 წლის წინ გავაკეთე მთლიანად XPS-ის სკა, ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი განსხვავებაც არის იმ ოჯახებთან შედარებით რომლებიც ხის სკებში არიან. XPS ის სკაში, გაზაფხულზე ბევრად ადრე იწყებენ კვერცხის დებას.
ერთადერთი მინუსი რაც დავინახე შიგნიდან თხრიან XPS-ს და თავსახურს დინდგელით რომ აწებებენ იხევა. ეს ორი პრობლემა ამითი მოვაგვარე.

Posted by: gig55 22 Mar 2017, 05:34
Tenjoza
ეგ მასალა სად იყიდება ან რა ფასი აქვს?

Posted by: Tenjoza 22 Mar 2017, 09:25
გამოფენის უკანა ქუჩაზეც დამინახავს, ისე მე დომინოში ვიყიდე, 1 ფილა 7 ლარი ღირს სადღაც 120X60 ზეა ზომები და ფილადან 5 გვერდი გამოდის.

Posted by: kelasuri 22 Mar 2017, 11:05
ამ მასალისგან 2 წლის წინ გავაკეთე 3 განყოფილებიანი სკა. ამ ზამთარს ცალკე მღრღნელებმა შეჭამეს და ცალკე ჩიტებმა. ფუტკარმა ვერ გამოიზამთრა იმდენად დიდი პრობლემა იყო. გარდა ამისა ყინვის, ნალექის და მზის გამო თვითონ მასალაც ვერ ძლებს დიდხანს - მტვრად იქცევა, მიუხედავად იმისა რომ აკრილის საფასადე საღებავით შევღებე. ერთადერთი შანსი არის ორ ფანერას შორის მისი მოქცევა, მაგრამ ღირს კი? მაინც არ მესმის აი კონკრეტულად რა მოგება მისცა ვინმეს ამ სკებმა. იაფი კი ჯდება, მაგრამ დანარჩენი სულ მინუსებია. გამოყენების სფერო საკმაოდ შეზღუდულია, ძირითადად მთაბარობის სირთულის გამო. ყოველი მირტყმა კვალს ტოვებს, კონდენსატი მაინც გროვდება (არ სუნთქავს). ძალიან მსუბუქია და ნებისმიერ შემთხვევაში სერიოზული სიმძიმის დადება სჭირდება. და მთავარი: სადმე, სადაც ფუტკრისთვის ხელმისაწვდომია, ღრღნის! არ ჩერდება არასდროს. არ მოსწონთ ეს მასალა

Posted by: Tenjoza 22 Mar 2017, 11:14
kelasuri

მე ავღნიშნე წინა პოსტში რომ უკვე მაქვს გაკეთებული მსგავსი სკა ფანერის გარეშე და ერთადერთი მინუსი ის ვნახე რომ შიგნიდან დაღრღნეს და ეს პრობლემა ფანერით გადავწყვიტე. 3 წელია ვხმარობ, არც თადვს უჭამია, არც ჩიტს, ვამთავარე კიდეც და ფუტკღსაც აშკარად ძალიან მოსწონს. ასე რომ მე პირადად პრობლემა ვერ და ინახე.

Posted by: vixn 22 Mar 2017, 20:19
თქვენ სხვადასხვა მასალას ხომ არ გულისხმობთ?
ბი-ბოქსი ( ფინური ) რამდენადაც ვიცი არ იფშვნება.

Posted by: kelasuri 22 Mar 2017, 22:26
კობა მასალას ერთსა და იმავეს ვგულისხმობთ მე მგონი. პენოპოლიურეთანის მსგავსია: კარბონ ეკო XPS ჰქვია. ბიბოქსი პენოპოლისტიროლია, ჩვეულებრივ ენაზე პენოპლასტი. ის მართლაც უფრო გამძლე უნდა იყოს.

ერთი რამ არ მესმის მაინც: ღირს კი ამდენ ჩალიჩად? მე არა

Posted by: vixn 23 Mar 2017, 09:33
კაცია და ბუნება, ცივ კლიმატურ პირობებში ან სუსტი ოჯახში ღირს ალბათ, კარგია თენგო რომ ცდის, ჩემი აზრით ვენტილაცია მთავარია ამ დროს, მეც მქონდა ფანერებში მაგ პრობლემა, ძირზე ბადურამ უშველა.

Posted by: kelasuri 23 Mar 2017, 12:12
QUOTE (vixn @ 23 Mar 2017, 09:33 )
კაცია და ბუნება

აი ამაში სრულიად მართალი ხარ. იმდენად უარყოფითი შედეგი მქონდა ფანერის და ხის იქით შანსი არაა რამეზე გავიხედო. ნუკლეუსები შეიძლება ამით გაკეთდეს, მაგრამ დაზამთრება გამორცხულია. ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში.

Posted by: status 23 Mar 2017, 12:18
მეგობრებო მე ვიყენებ XPS-ის სკებს. ჩემი ხელით ავაწყე შიგნიდან ფანერა გარედან XPS 5 სმ იანი 50 კილოიანი დაპრესვით. შემდეგ შევღებე თეთრი ფასადის საღებავით ოღონდ კარგი ხარისხის უნდა თორემ ცუდი ხარისხის ულტრაიისფერს ატარებს და იწყებს დაშლას. ზამთარში იყო -30 მაგრამ ჩვეულებრივად გამოიზამთრეს. ძირზე მაქვს სეტკა და ერთადერთი შეცდომა მომივიდა, რომ ეს სეტკა მთელ სიგრძეზე არ გავუკეთე და მაგის გამო ის ნაწილი სადაც სეტკა არ მოხვდა ტიხარს იქით დაობდა. რაც შეეხება კონდესატს ამ სეტკამ მშვენივრად უშველა მაგ პრობლემას.

Posted by: leoni_1973 23 Mar 2017, 14:30
მაგ მასალის შერჩევისას მნიშვნელოვანია ნახსენები დაპრესვა. 50-ანი კარგი იქნება. დაპრესვა ნიშნავს 1 კუბური მეტრი რამდენ კილოს იწონის. კელასურამდე 1 წლით ადრე მე ვსინჯე ეგ სკები. მეც არ გამომადგა. ეხლა მეორე კორპუსებად ვიყენებ მხოლოდ. მაგრამ მე მაშინ 35 კგ. დაპრესვით ვიშოვე xps. მეტი არ იყო. შეიძლება მაგიტომაც არ გამიმადგა. ბიიბოქსი კუ უფრო მყარი მასალით არის დამზადებული. მისი დაპრესვა, აღარ მახსოვს, ასს ნამდვილად სცდება, შეიძლება 150 კგ- საც. მე მაინც ვფიქეობ ხეს არაფერი სჯობია. ეს ჩემი მისაზრებაა მხოლოდ. ისე, ბიიბოქსაც ძალიან ბევრი ემდურება.

Posted by: maxo1990 23 Mar 2017, 17:28
status სეტკა -30 ყინვაშიც ღიაა თუ უკეტავ ხოლმე? პარაფინში მოხარშული სკები მაქვს და იგივე პრობლემაა კონდესატიც და ობიც მოიკიდა ფიჭამ. სეტკა რა ზომაა ძირზე?

Posted by: vixn 23 Mar 2017, 21:33
maxo1990
ეს მაქვს ფანერაზე, ყოფნის ჩემ პირობებში.

Posted by: status 23 Mar 2017, 21:46
maxo1990
კი მთელი ზამთარი ღია მქონდა და ეხლა გაზაფხულზე დავუკეტე ბარტყის ამბავში.
vixn
ჩემსაზე უფრო პატარა გავუკეთე ვერ გავთვალე რაა თან წვრილი სეტკა დავუყენე ცოტა უფრო მსხვილ ნახვრეტიანი ვერ ვიშოვე და წელს გამოვასწორებ მაგ ამბავს.

მეგობრებო იმაზე ნუ ვიკამათებთ, რომ ხე ჯობია თუ პენპოლასტი ან სხვა რაიმე მასალა. საუკუნეებია ფუტკარი ხეში ცხოვრობს და არა პლასმასშიsmile.gif

პენოპლასტის სკა იაფი ვარიანტია და სუსტი ოჯახის შემთხვევაში ზამთარში ეხმარება სითბოს უკეთესად შენარჩუნებაში და ასევე ის ვინც დამწყები მეფუტკრეა მათვის კარგი ვარიანტია რადგანაც გარკვეულ შეცდომების პატიება შეუძლია.

Posted by: Tenjoza 24 Mar 2017, 09:58
3 წელია მაქვს და არაფერი დაუკლია მზეს აქამდე, არც დაშლილა, არც დაფშვნილა და საღებავიც მშვენივრად ადევს

ძირი და სახურავი ჯერ მოსაფიქრებელი მაქვს, იმ კვირაში ჩავალ და მოვუფიქრებ რამეს. ძირძე აუცილებლად დიდი სეტკას დავაკრავ და თავსახური არ ვიცი როგორი იქნება.

კობა, ნიკი შეგიცვლია smile.gif

Posted by: iagi01 24 Mar 2017, 12:27
კობა ეგ სავენტილაციო სეტკა სკის უკანა მხარეზეა?

Posted by: graf-senjerman 24 Mar 2017, 12:41
ზამთარში რომელ სითბოზეა საუბარი.
ფუტკარს სიცივის არ ეშინია, შიმშილის და დაავადების ეშინია.
ფუტკარი სკას არასდროს არ ათბობს. კლუბში ქმნის იმ ტემპერატურას რომელიც საჭიროა.
მეფუტკრე გამოსაზამთრებლად, გაზაფხულზე იწყებს მზადებას.
არის ასეთი გამოთქმა? скупой платит дважды... ანუ ჯერ პენოპლასტისგან ამზადებენ სკებს, ლიტერატურის წაუკითხავად, და მერე ისევ ხის სკებს უბრუნდებიან smile.gif)))

ძირი მთლიანად სეტკა, სახურავი გერმეტულად დახურული ცელოფნით. ანუ რომ წარმოვიდგინოთ გადმობრუნებული ჭიქა. ასე ზამთრობს ფინეთში ფუტკარი. финское пчеловодство გუგლი სავსეა ინфოთი.

Posted by: Tenjoza 24 Mar 2017, 13:30
graf-senjerman

QUOTE
ფუტკარს სიცივის არ ეშინია, შიმშილის და დაავადების ეშინია.


ეგ კი ეგრეა მაგრამ როცა თბილადაა ნაკლებსაც ჭამს biggrin.gif

Posted by: graf-senjerman 24 Mar 2017, 14:07
QUOTE (Tenjoza @ 24 Mar 2017, 13:30 )
graf-senjerman

QUOTE
ფუტკარს სიცივის არ ეშინია, შიმშილის და დაავადების ეშინია.


ეგ კი ეგრეა მაგრამ როცა თბილადაა ნაკლებსაც ჭამს biggrin.gif

მეფუტკრის პირდაპირი ვალი ისაა რომ ფუტკარს დაუტოვოს ან მისცეს იმდენი რამდენიც აუცილებელია წარმატებული გამოზამთრებისთვის.
რას ნიშნავს ნაკლებს ჭამს? პირველ რიგში ეს პირდაპირ დამოკიდებულია რა სიძლიერით შევიდა ზამთარში და შემდეგ სხვა მეორეხარისხოვან ფაქტორებზე...

Posted by: vixn 24 Mar 2017, 14:35
iagi01
უკან, უკეთ მოძრაობს ჰაერი.

Tenjoza
მცეს პატივი ბავშვებმა.

Posted by: kelasuri 24 Mar 2017, 14:56
graf-senjerman


ერთნაირ სკებში, ერთნაირი სიძლიერის ოჯახები, -40 და -5 გრადუსზე გამოზამთრებისას სხვადასხვა რაოდენობის თაფლს მოიხმარენ თუ არა? მგონი სხვადასხვას. და ახლა ავიღოთ სკა, რომელიც უფრო "თბილია", ანუ თბოდანაკარგი აქვს ნაკლები და დავსვათ -40-ზე. ფუტკარი ხომ უფრო ნაკლებს შეჭამს ვიდრე "ცივ" სკაში? ვენტილაცია ხესაც უნდა, ფანერსაც და პოლისტიროლსაც, მაგრამ სკის თბოდანაკარგი, მთლად მეორეხარისხოვანი ფაქტორი ვერ იქნება.

სხვა საკითხია, რომ საქართველოში ნაკლებადაა ისეთი ადგილები სადაც -40 ან თუნდაც -20 გრადუსია თვეების განმავლობაში. სწორედ ამიტომ ვემხრობი ხის სკებს, უკიდურესად მაღალი მთის გარდა სადაც სავსებით მისაღებია ალტერნატიული სკების გამოყენება.

Posted by: graf-senjerman 24 Mar 2017, 15:20
QUOTE (kelasuri @ 24 Mar 2017, 14:56 )
graf-senjerman


ერთნაირ სკებში, ერთნაირი სიძლიერის ოჯახები,  -40 და -5 გრადუსზე გამოზამთრებისას სხვადასხვა რაოდენობის თაფლს მოიხმარენ თუ არა? მგონი სხვადასხვას. და ახლა ავიღოთ სკა, რომელიც უფრო "თბილია", ანუ თბოდანაკარგი აქვს ნაკლები და დავსვათ -40-ზე. ფუტკარი ხომ უფრო ნაკლებს შეჭამს ვიდრე "ცივ" სკაში? ვენტილაცია ხესაც უნდა, ფანერსაც და პოლისტიროლსაც, მაგრამ სკის თბოდანაკარგი, მთლად მეორეხარისხოვანი ფაქტორი ვერ იქნება.

სხვა საკითხია, რომ საქართველოში ნაკლებადაა ისეთი ადგილები სადაც -40 ან თუნდაც -20 გრადუსია თვეების განმავლობაში. სწორედ ამიტომ ვემხრობი ხის სკებს, უკიდურესად მაღალი მთის გარდა სადაც სავსებით მისაღებია ალტერნატიული სკების გამოყენება.

ერთერთი მიზეზი, სხვადასხვა რაოდენობის თაფლს მოიხმარს იმის გამო, რომ ზამთრის ბოლოს, დედა ფუტკარი შესაძლოა სხვადასხვა ტემპით იწყებს კვერცხდებას და ამან შეიძლება გამოიწვიოს თაფლის შემცირება.
ფუტკრის დათბუნება როცა სკის ძირი მთლიანად ხეა, მითუმეტეს საქართველოს კლიმატურ ზონაში არის რბილად რომ ვთქვათ შეცდომა. მხოლოდ ერთ შემთხვევაშია გამართლებული ზემოდა ტბოიზოლაცია, როცა სკის ძირი მთლიანად სეტკითაა გაკეთებული, ამიტომ სკის თბოდანაკარგი და მსგავსი სტერეოტიპები უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

Posted by: Tenjoza 24 Mar 2017, 16:24
graf-senjerman

ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს.
მე ვფიქრობ რომ სკები რომლების გაკეთებასაც მე ვაპირებ მშვენიერი უნდა იყოს, გამძლეობითაც, სითბოთიც და პრაქტიკაშიც. ამ ზაფხულს ჩავუშვებ ეხპლუატაციაში და ვნახავთ როგორ იქნება. smile.gif

Posted by: maxo1990 25 Mar 2017, 12:33
vixn status მადლობთ გამოხმაურებისთვის


Posted by: leoni_1973 25 Mar 2017, 15:30
სკების შესაღებად რამე კარგი საღებავი ხომ არ იცით, 2 წელი მაინც რომ გაძლოს. დავიღალე ყოველ წელს სკების ფხეკვით და ღებვით.

Posted by: kelasuri 25 Mar 2017, 17:02
leoni_1973

ვერნილაკის საფასადე აკრილის საღებავი. ბეტეკზე ძვირია ცოტათი, მაგრამ ღირს. მესამე წელია და არაფერი მოსვლია არც ხეს და არც ფანერას. არის უფრო კარგიც, მაგრამ ესეც საკმარისია

Posted by: vixn 25 Mar 2017, 19:39
kelasuri
სანდრო, პარაფინზე ზემოდან გაჩერდება? პარაფინი ორთქლდება.

Posted by: userman 25 Mar 2017, 21:25
leoni_1973

პირველ რიგში წესად მიიღე : არავითარ შემთხვევაში ლაკიანი საღებავით არ უნდა შეღებო , თუნდაც ეგრეთწოდებული ემალის კრასკით.
ძველად მიღებული იყო ზეთოვანი საღებავი , თუმცა ამჟამად ბაზარზე აღარ არსებობს მაგისთანა არაფერი. გინდაც ეწეროს ზეთოვანიაო ( ანუ მასლიანი ) არ დაუჯერო ანუ არ იყიდო .
მეც მაგ დღეში ვიყავი და მემგონი მივაგენი. მესამე წელია ბოლოს რაც შევღებე და ჯერ-ჯერობით თავი კარგად უჭირავს . ესაა ფავორი და ბტკის ფირმის საღებავები და რათქმაუნდა მატოვი . ანუ რომ არ პრიალებს .
ბტკ-ის ცოტა მეტი ღირს და მემგონი ხარისხითაც ცოტათი მეტია ანუ შედარებით მეტი დაფარვა აქვს.
თუმცა შეიძლება უფრო ძვირფასებიცაა ბაზარზე , მარა ამათზე გარანტიას მე გაძლევ 2 წელზე მეტხანს გაგიძლებს . ჩემი გამოცდილებით ასეა .

ისე პარაფინში მოხარშვას ძალიან აქებენ . ყველანაირ საღებავს ჯობიაო. თუმცა მე პირადად ნავთობპროდუქტების მომხრე არა ვარ, მარა ბოლო-ბოლო ფიჭებს ამზადებენ ამ პროდუქტებისაგან და რა გინდა გააკეთო ?!

Posted by: vixn 25 Mar 2017, 22:35
პარაფინი ორტქლდებაააა. თან საკმაოდ სწრაფად

Posted by: graf-senjerman 25 Mar 2017, 23:14
QUOTE (userman @ 25 Mar 2017, 21:25 )
leoni_1973
ძველად მიღებული იყო ზეთოვანი საღებავი , თუმცა ამჟამად ბაზარზე აღარ არსებობს მაგისთანა არაფერი.

რატომ კაცო, თუ აწერია რომ შეიცავს ოლიფას?
სანამ ზეტოვანი კრასკით დაიფარება ხე, გრუნტოვკით მუშავდება.
აქეთ ბევრი მეფუტკრე მარტო ოლიფით ამუშავებს ან კიდევ ოლიფის შემდეგ კრასკით ფარავს.

პარაფინი კარგია მაგრამ ბევრი პრობლემა აქვს, ეს პრობლემები მოაგვარა ცერეზინმა. ნაკლებად საშიშია ამოვლების დროს და დუღილის ტემპერატურა აქვს მეტი. თუ ვინმეს აინტერესებს არის თემა სადაც ერთერთი მეფუტკრე დაწვრილებით ყვება და პასუხობს ყველა კითხვას. რუსულადაა.

Posted by: leoni_1973 26 Mar 2017, 00:44
kelasuri
userman
მადლობა რჩევისთვის. ხვალ ვაპირებ საღებავის ყიდვას და გავიზიარებ აუცილებლად.
ისე ბეტეკის საფასადეთი მქონდა შეღებილი, მაგრამ გაზაფხულით უკვე აქერცლილია. მატოვით არ მიცდია.
კობა ე.ი. პარაფინი არ ამართლებს?

Posted by: kelasuri 26 Mar 2017, 08:17
vixn

არა კობა პარაფინი აპკივით ეკრობა ხეს და აკრილის საღებავს ფორებში არ შეუშვებს. აკრილის საღებავები წყალზე მზადდება

Posted by: Tenjoza 26 Mar 2017, 10:27
ერთი კითხვა მექნება. ჩემს xps-ის სკებს ხის ძირი უნდა გავუკეთო და როგორ ფიქრობთ ფიცრის სისქეს ააქვს გადამწყვეტი მნიშვბელობა?

Posted by: vixn 26 Mar 2017, 12:40
Tenjoza
მყარად უნდა იყოს, მტაცებელი არ შეძვრეს, სხვა არაფერი ევალება.

Posted by: userman 26 Mar 2017, 14:19
QUOTE
რატომ კაცო, თუ აწერია რომ შეიცავს ოლიფას?


იმიტომ , რომ უხარისხოა . ის აღარაა რაც ადრე იყო .

graf-senjerman
QUOTE
თუ ვინმეს აინტერესებს არის თემა სადაც ერთერთი მეფუტკრე დაწვრილებით ყვება და პასუხობს ყველა კითხვას. რუსულადაა.


დადე აბა ლინკი. გადავხედავ თავისუფალ დროს ...

Posted by: leoni_1973 26 Mar 2017, 14:46
kelasuri
userman
ემულსიას, ე.ი. წყალში რომ ზავდება იმ კრასკებს გულუსხმობთ, ხომ ორივე?

Posted by: graf-senjerman 26 Mar 2017, 16:38
userman

http://mwob.com.ua/showthread.php?t=1262

40 გვერდია, მაგრამ ცასაკითხად ღირს.
ერთი პრობლემა ალბად უკრაინული ენაა, მაგრამ მალე შეიძლება მიჩვევა
24-ე გვერდიდან ყვება Дет Котэ როგორ ააწყო ეს ამოსავლები ვანა.

ბევრი საინტერესო თემაა და საინტერესო მეფუტკრეები არიან ამ ფორუმზე.

Posted by: userman 26 Mar 2017, 19:41
leoni_1973
QUOTE
ემულსიას, ე.ი. წყალში რომ ზავდება იმ კრასკებს გულუსხმობთ,


არა ჯიგარო ! smile.gif წყალში ხსნად კრასკას წვიმა ხომ გაარიდებს კაცოო. სინთეტიკურია ასეთი წარწერითაა :

BETEK
Matt Synthetic Point

2,5 ლიტრი. თუმცა არის უფრო დიდი ტევადობისაც. იხნება უაიტ სპირტში . ან უიბრალოდ მოითხოვე სინთეტიკური კრასკის გამხსნელი. იქვე ყიდიან . ბენზინში და აცეტონში არ გახსნა , თორემ ისევ მალე ასცვივა...

არის თეთრი ფერის . ფერები ცალკე იყიდება და რა ფერზეც გინდა ისეთზე დასვავ.

Posted by: status 26 Mar 2017, 21:55
მეგობრებო იქნებ დამეხმაროთ,
ერთერთი სკის წინ შევნიშნე 2-3 ფუტკარი რომელსაც ზურგი აქვს ამოჭმული და თავი და ტანი გაგლეჯილი. ოჯახი დავათვალიერე ყველაფერი რიგზეა ტკიპისთვის ვაროსტოპის ფირფიტებიც უდევთ და რა შეიძლება იყოს ზურგის ამოჭმის მიზეზი ?

Posted by: kelasuri 27 Mar 2017, 00:46
userman

წყლის ბაზაზე დამზადებული და წყალში ხსნადი არ ნიშნავს იმას, რომ წვიმა ჩამორეცხავს. ბეტონიც წყლით იზილება.

ზეთოვანი ან პოლიმერული არ არის განკუთვნილი ხის შესაღებად. ხისთვის აუცილებელია პრაიმერის, ანუ გრუნტის ხმარება. ეს კი ძალიან აძვირებს პროცესს

Posted by: presbiteri 27 Mar 2017, 10:41
QUOTE
არა ჯიგარო !  წყალში ხსნად კრასკას წვიმა ხომ გაარიდებს კაცოო. სინთეტიკურია ასეთი წარწერითაა :


მაგითაც ღებავენ. ფასადნი ვადა-ემულსიებს წვიმა ვერ აცლის. ხარისხიანი უნდა იყოს ოღონდ. ყველაზე იაფი ეგ გამოდის. მაგრამ საკითხავია, წყლისგან რამდენად იცავს სკას.

Posted by: userman 27 Mar 2017, 12:35
QUOTE
მაგითაც ღებავენ. ფასადნი ვადა-ემულსიებს წვიმა ვერ აცლის. ხარისხიანი უნდა იყოს ოღონდ. ყველაზე იაფი ეგ გამოდის. მაგრამ საკითხავია, წყლისგან რამდენად იცავს სკას.


არ ვიცი, შეიძლება . მე რაც ნაცადი მაქვს ის დავწერე.

Posted by: vixn 27 Mar 2017, 22:14
მოკლედ დავწერ რაც გავიგე ამ მსჯელობიდან, თუ ვცდები შემისწორეთ. ხე უნდა დამუშავდეს ჯერ გრუნტით მერე საღებავით. ასევე ფანერაც?
* * *
status
2-3 არა უშავს. შეიძლება სკიდან გამოიტანეს და მერე დაკენკა რამემ .

Posted by: status 27 Mar 2017, 23:35
vixn
გაიხარე კობა მეც არ მგონია რამე სერიოზული იყოს სულ 5 არ მეყოლება 1 კვირის მანძილზე შემჩნეული და ალბათ არაა საგანგაშო.

მეგობრებო საღებავებს რაც შეეხება მე კაპაროლთან მქონდა ადრე ურთიერთობა საქმიანი და იქიდან ვიცი, რომ წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოხმარების შემდეგ როცა ის გაშრება წყალი აცლის ან რეცკავს. პირადად ჩავატარე ტესტი საფასადე საღებავზე როდესაც წავუსვით კედელს (ოღონდ ლატექსის შემცველობით იყო) და გაშრობის შემდეგ არათუ უბრალოდ წყლით ვერ გავაცალეთ არამედ კერხერით მივუშვით და იმანაც კი ვერაფერი უქნა.

ეხლა ასეთი უცნაური კითხვა მაქვს, ვინმეს თუ გიცდიათ შიგნიდან სკის ცეცხლის ნაცვლად ორთქლის ჭავლით დამუშავება? მე მაქვს კერხერის აპარატი რომელიც გამოიწენება სახლის დასუფთავებისთვის და ასევე აბაზანის დეზინფექციისთვის სუფთა წყლით ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე და იქნებ სკაც ცეცხლის გარეშე დამუშავდეს ამით... საინტერესოა თქვენი აზრი ამ თემაზე.

Posted by: kelasuri 28 Mar 2017, 10:58
vixn

კობა, აკრილის საღებავით შეღებვისას დაგრუნტვა საჭირო არ არის. საღებავის 2-3 პირად წასმაა საჭირო. ამ შემთხვევაში პირველი პირი გამოდის გრუნტი.

მე მაინც აკრილს ვემხრობი და არა ლატექსს, ან ზეთოვან და მითუმეტეს ნიტროსაღებავებს. აკრილი არის ერთადერთი ხელმისაწვდომი საღებავი რომელიც ტოვებს ფორებს ზედაპირზე და შესაბამისად შიგნით დაგროვილ სინესტეს, ორთქლის სახით, აქვს საშუალება გამოვიდეს გარეთ. ყველა სხვა საღებავი ქმნის გაუმტარ ფენას ზედაპირზე და შესაბამისად ხე (ან ფანერა), არ "სუნთქავს". ისეთი ვენტილაციის მოწყობა სკაში, რომ კონდენსატი არ წარმოიშვას საერთოდ ვერ ვაკეთებთ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ამიტომ ზეთოვანი, ლატექსის და ასე შემდეგ საღებავები არის ლპობის ბუდე.


status

ორთქლით დამუშავება არ მიცდია, მაგრამ მიფიქრია ამაზე. 2 კურდღელს კლავ: 1) შიდა ზედაპირის გასუფთავება და 2) დეზინფექცია. დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენ გრადუსიანი ორთქლის გენერატორი გაქვს. თუ ორთქლი დაახლოებით 100 გრადუსიანია თავისუფლად მოგიგვარებს გარეცხვის პრობლემას, მაგრამ დეზინფქციას მეტი ტემპერატურა სჭირდება. მინიმუმ 120-130 გრადუსი. პრინციპში რაც მეტი მით უკეთესი - 200 გრადუსი მთლად კარგი იქნება. ნახე აბა კერხერს რა უწერია აღწერაში.

Posted by: vixn 28 Mar 2017, 12:30
status
ვიცი რომელ კერხერსაც გულისხმობ, არა მგონია რამე დააკლოს აქა იქ მიწეპებულ მიშენებულ დინდგელს და სანთელს, ტემპერატურის აწევა დაჭირდება, გაუძლებს?
მოთოვა ზემო იმერეთში, სკა ბარტყით არის სავსე ( ერთი ოჯახი მყავს დატოვებული აპითერაპიისთვის), ამაღამ მინუს 6 ს გვპირდებიან.

Posted by: ilkari021 28 Mar 2017, 20:44
მოგესალმებით მეფუტკრეებო, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ რასაც აკეთებთ მადლიან საქმეს აკეთებთ. ეხლა რისთვის გაწუხებთ, ვაპირებ გავხსნა საეკლესიო მაღაზია, ნუ ყველაფერი თითქმის მოგვარებული მაქვს ჯერჯერობით ფართის ამბავში, მაინტერესებს თუ იცით პიროვნება ვინც ნამდვილ თაფლის სანთელს ამზადებს ( პარაფინის არ მინდა რო შევიტანო) სხვადასხვა ზომის რათქმაუნდა და მისი კოორდინატები, ასევე მინდა შევიტანო თაფლი გასაყიდად და რას მირჩევთ, რომელი თაფლია თქვენი გამოცდილებით უფრო მოთხოვნადი. (მე მაგალითად წაბლის მიყვარს მაგრამ სხვას ყველას ჩემთან აკაციის ურჩევნია) და ასევე თუ ახასიათებს თაფლის მოთხოვნას სეზონურობა (სისულელე ხო არ დავწერე biggrin.gif ) ვინ რა თაფლს შემომთავაზებთ და რა ფასებში? რაოდენობას რაც შეეხება, დასაწყისისთვის ვფიქრობ ავიღო აი ჩემს ბავშვობაში მახსოვს რძის ალუმინის 40 ლიტრიან ბიდონებში ასხამდნენ (თაფლი არ ვიცი რამდენი ჩადის) ორი ისეთი სხვადასხვა სახეობა. კიდე თუ რამე რჩევების მოცემა შეგიძლიათ სიამოვნებით მივიღებ თქვენს ჩევებს. წინასწარ მადლობა

Posted by: graf-senjerman 28 Mar 2017, 21:33
QUOTE (kelasuri @ 28 Mar 2017, 10:58 )
vixn

კობა, აკრილის საღებავით შეღებვისას დაგრუნტვა საჭირო არ არის.  საღებავის 2-3 პირად წასმაა საჭირო. ამ შემთხვევაში პირველი პირი გამოდის გრუნტი.

მე მაინც აკრილს ვემხრობი და არა ლატექსს, ან ზეთოვან და მითუმეტეს ნიტროსაღებავებს. აკრილი არის ერთადერთი ხელმისაწვდომი საღებავი რომელიც ტოვებს ფორებს ზედაპირზე და შესაბამისად შიგნით დაგროვილ სინესტეს, ორთქლის სახით, აქვს საშუალება გამოვიდეს გარეთ. ყველა სხვა საღებავი ქმნის გაუმტარ ფენას ზედაპირზე და შესაბამისად ხე (ან ფანერა), არ "სუნთქავს". ისეთი ვენტილაციის მოწყობა სკაში, რომ კონდენსატი არ წარმოიშვას საერთოდ ვერ ვაკეთებთ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ამიტომ ზეთოვანი, ლატექსის და ასე შემდეგ საღებავები არის ლპობის ბუდე.

არ არის მასე.
საიდან ასეთი მცადი ინფორმაცია.
ნებისმიერ ზედაპირს (მეტალი, ქვა, ხე, პლასტმასი და ასე შემდეგ) ყოველთვის უკეთდება გრუნტით დამუშავება. თუ რატომ ეს სხვა თემაა.
რომელი სკის სუნთქვაზეა საუბარი? სკის შიგნით დაგროვილი ნესტი ზედაპირიდან არ გამოდის, არამედ ვენტილაციის შედეგად იდევენება გარეთ.
ის წარმოდგენა რომ თითქოს აკრილი ტოვებს ფორებს საიდანაც გამოდის სკის სინესტე არის მცდარი. (ესეც დიდი თემაა და არაფერი აქვს საერთო მეფუტკრეობასთან.)

- ყველა სხვა საღებავი ქმნის გაუმტარ ფენას ზედაპირზე და შესაბამისად ხე (ან ფანერა), არ "სუნთქავს".-
ზუსტად ესაა მიზანი რომ წვიმამ და თოვლმა ვერ დააზიანოს ხე, ამიტომ ისე უნდა დაიფაროს ზედაპირი რომ არ წარმოიქმნას ბზარები და არ აიქერცლოს.

გრუნტოვკის შემადგენლობასა და კრასკას შორის არის დიდი განსხვავება, როგორც შემადგენლობით ასევე დანიშნულების მხრივ.

status

კარგი და საინტერესო იდეაა!!!
* * *
QUOTE (ilkari021 @ 28 Mar 2017, 20:44 )
რომელი თაფლია თქვენი გამოცდილებით უფრო მოთხოვნადი.

ყველაზე მოთხოვნადი, ნატურალური თაფლია yes.gif

Posted by: kelasuri 28 Mar 2017, 22:43
graf-senjerman

დიდი ხნის წინ დიდი დროს მაქვს დახარჯული საღებავების თემაზე და როგორც ჩანს თქვენს ერკვევით საკითხში. კარგი კამათი შეიძლება გამოგვივიდეს.

QUOTE
რომელი სკის სუნთქვაზეა საუბარი? სკის შიგნით დაგროვილი ნესტი ზედაპირიდან არ გამოდის, არამედ ვენტილაციის შედეგად იდევენება გარეთ.
ის წარმოდგენა რომ თითქოს აკრილი ტოვებს ფორებს საიდანაც გამოდის სკის სინესტე არის მცდარი. (ესეც დიდი თემაა და არაფერი აქვს საერთო მეფუტკრეობასთან.)


ვაკონკრეტებ: სკის შიგნით, ვიგულისხმე საკუთრივ ხე ან ფანერა. ანუ თვითონ მასალის მიერ აღებული ნესტი, შეიძლება გამოვიდეს გარეთ, რასაკვირველია შიგნითაც შეუძლია გამოსვლა. აღნიშნული თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში, როდესაც "ნამის წერტილი" ფიცრის ან ფანერის შიგნითაა განთავსებული და სკის შეგნით არსებული გარემოზე უფრო მაღალი ტემპერატურა გამოდევნის ორთქლს გარეთ. ვენტილაცია სულ სხვაა და მას ვერც შეღებვა და არც შეუღებაობა არ შველის.

რაც შეეხება ჩემს მიერ გამოთქმულის თქვენს მიერ მიწასთან გასწორებას, გთხოვთ ქვემოთ მოცემული სტატიები წაიკითხოთ

http://krasimvse.ru/articles/svojstva-i-osobennosti-ispolzovaniya-akrilovx-krasok/
http://www.krasko.ru/articles/art_31/

ამ სტატიებში მოცემული ინფორმაციის საწინააღმდეგო ლინკი დადოთ იქნებ? ანუ სადმე წერია, რომ საფასადე აკრილის საღებავი ქმნის ჰაერისთვის და ორთქლისთვის გაუმტარ ფენას?

QUOTE
ზუსტად ესაა მიზანი რომ წვიმამ და თოვლმა ვერ დააზიანოს ხე, ამიტომ ისე უნდა დაიფაროს ზედაპირი რომ არ წარმოიქმნას ბზარები და არ აიქერცლოს.

გრუნტოვკის შემადგენლობასა და კრასკას შორის არის დიდი განსხვავება, როგორც შემადგენლობით ასევე დანიშნულების მხრივ.


ნუ ეს ორჯერორია - ვფიქრობ საღებავის განმარტებაა უბრალოდ

Posted by: graf-senjerman 29 Mar 2017, 00:03
აკრილის საღებავით შეღებვისას დაგრუნტვა საჭირო არ არის. საღებავის 2-3 პირად წასმაა საჭირო. ამ შემთხვევაში პირველი პირი გამოდის გრუნტი.
...Имеется акриловая краска, специально предназначенная для окрашивания фасадов из кирпича, бетона, штукатурки, дерева и ранее покрытых краской фасадов. Но для покрытия краской обязательно необходимо тщательно почистить поверхность от побелки, пыли, грязи. И обязательным требованием является нанесение грунтовки.. (http://krasimvse.ru/articles/svojstva-i-osobennosti-ispolzovaniya-akrilovx-krasok/) აი ამ სტატიიდანაა ეს ციტატა.
მეორე სტატია ფასადის კრასკებზეა.
ხეზე ხის კრასდა მეტალზე მეტალის და ა.შ. ფასადის არ ივარგებს ხეზე

ხეს გააჩნია თვისება არეგულიროს ნესტიანობა ისევე როგორც თიხას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხე პირდაპირ სუნთქავს. მასე რომ იყოს ხის ბოჩკაში კიტრს ან ვაშლს არავინ დაამწნილებდა და წყალი მთლად აორთქლდებოდა ან კიდევ კონიაკს არ დააყენებდა არავინ.
'ხის სუნთქვა' ნიშნავს რომ არეგულირებს სინესტეს იღებს სინესტეს და თუ კლებულობს გაძლევს უკან.
რაც შეეხება სკას, ზამთარში სინესტე დიდი რაოდენობითა, დათვლილია რომ დაახლოებით 10-12 ლიტრამდე წყალი გამოიყოფა (შეიძლება მეტიც). ნაკლებად ნესტიანდება სკები რომლებსაც ძირი მთლიანად სეტკით აქვს გაკეთებული, მაგრამ ჩარჩოს და სკის ზედა ნაწილი მაინც ზიანდება ნესტისგან.


- სკის შეგნით არსებული გარემოზე უფრო მაღალი ტემპერატურა გამოდევნის ორთქლს გარეთ.-

უკვე დათვლილია რომ სკის შიგა ტემპერატურასა (კლუბის გარშემო) და გარე ტემპერატურას შორის სხვაობა 2-3 გრადუსია. ანუ თუ გარეთ-10 ყინვაა სკის შიგნით იქნება -8 ან -7 ყინვა, ამიტომ ვერანაირი მაღალი ტემპერატურა ვერ გამოდევნის ვერანაირ ორთქლს (უფრო სწორედ რომ ვთქვათ კონდენსატის).

ფუტკრის მიერ გამოყოფილი სინესტის გამოდევნას ვენტილაციას უწოდებენ და დიდ როლს თამაშობს გამოზამთრების ხარისხში.

ჩემო კარგო არავის მიწასთან გასწორებას არ ვაპირებ და არც საწინაარმდეგოს არაფერ დავდებ, უბრალოდ მინდა მიუთითო რომ ფასადის საღევავს აქვს თავისი დანიშნულება ხისას თავისი, კაცსაც თავისი და ქალსაც თავისი დანიშნულება აქვს, ასეა მოწყობილი ეს ქვეყანა კაცოოო smile.gif)))

Posted by: vixn 29 Mar 2017, 07:44
გადავედით ელიავაზე

Posted by: status 29 Mar 2017, 10:20
graf-senjerman
მე შევღებე ფასადის საღებავით XPS-ის სკა რომელიც ისედაც მაგ მასალის შესაღებად გამოიყენება smile.gif რაც შეეხება ხის შეღებვას ალბათ მართლა ხის საღებავის გამოყენება ჯობია თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე. ისე არავის უცდია მოეძიებინა ინფორმაცია ხის სახლებს რა მასალით ღებავენ 5 წელი რომ აქვს მინიმუმ სამუშაო ვადა? როგორც ვიცი სპეციალური საღებავით მუშაოვდება ხის სახლები და ძლებს დიდიხანს

Posted by: laveraki 29 Mar 2017, 10:24
რა გინდა ელიავაზე? კობა დავწერე და წამეშალა მეორე სართულს როგორ აფართოვებ? როგორც ადრე გეწერა 7 რამკა ზევით და 7 ქვევით ხოლო ტიხრად ასაშენებლები თუ შეცვალე რამე?

Posted by: vixn 29 Mar 2017, 11:11
laveraki
გაავსეს ქვედა კორპუსი? მაშინ გააკკეტე მასე, მე ტიხრები არ მაქვს, ვერ ვხედავ საჭიროებას დროის ხარჯთან შედარებით, მირჩევნია შევაერთო.

Posted by: laveraki 29 Mar 2017, 11:30
vixn
არაა ჯერ გავსებული და თან ამინდიც არ ვარგა. შენთან როგორაა სამეგრელოში?
დარჩება 6 ფიჭა ასაშენებელი ბუდის გარეთ . ბუდის შიგნით აძლევ ასაშენებელს?

Posted by: kelasuri 29 Mar 2017, 14:18
graf-senjerman

აშკარა ოფტოპიკია, მაგრამ კონიაკის ხის კასრში დავარგებაზე არ შემიძლია არ ვთქვა - "ანგელოზების წილი" არის ასეთი ლამაზი ტერმინი ამ დარგში. დაგუგლე. ვისაც დაგუგლვა გეზარებათ: კონიაკის დანაკარგი წელიწადში თუ 1%-ია დიდ მიღწევად მიაჩნიათ მეკონიაკეებს.

დანარჩენ საკითხებზე რა ვიცი რა ვთქვა არ გამოდის კამათი, ასე უარგუმენტოდ ყოველ შემთხვევაში.


Posted by: vixn 29 Mar 2017, 15:06
kelasuri
laveraki
ამიტომ წავედი ელიავაზე, აქ ისეთი საუბარია.
სანდრო, კონიაკი სიმაგრეს კარგავს თუ რაოდენობას?

Posted by: kelasuri 29 Mar 2017, 15:59
vixn

ორივეს. მაგრამ რაოდენობას უფრო მეტად. რაც პატარაა კასრი უფრო მეტს, 10 ლიტრიანი 5 წელიწადში შეიძლება სულ დაშრეს.

Posted by: m-kasper 29 Mar 2017, 17:48
სალამი და მოკითხვა მეფუტკრეებს
კი კამათობთ საღებავზე და რაც არ ვიცი ჯერ რა დავწერო, იქნებ იმაში მაინც გამარკვიოთ შეღებვიდან რამდენ ხანშია მიზანშეწონილი ფუტკრის ჩასახლება სკაში, სუნის გასვლის შედეგაც ხო ინარჩუნებს ქიმიურ შემადგენლობას და საფრთხე რომ ავიცილო თავიდან

Posted by: userman 29 Mar 2017, 20:08
ისე ორიდ სიტყვას მეც დავწერ smile.gif .
ჯერ გამაგებინეთ, რას ნიშნავს ხე სუნთქავს ? თუ გულისხმობთ იმას , რომ ჰაერს ატარებს , მაშინ ძალიან სცდებით .
თუ ფიქრობთ , რომ ტენს ატარებს ამაშიც არ მგონია სიმართლის მარცვალი ერიოს , იმიტომ , რომ ძალიან ხშირად მინახია კონდესატისგან დანამული ხის სკის კედელი შემდეგ გამშრალი დაობებული ან სოკოები ამოსული უკეთეს ვარიანტში გაშავებული .

სწორი ვენტილაციაა მაგის წამალი და ეგაა მთავარი . დანარჩენი გინდა ფუტკარმა გასანთლოს გინდაც ადამიანმა პარაფინში მოხარშოს . თუნდაც არც ერთი და არც მეორე, ობი მაინც იქნება სკაში , მაგრამ სწორი ვენტილაციის პირობებში შეგვიძლი კონდესატი თავიდან ავიცილოთ.

აი გარედან რითი შევღებავთ სკას ამასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

Posted by: status 29 Mar 2017, 20:57
მეგობრებო გორგიაში ვნახე ხის საღებავი ეგრედ წოდებული ანტისეპტიკი რომლითაც იღებება გარე რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მყოფი ხის ნაკეთობები ან ხის სახლები. 15 ლიტრიანი ღირდა 160 ლარი

Posted by: vixn 29 Mar 2017, 21:00
kelasuri
კასრი არ მაქვს , შუშის ბოცაში ჩავასხი 10 ლიტრი 60 გრადუსიანი ღვინის არაყი, ჩავყარე მუხის გული, შევინახე 10 წლით, იმედია რამე გამოვა.

status
დაწერე რა ქვია მაგ საღებავს.

Posted by: graf-senjerman 29 Mar 2017, 21:05
QUOTE (userman @ 29 Mar 2017, 20:08 )
ისე ორიდ სიტყვას მეც დავწერ  smile.gif .
ჯერ გამაგებინეთ, რას ნიშნავს ხე სუნთქავს ? თუ გულისხმობთ იმას , რომ ჰაერს ატარებს , მაშინ ძალიან სცდებით .
თუ ფიქრობთ , რომ ტენს ატარებს ამაშიც არ მგონია სიმართლის მარცვალი ერიოს , იმიტომ , რომ ძალიან ხშირად მინახია კონდესატისგან დანამული ხის სკის კედელი შემდეგ გამშრალი დაობებული ან სოკოები ამოსული უკეთეს ვარიანტში გაშავებული .

სწორი ვენტილაციაა მაგის წამალი და ეგაა მთავარი . დანარჩენი გინდა ფუტკარმა გასანთლოს გინდაც ადამიანმა პარაფინში მოხარშოს . თუნდაც არც ერთი და არც მეორე, ობი მაინც იქნება სკაში , მაგრამ სწორი ვენტილაციის პირობებში შეგვიძლი კონდესატი თავიდან ავიცილოთ.

აი გარედან რითი შევღებავთ სკას ამასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

კაცო, მე კიდევ მეგონა სხვა ენაზე ვწერდი.
ზუსტაგ მაგას ვამბობ, რომ სკაში კედლებიდან ზამთარში არანაირი სინესტე არ გამოდის, მაგრამ ვინ დაგიჯერებს... facepalm.gif
'ხე სუნთქავს', არის ასეთი ნათქვამი, და რასაც ნიშნავ დავწერე ზემოთ. თუ შეცდომაა შემისწორეთ...

კონდენსატის მოცილება ზამთარში, სრულად მაინც შეუძლებელია, რა ვენტილაციაც არ უნდა იყოს.
იმიტომ რომ ეს ოხერი დიდი რაოდენობით ნესტი გამოიყოფა და ვერაა ისე ჩვენ რომ გვინდა და ეს ნორმალურად ითვლება.

ისე ელიავაზე მართლა უნდა გაკითხვა იქნებ შემთხვევით ყოფილი მეფუტკრე იყოს გამყიდველი და რჩევასაც მოგვცემდა yes.gif

მე ვხმარობ აკრილის ლაზურს ტრიორა (და მისივე გრუნტოვკა), დნეპრის გამოშვებაა.3 წელია ისე გამოიყირება თითქოს ახლად გაკრასკული იყოს.

უსერმან როგორ მოგმართო? მინდა გკითხო, რუსულად დიმ პუშკა ქვია, არ გიცდია ტკიპზე? ბევრი აქებს და ამბობენ ეფექტურიაო.
ვაპირებ ამ წელს ვცადო, ვნახოთ რა გამოვა, დავწერ მოგვიანებით

Posted by: vixn 29 Mar 2017, 21:14
ხე სუნთქავს იგულისხმება , რომ ხე იწოვს სინესტეს ტენიან გარემოში და გამოყოფს ( შრება) მშრალ პირობებში. ეს ხელს უწყობს გარკვეულწილად ფუტკარს, ვიმეორებ მეტ ნაკლებად. სულ ესაა.

Posted by: userman 29 Mar 2017, 22:56
graf-senjerman
QUOTE
უსერმან როგორ მოგმართო? მინდა გკითხო, რუსულად დიმ პუშკა ქვია, არ გიცდია ტკიპზე? ბევრი აქებს და ამბობენ ეფექტურიაო.


ბესო მქვია .
სხვათაშორის ძალიან მინდოდა მეცადა , მარა ვერ ვნახე მაგნაირი დანადგარი აქ.

მაგაზე ვიდეოები კი მაქვს ნანახი , მარა რა უნდა გკითხო ბიპინს წყალში გახსნილს ასხავენ ცხელ ფარსოვკაზე ხომ ? და გადაიქცევა ორთქლის სახით ?

ერთი ამბობდა ნავთში ურევენ ბიპინსო და ისე აორთქლებენო smile.gif . რაღაც არ მგონია მასე.

ისე დიდი არაფერი დანადგარი არაა. შეიძლება სახლის პირობებშიც გაკეთება. მარა აი ზუსტი ტეხნოლოგია მითხარი თუ იცი . ანუ ბიპინის წყალსხნარს აორთქლებენ ?

Posted by: graf-senjerman 29 Mar 2017, 23:37
ბესო, სწორედ უთქვამს, ნავთში იხსნება ბიპინი იმ პროპორციით როგორც წყალში. მაგრამ უნდა იყოს სუფთა ამიტრაზა, ტიმოლის გარეშე და ნავთიც სუFთა ავიაციის, ეს მითხრა ერთმა მეფუტკრემ და კიდეც მაჩვენა თვითნაკეთი და მომიყვა როგორ იყენებს, მითხრა რომ უკვე 4 წელია ხმარობს და კმაყოფილია. ფორუმზეც დადებითად აფასებენ, ვნახოთ რა გამოვა. მე ჯერ არ დამიმუშავებია ტკიპზე და მაინტერესებს რა შედეგი ექნება.
მაგაზე იოლი დასამზადებელი არაფერია, როგორც მომიყვა ისე დავწერ, საჭიროა; ჯიგულის სამუხრუჭე ტრუბკა, გაზოვაია გორელკა, არ ვიცი როგორ იქნება ქართულად, რუსულად ბრიზგალკა, მცენარეებს რომ ასხამენ, კათეტერის ტრუბკა, ჟეშტის პატარა ნაჭერი ნახვრეტებით.
ინტერნეტში არის ვიდეორგოლები სადაც ყვებიან როგორ ამზადებენ. აქ ღირს დაახლოებით 1100 გრივნა, თუ შენით ამზადებ 150 გრივნაზე მეტი არ დაჯდება. მალე დავამთავრებ და დავდებ სურათებს.
იდეა მომწონს იმის გამო, რომ ორთქლი გაზურ მდგომარეობაში უკეთესად აღწეს ტკიპამდე ვიდრე უბრალო შესხურებით. ვფიქრობ ტიმოლის გარეშე ის მეფუტკრე, იმიტომ ხმარობს რომ ალბად მაღალ ტემპერატურაზე იშლება, უნდა მეკითხა ალბათ...
* * *
ერთ ჯერზე მუშავდება ორი პორციით დაახლოებით 10 წუთის ინტერვალით, მაგალითად 20 სკა, პირველიდან მეოცეზე რომ მივალთ უბრუნდებით ისევ პირველს და მეორე პორციას ვუშვებთ.
ერთი კვირი შემდეგ ისევ იმეორებს პროცედურას, და ნახულობს რა მდგომარეობაშია ფუტკარი
* * *
http://mwob.com.ua/showthread.php?t=2219
http://mwob.com.ua/showthread.php?t=868
ბესო ეს თემები ღირს წასაკითხად

Posted by: status 30 Mar 2017, 10:18
კობა ეს საღებავია რაც ფოტოდ მივამაგრე

Posted by: userman 30 Mar 2017, 11:00
ჩასაკიდ ფირფიტებს ხმარობთ ალბათ ყველა , რომელიც სიიაფით არ გამოირჩევა smile.gif .
ამიტომ არსებობს ასეთი ალტერნატიული გზა . ის წამალი რომელშიაც ამოვლებულია ესა თუ ის ფირფიტა იყიდება ცალკე . ჩაკიდულ ფირფიტას თავისი მოქმედების ვადა , რომ გაუვა ამოიღებ და ამ ხსნარში ამოავლებ .

ეხლა სად იყიდება და რა ფასში ესა თუ ის წამალი, მაქამდე ჯერ არ ვარ გარკვეული . მაგრამ იმაში კი ვარ დარწმუნებული , რომ ფირფიტებზე ბევრად იაფი დაჯდება .

თუ მაგას მივაგენით რა ბიზნესი ჩაუვარდებათ ჯიგრებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: vixn 30 Mar 2017, 11:27
userman
წამალი ალიექსპრესიდან, შპონი ელიავაზე, პროპორცია მარტივია, უსაფრთხოების წესები აუცილებელი.
"დიმ პუშკა " გაყიდვაშია ასი წელია, შხამი ერევა ნავთს, სკიპიდარს, ვაზელინს. სახიფათოა უქარო ამინდში, წვება როგორც იპრიტი, მოქმედებს ასევე, ანადგურებს ყველაფერ ცოცხალს, რაც ვერ გაასწრებს.

Posted by: graf-senjerman 30 Mar 2017, 11:28
ბესო დასაწისისთვის რამდენი ტონა მოგაწოდო? სანამ არის, თორემ სეზონი იწყება მალე გათავდება... fig.gif lol.gif

Posted by: iko-iko 30 Mar 2017, 12:17
ხალხო თაბლის გაყიდვა გამარტივდა? იბარებენ რამე კომპანიები თუ ისევ მთელი წელიწადი წვალობთ? sad.gif

Posted by: userman 30 Mar 2017, 13:04
QUOTE
წამალი ალიექსპრესიდან, შპონი ელიავაზე, პროპორცია მარტივია, უსაფრთხოების წესები აუცილებელი.
"დიმ პუშკა " გაყიდვაშია ასი წელია, შხამი ერევა ნავთს, სკიპიდარს, ვაზელინს. სახიფათოა უქარო ამინდში, წვება როგორც იპრიტი, მოქმედებს ასევე, ანადგურებს ყველაფერ ცოცხალს, რაც ვერ გაასწრებს.


პრინციპში შპონები ხომ გვაქვს . იგივე არ გამოდგება ? მეორედ მესამედ ?
ისე შეიძლება გასანთლული იყოს და წამალი არ მიეკაროს . თუარადა შპონების მეტი რა არის უბრალოდ ხე უნდა ვიცოდეთ . ყველა ხის არ გამოდგება.

შხამში რას გულისხმობ ? ამიტრაზს , ანუ ბიპინს ?

სად იყიდება აბა ,,დიმ პუშკა '' ?

graf-senjerman

პირადში მომწერე წამლების დასახელება , რაოდენობა და ღირებულება .

Posted by: graf-senjerman 30 Mar 2017, 16:11
QUOTE (userman @ 30 Mar 2017, 13:04 )
graf-senjerman

პირადში მომწერე წამლების დასახელება , რაოდენობა და ღირებულება .


ვიხუმრე კაცო, lol.gif
საიდან მექნება მე ტონობით ამიტრაზა user.gif


Posted by: leoni_1973 30 Mar 2017, 19:45

graf-senjerman კარგია ხასიათზე, რომ მიხვადი, თორემ ამ ბოლო დროს სულ ჩხუბობ

Posted by: graf-senjerman 30 Mar 2017, 21:45
leoni_1973

სად ვჩხუბობ კაცო, ანგელოზივით ხასიათი მაქვს, ალბად ამ 12 წელიწადში მთლად გადავეჩვიე ქართველებთან საუბარს და მე კიდევ მგონია რომ ნორმალურად ვსაუბრობ (ვწერ). იმედია გაგებით მოეკიდებით ამ ჩემს უბედურებას... sad.gif cry.gif

Posted by: vixn 30 Mar 2017, 21:51
iko-iko
გაუყიდელი არ რჩება, თუმცა ზოგი უკმაყოფილოა.
userman
შპონი წიწვოვანის გარდა ყველა კარგია. შხამია ამიტრაზი, აბა მურაბაა?

Posted by: kelasuri 31 Mar 2017, 10:51
მეგობრებო, თბილისში ვინმე ჩარჩოებს ამზადებდეს ხომ არ იცით? ტელეფონი ან მისამართი თუ გაქვთ მადლობელი დაგრჩებით

Posted by: Tenjoza 31 Mar 2017, 11:53
kelasuri
კონკრეტული ტიპი არ ვიცი მაგრამ, სამთოქიმიაში ნახავ.

Posted by: laveraki 31 Mar 2017, 11:55
vixn
კობა რომ ვუყურებ დაბლობი იმერეთის და ჩემი საფუტკრის ტემპერატურებს 3-4 გრადუსი ყოველთვის მეტია იმერეთი და ვფიქრობ გადავიყვანო მომავალ გაზაფხულზე ხონში ჩემ სოფელში, მაგრამ დედის სტიმულაციის ამბავი მაფიქრებს. შენ როგორ ახერხებ სამეგრელოში დედის სტიმულაციას? ფაქტიურად ხომ ჭიათურაში ცხოვრობ?

Posted by: kelasuri 31 Mar 2017, 12:43
Tenjoza

მარტო გვერდები მინდა დავამზადებინო, არ მჭირდება მთლიანი ჩარჩო. სამთო ქიმიაში ნაწილ-ნაწილ არ მომყიდიან. თან 230მმ-იანი ჩარჩოსთვის მინდა

Posted by: vixn 31 Mar 2017, 13:03
laveraki
ყოველ კვირაში დავდივარ, სხვაგვარად არ გამოდის.
kelasuri
რამდენი გჭირდება?

Posted by: kelasuri 31 Mar 2017, 14:31
vixn

150 ჩარჩოსთვის, ანუ 300 ცალი გვერდითა პლანკა

Posted by: vixn 31 Mar 2017, 15:57
kelasuri
მე ვინც მიკეთებს შევეკიტხები, შენ უნდა გქონდეს მასეთი.

Posted by: laveraki 31 Mar 2017, 16:06
vixn
კობა გავიგე. კვირაში ერთხელ რომ ჩავიდე რამდენი უნდა მივცე სიროპი სტიმულაციისათვის?

Posted by: kelasuri 31 Mar 2017, 16:17
vixn

მე თვითონ ვაკეთებ ყოველთვის, ამჟამად უბრალოდ ვერ ვასწრებ

Posted by: vixn 31 Mar 2017, 16:38
ასეტს აკეტებ, ფრეზი გაქვს? არაა ადვილი.

Posted by: kelasuri 31 Mar 2017, 17:19
vixn

ფრეაზი მაქვს მაგრამ ასეთებს არ ვაკეთებ. აი ამ ზედა თამასის ყურებს არ ვუკეთებ, ბრტყელია ზედაპირი

Posted by: vixn 1 Apr 2017, 00:50
kelasuri
ეგ მთლად უკეთესი, არ უნდა გაუჭირდეს დამზადება. ირაკლი შეყილაძე აკეთებს როგორც ვიცი .

Posted by: gig55 1 Apr 2017, 20:56
vixn
გაუნაყოფიერებელი დედა რამდენ ხანში უნდა განაყოფიერდეს რომ თავის თვისებები არ დაკარგოს

Posted by: vixn 1 Apr 2017, 21:44
gig55
20 დღის მერე არ ღირს დალოდება, ისე ბესო 7 დღეში ადებინებსკვერცხს.
* * *
დავამყენი დღეს როგორც იქნა, 2 სტარტერი, 6 აღმზრდელი, 25 დღიანი დაგვიანება მაქვს.

Posted by: gig55 1 Apr 2017, 23:10
vixn
ახალი დედები მყავს ორ სკაში და ჯერ მამალი ფუტკარიც არაა დასრულებული და 20 დღე გასაგებია
* * *
vixn
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჯერ ისე ნაკლები ღალაა და ღირს დამყნობა?
* * *
ესეიგი 5 დღით ადრე აწყებინებს კვერცხდებას რა მეთოდი აქვს?
* * *
თქვენ თუ არ ვცდები ასსშენებელ ფიჭებს 3 ან 4 ჩარჩოსს ულაგებთ ამას დროს გამო აკეთებ თუ რაიმე დადებითი მხარე აქვს

Posted by: vixn 2 Apr 2017, 09:23
gig55
სადაც მე ვარ , ღირს მამალი ბევრია უკვე.

Posted by: ilkari021 2 Apr 2017, 10:53
QUOTE (iko-iko @ 30 Mar 2017, 12:17 )
ხალხო თაბლის გაყიდვა გამარტივდა? იბარებენ რამე კომპანიები თუ ისევ მთელი წელიწადი წვალობთ? sad.gif

ეტყობა გამარტივდა, თორე დავპოსტე ამ თემაში მაღაზიას ვხსნი, საწყისად დაახლოებით 100 კილო თაფლი დამჭირდება და თან სანთელიც მინდამეთქი მაგრამ შენც არ მომიკვდე, არავინ ყურადღება არ მომაქცია, იმაზე კამათობენ სკა რომელი ბაიცით შეღებონ facepalm.gif

Posted by: userman 2 Apr 2017, 12:45

ilkari021

ბატონო ირაკლი ბოლოს როდის იყო გართულებული თაფლის გაყიდვა აღარც კი მახსოვს smile.gif .
მეტ-ნაკლებად სირთულე წარმოიქმნება გაყიდვაში , როცა დიდი მოსავალია. განსაკუთრებით ბოლო ორი სეზონი კი მოსავლის სიმცირეა...
უფრო ვრცლად პირადში, მობილურზე თუ გინდა და ასეშემდეგ.

QUOTE
20 დღის მერე არ ღირს დალოდება, ისე ბესო 7 დღეში ადებინებსკვერცხს.


რაც შეეხება დედის განაყოფიერების ხანგრძლივობას... ეს დამოკიდებულია წელიწადის დროებზე . შემდეგნაირად : აპრილი, მაისი 10 -14 დღე . ივნისი , ივლისი 7-10 დღე , აგვისტო სექტემბერი 14-30 დღე .
ეს ყველაფერი ეხება საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს და რა თქმა უნდა ჩემს გამოცდილებას .

პირადად მე დედების გამოყვანას ვიწყებ მთავარი ღალიანობის დასაწყისში. ეს არის პერიოდი 15 მაისიდან ( დამყნობას ვიწყებ ) 15 ივლისამდე.
ამ დროს გამოყვანილი დედების ხარისხი უფრო მაღალია.

Posted by: vixn 2 Apr 2017, 21:40
როგორც ვატყობ დიდი სხვაობაა აღმოსავლეთ დასავლეთ საქართველოს ფუტკრის პირობებში, რა თქმა უნდა მცირე გამონაკლისის გარდა.

Posted by: kelasuri 3 Apr 2017, 11:54
vixn

კი კობა ჩემი დაკვირვებით დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაბლობი ზონების შემთხვევაშიც კი 2-3 კვირაა სხვაობა. მაღლობი ზონები მეტი, კიდევ 10-14 დღე. ზუსტად იგივეა შემოდგომაზეც. დასავლეთის დაბლობში, რომ ნექტარი მოაქვთ დედოფლისწყაროში უკვე გუნდად არიან და ზამთრობენ. მაღალი მთა არ ვიცი, მაგრამ როგორც ვხვდები რუსეთის შუა ზოლის მსგავსია.

Posted by: userman 3 Apr 2017, 13:30
ამას წინ უკრაინელ მეფუტკრეებთან იყო შეხვედრა და მეც გახლდით იქ .
მათ თქვეს , რომ უკრაინაში 6 თვე ზამთარია და 6 თვე ზაფხულიო ანუ ფუტკარს სამუშაოდ 6 თვე ეძლევაო . ღოღობერიძემ კი თქვა ჩვენთან , მხოლოდ თვენახევარია ზამთარიო. უკრაინელებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს და მათთან ერთად მეც smile.gif . მე ვთქვი ჩვენთანაც 6 თვე აქვს მხოლოდ ფუტკარს სამუშაო თქო. ანუ აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით . ყოველ შემთხვევაში ჩემთან ასეა , თუმცა გურიაში და კოლხეთის დაბლობზე თურმე მართლაც მოაქვს თითქმის მთელი წლის მანძილზე ჭეო ფუტკარს.

Posted by: laveraki 3 Apr 2017, 15:08
დეკემბერი და იანვარია ზამთარი გურიაში. ამ 2 თვეშიც ხშირად აკეთებენ გამოფრენას და მტვერის შეტანას.
რა სიძლიერეზეა დასავლეთის მეფუტკრეებო ოჯახები? რამდენ რამკას ფარავს? ჩემთან ჰა და ჰა გაავსეს პირველი კორპუსი. ყვავა ჯონჯოლი, მსხალი, პავლოვნიის კულტურული და ველური ჯიშები, იწყებს ვაშლი და არის კიდევ რაღაც ყვავილები.

Posted by: K_M_HUNTER 3 Apr 2017, 18:25
laveraki
ვერაფერი სასიკეთო, ძაან ცუდი დასაწყისია სეზონის -
მხოლოდ თითო ჩარჩოთი გავაფართოვე ბუდეები,
ისიც აშენებული ფიჭებით, რადგან ახლები ვერ ააშენეს.

Posted by: laveraki 3 Apr 2017, 19:03
მასეა ჩემთანაც აშენება უჭირთ ძალიან მხოლოდ ერთს დავუტოვე და ისიც სანახევროდ ააშენეს.
მე ვფიქრობ ღამის ძალიან დაბალი ტემპერატურების ბრალია.

Posted by: gig55 3 Apr 2017, 20:20
ჩემთან არ უჭირთ შენება 3 და ზოგმა 4 კი ააშენა აკაციაზე ამინდებმა თუ გაუშვა ერთი კვირა მაინც კარგი იქნება

Posted by: graf-senjerman 3 Apr 2017, 23:09
QUOTE (userman @ 3 Apr 2017, 13:30 )
თუმცა გურიაში და კოლხეთის დაბლობზე თურმე მართლაც მოაქვს თითქმის მთელი წლის მანძილზე ჭეო ფუტკარს.

lol.gif lol.gif lol.gif
აი მთელი წლის მანძილზეო არააააა???
სანამ არ ვნახავ არ დავიჯერებ


ნუ მთლად 6 თვე არაა ზამთარი მაგალითად ზაპოროჯეაში, ოდესაში და ყირიმში ზამთარი 3-4 თვეა (ხანდახან უპრო ნაკლებიც), ეს ერთი და მეორე, ეს ბოლო 2 წელია პირველი მზესუმზირის შემდეგ, ოქტომბერში მეორე მზესუმზირა მოყავთ, ანუ 2-ჯერ ყვავის და 2-ჯერ წურავ, წინა წელს ჩემთან იყო ასეთი მოსავალი. თვალებს არ ვუჯერებდი, სკა უკვე თითქმის მომზადებული მაქვს ზამთრისთვის და ესენი კიდევ ნექტარს ეზიდებიან. facepalm.gif

ბესო როგორ თვლი, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს მეფუტკრეობაში, ხანგრძლივ და მოკლე ზამთარს?
* * *
gig55
არ ვიცი მიწერია თუ არა აქ, მაგრამ მაინც გავიმეორებ (სხვისი სიტყვებია), сушь, это золотой запас пчеловода. ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ და მუდმივად ვიზრუნოთ, რომ ყოველთვის საკმარისად იყოს საფუტკრეში.

მიკარნახეთ ვინმემ, როგორ იქნება ქართულად - сушь?

Posted by: userman 4 Apr 2017, 00:55
QUOTE
მიკარნახეთ ვინმემ, როგორ იქნება ქართულად - сушь?

ალბათ აშენებული ჩარჩო ( მშრალი ანუ თაფლის გარეშე ).

არა მარტო ეგ, მეფუტკრისთვის ასევე ოქროს წარმოადგენს სანთელი , რომელსაც ბევრი ჩალის ფასად ყიდის და არ იცის მისი დანიშნულება . აბა ვის გაუგია სანთელი თაფლზე ნაკლები ღირდეს ?! ან თუნდაც თაფლის ფასი ?!როცა თქვენც კარგად მოგეხსენებათ ( გამოცდილ მეფუტკრეებს ვგულისხმობ ) თაფლის ყოველ 100 კილოგრამ მოსავალზე 3-4 კილოგრამი სანთელი მოდის ( ანათლებს ვგულისხმობ ). ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი როგორც ბანკში ფულის ზურგს უკან დევს ოქრო , ისე უნდა იდოს ყოველი მეფუტკრის ოჯახში სანთელი .

QUOTE
ბესო როგორ თვლი, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს მეფუტკრეობაში, ხანგრძლივ და მოკლე ზამთარს?


აბა როგორ გიპასუხო თეორიულად თუ პრაქტიკულად ? biggrin.gif
ჩვენი დიდი წინაპრები ამბობდნენ , რომ როცა დიდი ზამთარია ( აქ ალბათ უხვი ნალექი იგულისხმება თოვლის სახით ასევე ყინვებიც ) მოსავალიც კარგი გვექნებაო. ეს რა თქმა უნდა ფუტკარსაც ეხება .
ეს ასე ვთქვათ თეორიის ნაწილი შემოგთავაზეთ smile.gif ახლა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყვი ...

იმ წლეებში , როცა დიდი თოვლიანობა იყო კარგად იზამთრებდა ფუტკარი ,თითქმის უდანაკარგოთ. თუმცა შიგადაშიგ მზე , რომ გამოანათებდა ფუტკარს გამოიტყუებდა და თოვლს გააყვითლებდნენ ( განავლით ) და გააშავებდნენ ( დახოცილი ანუ თოვლზე შეყინული ფუტკრით ) . ეს უკანასკნელი კი ნამდვილად არ მსიამოვნებდა . ამიტომ ზამთარში არ მინდოდა თბილი დღეები yes.gif .
ეხლა ბევრი საუბარიც რომ არ გამომივიდეს და შორსაც , რომ არ წავიდე წლევანდელზე ვიტყვი ...
წელს იყო ზუსტად ისეთი ზამთარი როგორსაც მე ვისურვებდი ანუ ის არათანაბარი ამინდები არ იყო , მაგრამ აღმოჩნდა რომ მე ვცდებოდი . წელს მე რომ ვიზარალე და არა მარტო მე . ზოგს მთლიანი საფუტკრე გაუწყდა , ზოგს ნახევარი , მე პირადად 30 % -მდე . ჩემს შემთხვევაში მეც დავაჩქარე პროცესი smile.gif კანდი ჩაუდე დეკემბრის დასაწყისში , რამაც დააჩქარა სიკვდილიანობა ...

თურმე საჭირო ყოფილა შიგადაშიგ თბილი ამინდები smile.gif

იმიტომ რომ გამოსაფრენი ამინდი არ ჰქონდათ და შესაბამისად ვერ მოახერხეს კუჭის გასუფთავება . იმასაც ვიტყვი , რომ სკები მოსვრილი არ ყოფილა არც შიგნიდან და არც გარედან . ასევე დავამატებ დახოცილთა 95 % იყო წინა წლის ნამატი . ჩემის აზრით , რომ ყოფილიყო შიგადაშიგ კარგი თბილი ამინდი ეს ზარალი არ იქნებოდა .

კიდევ ბევრის თქმა შეიძლება , მაგრამ ... ერთს კი დავამატებ ზოგს ჰგონია , რომ მეფუტკრეობა მომგებიანი ბიზნესია ( დაე ეგონოთ ასე ). ფუტკარი ცხოვრობს ინსტიქტებით , მეფუტკრე ჯკუით და გონებით , არადა თურმე ინსტიქტებითაც უნდა იმოქმედო ხანდახან , როგორც ფუტკარი , არადა არ გამოდის სხვანაირად...

მოკლედ რთული პროფესია გვაქვს სადაც დოგმები არ არსებობს . თვითონ ისინიც, ვინც ლიტერატურა შექმნა მეფუტკრეობაზე დღეს უკვე აღარ ეთანხმება თავის ნაშრომს. აბა მეტი რაღა ვთქვა ?! ...

Posted by: K_M_HUNTER 4 Apr 2017, 01:53
QUOTE
თუმცა გურიაში და კოლხეთის დაბლობზე თურმე მართლაც მოაქვს თითქმის მთელი წლის მანძილზე ჭეო ფუტკარს.

და საიდან მოაქვსო,
რა ყვავისო ზამთარშიო
არ უთქვამთ?

Posted by: gig55 4 Apr 2017, 06:50
graf-senjerman
აშენებული ჩარჩოები მთლიანად კვერცხით და ბარტყით არის დაფარული და ახალ აშენებულ ჩარჩოში საკვების ყოფნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკვების მარაგი საკმაოდაა ჯერ ჯერობით ამინდებიც უმართლებს

Posted by: laveraki 4 Apr 2017, 08:18
gig55
შენ სად გაქ საფუტკრე მეგობარო? რომელი ტიპის სკებს ხმარობ?
გურიაში მზიან დეკემბრის ან იანვრის ამინდში მუშმალის ხე აკაცია გეგონებათ იმხელა გუგუნი გაუდის.

Posted by: kelasuri 4 Apr 2017, 09:37
აღმოსავლეთს ან დასავლეთს, რომ ვამბობთ აუცილებელია დაკონკრეტება - ზღვის დონიდან რა სიმაღლეზეა საუბარი. კოლხეთის დაბლობში ნოემბრის 10-15-მდე ყვავის ოქროსწკეპლა, დეკემბერში იწყება მუშმალა და იანვარ-თებერვალში მასიურად ყვავის თხილი. თუმცა, ზოგადად, იანვარი ყველაზე ცივი თვეა და თხილის მტვრით მაინც უფრო თებერვალში ირთობენ თავს. 3-4 წლის წინ თითქმის მთელი თებერვალი იყო 18-22 გრადუსი, ამის შემდეგ კი აპრილში 5 გრადუსიანმა ყინვამ გააფუჭა ყველაფერი. გაზაფხული ძალიან არამდგრადია დაბლობში და ეს რასაკვირველია არის პრობლემა

Posted by: laveraki 4 Apr 2017, 09:49
მეფუტკრეებო ხანდახან ვფიქრობ ასეთ რამეს: ნოემბრის ბოლომდე დაბლობში ყოფნა საფუტკრის, შემდეგ დაბალი მთა დეკემბერი იანვარი იმისათვის რომ ფუტკარი ჩაკეტოს ზამთარმა სკაში და თებერვალი დაუღლელი ფუტკარით ისევ დაბლობი გასავითარებლად.
რას იტყვით?

Posted by: kelasuri 4 Apr 2017, 10:22
laveraki

დაზამთრება თბილ ზონაში ჯობია - საკვების ხარჯის მხრივ. თან ეს გადაყვანა-გადმოყვანა სუფთა ხარჯი იქნება - ფინანსურად ზარალის მეტი არაფრის მომცემი არაა ეს მთაბარობა

Posted by: laveraki 4 Apr 2017, 11:47
kelasuri
ხარჯია და ფუტკარიც ზარალდება ორჯერ გადაყვანით ,თორე ვფიქრობ დეკემბერი იანვარი ნამდვილი ზამთარი იყოს აჯობებს

Posted by: vixn 4 Apr 2017, 21:03
laveraki
ოჯახებმა, სავსე კორპუსზე რომ დაიზამტრეს, მეორე აითვისეს უკვე, სუსტები ჯახირობენ ძირითადად.
სამტრედიაში აკაციის ყვავილი 1 სმ ია კენწეროზე, სავარაუდოდ აქაც იქნება საგვიანო საადრეო.
გრაფ, არ დაიჯერო, რა ყვავილი, რა მტვერი?

Posted by: laveraki 4 Apr 2017, 21:53
vixn
მეორე კორპუსი რამდენ რამკაზე შეავსეს კობა?
განემანი დაადევი უკვე?

Posted by: graf-senjerman 4 Apr 2017, 21:54
QUOTE
მეფუტკრისთვის ასევე ოქროს წარმოადგენს სანთელი , რომელსაც ბევრი ჩალის ფასად ყიდის და არ იცის მისი დანიშნულება

ზუსტად ასეა.
მეზობელი მეფუტკრე მიყვებოდა, რომ კოლხოზის საფუტკრის შეფასება ხდებოდა მოპოვებული სანთლის რაოდენობით. ეხლა სიტუაცია სხვაგვარადაა, სანთელი ვის აინტერესებს პარაფინი 'კარგად' მუშაობს.

QUOTE
როგორც ბანკში ფულის ზურგს უკან დევს ოქრო ,

lol.gif რა ოქრო კაცო, ეგ ალბად დიდი ხნის წინ იყო მასე, ეხლა ფულის უკან მარტო ფულია...

QUOTE
ჩვენი დიდი წინაპრები ამბობდნენ , რომ როცა დიდი ზამთარია ( აქ ალბათ უხვი ნალექი იგულისხმება თოვლის სახით ასევე ყინვებიც ) მოსავალიც კარგი გვექნებაო. ეს რა თქმა უნდა ფუტკარსაც ეხება .

მეც მსმენია მასეთი ინფო.
უთოვლო და ნესტიანი ყინვები არაა კარგი ზამთარში. როცა ყინვა მაგალითად -15-ია და გრძნობ თითქოს -20 ან მეტია. თუმცა სიცივე ვერაფერს დააკლებს ძლიერ და ნაკვებ ფუტკარს.

QUOTE
თურმე საჭირო ყოფილა შიგადაშიგ თბილი ამინდები smile.gif


ცოტათი არ დაგეთანხმები ამაში, თუმცა თუ თბილ ამინდში იგულისხმება თვეში ერთხელ ან ორჯერ ნახევარდღიანი სითბო ეს არაფერს წყვეტს. თუ ფუტკრის ბიოლოგიას გავითვალისწინებთ, რაც უფრო ჰარმონიულად მოხდება ტემპერატურის დაწევა და აწევა (без скачков), მით უფრო უკეთესად იზამთრებს ფუტკარი, ზუსტად რამდენიმე დღიანი თბილი ამინდებია (რაც ანომალურად ითვლება), რომ მეფუტკრეს არ აძლევს მშვიდად ძილს და იწყებს ფორიაქს.
QUOTE
ჩემს შემთხვევაში მეც დავაჩქარე პროცესი smile.gif კანდი ჩაუდე დეკემბრის დასაწყისში , რამაც დააჩქარა სიკვდილიანობა ...


რატომ გადაწყვიტე ზამთრის დასაწყისში კანდის მიცემა? რა იყო ამის მიზეზი.

QUOTE
იმიტომ რომ გამოსაფრენი ამინდი არ ჰქონდათ და შესაბამისად ვერ მოახერხეს კუჭის გასუფთავება .

თქვენთან ზამთარში გამოდის ფუტკარი მოსასაქმელად? 5-10 ფუტკარი არ ითვლება.
როგორც ვიცი +8 გრადუსზე ფუტკარი მთლიანად შეიძლება გამოფრინდეს და მოისაქმოს, +12-ზე უკვე ფრინავს.

QUOTE
ფუტკარი ცხოვრობს ინსტიქტებით , მეფუტკრე ჯკუით და გონებით , არადა თურმე ინსტიქტებითაც უნდა იმოქმედო ხანდახან , როგორც ფუტკარი , არადა არ გამოდის სხვანაირად...

ან კიდევ ინტუიციით, ხშირად კარგ შედეგს იძლევა.

QUOTE
თვითონ ისინიც, ვინც ლიტერატურა შექმნა მეფუტკრეობაზე დღეს უკვე აღარ ეთანხმება თავის ნაშრომს. აბა მეტი რაღა ვთქვა ?! ...


სწორი შენიშვნაა... ბევრი ლიტერატურა უკვე უარგისია და აქვე დავამატებ, ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ამ დარგს, ყოფილ სსსრ-სჰი, თითქმის არ ჰყავს პატრონი და კარგად ჩამორჩება მოწინავე ქვეყნებს...
* * *
კიდევ ერთი კითხვა...
უკვე ცნობილია რომ (როგორც უცხო ენოვან ასევე მშობლიურ ლიტ-ში), ფუტკრისთვის ყველაზე ოპტიმალურად გამოზამთრების თვალსაზრისით, ითვლება ვიწრო-მაღლიანი ჩარჩოები (რუსულად узко высокие рамки или украинские рамки) იგივე დადანი ოღონდ რომ გადმოვაბრუნოთ. ამის მიზეზი , როგორც ამბობენ ისაა, რომ ფუტკარი ზამთარში ქვემოდან ადის ზემოთ, ხოლო დადანის ან რუტის ჩარჩოზე წინიდან მიდის უკან ან იყოფა ან გვერდით მიდის და ფუტკარს თავზე ადგამენ ან კანდს ან სიროფს.

როგორ ფიქრობთ პრაქტიკაში აქვს ამას დიდი მნიშვნელობა? რა + და - აქვს...

Posted by: K_M_HUNTER 4 Apr 2017, 23:28
graf-senjerman
QUOTE

QUOTE
როგორც ბანკში ფულის ზურგს უკან დევს ოქრო ,

რა ოქრო კაცო, ეგ ალბად დიდი ხნის წინ იყო მასე, ეხლა ფულის უკან მარტო ფულია...

+++
ალბათ ფულიც, ანუ, გინდა არ გინდა, აშშ დოლარი,
მაგრამ წესით,
არა ოქრო,
არამედ "მთლიანი ეროვნული პროდუქტი",
"შემოსავალი სულ მოსახლეზე"
და ასე შემდეგ

მეგობრებო! პატივცემულებო!
ამ თემას სავარაუდოდ ახალბედა მეფუტკრეებიც კითხულობენ და აქედან გამომდინარე,
არ გვინდა რა ეს მაქსიმალისტური მიდგომები,
რაის თვენახევრიანი ზამთარი?
ვერ გევიგე -
ეკვატორმა შეიცვალა გეოგრაფიული მდებარეობა და დასავლეთ საქართველოზე გადმოინაცვლა თუ რა ხდება ბოლო ბოლო?
ნოემბერში მესმის, მაგრამ დეკემბერში მუშმალის ყვავილობა ჭეოს შეტანით,
იშვიათი შემთხვევაა და მეფუტკრემ ანგარიში არასდროს არ უნდა გააკეთოს ამაზე,
დასავლეთის მეფუტკრესთვის უნდა იყოს დოგმატური მიდგომა შემდეგი -
დეკემბერი, იანვარი, თებერვალი არის ფუტკრის სვენების პერიოდი,
აღმოსავლეთისთვის,
პირადად ვერ გეტყვით, მაგრამ მე პირადად,
ბესოს userman-ის გამოცდილებას ვენდობოდი.
დასავლეთელებს კიდე გაქვთ ბედნიერი შემთხვევა,
კობას გამოცდილება გაიზიაროთ,
რომელიც, პირადად ჩემს 19 წლიან გამოცდილებას ემთხვევა ერთი-ერთში.

გრაფ,
მაგარი კაი პიროვნება ხარ, მაგრამ
გეოგრაფიული მდებარეობის გამო,
აბოსულუტურად თემის მიღმა ხარ,
თუმცა მე პირადად,
რუსულ-უკრაინული ფორუმები,
საკმაოდ დამეხმარნენ და იმედია ასეც იქნება მომავალშიც.
ჩავთვალოთ, რომ შენის სახით, ქართველ მეფუტკრეებს,
აქვთ გარკვეული აქტივი,
და კრუგაზორის გაფართოების საშუალება.

სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე,
მიწევს დასავლეთის მასშტაბით გადაადგილება
და რასაც ვამჩნევ,
არის მეფუტკრეობით ტოტალურად დაინტერესება.
არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი მათგანი,
დღევანდელი ციფრული ტექნოლოგიების პერიოდში,
ჩვენს თემასაც აკითხავდნენ
და აქედან გამომდინარე,
თითოეულ ჩვენს გამონათქვამზე,
უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები.

თვენახევრები და ოცდახუთსანტიმეტრებიანები
სლავ ლოხებზე გათვლილი,
ქართველი კვაჭი თამადების ოინებია და
არაფერი რეალობასთან,
მითუმეტეს მეფუტკრეობასთან,
არა ქავთ,
რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ახალბედა მეფუტკრეებმა.
პატივისცემით...

Posted by: userman 4 Apr 2017, 23:28
QUOTE
რატომ გადაწყვიტე ზამთრის დასაწყისში კანდის მიცემა? რა იყო ამის მიზეზი.


იმიტომ გადავწყვიტე კანდის მიცემა , რო მინდოდა უკეთესად გამოეზამთრათ , რადგან შემოდგომაზე დამატებითი საკვები არ მიმიცია და თან იმ წელიწადს მოსავალი არ იყო და ბევრი მანანა თაფლი ჰქონდათ შემოტანილი . თუმცა დარწმუნებული ვარ კანდი რომ საერთოდაც არ მიმეცა ბევრად უკეთესად გამოიზამთრებდნენ . თაფლი დარჩათ ხელუხლებელი და ეხლა გამოვიღე სადღაც 120 კილოგრამი გამომივიდა , ამ უთაფლობის პირობებში

კანდი ისე შემჯავრდა , სანამ ცოცხალი ვარ, აღარ გავეკარები yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif .

QUOTE
უკვე ცნობილია რომ (როგორც უცხო ენოვან ასევე მშობლიურ ლიტ-ში), ფუტკრისთვის ყველაზე ოპტიმალურად გამოზამთრების თვალსაზრისით, ითვლება ვიწრო-მაღლიანი ჩარჩოები (რუსულად узко высокие рамки или украинские рамки) იგივე დადანი ოღონდ რომ გადმოვაბრუნოთ. ამის მიზეზი , როგორც ამბობენ ისაა, რომ ფუტკარი ზამთარში ქვემოდან ადის ზემოთ, ხოლო დადანის ან რუტის ჩარჩოზე წინიდან მიდის უკან ან იყოფა ან გვერდით მიდის და ფუტკარს თავზე ადგამენ ან კანდს ან სიროფს.


არ ვეთანხმები , ნაცადიც მაქვს . კანდი აღარ მიხსენო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif .

ეხლა მეც დავსვავ ასეთ კითხვას :
დაზამთრებისას ჩარჩოების განლაგებას თუ აქვს მნიშვნელობა ? ანუ , ჩვენთან საქართველოში როგორც წესი ჩარჩოები სკაში იდგმება საფრენი ფიცრის მართობულად , ესე იგი უკეთესად გამოიზამთრებს თუ არა თუ ჩარჩოებს ჩავდგავთ საფრენი ფიცრის პარალელურად ? :

Posted by: K_M_HUNTER 4 Apr 2017, 23:43
userman
QUOTE
ანუ , ჩვენთან საქართველოში როგორც წესი ჩარჩოები სკაში იდგმება საფრენი ფიცრის მართობულად , ესე იგი უკეთესად გამოიზამთრებს თუ არა თუ ჩარჩოებს ჩავდგავთ საფრენი ფიცრის პარალელურად ? :

ბიჭოოოო... რა აზრები გაწუხებთ biggrin.gif
მაგრამ კარგია -
სხვათა შორის წელს,
ველოსიპედის გამოგონებიდან 200 წელს ვზეიმობთ

Posted by: userman 5 Apr 2017, 00:10
QUOTE
მეგობრებო! პატივცემულებო!
ამ თემას სავარაუდოდ ახალბედა მეფუტკრეებიც კითხულობენ და აქედან გამომდინარე,
არ გვინდა რა ეს მაქსიმალისტური მიდგომები,
რაის თვენახევრიანი ზამთარი?
ვერ გევიგე . თითოეულ ჩვენს გამონათქვამზე,
უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები. -


ამის საბუთი აგერაა : ( უკრაინელების დადებული ვიდეო ) სრულად გთავაზობთ , თუმცა შემეძლო ამომეჭრა ის მონაკვეთი . მოკლედ დააკვირდით მე-16 წუთზე
https://www.youtube.com/watch?v=Yj7kMf02vlg ეხლა არ მითხრათ , შენ თვითონ სადღა ხარო smile.gif

QUOTE
აღმოსავლეთისთვის,
პირადად ვერ გეტყვით, მაგრამ მე პირადად,
ბესოს userman-ის გამოცდილებას ვენდობოდი.



მე კიდევ პირიქით დასავლეთის მეფუტკრეების გამოცდილებას ვენდობი , თუმცა რაღაცეები ცოტა დაუჯერებლად ჟღერს მარა რავქნა ? smile.gif . თუნდაც ლუშმანას თემა ( ამის დამამტკიცებელი ვიდეოსაც განახებთ , თუ უკვე ნანახი არ გაქვთ ) . თუნდაც ზემოთ ნათქვამი.

Posted by: graf-senjerman 5 Apr 2017, 00:16
K_M_HUNTER
QUOTE
გეოგრაფიული მდებარეობის გამო,
აბოსულუტურად თემის მიღმა ხარ,


მაინც, რომელი თემის მიღმა ვარ?


K_M_HUNTER
კაცს თუ ცოდნა სწყურია ვერანაირი
QUOTE
მაქსიმალისტური მიდგომები,
ვერ შეუშლის ხელს.
ამ თემას თუ მოდერატორი ყავს შეასწორებს შეცდომას ან წაშლის.

QUOTE
ოცდახუთსანტიმეტრებიანები
...
QUOTE
არაფერი რეალობასთან, მითუმეტეს მეფუტკრეობასთან, არა ქავთ,
გეთანხმები, თუმცა ბუნებაში უფრო მეტიც უნდა იყოს lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: laveraki 5 Apr 2017, 00:24
userman
ახლა დაწურე თაფლი?

Posted by: graf-senjerman 5 Apr 2017, 00:40
QUOTE
ეხლა არ მითხრათ , შენ თვითონ სადღა ხარო smile.gif

აბა გამოვიცნობ... ნოლზე გადაპარსული თავი? lol.gif

а у нас 6 месяцев зимы... მაგას მგონი ბულატოვი ამბობს კადრში, lol.gif მელისას საფუტკრე ხარკოვში უდგას სადღაც 100 სკამდე, და მდებარეობს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ზამთარი მართლაც 5-6 თვემდე გრძელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მთელს უკრაინაში ასეა. ზემოთ უკვე დავწერე სად როგორაა...

QUOTE
ლუშმანას თემა

რა ლუშმანა რი აბეზიანა? lol.gif lol.gif

QUOTE
ეხლა მეც დავსვავ ასეთ კითხვას :
დაზამთრებისას ჩარჩოების განლაგებას თუ აქვს მნიშვნელობა ? ანუ , ჩვენთან საქართველოში როგორც წესი ჩარჩოები სკაში იდგმება საფრენი ფიცრის მართობულად , ესე იგი უკეთესად გამოიზამთრებს თუ არა თუ ჩარჩოებს ჩავდგავთ საფრენი ფიცრის პარალელურად ? :

ჩემის აზრით გამოზამთრებაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ იქნებ ძველმა ხალხმა იცოდა ის, რაც ჩვენ არ ვიცით.
ბესო აბა დაწერე რა გავლენა აქვს, საინტერესოა...

Posted by: userman 5 Apr 2017, 00:45
QUOTE
ახლა დაწურე თაფლი?


რა მერე, არ შეიძლება ?
რაც დაუტოვე მარაგი აღარ გვინდაო მითხრეს ფუტკრებმა ,... smile.gif
მე ვთქვი თქვენზე მეტად მე მინდა-თქო და მოსახდენი მოხდა smile.gif , მაგის ვიდეოსაც დავდებ ცოტახანში , თანაც ახალი რადიანული საწურავი დავტესტე. დამზადებული საქართველოში . ასე ვთქვათ გაამართლა .
რაც მთავარია , რა მიზნითაც შევიძინე სრულიად ამართლებს , ანუ ჩარჩოებს თუნდაც ახალს საერთოდ არ აზიანებს. თაფლიც მაქსიმალურად გამოიდევნება.
* * *
QUOTE
აბა გამოვიცნობ... ნოლზე გადაპარსული თავი? 


არა მაგ ვიდეოში არ ვჩანვარ.

Posted by: graf-senjerman 5 Apr 2017, 00:52
QUOTE (userman @ 5 Apr 2017, 00:45 )
QUOTE
ახლა დაწურე თაფლი?


რა მერე, არ შეიძლება ?

ეხლა გამახსენდა, ამ წინებზე საფუტკრეში ვარ რევიზიაზე და გაიარა ერთმა და ზაბორიდან შემომძახა, ну ще, мед качаешь? და ეგრევე გამახსენდა ციტატა ფილმიდან ქვევრი, წატი შენი... lol.gif კი ვუპასუხე მარა რას გაიგებდა რაზე იყო საუბარი lol.gif
* * *
QUOTE
ახალი რადიანული საწურავი დავტესტე. დამზადებული საქართველოში

დიდი ხანია საქართველოში უნდა მზადდებოდეს ინვენტარი და ზოგი მეფუტკრე ამ თემიდან რომ 100 000$ აპირებს საფუტკრეში დაბანდებას, უკეთესი იქნებოდა რაიმე მცირე საწარმო გაეხსნა ნოლიდან და უკეთეს საქმე იზამდა ვიდრე უშველებელი საფუტკრის ყიდვა, მარა ყველას იოლი ფული უნდა და....

Posted by: userman 5 Apr 2017, 01:01
QUOTE
რა ლუშმანა რი აბეზიანა?   


რა და უკრაინელებს დააჯერეს , და არა მარტო იმათ. კინაღამ მეც დავიჯერე , რომ თურმე დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია ( თუმცა ჩვენთანაც არის თითო-ოროლა ) ლუშმანას პლანტაციები და დეკემბერში იანვარში და თებერვალში ყვავის გაგიჟებით და ფუტკარიც ასევე გაგიჟებით მუშაობს მასზე და ამ სამი თვის განმავლობაში დედა კვერცხის დებას არ წყვეტს . ანუ გამოდის , რომ მთელი წელი კვერცხია სკაში. ეგ კი არა რძეს მთელი წლის განმავლობაში იღებენ თურმე ( გურიასა და იმერეთში ) . ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთმა იქაურმა მეფუტკრემ მითხრა .

Posted by: graf-senjerman 5 Apr 2017, 01:11
QUOTE
რა და უკრაინელებს დააჯერეს , და არა მარტო იმათ. კინაღამ მეც დავიჯერე , რომ თურმე დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია ( თუმცა ჩვენთანაც არის თითო-ოროლა ) ლუშმანას პლანტაციები და დეკემბერში იანვარში და თებერვალში ყვავის გაგიჟებით და ფუტკარიც ასევე გაგიჟებით მუშაობს მასზე და ამ სამი თვის განმავლობაში დედა კვერცხის დებას არ წყვეტს . ანუ გამოდის , რომ მთელი წელი კვერცხია სკაში. ეგ კი არა რძეს მთელი წლის განმავლობაში იღებენ თურმე ( გურიასა და იმერეთში ) . ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთმა იქაურმა მეფუტკრემ მითხრა .

под горилкой, რასაც გინდა იმას დააჯერებ უკრაინელებს, მარა ფხიზელზე მაგას არ აკენკავს.
პრინციპში მათი ვიზიტის მიზანი სულაც არ იყო საქართველოს კლიმატის მეცნიერული კვლევა, არამედ ბიზნესის გაფართოება, და ამიტო сделали вид, что поверили yes.gif

Posted by: K_M_HUNTER 5 Apr 2017, 01:16
graf-senjerman
QUOTE
ეხლა არ მითხრათ , შენ თვითონ სადღა ხარო

აბა გამოვიცნობ... ნოლზე გადაპარსული თავი? 

ნამდვილად არა
მაგ შემთხვევაში,
ულტრაკონსერვატულ-ფუნდამენტალისტურის,
ქართულჯიგრულთან ნაზავთან გვაქვს საქმე,
"пчеловод не должен делать ульи, пчеловод должен ухаживать за пчелами"
რაც ნამდვილად არ გავს ბესოს.
თუ სკებსაც და ჩარჩოებსაც მე თითონ ვამზადებ,
ეტყობა რაღაცას ვაშავებ ამით biggrin.gif
userman
მაგ ვიდეოში რასაც ვეთანხმები,
ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარია
"Поинтересовался пчеловодством в Грузии - наткнулся на ролик, И чего? - а, ничего - тут опят шашлыки жуют"
 lol.gif
არაფერი ახალი, არაფერი შემეცნებითი

Posted by: graf-senjerman 5 Apr 2017, 01:32
QUOTE (K_M_HUNTER @ 5 Apr 2017, 01:16 )

"пчеловод не должен делать ульи, пчеловод должен ухаживать за пчелами"

რას ერჩი, როგორც ამბობენ во всем разделение труда..., ერთი სკას ამზადებს, მეორე ფიჭას მესამე თაფლს წურავს და ასე შემდეგ. პრინციპში სწორი მიდგომაა, მაგრამ პირადად ჩემთვის ცოტათი მიუღებელია...

Posted by: vixn 5 Apr 2017, 03:56
K_M_HUNTER
ხომ მშვიდობაა შენსკენ?

Posted by: laveraki 5 Apr 2017, 04:57
ლუშმანა არა მუშმულაuserman
ყვავის დეკემბერ იანვარში. პლანტაცია არა მარა ყველას ეზოში თითო ოროლა ხე არის.
ვისაც არ ჯერა მესტუმროს იანვარში გურიაში და ვანახებ მზიან ამინდში როგორ მუშაობს ფუტკარი ლუშმანაზე და როგორი კვერცხი აქ დედას.

Posted by: graf-senjerman 5 Apr 2017, 11:05
userman
ბესო აბა როდის დაწერ პასუხს კითხვაზე, ყველა ველით და გვაინტერესებს...
laveraki
მაინც რას გულისხმობ 'ფუტკარი მუშაობს'? როგორ უნდა დავარქვათ ამას 'ფუტკარი მუშაობს'?

Posted by: userman 5 Apr 2017, 13:02
მოგესალმებით ყველას!
დღეს შევიძინე აი ეს ფუტკრის გამრეკი . ვისმეს თუ გქონიათ პრაქტიკაში გამოყენებული ამისთანა გამრეკი ( არაა აუცილებელი ზუსტად ასეთი ყოფილიყოს ) და თუ ამართლებს ? ან ფუტკარს ხომ არ აზიანებს ? მოკლედ კომფორტულია თუ არა მისი გამოყენება ...

user posted image

ისე თუ მომეწონა აი ამის ყიდვას ვაპირებ https://www.youtube.com/watch?v=NWbimHg-nWI&t=165s ელემენტზეა და უფრო კომფორტული იქნება , თუმცა არსებობს ბენზინზეც .

გრაფ ! რა კითხვაზე გაინტერესებს პასუხი ? სახელით მოგმართავდი , მარა არ ვიცი შენი სახელი ...

Posted by: graf-senjerman 5 Apr 2017, 13:18
ბესო ხომ არ ჯობია ბენზინის გენერატორი და დიდი გამაგრძელებელი გეყიდა კიდევ? გენერატორი განსაკუთრებით კარგია მთაბარობის დროს...
კარგი და საჭირო რამეა, სადაც ბევრი ფუტკარია...

ირაკლი.
შენს კითხვაზე ზემოთ...
* * *
ადრე კი ვიფიქრე მაგის ყიდვა მაგრამ ჩემს პატარა საფუტკრეში ზედმეტია ეგ. მე ნიკოტის რომბი ვიყიდე, იგივე გამრეკია მაგრამ სხვანაირად მუშაობს...

Posted by: userman 5 Apr 2017, 14:03
QUOTE
ბესო ხომ არ ჯობია ბენზინის გენერატორი და დიდი გამაგრძელებელი გეყიდა კიდევ? გენერატორი განსაკუთრებით კარგია მთაბარობის დროს...
კარგი და საჭირო რამეა, სადაც ბევრი ფუტკარია..


გენერატორი ისედაც დამჭირდება იმიტომ , რომ თაფლის საწური დენზე მუშაობს , მაგრამ შნურების ტარება იქნება არაკომფორტული .

Posted by: graf-senjerman 5 Apr 2017, 16:51
QUOTE (userman @ 5 Apr 2017, 14:03 )
გენერატორი ისედაც დამჭირდება იმიტომ , რომ თაფლის საწური დენზე მუშაობს , მაგრამ შნურების ტარება იქნება არაკომფორტული .

220-ზე?
სკასთანაც ვერ დადგამ გენერატორს, ხმაური და გამონაბოლქვი ალბათ გააღიზიანებს, მაგრამ სცადე ისე როგორც მოგიხერხდება.
აბა დადე სურათი ვნახოთ რა საწური გაქვს... რამდენ ჩარჩოიანია, რა მასალისაა... მოკლედ фото в студии

Posted by: laveraki 5 Apr 2017, 17:06
graf-senjerman
როგორ უნდა იმუშაოს ფუტკარმა? თოხს არ დაიჭერს ახლა ხელში ყანას ვერ გათოხნის.
მტვერი შეაქვს სკაში.

Posted by: userman 5 Apr 2017, 18:12
QUOTE
220-ზე?
სკასთანაც ვერ დადგამ გენერატორს, ხმაური და გამონაბოლქვი ალბათ გააღიზიანებს, მაგრამ სცადე ისე როგორც მოგიხერხდება.
აბა დადე სურათი ვნახოთ რა საწური გაქვს... რამდენ ჩარჩოიანია, რა მასალისაა... მოკლედ фото в студии


კი 220 ვოლტზე მუშაობს . ყველა დეტალი აქვს უჟანგავი მეტალის, ეგრეთწოდებული ნერჟავეიკაა. მიდის საკუჭნაოს 48 ჩარჩო, ან რუტის 48 ჩარჩო ( რომელიც მე არცერთიც არა მაქვს და არც მაინტერესებს biggrin.gif ), ან მიდის დადანის 24 ჩარჩო ერთის გამოტოვებით. ანუ შუებში შეგვიძლია კიდევ ჩავდოთ 24 საკუჭნაოს ჩარჩო.
აქვს ეგრეთწოდებული ტვინი - პროგრამის მისაცემი . მე მირჩევნია ხელით მართვაზე ეყენოს .სიჩქარეები შეგვიძლია ვცვალოთ 20 ბრ/წთ-დან 500 ბრ/წთ-მდე . მე როგორც დავაკვირდი 50 ბრუნზე მეტი საჭირო არ არის . ზაფხულში ხომ უფრო ეყოფა 50 ბრუნი წუთში . დაახლოებით 3 წუთი სჭირდება სრულ გამოწურვამდე . ჩარჩოს გადაბრუნება და ბრუნვის მიმართულების შეცვლაც არ სჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზს ვუსვავ ძირითადს, რითაც ყველაზე მეტად ფასობს ამ სტილის საწურავი და კონკრეტულად ეს : ჩარჩოებს არ აზიანებს , არც ახალ თეთრ ჩარჩოებს .

user posted image

user posted image

ეს კი ის მომენტი სადაც ჩანს , რომ ჩარჩოს არ აზიანებს

user posted image

Posted by: graf-senjerman 5 Apr 2017, 18:47
ძალიან კარგი საწური გაქვს... up.gif
დაივიწყე ხელით ტრიალი, ავტომატიკას არაფერი სჯობს... yes.gif
კი მაგრამ 3 წუთში როგორ წურავ 24 ჩარჩოს მაინც ვერ წარმომიდგენია. და კიდევ მგონი 50 ბრუნი წუთში არის ძალიან ცოტა რადიანულისთვის. მე ქორდიალური მაქვს და 4.5 წუთი მაქვს ციკლზე და ბრუნი ეტაპობრივად იმატებს მიცემული პროგრამის მიხედვით, თუ არ ვცდები დასაწყისში 70 ბრუნიდან 120 ბრუნი წუთში. (ნახვა უნდა)
როგორც წესი რადიანულს სრულ გამოწურვამდე სჭირდება 15-20 წუთი და თან დიდი სიჩქარე, 3 წუთში როგორ ეტევი კაცო???
აი მთლიანად, რომ შეგივსებს ფუტკარი ჩარჩოს ორივე მხრიდან (იმედია ამ წელს ასე იქნება) და 50 ბრუნზე დაატრიალებ 3 წუთის მანძილზე, ამოიღებ და ნახავ რომ ჩარჩოს ქვედა ნაწილი გამოუწურავი დარჩება. ეტყობა ის რაც ეხლა გამოწურე ნახევრად ან მესამედი ნაწილი იყო თაფლით.
* * *
QUOTE (laveraki @ 5 Apr 2017, 17:06 )
graf-senjerman
როგორ უნდა იმუშაოს ფუტკარმა? თოხს არ დაიჭერს ახლა ხელში ყანას ვერ გათოხნის.
მტვერი შეაქვს სკაში.

კი გავიცინეთ დასაწყისში, ფუტკრის ზამთარში მუშაობაზე, მაგრამ მაინც რომ იგივეს წერ, ეს უკვე აღარაა სასაცილო cry.gif
მუშაობასა და თითო-ოროლა გამოფრენილს შორის ხომ არის სხვაობა, თუ?...

Posted by: userman 5 Apr 2017, 19:42
QUOTE
დაივიწყე ხელით ტრიალი, ავტომატიკას არაფერი სჯობს... 


არ მიყვარს ავტომატიკა და რა ვქნა ? biggrin.gif მექანიკა მირჩევნია. ხოლოთ ხელით ვატრიალებ ღილაკს და არა მანქანას , ანუ როგორც ძველებურ ტელევიზორზე ხმის ასაწევია ისე უმატებ და უკლებ ბრუნთა რიცხვებს .

QUOTE
ეტყობა ის რაც ეხლა გამოწურე ნახევრად ან მესამედი ნაწილი იყო თაფლით.


კი საშუალოდ მასე იყო . მაგრამ გათვალისწინებით იმისა , რომ ზაფხულში ტემპერატურა მაღალია არა მგონია დასჭირდეს 15-20 წუთი . თუარა ნეტავ იყოს რამე, თორემ დასჭირდება და აგერ არაა ... biggrin.gif

Posted by: laveraki 5 Apr 2017, 20:10
რა თქმა უნდა როგორც ახლა შვება ისე ვერ მუშაობს მარა.....
მოკლედ ზამთარში ან მესტუმრეთ ან ვიდეოს დავდებ რა

Posted by: Seeker 5 Apr 2017, 20:25
გაუმარჯოს მეფუტკრეებს

userman
ზემოთ კანდზე წერდი შემჯავრდაო smile.gif რის გამო ამბობ?
საწურში რამდენი გადაიხადე ? სერიულად ამზადებენ თუ ერთი შეკვეთა შეგისრულეს?


Posted by: graf-senjerman 5 Apr 2017, 21:19
QUOTE (userman @ 5 Apr 2017, 19:42 )
კი საშუალოდ მასე იყო . მაგრამ გათვალისწინებით იმისა , რომ ზაფხულში ტემპერატურა მაღალია არა მგონია დასჭირდეს 15-20 წუთი . თუარა ნეტავ იყოს რამე, თორემ დასჭირდება და აგერ არაა ... biggrin.gif

არა ბესო მგონი ცოტა სხვანაირადაა საქმე,
ტემპერატურა კი მაღალია და თაფლიც ბლანტია, მაგრამ ამ საწურზე სხვა ფიზიკური ძარა მოქმედებს, მგონი ქართულად ცენტრიდანული ძალა ქვია, თუ ვცდები შემისწორეთ.
რაც უფრო ახლოსაა ჩარჩო ღერძთან მით ნაკლები ბრუნვის ძალა გადაეცემა, ამიტომ ნაკლები ტემპით ხდება დამოდევნა, და ამ მიზეზის გამო, დიდ დროს აძლევენ სრულყოფილი წურვისთვის.

და რა მაინტერესებს იცი, რატომ გადაწყვიტე 220-ზე მოტორის დაყენება? 12 ან 24 ვოლტზე შესანიშნავად ართმევს თავს, თან პრაქტიკულიცაა საველე პირობებში.

Posted by: userman 5 Apr 2017, 21:24
Seeker

QUOTE
ზემოთ კანდზე წერდი შემჯავრდაო  რის გამო ამბობ?
საწურში რამდენი გადაიხადე ? სერიულად ამზადებენ თუ ერთი შეკვეთა შეგისრულეს?


სერიულად ამზადებენ . იყიდება სამთო ქიმიაში პირველ სართულზე , კიბეებზე რომ ახვალ მარჯვნივ . გელა კაპანაძესთან. ფასი 3000 ლარია.

საერთოდ მე არ ვარ კანდის აქტიური მომხმარებელი . ხარჯიანია და იმიტომ . პირველი ხარჯი ისაა , რომ თაფლი სჭირდება , მეორე ხარჯია ის რომ ფუტკარი მთლიანად არ ითვისებს .
წელს დეკემბერში მივეცი და როგორც სჩანს ბინა გაუცივდათ , გუნდი დაერღვათ და რაც მთავარია ერთი -ორი დღე თბილი ამინდი არ გამოვიდა , რო კუჭი გაესუფთავებინათ.
მოკლედ თქვენთვის დამითმია კანდის მიცემა biggrin.gif .

Posted by: Seeker 5 Apr 2017, 23:29
userman

48 ჩარჩოს რომ ჩადებ მძიმე იქნება საწური აღარ ირბენს ვიბრაციაზე ))

QUOTE
პირველი ხარჯი ისაა , რომ თაფლი სჭირდება , მეორე ხარჯია ის რომ ფუტკარი მთლიანად არ ითვისებს .
წელს დეკემბერში მივეცი და როგორც სჩანს ბინა გაუცივდათ , გუნდი დაერღვათ და რაც მთავარია ერთი -ორი დღე თბილი ამინდი არ გამოვიდა , რო კუჭი გაესუფთავებინათ.
მოკლედ თქვენთვის დამითმია კანდის მიცემა   .


კანდი არაა ცუდი მაგრამ ჯობია ისე დააზამთრო რომ კანდი არ დაჭირდეს მაგრამ ყოველთვის არ გამოდის ასე
კანდი კარგი მომზადებული უნდა იყოს არ უნდა ჩაიღვენთოს რომ გუნდი არ ჩაშალოს. წელს ჩვენც გამოვიყენეთ ზოგიერთმა ოჯახმა უდანაკარგოდ აითვისეს ზოგმა ჩაშალა და რომ დათბა გარეთ დაიწყეს გამოტანა,ხარჯიანიცაა და მერე ცუდი გასაწმენდიც არის დროზე თუ არ მიხედავ ქურდობა გაჩნდება

Posted by: vixn 5 Apr 2017, 23:42
ეს ოჯახი ზამთარში ასე იყო, მშვენივრად გააზამტრა, ბარტყი 5 ჩარჩოზე ყავს. გაიგე ახლა რა უკეთესია?

Posted by: laveraki 6 Apr 2017, 08:33
რა ჭირდა კობა ქარმა წააქცია?
გუშინ ავიყვანე გარკვეული ოჯახების რაოდენობა მეორე კორპუსში. 2 გადაბეჭდილი ავიტანე 1 თაფლიან ჭეოიანი და 2 მშრალი აშენებული მივეცი. ანუ ნახევრად 5 რამკაზე გავაფართოვე მეორე სართული.გადავტიხრე და ცარიელ მხარეს ჩავუფინე სქელი ცელოფანი საიდანაც ჩანს პირველ სართულში რა ხდება.

Posted by: sandroia 6 Apr 2017, 08:59
მეფუტკრეებო ერთი კიტხვა მაქვს

შარშან ზაფხულში სოფელში ვიყიდე თაფლი 3 ცალი 2 ლიტრიანში

ხოდა ეხლა ერთიღა გვქონდა დარჩენილი, გავხსენით და აი მოსპირტო სუნი აქვს, გეგონება ამჟავებულიაო sad.gif

კუხნაში ვინახავდით და სითბოპს ბრალი იქნება?
რამე ეშველება?
ანუ თაფლიც ფუჭდება შენახვის დროს?

Posted by: vixn 6 Apr 2017, 09:41
laveraki
თოვლმა წააქცია.
sandroia
იცის ზოგჯერ როცა სინესტე ნორმაზე მაღალია, ქვემოთ დაილექებოდა, ზემოდან უფრო თხელი მოექცევა და ამჟავდა ალბათ. მოართვი რაც ზემოდან არის, არაფერი უჭირს.

Posted by: graf-senjerman 6 Apr 2017, 11:55
QUOTE (sandroia @ 6 Apr 2017, 08:59 )
მეფუტკრეებო ერთი კიტხვა მაქვს

შარშან ზაფხულში სოფელში ვიყიდე თაფლი 3 ცალი 2 ლიტრიანში

ხოდა ეხლა ერთიღა გვქონდა დარჩენილი, გავხსენით და აი მოსპირტო სუნი აქვს, გეგონება ამჟავებულიაო sad.gif

კუხნაში ვინახავდით და სითბოპს ბრალი იქნება?
რამე ეშველება?
ანუ თაფლიც ფუჭდება შენახვის დროს?

მაგის მიზეზი ბევრია, გამოსავალი ერთი,
მეორედ აღარ იყიდი მისგან...

ფენებად გაყოფა თაფლისთვის არ არის ნორმალური, მით უმეტეს ერთ წელიწადში...

Posted by: userman 6 Apr 2017, 12:57
QUOTE
მაგის მიზეზი ბევრია, გამოსავალი ერთი,
მეორედ აღარ იყიდი მისგან...


გამორიცხული არაა რომ მოუმწიფებელი თაფლი იყო. თუმცა არც ისაა გამორიცხული , რომ არასწორ პირობებში იყო შენახული, ანუ თაფლის ქილის გერმეტულობა არ იყო დაცული და ტენიანობა იყო მაღალი , რაც ადვილად წარმოსადგენია კუხნის პირობებში . იქ ჩაიდანი დუღს, იქ ლობიო და ასე შემდეგ, სადაც გამოიყოფა დიდი რაოდენობით ორთქლი ანუ ტენი.
თაფლი არის ჰიგროსკოპული პროდუქტი . ისევე როგორც მარილი. თაფლს ჰაერის მაღალი ტემპერატურა კი არ აფუჭებს , არამედ მაღალი ტენიანობა .

Posted by: graf-senjerman 6 Apr 2017, 13:39
userman

კი მართალია ყველაფერ,
მაგრამ რაც არ უნდა მაღალი ტენიანობა იყოს, დახურულ ქილაში თაფლი არ უნდა აიჭრას ერთ წელიწადში, გამორიცხულია ეგ.


Posted by: sava062 7 Apr 2017, 00:47
ერთი კითხვა მაქვს - კოპიტი რამდენად თაფლოვანია ან მტვერს მაინც თუ იყენებს ფუტკარი?

Posted by: m-kasper 7 Apr 2017, 09:51
ხარებას გილოცავთ მეფუტკრეებო, მიხარია ხოლმე ერთმანეთს რომ მოიკითხავთ და მოეფერებით ხოლმე შორიდან, ღმერთმა სიხარული დაასადგუროს თქვდენი და თქვენი ახლობლების გულებში

Posted by: vixn 7 Apr 2017, 11:31
sava062
კოპიტის ზოგიერთი სახეობა საკმაოდ ტაფლოვანია, ჩვენთან მყრალს უძახიან. სავარაუდოდ მტვერსაც აიღებს.
m-kasper
ღმერთმა გამარჯვება არ მოგაკლოს.

Posted by: userman 7 Apr 2017, 19:09
m-kasper

მადლობა გაიხარე ! შენც და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს .

ესეც ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაო მეფუტკრეობაში . ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.
ანუ სკების დეზინფექცია და გასუფთავება მამა-პაპური მეთოდით , მცირეოდენი ტეხნიკის გამოყენებით . რომელსაც სამ წელიწადში ერთხელ ვაკეთებ :

პირველი ეტაპი
სკების გამოწვა გაზის ფარსოვკით

user posted image

მეორე ეტაპი საჭირო ხელსაწყოები და გასუფთავება

user posted image

ეს კი უკვე გასუფთავებული და გარეცხილი

user posted image

დღეს 20 სკა დავამუშავე . გეგმაში მაქვს 100 სკის დამუშავება .

Posted by: rezius 7 Apr 2017, 20:21
userman
ამდენ წვალებას ეს რო იყიდოთ არ ჯობია ?, ჩინურებია იაფად ექნებატ ამერიკელებივით 700 დოლარაად არ იქნება ტან ბევრს ტუ იყიდი კიდევ იაპი ეგირება გირს

https://wholesaler.alibaba.com/product-detail/wholesale-fir-wood-honey-flow-bee_60605280824.html?spm=a2700.8239084.0.0.Q82Zq6

http://supersweetgroup-com.sell.everychina.com/p-105272125-2016-new-design-honey-self-flowing-wood-bee-hive-with-7pcs-automatic-honey-flow-frames.html

user posted image

Posted by: gig55 7 Apr 2017, 21:02
მთაბარობის დროს როგორ ამზადებთ ფუტკარს რომ დიდი დანაკარგუ არ იყოს

Posted by: vixn 7 Apr 2017, 22:23
userman
ღმერთმა შეძლება მოგცეს, რაც 50 ოჯახს ავცილდი, არ გამიკეტებია.
gig55
ვენტილაცია მუდმივად აქვს ძირზე , შევკრავ სამაგრით. ყოველთვის მზადაა გადასაყვანად რუტი.

Posted by: sava062 8 Apr 2017, 02:54
vixn

მადლობა პასუხისთვის

Posted by: laveraki 8 Apr 2017, 07:26
vixn

კობა რამდენ რამკაზეა ახლა საშუალო ოჯახი?

Posted by: leoni_1973 8 Apr 2017, 15:08
მაინტერესებს, ყოველ გაზაფხულს გადაგყავთ ოჯახები ახალ(გასუფთავებულს ვგულისხმობ) სკებში? მე მასე ვცდილობ ყოველთვის და ყველაზე ძალიან ფუტკარში ეგ მეზარება. სკების დაფხეკა გასუფთავება, გაკრასკვა და გამოწვა. მაგ საქმეს, რომ მოვჩები ამოვისუნთქებ ხოლმე.

Posted by: GBalaxa 8 Apr 2017, 18:25
QUOTE
და კიდევ მგონი 50 ბრუნი წუთში არის ძალიან ცოტა

და ზაფხულში სწრაფად ტრიალი საზიანო არააა რამკისთვის? არ დააზიანებს?


Posted by: gig55 8 Apr 2017, 18:26
vixn
ფუტკარს ვენტილაცია როგორ ექნება ძირიდან როცა ძირით დადებულია არამგონია გამიგია რომ თუ ფუტკარს გადაყვანის დროს კარგი ვენტილაცია არ აქვს ბარტთი იგუდება ეს შეიძლება მეფუტკრემ ვერ შეამჩნიოს იმიტო რომ გაგუდული ბარტყი გამოაქ ფუტკარს გარეთ რამდენიმე დღის შემდეგ

Posted by: userman 8 Apr 2017, 21:43

QUOTE
და ზაფხულში სწრაფად ტრიალი საზიანო არააა რამკისთვის? არ დააზიანებს?


იქ არ ვიქნები ?! smile.gif მეც იმ სიჩქარით დავატრიალებ რომელზედაც არ დაზიანდება .

Posted by: vixn 8 Apr 2017, 23:54
ახლა დავბრუნდი საფუტკრიდან, 20 % 8 ჩარჩო ბარტყი, 30% 5-7 , დანარჩენი 4 მდე. სადედეები უკვე გადაიბეჭდა, ხვალ დავდებ სურატებს, მეძინება.

Posted by: userman 9 Apr 2017, 11:13
vixn

გამოდის ნახევარი საფუტკრე 4 ჩარჩოზეა. და ორი კითხვა მექნება :

1) რუტებში თუ დადანებში ?
2) ჩაკვერცხილ - ჩაბღარტული თავიდან ბოლომდეა ჩარჩოზე ? ( ვგულისხმობ სუსტ, ნახევარ საფუტკრეს )

Posted by: K_M_HUNTER 9 Apr 2017, 12:01
vixn
კობა, რა ხდება ჯიხაიშში, გაამართლებს იმედებს?
რა თაფლოვანები შეათვალიერე ირგვლივ?

Posted by: vixn 9 Apr 2017, 12:48
userman
ბესო, რა კარგი კითხვა იცი. ასეთი ბარტყი პლიუს აქეთ იქედან 2-2 ჩარჩო ფუტკარი. იმედია მიუმატებ, თუ დაგეხმარო.
კახა, მომწონს ჯიხაიში, მტვერი ბლომადაა, აკაც ია ოხრად, ღელის პირებში უამრავი ტირიფია. ვნახოთ როგორ იმუშავებს.

Posted by: vixn 9 Apr 2017, 12:55
სურათზე პერსპექტიული მომავალი მეფუტკრე რამაზ ცერცვაძე, ერთი თვეა დადის, ადვილად ითვისებს ყველაფერს. სადედე 2017. თუმცა 2 ოჯახში უკვე წყნარი ცვლის დედოფალი უკვე გამოსულია და როგორც ეტყობა გათხოვილი.

Posted by: laveraki 9 Apr 2017, 15:57
vixn
თუ გინდა სიმართლე მთლად იდეალური არაა სურათზე ნაჩვენები დაკვერცხვა. მაგ რამკიდან რამდენი ფუტკარი გამოვა 12 დღეში ? ეგეთი 4 რამკა + 4 ჩარჩო ფუტკარი და აკაცია დაიწყება მაქეთ.

Posted by: vixn 9 Apr 2017, 16:32
laveraki
იდეალური რაა ამ სოფელში. სტატისტიკა ასეთია ამ დროს, არც ცუდი არც გადასარევი, 15 მაისს ყველა ოჯახი იმუშავებს აკაციაზე ( ზემო იმერეთში ), ეს ოჯახები აკაციის არაა საერთოდ, მყიდველი ყავს უკვე ამანათს.
რაც შეეხება ჩარჩოს, რაზეც გადაბეჭდილი თაფლი არაა ( ზემოთ ), სულ ნაკვერცხია, ღია ბარტყი არ ჩანს, თუმცა ორი მესამედი როცა ბარტყია დადანის ჩარჩო , საკმარისია.
გიგა, ძირზე სეტკაა, მუდმივად ღია.

Posted by: laveraki 9 Apr 2017, 16:51
vixn
დადანია? მე რუტი მეგონა .
ზემო იმერეთში კერძოდ სად მიგყავს კობა?
არ მომწონს ჩემი ოჯახების სიძლიერე ამ დროისთვის, ვერ აიღებს აკაციას უმეტესობა და ვფიქრობ მაისში იქნებიან ფორმაში.

Posted by: vixn 9 Apr 2017, 17:14
laveraki
დადანია, რუტზე მაგ სისქე თამასა რომ იყოს, ჩარჩო რაღა დარჩება?
ჭიათურაში, საჩხერე, ხარაგაული, ტყიბული, ყველგან ერთნაირი პირობებია.
ბევრს ყავს სუსტი ფუტკარი, აკაციაზე საკვების მარაგს შეივსებს, წაბლზე და ცაცხვზე კარგად იმუშავებს. .

Posted by: laveraki 9 Apr 2017, 17:47
vixn
მიზეზი ? დედის ხარისხი პირველ რიგში. მერე ალბათ შემოდგომაზე რა სიძლიერის შევიდა ზამთარში. მერე ალბათ საკვები. მერე ალბათ ჩასაკვერცხი ჩარჩოების ხარისხი. რა თქმა უნდა მეფუტკრის პროფესიონალიზმი და გამოცდილება. გამოცდილებო დაამატეთ კიდევ რა უნდა იყოს სუსტი ოჯახების მიზეზი.

Posted by: leoni_1973 9 Apr 2017, 18:10
laveraki რაც მთავარია დაგვიანებული გაზაფხული და ამინდები. ჩვენთან ეხლა დაიწყო შედარებით ნორმალურად განვითატება. მხოლოდ თითო ჩარჩო მაქვს ჩამატებული გასაფართოვებლად, ისიც აშენებული.

* * *
vixn კობა, ძირის სეტკაზე სტეპლერი გაქვს გამოყენებული, ჩვეულებრივია თუ კომპრესორზეა. ფანერა საკმაოდ მაგარია და გახვრეტას ძალაც სჭირდება.

Posted by: vixn 9 Apr 2017, 18:20
ლევან მართალია, ამინდმა იმოქმედა საკმაოდ, მაგრამ ძირითადად სადაც ფუტკრის მასა ნორმალური იყო ( 6-8 ჩარჩო ), კარგად განვითარდა, რაც შეეხება დედოფლის ხარისხს, ხელოვნური გამოყვანა ადვილია, კარგი დედოფლის-რთული, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, თუ ფულის გადახდა გიჭირთ, სანაყრე ან გაჭირვების დედოფალი გამოიყენეთ.
* * *

leoni_1973
სტეპლერი, ცოტა უჭირს, მაგრამ მერე პატარა ჩაქუჩით დაუკაკუნებ,

Posted by: leoni_1973 9 Apr 2017, 18:28
სეტკა რა ფართისაა, 15*20სმ-ზე?
სახურავიც მაინტერესებს, ალბათ კორპუსზე და შუაში, რონ ფანერა დევს, იმაზეც გადმოდის ზემოდან. ფანერა პირდაპირ ჩარჩოებზე დევს? და ფანერასა სახურავის ჭერს შორის რა მანძილია?

Posted by: vixn 9 Apr 2017, 19:04
leoni_1973
14 -30 სმ ზომა ბადურის.
მასეა, სახურავი ზემოდან გადმოდის ფანერას და კორპუსის ნაწილს ( 2-3 სმ) ფარავს.
ფანერა კორპუსს ადევს ზემოდან, ჩარჩოსა ფანერას შორის 5 მმ ა, ფუტკარი გადის, ფანერასსა და სახურავს შორის 22 მმ ა.

Posted by: laveraki 9 Apr 2017, 20:10
leoni_1973
შენი საფუტკრე სად მდებარეობს ლეონ?

Posted by: vixn 9 Apr 2017, 20:32
laveraki
ქარელის რაიონში სერგო.

Posted by: laveraki 10 Apr 2017, 08:32
ოო მაქეთ მაგარი სიცივე იქნება. მაქაურმა მეფუტკრემ ჩემთან გამოაზამთრა ფუტკარი და ახლა წაიყვანა აკაციაზე იმერეთში. შედარებას რომ აკეთებდა გადარეული იყო იმხელა ტემპერატურული სხვაობა იყო ქარელს და ოზურგეთს შორის.

Posted by: leoni_1973 10 Apr 2017, 13:38
vixn
მადლობა კობა, გაიხარე!
laveraki
შედარებისთვის ისიც კმარა, რომ აკაცია ჩვენთან 20 მაისისთვის იწყებს აყვავებას, მაგ დროისთვის სკები კარგად ძლიერი იქნება.
სხვათაშორის 2014 წელსაც ნაგვიანები და ცივი გაზაფხული იყო დასაწყისში, რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი არაფერი არ გამოვა მეთქი, მაგრამ მაისიდან დაიწყო ღალა და რა დაიწყო. მოსავალიც კარგი იყო. წელსაც ვფიქრობ მასე იქნება. თან მე-3 წელია.

Posted by: userman 10 Apr 2017, 20:23
წელს ყველგან იქნება ზღვა მოსავალი ... გული მიგრძნობს ! biggrin.gif

Posted by: vixn 10 Apr 2017, 21:35
დედოფალი დამრჩა სკის გარეშე, ერთი დღე ჯიბეში მყავდა, საღამოს ბაჭიების ბუდეში ჩავსვი, მესამე დღეა, კანდი დაუმატე, დედოფალი და ამალა ცოცხალია. ოთხშაბათს მივდივარ საფუტკრეში და მივცემ კაი ოჯახს.

Posted by: userman 10 Apr 2017, 21:36
ვისმეს თუ სმენია კვირიონებზე ასეთი რამ , იმ წელიწადს როცა კვირიონი საგრძნობლად ბევრია ,მოსავალიც, ანუ ღალაც ბევრი იქნებაო . biggrin.gif

Posted by: Seeker 10 Apr 2017, 21:58
QUOTE
ვისმეს თუ სმენია კვირიონებზე ასეთი რამ , იმ წელიწადს როცა კვირიონი საგრძნობლად ბევრია ,მოსავალიც, ანუ ღალაც ბევრი იქნებაო . 


პირველად მესმის smile.gif
ბევრჯერ მინახავს ბევრი კვირიონი და ცუდი შემოსავალი

Posted by: gig55 10 Apr 2017, 22:00
vixn
აკაცია არის ჯერ გამოსული ქვემო იმერეთში თუ დააგვიანებს კიდევ

Posted by: vixn 10 Apr 2017, 22:49
gig55
2 კვირას არ გადააცილებს, შეიძლება უფრო ადრეც აყვავილდეს, შარშან 17 აპრილს დაიწყო.

Posted by: gig55 10 Apr 2017, 23:32
vixn
გასაგებია რა მაინტერესებს მაინტერესებს აკაციის ღალაზე თუ ძლიერდება ფუტკარი ზოგი იმას ამბობსზოგი რას ვერ გავიგე

Posted by: laveraki 11 Apr 2017, 01:36
vixn
კობა თემის იქითაა მარა მაინტერესებს კურდღლის ფერმა კომერციულად გამართლებულია? რა სიძნელეები ახლავს? ჩემ მეგობარს სურს ფერმის გაკეთება და თუ ღირს მაინტერესებს.

Posted by: vixn 11 Apr 2017, 06:49
gig55
აკაციაყველას უხდება, სუსტი საკვებს ივსებს, ძლიერს სასაქონლო მოაქვს, რა თქმა უნდა კარგად მოქმედებს ოჯახზე.
laveraki
მე 100 მყავს დიდი პატარა , ბიზნესისთვის ცოტაა, ოჯახისთვის საკმარისია, თუ სწორად მიუდგები, ყველაფერი მომგებიანია.

Posted by: userman 11 Apr 2017, 10:52
vixn
QUOTE
მე 100 მყავს დიდი პატარა , ბიზნესისთვის ცოტაა, ოჯახისთვის საკმარისია, თუ სწორად მიუდგები, ყველაფერი მომგებიანია.


ღირს შენთან სტუმრობა smile.gif .

Posted by: vixn 11 Apr 2017, 11:08
userman
კი ღირს.
რა ლამაზია ეს დალოცვილი.

Posted by: Tim74 11 Apr 2017, 14:09
აღდგომის მადლი შეგეწიოთ მეფუტკრეებო. კარგი დგესასწაული ახლოვდება.
QUOTE
აკაცია არის ჯერ გამოსული ქვემო იმერეთში თუ დააგვიანებს კიდევ

თერჯოლის რაიონში, ცენტ. ტრასის გასწვრივ სოფლების მიმდებარედ, 12 აპრილს საადრეო ჯიშებს უკვე გაშლილი ქონდათ მტევნები(მე აქედან ვიწყებ ათვლას ხოლმე). სრულად 7-10 დღეში შედის ძალაში. შარშანწინ 17-18 აპრილს დაიწყო. წელს აშკარად აგვიანებს და როგორც კობა ამბობს 2კვირა კიდე დაჭირდება ალბათ + - ით.
რახან აქ გულღია კარგი და ამ საქმის მცოდნე მოყვარული ხალხი პოსტავს ძირითადად, თქვენის ნებართვით 1 კითხვას დავსვამ კიდე. უბრალო და მეფუტკრეობია ყოფითი პრობლემაა თითქოს მაგრამ ვთვლი რომ პასუხი ჭირდება და ყველას ჩვენებური გვექნება ალბათ. ყოველშემთხვევაში ბოლო 2 წელია ძირითადად აქ ვკითხულობ ერთმანეთის ნააზრევს და ამაზე არაფერი თქმულა.
მოკლედ რამდენს და როგორ ვიხდით ხოლმე მტაბარობისას ადგილის ქირას, როდესაც სხვაგან მიგვყავს ჩვენი ფუტკარი, ვინმეს ოჯახს ვაბარებთ სამეთვალყურეოდ და ამაში რაგაც გასამრჯელოს ვიხდით.
ვინც არ დაიზარებს იქნებ დავწეროთ ყველამ, მთაბარობის ტერიტორიული ცვალებადობის ან ახალი ადგილების ათვისების მიხედვით ყველას ყველგან ვერ ეყოლება ალბათ ნათესავი და მეგობარი, და ბუნებრივია გვიწევს სხვებთან ურთიერთობა და ვინ როგორ აგვარებს ამ საკითხს? მე გადამიხდია ერტ სკაზე 5დან 10 ლარამდე, და გამიგონია სკაზე 1კილო თაფლი(ითხოვენ ხოლმე), 3 ლარი, 0.5კილო.

Posted by: userman 11 Apr 2017, 14:49
Tim74

არავინ არაფერს არ ითხოვს ! შენი კეთილი ნებაა რამდენიც გინდა გადაიხადე. ამ შემთხვევაში თაფლი იგულისხმება ძირითადად.
ყარაულობა და თვალის ჭერა , შეიძლება შევიდეს, შეიძლება არა ,

ჩვენთან ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაეცა სამწუხაროდ.

Posted by: gig55 11 Apr 2017, 19:11
Tim74
ასე რომ მიცე მოსავლის ნახევარი უნდა დაუტოვო ეგ სისულელეა შენ ამდენს წვალობ და ცოტაც რომ მისცე თუნდაც უცხო იყოს კმაყოფილი დაგრჩება და არა მოსავლის მე 3 მედი

Posted by: Tim74 11 Apr 2017, 20:38
QUOTE
ასე რომ მიცე მოსავლის ნახევარი უნდა დაუტოვო ეგ სისულელეა შენ ამდენს წვალობ და ცოტაც რომ მისცე თუნდაც უცხო იყოს კმაყოფილი დაგრჩება და არა მოსავლის მე 3 მედი


არა მესამედი, ნახე! ზოგადად ჩემი წაბლის თაფლის მაქსიმუმი არის ხოლმე 16-18კგ ერთ სკაზე. და ლაპარაკია ამ ერთი სკიდან 1კგზე თითქოს ქირა. ნუ ადამიანური მომენტია მესმის და მეც მინდა რომ რაღაც მივცე ადამიანს რომ მაგიერში მეტნაკლები პასუხისმგებლობა მცირედით მაინც აიღოს ადამიანმა მხოლოდ იმაზე რომ ფიზიკურად ის სკა ისევ დამხვდება იქ და მეტი არაფერი, ეს როცა მის ეზოში ვსვამ სკებს ან მისი ეზოს მიმდებარედ. კიდე ვიმეორებ რომ ალალია ეს გასამრჯელო რადგან მასთან ტოვებ საერთო ჯამში რამდენიმე ათასი ლარის ფუტკარს მაგრამ აქაც მიზანშეწონილობის საკითხი დგას და ეს საკითხი მთაბარობის მნიშვნელოვანი მდგენელია ფინანსურად. ჩემი და ჩემ ირგვლივ მყოფი მეფუტკრეებისთვის Yოველშემთხვევაში ყოველ მთაბარობისას განიხილება ეს თემა ანუ ყველას უწევს რაღაც თანხის ან ნატურის გადახდა და მაგიტომ მაინტერესებდა თქვენ შემXვევაში როგორ ხდება მეთქი smile.gif
* * *
QUOTE
ასე რომ მიცე მოსავლის ნახევარი უნდა დაუტოვო ეგ სისულელეა შენ ამდენს წვალობ და ცოტაც რომ მისცე თუნდაც უცხო იყოს კმაყოფილი დაგრჩება და არა მოსავლის მე 3 მედი


არა მესამედი, ნახე! ზოგადად ჩემი წაბლის თაფლის მაქსიმუმი არის ხოლმე 16-18კგ ერთ სკაზე. და ლაპარაკია ამ ერთი სკიდან 1კგზე თითქოს ქირა. ნუ ადამიანური მომენტია მესმის და მეც მინდა რომ რაღაც მივცე ადამიანს რომ მაგიერში მეტნაკლები პასუხისმგებლობა მცირედით მაინც აიღოს ადამიანმა მხოლოდ იმაზე რომ ფიზიკურად ის სკა ისევ დამხვდება იქ და მეტი არაფერი, ეს როცა მის ეზოში ვსვამ სკებს ან მისი ეზოს მიმდებარედ. კიდე ვიმეორებ რომ ალალია ეს გასამრჯელო რადგან მასთან ტოვებ საერთო ჯამში რამდენიმე ათასი ლარის ფუტკარს მაგრამ აქაც მიზანშეწონილობის საკითხი დგას და ეს საკითხი მთაბარობის მნიშვნელოვანი მდგენელია ფინანსურად. ჩემი და ჩემ ირგვლივ მყოფი მეფუტკრეებისთვის Yოველშემთხვევაში ყოველ მთაბარობისას განიხილება ეს თემა ანუ ყველას უწევს რაღაც თანხის ან ნატურის გადახდა და მაგიტომ მაინტერესებდა თქვენ შემXვევაში როგორ ხდება მეთქი smile.gif

Posted by: userman 11 Apr 2017, 21:49
ეს თუ გაქვთ ნანახი ? თუ არადა ნახეთ smile.gif:

https://www.youtube.com/watch?v=XNpObJEvQa4

Posted by: vixn 12 Apr 2017, 00:51
კიდევ კარგი ამერიკის პრეზიდენტი ქართველი არ აღმოჩნდა, თორემ მაგ რა გასაკვირია.

Posted by: Moretimer 12 Apr 2017, 00:53
მოგესალმებით , შინდისში მაქვს დაჩა სადაც მინდა ვიქონიო გარკვეული რაოდენობის სკები. მაინტერესებს მოსახლეობას თუ შეაწუხებს რამით ჩემი სკები და ფუტკრები? მადლობა წინასწარ. გავითვალისწინებ ყველა რჩევას.

Posted by: vixn 12 Apr 2017, 07:53
Moretimer
არ შეაწუხებს., ყველაფერი შენზეა , თუ სწორად მიუდგები, ვერც გაიგებენ რომ გყავს.
Tim74
ფული არასოდეს გადამიხდია, 10 ლიტრი თაფლი ერთ სეზონზე,

Posted by: laveraki 12 Apr 2017, 09:34
კობა მერე ვინ გითხრა ამერიკის პრეზიდენტი ქართველი რო არაა? აქეთ ჩოხატაურში ფრიად გავრცელებული ამბავია რომ დონალდ ტრამპი სურებიდან წასული დათოიე ტრაპაიძეა.

Posted by: graf-senjerman 12 Apr 2017, 09:59
QUOTE (userman @ 11 Apr 2017, 21:49 )
ეს თუ გაქვთ ნანახი ? თუ არადა ნახეთ smile.gif:

https://www.youtube.com/watch?v=XNpObJEvQa4

lol.gif lol.gif user.gif

რომელი უკრაინელიც აქ იბლატავებს, რომ მაგარი მეფუტკრეა, ეს ვიდეო უნდა ჩაურთო lol.gif
* * *
Moretimer
თუ ყველაზე ახლო მდებარე მეზობლებს უმასპინძლებ ნახევარლიტრიანი თაფლით, ორ კურდღელს დაიჭერ...

Posted by: userman 12 Apr 2017, 10:05
QUOTE
რომელი უკრაინელიც აქ იბლატავებს, რომ მაგარი მეფუტკრეა, ეს ვიდეო უნდა ჩაურთო 


მოკლედ მეფუტკრეობა სისხლში და გენში გვაქვს გამჯდარი . რაის უკრაინა და რაის კანადა . საქართველოა ფუტკრის აკვანი . ისევე როგორც ვაზის !!!
აღარ უნდა ამას ბევრი მტკიცებები და კამათი.
შეიძლება ცოტა დავივიწყეთ , მარა ეგ არაფერი გავიხსენებთ უფლის წყალობით .

Posted by: graf-senjerman 12 Apr 2017, 14:42
QUOTE (userman @ 12 Apr 2017, 10:05 )
QUOTE
რომელი უკრაინელიც აქ იბლატავებს, რომ მაგარი მეფუტკრეა, ეს ვიდეო უნდა ჩაურთო 


მოკლედ მეფუტკრეობა სისხლში და გენში გვაქვს გამჯდარი . რაის უკრაინა და რაის კანადა . საქართველოა ფუტკრის აკვანი . ისევე როგორც ვაზის !!!
აღარ უნდა ამას ბევრი მტკიცებები და კამათი.
შეიძლება ცოტა დავივიწყეთ , მარა ეგ არაფერი გავიხსენებთ უფლის წყალობით .

ბესო გეთანხმები 100%-ით, მარა აი ამ გამოთქმას რა ვუყოთ каждая жаба свою болоту хвалит...
ვისაც ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები კი არის აღფრთოვანებული, მაგრამ თუ ისეთი გამოერია, ვინც ნამყოფია ამ ბოლო დროს, ცოტა სხვა აზრის არის.
დიდი პერსპექტივა და პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას, მეც მჯერა ამის...

Posted by: userman 12 Apr 2017, 14:48
graf-senjerman
QUOTE
каждая жаба свою болоту хвалит.


ანუ ყვავსაც თავისი შავი ბახალა ურჩევნიაო !
რა არი მანდ გასაკვირი ?
არაფერი ... smile.gif

Posted by: iagi01 12 Apr 2017, 16:40
მეფუტკრეებო თქვენი დახმარება მჭირდება, საკუჭნაოს დადგმის დროს რამდენი ჩარჩო ჩავუდო ასაშენებელი? აშენებული სამწუხაროდ არ მაქვს...

Posted by: vixn 12 Apr 2017, 18:51
iagi01
ორით ნაკლები ვიდრე ბუდეში გიდებს, ისე არ ვიცი სად გყავს ფუტკარი, სიცივეები მოსალოდნელია, ფრთხილად, არ გააციო.

Posted by: gig55 12 Apr 2017, 19:58
დღეს გამოვიდა ჩემი საფუტკრიდან ნაყარი არც მოველოდი თუ იყრიდა ჯერ ადრეა ნაყრიანობა
მაგრამ ისურვეს დედოფლებმა გაყოფა

Posted by: Tim74 12 Apr 2017, 20:03
QUOTE
დღეს გამოვიდა ჩემი საფუტკრიდან ნაყარი არც მოველოდი თუ იყრიდა ჯერ ადრეა ნაყრიანობა
მაგრამ ისურვეს დედოფლებმა გაყოფა

საკვები? სიცივე? აბა რატომ იყარა?
* * *
ახლა საოცარი სისწრაფით იჭმება და ჭირდება ფუტკარს საკვები,გაგრზელდა გაზაფხული, აკაცია იგვიანებს, შემოტანილი მტვერი მიზერია მხოლოდ გულუხვი და გამოცდილი მეფუტკრის ფუტკარს კიდია საცეცებზე ეს პრობლემები თუმცა თბილი გაზაფხული ეჩქარება კი

Posted by: gig55 12 Apr 2017, 20:16
Tim74
საკვები საკმაოდ აქვს არაა მაგის მიზეზი ბოლომდე იყო გასული ფუტკარი და ვერ მივედი იქამდე რომ გადამეხედა ამინდებმაც შემიშალა ხელი

Posted by: graf-senjerman 12 Apr 2017, 21:27
QUOTE (gig55 @ 12 Apr 2017, 19:58 )
დღეს გამოვიდა ჩემი საფუტკრიდან ნაყარი არც მოველოდი თუ იყრიდა ჯერ ადრეა ნაყრიანობა
მაგრამ ისურვეს დედოფლებმა გაყოფა

გიგი აბა თუ შეგიძლია მოგვიყევი დაწვრილებით, როგორ იყარა.

Posted by: userman 12 Apr 2017, 22:51
QUOTE
დღეს გამოვიდა ჩემი საფუტკრიდან ნაყარი არც მოველოდი თუ იყრიდა ჯერ ადრეა ნაყრიანობა
მაგრამ ისურვეს დედოფლებმა გაყოფა


რავი, ჩემთან ჯერ ზამთარი არ გასულა წესივრად smile.gif ორი -სამი დღის უკან მთებზე ჩამოთოვა . ტემპერატურა კი 5-7 გრადუსზე იყო . დღეს დათბა ცოტა.

Posted by: graf-senjerman 13 Apr 2017, 22:37
აყვავდა ჭერამი, მაგრამ ფუტკარს გარეთ გამოხედვაც არ უნდა. +11-ს ვერ ასცდა, ღამით -1-ია. მოკლედ მგონი абрикос профукали, მალე ტყემალი გაიშლება...

Posted by: vixn 13 Apr 2017, 23:35
დაგვეკარგა გიგი.
გრაფ, მანდ როგორი ტყემალია, გავს ჩვენებურს?

Posted by: graf-senjerman 14 Apr 2017, 01:27
vixn
არ ვარგა სატყემლედ და აქაურებმა არც იციან ტყემალი, ალიჩას ეძახიან.
აქ ვაშლია კარგი. ატამი ვერ ხარობს.

Posted by: vixn 14 Apr 2017, 07:32
graf-senjerman
დავიჯერო, კარგად რომ შემაზმო, ომბალო, ნიორი არ მოაკლო, ქინძის თესლი დაკმაყოფილებას, სუნელები არ დააკლო, შენ ხარ ჩემი ბატონი, არ წავა შემწვარ კარტოფილზე?

Posted by: Tim74 14 Apr 2017, 14:01
QUOTE
დავიჯერო, კარგად რომ შემაზმო, ომბალო, ნიორი არ მოაკლო, ქინძის თესლი დაკმაყოფილებას, სუნელები არ დააკლო, შენ ხარ ჩემი ბატონი, არ წავა შემწვარ კარტოფილზე?

უეჭველი უშველის, მანქანის ზეთს რომ უქნა ეგეთი საკმაზები მაინც ტყემლად აქცევს, ცოტა კიდე იმ შემწვარ კარტოფილში ხბოს მწვადსაც თუ გოურევ იფ....

Posted by: userman 14 Apr 2017, 17:34
QUOTE
უეჭველი უშველის, მანქანის ზეთს რომ უქნა ეგეთი საკმაზები მაინც ტყემლად აქცევს, ცოტა კიდე იმ შემწვარ კარტოფილში ხბოს მწვადსაც თუ გოურევ იფ....



lol.gif


Posted by: graf-senjerman 14 Apr 2017, 21:02
vixn
წინა წელს გავაკეთე ტყემალი და კიდეც გაუმასპინძლდი 6 მეფუტკრეს, მოეწონათ მაგრამ ის არ იყო, რაც ჩვენებმა იციან და არც მე ვარ დიდი სპეციალისტი...
ომბალო აქ არ იციან, მთის ქონდარი თვალით არ უნახავთ, ნამდვილ კარგ სუნელებს აქ ვერ იშოვი... რა ტყემალზეა საუბარი smile.gif))
ღანძილი საერთოდ არ იციან, არა და ჩემთან სავსეა ტყეში... რა გინდა ქნა
Tim74
როგორაო? შემწვარ კარტოფილში ხბოს მწვადს გაურევთო? არა მსმენია...
არ მინდა მთლად გავაგიჟო ესენი lol.gif

Posted by: straight away 16 Apr 2017, 13:36
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

ასეთი კითხვა მაქვს, თუ ვინმეს გაქვთ შეხება, იქნებ მიპასუხოთ:

თაფლის დაფასოებას და მაღაზიებში ჩაბარებას ბიზნესოპერატორად დარეგისტრირება ჭირდება?
(,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" საფუძველზე)

Posted by: K_M_HUNTER 16 Apr 2017, 13:52
ქრისტე აღსგა!
აღდგომის დღესასწაულს გილოცავთ!

Posted by: vixn 16 Apr 2017, 14:51
ჭეშმარიტად. მრავალჟამიერ თქვენ და თქვენ ახლობლებს.

Posted by: userman 16 Apr 2017, 16:25
გილოცავთ ყველას !!! უფალი გფარავდეთ !!!

ამაზე მაგარი ფენოპლასტი მინდა და ხომ არ გეგულებათ სადმე ? ვგულისხმობ საქართველოში .

ეს რუსეთის გამოშვებაა , კარბონი აწერია და გორგიაში ვიყიდე .
შედარებით მაგარია, მაგრამ ფუტკარი მაინც ჭამს

user posted image
user posted image

Posted by: vixn 16 Apr 2017, 23:27
streight away
მაგ უკვე გადამუშავებას ნიშნავს, შესაბამისად ბიზნეს ოპერატორი და ბეგარაც ეკუთვნის.
userman
რა ღირს მაგ " პენოპლასტი"?

Posted by: graf-senjerman 17 Apr 2017, 10:37
ჭეშმარიტად!
დაგვიანებით, მაგრამ მეც გილოცავთ ყველას აღდგომას.

Posted by: userman 17 Apr 2017, 14:18
streight away
QUOTE
თაფლის დაფასოებას და მაღაზიებში ჩაბარებას ბიზნესოპერატორად დარეგისტრირება ჭირდება?
(,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" საფუძველზე)


დარეგისტრირება დასჭირდება.

რაც შეეხება დაბეგვრას >>>

თუ წელიწადში გაყიდვების რაოდენობა ასცდება 35 000 ლარს , მოგიწევს საშემოსავლოს გადასახადის გადახდა , თუ არადა გადასახადებისგან თავისუფალი ხარ . დაგჭირდება დეკლარაციების წარდგენა წელიწადში ერთხელ საგადასახადოში .

კობა

ფენოპლასტს რაც შეეხება სამი წლის წინ ვიყიდე და 6 დან 7 ლარამდე ღირდა 4 სმ-იანი 58 X 118 სმ.
ფასები სისქის მიხედვითაა ზომებში ყველა სტანდარტულია.

Posted by: straight away 17 Apr 2017, 15:44
userman
QUOTE
თუ წელიწადში გაყიდვების რაოდენობა ასცდება 35 000 ლარს , მოგიწევს საშემოსავლოს გადასახადის გადახდა , თუ არადა გადასახადებისგან თავისუფალი ხარ . დაგჭირდება დეკლარაციების წარდგენა წელიწადში ერთხელ საგადასახადოში

ეს ალბათ ინდმეწარმის შემთხვევაში. შპს-ს შემთხვევაში კი საქმე სხვანაირადაა smile.gif)

Posted by: vixn 17 Apr 2017, 16:26
არაა რთული გასარკვევი, რომ დაიბეგრება ფაქტია.

Posted by: userman 17 Apr 2017, 20:05
streight away
QUOTE
ეს ალბათ ინდმეწარმის შემთხვევაში. შპს-ს შემთხვევაში კი საქმე სხვანაირადაა )


დაიცა კაცოო ! smile.gif smile.gif smile.gif შენ უკვე ურევ სოფო ძალოსავით lol.gif
რა შუაშია ინდმეწარმე ან მითუმეტეს შპს ?
შენ რა კითხვაც დასვი მე იმაზე გაგეცი პასუხი ანუ აი ამას :

QUOTE
თაფლის დაფასოებას და მაღაზიებში ჩაბარებას ბიზნესოპერატორად დარეგისტრირება ჭირდება?


რა შუაშია ინდ მეწარმე ? მითუმეტეს შპს ? თუ მასე გინდოდა მაგ კუთხით დაგესვა კითხვა !!!
ხოოდა შენ უკვე დაუკრეფავში გადახვედი biggrin.gif . მოკლედ ეგ უკვე შენი საქმეა თუ გინდა ინდ მეწარმედ და თუ გინდა შპს-დ დარეგისტრირდი , მაშინ ყველაფერთან ერთად მოგების გადასახადიც უნდა გადაიხადო . რაღაც მომენტში დღგ-ც.

ყველა ვარიანტში წარმატებები...

Posted by: straight away 17 Apr 2017, 20:34
userman
boli.gif
მოიცა გავერკვა მაშინ ბოლომდე smile.gif))
გაქვს თაფლი, რომელიც გინდა რომ დააფასოვო და სუპერმარკეტში მიიტანო გასაყიდად.
ამისთვის
ჯერ რეგისტრირდები როგორც შპს
მერე რეგისტრირდები ბიზნესოპერატორად (?!) რომ აწარმოებ საკვებ პროდუქტს და რეალიზებას უკეთებ.
სწორია????

* * *
რაც შეეხება დაბეგვრას: გადავიხდი საშემოსავლოს, მოგების გადასახადს, და თუ 100 კ-ს აცდა დღგ-ს. დეკლარაციას ვაგზავნი ყოველთვე. ასეა?

Posted by: userman 17 Apr 2017, 21:41
streight away

ჯიგარო მე საგადასახადოს მხარე, ანუ წარმომადგენელი არა ვარ, ვარ უბრალოდ მეფუტკრე , მაგრამ ჩემს ხელთ არსებულ ცოდნას გიზიარებ. უფრო ზუსტად შეგიძლია საგადასახადოში გაერკვე უფრო ზუსტად .

მე როგორც ვიცი არანაირი ინდ მეწარმედ და მითუმეტეს შპსდ დარეგისტრირების აუცილებლობა არ არის. თუმცა შენ თუ გინდა დარეგისტრირდი არავინ არ გიშლის. biggrin.gif

ეგრევე რეგისტრირდები ეგრეთწოდებული ბიზნეს-ოპერატორად თუ რაცხად , როგორც არის და არანაირად არ იბეგრები , თუ 35 000 ლ არ ასცდები წელიწადში . დეკლარაციას ავსებ წელიწადში ერთხელ , იმისათვის რომ მიუთითო რამდენი ლარის თაფლის რეალიზება მოახდინე ერთი წლის განმავლობაში .
მთავარი გამომრჩა თაფლი საკუთარი უნდა იყოს . თუ ყიდულობ და ყიდი ეს უკვე სხვა თემაა . , ანუ მეწარმეობაა. მაშინ უკვე აუცილებლობას წარმოადგენს ინდ მეწარმედ ან თუნდაც შპს-დ დარეგისტრირება და შესაბამისად დაბეგვრასაც ექვემდებარები ყველანაირს: მოგების , საშემოსავლოს , 200 000 -ის ზევით დღგ-ს.

გ ა ს ა გ ე ბ ი ა ? biggrin.gif

Posted by: vixn 19 Apr 2017, 10:12
მოვიდა აკაციის ყვავილობა, სავარყაუდოდ 1 კვირას არ გადააცილებს, შარშან 17 აყვავილდა, თუ არ ვცდები.
ასე ვაწვდიდი საკვებს, ქილის მოცულობა სურვილის მიხედვით.

Posted by: graf-senjerman 19 Apr 2017, 11:38
ესეც თოვლი ხარკოვში smile.gif))!!! ჩვენი ერთერთი ფორუმელის დადებული ფოტო...
ჩემთან ჯერჯერობით მარტო ყინვებია თოვლის გარეშე...

http://mwob.com.ua/showthread.php?t=3203&page=4
* * *
ერთერთ ყველაზე თბილ რეგიონში ზაპოროჟიაშიც კი თოვლია smile.gif))
საამურია ცხოვრება smile.gif))

Posted by: Tim74 19 Apr 2017, 12:49
2 დღეა ქუთაისის მიმდებარედ დაიწყო გაშლა უკვე აკაციამ, კერძოდ საფიჩხიის ქვემოთ ეკლარა-ბროლიქედამდე. საადრეო ჯიშები და სხვაც მტევნები მზადაა უკვე გასაშლელად. და საინტერესოა რომ ჩემს ეზოში მაქვს მიკრო ტყეს ვეძახი აკაციის და იმ ქუთაისიდან 15კმთია დაშორებული ერთ სიმაღლეზე თუ უფრო დაბლა არა კიდე და 1 კვირა კიდე უნდა მინიმუმ

Posted by: vixn 19 Apr 2017, 14:28
Tim74
სავარაუდოდ სადაც უფრო სამრეწველო რაიონია, გამონაბოლქვი და ადამიანის ხელი იგრძნობა, ადრე იწყებს ხშირად

Posted by: laveraki 20 Apr 2017, 11:28
რა ხდება იმერეთში გაიშალა აკაცია? იმერეთის მერე 5 დღეში იხსნება ჩემთან აკაცია.

Posted by: Tim74 20 Apr 2017, 13:17
QUOTE
რა ხდება იმერეთში გაიშალა აკაცია? იმერეთის მერე 5 დღეში იხსნება ჩემთან აკაცია.

ჯერ 2 პროცენტია გაშლილი შეიძლება ასე ითქვას, 1 კვირაში შევა ძალაში

Posted by: userman 21 Apr 2017, 16:09
ჩემთან აკაციის გაშლას სულ ცოტა 1 თვე სჭირდება smile.gif . ამიტომ იქ გადამყავს სადაც სავარაუდოთ 2 კვირაში გაიშლება.

Posted by: laveraki 21 Apr 2017, 16:45
vixn
კობა შევარჩიე გურიაში ისეთი ადგილი სადაც აკაცია მაისის ბოლომდე ალბათ არ გაიშლება. ზღვის დონიდან 1000 მეტრია . მეორე სბორზე რომ წავიყვანო. მაინტერესებს ტექნიკური საკითხები კერძოდ ახლა რასაც მოიტანენ იწურება თუ მის თაფლიანა უნდა წავიყვანო და მერე ერთად დავწურო? თაფლიანის წაყვანა კი იცი რა რისკებთანაცაა დაკავშირებული და იქნებ დეტალები ამიხსნა შენი პრაქტიკიდან.

Posted by: Tim74 21 Apr 2017, 19:15

laveraki
QUOTE
ობა შევარჩიე გურიაში ისეთი ადგილი სადაც აკაცია მაისის ბოლომდე ალბათ არ გაიშლება. ზღვის დონიდან 1000 მეტრია . მეორე სბორზე რომ წავიყვანო.

იცი რა შეკითხვა მაქვს? მეორე წრეზე რომ მანდ აიყვან დაბალი ზონის აკაციიდან, კონკრეტულად მაგ ოჯახებს წაბლზე არ ამუშავებ? რადგან მაისის ბოლოდან +-5დღეში 300-500მ.ზღ.დ. იწყება წაბლია ყვავილობა მიტო გეკითხები. მაგ სიმაღლეზე ალბათ წაბლიც იქნება მაგრამ ივნისის პირველი 2კვირა მასიურად ყვავის წაბლი დაბალ ზონებში სადაც ჩემი აზრით წაბლის უფრო ძვირიან ღალას დაკარგავ აკაციის სასარგებლოდ.

Posted by: vixn 21 Apr 2017, 20:10
laveraki
პირველ აკაციაზე მარაგს ივსებს, გაბედულად ხარჯავს, კარგად იკვებება, ამიტომ ვერც შეამჩნევ. აი მეორე აკაცია უნდა გამოწურო, ან ბევრი თავისუფალი აშენებული ფიჭა უნდა მიცე.
Tim74
არ ემთხვევა ერთმანეთს აკაცია და წაბლი.მაქსიმუმ 2-3 დღე .

Posted by: laveraki 21 Apr 2017, 20:52
Tim74
მიახლოებით განვსაზღვრე. რაც შეეხება წაბლს ის ჩემთან შარშან 1 ივნისს აყვავილდა ეს როდესაც აკაცია 15 აპრილს აყვავილდა . ანუ 1.5 თვეა შუალედი . წელს აკაცია აქ 1 მაისამდე არ აყვავილდება ანუ წაბლს მიახლოებით 15 ივნისიდან უნდა ველოდო. აქედან გამომდინარე ღირს მემგონი მეორე აკაციის აღება.

Posted by: vixn 22 Apr 2017, 09:10
laveraki
შენ მგონი სხვადასხვა დონის აკაციაზე და წაბლს გულისხმობ, ერთ სიმაღლეზე მაგხელა სხვაობა არ ექნება,

Posted by: laveraki 22 Apr 2017, 10:01
vixn
რა თქმა უნდა დაბლობში რომ წაბლია იმას არ ვათვლი . ზღვის დონიდან 500 მეტრზე ასე იყო შარშან

Posted by: vixn 22 Apr 2017, 18:58
laveraki
როდის აყვავილდა წაბლი დაბლობზე გურიაში?

Posted by: lmir9 22 Apr 2017, 19:20
ბიჭებო, ძველი თაფლი მაქვს, საკვებად უვარგისი და არაყი მინდა გამოვხადო.
როგორ უნდა დავადუღო? რა პროცედურებია ხომ არავინ იცით, დამაკვალიანეთ

Posted by: leoni_1973 22 Apr 2017, 19:37
lmir9 ქვემოთ დაგიდებ პოსტებს, რითაც ვიხილახდით თაფლის არყის გამოხდას, ჰანტერის რეკომენდაციებია, დევს ფუტკტის მე-2 თემაში ნოემბერ-დეკემბერში, თუ ზუსტად მახსოვს. ამ მეთოდით შარშან ზაფხულს თვითონ გამოვხადე არაყი, ყველაფერი კარგად გამოვიდა.

"მე დავწერ დეტალურად, როგორც მივხვდი და შენ შემისწორე, თუ ისე არ იქნება რამე.
გახსნილ ფიჭას, განთავისუფლებულს მავთულისგან და ჩარჩოსგან ვყრი თბილ(40გრადუსამდე) წყალში. 35 ჩარჩოში დაახლოებით 100კგ თაფლი იქნება, რუსულ ფორუმებზე ვნახე, რომ წყალი თაფლთან მიმართებაში 3,5 ან 4 ჯერ მეტი უნდა. ე.ი თბილი წყალი გვინდა 350-400 ლიტრი. ვაცდი 2-3 დღე, წყალი ფიჭიდან გამოიტანს მთელ თაფლს და სანთელი ზემოთ ამოტივტივდება. ვხსნი სანთელს, თუ დუღილი არ დაიწყო, ვამატებ მთლიანი მასის 10%-ს ტყემალს. ჩემს შემთხვევაში 50 კგ. მერე აუცილებლად დაიწყებს დუღილს. დადუღების შემდგომ ვხდით როგორც ჭაჭას. და ბოლოს, ვინაიდან ტყემალი ჩვენთან ივლისის შუიდან შემოდის, არაყიც მაგ დროს იქნება გამოსახდელი.

პატარა შენიშვნა, ფიჭა ჯობია არ მოაცილო ხსნარს , თაფლი კიდევ ბევრი იქნება გაუხსნელი შიგ, მხოლოდ საფუარი თუ გარდაქმნის სპირტად, თუ ჭეო საკმარისი იქნება, ტყემალი არ დაჭირდება.

asbalo-ს შენიშვნა გაითვალისწინე და დანარჩენი სწორია,
ფიჭით დადუღება და გამოხდა იმითაც ჯობია, რო მერე მაინც ხო გაქვს სანთელი გადასადნობი,
არაყის გამოხდის დამთავრების შემდეგ, საარაყე ქვაბიდან პირდაპირ გადმოწურავ ცხლად შესაბამის ჭურჭელში - შრომა/ხარჯი ნაკლებია.
თან დუღილის პროცესში სანთელი გარკვეულწილად იწმინდება - შავი ფიჭებიდანაც ყვითელი გამოდის,
სურნელიც უფრო მძაფრი სასიამოვნო აქვს -ერთხელაც სუფთა წყლით გადაადნობ და მზა პროდუქტია.

3-4 დღეში, თან თბილი წყლით დაყენებული, თან თბილ გარემოში, უნდა დაიწყოს დუღილი.
ერთი მომენტი კიდე -
შეიძლება დუღილი ისე დაამთავროს, რო სიტკბო მაინც დარჩეს,
ესე იგი საფუარი (ჭეო) არ ეყო,
მაგ შემთხვევაში მოგიწევს ტყემლის მიცემა.
მე მაგალითად,
რადგან თაფლი დიდი რაოდენობითაა, ეგრევე ტყემალს ვიხმარდი.
რავი, არა მგონია ტყემალი, ასე მცირე რაოდენობით,
ტავარნი ვიდს უფუჭებდეს თაფლის არაყს"

მე მგონი გამოგადგება.

Posted by: gig55 22 Apr 2017, 20:00
რა ხდება ქვემო იმერეთში აყვავილდა აკაცია

Posted by: lmir9 22 Apr 2017, 21:01
leoni_1973
გაიხარე შენ,
აუცილებლად ვცდი,
და გადღეგრძელებ მერე

Posted by: userman 23 Apr 2017, 11:21
lmir9

QUOTE
რავი, არა მგონია ტყემალი, ასე მცირე რაოდენობით,
ტავარნი ვიდს უფუჭებდეს თაფლის არაყს"


მე კი მგონია ცდები . smile.gif

არანაირი ტყემალი , ლეღვი და ჭაჭა არ შეიძლება თაფლს გააკარო , თუნდაც მცირე დოზებით .
ვიდს კი არ დაუკარგავს გემოს შეუცვლის და შესაბამისად თაფლის არაყი აღარ იქნება .

ჭეო კიბატონო რამდენიც გინდა , დოზას კი ზუსტად ვერ გეტყვით . სავარაუდოთ სუფთა თაფლში 100 ლიტრს+400 ლიტრი 40 გრასუსიანი წყალი +1.5 კგ ჭეო . თუ არადა იყიდება სპეციალური საფუარები.
გარებოს ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 20 გრადუსის. დრო დასადუღებლად დასჭირდება დაახლოებით 20-30 დღე . თუ საფუარი ბევრი მოგივა დადუღების დრო შემცირდება , ასევე შემცირდება არომატიც biggrin.gif .

Posted by: leoni_1973 23 Apr 2017, 15:57
userman მე კი მგონია, რომ რაღაც საფუარის თუ "დროჟის" გამოყენებას ისევ ტყემლით დაადუღო ის ჯობია. თავად ტყემლის არაყიც თვისებებით თაფლის არაყს არ ჩამოუვარდება. და კიდევ შარშან ივლისში ამ მეთოდით თავად გამოვხადე და არაყი გამოვიდა არ ნახული, მკვეთრად გამოხატული სანთლის და თაფლის არომატით. თან ტყემალი თავიდანვე ჩავაყოლე. დაიდუღა 2 კვირაში.




lmir9 ის გაითვალისწინე, რომ არაყი 40-45 გრადუსზე დააყენე. ამ დროს სანთლის და თაფლის არომატს უფრო მეტად ინარჩუნებს.

ორნახადი არაყი გამოხდისთანავე შეგიძლია მიირთვა. ერთნახადს კი ერთი წლის დაძველება სჭირდება აუცილებლად.


Posted by: Tim74 23 Apr 2017, 16:07
ასეთი საშინელი გრიგალს რომ გადაიტანს აკაცია დღეს რომ არის(30მწ გრიგალია აბა რა მისთვის) ვაბრალოდ კიდე მერე ჩვენ ფუტკარს ან ვიზახოდ ძლიერმა მაინც უნდა მოიტანოისო. ჯერ იღბლად გაშლილი არაა სრულად თორემ ასეთი სიძლიერის ერტხელაც რომ შეხვდეს როცა გაიშლება იმ დღიდან ჩათვალე ჩაიარა თაფლის ერთმა წელიწადმა კიდევ, და რამდენი გვაქვს ეს წლები ნეტა? რომ ის დამპალი 70 წელი არა უკუსვლა, რაგაც ცოტა უკეტ დონეძე ვიკნებოდით იმედია ახლა პოლონეტის დონემდე მაინც. მოკლედ ერთ მშვენიერ თუმცა ჩემთვის ბუნდოვან დღეს შეეძლება ალბათ ქართველ მეფუტკრესაც, მეღვინეს თუ მემწვანილეს დაზღვევის ინსტრუმენტის დაუნანებლად ყიდვა და მისი ეფექტურად გამოყენება იმედია.

Posted by: laveraki 23 Apr 2017, 18:47
Tim74
სად ცხოვრობ შენ მეგობარო? ოზურგეთში ხეები დათხარა სახურავები მოხადა ფანჯრები დალეწა მოკლედ რა ვთქვა აღარ ვიცი.

Posted by: Tim74 23 Apr 2017, 19:16
თერჯოლაში მე ძმა სიმონეთში კერძოდ. მთლად მასე არა მარა ბევრი აგარ უკლია აქეთ, სკის სახურავები მოვძებნე დღეს 4 თთავის ბალიშებიანად,შეშინებული მომჩერებოდნენ ფუტკრები სკიდან რაარის ეს ოხერტიალი როდის ჩადგება ხომ არ იცი ამევიხოცეთ ოჯახიანადო? biggrin.gif ისე ზაან სერიოზულად კია საქმე ამ მხრივ

Posted by: maxo1990 23 Apr 2017, 19:34
ქრისტე აღსდგა გილოცავთ ყველას აღდგომის დღესასწაულს. კითხვა მაქვს ფუტკარი უფრო სწორედ დედა ფუტკარი ევროპაში შეიძლება გავიყვანოთ? საფრანგეთში მთხოვენ და როგორ გავაგზავნო?

Posted by: Tim74 23 Apr 2017, 20:39
გაიხარე, მე ვგეგმავ ინგლისში 1 ეგზემპლარის გაგზავნას ოჯახის ახლობლის დახმარებით, ანუ პირდაპირ თვითმპრინავზე წასვლისას სექტემბრის ბოლს თუმცა ჯერ არ ვიცი ეს კანონთან როგორაა შესაბამისობაში ანუ ლეგალურია თუ არა.

Posted by: zzz77 23 Apr 2017, 21:40
სალამი ყველას გილოცავთ კვირაცხოვლობას. კითხვა მაქვს გამოცდილ მეფუტკრეებთან.ფუტკრის შხამის შეგროვება როგორც გავიგე საკმაოდ საფრთხილო საქმე ყოფილა.ვინმეს აქვს მაგ საქმეში გამოცდილება?? თუ იცით როგორი რესპირატორი უნდა გამოიყენებოდეს და კიდევ რა უსაფრთხოების ზომებია მისაღები??

Posted by: gig55 24 Apr 2017, 08:56
vixn
კობა ზემო იმერეთში აკაცია რა დროს გამოდის რამდემი შუალედური სხვაობა აქვს ქვემო იმერეთთან შედაღებით

Posted by: vixn 24 Apr 2017, 12:57
maxo1990
კანონით არა, ისე როგორც ტარაკანი ჩასვი ჯიბეში,თუ დაინახეს , შენ არაფერ შუაში ხარ, თითონ შეგიძვრა.
გიგა 2 კვირა მაინც.

Posted by: K_M_HUNTER 24 Apr 2017, 17:55
QUOTE (userman @ 23 Apr 2017, 11:21 )
lmir9

QUOTE
რავი, არა მგონია ტყემალი, ასე მცირე რაოდენობით,
ტავარნი ვიდს უფუჭებდეს თაფლის არაყს"


მე კი მგონია ცდები . smile.gif


საუბარია 100 ლიტრ მასაზე, 1 სათლი (8 ლიტრი) ტყემალი,
ისიც არ დაგვავიწყდეს
1 ლ თაფლის არაყი 20 გელა ღირს,
1 ლ ტყემლის არაყი,
უკურკოდ გამოხდილი რა თქმა უნდა,
50 იუესდე

Tim74
QUOTE
სკის სახურავები მოვძებნე დღეს 4 თთავის ბალიშებიანად,შეშინებული მომჩერებოდნენ ფუტკრები სკიდან რაარის ეს ოხერტიალი როდის ჩადგება ხომ არ იცი ამევიხოცეთ ოჯახიანადო?

biggrin.gif
არადა, რო ვერაფრით შველი?

Posted by: laveraki 24 Apr 2017, 19:11
K_M_HUNTER
1 ლიტრი ტყემლის არაყი რა თქმა უნდა უკურკოდ რამდენი მასიდან გამოდის?

Posted by: gig55 24 Apr 2017, 22:04
vixn
გასაგებია არც ისე დიდი სხვაობა ყოფილა

Posted by: userman 24 Apr 2017, 22:25
QUOTE
1 ლ ტყემლის არაყი,
უკურკოდ გამოხდილი რა თქმა უნდა,
50 იუესდე


ალუჩის რომ იყოს ? lol.gif ეღირება ალბათ 100 $ biggrin.gif
ალბათ იმიტომ , რომ ნამეტანი დეფიციტურია ტყემალი, ან კიდევ იმიტომ რომ თაფლი იმდენია,მდინარეებად მოედინება. lol.gif

ჩემთვის ნულია მაგის ფასი , მითუმეტეს თაფლთან რა მოსატანია ტყემალი ... lol.gif

Posted by: vixn 24 Apr 2017, 23:14
userman
ბესო, დაწერე როგორ აკეთებ თაფლის არაყს?

Posted by: K_M_HUNTER 24 Apr 2017, 23:27
QUOTE (laveraki @ 24 Apr 2017, 19:11 )
K_M_HUNTER
1 ლიტრი ტყემლის არაყი რა თქმა უნდა უკურკოდ რამდენი მასიდან გამოდის?

საშუალოდ 30 კილოდან,
თან არაყი უნდა იყოს 65 გრადუსზე მეტი.
userman
QUOTE
ალუჩის რომ იყოს ?lol.gif  ეღირება ალბათ 100 $  biggrin.gif

იმის გათვალისწინებით, რომ 1 კილო ალუჩა 110 ლარი ღირს,
ზოგიერთ ახლო სამეზობლო ქვეყანაში კი თურმე, 1050 ლარსაც კი აღწევს,
არაა გამორიცხული

Posted by: vixn 25 Apr 2017, 00:10
K_M_HUNTER
რაზეა საუბარი, გამოვტოვე რამე? რა ფასებია?

Posted by: laveraki 25 Apr 2017, 14:37
კობა ძირის სეტკებს ვაკეთებ და ზომა მინდა. სადღაც დაწერე და ვერ მივაგენი.

Posted by: K_M_HUNTER 25 Apr 2017, 19:55
QUOTE (vixn @ 25 Apr 2017, 00:10 )
K_M_HUNTER
რაზეა საუბარი, გამოვტოვე რამე? რა ფასებია?

გამოვტოვეთ,
ჰოლანდიური ალუჩის პარტია გუდვილში,
კილო 110 ლარად.
http://fortuna.ge/100-lariani-alucha-gudvilshi-mtlianad-gaiyida/
* * *
აყვავდა აკაცია,
შესაბამისი ტემპერატურა რო იყოს,
ნექტარსაც აიღებდა ფუტკარი,
მაგრამ რად გინდა,
სიცივეა ისეთი,
ცხვირს ვერ ყოფენ გარეთ

Posted by: vixn 25 Apr 2017, 20:04
კახა, მანამ კარგად ვიყოთ, სანამ არ ვიყიდო.
სერგო, თუ გაზაფხულზე დახურავ, მთელ ძირზე გააკეთე, უკეთესია.
ამ სკებს მთელ ძირზე ბადურა აქვს და სამ კორპუსს ავსებს ფუტკარი. ლევან გვიჩიანის საფუტკრეა.

Posted by: laveraki 25 Apr 2017, 21:34
vixn
როგორ ფიქრობ რითი უნდა დავხურო გაზაფხულზე?
შენ როგორ გაქ ალბათ ვერ ხურავ გაზაფხულზე რაოდენობის გამო. სეტკა როგორი ჯობია?

Posted by: vixn 26 Apr 2017, 23:26
laveraki
სურათზე რომ სკებია, დეკემბერს შემდეგ არავინ მიკარებია, ბადურა ღია იყო, მაგრამ კარგად განვითარდა. ტექნიკურად ბევრნაირად შეიძლება დახურვა, მეც არ ვაფარებ რამეს, და სუსტებში ასკოსფეროზი შევნიშნე, მოუწევს დედოფლის გამოცვლა, სხვა არაფერი უნდა .ბადურა უჟანგავი ან მსგავსი, ფარაფინში გავლენის დროს, იფარება ცვილით. 3 მმ უჯრა.

Posted by: laveraki 27 Apr 2017, 21:08
vixn
ალბათ თბილი სკებია ეგენი. რისგანაა გაკეტებული?
იწყება აკაცია აქეთაც.

Posted by: vixn 27 Apr 2017, 21:30
როგორც მახსოვს პენოპოლისტიროლი ან მსგავსი რამის, თითონ ააწყო ლევან გვიჩიანმა, სითბოს მაგრად ინახავს, სუსტი ოჯახისთვის მისწრებაა.

Posted by: vixn 30 Apr 2017, 00:03
აკაცია ძალაში შევიდა, თუმცა მაინდამაინც არ ეტყობა ფრენაზე, იმედია აწი იზამს რამეს კიდევ.
არის ვინმე კმაყოფილი აკაციის?

Posted by: kelasuri 30 Apr 2017, 08:48
2 დღეა რაც ქარი ჩადგა სენაკში. გუშინ საღამოს ისეთი სურნელი იდგა ფუტკარი მაგრად დაფრინავდა. სასწორი არ მაქვს ამიტომ რეალურად რა მატებაა ვერ გეტყვი. ბაღდათი, ვანი, ჩოხატაური, სენაკი - გადაურჩა ქარს აკაციის ყვავილი

Posted by: laveraki 30 Apr 2017, 12:27
ოზურგეთში ახლა დაიწყო. ვნახოთ ასეთი ამინდები თუ გაგრძელდა თაფლი იქნება.

Posted by: gig55 30 Apr 2017, 20:55
vixn
ზემო იმერეთს გულისხმობ თუ სად?

Posted by: leoni_1973 30 Apr 2017, 21:04
ე.ი. დასავლეთში ყველაფერი რიგზეა. აღმოსავლეთში აღარც იკითხოთ, კერძოდ შიდა ქართლში, 4 დღის წინ -6 გრადუსი ყინვა იყო, ყველაფერი ყვავილში იყო და ყველაფერი გაყინა. აღარაფერი აღარ ყვავის ეხლა და ფუტკარიც მშიერია. ერთი სიტყვით, საცოდაობაა პირდაპირ, ფუტკარს ვინ ჩივის, ხალხი მოსავლის გარეშე დარჩა.

Posted by: graf-senjerman 30 Apr 2017, 22:02
QUOTE (leoni_1973 @ 30 Apr 2017, 21:04 )
ე.ი. დასავლეთში ყველაფერი რიგზეა. აღმოსავლეთში აღარც იკითხოთ, კერძოდ შიდა ქართლში, 4 დღის წინ -6 გრადუსი ყინვა იყო, ყველაფერი ყვავილში იყო და ყველაფერი გაყინა. აღარაფერი აღარ ყვავის ეხლა და ფუტკარიც მშიერია. ერთი სიტყვით, საცოდაობაა პირდაპირ, ფუტკარს ვინ ჩივის, ხალხი მოსავლის გარეშე დარჩა.

წაკითხული მაქვს, რომ არის ისეთი შემთხვევები (არ ვიცი რა ჰქვია ამ მოვლენას), როცა ხილი მეორედ იწყებს ყვავილობას გაზაფხულზე. ანუ წელიწადში 2-ჯერ
ცუდი სიახლეა... cry.gif

Posted by: vixn 1 May 2017, 00:43
gig55
ქვემო იმერეთში.
leoni_1973
ვერაა კაი საქმე, არადა რა გაზაფხული იყო?
graf-senjerman
მოსავლისთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს, სახეობის გადარჩენას ემსახურება.

Posted by: Tenjoza 4 May 2017, 20:57
leoni_1973

აბაა, მაგ დღემდე ჩემი საფუტკრე ისეთ დღეში იყო ქარხანასავით გუგუნებდნენ, მაგ საშინელი ღამის მერე ფუტკარი სკიდან წყლის შესატანად თუ გამოვა.
აბსოლუტურად არაფერი აღარ დარჩა, წლევანდელმა სეზონმა ქართლში "ჩაიჯვა" არადა რა იმედები მქონდა sad.gif

Posted by: userman 5 May 2017, 23:15
leoni_1973
Tenjoza

ანუ იმის თქმა გინდათ , რომ წელს გორის რაიონში ვაშლის მოსავალი აღარ იქნება ? facepalm.gif

Posted by: Tenjoza 6 May 2017, 10:57
userman

ვაშლს ჯერ არ ქონდა ყვავილი კარგად გამოტანილი, სავარაუდოდ ვაშლი გადარჩა. მაგრამ დანარჩენები ატამი, ტყემალი, ალუჩა, გარგარი, კაკალი რამე რუმე ყველაფერი განადგურებულია. კაკალს კვირტები კი არა ფოტოლიც კი არ გადაურჩა ისე გაიყინა.

Posted by: graf-senjerman 6 May 2017, 22:22
ჩემთან გუგუნებს ფუტკარი, ყვავილობს ვაშლი მსხალი და ა.შ. მალე აკაცია გაიშლება. დიდი იმედებია მაისის თაფლზე

Posted by: laveraki 6 May 2017, 23:02
რა ხდება იმერეთში აკაცია რას შვება? ამინდები კაი შეხვდა.

Posted by: vixn 7 May 2017, 03:03
ქვემო აკაცია მორჩა, დაიწყო ამორფა, ზემოთ აკაცია 7 დღეში აყვავდება,

Posted by: laveraki 7 May 2017, 05:28
ხშირად წამიკითხავს ამორფას შესახებ მაგრამ არ ვიცი რა მცენარეა . კარგად გამოყოფს ნექტარს? იქნებ სურათი დაგედოთ

Posted by: vixn 7 May 2017, 15:00
მაგარია სერგო, გურია სავსეა, კიდევ ჩოჩობას ეძახიან, პარასკევს ვიქნები მანდ და გადავუღებ სურათს.

Posted by: gig55 7 May 2017, 15:32
graf-senjerman
სად გყავს ფუტკარი ესე გვიან რომაა ვაშლი და მსხლის ყვავილობა?

Posted by: graf-senjerman 7 May 2017, 16:03
gig55
უკრაინა, ჩრდილოეთ ნაწილში

Posted by: Tim74 7 May 2017, 17:22

# თაფლოვანების დასახელება ყვავილობის დრო ყვავილობის ხანგრძლივობა თაფლპროდუქტიულობა
მინიმუმი მაქსიმუმი
1 2 3 4 5 6
1 მიმოზა თებერვალი 15 – –
2 თხილი თებერვალი მარტი 18 – –
3 შინდი მარტი 20 10 12
4 ნუში მარტი 13 10 15
5 ბზა მარტი 12 10 12
6 ალუჩა მარტი 13 10 20
7 ტყემალი მარტი 12 3 18
8 ტირიფი აპრილი 15 100 `120
9 ჭერამი აპრილი 15 20 30
10 ატამი აპრილი 15 3 12
11 მთის ბოკვი აპრილი 18 80 120
12 ბოლოკა
(სარეველა)

აპრილი 18 10 25
13 ალუბალი აპრილი 15 15 30
14 ბალი აპრილი 15 10 30
15 კვრინჩხი აპრილი 16 20 30
16 ვაშლი აპრილი 14 25 32
17 ქლიავი აპრილი 15 10 15
18 კომში აპრილი 15 8 12
19 ნეკერჩხალი აპრილი-მაისი 20 60 150
20 ფაცელია აპრილი-მაისი 30-35 250 420
21 რაფსი აპრილი-მაისი 20-30 60 180
22 მსხალი მაისი 16 8 20
23 ქარაძენძი მაისი 25 28 65
24 ტყის ცოცხი მაისი 20 110 350
25 ცხრატყავა მაისი 20 45 70
26 ფუჭფუჭა მაისი 15 50 80
27 თეთრი აკაცია მაისი 14-16 320 550
28 ამორფა მაისი 20-25 220 320
29 ზღმარტლი მაისი 15 25 30
30 ასკილი მაისი 16 9 15
31 კუნელი მაისი 20 35 50
32 კოწახური მაისი 15-18 90 320
33 ევკალიპტი მაისი 25 150 250
34 მანდარინი მაისი 15 30 60
35 ლიმონი მაისი 20 22 28
36 რძიანა მაისი 20 20 28
37 ძახველი მაისი 20 30 60
38 ტუნგი მაისი 18 35 70
39 დაფნა მაისი 22 100 120
40 ქინძი მაისი 25 90 120
41 ნარშავა მაისი 30 120 150
42 მარწყვი მაისი 25 8 10
43 ხურმა მაისი 20 30 80
44 ჭინჭრის დედა მაისი 30 70 100
45 ფშატი მაისი 15 60 80
46 მოცვი მაისი 16 120 135
47 წყავი მაისი 15 80 120
48 ჭყორი (ბაძგი) მაისი 16 80 140
49 ჭნავი (ცირცელი) მაისი 20 70 180
50 დეკა მაისი 24 90 180
51 ჯონჯოლი მაისი 14 25 45
52 თეთრეკალა მაისი 6 თვე 350 650
53 ლაშქარა მაისი-ივნისი 25 136 315
54 შქერი მაისი-ივნისი 25 125 130
55 გლედიჩია მაისი-ივნისი 16 70 80
56 სუკულენტები მაისი-ივნისი 35 50 100
57 ჟოლო ივნისი 20 30 80
58 წითელი სამყურა ივნისი 30 15 50
59 იონჯა ივნისი 25 20 45
60 ძიძო თეთრი ივნისი 30 90 280
61 ძიძო ყვითელი ივნისი 50 95 200
62 ლურჯი ძირწითელა ივნისი 30 130 390
63 სამყურა თეთრი ივნისი 30 70 140
64 ღიღილო ივნისი 25 47 80
65 სალბი ივნისი 20 115 260
66 შავწამალა (შავგიორგა) ივნისი 20 110 300
67 შუნდანწლა ივნისი 18 120 145
68 კატაბარდა ივნისი 30 30 45
69 წაბლი ივნისი 20 200 250
70 შავბალახა ივნისი 25 120 370
71 კვიდო ივნისი 25 25 85
72 ესპარცეტი ივნისი 30 30 175
73 ცაცხვი ივნისი 15-20 150 350
74 ანწლი ივნისი 25 32 40
75 მაყვალი ივნისი 20-25 30 70
76 კიტრი ივნისი 15 10 12
77 კუტი ბალახი ივნისი 15-20 30 35
78 წიწიბურა ივნისი 14-16 60 150
79 მდოგვი ივნისი 20-25 60 75
80 ვარდკაჭაჭა ივნისი 20 10 50
81 თავშავა ივნისი-ივლისი 35-30 60 120
82 ცოცხმაგარა ივნისი-ივლისი 30 110 205
83 ფოლორცის ბალახი ივნისი-ივლისი 20 18 40
84 ანისული ივნისი-ივლისი 25 50 70
85 დედა ფუტკარა ივნისი-აგვისტო 20 70 130
86 კატაპიტნა ივლისი 15 70 140
87 უნაბი ივლისი 16 150 200
88 გოგრა ივლისი 15-20 8 12
89 მზესუმზირა ივლისი 16-20 25 70
90 ქონდარი ივლისი 25 40 100
91 ბეგქონდარა ივლისი 20 45 140
92 ბარამბო (მელისა) ივლისი 20-25 110 150
93 იალღუნა ივლისი-აგვისტო 20 18 30
94 ნარი ივლისი-აგვისტო 25-30 72 135
95 ოროვანდი ივლისი-აგვისტო 25-40 150 260
96 ოქროწკეპლა სექტემბერი-ოქტომბერი 40 130 300
97 სილფია ივლისი-აგვისტო 45 170 250
98 თამბაქო აგვისტო 25 30 140
99 შოროქნის ცოცხი აგვისტო-სექტემბერი 25-30 20 25
100 სურო (ფათალო) სექტემბერი-ოქტომბერი 30 80 200
101 ჩაი ნოემბერი 30 30 70
102 მუშმულა დეკემბერი 20 40 50
103 ევოდეა აგვისტო 25 200 380
104 მასტაკანთო სექტემბერი 20-25 80 150
105 ძეძვი ივნისი-ივლისი 15-18 80 320
106 დოიცია მაისი-ივნისი 20 110 170
107 იაპონური სოფორა ივლისი 20 180 320
108 პავლოვნია (ხებუერა) მაისი 25-30 230 420
109 კაპარი მაისი 15-20 30 80
110 კურდღლის ფრჩხილა ივნისი
ივლისი

30 27 50
* * *
ლინკი ესაა უფრო გარჩევადა იქ ცხრილი https://khasaia.wordpress.com/

Posted by: vixn 7 May 2017, 18:23
Tim74
კარგი რამეა, ცოტა ვერ გავერკვიე ოღონდ.

Posted by: Tim74 7 May 2017, 19:22
vixn
შეხვალ იმ საიტზე და პირველივე სტატია მეფუტკრეობის გან-დან გაშლილია საქარტველოში მოყვავილე მცენარეთა ყვავილობის ვადები და მათი თაფლპროდუკტიულობა. საინტერესო საიტია მთლიანობაში

* * *
QUOTE
ქვემო აკაცია მორჩა, დაიწყო ამორფა, ზემოთ აკაცია 7 დღეში აყვავდება,

ამორფა ძალიან ბლომადაა ჩემიდან 4 კმში +იწყებს გლედიჩია ახლა, კარგი თაფლოვანია ჩემი აზრით ტან ეგეც ბლომადაა გავრცელებული

Posted by: laveraki 8 May 2017, 11:24
vixn
კობა გადაიყვანე ფუტკარი ზემო იმერეთში? ტყიბულში თუ იცის აკაცია საინტერესოა გადავიყვანდი . წაბლზე მაინც ვაპირებ გადაყვანას და დავაჩქარებდი

Posted by: K_M_HUNTER 8 May 2017, 18:37
მეგობრებო, თხილის წამვლასთან დაკავშირებით რა ხდება, რამდენად საზიანოა ფუტკრისთვის?
ვის რა ინფორმაცია გაქვთ?

Posted by: laveraki 9 May 2017, 11:20
მე როგორც ვიცი იწამლება გურიაში სამეგრელოში და სამტრედიის რაიონში სადაც დაფიქსირდა აზიური ფაროსანა. გურიაში ჩამოტანილია უკვე საწამლავი და როგორც თქვეს 20 მაისიდან დაიწყებენ. საწამლავი უკვე ადგილზეა.

Posted by: K_M_HUNTER 9 May 2017, 14:23
laveraki
და ფუტკარისთვის ან თაფლისთვის ამ გაგანია ღალაში, რამდენად საზიანოა?
თუ არის გათვალისწინებული ეგ მომენტი, საინტერესოა

Posted by: laveraki 9 May 2017, 17:13
K_M_HUNTER
ჩვენთან სოფლის გამგებლებმა გადასცეს სია მიახლოებითი სკების რაოდენობისა სოფელში და როგორც გავიგე აპირებენ ფუტკრის გადაყვანას ისეთ ადგილზე სადაც არ იწამლება. ანუ თვითონაც იციან რომ ფუტკარს აზიანებს.
ახლა ამორფას ღალაა შენთან? სადამდე გრძელდება?

Posted by: K_M_HUNTER 9 May 2017, 18:06
ამორფა უფრო ივნისისკენ უნდა აყვავდეს,
ახლა სამყურა გუგუნებს,
ანუ, მთავრობას გადაყავს?
თუ თითონ მეფუტკრეებს?

Posted by: laveraki 9 May 2017, 18:51
K_M_HUNTER
მთავრობას გადაყავს მათ მოითხოვეს სიები.
სამყურა ჩემკენაც ბლომადაა. ალბათ უფრო დამხმარეა აკაციის ხომ?

Posted by: K_M_HUNTER 9 May 2017, 22:51
laveraki
ჩემი აზრით, დამხმარეზე მეტიცაა,
ბაღის და მინდვრის თაფლოვანებთან შედარებით, ყველაზე მეტ ნექტარს იძლევა.

Posted by: vixn 11 May 2017, 14:09
დაიწყო ამორფას ყვავილობა, პარალელურად აკაცია ზემო იმერეთში, ჩემი ფუტკარი სუსტია წელს, ამანათებმა დაასუსტა, ყველას ფუტკრის ყიდვა უნდა, გაისად დიდი მოთხოვნა იქნება დედოფლის.

Posted by: K_M_HUNTER 11 May 2017, 14:40
კობა, შენ როგორ აგვარებ, წამვლასთან დაკავშირებით, ფუტკრის გადაყვანის საკითხს?
ჯიხაიშშიც შეწამლავენ ალბათ

Posted by: vixn 11 May 2017, 22:13
მარტო დადანი მიდგას მანდ საამანათე, რუტი გადავიყვანე მთლიანად.
იმდენი ფუტკარი დგას ჯიხაიშში, მინიმუმ 700 ოჯახი, დაველაპარეკები , ვნახოთ რას იტყვიან.
კახა, აკაციის კმაყოფილი ხარ?

Posted by: K_M_HUNTER 12 May 2017, 09:40
ზოგადად სეზონის უკმაყოფილო ვარ,
გაზაფხული, ფაქტიურად არ ყოფილა,
მაგრამ მთლად უთაფლოდაც არ ვრჩებით

Posted by: userman 12 May 2017, 22:00
ჩემთან აკაცია გაყვავილდა სადღაც 30 %-ით , მაგრამ რად გინდა წვიმები და სიცივეებია 15 გრადუსზე ზევით არ ადის ტემპერატურა ...

Posted by: g.tsitsava@gmail.com 14 May 2017, 00:57
მეფუტკრეებო თქვენი დახმარება მჭირდება, სად შემიძლია პარაფინის ყიდვა და თან იაფად? ერთგან 8 ლარად მითხრეს კილოგრამი მაგრამ გავიგე უფრო იაფადაც არისო. ასევთქვათ ყუთების "მოსახარშად" მინდა. მითხარით რა თუ ვინმემ იცით

Posted by: vixn 14 May 2017, 18:02
g.tsitsava@gmail.com
თბილისში, დიდუბეში, სამთო ქიმიის უკან, ფასი 4.3 ლარი.

Posted by: g.tsitsava@gmail.com 14 May 2017, 21:15
გაიხარე ძაან დიდი მადლობა vixn.

Posted by: laveraki 16 May 2017, 11:19
არ ჩერდება წვიმები რაცხა აქ შემოტანილი გადაუბეჭდავია და ქეიფობენ ახლა ფუტკრები. ზოგი ალბათ ნაყარზეც დაფიქრდება.

Posted by: vixn 16 May 2017, 14:24
laveraki
ნაყარი დაქრის ყველგან, ყურადღება ჭირია ნამდვილად. მეზობლები ხეებზე დაცოცავენ კატებივით.

Posted by: laveraki 16 May 2017, 16:02
კობა ასეთ ამინდშიც გამოდის ნაყარი? თუ თქვენთან ამინდია? რა ქენი ჯიხაიში აიღე აკაცია?

Posted by: Tim74 16 May 2017, 19:01
QUOTE
ნაყარი დაქრის ყველგან, ყურადღება ჭირია ნამდვილად. მეზობლები ხეებზე დაცოცავენ კატებივით.

gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif
ისე რა უნდა იყოს მიზეზი?როგორც წესი მიზეზია სივრცე, სიცხე, საკვები, უჰაერობა და ა შ. და ეს მიზეზები ჩემთან და ზოგადად იმერეთში წესით არ არსებობს, რადგან შესანიშნავი ამინდები ქონდა ჩვენსკენ ყოველშემთხვევაში(ვიცი რომ უჭირს გურიას, ქართლს არც userman-ია ნაღდი მეფუტკრე კაცი კმაყოფილი კახეთისკენ). ჩვენთან ქვემო იმერეთში არ გვაქვს ნამდვილად წუწუნის მიზეზი, და ზემო იმერეთში კი vixnიც უკმაყოფილოა. მოკლედ დაბალ ზონას გაგვიმართლა ეტყობა მხოლოდ.
კობა და რატო უნდა შეგვეშინდეს ნაყრიანობის? მე მაგას შენ ნამდვილად ვერ გასწავლი და მიტო გეკიტხები. ზოგადად ჩემი 15წელზე მეტი პრაკტიკის განმავლობაში ეგ პრობლემა არც მახსოვს როდის მქონდა, ჩემ მცირე20-25 სკიან საფუტკრეში ნამდვილად ვმართავ პროცესებს და ეს წლებია(განულებული მაქვს ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები) პლუს წელს პირველი ღალით კმაყოპილი ვარ და რაიმე ახალი საშიშროების უნდა მეშინოდეს ვითომ?
* * *
მოკლედ პირველი 2-3 დღე ქონდა ჩემსკენ ძლიერი ქარი მაგრამ 20 პროცენტი იყო მარტო გაშლილი და გადაურჩა აკაცია და კარგადაც იმუშავა, 21-25 რიცხვამდე ვაპირებ გამოხდას. გადაბეჭდა დაწყილი აქვს, წვიმები მართლაც გაგრძელდება ეტყობა მაგრამ გადაბეჭდავენ მაინც დაასრულებენ მანამ

Posted by: Seeker 16 May 2017, 20:35
Tim74
QUOTE
პირველი 2-3 დღე ქონდა ჩემსკენ ძლიერი ქარი მაგრამ 20 პროცენტი იყო მარტო გაშლილი და გადაურჩა აკაცია და კარგადაც იმუშავა, 21-25 რიცხვამდე ვაპირებ გამოხდას. გადაბეჭდა დაწყილი აქვს, წვიმები მართლაც გაგრძელდება ეტყობა მაგრამ გადაბეჭდავენ მაინც დაასრულებენ მანამ


საკუჭნაოები გადაბეჭდა?

Posted by: vixn 16 May 2017, 20:48
laveraki
მარაგი შეივსეს კარგად, დედოფლები გამომყავს იქ. პატარა მზეც ეყოფა ნაყარს, მთავარია არ იწვიმოს.

Tim74
მე არ მითქვამს ნაყრის პრობლემა მაქვსო. დავწერე მეზობლებზე. სეზონი მშვენიერია, 2 თვიანი ღალა იწყება 5 დღეში და 10 დღე აქ იქნება ამინდი?

Posted by: Tim74 16 May 2017, 20:51
QUOTE
საკუჭნაოები გადაბეჭდა?

არა ჯერ, დაწყილი აქვს გადაბეჭვდა და ვფიქრობ დაასრულებს 1 კვირაში, თავისუფლად. "თაფლი დამწიფებულად ითვლება როცა ფიჭის ერთი მესამედია(ზედა ნაწილი) გადაბეჭდილი"- წყარო მეფუტკრეობის ცნობარი(ავტორი და წელი შემიძლია დავაზუსტო) ხომ ასეა? დაამთავრებს და არ მგონია ამაში აწინდელმა ცუდმა ამინდმა ცვლილებები შეიტანოს მნიშვნელოვანი
* * *
QUOTE
მე არ მითქვამს ნაყრის პრობლემა მაქვსო.

არა კობა მე ვწერდი რომ შენ უკმაყოფილო იყავი პირველი ღალით, თორემ ნაყრიანობა-ფუტკრის მართვაზე მე ნამდვილად ვერაფერს გასწავლი ფაქტია

Posted by: Seeker 16 May 2017, 21:56
Tim74
QUOTE
არა ჯერ, დაწყილი აქვს გადაბეჭვდა და ვფიქრობ დაასრულებს 1 კვირაში, თავისუფლად. "თაფლი დამწიფებულად ითვლება როცა ფიჭის ერთი მესამედია(ზედა ნაწილი) გადაბეჭდილი"- წყარო მეფუტკრეობის ცნობარი(ავტორი და წელი შემიძლია დავაზუსტო) ხომ ასეა? დაამთავრებს და არ მგონია ამაში აწინდელმა ცუდმა ამინდმა ცვლილებები შეიტანოს მნიშვნელოვანი


კარგად უმუშავიათ
ჩემთან წვიმები იყო არ გაუსჰვა ფუტკარი საკმარისად რომ ამოსაგები ყოფილიყო თუმცა რაც მოასწრეს მაინც კარგად იმუშავეს

Posted by: laveraki 17 May 2017, 00:36
კობა 2 თვიანი რა ღალა იწყება შენთან?

Posted by: leoni_1973 17 May 2017, 09:51
მორჩა, გადავწყვიტე, მოვდივარ იმერეთში ჩემი საფუტკრიანად!
* * *
ჩემთან, ისე ცივა და ქარი ქრის, რომ ფუტკარი გარეთ ვერ გამოდის, წვიმაა გამოცხადებული ყკვე სამი დღეა და არც წვიმს, იქნებ ბალახს მოხდომოდა. ფუტკარს კი სიროფს ვაძლევ შიმშილით, რომ არ დაიხოცოს.

Posted by: Tim74 17 May 2017, 10:21
laveraki
QUOTE
კობა 2 თვიანი რა ღალა იწყება შენთან?

იგულისხმება წაბლი+ცაცხვი ალბათ. სადღაც ასეა, მეც მაღალ ზონაში გადავიყვან 25მაისს სადაც აკაცია ჯერ კიდე ყვავის კარგად , 5-6ივნისიდან იწყებს წაბლი და თვის ბოლოდან მიყვება ცაცხვი რომელიც შუა ივლისამდე გრძელდება. ამინდებიც შედარებით სტაბილური ხვდება წაბლს ვინემ პირველ ღალას, მაგრამ ფაქტია რომ მაინც რაოდენობა პირველი ღალის 50 პროცენტს აღწევს ძირითადად.
leoni_1973
QUOTE
მორჩა, გადავწყვიტე, მოვდივარ იმერეთში ჩემი საფუტკრიანად!

მობრძანდი ძმა ოღონდ ფუტკრით მხოლოდ გაისად smile.gif

Posted by: leoni_1973 17 May 2017, 10:31
Tim74 გაიხარე, მადლობა. გადმოსახლებას არც ვაპირებ
ისე წელსაც კინაღამ წამოვიყვანე თქვენი პოსტების შემხედვარე, მაგრამ ბოლოს მაინც შევიკავე თავი.

Posted by: laveraki 17 May 2017, 13:29
დღეს ვიყავი საფუტკრეში და მინდა გამოცდილებმა რამე მირჩიოთ ზოგიერთ დეტალებთან დაკავშირებით.
ნაყრის პრობლემა არ მაქ საერთოდ შარშანდელი დედები არ ფიქრობენ ნაყარზე. რაც შეეხება ფუტკრის განვითარებას არ მომეწონა მეორე კორპუსს ვერ ავცდი ვერანაირად. ვინც არ იცის მე რუტის კორპუსები მაქ 10 რამკიანი და შესაბამისად დადანზე რომ გადმოანგარიშო სადღაც 15-16 დადანის რამკა გამოდის რაც მე მგონი ცოტაა დასავლეთ საქართველოს დაბლობისთვის. თქვენთან რამდენ რამკაზეა ფუტკარი ვინც დასავლეთში ცხოვრობთ რომ შევადარო?
ახლა მეორე საკითხი არ ვიხმარე განემანის ბადე აკაციაზე იმ მოტივით რომ წაბლის ღალისთვის ფუტკარი არ დასუსტებულიყო. რამაც ის შედეგი გამოიღო რომ 20 რამკიდან 16ზე კვერცხი და ჭეოა სუფთა თაფლი 3 რამკაზე თუ იქნება. მეორე სართულზე თაფლი კი არის 10 კილოზე მეტი მაგრამ შუაგულში თითქმის ყველა რამკას კვერცხი აქ თან ბლომად. რას მირჩევთ გამოცდილებო განემანი უნდა დამედო თუ სხვა რამის ბრალია? მაგ. ოჯახის სისუსტე ან ცუდი ღალა?
თუ არ შეგეზარებათ გამიზიარეთ გამოცდილება.

Posted by: Tim74 17 May 2017, 13:30
ოდნავ გადაიღო ძლივს დღეს და ხვალ კარგი ამინდებია შედარებით. ეხლა ვნახე და საკმარისადაა გადაბეჭდილი, 2-3 დღეში თავისუფლად შეიძლება ფიჭების ამოყრა. უუუუჰ მაგარია ფინიში ყველაფერში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: vixn 18 May 2017, 01:55
laveraki
შენვე გაეცი პასუხი კითხვებს. მაგ ბარტყი რომ გამოვა, რა მოცულობას დაიკავებს და რა ღალა გაუძლებს ?

Posted by: bes_ka888 18 May 2017, 22:38
სალამი მეფუტკრეებო 2 დღეა რაც ჩამთავრდა ჩემკე აკაცია მაგრამ კუნელაა ქაჩავს ცოტას კუნელა რომ დაიყვავილებს 2 კვირაში მიმყავს ხოლმე სამთაბაროდ თქვენსკენ რახდება? აკაცციის კმაყოფილნი ხართ?

Posted by: Rachvelo90 19 May 2017, 00:49
QUOTE (Tim74 @ 17 May 2017, 13:30 )
ოდნავ გადაიღო ძლივს დღეს და ხვალ კარგი ამინდებია შედარებით. ეხლა ვნახე და საკმარისადაა გადაბეჭდილი, 2-3 დღეში თავისუფლად შეიძლება ფიჭების ამოყრა. უუუუჰ მაგარია ფინიში ყველაფერში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სად გყავს ფუტკარი, რომელ რაიონში? ასე კარგად რომ შეიტანეს ამ გაუბედურებულ წელს

Posted by: Tim74 19 May 2017, 08:20
გუშინ ამოვყარე ფიჭები დღეს დავიწყე ამ დილიდან გამოხდა, თაფლი გამოდის ოდნავ სქელი სასიამოვნო არომატის აკაცია+ყვავილები. ვნახოთ შედეგს დავწერ საშუალოდ რა გამოდის.

bes_ka888
QUOTE
სალამი მეფუტკრეებო 2 დღეა რაც ჩამთავრდა ჩემკე აკაცია მაგრამ კუნელაა ქაჩავს ცოტას კუნელა რომ დაიყვავილებს 2 კვირაში მიმყავს ხოლმე სამთაბაროდ თქვენსკენ რახდება? აკაცციის კმაყოფილნი ხართ?

ვფიქრობ ძალიან კარგად იმუშავა ჩემივე საფუტკრედან გადაუადგილებლად(2ჯერ დავგეგმე წაყვანა, ორივეჯერ ჩაიშალა). შედეგს დავწერ.
Rachvelo90
QUOTE
სად გყავს ფუტკარი, რომელ რაიონში? ასე კარგად რომ შეიტანეს ამ გაუბედურებულ წელს

თერჯოლა ძმა. ცუდია რომ ყველგან არ იყო მაგრამ იმედია წინა 2თვე მაინც წაადგება ასეთ უამინდო რაიონებს


* * *

laveraki
QUOTE
ახლა მეორე საკითხი არ ვიხმარე განემანის ბადე აკაციაზე იმ მოტივით რომ წაბლის ღალისთვის ფუტკარი არ დასუსტებულიყო. რამაც ის შედეგი გამოიღო რომ 20 რამკიდან 16ზე კვერცხი და ჭეოა სუფთა თაფლი 3 რამკაზე თუ იქნება. მეორე სართულზე თაფლი კი არის 10 კილოზე მეტი მაგრამ შუაგულში თითქმის ყველა რამკას კვერცხი აქ თან ბლომად. რას მირჩევთ გამოცდილებო განემანი უნდა დამედო თუ სხვა რამის ბრალია? მაგ. ოჯახის სისუსტე ან ცუდი ღალა?
თუ არ შეგეზარებათ გამიზიარეთ გამოცდილება.

მეც შემხვდა ეგ პრობლემა რამდენიმე ო0ჯახში. ფიჭების ამოყრისას ვნახე-გაიგიჟეს თავი დედებმა, არც მე მიხმარია განემანი რასაც გაისად აუცილებლად ვიხმარ. მაგრამ ამ ოჯახებიდან შესაბამისი ბარტყიანი ჩარჩოები ზედა კორპუსებიდან, სხვა შედარებით სუსტი ოჯახების გასაძლიერებლად გამოვიყენე წაბლზე რომ არ ჩამორჩნენ ერთმანეთს

Posted by: bes_ka888 19 May 2017, 10:50
Tim74
ყოჩაღ ბარაქა მოგცეს ღმერთმა. მე კიდე არ მახსოვს აკაციაზე ოდესმე ემუშავა ჩემ ფუტკარს დღესაც წვიმააა და მეშინია ნაყრის ინსტიქტი არ აიღოს.

Posted by: vixn 19 May 2017, 16:07
bes_ka888
აიღებს უეჭველად , თუ ძლიერი ოჯახია,ბუდე ეცოტავა, ან რამე მოეხუშტურა, რას გაიგებ. დაათვალიერეყოველ 9 დღეში.

Posted by: gia1970 20 May 2017, 00:45
თქვენი აზრი მაინტერესებს პატივცემულო მეფუტკრეებო,გაითვალისწინეთ რომ მეფუტკრეობასთან იმით ვარ დაკავშირებული მხოლოდ რომ ხანდახან თაფლით ვიტკბარუნებ პირსsmile.gif
ვთვათ ტყე მაქვს წაბლის ან თუნდაც აკაციის
რომელიმე მეფუტკრე ფულს გადაიხდის სეზონზე რომ სკები ჩავადგმევინო/?
თუ პირიქით უნდა გადავუხადო?
კიდევ ქინძის თაფლზე თუ გსმენიათ?
მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: laveraki 20 May 2017, 08:33
gia1970
აკაციაზე არავინ არაფერს არ გადაიხდის იმდენია და წაბლის ტყე თუ არის 2 კმს რადიუსში შენთან და სხვისი ფუტკარით არ იქნება გადატვირთული გადაიხდიან.

Posted by: vixn 20 May 2017, 12:08
laveraki
გადაიხდიან 15 კგ თაფლს, უსაფრთხოებისთვის, თორემ ვინ დაუშლის გვერდზე დაუდგას ფუტკარი ტყეს, საერთო მიწაზე, ვერ მიწვდება თუ ?
ქინძი მშვენიერი ტაფლოვანია, მასიურად სადაც არის ნათესი, ისიც გამიგონია, ეიფორიაში აგდებსო ფუტკარს, აგრესიული ხდებაო.

Posted by: laveraki 20 May 2017, 12:14
vixn
კობა ტყიბულის ერთ სოფელში მოსახლეობა აღარ უშვებს სხვა ფუტკარს. თუ დააყენებ ფუტკარს ტყესთან მაშინ შენც იქ უნდა იყო მაგის დრო ბევრს არ აქვს მათ შორის არც მე. აჭარაში 1 ბუკი 10 ლარია წაბლზე ოფიციალურად.

Posted by: usagangster 20 May 2017, 22:37
10 000 ლარი საკამრისია ფუტკრის ბიზნესი რომდ აიწყო ...ანუ ჯერ რამდენიმე სკა და მერე დავამატო და დავმატო

Posted by: vixn 20 May 2017, 23:10
usagangster
ბიზნესი არა, პატარა საფუტკრეს გააკეთებ, 500 ლარს დაგიტოვებს თვეში.

Posted by: bes_ka888 20 May 2017, 23:14
QUOTE (vixn @ 19 May 2017, 16:07 )
bes_ka888
აიღებს უეჭველად , თუ ძლიერი ოჯახია,ბუდე ეცოტავა, ან რამე მოეხუშტურა, რას გაიგებ. დაათვალიერეყოველ 9 დღეში.

კი სულ შიგ ვტრიალებ როცა ამინდებია ნასტავკაც დავადგი მაგარი ძლიერი ოჯახები მყავს ფუტკარი აღარ ეტევა სკაში, თებერვლის ბოლოდან დავაწყებინე სეროფი და მაგრად გაძლიერდა 2 კვირაში წაბლს და ცაცხვს ველოდები .

Posted by: vixn 21 May 2017, 00:50
bes_ka888
გაუძელი როგორმე ეგ 2 კვირა, სადედეები არ გამოგეპაროს.

Posted by: bes_ka888 21 May 2017, 13:15
http://radikal.ru



Posted by: vixn 21 May 2017, 15:59
იქნებ მთლად კატასტროფულად არ იყოს საქმე, ცოდვაა ამდენი ნაშრომი წყალმა წაიღო

Posted by: bes_ka888 21 May 2017, 16:20
vixn

ისე ჟურნალისტმა რა ჯიგრულად დაწერ 750 ფუტკარი lol.gif lol.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: laveraki 21 May 2017, 18:04
ნამდვილა ცოდვაა. რიონის პირას ქონია ეტყობა.

Posted by: gia1970 21 May 2017, 18:14
საწყალი
ამდენი ჯაფა წყალმა წაგლიჯა
რამდენი დაფიქრება გჭირდება კაცს ცას როცა შეჰყურებsad.gif

Posted by: Tim74 21 May 2017, 18:49
დააა ცუდია, ყველა სოლომონ ბრძენად ვერ დაიბადება თავიდანვე. ხშირად გვიწევს საკუთარ შეცდომებზეც სწავლა. მთელ პლანეტაზე უწევს ვაკე ადგილებს სტიქიასთან გამკლავება. საჭირო ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტები, მათშორის ყველაზე წონადი აგროდაზღვევაა, ყველაზე არაწონადი-მთავრობა მოდი მიშველე რაცხა, ჩემი აზრით არსებობს სხვა ინსტრუმენტებიც

Posted by: bes_ka888 21 May 2017, 20:41
მოკლედ ერთი 15 წლით უკან დაიხია. იმედია მალე წამოიქაჩება .

Posted by: vixn 21 May 2017, 23:24
ფუტკრის მასა ნაწილობრივ გადარჩა, ასე რომ რაოდენობას წელსვე აღადგენს, მოსავალმა კი დაყვინა.

Posted by: Tim74 22 May 2017, 11:53
Так, ჩემი მოსავალია წელს 350კგ 80%აკაცია. ეს მივიღე 18სკიდან+3სკიდან ნული კგ(არ ამომიღია საერთოდ) ანუ სადღაც 20კილომდე თაფლისმომცემი ოჯახებიდან საშუალოდ. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ეს შესაძლებლობის ნახევარია(თან მნიშვნელოვანია საფუტკრის გდაუადგილებლად ანუ ღალის მოტანა ძრითადად 2-3კმდან ხდებოდა) და ასევე იმას რომ თუ წელსაა 50%% და შარშან იყო 5-6% ვთვლი რომ დამაკმაყოფილებელი შედეგია. ოჯახები გაძლიერდა წაბლსთვის მზადა ვართ. ყველას წარმატებული მეორე სეზონი აბა. იმედია ივნისი ბევრად ზრდილობიანი გამოდგება ვინემ მაისი იყო
* * *
ისე წინათაც ავღნიშნე, წელს ქვემო იმერეთის ზონაში ამინდები სრულად იძლეოდა 100%იანი შედეგის მიღების შესაძლებლობას.

Posted by: bes_ka888 22 May 2017, 14:59
QUOTE (Tim74 @ 22 May 2017, 11:53 )

ისე წინათაც ავღნიშნე, წელს ქვემო იმერეთის ზონაში ამინდები სრულად იძლეოდა 100%იანი შედეგის მიღების შესაძლებლობას.

კალენდარშიც წელს კაი წელია. bis.gif bis.gif

Posted by: vixn 22 May 2017, 19:30
Tim74
კარგი შედეგია მარტო აკაციის, თუ ჩოჩობაც წაეხმარა?
წარმატებები.

Posted by: bes_ka888 22 May 2017, 20:44
vixn
ჩოჩბა პირველად მესმის კარგი გამომყოფია? კუნელაა ჩემკე შემორჩენილი სადაცაა დაიყვავილებს.

Posted by: Tim74 22 May 2017, 21:34
QUOTE
კარგი შედეგია მარტო აკაციის, თუ ჩოჩობაც წაეხმარა?

კარგი შედეგი 100% ნიშნავს ჩემთვის, მე მივიღე 50% მაინც კმაყოფილი ვარ. ჩოჩობა მგონი შენ ამორფას უწოდე ხო?ეგ მცენარე დიდი რაოდენობით 4-5კმზეა ჩემგან და არამგონია მაგაზე ეშრომოთ. სუნი და არომატი აკაციის 80% აჩვენებს

Posted by: vixn 22 May 2017, 21:36
bes_ka888
საუკეთესო, აკაციის მსგავსი თაფლოვანია.
ესეც ნუკები, მეორე პარტია.

Posted by: Tim74 22 May 2017, 21:48
ერთი რაღაც გავტესტე ამ ღალაზე. დადანები მაქვს სულ და ზედა კორპუსებში მეწყო 8დან 11მდე აშენებული ჩარჩოები თითოეულ სკაში. უმეტესად 10-11 ზოგან 7-8. და სადაც 7-8 იყო ყოველწელს აშენებენ საფარი ტილოდან ქვემოთ უჩარჩოო ფიჭებს რაც ქმნის პრობლემას მის გამოხდა გამოყენებაზე. ამიტომ წელს ჩაუდე (შევავსე) მავთულიანი ცარიელი უფიჭო ჩარჩოები და ჩვეულებრივად ჩამოაშენეს პარაბოლის ფორმის ფიჭები და გაავსეს თაფლით. ანუ, მიგნება რაშია? იმაში რომ დაიზოგა 1.6-1.8ლ თითო ფიჭაზე. ოღონდ ჩამოაშენეს მხოლოდ სათაფლე უჯრედები

Posted by: vixn 22 May 2017, 22:04
Tim74
მედალია ორი მხარით, ფიჭა დაიზოგება , სხვა რამე იხარჯება ან იკარგება. თავისებური გამოსავალია, როგორც გიჭირდეს...

Posted by: bes_ka888 23 May 2017, 00:07
Tim74

ფიჭის შენებაზზე ფუტკარი ცვდება ანუ დიდი ენერგიას ხარჯავს.

Posted by: Tim74 23 May 2017, 08:32

vixn
QUOTE
მედალია ორი მხარით, ფიჭა დაიზოგება , სხვა რამე იხარჯება ან იკარგება. თავისებური გამოსავალია, როგორც გიჭირდეს...

დაბალანსებული კომენტარია wink.gif

bes_ka888
QUOTE
ფიჭის შენებაზზე ფუტკარი ცვდება ანუ დიდი ენერგიას ხარჯავს.

ნამეტანი ჯიუტი იმერელი ვარ biggrin.gif ლაპარაკია 1ჩარჩოს შემთხვევაში 80გრამიან ნულოვან ფიჭაზე რომელიც უნდა ვიყიდო ვინმე ჭიჭიკოსგან 1.8ლ-ად(მასალა +ბეჭვდა ანუ ხელობა). მე მირჩევნია ამ 1.8ლ ჩემ ფუტკარს გაუწყო გემრიელი პურმარილი(თაფლი+ჭეო) ვინემ გადაუხადო ჭიჭიკოს რომელიც ამ 1.8ლ დან ნახევარს ხელობაში მახდევინებს. ჩემი ფუტკარი კი მეუბნება, შენ ნამეტნავად კაი კაცი ხარ ამიტომ მაგ პურმარილის
სანაცვლოდ მასალასაც ჩვენით მოგითანტ და ხელობაშიც არაფერს გახდევინებთო
* * *
და მეორე: თითონ კი ცვდება და იღუპება კიდეც ბეჩავი მაგრამ სამაგიეროდ მაგის ნახელავი 5-6წელი კმარა ზედა კორპუსებში სათაფლედ მინიმუმ და დიდი ბებიების ნაშენებს აქტიურად იყენებენ შვილთაშვილიშვილები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: bes_ka888 23 May 2017, 09:32
Tim74
თქვენი საქმის თქვენ იცით მე მაგალითად მირჩევნია გამოვხადო სანთელი და გავცვალო ხელოვნურ ფიჭაში გაისად უკვე მე ხელოვნურ ფიჭაში 1 თეთრს არ გადავიხდი წელს იმდენი დამიგროვდება.

Posted by: K_M_HUNTER 23 May 2017, 15:57
Tim74
QUOTE
ოღონდ ჩამოაშენეს მხოლოდ სათაფლე უჯრედები

უფრო სწორად, სამამლე უჯრედები
და უარყოფითი მხარეც მაგაშია -
საჭიროების შემთხვევაში ბუდეში ვერ გამოიყენებ - სულ მამლებს ჩაკვერცხავენ.
სხვაგვარად კარგია, პლიუსებიც აქვს - თაფლის ხდა იოლდება
საკუჭნაოს ჩარჩოების (ნახევარჩარჩოების) შემთხვევაში მიღებული პრაქტიკაა.

Posted by: m-kasper 23 May 2017, 17:10
როგორ ხართ მეფუტკრეებო
ჩემი პირველი ნამატია და პატარასავით მიხარია,
კი ვიცი ჩემი ბრალია რო გამოვიდნენ მაგრამ რასაც უფალი გვაზლევს მადლობის მეტი რა ვთქვათ smile.gif

Posted by: K_M_HUNTER 23 May 2017, 18:11
m-kasper
კარგია ძალიან,
ნაყრიანობა ფუტკრის ბუნებრივი ინსტიქტია და მისი მთლად მინელებაც არ ივარგებს

Posted by: bes_ka888 23 May 2017, 19:30
m-kasper

ბარაქა მოგცეს ღმერთმა ერთი ასად

Posted by: userman 24 May 2017, 07:58
QUOTE
მედალია ორი მხარით, ფიჭა დაიზოგება , სხვა რამე იხარჯება ან იკარგება. თავისებური გამოსავალია, როგორც გიჭირდეს...


მოგესალმებით ყველას და უხვ მოსავალს გისურვებთ !

რაც შეეხება ამ შემთხვევაში ხელოვნური ფიჭის დაზოგვას , სრულიად გაუმართლებელია , თუნდაც მარტო სათაფლედ ამუშავო ეგ ჩარჩო, თუმცა მაგას როგორ შეძლებ არ ვიცი . ერთადერთი ვარიანტია განიმანის ბადით გამოყო დედისგან, რომ არ ჩაკვერცხოს . თუმცა შეიძლება სულ არ ხმარობდე განიმანის ბადეს მეფუტკრე.
კაი წლების უკან საკუჭნაოს ჩარჩოები ავაშენებინე მასე . შემდეგ კი სულ დავჭერი .
ერთადერთი დადებითი მხარე არის იმ შემთხვევაში თუ ამოიღებ და ფიჭიან თაფლად გამოიყენებ და უკან სკაში აღარ დააბრუნებ.
უარყოფითი მხარე ის არის , რომ სამამლე უჯრებს აშენებს ძირითადად მაგ შემთხვევაში და დედა პირველ რიგში მაქეთ გარბის ჩასაკვერცხად.

მე კი ჩემი დღე და მოსწრება სამამლე უჯრებიან ჩარჩოებს ვებრძვი . ის ძვირადღირებული თაფლის საწურიც მხოლოდ ამ მიზნით ვიყიდე , რომ ჩარჩო არ დაზიანდეს და სამამლე უჯრები არ წარმოიქმნას .

თუმცა ყველაფერი თვითონ მეფუტკრის გადასაწყვეტია , რასაც თვლის სწორად ისე აკეთებს , ვინცხა საგარეჯოელი მეფუტკრისა არ იყოს უჩარჩოო სკები , რომ გამოიგონა ვითომ smile.gif .
არადა თავის დროზე სწორედ ჩარჩოს გამოგონებამ მოახდინა რევოლუცია მეფუტკრეობაში...

Posted by: m-kasper 24 May 2017, 09:11
bes_ka888
K_M_HUNTER
გაიხარეთ და ღმერთმა გიმრავლოთ და ბარაქიანი ღალა არ მოგკლებოდეთ
* * *
გამოცდილო ხალოხ დღეს ერთ ფუტკარს დავაკვირდი საფრენზე თითქოს კრუნჩხვებით მოკვდა, ფეხებს ისე ამოძრავებდა თითქოს რაღარცის გამოდევნა უნდა უკანა ტანიდანო. ხორთუმიც გადმოგდებული ქონდა და რა ვუწამლო რისი ბრალია?

* * *
და კიდევ ესეთი რამ მაინტერესებს, წავიკითხე ფუტკარი ნაყარზე გადის მარტო იმ შემთხვევაში თუ ძველ სკაში სადედე გადაბეჭდესო, არადა დღეს ვნახე სკა საიდანაც გამოვიდა ნაყარი და დედა აშკარად ყავს (გამოსვლის საღამოსაც ვნახე და ყავდა თან რაღაცნაირად კაკანებდა თუ წუწუნებდა), უბრალოდ რაღაც ძალიან ნელა მოძრაობს და თან მუცელთან ყვითელი ზოლი დაყვება ქამარივით. ხო ვერ მეტყოდით ასეთი უნდა იყოს გაუნაყოფიერებელი და ახალგაზრდა დედა და ნაყარი თუ ელოდება დედის გამოსვლას და მერე გადის სკიდან ძველ დედასთან ერთად (შეიძლება სხვა ფუტკარი მგონია დედა, ვეჭვობ მაგრამ მაინც)

Posted by: gig55 24 May 2017, 17:47
გამარჯობათ უხვ მოსავალს გისურვევთ მეფუტკრეებო რა მაინტერესებს გადაბეჭდილი ბარტყი ჩამკვდარია უჯრებში და ყავისფრად არისდა წელვადია ვფიქრობ სიდამპლე მგონია ასეთი რამ ჯერ არ მინახავს, მაგრამ ისიც მსმენია რომ ამ პერიოდში არც სიდამპლე იჩენს თავს იმ სკაში გადაბეჭდილი ბარტყი აღარაა კვერცხი და ღია ბარტყი არის გქონიათ ვინმეს ასეთი შემთხვევა ან რა შეიძლება იყოს?

Posted by: m-kasper 24 May 2017, 18:03
QUOTE
მაინტერესებს გადაბეჭდილი ბარტყი ჩამკვდარია უჯრებში და ყავისფრად არისდა წელვადია ვფიქრობ სიდამპლე მგონია

დიდად გამოცდილი არ ვარ მაგრამ კლინიკურად რასაც ამბობ თუ წებოს სუნიც ასდის ამერიკულ სიდამპლეს გავს, ერთ ერთ სახელმძღვანელოში წერია და იქნებ გამოგადგეს

მკურნალობა (ბრძოლის ღონისძიება). სიდამპლით დაავადებულ ფუტკრის ოჯახების სამკურნალოდ
პრეპარატებიდან გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიბიოტიკური პრეპარატებიდან ერთ-ერთი ან
მონაცვლეობით ორი-სამი მათგანი: ნეომიცინი, ტეტრაციკლინი, ერითრომიცინი, კანამიცინი
ოქსიტეტრაციკლინი, მონომიცინი 400 000 ს-ე, სტრეპტომიცინი, ქლორტეტრაციკლინი 500 000 ს-ე.
ბაქტოციდი V - 1,5 გ; სულფამიდური პრეპარატებიდან ნორსულფაზოლნატრი 1,0-2,0 გ; ინტესტიფაგი 70 მლ
1:1-ზე მომზადებულ შაქრის 1 ლ. სიროფთან.
სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიება ტარდება ბარტყის არსებობის მთელ პერიოდში - ადრე
გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, მაგრამ ყველაზე კარგი დრო გაზაფხულია, დაბლობ ზონაში: მარტი-
აპრილი; მთიან ზონაში: აპრილ-მაისი. ამ პერიოდში ოჯახში საკვები შემცირებულია, ბუნებაშიც ღალა
მცირეა, ამიტომ ჩვენს მიერ მიცემულ სამკურნალო სიროფს ფუტკარი ხალისით იღებს და ბარტყის
საკვებადაც იყენებს, რაც ხელს უწყობს როგორც დაავადების პროფილაქტიკას, ისე ფუტკრის დროულ
გაძლიერებას და დაავადებასთან ბრძოლის უნარს გაზრდას.
სამკურნალო ეფექტი განსაკუთრებით ამერიკული სიდამპლის დროს არ მიიღება თუ მკურნალობამდე
დაავადებულ ოჯახს წინასწარ კარგად არ დავასუფთავებთ, უვარგის სკას ახალი, ან დეზინფიცირებული
სკით არ შევცვლით, ზედმეტ ფიჭებს არ ამოვიღებთ, უვარგისებს - არ გამოვიწუნებთ, ამასთან ერთად
ბუდეში იმდენ ფიჭას არ დავტოვებთ, რამდენსაც ფუტკარი დაფარავს და კარგად არ დავათბუნებთ.
ამა თუ იმ პრეპარატის საჭირო დოზას მიცემის წინ წინასწარ ვხსნით ნახევარ ჭიქა თბილ წყალში, რის
შემდეგ თბილ სიროფში შევურევთ, პრეპარატის თანაბრად განაწილების მიზნით გულმოდგინედ მოვურევთ
და ჩავასხამთ ცარიელ ფიჭაში ან საკვებურში. თითოეულ ოჯახს საღამო ხანს მივცემთ, ერთ ჩარჩო
ფუტკარზე დაახლოებით 100-150 მ.ლ. რაოდენობით. სამკურნალო სიროფით დატვირთულ პოლიეთილენის
პარკს, ფუტკრის თავშეყრის ადგილზე, საფარი ტილოს ქვეშ, ჩარჩოებს ზემოთ ადებენ, სიროფჩასხმულ ფიჭას
ან საკვებურს ბუდის ნაპირში ათავსებენ მიადგამენ ტიხარს და ათბუნებენ.
სიდამპლით დაავადებულ ფუტკრის ოჯახს პრეპარატიანი სიროფი 2-3-ჯერ 3-5 დღის ინტერვალით ეძლევა
სრულ გამოჯანმრთელებამდე, ინტესტიფაგიანი სიროფი კი 3-5-ჯერ 3 დღის შუალედით. ეფექტიანია
ინტესტიფაგიანი და სტრეპტომიცინიანი სამკურნალო სიროფის კომპლექსური გამოყენება ამავე
ჯერადობით და შუალედებით. რეციდივის შემთხვევაში მკურნალობა მეორდება.
პრეპარატები შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე სარწყულებლებში. ბარტყიანობის მთელ პერიოდში
ამას კარგი შედეგი მოაქვს წყლით ძლიერ ღარიბ ადგილებში.
ანტიბიოტიკებიანი წყლიანი ხსნარი მხოლოდ ერთი დღისათვის უნდა მომზადდეს. სულფანილამიდური
პრეპარატებიანი კი - არაუმეტეს 2-3 დღისათვის. მას ასხურებენ ფიჭებს, რისთვისაც თბილ და წყნარ
251
ამინდში სკიდან რიგრიგობით იღებენ მათ ზედ მსხდომი ფუტკრებით და ორივე მხარეს ასხურებენ 50-60
მლ. რაოდენობით 2-3 დღეში ერთხელ გამოჯანმრთელებამდე. ინტესტიგაფი შესხურებით არ გამოიყენება.
ამერიკული სიდამპლით დაავადებულ ფუტკრის ოჯახებში სამკურნალოდ მოწოდებული პრეპარატები,
რომლებიც საკვებთან ერთად გამოიყენებიან, მომაკვდინებლად მოქმედებენ მხოლოდ საჭმლის მომნელებელ
სისტემაში მოხვედრილ ბაცილებზე. ხოლო ფიჭის უჯრედის ფსკერზე მიკრული დაღუპული ბარტყის
ქერქისაგან უჯრედს ვერ ათავისუფლებენ და ეს უჯრედები წლების განმავლობაში ინფექციის წყაროდ
რჩებიან.
დაავადებასთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტურ საშუალებად ფხვნილიისებრ (პუდრის) ფორმაში
არსებული პრეპარატი ითვლება, მაგ. „ვესტა“ რომელიც გამოიყენება ფუტკარსა და ბარტყზე შეფრქვევის
გზით. იგი შეიცავს ანტიბიოტიკებთან ერთად ფუტკრისათვის საინტერესო საკვებს, რომელიც პრეპარატის
შეფრქვევით შეპუდრულ მასის ფუტკრის სხეულიდან მოცილებისას ხვდებიან საჭმლის მომნელებელ
სისტემაში და შინაგანი მოქმედების გზით მომაკვდინებლად მოქმედებენ დაავადების გამომწვევ
მიკრობებზე. ამავე დროს საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ შეფრქვეული პრეპარატი
ფიჭის უჯრედებში არსებულ მიკროფლორას, რომელიც ინფექციის ძირითად წყაროს წარმოადგენს, სპობს.
შესაფრქვევი დოზა ოჯახზე 5-10 გ. გამოიყენება 2-3-ჯერ 3-5 დღის ინტერვალით

Posted by: gig55 24 May 2017, 18:41
m-kasper
შესაფრქვევი პუდრი გამოვიყენეთ ვნახავ რა შედეგი ექნება

Posted by: bes_ka888 24 May 2017, 19:30
gig55

ერთს გირჩევთ კიდე რომ, ეგ ძიირი (დაავადებული) საფუტკრეს მოარიდოთ.

Posted by: gig55 24 May 2017, 20:49

bes_ka888
ჩემ საფუტკრესი არაა ღმერთმა მაშოროს სხვაგან ვნახე და მაინტერესებს რა დაავადებაა?

Posted by: bes_ka888 24 May 2017, 21:49
gig55

სიდამპლეა ამერიკული, როგორც ვიცი წვიმებზე ჩნდება ძირითადად და არ იკურნება ასევე ის სკა უნდა განადგურდეს (დაიწვას) სიდამპლეების თავიდან ასარიდებლად ტომოლი კარგი პრეპარატია არც მაინდამაინც ძვირი არ ჯდება.

Posted by: vixn 25 May 2017, 07:52
gig55
რა ჭირს შენ ფუტკარს? სიდამპლეა იცი?

Posted by: m-kasper 25 May 2017, 14:04
QUOTE
სიდამპლეა ამერიკული, როგორც ვიცი წვიმებზე ჩნდება ძირითადად და არ იკურნება ასევე ის სკა უნდა განადგურდეს (დაიწვას) სიდამპლეების თავიდან ასარიდებლად ტომოლი კარგი პრეპარატია არც მაინდამაინც ძვირი არ ჯდება.

მემგონი რომ ლამპით შიგნიდან კარგად რო გამოწვას სკას განადგურება არ დაჭირდება და ფიჭები კი უნდა გამოიწუნოს

Posted by: gig55 25 May 2017, 21:11
ჩემ ფუტკარს არაფერი სხვაგან ვნახე ესეთი შემთხვევა რომ ბარტყი ჩამკვდარია უჯრებში და ყავისფრადააvixn

Posted by: vixn 25 May 2017, 23:17
gig55
მაინც მიიღე ზომები,პროფილაქტიკა არ გაწყენს, თუ ახლოსაა.

Posted by: laveraki 27 May 2017, 03:16
vixn
კობა წელს მინდა დედების გამოყვანა დავიწყო და რამეს ხო არ მირჩევდი? რომელი მეთოდით ჯობს?
რაბოტნიკის მეთოდს ვკითხულობდი ჯერ სტარტერი და 3 დღეში დედა უბრუნდება განემანით გამოყოფილი დამყნილი რამკიდან. შენ როგორ აკეთებ მოკლედ რომ დაწერდე დეტალებს მერე დავაზუსტებდი.

Posted by: irageo 27 May 2017, 08:29
მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში ბარაქიან სეზონს გისურვებთ.
გაგიკვირდებათ და უმუშევარი დავრჩი smile.gif ამიტომ გადავწყვიტე მთელი ყურადღება ჩემ პატარა საფუტკრეზე გადავიტანო ოცამდე ოჯახი მყავს. წელს რამდენიმე უდედოა და მინდა სხვა ოჯახებს შვუერთო ყველაზე ადვილი მეთოდი როგორია პრაქტიკაში რასაც იყენებთ?

Posted by: vixn 27 May 2017, 16:11
laveraki
მშვენიერი მეთოდია, როგორც წესი კარგი დედოფალი გამოდის, მთავარი პირობაა ძალიან ძლიერი ოჯახი, ბევრი ახალგაზრდა ფუტკრით. დედოფლის დაბრუნება მეორე დღეს, სადედეებს აქეთ იქიდან ღია ბარტყი მეორე კორპუსში. დანარჩენი პრაქტიკა და დროა. აბა შენ იცი.
irageo
ყველაზე ადვილი და სწრაფი-ცრუ დედიან სკას იღებ სადგამიდან, სადგამსაც იღებ, ფუტკარს ფერტხავ მიწაზე საფუტკრეში, თითონ შევლენ სხვა სკებში. წინასწარ კარგად შეუბოლე, საკვები რომ აიღონ ჩიჩახვში.

Posted by: gia1970 28 May 2017, 01:34
600 ძირი წაბლის ტყე საინტერესოა მეფუტკრისთვის?

Posted by: K_M_HUNTER 29 May 2017, 14:51
gia1970
სადღაც 25 ჰექტარი იქნება ალბათ,
რათქმა უნდა საინტერესოა

Posted by: kelasuri 29 May 2017, 15:23
vixn

კობა თუ არ გეზარება ამიხსენი რა კიდევ ერთხელ ზემოდან ქილის საკვებურიან ფანერას რომ ადებ სკას რა ზომებისაა და ფანერკიდან ჩარჩოებამდე სიმაღლეები რამდენია? ასევე სახურავი რა კონსტრუქციის გაქვს?

Posted by: vixn 29 May 2017, 22:48
kelasuri
ჭერი ადევს კორპუსს, ზემოთ სახურავი ეცმება ქვაბივით.
ჭერი ამოჭრილი მაქვს, 5 სმ ნახვრეტია. ბანკის სახურავი დახვრეტილია სადგისით,
ესეც ჭერი, როცა ქილა მიდევს, ზემოდან კორპუსს ვამატებ, სახურავი რომ დაეხუროს.

Posted by: vixn 29 May 2017, 22:54
ესეც სახურავთან ერთად, ძველი სურათია.

Posted by: laveraki 30 May 2017, 08:26
vixn
კობა მეორე სართულზე საფრენი ჩანს თუ რა არის?
* * *
კოლეგებო რამდენ ხანში უნდა ველოდოთ წაბლის აყვავილებას დაბალ ზონაში?

Posted by: kelasuri 30 May 2017, 15:23
vixn

მადლობა კობა - ჭერის ფანერას და ჩარჩოების ზედა თამასას შორის მანძილი რამდენი გაქვს? ფუტკარი უნდა გაეტიოსო მაგრამ თან არ უნდა მიაშენოს ჩარჩო და ჭერი ერთამენთს. თუ მიაშენა გახსნაც გაჭირდება და დაფარებისას ფუტკარი გაიჭყლიტება. აი ეგ მანძილი მაინტერესებს. კიდევ ასეთი რამე ვნახე, რომ ამ ჭერს აკეთებენ ამოსატრიალბელს - ზაფხულის და ზამთრის ვარიანტებით. ზამთრის მდგომარებაში მანძილი მეტია იმისთვის რომ ფუტკარი ჩარჩოდან ჩარჩოზე ზემოდანაც გადავიდეს თავისუფლად, თან ზამთარში შენების ხასიათზე დიდად არაა და ამიტომ სიცარიელე რჩება. ზაფხულისაში კი მანძილი არისო იმდენი, რომ ზედა თამასა ჭერს არ მიაწებოს. აი ეგ მილიმეტრები მაინტერესებს, თუ გაქვს რამე დადგენილი

Posted by: vixn 30 May 2017, 17:44
laveraki
დროებითი საფრენია, ამანატისტვის.
kelasuri
5 მმ არის მაგ მანძილი, 17 მმ სიმაღლე აქვს ჩარჩოს ჩამოსადებს, 12 მმ ჩარჩოს ზედა თამასის სისქე, რძება 5 მმ. ფუტკარი გადის, მაგრამ ყოველთვის აშენებს და ააშენებს მომავალში. განემანი რომ ედება , მოსახერხებელია.
10 და 22 მმ არის ჭერის სხვადასხვა მხარის სიმაღლე, მე მარტო 22 მაქვს. აი რატომ, მშვენიერი საკვებური გამოდის.

Posted by: laveraki 30 May 2017, 18:19
კობა იქნენ ამიხსნა მაგ საკვებურის პრინციპი. როგორ იღებს ფუტკარი სიროფს? რაბოტნიკს აქვს ისრაელში და ვერაფრით ვერ მივხვდი როგორ ფუნქციონირებს. იქნება ქართულად რომ მითხრა მივხვდე.

Posted by: Tim74 30 May 2017, 18:33

laveraki
კოლეგებო რამდენ ხანში უნდა ველოდოთ წაბლის აყვავილებას დაბალ ზონაში?
ალბათ 10-12დან 15 დღეში, ყვავილედი გამოტანილია გაშლას ვფიქრობ დაჭირდება ამდენი დრო ზ.დ-დან 250-300მ-ზე


K_M_HUNTER
QUOTE
სადღაც 25 ჰექტარი იქნება ალბათ,
რათქმა უნდა საინტერესოა

ალბათ მექანუკური შეცდომაა. რადგან 600ძირი ხე რომ 25(250 000 კვ.მ)ჰექტარზე განალაგო, თითოეული ძირი უნდა იყოს განლაგებული 416 კვმ-ზე რაც არარეალურია. უნდა ვიანგარიშოთ სადგაც 10ჯერ ნაკლები სიმჭიდროვე ანუ 1ძირი-40კვმ-ზე. (იმის გათვალისწინებით რომ ამ 40კვმზე დგას 9სხვა ჯიშის და 1 წაბლის ხე თითო 4მკვ ზე) გამოდის არა 25ჰა არამედ 2.5ჰა. რაზეც ვფიქრობ ჩიტი ბდღვნად ღირს და არც ღირს მეფუტკრისთვის, გააჩნია ირგვლივ სხვა თაფლოვნების არსებობას. თუმცა ეს ყოველივე ჩემი აზრია და არ ვამტკიცებ რომ აქსიომაა smile.gif

Posted by: vixn 30 May 2017, 21:59
laveraki
პრინციპი მარტივია, ამოძვრებაიმ ნაპრალში, მიირთმევს და წავა უკან.

Posted by: laveraki 31 May 2017, 08:33
vixn
მერე არ იხრჩობა სიროპში?
დამატება რომ დაგჭირდება ფუტკრით არაა სავსე კარმუშკა?

Posted by: m-kasper 31 May 2017, 09:25
მოგესალმებით მეფუტკრეებო
ბერწი დედა როგორ უნდა ამოვიცნო, როგორც ვიცი მარტო სამამალე კვერცხს დებს და ეს ნიშნავს რომ მარტო სამამლეში ჩაკვერცავს თუ ყველგან სეიზლება დადოს და იქიდან მარტო მამლები გამოჩეკებიან, ერთ სკას ნაყრის გამოსვლიდან ნ ხვალ უხდება 10 დღე, იმავე დღეს ნაყარ გაშვებულ სკაში ვნახე დედა რომელიც დღემდე არ კვერცხავს, თუ დავუშვებთ რომ ახალი და გუნაყოფიერებელი იყო 10 დღეში ხო უნდა განაყოფიერებულიყო,არ მინდა #####უვდე და მამლები გავამრავლო, თუ მოსაშორებელია ბარემ მოვიშორებ და ახალ სადედეს მივცემდი

Posted by: kelasuri 1 Jun 2017, 10:37
vixn

მადლობა ამომწურავი პასუხისთვის!

Posted by: iagi01 1 Jun 2017, 17:14
მოგესალმებით მეფუტკრეებო და ბარაქიან ღალას გისურვებთ... ვინც ამთაბარებთ ფუტკარს რამე გადასახადი არის ამაზე? და რამდენად მომგებიანია გაუნაყოფიერებელი დედიანი ოჯახების წაყვანა სამთაბაროდ?..

Posted by: Tim74 1 Jun 2017, 18:44

iagi01
QUOTE
მოგესალმებით მეფუტკრეებო და ბარაქიან ღალას გისურვებთ... ვინც ამთაბარებთ ფუტკარს რამე გადასახადი არის ამაზე? და რამდენად მომგებიანია გაუნაყოფიერებელი დედიანი ოჯახების წაყვანა სამთაბაროდ?..

იცოცხლე, ძირითადად ყველაფერი ინდივიდუალურად წყდება ყოველთვის, თუმცა ზოგადად მე სადაც დამყავს ფუტკარი იქ გავრცელებულია 5დან 10ლარამდე თითო ძირ ფუტკარზე გადასახადი(ანუ აბარებ ოჯახს რომ შეგიხედოს და მინიმუმ ნახევარი არ დაგახვედროს შემდეგ ასვლაზე) ან თაფლი ნახევარი კილო სკაზე. რაც შეეხება შენი კითხვის მეორე ნახევარს დაზუსტება ჩირდება ვფიქრობ, რადგან ალბათ გულისხმობ რომ თაფლის შემოტანისთვის დედა იმ ღალაზე არ დებდეს კვერცხს ხომ?სხვა მხრივ ჩვეულებრივ შემთხვევაში დედა 1 თვე((ღღალის გან-ბაში) ვერ იქნება გაუნაყოფიერებელი, იგი სადედეს დატოვებიდან 5-6დღეში განაყოფიერდება და მერე დაიწყებს კვერცხვას. იმისთვის რომ ძირითადად თაფლზე დაკავდეს მთელი ფუტკრის მასა და არა ძიძობაზე ამ დროს Xშირად კლავენ დედას, ფუტკარი იწყებს დედის გამოყვანის ხანგრზლივ პროცესს და კარგი ღალის გამო საკმაოდ ხარისხიანიც გამოდის(თუმცა ხელოვნურად ჩანამყენებულს ვერ ჯობია). ასე ამუშავებენ ძირითადად ამ დროს თაფლზე, თუმცა აქ ცუდი მხარე ისაა რომ უდედოდ ფუტკარი უხალისოდ მუშაობს და ბრაზიანდება

Posted by: vixn 1 Jun 2017, 19:41
laveraki
არ იხრჩობა, ფაქტია. კედლები პრიალა არ უნდა იყოს.

Posted by: Tim74 1 Jun 2017, 19:53
graf-senjerman რა ხდება მეგობარ უკრაინაში კარგი, მანდ რაზე მუშაობს ფუტკარი ამჟამად?


Posted by: iagi01 1 Jun 2017, 20:24
მადლობა Tim74.. კობა გადაიყვანე ფუტკარი სამეგრელოდან? ეხლა დაიწყეს ლაპარაკი თხილის მასიურ შეიწამვლაზე და როგორც ფუტკრისთვის ისე ხილზე 20=დგიანი კარანტინიო...

Posted by: Tim74 1 Jun 2017, 21:09
QUOTE
ეხლა დაიწყეს ლაპარაკი თხილის მასიურ შეიწამვლაზე და როგორც ფუტკრისთვის ისე ხილზე 20=დგიანი კარანტინიო...

ეგ საკითხი ყველას გვაღელვებს, ჩვენც არ ვაკლებთ ხე;ლს, მეც ვხმარობ ვენახისათვის და არც ისინია მთლად კარგი+ეგ შეწამლები სამტრედიის ჩათვლითო ამბობენ. იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება. ისე ჩემ თხილს წელს არაფერი ჭირს ჯერ შარშან კი მასიურად დაინაცრა

Posted by: vixn 1 Jun 2017, 22:30
iagi01
გადავიყვანე მთაში, ზემო იმერეთში. იმედია აქ არაფერს მოწამლავენ.

Posted by: graf-senjerman 2 Jun 2017, 18:06
Tim74
აკაცია რაც ტყეში იყო და ყინვას გადაურჩა უკვე მიდის (ფუტკარმა კარგად იმუშავა). რაც გაიყინა თავიდან იწყებს ფოთლობას და ალბად 3 კვირაში იყავაილებს და მეორე პორცია აკაცია დაემატება ცაცხვს, რომელიც ასევე მალე იყვავილებს, ასე 2-3 კვირაში.
პრინციპში მაისის თაფლი უნდა იყოს ამ წელს...

Posted by: laveraki 2 Jun 2017, 19:06
რა უცნაურია ბუნება უკრაინაში 3 კვირაში დაიწყებს ცაცხვიო და ჩვენთან სადაც მეტი სითბოა მეტი დრო დაჭირდება ცაცხვის აყვავილებას.

Posted by: Tim74 2 Jun 2017, 19:58
QUOTE
რაც გაიყინა თავიდან იწყებს ფოთლობას და ალბად 3 კვირაში იყავაილებს და მეორე პორცია აკაცია დაემატება ცაცხვს, რომელიც ასევე მალე იყვავილებს, ასე 2-3 კვირაში.

საინტერესოა ამ მეორედა აკაციას ტუ აქვს რამე ნექტარი, როგორც მე ვიცი ძააააააააალიან ცოტა თითქმია არც, არ ვიცი მართთალია თუარა, ჩვენშიც მთელი კორომები ყვავილობს ასე დაგვიანებით მოყინვის მერე. ცაცხვი აკაცია გასაგებია, მე მაინტერესებდა ამ დიიდ და ვაკე ქვეყანა უუკრაინაში დიდ ფარტობებზე თუ დაყავთ მეფუტკრეებს რამე მონოფლორული თაფლის ვთქვათ რაფსის , გრეჩიხის ან რამე მსგავსი ნათესებიდან თაფლის ასაღებად. რაფსი კარგ თაფლს იძლევა როგორც ვიცი. ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ ჩვენზე ბევრად დიდი მეუტკრეთა საქმიანობისა და შედეგებზე დაკვირვება, ისევე როგორც თუნდაც აგერ მეზობელ თურქეთში

Posted by: graf-senjerman 2 Jun 2017, 22:48
Tim74
დაგვიანებულსაც აქვს ნექტარი, და რაოდენობა დამოკიდებული იქნება თბილ და ნესტიან ღამეებზე.
როგორ არ დაყავთ, ვისაც მეტი თაფლი უნდა დაყავს და ღებულობს კიდეც. თაფლოვანებიდან აქ ძირითადად მზესუმზირას თესავენ? შემდეგ რაფსი, გრეჩიხა ძალიან ცოტაა და რასაც თესავენ ძირითადად უნექტაროა. არის სხვადასხვა თაფლოვანების დიდი ველები, მაგალითად ქინძა, მორდოვნიკი, კოზლიატნიკი, ფაცელია, დონნიკ, სინიაკ და ა.შ. მაგრამ არა ათასობით გექტარი.

რაფსის თაფლი იგივდება მძესუმზირასთან ასე რომ აქ დიდად არ ფასობს. გარდა ამისა რაფსს ძალიან წამლავენ და ბევრი ერიდება გადაყვანას.

ჩემთან მაგალითად სადაც მე ვარ მოყავთ ბევრი ფუტკარი ცაცხვზე. ათასობით გექტარი ცაცხვის ტყეა. ასე რომ ყველას გვყოფნის smile.gif))


ზუსტად ნახევარი საათის წინ ჩამოვხსენი ხიდან ნაყარი, რომ არ ეთქვა მეუღლეს სათბურის კარი დამეკეტა ვერც კი შევნიშნავდი smile.gif)

Posted by: leoni_1973 3 Jun 2017, 21:03
აკაცია ჩვენთანც გააფუჭა, ფოთოლი გამოიტანა, მაგრამ ყვავილი არა.

კიდევ რა მაინტერესებს, ვამბობთ ხოლმე ბუდე შეივსო თაფლითო, 12 ჩარჩოან დადანში ამ მდგომარეობაში რამდენი კგ თაფლია ბუდეში, ე.ი. პირველ კორპუსში. და საქართველოს პირობებში რამდენი კგ თაფლის შეტანა ითვლება საშუალო და ცუდ ღალად.

Posted by: userman 4 Jun 2017, 11:18
QUOTE
საქართველოს პირობებში რამდენი კგ თაფლის შეტანა ითვლება საშუალო და ცუდ ღალად.



ჯერ დავიწყოთ იქიდან , თუ რამდენი გაქვს ხარჯი ?
მე მაგალითად მთლიანი სეზონის განმავლობაში 8-10 კგ თაფლის ეკვივალენტი მაქვს დანახარჯი .
ჩემთვის ცუდ ღალად ალბათ ხვდებით რაც ითვლება smile.gif . 10 კგ და უფრო ნაკლები. 15 კგ. საშუალოა. მაგაზე მეტი უკვე კარგ მოსავლად ითვლება.

რაც შეეხება ბუდეში არსებულ თაფლს ის იევ ბუდეში უნდა დარჩეს , 12 ჩარჩოიანის შემთხვევაში შეიძლება ამოიღო 1 დან 4 ჩარჩომდე.

Posted by: leoni_1973 4 Jun 2017, 13:15
userman კარგად ვერ დავსვი შეკითხვა, საშუალო და ცუდ ღალას ვგულისხმობდი დღიურ შემოტანას. ე.ი. ოჯახმა დღეში რამდენი კგ თაფლი უნდა შეიტანის, რომ ჩაითვალოს ცუდ, საშუალო და კარგ ღალად.
და კიდევ, გასაგებია, რომ ბუდეში შეტანილი მანდვე უნდა დარჩეს. მაგრამ მაინც რამდენი კგ თაფლით ითვლება ბუდე სავსე დადანში.

Posted by: laveraki 4 Jun 2017, 14:52
leoni_1973
2 კილო დღეში საშუალო , მის ზევით კარგი.
1 დადანის ჩარჩოზე ეტევა 3კილოდან 4 მდე თაფლი. 8 რამკაზე კვერცხი და ჭეოა მინიმუმ ძლიერ ოჯახში დაგრჩა 1დან 4მდე ჩარჩო ბუდეში თაფლისთვის როგორც პატივცემულმა userman-მა აღნიშნა ზემოთ.

Posted by: leoni_1973 4 Jun 2017, 14:59
laveraki მადლობა.
გამოდის, ბუდეში დაახლოებით 19-21კგ თაფლია, იმის გათვალისწინებით, რომ ბარტყიან ჩარჩოებზე, ზემოდან 1/4-ზეც თაფლია.

Posted by: userman 4 Jun 2017, 21:03
leoni_1973
QUOTE
საშუალო და ცუდ ღალას ვგულისხმობდი დღიურ შემოტანას.


ეს უკვე ნამეტნავატ დილეტანტური კითხვაა smile.gif .

პირველ რიგში გააჩნია თაფლოვან კულტურას . მაგალითად აკაციაზე შეიძლება რამოდენიმე დღე -დღეში 5 კგ-ც გიჩვენოს .
ცაცხვზე 1 დან 3 კილომდე დღეში . და ასე შემდეგ . თუმცა ამით ანუ დღიური გაანგარიშებით ღალიანობა არ დგინდება .

ღალიანობის მაჩვენებელი დგინდება მთელი სეზონის განმავლობაში და არა დღიურად. სკამ, ანუ ოჯახმა რამდენი მოიმატა და ბოლოს მთლიანი აღებული თაფლის რაოდენობა გაყოფილი ოჯახების რაოდენობაზე. მერე თუ გინდა საშუალო დღიური გამოიყვანე. საბოლოოდ მაინც ზემოთ ნათქვამ პასუხთან მივედით biggrin.gif .

Posted by: leoni_1973 5 Jun 2017, 10:10
userman გაიხარე, მადლობა. რას იზამ ასეთია ცხოვრება, ზოგნი დილეტანტები ვართ, ზოგნიც პროფესიონალები ხართ.smile.gif

Posted by: თბილი_სი 5 Jun 2017, 21:53
ჩემი ახლობელი შეიძენს ფუტკრის შხამს, გრამს $11 დოლარად, 2 კილოგრამს.
ვისაც აღების სურვილი გაქვთ დამიპიემეთ , დატოვეთ თქვენი ნომერი და შემკვეთს გადავცემ რომ დაგიკავშირდნენ.
ეს დიდი რაოდენობის შეკვეთაა და შესაბამისად კარგი ფასიც, საბითუმო. მყიდველი რეალური და სტაბილურია, ითანამშრომლებს მუდმივად, ყოველ წელს.
შხამის აღება უნდა მოხდეს ამ სეზონზე. წინა წლების არ აინტერესებს.

Posted by: vixn 7 Jun 2017, 15:18

თბილი_სი
11 $ რეალურად მეჩვენება, თუმცა არა მგონია აქ მაგდენი შხამის ამღები ვინმე იყოს, მიდევს სადღაც აპარატი 90 იანი წლებიდან, არ მიხმარია მას შემდეგ.

Posted by: userman 7 Jun 2017, 22:46
QUOTE
ჩემი ახლობელი შეიძენს ფუტკრის შხამს, გრამს $11 დოლარად


ჩემთვის ეგ თანხა მიუღებელია , იმიტომ კიარა რომ ნამეტანი გამდიდრებული ვარ ფუტკრის პროდუქტებისგან , სინამდვილეში ძალიან რთული სამუშაოა ( აღება უნდა მოხდეს ღამის პირველი საათიდან ) .
არც ამ სირთულეს მოვერიდები , არც იმას რომ ფუტკარს შრომისუნარიანობას დაუკარგავ ყველაზე კარგ შემთხვევაში 2 კვირის მანძილძე. თუნდაც სულ დახოცილან , მთავარია მე ვიყო კარგად.

ერთადერთი ჩემი უარის მიზეზი არის ის , რომ შხამის აღების პროცესი პირდაპირ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. ყოველ შემთხვევაში 90-იან წლებში რა მეთოდითაც იღებდნენ შხამს იმ მეთოდს ვგულისხმობ . შეიძლება აღების მეთოდი დაიხვეწა . მაგდენს ვერ გეტყვით.

არის კიდევ ერთი გამოსავალი მოვიდნენ და თვითონ აიღონ ჩემი ფუტკრიდან მაგ ფასში .



Posted by: Tim74 8 Jun 2017, 15:13
ცოტა გავაქტიურდეთ აბა! რა ხდება წაბლის ღალაზე, როგორ მიდის სეზონი. ვრცელდება ხმები რომ ზოგიერთ ლოკაციაზე სამთაბაროდ წასულ მეფუტკრეებს ხვდებიან ადგილობრივი მეფუტკრეები(მე ვფიქრობ უფრო პროვოკატორები) და თითქოს დაავადებების არ გავრცელების საბაბით უშლიან მთაბარობას. ნამდვილი მოტივი აქ უფრო ალბათ ბევრად მარტივია, ანუ-აქ ჩვენა ვართ და თქენ არაფერი გესაქმებათო. ჭორებზე საუბარი არ გვეკადრება და პირდაპირ ვიტყვი ეს შემთხვევა მოხდა ჭიათურის რაიონის სოფელ რცხილათში. თუ გქონიათ ვინმეს ასეთი შემთხვევა და რამდენად "ქართულია" ვითომ ეს საქციელი
* * *
ჩემსკენ ჯერ სტარტი მშვენიერია. სითბო უქარო ამინდები, თუმცა თუ წინა წლებში შედეგის საშუალო პროგნოზს მარტივად ვაკეთებდი წელს პროგნოზირება გაჭირდება თუ რამდენ კილოს უნდა ველოდო საშუალოდ. რადგან თხილის დასავლეთში მასობრივმა წამლობამ შეიძლება შეიტანოს აქ მნიშვნელოვანი კორექტივები. ყველას იღბლიან ღალას გისურვებთ

Posted by: bes_ka888 8 Jun 2017, 19:08
http://radikal.ru

http://radikal.ru


http://radikal.ru

კახეთი/ლაგოდეხი (ჩემსკენ) მედა ჩემი კოლეგა ვიყავით ბაზების სანახავად წელს დამრჩა მშიერი ფუტკარი weep.gif weep.gif weep.gif weep.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: K_M_HUNTER 8 Jun 2017, 19:40
Tim74
QUOTE
ანუ-აქ ჩვენა ვართ და თქენ არაფერი გესაქმებათო.

მეც ვიცი ანალოგიური კონკრეტული შემთხვევა ვანის ერთ-ერთ სოფელში,
საქმე ალიყულებამდეც კი მივიდა.
მართალი გითხრა - ადგილობრივებს ვერანაირად ვერ გავამტყუნებ

Posted by: userman 8 Jun 2017, 20:09
QUOTE
ჩვენა ვართ და თქენ არაფერი გესაქმებათო.  რამდენად "ქართულია" ვითომ ეს საქციელი?


მაგ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ მეფუტკრეებს და თუ ბაზა იმდენი არაა, რომ ადგილობრივები დააკმაყოფილოს , მაშინ სრულიად გამართლებულია მათი საქციელი. სხვანაირად არა .

bes_ka888

ვაა ! ვიზიარებ თქვენს მწუხარებას .
გუშინ საღამოს ჩვენთანაც ჰქონდა მცდელობა და ამ ჯერზე გადავრჩით .
ღმერთმა ყველას გვაშოროს მასეთი რამ.

Posted by: laveraki 9 Jun 2017, 07:55
ჭიათურის მუხურაშიც იგივე ამბავია დამირეკეს

Posted by: graf-senjerman 9 Jun 2017, 10:40
აქეთ დასავლეთ უკრაინა დატბორილია.
ჩემთან ამ ბოლო 3 დღის მანძილზე ისეთი სიცხეებია, რომ ბალახი ვერ ასწრებს გაზრდას ეგრევე ყვითლდება.
ღალის პირველი მარათონი პრაქტიკულად დამთავრდა. ერთ კვირაში დავიწყებ გამოხდას.
ველით ცაცხვს და აკაციას (კიდევ ერთხელ)

bes_ka888
სამწუხაროა მეგობარო... sad.gif

Posted by: Tim74 9 Jun 2017, 23:10
bes_ka888
QUOTE
კახეთი/ლაგოდეხი (ჩემსკენ) მედა ჩემი კოლეგა ვიყავით ბაზების სანახავად წელს დამრჩა მშიერი ფუტკარი         

ძაან სამწუხაროა რომ ნაყოფიერი კახეტის სიკეთის ნაწილი ისევ უკან მიაქვს ბუნებას თითქმის ყოველწლიურად და არამარტო მეფუტკრეობაში. ალბათ შაქარი უნდა დაახმარო ნაწილობრივ და ჭეოს თითონ იშოვიუს ნოემბრამდე
QUOTE
მაგ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ მეფუტკრეებს და თუ ბაზა იმდენი არაა, რომ ადგილობრივები დააკმაყოფილოს , მაშინ სრულიად გამართლებულია მათი საქციელი. სხვანაირად არა .

რავიცი, რავიცი მე ძალიან ბევრი კითხვები მიჩნდება ამ საკითხთან დაკ-ბით

* * *

graf-senjerman
ბარაქა გრაფ, აბა ამ სეზონზე. სიცხე ეგ არაფერი, ჩაირბენ ხოლმე ჩვენ საერთო ზღვაზე biggrin.gif

Posted by: graf-senjerman 9 Jun 2017, 23:30
Tim74
მადლობა!
სადა კაცო, ოდესაში? არ ვარგა წყალი, და ბევრი გოგოები იცის მაქეთ, სარისკოაsmile.gif))))))).
ჩვენ ცისფერ ტბებზე დავდივართ smile.gif ან დესნაზე

Posted by: vixn 11 Jun 2017, 00:19
graf-senjerman
რა თევზი იცის მაგ მხარეს?
მოდის წაბლი და მოყვება წვიმა, აკაციაზე მარტო ძალიან ძლიერმა ოჯახებმა აიღეს თითო კორპუსი, დანარჩენი გადაყვა ბარტყის ზრდას.
ნუკებმა გაამართლა, ჯერჯერობით განაყოფიერებული 90 % ია,

Posted by: koba1973 11 Jun 2017, 12:09
QUOTE
მაგ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ მეფუტკრეებს და თუ ბაზა იმდენი არაა, რომ ადგილობრივები დააკმაყოფილოს , მაშინ სრულიად გამართლებულია მათი საქციელი. სხვანაირად არა .

რავიცი, რავიცი მე ძალიან ბევრი კითხვები მიჩნდება ამ საკითხთან დაკ-ბით


ნადირობა მეფუტკრეობასთან რა კავშირშია, მაგრამ შარშან იმდენი მონადირე ჩამოვიდა სეზონის გახსნისთვის მაღაროში რომ ადგილი ვერ ვნახე უსაფრთხოდ მენადირა. ჩემს საკუთარ ნაკვეთთან მივედი და ეს ნაკვეთი ჩვენია მეგობარო მთელი ღამე აქ ვიყავითო მითხრა დამხვედრმა მონადირემ. უსიტყვოდ გამოვბრუნდი. მაგ ლოგიკით მარტო ადგილობრივებს უნდა გვენადირა.


Posted by: laveraki 11 Jun 2017, 13:29
თავისუფლება მგელს და ცხვარს სხვადასხვანაირად ესმით , ამაშია საზოგადოებაში გაბატონებული უთანხმოების მიზეზი. აბრაამ ლინკოლნი .
გეიგე ახლა რომელია მართალი მგელი თუ ცხვარი.

Posted by: K_M_HUNTER 11 Jun 2017, 15:20
koba1973
უსინდისოდ რო მოქცეულან, საუბარიც ხო ზედმეტია?
თუმცა, ღამე იყვნენ - ესე იგი მანოკისტებია და მანოკისტების შემთხვევაში რა სინდისზე შეიძლება იყოს საუაბარი?

Posted by: koba1973 11 Jun 2017, 16:01
K_M_HUNTER
მანოკისტები იყვნენ თუ არა არ ვიცი, სეზონის გახსნისთვის ბევრი ჩამოდის წინა საღამოს რომ დილით სანამ მზე ამოვა და დაცხება მანამდე ინადიროს. უბრალოდ იმდენი ხალხი იყო თოფს ვერ ისროდი. წინა დღეებში აუარება მწყერი იყო, მერე მინდორი კალიაგადავლილს დაემგვანა.

Posted by: graf-senjerman 11 Jun 2017, 21:47
QUOTE (vixn @ 11 Jun 2017, 00:19 )
graf-senjerman
რა თევზი იცის მაგ მხარეს?

ოკუნი, კარასი, შუკა, კრასნოპიორკი ლინი, პლოტვა.
ეხ რა დრო იყო, როცა თერგზე ბადით კალმახზე დავდიოდით...

ჩემთან ირემი, ტახი, ლოსი გარეული თხა, ენოტი სავსეა. ნადირობა აკრძალულია. ისეთი ნაგლები არიან არ ეშინიათ ადამიანის და 20 -30 მეტრში ჩაგივლის ისე რომ არც კი შერცხვება smile.gif)
შემოდგომაზე და ზამთარში იხსნება ნადირობის სეზონი გარკვეულ ნაკრძალებში, თუ არ ვცდები ერთი თვის მანძილზე.

Posted by: საკურა. 11 Jun 2017, 22:14
ტენტორიუმთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა, რამდენად სანდო და კარგი პროდუქციაა...
ბუკლეტი მაქვს და იმდენი კარგი რამ წერია...))))

Posted by: avto9617 12 Jun 2017, 22:40
koba1973

რა თქმა უნდა მასეა . თუ არა მასე მაშინ ისე მოაწყეთ საქმე , რომ უპირატესობა ადგილობრივს მიენიჭოს .

Posted by: vixn 12 Jun 2017, 23:15
საკურა.
რა თქმა უნდა გაზვიადებულია, სერიოზულად მაგათ მეფუტკრეები არ უყურებენ. როგორც წესი, ფუტკრის პროდუქცია გადამუშავების გარეშე უფრო სასარგებლოა.

Posted by: საკურა. 13 Jun 2017, 09:16
vixn
მადლობა.....
ყველაზე სასარგებლო რომელია ისე, მტვერი, რძე თუ ჭეო?

Posted by: vixn 14 Jun 2017, 11:24
საკურა.
ყველაფერი სასარგებლოა ზომიერად, ერთმანეთს რომ ცვლიდეს, ფუტკარი ერთს იყოფინებდა, შემადგენლობა სხვდასხვაა და მოქმედებაც, ამიტომ სმ საკითხზე კარგ აპითერაპევტს გაესაუბრე.

Posted by: საკურა. 14 Jun 2017, 12:03
vixn
და ვინმე კარგი აპითერაპევტი იცი?
არც გამიგია ვინმე ამ სფეროში.... sad.gif

Posted by: vixn 14 Jun 2017, 14:51
ჩემი და ახლობლების აპიტერაპევტი მე ვარ, ლიტერატურა ბევრია, სავარაუდოდ თბილისში იქნება ვინმე. ჩემს ახალგაზრდობაში არამიანცის საავადმყოფოს რომ ყავდა მახსოვს.

Posted by: საკურა. 14 Jun 2017, 15:46
vixn
მადლობა...
და არის სადმე ელ. ლიტერატურა, უბრალოდ რომ გავეცნო მაინც...
თქვენ სად ხართ ტერიტორიულად?

Posted by: vixn 14 Jun 2017, 19:39
საკურა.
ელ. ვერსია რა გითხრა, აი რუსი ავტორი " Лудянскии",ძალიან კარგია, წიგნი აქვს დაწერილი "апитерапия", დამხმარე ლიტერატურაც მითითებულია , კარგი დაჯდომა და დამუშავება შედეგს მოგცემს თუ ანალგინს ასპირინისგან არჩევ.
მე ზემო იმერეთში ვცხოვრობ.

Posted by: საკურა. 15 Jun 2017, 09:37
vixn
მადლობა....
გადავხედავ, მაინტერესებს ეს თემა....

Posted by: dachunia2007 15 Jun 2017, 11:20
ალუმინის ჭურჭელი თაფლისთვის ვარგისია თუ არა?

Posted by: vixn 15 Jun 2017, 13:23
dachunia2007
თანამედროვე მოთხოვნით არ შეიძლება, თორემ ადრე სულ მასეთი არ ქონდათ?

Posted by: laveraki 19 Jun 2017, 20:11
რა ხდება ხალხი წაბლზე? როგორ მიდის ღალა? ჩვენთან უკვე აცხვიც იხსნება.

Posted by: Tim74 19 Jun 2017, 21:42
QUOTE
რა ხდება ხალხი წაბლზე? როგორ მიდის ღალა? ჩვენთან უკვე აცხვიც იხსნება.

შრომობენ ჭეო აქტიურად შეაქვთ, წაბლის სუნი მძაფრად დგას თუმცა ფიჭას ვუჭვრიტინებ და წითლად ჯერ არაფერი ჩანს, ცაცხვი ჩვენსკენაც 2-5დღეში გაიხსნება

Posted by: vixn 20 Jun 2017, 11:35
ყოველ წელს ამ წაბლს ვუღებ სურათს, გზის პირასაა და ბავშვობიდან ვხედავ.საადროა.

Posted by: K_M_HUNTER 20 Jun 2017, 14:50
ვერ ივარგა გაზაფხულის სეზონმა,
შარშანდელთან შედარებით, 60 %-ით ნაკლები თაფლი მივიღე,
ანუ, მხოლოდ 12 ლიტრი ოჯახზე

Posted by: vixn 20 Jun 2017, 17:32
K_M_HUNTER
გაზაფხულისტვის არ არის ცუდი, რა ქენი გაარიდე ფუტკარი ?

Posted by: K_M_HUNTER 20 Jun 2017, 18:33
vixn
გარიდების (მთაბარობის) დრო და საშუალება რო მქონდეს კობა,
წაბლის თაფლზე არც მე ვიტყოდი უარს biggrin.gif

საფუტკრის სიახლოვეს სამეზობლოში,
გვიან საღამოს შეწამლეს.
როგორც გაირკვა,
არც ისე კატასტროფა წამალი ყოფილა,
თან მარტო თხილი შეიწამლა.

Posted by: vixn 20 Jun 2017, 20:32
K_M_HUNTER
რა ყვავის ახლა შენსკენ, თავის საყოფი მაინც არ მოაქვს?

Posted by: ინაველ 20 Jun 2017, 21:25
მამაჩემმა შეისწავლა მეფუტკრეობის საწყისები პატრიარქის პროგრამით და ახლა 1 სკით დაიწყო. მეც მიზიარებდა ხოლმე თავის აზრებს. მთაბარობაზე ვსაუბრობდით და ერთ რამეზე დავფიქრდი და მცოდნეებო იქნებ გამარკვიოთ - ერთ ლოკაციაზე შესაძლოა მოეწყოს ისეთი პირობები, რომ ფუტკრის მთაბარობა არ გახდეს საჭირო? თაფლოვანი მცენარეები რომ დაირგოს საჭირო ფართობზე - შესაბამისი გათვლებით, ასეთი რამე შესაძლებელია პრაქტიკაში? ვთქვათ სეზონზე ყვავილობის ქრონოლოგიის მიხედვით შეიძლება დაირგოს დიდ ფართობზე მცენარეები - ხეები, ყვავილები და ა.შ. ისე, რომ ფუტკარმა ადგილზევე მოიპოვოს საჭირო ნექტარი მთელი სეზონის მანძილზე. ეს პრაქტიკაში შესაძლებელია და გამართლებული იქნება? როგორ ფიქრობთ?




Posted by: K_M_HUNTER 20 Jun 2017, 22:40
vixn
ყვავის წვილმანი რაღაცეები, თავისთვის ყოფნით
ინაველ
მე ვფიქრობ -
ახლავე თუ ჩაყრი საფუძველს,
მომავალი თაობის მეფუტკრეებს წაადგებათ

Posted by: ინაველ 20 Jun 2017, 23:14
K_M_HUNTER

მე ჯერ ახალგაზრდა ვარ biggrin.gif ამიტომ წინ ვიყურები, ასე 10 წლით წინ smile.gif))

მართლა მაინტერესებს, ეკონომიკურად გამართლებული იქნება? თქვენი აზრი მაინტერესებს, თუნდაც ზოგადი; მესმის ამის ფინანსები არავის ექნება აქამდე დათვლილი

Posted by: K_M_HUNTER 20 Jun 2017, 23:42
ინაველ
ტექნიკურად შესაძლებელია რა თქმა უნდა,
მაგრამ საქართველოს კლიმატური სპეციფიკიდან გამომდინარე,
როცა შედარებით მოკლე მანძილზე,
თაფლოვანი კულტურების ყვავილობის პერიოდები საკმაოდ განსხვავებულია,
მთაბარობას ყველა შემთხვევაში ექნება აზრი.
ადგილის საშუალება თუ არის,
ჩემი აზრით,
ერთწლიანი კულტურის დათესვა (იონჯა, ფაცელია, მზესუმზირა, რაპსი) იქნებოდა უკეთესი,
უღალობის პერიოდზე გაანგარიშებით

Posted by: ინაველ 20 Jun 2017, 23:56
K_M_HUNTER

გასაგებია

-----------------------

Posted by: vixn 21 Jun 2017, 01:16
ინაველ
რასაც შენ ამბობ ტექნიკურად რეალურია, ეკონომიურად გაუმართლებელი, დათვლა ადვილია...

Posted by: ინაველ 21 Jun 2017, 01:56
vixn

ღალიანობა როდის იწყება და როდის სრულდება?

QUOTE
ეკონომიურად გაუმართლებელი


ჰო ალბათ ასეა, თორემ ვინმე აუცილებლად გააკეთებდა. მოვიძიე ნეტში და მსგავსი ვერაფერი ვნახე ვერც ინგლისურენოვან და ვერც რუსულენოვან რესურსებში.

ფუტკარი როგორც ვიცი მაქს 3კმ-ს რადიუსზე დაფრინავს. 3კმ რადიუსი 28 ჰექტარს იძლევა. საინტერესოა რამდენი ოჯახი დაეტევა ამ ტერიტორიაზე ისე რომ სრული დატვირთვით იმუშაონ და მაქსიმალური შედეგი მოიტანონ სკაში.

თუ ხეებზეა საუბარი, დარგავ ერთხელ და შემდეგ წლიური ხარჯი ნაკლები გექნება.
ყვავილების შემთხვევაში ალბათ უფრო ადვილად იქნება საქმე.

ნუ 28 ჰექტარზე ყვავილების დათესვის და მოვლის ხარჯებს ყოველწლიურად ვერსად წაუვა კაცი smile.gif

Posted by: koba1973 21 Jun 2017, 07:16
QUOTE

ფუტკარი როგორც ვიცი მაქს 3კმ-ს რადიუსზე დაფრინავს. 3კმ რადიუსი 28 ჰექტარს იძლევა.

იმ 28 ჰექტრის გადასახადი ხომ უნდა იხადო. თუ არ შემოღობავ და ყურადღებას არ მიქცევ არ გაგიჩერებენ, ქარსაცავი ზოლები დაჭრეს შეშად. ჭიშკართან კანადური ნეკერჩხალი დავრგე და ძეძვით შემოვღობე რომ საქონელს არ გაეფუჭებინა, მაინც ახერხენენ გაფუჭებას.

Posted by: kelasuri 21 Jun 2017, 09:20
ინაველ

ძალიან პატარა შესწორება მაქვს შენს არითმეტიკაში - 3კმ რადიუსი ფარავს 2826 ჰექტარს, 1.5კმ - 707 ჰექტარს. 28 ჰექტარი 300 მეტრიანი რადიუსში გაქვს

Posted by: ინაველ 21 Jun 2017, 09:55
kelasuri
QUOTE
3კმ რადიუსი ფარავს 2826 ჰექტარს, 1.5კმ - 707 ჰექტარს. 28 ჰექტარი 300 მეტრიანი რადიუსში გაქვ


მართალი ხარ smile.gif ძალიან ოპტიმისტურად დავთვალე

სხვა მხრივ მივუდგეთ - თუ მოკლე მანძილში კონცენტრირებული იქნება თაფლოვანი მცენარეები, შორს წასვლა აღარ მოუწევს და 3კმ აღარ იქნება საჭირო.

koba1973

შეიძლება ამის ისე გამოთვლა რომ ოპტიმალური ფართი განისაზღვროს რაც დასჭირდება თითო ოჯახს რომ მაქსიმალური შედეგი დადონ სეზონზე.

ჯერ ვერავინ მითხრა გადაჭრით თითო ოჯახს რა ფართი დასჭირდება სამუშაოდ თუ ამ ფართზე კონცენტრირებული იქნება თაფლოვანების მაქსიმალური რაოდენობა

თუ ერთ ჰექტარს 10 ოჯახის უზრუნველყოფა მაინც შეუძლია, მაშინ ღირს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რისკები მნიშვნელოვნად იკლებს, არ გჭირდება მთაბარობა და მაქსიმალური გამოსავალი შეგიძლია მიიღო.



Posted by: kelasuri 21 Jun 2017, 12:35
ინაველ

საკმაოდ დიდი რესურსის დახარჯვის გარეშე ვერ შექმნი ღალას. ნუ ღალა რასაც ჰქვია თორემ ოჯახში, რომ ბოსტნები აქვს ხალხს ისიც რაღაცას იძლევა. 20 ცალი აკაცია, რომ დარგო ესეც რაღაცას მოგცემს, მაგრამ უმნიშვნელოდ. ანუ ღალას ქმნის მინიმუმ ასობით (კილომეტრები ჯობია) მეტრის რადიუსში არსებული მცენარეები.

ასეთი ხელოვნური ნარგავი/ნათესი შეიძლება იყოს მხოლოდ კომერციული ხასიათის: ხეხილის ბაღები ან ერთწლიანი კულტურები: მზესუმზირა, რაპსი და ა.შ. ამხელა ფართობზე თუ ასეთი კულტურები გაქვს ფუტკრის დრო არ გექნება დამიჯერე.

ამიტომ მთაბარობას ალტერნატივა არ აქვს, დახარჯული რესურსი აღემატება თაფლით მიღებულ მოგებას

Posted by: ინაველ 21 Jun 2017, 13:50
kelasuri

როგორც ჩანს ასეა smile.gif

მთაბარობისას ჩვენთან ვთქვათ მზესუმზირის პლანტაციებში მიჰყავთ ხოლმე ფუტკარი თუ მხოლოდ მთისკენ მიდიან?


Posted by: საკურა. 21 Jun 2017, 17:29
ვიცი, რომ ცოტა არაადეკვატურ შეკითხვას ვსვამ, მაგრამ ვინმე არის თბილისის ტერიტორიაზე ისეთი, ვისგანაც შეიძლება შევიძინო ფუტკარის პროდუქცია (პროპოლისი, ჭეო, რძე), და დარწმუნებული ვიყო, რომ ნატურალურია? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
საწარმოებლად არ მინდა, ცოტა რომ ავიღო, პერიოდულად ხოლმე, თან ამიხსნას მიღების წესები....
მოკლედ, ფუტკრების კეთილსინდისიერ მეპატრონეს ვეძებ... biggrin.gif

Posted by: K_M_HUNTER 21 Jun 2017, 21:25
ინაველ
QUOTE
ფუტკარი როგორც ვიცი მაქს 3კმ-ს რადიუსზე დაფრინავს.

ლიტერატურის მიხედვით,
შეუძლია 7 კმ-ზე ფრენა,
მაგრამ, ასევე ლიტერატურის მიხედვით,
მანძილი საიდანაც შეიძლება ნექტრი მოიტანოს და დააგროვოს,
მაქსიმუმ 1,5 კმ-ა

Posted by: vixn 21 Jun 2017, 22:12
საკურა.
მეფუტკრის უმრავლესობა მასეა, არ იტყუება.

Posted by: ინაველ 22 Jun 2017, 01:09
K_M_HUNTER
QUOTE
მანძილი საიდანაც შეიძლება ნექტრი მოიტანოს და დააგროვოს,
მაქსიმუმ 1,5 კმ-ა


ჰმმ საინტერესოა

ვენერა სტეფანიშვილი გეცნობებათ. მას უწერია თავის წიგნში რომ 1 ჰექტარი აკაციის ტყიდან ფუტკარს შეუძლია 1000 კგ-მდე თაფლი აწარმოოს.
ამიტომ დავინტერესდი ფუტკრისთვის ნერგების/ყვავილების გაშენებით.

Posted by: koba1973 22 Jun 2017, 02:58
ინაველ
QUOTE
მას უწერია თავის წიგნში რომ 1 ჰექტარი აკაციის ტყიდან ფუტკარს შეუძლია 1000 კგ-მდე თაფლი აწარმოოს.

ეგ შეიძლება მასეა, ოღონდ ერთი ჰექტრის აკაციის ნექტარი რომ აითვისოს სრულად, ერთბაშად ბევრი ოჯახია საჭირო რადგან აკაციის ყვავილობა 15-20 დღე გრძელდება ალბათ, ან იქნებ მაგდენიც არა და ფუტკარმა უნდა მოასწროს და აითვისოს.

Posted by: kelasuri 22 Jun 2017, 11:02
ინაველ

მზესუმზირა, იონჯა, ალფალფა, ქინძი თუ დიდ ფართობებზეა ღირს წაყვანა. დიდი ფართობი მინიმუმ 500 ჰექტრიდან იწყება

Posted by: vixn 22 Jun 2017, 12:35
kelasuri
ალფალფა რომელია?

Posted by: **~**Just**~** 22 Jun 2017, 14:01
გამარჯობა!

არ ვიცი რამდენად სწორ თემაში ვწერ...

სად შემიძლია შევიძნო თაფლი პლასტმასის ქილაში (დალუქული)? პატიმრისთვის მინდა და მაგიტომ მინდა რომ იყოს ნატურალური - ისედაც რას ჭამენ იქ და აქ არსად იშოვება კარგი თაფლი პლასტმასში sad.gif


Posted by: vixn 22 Jun 2017, 17:07
**~**Just**~**
შეიძინეთ პლასტიკური ქილა და გადაასხით შიგ ნატურალური თაფლი, არ უნდა გაგიჭირდეთ.

Posted by: kelasuri 22 Jun 2017, 17:41
vixn

უკაცრავად - ალფალფა და იონჯა ერთიდაიგივეა. სამყურა უნდა დამეწერე არ ვიცი ვინმე თუ თესავს კიდევ.

**~**Just**~**

გადმოსხმული არ წაუღო - ქარხნულად დაბეჭდილი უნდა იყოს. დიდ სუპერმარკეტებში არის დათუნიას ფორმის პლასტმასის ქილებში. ოღონდ ხარისხის რა მოგახსენო

Posted by: K_M_HUNTER 22 Jun 2017, 18:31
ინაველ
QUOTE
დავინტერესდი ფუტკრისთვის ნერგების/ყვავილების გაშენებით.

თუ მაინც მრავალწლიანს კულტურებს გეგმავ,
ერთ ვარიანტად, შეიძლება პავლოვნიაც განიხილო

Posted by: ინაველ 22 Jun 2017, 18:32
kelasuri

500ჰა?

ჰმმ ძიან ბევრია. რამდენ სკას გამოკვებავს 500 ჰა თაფლოვანი კულტურები?

Posted by: vixn 23 Jun 2017, 00:25
სანდრო, სადაა სამყურას თესლი, ვერსად მიშოვია, აგვისტოში იონჯა უნდა დავთესო ბოცვრებისთვის?
* * *
ინაველ
ისეთ კითხვას სვავ , " прямо неудобно отвечать ", გეტყობა ტყემალზე ზიხარ ამ საქმეში.
რაც შეეხება შენ კითხვას, კულტურას გააჩნია, აკაცია ეყოფა 500 ოჯახს 1 კვირა, მზესუმზირა 50 ოჯახს პატარა ხანს, დაახლოებით ასეა, დამოკიდებულია ამინდზე, მეფუტკტეზე და ასე შემდეგ.

Posted by: kelasuri 23 Jun 2017, 11:24
vixn

სამყურას თესლი ჩამოვიტანე ერთხელ და დავთესე ეზოში. აღარ მახსოვს რა გადავიხადე, იაფი ნაღდად არ იყო, მაგრამ ამისთანა სამყურა ნანახიც არ მქონდა და ჯანდაბას მეთქი. ძალიან მაგრად ამოვიდა დიდი ყვავილები რომ გაიკეთა და ჰაჰა ფუტკარი უნდა დამჯდარიყო ზედ, მეზობლემა ძროხა შუშვა ჩემს ეზოში რომელმაც დიდი სიამოვნებით პირწმინდად გაანადგურა ეს ნათესი. მაგის მერე ასეთი რაღაცეებისკენ არ გამიხედავს.


ინაველ

გააჩნია ვისთვის, როგორ და რა შემთხვევაში. რეალურად ასეთი კულტურების დათესვა 20 და 30 ჰექტარზე ყოვლად გაუმართლებელია. მაგალითად მზესუმზირას დათესვა ნაკლებ ფართობებზე უაზროა, ვინაიდან მთელი შემოგარენის ჩიტები ფართობში გეყოლება და 30-50 ჰექტარს დიდ ზარალს მიაყენებენ. დიდ ფართობზე ამ დანაკარგს ვერ ამჩნევ, იმიტომ რომ ჩიტების რაოდენობა ხომ იგივე რჩება. ისე ბოლო დროს ფრანგულ და საერთოდ ახალ ჯიშებზე ფუტკარი აღარ მიდის.

პროდუქტიულობასთან დაკავშირებით: კალკულატორი მეფუტკრის ყველაზე ცუდი მეგობარია. მთავარია ძლიერი ოჯახი, მას თუნდაც ცუდ ღალიანობაში ყოველთვის მოაქვს, კარგ ღალიანობაში კი ძალიან ბევრი. ფუტკარს სანამ არ გაიჩენ და 5 წელი მაინც არ დააკვირდები ვერ გაიგებ, ადგილზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული კიდევ. შენ სულ ციფრები გინდა და კი ბატონო: ძველებისგან ვიცი მზესუმზირაზე 13 კილოგრამი მოუმატიაო დღე-ღამეში და ასე რამდენიმე დღე იყოო. 12-ჩარჩოიანი დადანები 4 კორპუსზე აიყვანეს. შეიძლება ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაიმე ფინანსური ან შრომითი პროგნოზის გაკეთება? რასაკვირველია არა. დაანებე კალკულატორს თავი - ფუტკრის მოვლა ისწავლე ჯერ, რამდენსაც შეძლებ მოამრავლე და ფული გაჩნდება მერე ნელნელა.

Posted by: vixn 23 Jun 2017, 22:45
kelasuri
ისე ლამაზად ახსენი, ჩამაფიქრე, არა და მასეა ნამდვილად.

Posted by: ინაველ 26 Jun 2017, 00:43
vixn
kelasuri

წინასწარ თუ არ იცი რა და როგორ გექნება სეზონის ბოლოს, ძნელია რესურსის გამეტება. კალკულატორს იმიტო დავათრევდი რომ მეტნაკლებად დამეპროგნოზებინა. თუ პროგნოზირება შეუძლებელია, რა გაძლებინებთ სეზონიდან სეზონამდე? მე დამატებითი შემოსავლის წყაროს ვეძებ და პროგნოზირებაც ამისთვის მინდა.

Posted by: kelasuri 26 Jun 2017, 10:00
ინაველ

თუ გამოცდილი მეფუტკრე ხარ ზუსტად იცი რა რესურსის გამოყოფა ღირს იმ კონკრეტულ ადგილას სადაც საფუტკრე გაქვს, ასევე წარმოდგენა გაქვს რისი ფიზიკური საშუალება გაქვს. თუ გამოუცდელი მეფუტკრე ხარ ყოვლად გაუმართლებელია დიდი რესურსის დახარჯვა. რამდენიმე წელი დაკვირვება და სწავლა გმართებს ჯერ. კალკულატორით ხარჯების დათვლაა ადვილი, ხოლო შემოსავლის არა. შემოსავალს ცხოვრება გაჩვენებს. თანაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანას - შენ გგონია 1000 ოჯახს განდობს ვინმე ამერიკაში გამოუცდელს?

ყველა ღალას ანგარიშობს და თავისი ფაქტორის გათვალისწინება გასაგები მიზეზების გამო არ უნდათ. ფუტკრის მოვლაა საქმე, ისე რომ ძლიერი ოჯახები გყავდეს და გაზაფხულზე 5%-ზე მეტი დანაკარგი არ გქონდეს გამოზამთრებისას. ამის შემდეგ კალკულატორი არ დაგჭირდება.

Posted by: ინაველ 26 Jun 2017, 13:53
kelasuri

დროული რჩევაა. მადლობა.

--------------------

Posted by: vixn 26 Jun 2017, 14:26
.kelasuri
ქუთაისლების ფუტკარს ვუვლი 3 წელია, 40 ოჯახს, ქვეყანა რომ დაიქცეს 600 კგ თაფლი უნდა მიიღონ, ოჯახების რაოდენობა არ უნდა შემცირდეს. იხდიან ყველა ხარჯს და კიდევ 3000 ლარს წელიწადში. შრომა ჩემია. როგორ გგონია უღირთ ასეთი პირობები?

Posted by: kelasuri 26 Jun 2017, 16:51
vixn

საინტერესო სქემაა! ვის როგორ უღირს ვერ გეტყვი - რადგან იხდიან ესე იგი უღირთ. ვინმემ შეიძლება მეტიც გადაიხადოს, იმ გარანტიით, რომ რაოდენობა არ შემცირდება და დაზღვეულია ფალსიფიცირებული თაფლისგან. რავიცი 1000-ნაირი სიტუაცია აქვს ხალხს.

"ქვეყანა რომ დაიქცეს" 15 კილო ოჯახზე კი ბატონო სავსებით ნორმალური გათვლაა, მაგრამ ამ მონაცემით კალკულატორს რომ აიღებ, ცუდ ხასიათზე დადგები - ცოტაა. ნუ პროფესიონალ მეფუტკრეს ვგულისხმობ რასაკვირველია. შემდეგ ჩნდება აზრები: ვამთაბარო, თაფლოვნები დავრგო, მეტი ამოვაცალო/შაქარი მივცე გამოსაზამთრებლად. ამის შემდეგ კი, გამოუცდელობის ფონზე თან, იწყება შეცდომები. მე-4 წელია ფუტკარი მყავს და შეცდომები მაქვს ბევრი, ერთს ვიცნობ, 25 წელია ფუტკარს უვლის, ბოლო 3-4 წელიაო რაც თურმე ფუტკარი ვიციო.

შენ გამოცდილი ხარ, იცი ფუტკრის მოვლა და იმიტომ ამბობ გინდაც ქვეყანა დაიქცესო. გამოუცდელისთვის კი იმდენი გარემოებაა რამაც ქვეყანა შეიძლება დააქციოს, ვინ მოთვლის

Posted by: laveraki 26 Jun 2017, 19:07
kelasuri
ტოლები ვყოფილვართ

Posted by: K_M_HUNTER 26 Jun 2017, 20:03
ისე, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზირება/შესაძლო ზემოქმედების მოწყობილობას თუ მიმასწავლით რაიმეს,
მეორე მოწყობილობად, მეც ვიხმარდი კალკულატორს

Posted by: vixn 26 Jun 2017, 21:40
K_M_HUNTER
ნამეტანი მოინდომე კახა.
kelasuri
გამოცდილი იძახე, შეცდომა ყოველთვის არის.

Posted by: vano22 26 Jun 2017, 23:36
კეთილი იყოს ჩემი ფეხი ყოჩაღი ხალხის თემაში.

მოკლედ ერთ ძველ მეფუტკრეს ვიცნობ ძველებური რკინის სასწორი აქ და ზედ შემოდგმული 1 სკა. ვკითხე კი რაში გარგია ერთი სკის აწონვა როცა ყველა სკა განსხვავებული რაოდენობის თაფლს აგროვებს მეთქი მარა ჩაიცინა და არაფერი მითხრა. თქვენ ვერ განმანათლებთ ამ საკითხში?

Posted by: Seeker 26 Jun 2017, 23:49
vano22

სალამი ვანოს მეცხოველეობის თემაში ვიყურები ხოლმე პერიოდულად up.gif

QUOTE
მოკლედ ერთ ძველ მეფუტკრეს ვიცნობ ძველებური რკინის სასწორი აქ და ზედ შემოდგმული 1 სკა. ვკითხე კი რაში გარგია ერთი სკის აწონვა როცა ყველა სკა განსხვავებული რაოდენობის თაფლს აგროვებს მეთქი მარა ჩაიცინა და არაფერი მითხრა.


სასწორზე იდგმება საშუალო სიძლიერის სკა და აკონტროლებ მატება რამდენია ან თუ კლებაა რა თქმა უნდა ყველა სკა ინდივიდუალურია მაგრამ მაგითი განსაზღვრავ საერტო მდგომარეობას

Posted by: vano22 27 Jun 2017, 11:36
Seeker
smile.gif აჰა გასაგებია. ფუტკარი ჩინურივითაა ჩემთვის ვერც თეორიულად და ვერც პრაქტიკულად ვერაფერში ვერკვევი იმდენი პატარ პატარა მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნიუანსები აქ რომ წარმოუდგენლად მეძნელება მეფუტკრის პროფესია.

1 სკა რომ შემოვდგა ბალკონზე მეზობლებს ძაან შეაწუხებენ?

დაახლოებით 1 თვის წინ გუნდასავით ერთად ტრიალ ტრიალით გადამიფრინა ფუტკრების გუნდმა და რა მიზეზი უნდა ქონოდა მათ ასეთ ქცევას? და შესაძლებელი თუა ასე გაქცეული ფუტკრის სკაში დაბრუნება?

Posted by: userman 27 Jun 2017, 12:29
vano22
QUOTE
ფუტკარი ჩინურივითაა ჩემთვის ვერც თეორიულად და ვერც პრაქტიკულად ვერაფერში ვერკვევი იმდენი პატარ პატარა მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნიუანსები აქ რომ წარმოუდგენლად მეძნელება მეფუტკრის პროფესია.


გეძნელება და თან გაინტერესებს არა ? smile.gif

თუ ინტერესი გაქვს ისწავლი . იმ ელემენტალურ ცოდნას შეიძენ , რომელიც საჭიროა მეფუტკრისათვის.
თუმცა მინდა გითხრა , რომ ბოლომდე არც არავინ იცის და ნურც ნურავის გაუტყდება გული თუ ბოლომდე ვერ ,,ჩასწვდა" ფუტკარს . ისევე როგორც, ბოლომდე ბიბლიის შესწავლას ადამიანი თავის სიცოცხლის მანძილზე ვერ ახერხებს , ასევეა ფუტკარიც .
უფრო მარტივ მაგალითსაც მოგიყვან :
ავიღოთ ჭადრაკი . შეიძლება ვიღაცამ სვლები გასწავლოს , ანუ რომელი ფიგურა როგორ სვლებს აკეთებს .
მაგრამ პროფესიონალი მოჭადრაკე , რომ გახდე შენ თვითონ უნდა გამოიჩინო ნიჭი . რამოდენიმე კომბინაცია , რომ გათვალო და ასე შემდეგ . აი მაგას კი ვერავინ გასწავლის, თუ შენ თვითონ არ აუღე ალღო.

ასევეა ფუტკარიც. შეიძლება ვინმემ , ან წიგნმა, ან ინტერნეტმა გასწავლოს ,,სვლები " , ანუ ეზიარო მეფუტკრეობის ანბანს . დანარჩენი კი შენზეა დამოკიდებული , რომელსაც დამერწმუნე მართლა ვერავინ გასწავლის ...


Posted by: vano22 28 Jun 2017, 11:06
userman
კომერციული მიზნისთვის ვერ შევეჭიდები ამ საქმეს ისე კი ოჯახისთვის მინდა 1 სკა ვიყოლიო და პირველ რიგში ის მაინტერესებს მეზობლებს ძაან ხომ არ შეაწუხებენ? ჩემთან არც წაბლია და არც აკაცია. ცოტა ცაცხვი და ბევრი ყვავილებია ეზოებსა და მინდვრებში და ეს ვფიქრობ საკმარი იქნება 1 სკისთვის.



სწავლა სიბერემდეო ნათქვამია

Posted by: userman 28 Jun 2017, 14:56
vano22

რატომ უნდა შეაწუხოს ფუტკარმა მეზობლები , არ მესმის .

შურიანი და ბოროტი მეზობელი ყოველთვის შეწუხდება მეზობლის წინსვლის გამო. ფუტკარს იმდენი დადებითი მხარე აქვს , თუნდაც მეზობლებისთვის და ზოგადად კაცობრიობისთვის , რომ მისი კბენა ( თუმცა ესეც წამალია , მათთთვის ვისაც ალერგია არა აქვთ ) არაფრათ არ უნდა ჩავთვალოთ.

ერთს დავამატებ ... ჩემს დედმამიშვილებს ისეთი ალერგია აქვთ ფუტკრის კბენაზე , რომ კომაში ვარდებიან , საინექციო საშუალებებს ყოველთვის თან დაატარებენ. ამის გამო ყველაზე მეტად მამაჩემი წუხდა , მაგრამ ფუტკარი არ გადაუშენებია . ეგ კი არა ჩემს დეებს მზითვებშიც კი გაატანა ფუტკრის ოჯახები biggrin.gif და ამაზე სამდურავი არც გამოუხატავთ .

Posted by: vano22 28 Jun 2017, 15:45
userman
არა მეზობლები კაი ხალხი მყავს მაგაზე არაა პრობლემა მაგრამ ეს ფუტკრები ხო მთელი დღე დაფრინავენ და მთელი დღე მეზობლის ეზოში რომ იტრიალონ ცოდოა კაცი მეც ხო მაქ სინდისი არა?smile.gif

Posted by: userman 28 Jun 2017, 21:40
რა ხდება ფუტკრის ლომებო ცაცხვზე ?
არის ღალა ?

Posted by: gig55 28 Jun 2017, 21:43
vano22
ფუტკრრის ფრენა ვის შეუშლის ხელს თანაც ერთ ძირს გულისხმობ უმნიშვნელოდ იმუშავებენ მეზობელს კი ეზოში მთელი სათიბები არ ექნება რომ მასიურად იმუშაოს შეწუხებაშივრას გულისხმობ მაინც ვერ ვხვდები
* * *
უხვ მოსავალს გისურვებთ მეფუტკრეებო როგორ მიდის ფუტკრის საქმე ხოა წინსვლა

Posted by: laveraki 28 Jun 2017, 23:42
ვნახოთ რა იქნება წაბლი დამთავრდა ჩემკენ ფაქტობრივად , მაგრამ არ ჩერდება ფუტკარი ცაცხვზე მუშაობს სავარაუდოდ.

Posted by: **~**Just**~** 29 Jun 2017, 15:18
vixn
არ შეიძლება გადახმული sad.gif

kelasuri
ხო, ვიცი (( და მაგიტომ ვეძებ კარგ თაფლს, მაგრამ ყველას შუშის ქილებში აქვთ... და საეჭვო წარმოშობის და შემადგენლობის თაფლის გაგზავნას - ისევ რაფრის გაგზავნა სჯობს.

მადლობა, რომ არ დაიზარეთ და მიპასუხეთ smile.gif

Posted by: graf-senjerman 30 Jun 2017, 00:18
ჩემთან ცაცხვი ყვავის, ერთ კვირაში მორჩება ღალა ხოლო 8 კილომეტრში თვალგაუწვდენელი გრეჩიხის მინდორი ყვავის მაგრამ რად გინდა, აგრონომს შევხვდი და მითხრა ჰიბრიდული თვითმტვერავი გრეჩიხა არისო. მე კიდევ ვგეგმავდინაწილის გადაყვანას.
ცაცხვი ამ წელს სასწაულად კარგად გამოყოფს. ფუტკარი გვიან საღამომდე მუშაობს და ტყეში ისეთი არომატი დგას ენით ვერ აღწერს კაცი.

Posted by: romka 2 Jul 2017, 20:15
თაფლის საშვალო ფასი რა აქვს თუ იცით აკაცია,წაბლი,ცაცხვი?

Posted by: userman 2 Jul 2017, 21:10
QUOTE
თაფლის საშვალო ფასი რა აქვს თუ იცით აკაცია,წაბლი,ცაცხვი?

romka

კილოგრამი 15 ლარი.

ცაცხვზე არავის არ გყავთ ?
თუ გყავთ რამდენია მატება დღიურად ?

Posted by: vano22 3 Jul 2017, 00:01
gig55 ვის მოეწონება ფუტკრების თარეში საკუთარ ეზოშიsmile.gif უნდა დაველაპარაკო ერთი მეზობლებს რას იტყვიან

Posted by: ქუთაისელი 3 Jul 2017, 13:20
გამარჯობათ, თუ ვინმეს გყავთ ოკრიბაში ფუტკარი, უქნებ შემეხმიანოთ, რჩევები მინდა გკითხო.

სანამდე ღირს ფუტკრის მანდ გაჩერება, მე ჭყეპში მყავს.

Posted by: koba1973 3 Jul 2017, 14:13
vano22
QUOTE
ვის მოეწონება ფუტკრების თარეში საკუთარ ეზოში უნდა დაველაპარაკო ერთი მეზობლებს რას იტყვიან

თარეში თორემ ეგეც ცხენების რემა არ იყოს. ვერც კი გაიგებენ თუ სკები არ დაინახეს.

Posted by: Seeker 3 Jul 2017, 21:36
vano22
QUOTE
1 სკა რომ შემოვდგა ბალკონზე მეზობლებს ძაან შეაწუხებენ?

დაახლოებით 1 თვის წინ გუნდასავით ერთად ტრიალ ტრიალით გადამიფრინა ფუტკრების გუნდმა და რა მიზეზი უნდა ქონოდა მათ ასეთ ქცევას? და შესაძლებელი თუა ასე გაქცეული ფუტკრის სკაში დაბრუნება?


მურაბას თუ მოხარშავენ ეზოში კი შეაწუხებენ სხვა მხრივ არანაირი შემაწუხებელი არ უნდა იყოს
მასეთ გუნდი არის ნაყარი ჩასხავ სკაში და თუ კარგად მოუვლი შეავსებენ სკას smile.gif

userman
QUOTE
ცაცხვზე არავის არ გყავთ ?
თუ გყავთ რამდენია მატება დღიურად ?


ჩვენ სასწორზე არ გვიდგას ამბობენ 300 გრამიდან 1 კილომდე მაგაზე მეტი არავის უთქვავს 2 დღის წინ ახალსოფელი და მთისძირი


Posted by: ინაველ 3 Jul 2017, 22:03
მეგობრებო მთიულეთისკენ ვინმე ამთაბარებთ? ხომ ვერ მეტყვით როდის რა ხარობს მლეთა-გუდაურისკენ?

Posted by: userman 5 Jul 2017, 11:15
Seeker
QUOTE
ჩვენ სასწორზე არ გვიდგას ამბობენ 300 გრამიდან 1 კილომდე მაგაზე მეტი არავის უთქვავს 2 დღის წინ ახალსოფელი და მთისძირი


ეგ ხომ ჩემი მხარეა და ნამეტანი ინფორმირებული ვარ , მე უფრო დასავლეთ საქართველოს ცაცხვი მაინტერესებდა ...

Posted by: ibo 6 Jul 2017, 08:47
vano22
ჩეჩმები (სოფლის უბორნიები) გაქვთ ალბათ ხო?
მაშინ ყველაზე მეტად ბავშვებს მოუშლიან ნერვებს. სოფელში რომ შევიდოდი ტუალეტში და ბზუილით შემოვარდებოდა უცებ, ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი ან ის როდის გაფრინდებოდა biggrin.gif

userman
QUOTE
ეგ კი არა ჩემს დეებს მზითვებშიც კი გაატანა ფუტკრის ოჯახები

ძაან მაგარია biggrin.gif მომწონს როცა ადამიანს თავის საქმე "სიგიჟემდე" უყვარს, ნეტა ყველა სფეროში საქმის ასეთი მოყვარულები გვყავდეს sad.gif

Posted by: graf-senjerman 7 Jul 2017, 11:25
პირველი საფუტკრე გრეჩიხაზე გადავიყვანე გუშინ.
მიზეზი იყო ცაცხვის გაშავება და ოდნავ გემოს მიცემა. 8 კმ-დან მოაქვს ნექტარი. სასწაული მწერია.
დღეს მეორე საფუტკრე გადამყავს.
როგორც გამოდის აგრონომს არ დაეჯერება

Posted by: userman 7 Jul 2017, 12:07
graf-senjerman

წარმატებები !!!

ამბობენ გრეჩეხის თაფლი შოლოლადივითააო wink.gif ... მართალია ?

Posted by: graf-senjerman 7 Jul 2017, 14:13
userman
მადლობა
ცაცხვს გრეჩიხით რომ სასწაული გემო აქვს, ენით ვერ გადმოსცემ.

Posted by: vixn 8 Jul 2017, 15:06
5 დღეში დაიყვავილებს ცაცხვი 1000 მეტრამდე ამით ზემო იმერეთში ღალა დამთავრდება, შეიძლება 1500 მეტრზე აყვანა ცაცხვზე ან უფრო ზევით ბალახზე,

Posted by: black gold 8 Jul 2017, 16:54
vixn
QUOTE
5 დღეში დაიყვავილებს ცაცხვი 1000 მეტრამდე ამით ზემო იმერეთში


და როგორი იყო მოსავალი ძემო იმერეთში, ცაცხვზე?
არ გამოყო თაფლი და ვერ იმუშავა ფუტკარმაო ასე გავიგე და რამდენად მართალია?


Posted by: vixn 8 Jul 2017, 22:56
ზოგადად ნორმალური, საერთო ჯამში ჯერჯერობით შედეგი იქნება, მარტო ცაცხვი არ ამიღია, წაბლთან ერთად დაიწურება, პლიუს აკაცია. 25 კგ ს უნდა აჯობოს სტაციონარზე.
ესეც დღევანდელი სტარტერი, საშემოდგომო დედოფლების გამოყვანა დაიწყო, ესენი მომავალი წლის ჩემპიონები იქნებიან.

Posted by: gig55 9 Jul 2017, 00:10
vixn
კობა აქ რა ვარიანტს აკეთებ სხვა ოჯახი შეუერთე აღმზრდელ ოჯახს თუ რა პრინციპია
* * *
სადედე კვერცხს როგორი ოჯახიდან იღებ შეფერიოობას ვგულისხმობ?
* * *
ამდენ ფუტკარს ვენტილაცია ექნება სკაში უკორპუსოდ?
* * *
თუ კორპუსის მოხსნა აუცილებელია სადედეების უკეთ ჩამოსაშენებლად

Posted by: laveraki 9 Jul 2017, 13:00
ამოვიღე დაბალი ზონის წაბლის და ცაცხვის ნარევი. ოჯახმა 22 კილო გაასწორა. ვიწყებ გაყოფის პროცესს.

Posted by: vixn 9 Jul 2017, 16:28
gig55
ყველა შემთხვევაში ბევრი ფუტკარია საჭირო პატარა სივრცეში, 5 კგ მაინც. მომიწია 2 საშუალო ოჯახის შეერთება.
ვცდილობ რუხი ფერის ფუტკარი იყოს.
ყველა ძირი რკინის ბადურით არის, ვენტილაცია საკმარისია.

laveraki
კარგი შედეგია, გამართლებასაც მოასწრებ, იმედია წელს ოქროწკეპლა არ გვიღალატებს.

Posted by: K_M_HUNTER 9 Jul 2017, 16:37
კობა, ოქროწკეპლაზე რა პირობით იტოვებენ ოჯახებს?

Posted by: gig55 9 Jul 2017, 16:50
vixn
ძირიდან თუ აქვს ვენტილაცია ეგ კარგია კვერცხის ამოღებას მეც რუხვი ფუტკრიდან ვცდილობ, მაგრამ რთულია უკვე საფუტკრე რუხვზე გადაიყვანო კიდევ რა მაინტერესებს აღმზრდელი ოჯახისთვის რომ შეარჩიო კარგი ოჯახი და ამოიღო კვერცხიანი და ღია ბარტყი გადაბეჭდილი დატოვო და მიცე ჩანამყენებული სადედეები თუ ჩამოაშენებს 4 . საათში ეს არარეალურად მეჩვენება ერთმა მითხრა ასეთი რამ ნაგრამ არ მჯერა რომ ეგრე შენ ჭკუაზე გადავიდეს ფუტკარი

Posted by: vixn 9 Jul 2017, 18:46
K_M_HUNTER
ნაცნობობით 5- 15 კგ თაფლი. რამდენის წაყვანა გინდა?
gig55
თუ მთლიანად წაართმევ ღია ბარტყს და დედოფალს, აბა სად წავლენ, მაგრამ საეჭვოა გადაბეჭდილ ჩარჩოზე ყველა დახურული იყოს, ამიტომ ჯობია წაართვა ყველა ბარტყიანი ჩარჩო, მიცე სადედეები , მეორე დღეს დაუბრუნებ უკან ბარტყს.

Posted by: gig55 9 Jul 2017, 19:55
vixn
მეორე დღეს გადაბეჭდილი დაგხვდება მე ვინაც მითხრა ეგ ნეთოდი 4 საათში ჩამოაშენებენ სადედეს და თან გადაბეჭდავენო არამგონია რომ ესე მალე გადაბეჭდოს სადედის გადაბეჭშას 6 ან7 დღე უნდა დროც არ მაქვს რომ ვსინჯო ეგ მაგრამ მეეჭვება გამოდგეს თუ გაქვს ეს მეთოდი ნასინჯი მე არარეალურად მეჩვენება

Posted by: vixn 10 Jul 2017, 00:06
gig55
ან შენ ვერ გაიგე, ან ვინც გირჩია უბერავს. სავარაუდოდ სადედე მატლის მიცემა იგულისხმა დაობლების შემდეგ.

Posted by: gig55 10 Jul 2017, 13:43
vixn
მე ვინც მითხრა იმას არ ჰქონდა განაჰები ზუსტად ეს მეთოდი

Posted by: vixn 11 Jul 2017, 00:14
gig55
სისულელეა.
ესეც მთაში ფუტკარი, 1400 მ ი ზღვის დონიდან,ცაცხვი იწყებს ნელნელა.
იმხელა ბალახია, სკები არ ჩანს.

Posted by: laveraki 11 Jul 2017, 08:41
vixn
ჩვენთანაც მასეა მაგ სიმაღლეზე ახლა იწყებს ცაცხვი, მაგრამ ლატარიაა ამინდის ჭირვეულობის გამო. მაგ სიმაღლეზე ხშირად იცის ნისლი და წვიმა გურიაში.

Posted by: K_M_HUNTER 11 Jul 2017, 09:35
vixn
არა, მე არ გადამყვავს,
ერთ იქაურ ნაცნობს აინტერესებდა

Posted by: gig55 12 Jul 2017, 21:34
vixn
სად ყვავის ახლა ცაცხვი?

Posted by: vixn 12 Jul 2017, 22:24
gig55
რაჭის ქედზე, 3 კვირა იქნება კიდევ.

Posted by: userman 12 Jul 2017, 22:50
ჩემთანაც ყვავის ჯერ-ჯერობით ცაცხვი . სადღაც კილოს ფარგლებშია დღიური მატება . წინასწარ იმის თქმა თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ყვავილობა თითქმის შეუძლებელია . ორი კვირაც , რომ გაგრძელდეს კმაყოფილი ვიქნები ნამეტნავად smile.gif .

vixn რატომ გაგიჭირდა იმის თქმა თუ რამდენია დღიურად მატება ცაცხვზე ?
თუნდაც იმას ვისაც ცაცხვიან-წაბლიანში ყავს ფუტკარი ?

Posted by: vixn 13 Jul 2017, 11:19
userman
ჩემი ფუტკარი გამრავლებაზეა , 40 ოჯახი დგას ცაცხვზე, მე ვუვლი, ჩემი არაა, არ აქვთ სასწორი , ისე მეც მაინტერესებს, ავიტანჩემ სასწორს ხვალ ზეგ, ვნახოთ რას აჩვენებს.
შარშან მაგ ზონაში ბოლო ცაცხვი 25 ივლისს ( რაც მე ვნახე, არაა გამორიცხული სხვები უფრო გვიან იწყებენ) აყვავილდა, 1 კვირა მაინც იყვავილებს, აქედან გამომდინარე 20 დღე კიდევ იქნება ცაცხვი აქეთ.

Posted by: laveraki 13 Jul 2017, 12:18
კობა ამინდები როგორია რაჭის ქედზე? ნისლი არ იცის?

Posted by: gig55 13 Jul 2017, 15:11
vixn
კარგია ბარაქიან ღალას გისურვებ კობა რა მაინტერესებს გალიაში რამდენი ხნით შეიძლება განაყოფიერებული დედის შენახვა თაფლით კვება როგორ ხდება მეორე.თუ.მესამე.დღეს

Posted by: vixn 13 Jul 2017, 22:47
laveraki
მაგარი ნისლია, რძე მომაგონდა, მაგრამ ამინდი ხშირად იცვლება, ფუტკარი მუშაობს მაინც, ძლიერი ოჯახი.
gig55
ჩემ პრაქტიკაში რ კვირა, ლიტერატურაში 2- 3 თვე წამიკითხავს. საკვებს მაშინვე ვაძლევ, თუ მომვლელ ფუტკარს შეამოწმებ დრო და დრო უკეთესი იქნება.

Posted by: gig55 14 Jul 2017, 12:52
vixn
ერთ ოჯახში თუ შეიძლება რამდენიმე დედის შენახვა

Posted by: vixn 14 Jul 2017, 14:33
gig55
შეიძლება, მთავარია საკვები და ამალა არ მოაკლო, ცვალე მომვლელი ფუტკარი ყოველ 2 კვირაში, არ გადახურდეს.

Posted by: Tim74 14 Jul 2017, 16:22
vixn
კობა შეგიძლია მომწერო თერჯოლაში რომ კანდს აკეთებინებ იმ კაცის ნომერი?

Posted by: gig55 14 Jul 2017, 19:50
vixn
ცრუ დედები თუ დებენ თითო კვერცხს უჯრებში დღეს ვნახე ერთ სკაში ზოგ უჯრაში თითო კვერცხი იყო აქაიქა ზოგში კი 3 და 4 ქონდა ჩადებული

Posted by: vixn 15 Jul 2017, 08:20
Tim74
მოვძებნი და მოგწერ. ვნახე 558 467 931 .
gig55
რა შეუშლით ხელს, არეულია ოჯახი.

Posted by: laveraki 15 Jul 2017, 08:25
vixn
კობა ოჯახის ნაწილობრივი დაიბლების დროს სტარტერი რამდენი ხანი უნდა იყვეს დაობლებული? რამდენ დღეში შევუერთო დედიან ოჯახს? რაბოტნიკს 3 დღე უწერია მაგრამ ბევრი არაა? შენ გაქ განაკეთები პრაქტიკაში?

Posted by: vixn 15 Jul 2017, 08:30
laveraki
როცა სადედეები მიღებულია , შეაერთე .

Posted by: Tim74 15 Jul 2017, 08:59
vixn მადლობა კობა, დავურეკე შევუტანხმდი უკვე

Posted by: gig55 15 Jul 2017, 14:24
vixn
მადლობა პასუხისთვის წელს ნიკოტმა არ გაამართლა ჯამები არ მოეწონა დედას ტუ რა ვერ ვხვდები არ ჩაკვერცხა ფრთით გადავიტანე კვერცხი სანთლის ჯამებში და მშვენივრად ჩამოაშენა ვფიქრობ რომ ნიკოტის ჯამები ერთჯერადია
* * *
აღმზრდელ ოჯახს რამდენ ჯამს აძლევ აღსაზრდელად მე 20 მივეცი თუ უფრო ნაკლები უნდა რომ სრულყყოფილად გამოკვებოს და კარგი დედოფალი გამოვიდეს განსხვავება ექნება ალბათ

Posted by: Harrison 15 Jul 2017, 14:50
გამარჯობა!!!

მეფუტკრეობის დარგში მინდა ტრენინგების გავლა და ვინმემ ხომ არ იცით სად არის შესაძლებელი?

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: vixn 15 Jul 2017, 18:41
Tim74
კანდი რად გინდა?
gig55
არ ყოფილა მთლად ნიკოთი. მრავალჯერადია, სანამ არ გატყდება.
ყველაზე მეტი 33 მიმიცია, ახლა 20 ზე მეტს არ ვაძლევ.
Harrison
საპატრიარქო აწყობს ყოველ წელს მაგ ტრენინგებს , მიაკიტხე.

Posted by: gig55 15 Jul 2017, 18:44
vixn
ერთ ოჯახში ჩავსვი 7 დედა დოლას და რომ ვნახე ფუტკარი გალიებს გარედან ეხვია ვითომ გამოკვებავენ თუ აჯობებს ვკვებო თაფლით ყოველ მეორე დღეს

Posted by: longusta12 15 Jul 2017, 21:51
1კვირის წინ 19 სადედე ჯამში ჩავამყნე ჭუპრები და 19 ტივემ წარმატებით მიიღო მგონი გამიმართლა smile.gif)
* * *
gig55
გალიაზე მჯდომ ფუტკრებს დააკვირდი ჩიჩაყვით ნეკტარს თუ აწვდიან ან ვინტილაციას თუ უკეთებენ .
* * *
უფრო სწორად ხორთუმით.gig55

Posted by: gig55 15 Jul 2017, 22:27
longusta12
ხვალ ვნახავ და უკეთ გავერკვევი სიტუაციაში

Posted by: leoni_1973 15 Jul 2017, 23:34
აბა მეფუტკრეები ეს ლინკი ნახეთ, მეფუტკრეობაზე მცირე საგრანტო პროგრამაა და რას იტყვით. http://zrda.georgianeo.ge/index.php/ka/2017-06-30-15-21-39

Posted by: vixn 16 Jul 2017, 00:40
gig55
დაიზღვიე თავი, მიეცი საკვები, არაა გამორიცხული რომელიმე არ გამოკვებონ, ამოჩემება იციან ძაღლივით.
longusta12
სურათები დადე თემურ, გაგვიზიარეს წარმატებები.
leoni_1973
მადლობა ლევან, თუ რამეს ნახავ, დადე ხოლმე.

Posted by: Tim74 16 Jul 2017, 05:52
vixn
QUOTE
Tim74
კანდი რად გინდა?

так მოკლედ სიტუაცია ასეთია დასავლეთში თხილთან დაკავშირებული არაორდინალური სიტუაციის გამო წაბლის სეზონმა ჩაიარა ცუდად, მივიღე 130კგ ზუსტად 30 პროცენტი იმისა რასაც ჩვეულებრივ ვიღებ ხოლმე. პლუს ეხლა უღალო პერიოდია ჩემტან და მინდა მივცე ნახევარი ტომრის ყანდი/ მოკლედ წელს სტატისტიკა გავაფუჭე sleep.gif sleep.gif

Posted by: leoni_1973 16 Jul 2017, 08:46
vixn კობა, გაყოფილ ოჯახს, მწიფე სადედე, რომ მივცე, ოპტიმალური დრო რამდენია. ბევრი ვარიანტი შემხვდა ლიტერატურაში, ზოგი დაობლებიდან 2, 3 და 6 საათში აძლევს, შენ სადღაც გეწერა მეორე დღეს აძლევ. მაინც ჩვენი ჯიშის ფუტკრისთვის ყველაზე კარგი დრო დაობლებიდან რამდენია, სადედე, რომ არ მოშალონ.

Posted by: black gold 16 Jul 2017, 10:38
leoni_1973
5 საათი ოპტიმალურია, მიმღები ოჯახიდან ერთი წვეთი თაფლი ფრთხილად წაუსვი სადედეს და ისე მიეცი, თუმცა უამისოდაც უპრობლემოდ მიიღებენ

Posted by: gig55 16 Jul 2017, 18:48
leoni_1973
სადედე დაობლებიდან 3 საათში დაურიგე და მშვენივრად მიიღეს

Posted by: vixn 16 Jul 2017, 22:23
leoni_1973
მეორე დღეს იმიტომ ვაძლევ, პირველ დღეს ამანათებს ვაკეთებ, ვეღარ ვასწრებ, მესამე დღესაც დამირიგებია, მთავარია კარგი სადედე იყოს.

Posted by: gig55 16 Jul 2017, 23:26
vixn
ვაქცევ ყურადღებას ვკვებავ რომ დაუკვირდი ფუტკარს მიღებული ყავს მაგრამ ვფიქრობ არ გამოკვებონ ყველა კარგად
* * *
კოლეგებო თაფლის კლიენტები თუ არიენ ან რამდენს იხდიან თაფლში ერთიან წაღებას ვგულისხმობ?
* * *
vixn
კობა ტკიპაზე დამუშავებას როგორ აკეთებ თქვენ შეამჩნიეთ ტკიპა მაინტერესებს გაზაფხულის დამუშავებიდან შორია მესამე ღალის დამთავრებამდე და შესაძლოა ტკიპა გამრავლდეს შეწამლის შემთხვევაში კი თაფლზე უარყოფითად მოქმედებს

Posted by: romka 18 Jul 2017, 15:37
გამარჯობათ მეგობრებო ტყემლისგან არაყი როგორ იხდება რამდენი დღე უნდა რომ გამოსახდელად გამოდგეს თუ იცით ვინმემ მაინტერესებს

Posted by: vixn 18 Jul 2017, 18:01
gig55
სასვენი ნიშნები იხმარე, ვერ ვგებულობ ყველაფერს..
თუ ნორმალური დამუშავებულია გაზაფხულზე ( ბარტყის გაჩენამდე), გაზაფხულ - ზაფხულში სამამლე 1 ჩარჩოს მაინც ამოაჭრი (შესაძლებლობის მიხედვით ), ტკიპის პრობლემა აგვისტომდე არ არის, მერე ან ფირფიტები ან სხვა რამ და სეზონიც დამთავრებულია.
ღალის დროს არც შეიძლება.

Posted by: userman 18 Jul 2017, 19:47
romka

ეს თემა მეფუტკრეობაზეა და არა ტყემალზე .

ჩემი თხოვნაა ,,მეტყემლეობა " მოძებნო .

Posted by: gig55 18 Jul 2017, 21:23
vixn
გასაგებია მაგრამ დამუშავება არ დამიკლია ტკიპაზე უკვე შევნიშნე და ვაპირებ დამუშავებას

Posted by: bes_ka888 19 Jul 2017, 15:40
კობა ტკიპა მეც შევნიშნე ამ დღეებში გამოვწურავ და შევწამლი

Posted by: gig55 19 Jul 2017, 21:08
bes_ka888
რა წამლით აპირებ შეწამლას მე ვაროკომს ვხმარობ და ეფექტურად მოქმედებს

Posted by: longusta12 19 Jul 2017, 23:26
userman
აუ მოვკვდი სიცილით მეფუტკრეობა და მეტყემლეობა იუზერ გაგახაროს ღმერთმა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: bes_ka888 21 Jul 2017, 00:40
gig55

ვაროკომი აგზაფხულზე (მაინც ხშირად მიწევს შეხება ) ეხლა ვაროსტოპს ფირფიტები45 დღიანი და ტომოლი სიდამპლეზე

Posted by: longusta12 21 Jul 2017, 09:36
userman
აუ მოვკვდი სიცილით მეფუტკრეობა და მეტყემლეობა იუზერ გაგახაროს ღმერთმა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: vixn 21 Jul 2017, 10:38
gig55
დამუშავების შემდეგ ანალიზი ჩაუტარე ეფექტზე, თუ მანამდეც გაუკეთებ უკეთესია, გეცოდინება მაინც როგორ მოქმედებს.

Posted by: gig55 21 Jul 2017, 13:08
vixn
ანალიზში რას გულისხმობთ?

Posted by: vixn 21 Jul 2017, 13:54
gig55
აიღებ ერთ ბღუჯა ფუტკარს, ჩაყრი არაყში, კარგად ახანხალებ, დათვლი ფუტკარს და ტკიპას, გამოთვლი პროცენტს.

Posted by: userman 21 Jul 2017, 14:50
QUOTE
აიღებ ერთ ბღუჯა ფუტკარს


ფულის ბღუჯა გამიგია , მარა ფუტკრის ბღუჯა პირველად მესმის biggrin.gif

ჩაგეთვალა ...

ხუმრობა იქით იყოს, მარა ტკიპით დაზიანების პროცენტულობის გამოსათვლელად საჭიროა დაახლოებით აი ასეთი პროცედურის ჩატარება :



Posted by: bes_ka888 21 Jul 2017, 15:47
gig55


სასურველია ყოველთვის სხვადასხვა პრეპარატებით შეიწამლოს რადგანაც vixn კობა დამეთანხმება მხოლოდ ერთ წამალზე იმუნიტეტს გამოიმუშავებს

აქ ხშირად არ ვპოსტავ ხოლმე, მაგრამ თვალს ვადევნებ თქვენ დისკუსიას, პ.ს. ხვალე უნდა გამოვწურო ერთ 200 -250 კგს ველოდები

Posted by: userman 21 Jul 2017, 17:34
bes_ka888
QUOTE
ხვალე უნდა გამოვწურო ერთ 200 -250 კგს ველოდები


ბარაქა !!!
სიკეთეში მოგახმაროს !

ისე უფრო საინტერესო იქნებოდა, მიგეთითებინა, რამდენი სკიდან ელოდები ამ მოსავალს... უფრო სწორედ
თუნდაც ჯერ აგეღო მოსავალი და შემდეგ საშუალო გეთქვა ანუ ერთ სკაზე რამდენი მიიღე . დანარჩენი კი ნაკლებად საინტერესოა. უფრო სწორად ინტერეს მოკლებულია.

Posted by: longusta12 21 Jul 2017, 18:26
მეგობრებო ერთი კითხვა მაქვს, საფუტკრეში ყოველ წლიურად დედის ცვლილებით რა პლიუსს მომცემს და რას მირჩევთ?

Posted by: userman 21 Jul 2017, 19:48
QUOTE
მეგობრებო ერთი კითხვა მაქვს, საფუტკრეში ყოველ წლიურად დედის ცვლილებით რა პლიუსს მომცემს და რას მირჩევთ?


ამ კითხვას აქვს აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი პასუხები smile.gif .
შენ წარმოიდგინე არ ვხუმრობ . თვითოეულ პასუხს კი თავისი ახსნა და დასაბუთება სჭირდება .

გააჩნია რა პირობებში უწევს შენს ფუტკარს ცხოვრება წლის განმავლობაში ?

1 ) ეს შეიძლება იყოს ერთ მცენარეზე მცირე ღალიანობა და მეორეზე ცოტა დიდი ღალიანობა . ამის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ამოიღე თაფლი მთელი წლის განმავლობაში . ამ შემთხვევაში დედა ორი წელი , სამიც და შეიძლება ოთხიც მშვენივრად მუშაობს.
ამ შემთხვევაში შეგიძლია შეცვალო , მხოლოდ ის დედები , რომლებმაც ,, იზარმაცეს ".
2 ) წლის განმავლობაში ორი და მეტი ღალიანობა , ანუ მინიმუმ ორჯერ ამოიღე თაფლი. ამ შემთხვევაში სასურველი იქნება დედების შეცვლა ყოველ წლიურად .
3 ) მთელი წლის განმავლობაში უმეტესად აძლევ გამაღიზიანებელ საკვებს თუნდაც ნახევარ ლიტრს . ამ შემთხვევაში აუცილებლობას წარმოადგენს დედების შეცვლა . მითუმეტეს მაშინ თუ ეგრეთწოდებულ სტიმულატორებს ხმარობ .

როგორც მიხვდი დედებს აქვთ გარკვეული რესურსი კვერცხის , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ უნდა დავზოგოთ და არ მივცეთ კვერცხის დადების საშუალება

დედების შეცვლა კი ცალკე თემაა ...

დედების ხელოვნური შეცვლა უნდა მოხდეს მყისიერად ანუ ამოგყავს ძველი და ეგრევე აძლევ ახალ განაყოფიერებულ დედას ( როგორ და რანაირად ეგეც ცალკე თემაა ). სხვანაირად შეცვლაზე არც იფიქრო , მაშინ დაელოდე და თვითონ უკეთესად შეცვლიან.

იმასაც ვიტყვი , რომ დედების ყოველწლიური ცვლა ოპტიმალურის გარანტიას არ იძლევა .
ანუ იმას რომ საფუტკრეში ყველა ოჯახი ძლიერი იყოს.
თუმცა უამისობაც არ იქნება . ბევრ მეფუტკრეს, მათ შორის მეც მენანება იმ დედის შეცვლა, რომელიც რეკორდული ოჯახიდანაა.





Posted by: longusta12 21 Jul 2017, 21:00
ყველაფერზე გეთანხმები დიდი მადლობა ისე მეც მენანება ხოლმე smile.gif
* * *
თან მითუმეტეს ბალახზე რომ ვუშვებ თვალებს ვარიდებ შემთხვევით არ შემომხედოს გულიც დამეწვება.

Posted by: K_M_HUNTER 21 Jul 2017, 21:09
QUOTE

ჩტო ზა ბეზაბრაზიე?
ღმერთების მწერის მიმართ ასეთი მოპყრობა?
მაშინ როცა არსებობს ნაცადი ხალხური მეთოდი -
თუ ჩარჩოზე, ერთი თვალის მოვლებით, შენიშნე თუნდაც ერთი ტკიპა,
უწამლე

Posted by: longusta12 21 Jul 2017, 21:56
K_M_HUNTER
გეთანხმები ვერ გავიმეტებ მოსაკლავად დიდება უფალს რომ ღირსი გამხადა რომ მაზიარა მეფუტკრეობას, ყველა მართმადიდებელ ოჯახს უნდა ყავდეს ფუტკარი თუნდაც ჩემი მოსავლელი გახდეს.

Posted by: bes_ka888 22 Jul 2017, 00:04
userman

მადლობა გაიხარე 25 ძირი 12 დადანი 200 ზე ნაიკლები არ იქნება

Posted by: gig55 22 Jul 2017, 00:07
bes_ka888
ეგ მეც გამიგონია ეჩვევა ერთ წამალს მაგრამ ტყუილია რაც მყავს ფუტკარი სულ ვარაკომით ვწამლი და შეჩვევისუნარიანობა არ შემიმჩნევია

Posted by: bes_ka888 22 Jul 2017, 09:11
gig55

ხო მაგრამ შემოდგომით ფირფიტიები თანაც პენსია მაქ ხოლმე შემოდგომისკენ ოქტომბრამდე მერე ვათბუნებ ფირფიტებს ვაცლი(ვაროსტოპის) და კანდს უდგავ ზამთარისთვის, არანაირი სეროფი. მშვენივრად გააქ თავი თEბერვლამდე ხელს არ ვკიდებ. ყველას თავისებური მიდგომა აქ შეილემ რამეს ზუსტად არ ვაკეთებდე მაგრამ ჩემ პირობებში გამართლებულია ჩემი მეთოდები.

Posted by: gig55 22 Jul 2017, 20:47
bes_ka888
სიროფი და კანდი რათ უნდა ფირფიტები შრება სიცხეში

Posted by: bes_ka888 22 Jul 2017, 23:34
gig55

არა როგორ ვაკეთებ მეთქი ბევრი მეფუტკრე ვიცი შემოდგომით შაქარს აჭმევს, კანდი კი ოქტომბრიდან დამატებითი საკვები.
სკა არის ვენტილიატორი გინდა სიცხე იყოს გინდა სიცივე აზრი არ აქ მაინც შრება და მაინც ვარვა სუნით ისპობა რაიმე შხამს კი არ შეიცავს ის პრეპარატები.

Posted by: vixn 23 Jul 2017, 11:46
ესეც ახალი პარტია ნუკების, ერთი სტარტერის ფუტკარი ეყო, დედოფლის მიღების პრობლემაც არ არის .
ბეს, სასვენი ნიშნები დასვი, ნაწერი შეამოწმე სანამ აგზავნი, აზრი მეკარგება.

Posted by: K_M_HUNTER 23 Jul 2017, 15:17
bes_ka888
QUOTE
კანდი კი ოქტომბრიდან დამატებითი საკვები.

მარტივად რომ ვთქვათ,
არა ხარ მართალი,
კანდის და გამაღიზიანებელი კვების დანიშნულებებში,
უნდა გაერკვე შინაარსობრივად,
დანარჩენის წერა მეზარება

Posted by: bes_ka888 23 Jul 2017, 22:53
მოლოდინს გადააჭარბა 270 ლიტრი 24 სკა გამოვწურე .
K_M_HUNTER

მე ვამბობ და კამათში ნუ ჩამითვლით, ჩEმი მიდგომები მაქ და ეს მიდგომები მე მაკმაყოფილებს. პ.ს. არავის არაფერზე არ უწევ რეკომენდაციას ბარაქიან წელს გისურვებთ წარმატებები
vixn
ოკ გამოვასწორებ smile.gif

Posted by: gig55 23 Jul 2017, 23:55
vixn
კობა ამ ნუკებს რა პრინციპით ამუშავებ გაუნაყოფიერებელ დედებს აძლევ?

Posted by: kelasuri 24 Jul 2017, 07:31
vixn

ქურდობის ამბავი როგორაა ასეთ მიკრონუკებში?


Posted by: vixn 24 Jul 2017, 14:23
gig55
პირველ მიცემაზე გაუნაყოფიერებელს, მერე სადედეს.
kelasuri
მშვენივრად სანდრო, შიგ ნახევარი კილო ფუტკარია, პატარა საფრენი, რომელი ქურდი გაუბედავს რამეს. მეც ფრთხილად ვარ შეძლებისდაგვარად.

Posted by: gig55 24 Jul 2017, 17:53
vixn
ეს ნუკები საფუტკრიდან მოშორებული გყავს როგორც მსმენიააშორებენ საფუტკრეს გარკვეულ მანძილზე. კობა დღეს ვმუშაობდი საფუტკრეში და შევნიშნე მინდორზე მოსიარულე გაუნაყოფიერებელი დედა ,ვფიქრობ რომ გადაურჩა დედასთან ბრძოლას და უამალოდ დარჩა დავიჭირე და უდედო სკაში შეუშვი

Posted by: vixn 24 Jul 2017, 19:55
gig55
ეზოში მიდგას ნუკები, სტარტერი, აღმზრდელი ოჯახები, ფუტკრის მასის ასაღები ოჯახები. ყველაფერი ერთ ადგილზე კეთდება, საბედნიეროდ წელს კვირიონი არ გვაწუხებს, განაყოფიერება 90 % ია

Posted by: gig55 24 Jul 2017, 19:58
vixn
ნამდვილად პროცენტობა მაღალია
* * *
გასაგებია ჩემმა ნაცნობმა გააკეთა მასეთი ნუკები მაგრამ ფუტკარი არ გაჩერდა შიგნით ,მინი ნუკებს თავისი პრინციპი აქვს ალბათ და ცოდნაც უნდა

Posted by: vixn 25 Jul 2017, 18:12
gig55
რას ქვია არ გაჩერდა? აბა ჩემთან როგორ ჩერდება? ალბათ ჰაიჰარალოზე გააკეთა. შეუქმნი პირობებს, გაჩერდება.

Posted by: userman 25 Jul 2017, 20:19
vixn
QUOTE
რას ქვია არ გაჩერდა? აბა ჩემთან როგორ ჩერდება? ალბათ ჰაიჰარალოზე გააკეთა. შეუქმნი პირობებს, გაჩერდება.


მერედა მოგვიყევი შენ რა პირობებს უქმნი რომ ჩერდებიან.

ისე იმასაც გეტყვით , რომ მე როცა დავიწყე პირველად მაგეების გაკეთება ( ნუ როცა იყო, გასულ საუკუნეში ),
არც ჩემთან არ ჩერდებოდა ფუტკარი , სანამ გასაღებს არ მივაგენი ეს იყო მინიმუმ ერთი ბღარტიანი ჩარჩო.

Posted by: gig55 25 Jul 2017, 22:04
userman
გასაღებში რას გულისხმობ იქნებ გასაგებად ახსნა ცოტა ჩვენც გავთვიცნობიერდებით

Posted by: userman 25 Jul 2017, 22:33
gig55
QUOTE
მინიმუმ ერთი ბღარტიანი ჩარჩო.


ცოტა დაკვირვებით უნდა წაიკითხო...

ანუ ნამატში ერთ ბღარტიან ჩარჩოს მაინც ვდებ . ნუთუ გაუგებრად დავწერე რამე ?

Posted by: gig55 25 Jul 2017, 22:58
userman
გასაგებია ესეიგი ბარტყიანი ჩარჩო აუცილებელია

Posted by: vixn 26 Jul 2017, 09:12
userman
სადაა მაგდენი ბარტყი, ან ბარტყიანი ნუკი გაუნაყოფიერებელ დედოფალს როგორ მიიღებს?
ვბერტყავ ნუკში ფუტკარს ( 200 გრ), ვაძლევ მაშინვე სადედეს,( გაუნაყოფიერებელ დედოფალს მეორე დღეს .) პლიუს საკვები. ვხურავ და მიმაქვს სიგრილეში 5 დღით, ამ ხნის განმავლობაში ფუტკარი ეჩვევა ერთმანეთს, დედოფალს, საკვებს ითვისებს, ძველ ადგილს ივიწყებს. დედოფალი მწიფდება და პირველივე გამოფრენაზე თხოვდება. ღამე გამომაქვს ნუკი ახალ ადგილზე, დილით ნელნელა ეცნობიან გარემოს, რაღაც ნაწილი ძველ ადგილზე ბრუნდება, რაც რჩება საკმარისია. ჩემი მოგონილი აქ არაფერია, წიგნები მაგისთვის არსებობს.

Posted by: userman 26 Jul 2017, 13:41
vixn

სიგრილეში მიგაქ? ( ეს პროცესი ვერ გავიგე ) .

მაშინვე სადედეს გააფუჭებს.

სიგრილეში , რომ დატოვო გაცივდებიან ? კონდიციონერს ხომ არ ურთავ ?

მერედა ვინ გითხრა , რომ წიგნებს არ ვეცნობი ? წიგნების კითხვაც აუცილებელია, ინტერნეტ გამოცემების გაცნობაც, გამოცდილების გაზიარებაც , მაგრამ საკმარისი არცერთი არ არის.
ის მაინც გექნება გაგონილი , თუ არადა ეხლა გაიგებ, დიდი ილიას სიტყვებია : ,, არც უწიგნურობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვაო "!.

ჩემს ამბავს რაც შეეხება .
ჩაკვერცხა რა პრობლემაა ? მაშინ გამზადებული, აშენებული ჩარჩოების პრობლემაც იქნება .
ერთსაც და მეორესაც აკეთებს ნებისმიერი ფუტკრის ოჯახი ძალიან მარტივად . საჭიროა მხოლოდ სურვილი და მონდომება. .
როცა იქნება სამაგისოდაც მოვიცლი და დავდებ ვიდეოს .

Posted by: graf-senjerman 26 Jul 2017, 15:26
userman
ეხლა რომ ილია იყოს ალბად ასე იტყოდა, არც უინტერნეტობა ვარგა, და არც მარტო ინტერნეტიდან გამოხედვაო spy.gif wink.gif
როდის მტავრდება ღალა თქვენთან? ჩემთან გრეჩიხა უკვე მორჩა 95% ან მეტი, და იწყება უფრო სწორედ უკვე დაიწყო მზესუმზირა.
ამ წლით კმაყოფილი ვარ, მეოთხე გამოწურვა იქნება მზესუმზირა, ალბად აგვისტოს ბოლომდე კიდევ იქნება ღალა, როგორც წესი ბოლოს იქნება падевый мед...(მეხუთე წურვა)


Posted by: gig55 26 Jul 2017, 18:03
ჩემსკენ დამთავრდა ღალა დავიწყე ოჯახების პროფილაქტიკა

Posted by: userman 26 Jul 2017, 19:25
graf-senjerman

სეკეთეში მოგახმაროს უფალმა მიღებული მოსავალი !
ანუ იმის თქმა გინდა , რომ ახვალ 100 კილოგრამზე ? საშუალოდ სკაზე ვგულისხმობ.
ისე როგორც ამბობენ უკრაინაში საშუალო მოსავლად სკაზე 70 კილოგრამი ითვლებაო .

Posted by: graf-senjerman 26 Jul 2017, 22:08
userman

მადლობა ჩემო კარგო, იგივეს გისურვებ შენც და ყველა ქართველ მეფუტკრეს!
მინდა გითხრათ რომ უკრაინაში ძველი მეფუტკრეები დიდ პატივს სცემენ ქართველ მეფუტკრეებს.
საშუალო მოსავალი 100-მდე ვერ ავა 2-3 ჩარჩოს ბაღების თაფლს ყოველთვის ვინახავ საზამთროდ. ამიტო ნაკლები იქნება, უფრო სწორედ იმდენი რამდენსაც ვიმსახურებ smile.gif))

Posted by: vixn 26 Jul 2017, 23:41
userman
სიგრილე პირობითია, გაღიზიანებული ფუტკარი რომ არ დაიხუთოს, სადედეს არ აფუჭებენ, რადგან ვერ იცლიან მაგისთვის.
ნუკში ბარტყს არავინ აძლევს, მიზეზი მარტივია - ძვირია, ტექნიკურად ძნელი, დაავადების გავცელება ადვილი. ეს ერთჯერადი ნუკებია, თუმცა ერთმანეთს ვადებ და ვითარდება მშვენივრად.
კარგი კაცი იყო ილია, აცხონოს ღმერთმა.

Posted by: userman 27 Jul 2017, 07:57

vixn
QUOTE
სიგრილე პირობითია


ხოოდა ზუსტად ეს პირობითობა და ნამიოკობანას თამაშია შენი საყვარელი წიგნები და მეტი არაფერი smile.gif smile.gif smile.gif .

QUOTE
ნუკში ბარტყს არავინ აძლევს, მიზეზი მარტივია - ძვირია, ტექნიკურად ძნელი, დაავადების გავცელება ადვილი. ეს ერთჯერადი ნუკებია,


გამოდის ამ მეთოდის ავტორიც ვყოფილვარ და მოვითხოვ საავტორო უფლებების დაცვას biggrin.gif .
ტექნიკურად ყველაფერის გაკეთება ძნელია

ამიტომაცაა, რომ ყველა მეფუტკრეს თავისი ინდივიდუალური მიდგომა აქვს ფუტკართან. ეხლა გამახსენდა ერთ-ერთი მეფუტკრე , სტანდარტულ განაყოფს ( სიტყვაზე დადანის 4-5 ჩარჩოზე ), როცა აკეთებს სამი დღე საფრენს არ უღებს დაკეტილში ყავს იმიტომ , რომ ფუტკარი არ დაბრუნდეს უკანო smile.gif .

მოკლედ ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს !

Posted by: vixn 27 Jul 2017, 10:00
userman
ძაან ემოციური ხარ დღეს, ბესო ბატონო. დაწერე მოცლილ დროს შენ როგორ აკეთებ ნუკებს, ჩვენც გვეცოდინება, ავტორობას არავინ შეგედავება. ისე ვეფხისტყაოსანს თუ ზეპირად მოყვები, არ გდომებია წერითი ხელოვნება.
ახლა რაც შეეხება ფუტკარს, არის სადმე კიდევ ამ დროს ცაცხვის ყვავილობა (1500-1700 მეტრი ზღვის დონიდან ), თუ ესეც ჩემი მოგონილია და წიგნებში წაკითხული?

Posted by: leoni_1973 27 Jul 2017, 12:15
userman პირველ რიგში მინდა გაგინმარტო, რომ ამ თემაში ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ, პირადად თუ არა ვირტუალურად მაინც და ერთმანეთს პატივს ვცემთ. შენი ბოლო პოსტი, და არამარტო ბოლო, ხშირ შემთხვევაში ასეა, არ შეიცავს პატივისცემის ნიშალწყალსაც კი, უფრო არის ქედმაღლობის დემონსტრირება. თუ არ გინდა ვინმემ შეკითხვა დაგისვას თავადაც ნურაფერს დაწერ. და თუ დაწერ ნორმალური ქართულით დაწერე, რომ სხვა კუთხის შვილმაც გაიგოს. ყველამ არ იცის "ბღარტი" რა არის.

* * *
QUOTE
ცოტა დაკვირვებით უნდა წაიკითხო...

ანუ ნამატში ერთ ბღარტიან ჩარჩოს მაინც ვდებ . ნუთუ გაუგებრად დავწერე რამე ?

ეს პოსტი ვიგულისხმე

Posted by: userman 27 Jul 2017, 17:56
vixn

QUOTE
ძაან ემოციური ხარ დღეს, ბესო ბატონო. დაწერე მოცლილ დროს შენ როგორ აკეთებ ნუკებს, ჩვენც გვეცოდინება, ავტორობას არავინ შეგედავება. ისე ვეფხისტყაოსანს თუ ზეპირად მოყვები, არ გდომებია წერითი ხელოვნება.
ახლა რაც შეეხება ფუტკარს, არის სადმე კიდევ ამ დროს ცაცხვის ყვავილობა (1500-1700 მეტრი ზღვის დონიდან ), თუ ესეც ჩემი მოგონილია და წიგნებში წაკითხული?


რას ნიშნავს ემოციური ? რაც შეეხება მინი ნუკლეუსების შესახებ მე არა ერთხელ მისაუბრია ანუ დამიწერია ცოტა ხანში მოვიცლი და ვიდეოსაც დავდებ ( ზემოთაც აღვნიშნე ეს ). არ ვიცი რას გულისხმობ ზეპირ და წერით ხელოვნებაში მაგრამ მითქვამს და კიდევ ვიტყვი : მეფუტკრეობა არის ძალიან რთული მეცნიერება ასე ვთქვათ ამოუწურავია... უნდა იკითხო კიდეც უნდა წერო კიდეც , გამოცდილების გაზიარება და ასე შემდეგ. არა მარტო გამოცდილებისგან უნდა შეიტყო, არამედ გამოუცდელ მეფუტკრეებისგანაც შეიძლება ბევრი რამის აღმოჩენა.

ანუ ჩემთვის დიდ სიამოვნებას წარმოადგენს ყველა იმ ადამიანთან საუბარი ვისაც ფუტკარი აინტერესებს.
აქაც იმიტომ ვარ შემოსული ...

ცაცხვს რაც შეეხება , ჩემთან ჯერ არ მოლეულა , თუმცა ფუტკარი მიწყვია ზღვის დონიდან 500 მეტრში. ერთი სიტყვით წელს კარგ მოსავალს ველოდები.


leoni_1973 ვერ ვიტყვი , რომ შენი ამ პოსტით ფუტკარზე ,ან მეფუტკრეობაზე დაინტერესებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდე.
დაუფიქრდი სანამ რამეს დაწერდე .

Posted by: leoni_1973 27 Jul 2017, 19:09
userman აი ამას ჰქვია "კედელს ცერცვი შეაყარეო". ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს!

მე პირადად უკვე მომბეზრდა შენი, დიდაქტიკური, ქედმაღლური, ამპარტავანი ტონი.
სადღაც ცაში დაფრინავ, თავი მეფუტკრეობის მეფე გგონია.

Posted by: vixn 27 Jul 2017, 22:47
Вернемся к нашим баранам ", როგორც ჩვენი ჩრთილოელი მეზობლები იტყვიან, 5 დღის სარდაფში ყოფნის შემდეგ გამოვიყვანე ნუკები ამ ღამით ახალ ადგილზე, ხვალ დილით საკვებს, ფუტკრის მასას შევამოწმებ, თუ აკლია შევავსებ, დედოფალს ვნახავ და 10 დღე აღარ მივეკარები, თუ ხელმეორედ ნახვის დროს კვერცხი არ დამხვდა, თავის თავს დააბრალოს, დავფერთხავ . სადაც კვერცხია გადაბეჭდვას დაველოდები, შევამოწმებ და ან გაიყიდება ( თუ მოთხოვნა იქნა, ), ან საგაისოდ ამანათებს გავაკეთებ .ასეთია ჩემი ნუკის ისტორია, თუ რამეა გაუგებარი, აგერ ვარ.

Posted by: userman 27 Jul 2017, 23:29
leoni_1973
QUOTE
თავი მეფუტკრეობის მეფე გგონია.


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: gig55 28 Jul 2017, 12:04
http://cdn.gweb.ge/buffer/1000196/pictures/fullsize/bc558329e65c7b50630a3e69e3bc0ae2.jpg ასეთი სკის გადასაადგილებელი ურიკა თუ იყიდება საქართველოში ელექტრო ან რა ღირს

Posted by: vixn 28 Jul 2017, 12:12
gig55
აქ ჩვენმა ერთმა კოლეგამ ააწყო ასეთი ურიკა წინა თემაზე დევს სადღაც.
ესეც ზემო იმერეთის თაფლი, დამწყები მეფუტკრე დათო ცერცვაძე.

Posted by: gig55 28 Jul 2017, 15:07
vixn
აწყობას სიზუსტე და ცოდნა უნდა ქარხნულის დონეზე მაინც ვერ ააწყობ და დაგტანჯავს

Posted by: Tim74 28 Jul 2017, 19:47
QUOTE
http://cdn.gweb.ge/buffer/1000196/pictures...e69e3bc0ae2.jpg ასეთი სკის გადასაადგილებელი ურიკა თუ იყიდება საქართველოში ელექტრო ან რა ღირს

მე დასრულებული მაქწს ტიტკმის ტროსის დამხვევი როლიკიანი სახელურის გაკეტეა დამრცჰა დავდებ მოგვიანებიტ ფოტოებს. ქარხნული დიდუბეში "ფუტკარას" მაღაზიაში რუსული თუ უკრ,წარმოების ღირს 850ლარი(მექანიკური) მე დამჭირდა 150-200 ლარის მასალა, მუშაობს ისევე ასრულებს თავის საქმეს როგორც ქარხნული, თუმცა მე გავაკეტე ცოტა დიდი(ოდნავ ტლანქი biggrin.gif ) მაგრამ არც ულამაზოა

Posted by: gig55 28 Jul 2017, 21:00
Tim74
ელექტრო ფასი მაინტერესებს კარგი იქნება თუ დადებ როგორი გამოვიდა

Posted by: graf-senjerman 28 Jul 2017, 21:07
QUOTE (gig55 @ 28 Jul 2017, 12:04 )
http://cdn.gweb.ge/buffer/1000196/pictures/fullsize/bc558329e65c7b50630a3e69e3bc0ae2.jpg ასეთი სკის გადასაადგილებელი ურიკა თუ იყიდება საქართველოში ელექტრო ან რა ღირს

не бери в голову! აქ ერთმა უკვე იყიდა ზუსტად მასეთი და არ იცის სად წაიღოს...
ტყუილად გადაყრი ფულს, მაგის ყიდვას ის სჯობს სხვა ტიპის სკაზე გადახვიდე, ტუ მაინცდამაინც მძიმეს აწევა გიჭირს.

Posted by: gig55 28 Jul 2017, 22:50
graf-senjerman
კორპუსიან სკას მარტო ვერ აწე, ეს ურიკა მარტო სამუშაოდ გამოდგება ითუბზე ვიყურე და პრაქტიკული და მოსახერხებელია ,ალბათ თავისებური დამუღამება და შეჩვევა უნდა

Posted by: Tim74 8 Aug 2017, 00:09
მაგრად დაცხა ფორუმზეც.ფუტკარი ისვენებს სამაგიეროდ ნადირობის სეზონი ახლოვდება, აგვისტოს მესამე შაბათი, მერე ალბათ ოქროსცოცხაც დაიწყება. არასდროს არ მყოლია ამ ღალაზე, ალბათ ღირს ოც 30 ოჯახიანი საფუტკრის წაყვანაც

Posted by: vixn 9 Aug 2017, 00:52
Tim74
ოქროწკეპლას შარშან ყველა ემდურიან, სავარაუდოდ წელს გაამართლებს, მტვერს მოიტანენ, ბარტყს გაზრდის, როგორც წესი 2- 4 ჩარჩოს თავისუფლად აშენებს, წაყვანა ნამდვილად ღირს.

Posted by: GEORGEXIII 11 Aug 2017, 08:42
გამარჯობათ მეფუტკრეებო...

1სკიდან საშვალოთ ნორმალირ აქტიურ რეჟიმში რამდენი კგ თაფლი-ამოდის?

Posted by: vixn 11 Aug 2017, 09:03
GEORGEXIII
0 დან 70 კგ დე ჩემ პრაქტიკაში, საშუალო 10- 25 კგ სტაბილურად.

Posted by: vixn 12 Aug 2017, 00:02
ვისაც დედოფლის გამოცვლა უნდა, კიდეა თვის ბოლომდე დრო, ცვალეტ და ცვალეტ . სურათი ჩემი არაა.

Posted by: userman 12 Aug 2017, 08:40
vixn

სადედეები ნამდვილად არაა ცუდი , მაგრამ რატომღაც მგონია , რომ ამოღების მომენტში შეიძლება დაზიანდეს.

Posted by: vixn 12 Aug 2017, 22:22
userman
ყველაფერი ხდება ბესო ბატონო, ჩემი არაა სურათი? მაგ სადედეები კაი ხანია გამოყენებულია. რა სიცხეა, არ გვაცვა ჯვარს?

Posted by: vixn 15 Aug 2017, 11:05
ნაყარი მოვიდა, გადარია ქვეყანა ამ სიცხემ, ნაყარი ქვია თორემ ერთი მუჭა იყო, სკის ძირზე ჩამოეკიდა, მიკრო ნუკი დავუდგი ქვეშ, ჩარჩოებით, გადავიდნენ საღამომდე, გადავიყვანე ახალ ადგილზე, ახლა ერთი ნუკით მეტი მყავს, რაღა მიჭირს

Posted by: ინაველ 15 Aug 2017, 11:09
vixn

მაგარი ფოტოა biggrin.gif

----------

Posted by: userman 15 Aug 2017, 21:22
vixn

მომილოცავს ნამატი !
შე კაი კაცო, სიცხემ , თუ გადაგრია რაღას იფუთნები ? biggrin.gif
მითუმეტეს ნაყარის ჩამოხსნაში...

Posted by: vixn 19 Aug 2017, 09:20
userman
როდესაც გეგმის მიხედვით დიდხანს ვმუშაობ, ყოველთვის ესე ვარ, ყველა შემთხვევისთვის მზად.

Posted by: vixn 23 Aug 2017, 23:02
დადგა გამრეკის გამოყენების დრო, ადვილად მაგრდება ჭერზე, 24 საათში თაფლიანი კორპუსი შეიძლება თავისუფლად მოხსნა და გამოწურო, მაქსიმუმ 10 ფუტკარი დარჩება, ისიც მთლად ახალგაზრდა,

Posted by: laveraki 25 Aug 2017, 08:46
რაზე გყავდა კობა ამ ბოლოს ფუტკარი ცაცხვზე თუ ბალახზე? ზღვისპირეთში არ მოგყავს ?

Posted by: vixn 25 Aug 2017, 13:02
ცაცხვზე, მაგრამ სუსტად იმუშავა. შემოვიყვანოთ მოგვიანებით, გავათანაბრებ ოჯახებს, ტკიპას მივხედავ, საკვებს დავაზუსტებ.

Posted by: bes_ka888 25 Aug 2017, 17:58
vixn

ეხლა გამოსაზამთრებლად რა სამუშაოებს ატარებ? კვერცხდება აქვს ძაან მცირე და რა უშველო??? არადა კაი ძლიერო იჯახებია(ფუტკრის მასას ვგულისხმობ) თაობათა ცვლა მიდის და იმიტომ ანუ მოღალე ფუტკარი ქრება და მოზამთრე იჩეკება? სტიმულატორს ვაძლევ, ტკიპაზე უკვე შევწამლე სექტემბერში ფირფიტებს ჩალაგებ და ეგაა.

Posted by: vixn 25 Aug 2017, 21:35
bes_ka888
მცირე ბარტყი ამ დროს - საკვები, ფუტკრის მასა, დაავადება, ძველი დედოფალი, თუ რომელიმე გეცნობა, მიიღე ზომები. 5- 7 ჩარჩო ( რუტი ) , 3- 6 დადანი უნდა იყოს ბარტყი, ოჯახის სიძლიერის მიხედვით.
რა სტიმულიატორს გულისხმობ?

Posted by: bes_ka888 25 Aug 2017, 21:42
დედოფალი ყველა გამოვცვალე გაზაფხულზე საკვებიც მოშნად არის ფუტკრებიც მაგრამ კვერცხი ნაკლები.
სტარტოვიტი რაც ვმეფუტკრეობ სულ ამ პრეპარატს ვიყენებ

Posted by: userman 25 Aug 2017, 22:58
bes_ka888

მე როგორც მახსოვს კახეთში ლაგოდეხის მხარეს გყავს ფუტკარი არაა?

ხოოდა ამ დროს კვერცხის შემცირება ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. წელს კიდევ რა უჭირს 1 ჩაკვერცხილი ჩარჩო მაინც მხვდება თიითო ოჯახში .
იყო წლეები , როცა აგვისტოს ბოლოს კვერცხის ნასახი არ იყო ხოლმე, არც გადაბეჭდილი ბარტყის.
ალბათ ნამეტანმა უღალობამ იცის .

ასეთია აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატი . უფრო სწორად კახეთის.

შენ მაგაზე გულს ნუ გაიტეხ smile.gif . სექტემბრის ნახევრიდან მიეცი ეგრეთ წოდებული გამაღიზიანებელი საკვები ნახევარ ლიტრამდე და კვერცხის დებასაც მოუმატებს .

vixn-კობა ჩვენსკენ სულ სხვა ვითარებაა , კახეთია მშრალი და საშინლად ცხელი კლიმატია . სამი ჩარჩო ბარტყი გამორიცხულია ამ დროს ჩვენსკენ .

ამიტომაცაა, რომ ჩვენ ერთხელაც რომ მივიღოთ მოსავალი მაინც კმაყოფილები ვართ, ნუ ეხლა გურიაში და ფოთისკენ მე ვერ ვამთაბარებ გამორიცხულია.

Posted by: vixn 26 Aug 2017, 01:05
userman
მე აღმოსავლეთ არაფერი ვიცი, არადა რა მოსავალი იცის? ყურძენი, ხილი, მარცვალი.
bes_ka888 დაანებე მაგ წამლებს თავი, 10 ლიტრ საკვებზე 1 საშუალო ზომის ნიორი ჩაუჭყლიტე, ნახე თუ არ აჯობებს.

Posted by: bes_ka888 26 Aug 2017, 01:11
userman

კი ლაგოდეხი ანუ ბუნებრივი მოვლენაა მეც არ ვთქვი ასე ერთიანად ყველა დედამ რატო გააჩერა კვერცხის დება ხოარ ამიჯანყდნენმეთქი smile.gif
vixn

მადლობ ვცდი მაგ მეთოდსაც

Posted by: vixn 26 Aug 2017, 23:06
bes_ka888
ცდა არ ყოფნის, კვირაში ორჯერ მიეცი ნიორი , შემდეგ კვირაში 2 ჯერ წიწაკა, შემდეგ აბზინდა ასევე, ნოზემა მოცუცხავს, ტკიპა უკან გაყვება, მაგ "აქტივატორებში " იგივეა, ოღონდ ლამაზი შეფუთულია, თან პროფესორი ყიდის.

Posted by: userman 27 Aug 2017, 07:07
vixn

მე როგორც ვიცი სტარტოვიტში აქტიური ნივთიერებაა კობალტი. რომელიც გარკვეულწილად დედას კვერცხს ადებინებს ( რომელიც მაინც და მაინც მე არ შემინიშნავს smile.gif )

ნიორი ანტივირუსულია

მწარე წიწაკა ტკიპას ხოცავსო , მე არ მიხმარია არც დოზა ვიცი , ზოგი დაფქვილს აფრქვევს ჩარჩოებზე.

აბზინდა -თვითონ მცენარე არ ვიცი რომელია , თუმცა აფთიაქებში იყიდება ზეთის სახითაც ეგ რისთვისაა ნაღდად არ ვიცი.

ნოზემატოზის საწინააღმდეგო , მაინც რომელია აქედან ?

Posted by: vixn 27 Aug 2017, 09:51
userman
აბზინდა შხამებს შეიცავს, მცირე დოზებით სასარგებლოა, აბსენტი - მაგაზე ყენდება. კარგად მოქმედებს ნოზემაზედა ტკიპაზე, აძლიერებს იმუნიტეტს, ზოგადად ყველა ეს ბად ია, ეხმარება ცოცხალ ორგანიზმს, მაგრამ პრობლემას არ წყვეტს.

Posted by: bes_ka888 27 Aug 2017, 18:26
vixn
კობა შენი რეკომენდაციით დღეს დავაჭყლიტე ნიორი. როგოორც მითხარი 1 კბილი ნიორი 10 ლიტრ სეროფში

Posted by: vixn 27 Aug 2017, 20:56
bes_ka888
ერთი კბილი ცოტაა, ერთი საშუალო თავი ყოფნის კარგად.

Posted by: laveraki 28 Aug 2017, 09:07
გილოცავთ ყველას მარიამობას. გფარავდეთ ღვთისმშობლის კალთა.

Posted by: vixn 28 Aug 2017, 10:34
laveraki
იცოცხლე, გვფარავდეს მადლი ყველა კეთილ საქმეში.

Posted by: leoni_1973 28 Aug 2017, 13:06
წიწაკა
ნაყენის მოსამზადებლად მაკრატლით ან დანით იჭრება 50-
60 გრ გამხმარი წითელი წიწაკა 1-2 სმ-იან ნაჭრებად, იყრება
თერმოსში და ესხმება ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ნაყენი
იხუფება და ჩერდება 10-20 საათს. მიღებული ნაყენის ერთი
სუფრის კოვზი ერევა 1 ლ სიროფს და ეძლევა ნოზემატოზით
დაავადებულ ფუტკრის ოჯახს სამჯერადად 5-7 დღის
ინტერვალით, 100-150 მლ ერთ ჩარჩო ფუტკარზე.
აღსანიშნავია, რომ მწარე წიწაკის ნაყენი ძალიან მდიდარია
ვიტამინებით, რითაც ხელს ვუწყობთ ფყუტკრის ოჯახის
გამრავლებას.

აბზინდა
5გ. აბზინდას ვასხავთ 200გრ. ადუღებულ წყალს და ვაჩერებთ მინიმუმ 12 საათი. ნაყენის 2-3 სუფრის კოვზი 1 ლიტრ სიროფს.

ნიორი
200 გრძელდება ნიორი დავჭრათ წვრილად, დავასხათ ნახევარ ლიტრი წყალი და 24 საათი გავაჩეროთ მაცივარში. შემდგომ გადავწუროთ და ნაყენის 2 სუფრის კოვზი 1 ლიტრ სიროფზე.

გამოგადგებათ


* * *
მეც გილოცავთ მარიამობას, მარავალს დაესწარით!!!

Posted by: vixn 28 Aug 2017, 17:42
leoni_1973
ასე არ ჯობია, აგერ როგორი ნაყენის მომზადება შეიძლება?
ღმერთმა გამარჯვება არ მოგაკლოს.

Posted by: vixn 4 Sep 2017, 23:18
სადედეები დავაწყვე გარეთ, მიადგენ ფუტკრები და გააცალეს სანთელი, ისე ასუფთავებენ, მოგეწონება.

Posted by: iagi01 5 Sep 2017, 14:42
სალამი მეფუტკრეებო. თქვენი აზრი მაინტერესებს ზამთრისთვის რას ხმარობთ გადასაფარებლად, ანუ ბალიშის ქვევით და რითი ჯობია ცელოფანი ტილოს? youtube-ზე რასაც ვუყურებ ვიდეოებს სულ ცელოფანი აფარიათ...

Posted by: Tim74 5 Sep 2017, 22:10
QUOTE
სალამი მეფუტკრეებო. თქვენი აზრი მაინტერესებს ზამთრისთვის რას ხმარობთ გადასაფარებლად, ანუ ბალიშის ქვევით და რითი ჯობია ცელოფანი ტილოს? youtube-ზე რასაც ვუყურებ ვიდეოებს სულ ცელოფანი აფარიათ...

მეც ძალიან მიკვირს, თითქოს ფიზიკის კანონებს ეწინააგმდეგება მაგრამ ბევრი და გამოცდილი მეფუტკრეებიც ხმარობენ. მე ბოლო დროს ცელოფნისვე ტომრებს ვიყენებ რაც ქსოვილს ვერ ჯობია მაგრამ მთლიან ცელოფანზე ბევრად კარგი გამტარია ცხელი და ორთქლით გაჯერებული ჰაერის.
vixn
QUOTE
სადედეები დავაწყვე გარეთ, მიადგენ ფუტკრები და გააცალეს სანთელი, ისე ასუფთავებენ, მოგეწონება.

ფოტოც და შინაარსიც მოსაწონია ნამდვილად

Posted by: gig55 7 Sep 2017, 11:20
თურქეთში გაზეთები უფარიათ ზემოდან რამდერნიმე ტოლი

Posted by: Tim74 13 Sep 2017, 14:56
ახლა აცხადებენ ფაროსანას საწინააღმდეგო წამლას ავიაციით, ვეღარაფერს გაიგებ კაცი, ივლისში თითკოს აყარეს და სახელმ.ხარჯებით გადააყვანინეს მეფუტკრეებს ფუტკარი, თითქოს

Posted by: anrik04 13 Sep 2017, 16:20
QUOTE (iagi01 @ 5 Sep 2017, 14:42 )
სალამი მეფუტკრეებო. თქვენი აზრი მაინტერესებს ზამთრისთვის რას ხმარობთ გადასაფარებლად, ანუ ბალიშის ქვევით და რითი ჯობია ცელოფანი ტილოს? youtube-ზე რასაც ვუყურებ ვიდეოებს სულ ცელოფანი აფარიათ...

ვცხოვრობ უკრაინაში და ბევრი ცელოფანს ხმარობენ გაზაფხულზე / მეტი კვერცხისთვის/ 20-30 % მეტი კვერცხიანობააო, და ოჯახის გაფართოებისას 2 კორპუსიანებში, დანარჩენ დროს კი ჩვეულებრივ ტილოს ხმარობენ, ზოგი ზამთარშიც უტოვებს მაგრამ სეტკიანი ძირი უნდა გქონდეს, გაზაფხულზე უნდა ვსინჯო მეც,

Posted by: vixn 14 Sep 2017, 10:18
anrik04
ყველა მაგ ვარიანტიგამართლებულია, მთავარია, შენ პირობებს მიუდგეს. უკრაინა დიდია, სად ცხოვრობ?

Posted by: anrik04 14 Sep 2017, 16:02
QUOTE (vixn @ 14 Sep 2017, 10:18 )
anrik04
ყველა მაგ ვარიანტიგამართლებულია, მთავარია, შენ პირობებს მიუდგეს. უკრაინა დიდია, სად ცხოვრობ?

ხმელნიცკიდან 50 კმ-ში, აქ თან ცოტა ყინვები იცის და ზამთარიც დიდია,,,

Posted by: vixn 14 Sep 2017, 16:29
anrik04
ძირითადად რაზე მუშაობს ფუტკარი?

Posted by: anrik04 14 Sep 2017, 18:21
QUOTE (vixn @ 14 Sep 2017, 16:29 )
anrik04
ძირითადად რაზე მუშაობს ფუტკარი?

ძირითადად აკაცია, "липа" მგონი ცაცხვია, გრეჩიხა და მზესუმზირა, მე 2-3 წელია მივყევი ხელი მეფუტკრეობას,

Posted by: vixn 14 Sep 2017, 23:11
anrik04
დატბორა მსოფლიო უკრაინულმა თაფლმა, ქართულმა პოლიციამაც შემოიტანა თავისი თანამშრომლებისთვის.

Posted by: anrik04 15 Sep 2017, 09:30
vixn
ბევრი მეფუტკრეები არიან აქ, აბარებენ თაფლს “ოპტოვიკებს“ , სხვადასხვა რეგიონში ფასები განსხვავდება, ჩვენთან ამ წელს 60-70 გრივნამდე ჩააბარეს, დნეპროპეტროვსკის ოლქში ზოგიერთები არ აბარებენ დაბალი ფასის გამო, / 45 გრივნას აძლევდნენ/. 100$ 2600 გრივნია.
ნიორით და წიწაკით წამლობა ეფექტურია? რავი აქ ყველა ვისაც ვიცნობ ქიმიას ხმარობენ, მეც ამას ვხმარობ - "БИПИН" ,

Posted by: vixn 15 Sep 2017, 20:23
anrik04
წიწაკა და ნიორი ქიმიასარ ცვლის,ეხმარება ცოტა. ძირითადი დატვირთვა მაინც ქიმიაზეა.

Posted by: vixn 17 Sep 2017, 09:42
კვების ერთ ერთი მეთოდი რუტში, ქილის ზომა ნებისმიერი შეიძლება,

Posted by: userman 17 Sep 2017, 10:30
vixn

კვების მეთოდი მოსაწონია , მარა საფრენების განლაგება არ მომეწონა yes.gif .

საფრენი უკეთესია სკის ძირის პირას იყოს. რადგან სკის გასუფთავება არ გაუჭირდეს ფუტკარს ( მკვდარი ფუტკრებისგან და ასე შემდეგ. )

Posted by: vixn 17 Sep 2017, 11:54
userman
მართალი ხარ, ჯობია ქვემოთ იყოს, თან უფრო დაშორებით ერთმანეთისგან, ხელს უშლის ორივე განყოფილებაში დედოფლის განაყოფიერებას.

Posted by: laveraki 17 Sep 2017, 21:49
კობა ბინტი თუ გამოგიყენებია ბანკის კრიშკის მაგივრად?

Posted by: vixn 18 Sep 2017, 00:19
laveraki
არ დამჭირვებია, სახურავი სწრაფია ჩემთვის, შენ თუ იყენებ, დაწერე როგორ მუშაობს.

Posted by: Seeker 18 Sep 2017, 12:00
შემოდგომაა მეტ ნაკლებად ყველამ დააბინავა თაფლი ან დაასაწყობა
ვფიქრობ ერთ-ერთი რთული პრობლემაა თაფლის რეალიზაციაა! ვინ როგორ ახერხებთ ან სადმე თუ იცით თაფლის ჩასაბარებელი პუნქტები პიროვნებები?
თაფლის ბაზარზე უდიდეს პრობლემას ქმნინს ფალსიფიცირებული თაფლი ამას კეთილსინდისიერი მეფუტკრე და მეფუტკრეები ვერ მოაგვარებენ ამას უნდა სახელმწიფო კონტროლი რეგულაცია და დიდი ჯარიმები.
შეამოწმონ ამოიღონ ნიუმუშები და გამყიდველებს დაადონ არარეალურად დიდი ჯარიმები ვთქვათ 100 000 ან 200 000 სხვა შემთხვევაში მივიღებთ იმ რეალობას რომ ნატურალურ თაფლს ბაზარზე ვერ ნახავთ .
ეს პრობლემა მარტო იმ მეფუტკრეებს არ უდგათ ვინც ნატურალურ თაფლს აწარმოებენ, ეს ასევე დიდი პრობლემაა მყიდველისთვის. ისინი მუდმივად ცდილობენ გამოიცნონ რამდენად ნატურალურია ,არსებობს რაღაც მეთოდები რომლითაც თაფლს ამოწმებენ ნატურალურობაზე მაგრამ მაგითი განსაზღვრა არანაირად არაა სწორი არ იძლევა სწორ პასუხს. სახელმწიფონ უნდა უზრუნველყოს ლაბოლატორია სადაც ანალიზის მიტანა არ უნდა იყოს დიდი ფუფუნება, ეს უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი !

არ შეიძლება კეთილსინდისიერი მეფუტკრე რომელიც თავისი შრომით სწავლით და გამოცდილებით აწარმოებს ნატურალურ თაფლს დაჩაგროს ფალსიფიკატორმა რომელიც პესოკს გაალგობს და თაფლს მიამგვანებს ანდა მეტუფტკრემ რომელიც თაფლს ფაქტიურად შაქრიდან იღებს !

Posted by: laveraki 18 Sep 2017, 18:24
ვცადე ბინტი 4ფად დავადე ბანკას. შედეგი არ მომწონს , გადმოტრიალების დროს იქცევა სიროპი
ასევე სწორად თუ არ დაიკავე ბანკა და ოდნავ დააქანე სიროპი იცლება ფაქტიურად ბანკიდან.

კობა შენ რითი ხვრიტავ კრიშკებს და რა ზომაზე?

Posted by: vixn 21 Sep 2017, 07:36
laveraki
ჩვეულებრივი სადგისით ვხვრიტავ 15 - 20 გან,

Posted by: laveraki 27 Sep 2017, 12:32
რას შვებით მეფუტკრეებო, რას საქმიანობთ? მე გადავიყვანე ფუტკარი დაბლობზე ოქროწკეპლის ასაღებად

Posted by: vixn 28 Sep 2017, 10:28
laveraki
კარგია, აყვავილდა ოქროწკეპლა?
* * *
laveraki
კარგია, აყვავილდა ოქროწკეპლა?

Posted by: laveraki 28 Sep 2017, 13:32
კი დაიწყო საადრეოებმა აყვავილება. ახლა მთავარია ამინდი და დედისათვის ადგილი კვერცხის დასადებად.

Posted by: m-kasper 28 Sep 2017, 16:52
მოგესალმებით მეფუტკრეებო
სამარაგოდ სეროფის მიცემას ვაპირებ და რას მირჩევთ რომ არ დაუკრისტალდეთ
ზოგან წერია სეროფს 1*2-ზე ლიტრზე 1-2 გრ ლიმონმჟავა ეძლევაო, ზოგან კი 10 ლიტრზე 3 გრ ლიმონმჟავაო და ვეღარ გავიგე რომელია სიმართლე
თუ გქონიათ პრაქტიკაში იქნებ მირჩიოთ
მადლობა წინასწარ

Posted by: vixn 28 Sep 2017, 18:16
m-kasper
ცოტა აგვიანდება კვება, მითუმეტეს თუ მთაში გყავს. დააჩქარე. თუ ძლიერი ოჯახია, გადაამუშავებს. მე არ მიხმარია სიმჟავე, ვერაფერს გირჩევ.

Posted by: leoni_1973 28 Sep 2017, 18:32
m-kasper ერთი წილი წყალი ორი წილი შაქარი დამზადებულ სიროფს მიეცი ლიტრზე 1 გრამი ლიმონმჟავა, უფრო ზუსტად 1,3გრ. მე მასე ვაძლევ და კარგად იღებენ, და არც შაქრდება.

Posted by: m-kasper 29 Sep 2017, 09:35
vixn
leoni_1973
გაიხარეთ თქვენ
კიდევ ერთი კითხვა თუ არ შეგაწუხებთ
ახლა სეროფის გადამუშავებაზე გადართული ფუტკარი უფრო მეტად ხო არ გაცვდება? თან ვერ გადაბეჭდავს და ზამთარში შეიძლება დაუბეჭდავი თაფლის დატოვება სკაში?
ვხვდები ძალიან დილეტანტური კითხვებია მაგრამ მგონი მეპატიება, პირველი ზამთარი გვაქვს მე და ჩემ გოგოებს.
პ.ს.
ზღვის დონიდან 1080 მ-ზე კობა და ფაქტიურად მთა გამოდის, ივლისის მერე საერთო არანაირი ღალა არ ყოფილია და აგვისტოდან დედამ კვერცხის დებაც შეწყვიტა, ვერც გამაღიზიანებელი სიროფით ვერც რძიანი სიროფით ვერ დავაწყებინე და მივხვდი ტყუილად ვაძალებდი, ზამთრობა დაიწყო უღალობის გამო და აღარ დადო კვერცი
* * *
leoni_1973
QUOTE
ერთი წილი წყალი ორი წილი შაქარი დამზადებულ სიროფს მიეცი ლიტრზე 1 გრამი ლიმონმჟავა, უფრო ზუსტად 1,3გრ.

სეროფის ოდენობით საზღვრავ ლიტრაჟს თუ მარტო წყლის?
შაქრის და წყლის ერთად არევით ხომ მოიმატებს საერთო ოდენობა

Posted by: vixn 29 Sep 2017, 16:33
m-kasper
საკვები თუ აქვს და ფუტკრის მასა (2 კგ) საკმარისი , არაფერი უჭირს.

Posted by: leoni_1973 29 Sep 2017, 21:41
m-kasper ეს არის სიროფის მომზადების წილები, სხვადასვა პროპორციებით.

* * *
იმედია მიბმული ფაილი გაიხსნება. ტელეფონით მივაბი და ....

Posted by: vixn 30 Sep 2017, 10:37
მოვიდა შემოდგომა, ვაერთებ სუსტ ოჯახებს

Posted by: laveraki 30 Sep 2017, 21:42
კობა როგორ აერთებ სუსტ ოჯახებს?

Posted by: vixn 1 Oct 2017, 00:28
ჩარჩოებს ვფერტხავ ძველ სკაში, დედოფლები ჩარჩოს გარდა, ფუტკარი ბრუნდება უკან და ეჩვევა ერთმანეთს.

Posted by: laveraki 1 Oct 2017, 08:36
კობა შენგან ბუკი რომ წამოვიღე იქ ვნახე საფრენის ჩამკეტი ხის პლანკიდან გამოჭრილი ორ ზომაზე დაყენებული. ერთი უფრო დიდი ჭრილი იყო მეორე პატარა. ახლა როგორ ჩამკეტებს ხმარობ?

Posted by: m-kasper 2 Oct 2017, 09:27
leoni_1973
QUOTE
იმედია მიბმული ფაილი გაიხსნება. ტელეფონით მივაბი და ....

მადლობა მეგობარი კი გაიხსნა

Posted by: gig55 5 Oct 2017, 21:44
vixn
ვერ გავიგე ეს ნათქვამი

Posted by: vixn 6 Oct 2017, 08:08
gig55
თუ ოჯახების შეერთებას გულისხმობ , ახალ სკაში გადამაქვს დაუფერთხავად დედოფლები ოჯახის ჩარჩოები, დანარჩენს ვფერტხავ ძველ სკაში ( ადგილს ვუცვლი) ფუტკარი ნელნელა ბრუნდება ძველ ადგილზე, იქ უკვე საერთო ოჯახი ხვდება, ცოტას იბოდიალებს გაბოროტებული და შევა ახალ ოჯახში.

Posted by: gig55 7 Oct 2017, 09:28
vixn
გასაგებია მაგრამ მაგ შემთხვევაში ფუტკარი სხვადასხვა ოჯახებში არ დანაწილდება

Posted by: vixn 7 Oct 2017, 22:47
ერთ ყუთში ორი ოჯახია, ვაცლი ერთ დედოფალს და ვაერტებ, სად უნდა წავიდეს ყუთი ხომ ერთია, საფრენი იცვლება მეტი არაფერი.

Posted by: gig55 8 Oct 2017, 21:20
vixn
ჰო გასაგებია ეგრე არსად წავა, მაგრამ ორ დედოფალს რა უპირატესობა აქვს ერთ ოჯახში ცვლილება თუ შეიმჩნევა ფუტკრის მასის მხრივ?

Posted by: vixn 8 Oct 2017, 22:25
ზამთარში თბილად არის ორი ერთად, ზაფხულში სათადარიგო დედოფალს ინახავ.

Posted by: gig55 8 Oct 2017, 23:24
vixn
ჰოო ეგ ეგრე მეც მყავდა შარშან რამდენიმე ოჯახი მასე გამოსაზამთრებლად უკეთესია ფუტკრისთვის

Posted by: userman 9 Oct 2017, 20:42
აგერ ჩემს საფუტკრეს განახებთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს ორ დედიან ოჯახებს.
არა მგონია ამ სკას კონკურენცია გაუწიოს მრავალკორპუსიანმა სკამ, რატომღაც მეეჭვება smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=ylRMJ7gEHmk&t=18s[LIST]

Posted by: gig55 9 Oct 2017, 20:46
userman
საინტერესოა მართლაც რა უპირატესობა აქვს
* * *
userman
ვნახე ეს ვიდეო მართლაც კარგი შედეგია, მაგრამ ერთი ვერ გავიგე ამ ყუთში ორი დეფა როგორ გყავს განემანით არ ჩანს გამტიხრული ვიდეოში

Posted by: vixn 9 Oct 2017, 21:54
ბესო სასიამოვნო საყურებელია მოვლილი ფუტკარი.
რაც შეეხება შედარებას, არაა მთლად კორექტული, მარტო ის რად ღირს, მარტო მოვხსენი თაფლიანი კორპუსები ( 40 ცალი) და გადავიტანე 100 კმ ზე გამოსაწურად. გავაგრძელებ თუ გინდა

Posted by: userman 9 Oct 2017, 22:18
gig55
QUOTE
ვნახე ეს ვიდეო მართლაც კარგი შედეგია, მაგრამ ერთი ვერ გავიგე ამ ყუთში ორი დედა როგორ გყავს განემანით არ ჩანს გამტიხრული ვიდეოში


ტიხრების ღარები ხომ ჩანს სკის კედლებზე ? smile.gif . ნაპირა განყოფილებებშია დედები ცნობისათვის , უფრო სწორაედ იყვნენ .

vixn

არა, ნუ შედარებას რაც შეეხება , მე უბრალოდ იმის თქმა მინდა , რომ ნებისმიერ სკას შეუძლია თაფლის მოცემა , თუ სწორად მოუვლი ფუტკარს.
მე როგორც წესი მქონია მეფუტკრეებთან საუბარი, კამათი , იმის შესახებ , რომ წოლელა სკა თურმე წამგებიანია, უფრო სწორად 18 ან 24 ჩარჩოიანი , რომ მათი გამოყენების სფეროა ; გამრავლება და რძის აღება , მაგრამ მე დავამტკიცე , რომ თაფლის მიღებაც შესაძლებელია თანაც 28 ჩარჩოიანიდან ( მითუმეტეს 18 და 24 ჩარჩოიანიდან )

Posted by: vixn 9 Oct 2017, 23:42
არა, ვინ სულელი იტყვის რომ წამგებიანია? მშვენიერი სკაა თავის მინუს პლიუსით, თაფლსაც მიიღებ და სამუშაოდაც სასიამოვნოა. უბრალოდ დიდია და მძიმე, მთაბარობა რთულია. მე მომწონს წოლელა, ჩემი ბავშვობის სკაა.

Posted by: gig55 10 Oct 2017, 07:31
vixn
თაფლს რომ ამოიღებ რაღა სიმძიმე ექნება დაახლოებით იქნება 60 კილოეგ მინუსი გოვრიცხოთ არ უნდა გაგიჭირდეს კაცს ამის აწევა თუ ჯანმრთელობას არ უჩივი
* * *
userman
დედები ორივე ამოაცალე ან რა დროს შუა ღალაზე თუ მანდე?

Posted by: userman 10 Oct 2017, 15:45
gig55
QUOTE
დედები ორივე ამოაცალე ან რა დროს შუა ღალაზე თუ მანდე?


ვიდეოზე ხომ წერია ....
ანუ ერთ დედაზე ვტოვებ ღალიანობის დასაწყისში , როცა ფუტკარი იმდენია სკაში , რომ ვეღარ ეტევა.

Posted by: gig55 10 Oct 2017, 16:58
userman
გასაგებია ისე ორი დედით რანდენ ჩარჩო ბარტყზე ადის საშუალოდ ?

Posted by: vixn 10 Oct 2017, 19:44
gig55 თაფლის მიღებას თუ მარტო ამოღება უნდა , მაშინ კარგია. სტაციონარისტვის მშვენიერი სკაა.

Posted by: userman 10 Oct 2017, 21:36
vixn

წოლელა სკაზე შენი შხედულება გასაგებია. ტრანსპორტირებას რაც შეეხება , უმეტესობას უწყვია ეგრეთ წოდებულ ლაფეტებზე ( თუმცა მე პირადად ვერაფრით ვერ მივეჩვიე ) ხოოდა მაგ შემთხვევაში გადატანის პრობლემა მოხსნილია . მე ისეთი მეფუტკრეც ვიცი ვისაც სულ წოლელა სკები აქვს ლაფეტის გარეშე 50-ამდე და ამთაბარებს მაინც , თუმცა არაა იოლი მისი გადატანა .

მოკლედ მარტო მთაბარობაში არაა საქმე, აქ სულ სხვა ამბავია. უმეტესობის აზრით ფუტკარი მცირე ზომის სკაში და მრავალ კორპუსიანში უფრო მალე ვითარდება და უფრო მეტ თაფლს გაძლევს , ვიდრე დიდი ზომის სკაო .
თუმცა, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მე არ ვითვალისწინებ, ამ შემთხვევაში, უმრავლესობის აზრს.

Posted by: gig55 10 Oct 2017, 23:29
vixn
არა თაფლის მიღებამდე გარკვეულ პროცესებს ვერ გამოვრიცხავთ რაც საჭიროა მე მხოლოდ მთაბარობის შემთხვევა ვიგულისხმე
* * *
userman
ფუტკრის ოჯახის განვითარება უფრო დედაზეა დამოკიდებული თუ როგორ ინტესიურად დაიწყებს კვერცხდებას, მაგრამ ისიც გამიგონია ფუტკარი კორპუსში უფრო მუშაობსო მთავარი მაინც ფუტკრის მასაა რა მნიშვნელობა აქვს რა ზომის სკაში იქნება
* * *
user posted image თურქეთში პატარა ზომის სკები აქვთ
* * *
ასე შეკრულ პატარა ჩარჩოებს რისთვის იყენებენ ვერ მივხვდი

Posted by: vixn 11 Oct 2017, 09:00
gig55
ვერ ვხედავ რომელ " პატარა შეკრულ ჩარჩოს " გულისხმობ?

Posted by: gig55 11 Oct 2017, 20:10
vixn
მარცხენა მხარეს რომ აწყვია სამი რიადი ეგ

Posted by: vixn 11 Oct 2017, 23:18
gig55
ეგ საკვებურები, ძალიან არის გავრცელებული, მუდმივად დევს სკაში, სანამ იღებს ფუტკარი სულ აჭმევენ.

Posted by: gig55 12 Oct 2017, 03:39
vixn
საკვებურის ვარიანტს ვფიქრობდი მეც მაგრამ აქ ფუტკარი არ იხრჩობა მერე კი მაინტერესებდა რომ მეკითხა ბევრი რაღაცეები, მაგრამ მაგდენი ენა არ ვიცი ისე განსხვავებები აქვთ ბევრ კითხვას მოძებნიდა კაცი დასასმელდ

Posted by: vixn 12 Oct 2017, 09:47
gig55
მასალაა ისეთი, ადვილად ეჭიდება ფუტკარი. საკითხავი და მისაბაძი ბევრი აქვთ, ათი თავით წინ არიან ჩვენზე.

Posted by: gig55 12 Oct 2017, 11:00
vixn
კი ნამდვილად გეთანხმები საინტერესოც კია მათ როგორი მეთოდები აქვთ ფუტკრის მიმართ
* * *
vixn
ზემო იმერეთში ცაცხვის ნერგებს ვიშოვი ვფიქრობ დარგვას ადგილები დიდია თუ ვინმე უხეირომ არ გამიფუჭა

Posted by: Tim74 13 Oct 2017, 14:13
ტკიპაზე ვინ როგორ გაწმინდა ფუტკარი აბა? მეც და ჩემს ირგვლივ ქუტაისელი მეფუტკრეებიც კველანაირი წამლის არაეფექტურობაზე საუბრობენ წელს, ანუ ახლა. ვაროსტოპის 4ფირფიტის ჩაკიდებამ დადანის სკაში მხოლოდ 70პროცენტამდე გაწმინდა გარეგანი დატვალიერებიტ, ბიპინიტ დამუშავებას ვაპირებ თუმცა კონკრეტულად ამ პრეპარატის ხმარება არ მინდოდა კი. გვიან შეწამლა საჭიროა მაინც ვიცი ფირფიტების გარდა მაგრამ რა და რა სიხშირით შევწამლო აგარ ვიცი უკვე

Posted by: gig55 13 Oct 2017, 17:54
Tim74
მე ვაროკომით ვაპირებ დამუშავებას ბარტყი რომ აღარ იქნება უფრო ეფექტურია
* * *
დღეს ერთ სკაში კორპუსში ვნახე კვერცხი ვემზადები ჩემი ბიჭებით ზამთრისთვის

Posted by: vixn 13 Oct 2017, 21:27
Tim74
ვაროას წინააღმდეგ მხოლოდ კომპლექსური მიდგომაა საჭირო, სხვა ყველაფერი საკმაოდ ზერელეა.
1. ძლიერი ოჯახები.
2. უბარტყო(გადაბეჭდილი ) პერიოდი ღალამდე ან ღალის შემდეგ, უნდა დაემთხვეს დედოფლის ცვლას. ამ პერიოდში ვიყენებთ 2-4 დღით აკარიციდს(ფირფიტებს), ყველა ტკიპა ფუტკარზეა, შედეგი მაქსიმუმი, ფუტკრის ინტოქსიკაცია მინიმალური.
3. ძირი მთელ ფართობზე ბადურის, რომელიც გაზაფხულზე იხურება. შემთხვევით ან შხამის მოქმედებით ჩამოვარდნილი ჯერ კიდევ ცოცხალი ტკიპა უკან ვეღარ ბრუნდება.
4. ზამთრის თბილ დღეებში კიდევ ერთი საკონტროლო შეწამვლა. ბარტყი არაა, ყველა ტკიპა ფუტკარზეა.
ჯერჯერობით ესეთი მიდგომა ამართლებს, თუ რამე შეიცვლება, მეც შევცვლი.
თუ არ დავიზარე და სამამლე ბარტყი ამოვჭერი, მთლად უკეთესი.
აქედან რომელიმე პუნქტის ამოღება, ავტომატურად გვაბრუნებს უკან.

Posted by: laveraki 14 Oct 2017, 01:36
კობა პირველი გასაგებია. მეორეც მარა ფირფიტები ვერ გავიგე რომელი ჯობია , მე ვფიქრობდი მაგ დროისთვის ვაროკომის მაგვარ წამალს ანუ შესხურებით 2 ჯერ კვირის ინტერვალში. სეტკა მაქ და გასაგებია . მეოთხე პუნქტი არც მიცდია .

Posted by: gig55 14 Oct 2017, 07:00
vixn
სამამლე ბარტყს ალბთ ღალის პერიოდში გულისხმობთ

Posted by: vixn 14 Oct 2017, 07:48
laveraki
თუ როგორც შენ აკეთებ ამართლებს, რატომ უნდა შეცვალო, რაც ნაკლებად მოწამლავ, ფუტკარი ნაკლებად დაზარალდება. თუმცა მთაბარობას თავისი ცვლილებები შეაქვს, უცხო ტკიპა ხვდება სკაში, შესაბამისად გამრავლება ინტენსიური ( ჰეტეროზისი ), მეტი ყურადღება ჭირია.

gig55
მამალს გაზაფხულზე უკეთ ზრდიან, ცარიელ ჩარჩოს თუ ჩაუდებ მითუმეტეს.როცა წააწყდები, ამოჭერი.

Posted by: gig55 14 Oct 2017, 17:45
vixn
მაგრამ მამალი გაზაფხულზე საჭიროა რომ არ იყოს საჭირო არ ჩადებდა დედა სამამლე კვერცხს
* * *
vixn
არ ვიციმაგრამ ტკიპა არამგონია 100% გამოდევნო სკიდან

Posted by: K_M_HUNTER 14 Oct 2017, 19:03
მეგობრებო, ორ ოჯახში, რომლებიც ტერიტორიულად ცალკე მყავს,
ჩაკირეული ბარტყი შევნიშნე,
არადა, ნისტატინს გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რეგულარულად ვაძლევ.
თუ გქონიათ მსგავსი პრობლემა და რა საშუალებებს მირჩევთ?

Posted by: vixn 14 Oct 2017, 19:46
gig55
მერე სად წერია პროცენტი, ტკიპა ნაკლებად აზიანებს ფუტკარს, ჩვენ ჩვენი შხამებით ნაკლებად ვაზიანებტ ფუტკარს, ვაროა
ხდება კონტროლებადი, რომ მიხვალ გაზაფხულზე
სკასთან, აღარ იფიქრებ ნეტა რატომ გაქრა, საკვები აქვს, ტკიპაზე ვუმკურნალე? სწორად ის მკურნალობა ანგრევს იმუნიტეტს, ასუსტებს, 7 თვის მაგივრად ცხოვრობს 4 , შედეგი ვიცით.
K_M_HUNTER
კახა, ნისტატინი არ მიხმარია ასი წელია, დედოფლის გამოცვლიან და ნიორის ჩაჭყლეტამ შაქარწყალში კარგი შედეგი მომცა , დაღუპული და ჩაკირული ბარტყი გაქრა, შეიძლება დამთხვევაა?

Posted by: K_M_HUNTER 14 Oct 2017, 20:51
vixn
ასკოცინს მოვსინჯავ,
ვნახოთ რა გამოვა.
დედოფალს გაზაფხულზე შევუცვლი ყველა შემთხვევაში

Posted by: gig55 14 Oct 2017, 21:15
vixn
გასაგებია მიხარია რომ თქვენ გამოცდილებას აქ წერთ გაიხარეთ

Posted by: userman 15 Oct 2017, 00:08
K_M_HUNTER
QUOTE
ასკოცინს მოვსინჯავ,
ვნახოთ რა გამოვა.
დედოფალს გაზაფხულზე შევუცვლი ყველა შემთხვევაში


ჩაკირვის საწინააღმდეგოდ , ანუ სანამ გაჩნდება საჭიროა სწორი ვენტილიაცია სკაში .
პროფილაკტიკის მიზნით ძალიან კარგი საშუალებაა ეკოსტოპი ( თუმცა ცოტა ძვირი ჯდება )

დედოფლის გამოცვლას რაც შეეხება გაზაფხულზე არა მგონია გამართლებული იყოს .


vixn

ისე ჩვენში დარჩეს და ძალიან ლაკონურად და ცოტა გაუგებრად წერ ....

Posted by: vixn 15 Oct 2017, 15:31
userman
მართალია, წერა ყოველთვის მეზარებოდა, ერთი 4 იანი მყავდა სულ, მაგ საბანში.
აბა რაა გაუგებარი, ბესო?

Posted by: K_M_HUNTER 15 Oct 2017, 16:11
userman
ეკოსტოპი ხო აკარაპიტოზის საწინააღმდეგოა?

Posted by: userman 15 Oct 2017, 16:58
K_M_HUNTER
QUOTE
ეკოსტოპი ხო აკარაპიტოზის საწინააღმდეგოა?


არა მარტო ...

Posted by: K_M_HUNTER 15 Oct 2017, 21:36
QUOTE (userman @ 15 Oct 2017, 16:58 )
K_M_HUNTER
QUOTE
ეკოსტოპი ხო აკარაპიტოზის საწინააღმდეგოა?


არა მარტო ...

ვაროასიც, მაგრამ არა ასკოფეროზის

Posted by: vixn 15 Oct 2017, 23:38
K_M_HUNTER
ითვლება, რომ ეკოსტოპი ვაროას და აკარაპიტოზს ებრძვის, ჩაკირულ ბარტყს თუ უხდებოდა არ ვიცოდი, შეიძლება მასეცაა, თავიდან ვიაგრა გულის წამალი იყო, მერე აღმოჩნდა თურმე სხვა რამეს უფრო შველოდა.

Posted by: davita1985 19 Oct 2017, 20:25
10 ლიტრა თაფლი მაქ გასაყიდი, ალპური ზონის კერძოდ ფშავში მედგა ფუტკარი, კილო 20 ლარი, თუ ვინმეს უნდა მომწეროს პირადში

Posted by: vixn 19 Oct 2017, 22:53
davita1985
დანარჩენი რა უყავი, როგორი სეზონი გქონდა, არ ჩანხარ ?

Posted by: bes_ka888 22 Oct 2017, 22:29
https://youtu.be/SeZh7dCFrwY

შეაფასეთ

Posted by: vixn 23 Oct 2017, 07:51
bes_ka888
კარგად გაგიკეტებია, სუფთა, კოხტა ნამუშევარია, ჩემი აზრით ძირზე რკინის ბადურა მთელ ფართობზე აჯობებს, ტკიპასაც ებრძვის და ვენტილაცია კარგია.

Posted by: bes_ka888 23 Oct 2017, 23:09
vixn

კობა ზამთარი ვიცით საშინელი თანაც ლაგოდეხი ნესტიანია

Posted by: vixn 24 Oct 2017, 15:29
bes_ka888
მაშინ დასავლეთში რა ვქნათ, სინესტე იქ უნდა ნახო?

Posted by: bes_ka888 25 Oct 2017, 18:11
სამაგიეროდ სითბოა გაზაფხულზე ფუტკარი მუშაობსო რომ წერდი ჩემთან კვირტშიც არ იყო,

Posted by: vixn 25 Oct 2017, 19:19
bes_ka888
მართალია, ახლა ოქროწკეპლა ყვავის, თქვენსკენ ალბათ სურო.

Posted by: Resu11 28 Oct 2017, 00:46
user posted image
სალამი ყველას. ასეთი პრობლემა აქვს ერთ ოჯახს.
რა მოუხერხო თუ უკვე გვიანია და დეზინფექციას საჭიროებს მთლიანად?
* * *
არ ვიცი რა ვქნა ბუკი გამოვცვალე უკვე.

Posted by: gig55 28 Oct 2017, 06:58
Resu11
ეს მგონი ბზიკების ბუდეს გავს ან ჩრჩილის პეპლის ბუდეა

Posted by: laveraki 28 Oct 2017, 08:29
ეგ ჩრჩილს გავს. მაგი არაფერი რამკებზე ნახე თუ არის.

Posted by: Resu11 28 Oct 2017, 09:11
ჩარჩოებზე არაფერიეტუობა მსგავსი რამ.
შესუსტდა მემგონი ამის გამო. ერთმა მეფუტკრეობის მითხრა ჩარჩოებიანად მოგიწევს დეზინფექცია ფუტკარიც მოაშორე დაწვიო. მე გაერთიანებაზე ვფიქრობ სხვა ოჯახთან.
დედა ყავს მაგრამ ცუდად დებს კვერცხებს ერთის ადგილას 3-4სს თითქმის ყველგან მემგონი.

Posted by: vixn 28 Oct 2017, 11:53
Resu11
თუ დედოფალი ყავს ( მეეჭვება ), 3.4 დებს ერთ უჯრაში, ე.ი ჯარი არ ყავს, ვერ უვლიან როგორც საჭიროა, კვერცხი ვერსად მიაქვს და აწეპებს ყველგან და კარგავს კიდევ მეტს. სუსტი ოჯახია სავარაუდოდ, ახლა რაღას უშველი, შეაერთე თუ არ გენანება, იმ შენ მეზობელ მეფუტკრეს უთხარი წიგნები იკითხოს, კარგი წიგნები, გაგონილის და ზრაპრების ნუ ჯერა.
* * *

Resu11
დიდი ალბათობით ბერწი დედოფალი ყავს, უკვე ცრუ დედოფლები განვითარდნენ. იპოვე თუ ყავს დედოფალი , მოაშორე და ისე შეუერთე მეზობელ ოჯახს.
ბარტყიან ჩარჩოებს თუ გადაუღებ სურათს და დადებ, უკეთესი იქნება.

Posted by: Resu11 28 Oct 2017, 12:37
user posted image
მადლობას გიხდით რჩევისთვის. მეც ვემხრობი თქვენს აზრს, და გამოცდილებას ვეყრდნობი.
სამი ოთხი დგეა რაც ეს ყუთი შევცვალე და ესეთ დგეშიარის ახლა ოჯახი ნამდვილად დასუსტდა, სამ სამ ოთხ ჩარჩოზეა ფუტკარი, და აუცილებლად საჭიროა რომ გავაერთიანო თუ შესაძლებელია ამ მდგომარეობაში თუ არ გადაყვება ეს დავადება და ცუდი პარაზიტი გავაერთიანებ. ეს ყუთი გადადებული მქონდა იმიტომ რომ ძირი არ იყო ფუტკრის თვის მოსახერხებელი..
* * *
ფოტოზე დზველი ჩარჩო ჩანს. შეიძლება ამან გამოიწვია და უსუბთაიბამ ოჯახი რომ დაუძლურდა ვერ გაუმკლავდაპარაზიტს.
* * *
ხვალ აუცილებლად გავაერთიანებ მაგ ოჯახს სუსტ ოჯახთან ჩარჩოების გარეშე.
იმიტომ რომ ჩარჩოზე შევნიშნე რამოდენიმ რომ ამოვიტანე ტანკის შუა გულში.
* * *
სულ მყავს 14-ოჯახი და ვაპირებ გავამრავლო. სხვა ოჯახებს იდეალურად აქვთ საქმე და მუშაობენ ინტენსიურად საშემოდგომო ძიზოზე ყვითელ პირს რომ ეძახიან.

Posted by: gig55 28 Oct 2017, 17:49
Resu11
დედა ნამდვილად ნახე რომ ყავს შესაძლოა ცრუდედიანობას ქონდეს.ადგილი

Posted by: userman 28 Oct 2017, 19:02
Resu11

სურათზე რასაც ვხედავთ არის ჩრჩილი .
ზოგადად ფუტკრიან სკაში ანუ ფუტკრის ოჯახში , სადაც ყველაფერი ნორმალურად მიდის ჩირჩილი არ ჩნდება .
ჩრჩილი ჩნდება უფუტკრო ჩარჩოებზე , ან ძალიან დასუსტებულ სკებში . ანუ შენი ფუტკრის ოჯახი ჯერ დასუსტდა და მერე იჩინა თავი ჩრჩილმა . ეს არავითარ შემთხვევაში პირიქით არ უნდა გაიგო , რომ ჩრჩილი გაჩნდა და იმან დაასუსტა ოჯახი . მიხვდი ალბათ რის თქმაც მინდა . ეს იგივე რაც , სიტყვაზე ცოცხალ ორგანიზმს ბუზი დაეხვიოს და ჩამსხილოს , ეს უკანასკნელი მხოლოდ მკვდარ ორგანიზმზე ჩნდება .
აქ მთავარია გავიგოთ დასუსტების მიზეზი , რა დაავადებასთან გვაქვს საქმე ? ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ შეერთებაზე.
თუ დაავადებები გამოირიცხა , მაშინ შეგვიძლია შევაერთოთ ძლიერ ოჯახთან და არა სუსტთან .

პ.ს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ; კარგად მოვლილ საფუტკრეში ჩრჩილი არ უნდა იყოს .

Posted by: Resu11 28 Oct 2017, 20:17
არმაქ მაგხელა გამოცდილება და ცოდნა რამეზე დაყრდნობით ვთქვა ეს რის გამო მოხდა.
დედოფალი ყავს მაგრამ არყავს მიზანი მიმართული ფუტკარი რომ ოჯახმა მომავალი ფუტკარი გაზარდოს. ვაპირებ სიიდან ჩარჩოები ამოვიგო და ღამე მოუხერხო... დანარჩენი 4 ჩარჩოზე დარჩენილი ფუტკარი სხვა ოჯახზე გადავასახლო და გავაერთიანოთ. მაგრამ თვითონ ფუტკარი არის მუქი სხვა ოჯახებისგან განსხვავებით. არვიცი მცოდნე ხალხი რასიტყვით მაგრამ მე მგონია რომ დზველი სკა დარჩა ახალი რომ ვერ გამიხარდება ალბათ, ზედმეტი ჩარჩოც ქონდა რომელზეც თაფლი იყო შენახული და არ მუშაობდა ფუტკარი რამაც გამოიწვია ჩრჩილი და დასუსთა დამაგვიანდა მთლიანი სკა.
* * *
user posted imageuser posted image
მენანება ეს სკა ვერ გავწირავ რომ გავანადგუროთ.მეცოდება

Posted by: vixn 28 Oct 2017, 21:30
ცრუ დედოფალი გყავს სკაში, სურათზე კარგად ჩანს. განწირულია ეს ოჯახი, გაზაფხულზე აღარ იქნება.

Posted by: Resu11 28 Oct 2017, 21:59
QUOTE (vixn @ 28 Oct 2017, 21:30 )
ცრუ დედოფალი გყავს სკაში, სურათზე კარგად ჩანს. განწირულია ეს ოჯახი, გაზაფხულზე აღარ იქნება.

მეკიდევიცი რომ მასე იქნება რა მოუხერხო????

Posted by: gig55 28 Oct 2017, 22:42
Resu11
გამოდის რომ გაუნაყოფიერებელი დედოფალი ჰყავს ჯობია რომ ის ფუტკარი დაფერთხო და სკა.მოაცილო ადგილიდან კარგი იქნება ფუტკარი თვიტონ განაწილდება წვალება აღარ მოგიწევს

Posted by: ქუთაისელი 28 Oct 2017, 23:16
გამარჯობათ.
დახმარება მჭირდება თქვენი, სუსტი ოჯახი უდედო რო გადამყავს ძლიერ ოჯახში უკან ბრუნდება ფუტკარი ძველ სკაში. იქნებ ამიხსნათ შეერთწბის წესი როგორია.

Posted by: vixn 29 Oct 2017, 00:57
ქუთაისელი
დაწერა ზემო პოსტში გიგ55 ა.

Posted by: kaxaberski66 29 Oct 2017, 01:40
გამარჯობათ მეფუტკრეებო.
ჩემს სოფელში ბევრი მეფუტკრე იყო და არის.
70 იან წლებში, ერთ მეფუტკრეს უთქვია გაზპიდიასიატშესტის მეპატრონისთვის, ანუ შოფერი კაცისთვის, ამა და ამ ადგილზე ფუტკარი მყავს ვაგონით და წამიყვანეო.
მოუთათბირიათ თუ როდის უნდა წავიდნენ. იმ დღით დილით ადრე შეხვდნენ ერთმანეს. ჩასხდნენ მანქანაში და მივიდნენ მეფუტკრის ოჯახში.
მეფუტკრემ წამოიღო სახლიდან ყველა საჭირო ნივთი და ინსტრუმენტი რაც საჭირო იყო ფუტკართან სამუშაოდ.
კიდევ რა თქმა უნდა პურ-მარილი დასალევითურთ.
რომ მისულან ფუტკართან, მეფუტკრეს უთქვია, მშივრები ვართ, ჯერ პური შევჭამოთო.
პური შეუჭამიათ, კარგადაც დაულევიათ. მერე მანქანის მძღოლი მანქანის ჩრდილში გადაგორებულა და წაუთვლემია.
მეფუტკრე მისულა ფუტკართან.
თურმე მძღოლს ცოტახნის შემდეგ ესმის ყვირილი, მიშველეთ მიშველეთო.
გაუხედავს მძღოლს და ხედავს, თითქმის მთელი სკა ფუტკარი ეხვევა მეფუტკრეს.
გაგორდი, მიწაზე გაგორდიო ეძახის მძღოლი.
მეფუტკრე კიდევ -აკი ვგორაააავ. თურმე სანამ მძღოლი წამოიხედავს, უკვე მეფუტკრე წაქცეულია.
კარგად გაგორდი კარგადო. ეძახის მძღოლი.
მეფუტკრემ-მიშველე რამე, გორაობა არ მშველისო.
რა გიშველო შე შობელძაღლო, ხარი ხომ არ არის რქებით რომ დავიჭიროვო. რას სთვრებოდი ფუტკართან რომ მიდიოდიო. მე მანდ ახლოს მომსვლელი არ ვარო. ეძახის მძღოლი.
თურმე როგორც ბურთი ისეთი დასიებული წამოუყვანია მეფუტკრე ფუტკრიდან სახლში.

Posted by: vixn 29 Oct 2017, 08:32
kaxaberski66
ხშირია ახლაც მასეთი შემთხვევები, ზედმეტმა თავდაჯერებულობამ და მეტიჩრობამ იცის, მომივიდა მეც შარშან, ნაყარი ჩამოვუხსენი მეზობელს (ჩემთან არ გამოდის, მანამდე ვიღებ ზომებს), ხოდა ისე დამასიეს, ძლივს მომაბრუნეს მედიკამენტებით.

Posted by: gig55 29 Oct 2017, 09:27
kaxaberski66
შესაძლოა ფუტკარი გრძნობდეს მთვრალ ადამიანს მაგრამ მე რომ ვუკვირდები ეგრე არაა, მაგრ ადამიანი გაპუტული მთვრალია რა უნდა ფუთკაეთან:დ ორი სამი ჭიქა საკმარისია უფლის დასალოცად და ფუტკრის დასალოცად, იმას ვამბობდი რომ მთვრალი ადამიანი უხეშად მუშაობს საფუტკრეში რაც იწვევს ფუტკრის გაღიზიანებას ვუკვირდები ხოლმე ასეთ სიტუაციებს მე ვი'ც მასწავლა მეფუტკრეობა მან მოყვა ასეთი ისტორია ერთი კაცის საფუტკრეში მისულან მეცნიერულ დონეზე მცოდნე მეფუტკრეები ეს კაცი მთვრალი ყოფილა და ჩავარდნილა.ასეთი საუბარი სკაში ჩავყოფ თავსო:დ სტუმრებს აურჩევიათ ყველაზე ძლიერი სკა გაუწევიათ რამკები და ჩაუყვია ამ მეფუტკრეს თავი და უძახოდა ამოვიღო ეხლა თავიო ამოუყვია.და.ერთ ფუტკარსაც არ ჰქონდა ნაკბენი სიმთვრალე არაფელ შუაშია მეც მიმუშავია ნასვამი ფუტკართან მაგრამ არ დაუკბენივარ ფუტკარს არ უყვარს უხეშად მოპყრობა ნამდვილად ასეა ღამე კი ფუტკარი ისე მწარედ იკბინება :დ
* * *
vixn
თქვენ იური ნემსაძე გეცოდინებათ ჭიათურა საჩხერეში მუშაობდა საფუტკრეში სანამ დაიშლებოდა კომუნისტური პარტია

Posted by: vixn 29 Oct 2017, 09:48
gig55
არ ვიცნობ, 4 წელია აქ ვარ, მანამდე შორს ვიყავი.

Posted by: Tim74 29 Oct 2017, 17:25
Resu11
QUOTE
საშემოდგომო ძიზოზე ყვითელ პირს რომ ეძახიან.

ალბათ ოქროწკეპლას გულისხმობ, რუსულად-золотарник, ინგ-goldenrod და არა ძიძოს, ასეა მეგობარო?

vixn

QUOTE
მომივიდა მეც შარშან, ნაყარი ჩამოვუხსენი მეზობელს (ჩემთან არ გამოდის, მანამდე ვიღებ ზომებს), ხოდა ისე დამასიეს, ძლივს მომაბრუნეს მედიკამენტებით.

მახსოვს მომხიბლავი ფოტო დადე მაშინ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
vixn
წელსაც ვერ ავუსრულე დანაპირები ცჰემ ფუტკარს ვერ წავიკვანე ოქროწკეპლაზე მოკლედ. კობა რა მინდა გკითხო. რა ჯიშის მცენარეა ასეთი ეს ოქროწკეპლა ამდენხანს რომ ყვავილობს, ანუ ნორმალურია ასე 2ტვეა ზუსტად რაც ყვავის ჩვენსკენაც(ანუ ქვემოიმერეთშიც იმატა უკვე მისმა რაოდენობამ, ფოთისკენ არც გამიხედავს), თუ ჯერჯერობით თბილი შემოდგომის ბრალია მისი ხანგრძლიობა ვითომ? ჯერაც არ ეტყობა კვდომა და ინეტში წერენ რომ მარტო აგვისტო-სექტემბერია მისი თვეები

Posted by: gig55 29 Oct 2017, 23:38
vixn
გასაგებია კარგია მოგზაურობა თუ ამის დრო და საშუვალება გაქვს ადამიანს

Posted by: vixn 30 Oct 2017, 00:52
Tim74
არც მთლად მასეა, ყვავილობას ძირითადად სექტემბრის ბოლოდან იწყებს და ნოემბრის 10 დე ამთავრებს, ბევრია ამინდზე დამოკიდებული, წელს იმუშავა, შარშან ვერა, თუ ამინდები დაუდგა, გვერდითი ნამხრევებიც ყვავილობს, რაც იშვიათად ხდება.

Posted by: laveraki 30 Oct 2017, 02:24
წელს კმაყოფილი ვარ ოქროწკეპლას. მისი სამყოფზე მეტი თაფლი და რაც მთავარია ბევრი ახალი ფუტკარი , რაც დედის კვერცხდების შედეგია.

Posted by: vixn 30 Oct 2017, 06:58
laveraki
ახლა მთავარია ფაროსანას არ გადაგვაყოლონ გაზაფხულზე, ისე ეტყობა შეუტევენ ყველა მხრიდან.

Posted by: gig55 30 Oct 2017, 08:57
vixn
ფაროსანასთან შებრძოლების საქმე არ ვიცი როგორ იქნება, რომ დაიწყებენ შეწამლას გააფრთხილებენ ალბათ მეფუტკრეებს

Posted by: laveraki 30 Oct 2017, 10:48
vixn
კი მასე იქნება სავარაუდოდ და ვფიქრობ ძაან თუ დაამთხვიეს ღალას მთლიანად გამრავლებაზე ვიზრუნო.

Posted by: Resu11 30 Oct 2017, 18:40
მე დასავლეთში ვცხოვრობ. აკაცია მერე წაბლზე მიმყავს მთაში წელს ადრე მომიწია წახვანა. ჩვენი მთავრობის დედაც რაა, არიციან როგორ ებრძოლონ ფაროსანას ეზარებათ ჯიბიდან ხელის ამოღება.
* * *
განადგურდა ამ ცუდმა მწერმა ყველაფერი ხეხილი ფუტკარსაც ხელს უშლის.

Posted by: vixn 31 Oct 2017, 07:13
Resu11
სად ცხოვრობ, რომელ რაიონში? მთაში როდემდე ტოვებ?

Posted by: gig55 31 Oct 2017, 16:16
laveraki
მაგ მწერის შეწამლა სრული კატასტროფა იქნება ჯობს დაუცადონ ბუნებას თვითონ მოუძებნის გამნადგურებელს

Posted by: Resu11 31 Oct 2017, 17:36
QUOTE (gig55 @ 31 Oct 2017, 16:16 )
laveraki
მაგ მწერის შეწამლა სრული კატასტროფა იქნება ჯობს დაუცადონ ბუნებას თვითონ მოუძებნის გამნადგურებელს

მანამდე ყველაფერი ცუდ დღეში იქნება სანამ ეგ მოხდება.
* * *
QUOTE (vixn @ 31 Oct 2017, 07:13 )
Resu11
სად ცხოვრობ, რომელ რაიონში? მთაში როდემდეწაბლზე.

დასავლეთში ვცხოვრობ და სვანეთში მიმყავს აკაცის შემდეგ წაბლზე
* * *
რაიმე ელექტრონული წიგნი დამიდეთ მეფუტკრეობაზე გთხოვთ.

Posted by: gig55 31 Oct 2017, 19:12
Resu11
თქვენ ეხლა გულისხმობთ მარტო ამ მწერის განადგურებას სხვა რამეზე არც ფიქრობთ დაუკვირდით და თვითონ მიხვდებით ყველაფერს თუ ერკვევი სოფლის მეურბეობაში

Posted by: Resu11 31 Oct 2017, 19:47
QUOTE (gig55 @ 31 Oct 2017, 19:12 )
Resu11
თქვენ ეხლა გულისხმობთ მარტო ამ მწერის განადგურებას სხვა რამეზე არც ფიქრობთ დაუკვირდით და თვითონ მიხვდებით ყველაფერს თუ ერკვევი სოფლის მეურბეობაში

ის მწერი სანამ თავისით განადგურდება ეგ როდის იქნება თუძმახარ... ფუტკარი უნდა გადადგიოს კაცმა და ისე უდა შეიწამლოს. მაგრამ ჩვენ მთავრობას ხელის განძრევა ეზარება თუ განძრია ნახევრის ნახევარი ჩამოდის დანარჩენი როგორც ყველას ჩვევია იჯიბავენ. ალბათ. ბუნდოვნად მახსოვს ბევრი მარგველა გამოაგზავნესო მაგრამ შეჭამესო ბლიიინ. ვითომ წამლავდნენ და ზურგზე აკიდული (ფშიკალკით) დადიოდა ორიკაცი. ამ მთავრობას ტვინის განძრევა ეზარება. მეფუტკრე მიდის იქით გამგეობაში არიქა სანამ შეწამლავთ გამაბრთხილეთ და სხვაგან მიმყავსო.. ესენი ვერ ფიქრობენ ბუნების 99,9%-ტს ფუტკარი მტვერავს.
რავქნა ამდენი დავწერე მოკლედ მინდოდა მეთქვა. ეს
ცუდი რეალობა sad.gif
ჰო სოფლის მეურნეობაში არვიცი არაფერი მეფუტკრეობას ვსწავლობ ნელა ნელა..

Posted by: gig55 31 Oct 2017, 22:22
Resu11
ბუნებაში ფუტკრის გარდა სხვა მტვერავი მწერებიც არიან რომ შეიწამლოს ეს ნამდვილად დახოცავს სხვა მცხოვრებ ჩიტებს, ჭიებს, და სხვა სასარგებლო მწერებს შენ წარმოიდგინე და ჭუანჭველასაც სარგებელი მოაქვს ,წინა მონაწერში ფუტკარზე არ გამიმახვილებია ყურადღება ,მაგრამ ფუტკარს მოეხერხება არიდება სხვა მწერებს და ფრინველებს რაღას უშვები თუ ნამდვილად (წამლით შეწამლეს და არა მარტო წყლით მორწყან ყველფერი) იაპონელებმა გასულ წლებში დახოცეს ბეღურები და შემდეგ მოშე.ება მოუწიათ იმიტო რომ კალიებმა დაფარეს არემარე, თანაც ვფიქრობ რომ ეფექტური არ იქნება საჰაერო შეწამლა ყველაზე კარგი წამლის გამოშვება იქნება რომელსაც იყიდის ადამიანი და თითონ შეწამლავს თან ზამთარი მოდის ეხლა სითბოს ეძებს სახლს ეტანება ახლა ერთის სიკვდილი 200 კლავ კარატე ამ მწერზე არ იმოქმედა 3 სუტკა დავაკვირდი და ცოცხლები იყვნენ მწვანე ფერები რომაა უხორთუმოები ეგენი დახოცა ეგრევე ის კი ვერა
* * *
user posted image
ესეც ჩვენი მთავრობა ვიღაცა ამით ბიზნესს აკეთებს

Posted by: graf-senjerman 31 Oct 2017, 22:43
ფაროსანას მოსპობა შეიძლება, თუ შევუცვლით გენომს, გავუშვებთ ბუნებაში და სულ მოკლე ხანში მესამე ან მეოთხე თაობას შთამომავლობა აღარ ეყოლება.
ზუსტად ასე მოსპეს ამერიკის ერთერთ ნაც. პარკში კოღო, რომელსაც ინფექცია გადაჰქონდა, მაგრამ ამაზე მილიონები დაიხარჯა smile.gif)

Posted by: vixn 31 Oct 2017, 23:01
graf-senjerman
კარგი ხუმრობა გცოდნია, რაც შენ დაწერე, მაგას წლები, ბევრი ფული და რამდენიმე უნივერსიტეტი უნდა, მანამდე ფაროსანა ქვას ქვაზე არ დატოვებს. ჯობია ის მოყევი, სეზონი როგორ დახურე?

Posted by: gig55 31 Oct 2017, 23:22
graf-senjerman
ჩვენთან მილიონების დახარჯვის რა მოგახსენო, მაგრამ შოვნით კი იშოვნიან ერთეულები

Posted by: graf-senjerman 1 Nov 2017, 11:43
vixn
კი მართალია რესურსია საჭირო.
სეზონი ძალიან კარგად დაიხურა, თითქმის ორჯერ გავზარდე ოჯახების რაოდენობა, თაფლი 5-ჯერ გამოვწურე, მაისის, ცაცხვი, გრეჩიხა, მზესუმზირა და падевый мед.
170 კილომდე თაფლი ავსტრიაში გავაგზავნე (გეგმაში 500 კილო იყო, მაგრამ ტამოჟნიაზე მეტი ვერ გავიტანე ბეზვიზი დაემთხვა).
მოსავლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამ წელს უკრაინელები დიდ ინტერესს არ იჩენენ თაფლზე, проблем больше, денег меньше...
აქ უკვე ყინვები დაიწყო... ფუტკარი ძლიერი ხვდება ზამთარს, от 6-до 8 улочек...

Posted by: laveraki 1 Nov 2017, 13:32
graf-senjerman
მალადეც მეგობარო ამდენჯერ გამოწურვა და თან გაყოფა ჩემთვის წარმოუდგენელია.
ფაქტიურად თაფლზე რომელი ოჯახებიც ამუშავე არ გაიყოფოდა რადგან დრო აღარ დაგრჩებოდა განსავითარებლად განაყოფის.
ალბათ ერთი ჯგუფი თაფლზე ამუშავე და მეორე გაყოფაზე.
მაინც ოჯახზე რამდენი გამოვიდა თაფლი?

Posted by: graf-senjerman 1 Nov 2017, 23:40
laveraki
ადრე გაზაფხულზე სკის ნახევარი გავყავი, ხოლო უკვე სეზონის შუა ნაწილში ცაცხვიდან დაწყებული გაყოფილი ოჯახებიდან, რომლებიც საკმარისად გაძლიერდნენ კიდევ ერთხელ გავყავი, მაგრამ მათ დროდადრო ვაძლიერებდი სხვა ოჯახებიდან. უკვე სეზონის ბოლოს სუსტები ძლიერებს მიუერთე, ხოლო 2 ცრუ ოჯახი უბრალოდ დავფერთხე მიწაზე და სკა მოვაცილე.
რამდენი თაფლი გამოვიდა ოჯახზე ზუსტი ციფრი არ მაქვს, რადგან ჩემი მიზანი იყო აღმედგინა და ორჯერ გამეზარდა ოჯახების რაოდენობა. მეტნაკლებად გეგმას შესრულებულად ვთვლი smile.gif

Posted by: vixn 1 Nov 2017, 23:46
graf-senjerman
კარგად გიშრომია, ყოჩაღ. წავიკითხე, წელს რეკორდი დაამყარა უკრაინამ თაფლის გატანის, 90 მილიონი $. კიდევ რამდენი დარჩა აუთვისებელი, ვინ იცის.

Posted by: laveraki 2 Nov 2017, 08:57
graf-senjerman
კი ბატონო გამოზამთრებული ოჯახის 4 ნაწილად გაყოფა კარგი მეფუტკრესთვის არაა პრობლემა. მალადეც . უბრალოდ მე იმაზე გავამახვილე ყურადღება რომ ჩვენ პირობებში თაფლს ამ გაყოფების მერე ძაან ცოტას ამოიღებ , თუ ამოიღე საერთოდ.
ისე უკრაინა მე როგორც ვიცი მსესუმზირის თაფლით ქაჩავს , რომელსაც ორჯერ წურავენ სეზონზე.

Posted by: userman 2 Nov 2017, 09:39
graf-senjerman

წარმატებულ სეზონს გილოცავ !
ბუნებამაც ხელი შეუწყო შენს წარმატებებს , თორემ მარტო მეცადინეობა არაფრის მომცემია . ვინცხა მგოსნისა არ იყოს :
smile.gif,, მარტო წვრთნა რას უზავს , თუ ბუნებამაც არ უშველა ".

აბა ჩემთან სამ თვეზე მეტი ისე გავიდა ციდან ნამი არ გვღირსებია . ივლისის დასაწყისში გაკეთებული ოჯახები ერთ დონეზე გაიყინა .
ასეთი გვალვა უხუცესს ხალხსაც კი არ ახსოვთ . ყვავილის მტვერის ნატამალი არ იყო და რითი უნდა გამრავლებულიყო ...

მთლიანობაში , მაინც არ ვარ წლევანდელი წლის უკმაყოფილო . სადღაც 25 კგ. ერთ ოჯახზე . საშუალოდ ასე გამოვიდა . ეს კი ცაცხვმა ქნა ძირითადად.

Posted by: graf-senjerman 2 Nov 2017, 11:35
vixn
მადლობა!
მართალია აუთვისებელი ტერიტირია აქ მილიონობით გექტარია. სიღარიბე რომ არა, უბრალო გლეხი დიდ ფინანსებს იშოვიდა.
laveraki
მე უფრო მგონია, რომ ბუნება დამეხმარა გეგმის შესრულებაში. ბესარიონმა სწორედ შენიშნა ,, მარტო წვრთნა რას უზავს , თუ ბუნებამაც არ უშველა ". smile.gif)) მაგრამ აქ ალბად სხვა ბუნება იგულისხმება smile.gif)))))))
კი აქ მზესუმზირას და რაბსს მიაქვს ქვეყანა. ბევრ მეფუტკრეს ხშირად სხვაგან გადაჰყავს სკა, რომ მოაცილოს მზესუმზირას.
ჯერ ერთი იმიტომ, რომ მზესუმზირა სეზონის მიწურულს ყვავის და ფუტკარი ვერ ასწრებს ზამთრისთვის ძალის მომატებას, და მეორე მზესუმზირის შემდებ ბევრი ტკიპა უჩნდება ფუტკარს და ძალიან ასუსტებს.
userman
მადლობა!
25 კგ არაა ცუდი შედეგი, წინა წელს აქ თაფლი პრაქტიკულად არ იყო, ბევრმა დამწყებმა მეფუტკრემ თავი დაანება, ხოლო განცხადებების რაოდენობამ ერთი ორად იმატა smile.gif

Posted by: Tim74 2 Nov 2017, 13:11
graf-senjerman
QUOTE
სეზონი ძალიან კარგად დაიხურა, თითქმის ორჯერ გავზარდე ოჯახების რაოდენობა, თაფლი 5-ჯერ გამოვწურე, მაისის, ცაცხვი, გრეჩიხა, მზესუმზირა და падевый мед.
170 კილომდე თაფლი ავსტრიაში გავაგზავნე (გეგმაში 500 კილო იყო, მაგრამ ტამოჟნიაზე მეტი ვერ გავიტანე ბეზვიზი დაემთხვა).
მოსავლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამ წელს უკრაინელები დიდ ინტერესს არ იჩენენ თაფლზე, проблем больше, денег меньше...
აქ უკვე ყინვები დაიწყო... ფუტკარი ძლიერი ხვდება ზამთარს, от 6-до 8 улочек...

სუპერ. პირველ რიგში შენ ყოჩაღ მართლა+ბუნება და ქვეყანაც რო ქაჩავს მართლა რა, ასეულობით ჰექტარი თაფლოვნები.
გრაფ შენ ახსენე რომ თავად გაიტანე ევროპაში თუნდაც 170კგ თუ საიდუმლო არაა როგორ გამოგივიდა კილოგრამი გაყიდული? პლუს კობამ ახსენა წელს უკრაინამ 90მლნ დოლარის თღაფლი ივაჭრაო და ესეც საინტერესოა საშუალოდ ექსპორტის ღირებულება რა არის კგ თაფლზე ზოგადად(შარშან წერდი რომ სადგაც 4 დოლარად გადის უკრაინიდან კგ-იო), მოკლედ შენ თუ მოახერხე პირადად მეტის და რამდენის აღება კგმზე?
ჩვენ ბევრს ვიძახით რომ ჩვენი თაფლი მაგალ;ითად ძვირია საქართველოში. მაგრამ წელს პირველად გადავედი თურქეტში და ჩემი თვალით ვნახე მაღაზიებში კგ თაფლის ფასი მერYეობს 40 დან 80 ლარამდე ჩვენ ფულძე გადაანგარიშებით. ნებისმიერ თურქულ საიტზე ნახავს ყველა თაფლიოს ასეთ მაღალ ფასს

Posted by: userman 2 Nov 2017, 16:13
Tim74
QUOTE
(შარშან წერდი რომ სადგაც 4 დოლარად გადის უკრაინიდან კგ-იო)


მე როგორც მახსოვს 1.5 $-ად გაჰქონდათ უკრაინიდან ევროპაში , მერე 1 დოლარამდე დაკლება მოითხოვა ევროპამ .

უფრო ზუსტად graf-senjerman იტყვის .



Posted by: graf-senjerman 2 Nov 2017, 17:32
მე როგორც ვიცი 2.5- დან 3.5 დოლარამდე გაჰქონდათ ევროპაში და ამერიკაში წინა წელს მზესუმზირა და რაბსი, სხვა სორტის თაფლი უფრო მაღალ ფასებში.
ამ წელს სხვათაშორის ოპტოვიკები კარგ ფასად იბარებენ, მალე 2$-ს მიუახლოვდება, მაგრამ იმის გამო რომ ამ წელს დიდი მოსავალი იყო და ხალხი უფრო მეტად გაღარიბდა ნაკლები მოთხოვნაა.
ევროპა უკრაინას აძლევს ე.წ. კვოტებს ყოველ წელს. ეს კვოტები მას შემდეგაა რაც ასოციაციას მოაწერეს ხელი.
Tim74
1 კგ ცაცხვის თაფლი 11.5 ევრო. ვინც მიიღო მან 19-დან 21 ევრომდე გაყიდა. მას თავისი ფიტნეს კლუბი აქვს და ამ კლუბის საიტზე სხვადასხვა ორგანული პროდუქტები უდევს და მათ შორის ჩემი თაფლიც smile.gif) დააფასოვა 200 გრამიან ქილებში და ასე უკეთებს რეალიზაციას.

* * *
QUOTE (userman @ 2 Nov 2017, 16:13 )
Tim74
QUOTE
(შარშან წერდი რომ სადგაც 4 დოლარად გადის უკრაინიდან კგ-იო)


მე როგორც მახსოვს 1.5 $-ად გაჰქონდათ უკრაინიდან ევროპაში , მერე 1 დოლარამდე დაკლება მოითხოვა ევროპამ .

უფრო ზუსტად graf-senjerman იტყვის .

კი მაგ ფასად აქ იბარებდნენ და ვინც მოასწრო კარგი იყო, მაგრამ მალე დაუვარდა ფასი, როგორც მახსოვს დაჟე 1$-მდე. ფორუმზე ერთი ამბავი იყო ამაზე.

Posted by: userman 3 Nov 2017, 18:45
graf-senjerman
QUOTE
1 კგ ცაცხვის თაფლი 11.5 ევრო. ვინც მიიღო მან 19-დან 21 ევრომდე გაყიდა.


თუ სწორად გავიგე , შენ, ადგილზე, ცაცხვის თაფლში გადაგიხადეს 11.5 ევრო ? თუ მასეა მალადეც smile.gif .

ნეტავ აქ იქნებოდეს მაგის ნახევარი ფასი, თუნდაც . ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა biggrin.gif

Posted by: graf-senjerman 3 Nov 2017, 19:30
userman
მე სახლიდან გავაგზავნე ჯერ ლვოვში, ხოლო ლვოვიდან გადამიტანა 50 ევროდ ავსტრიაში. თანხა კარტაზე.
აქ რომ იყოს ისეთი ფასები, რაც თქვენთანაა საერთოდ არ ვიფიქრებდი არანაირ გადატანაზე. აქ ძალიან იაფია თაფლი.
შევადაროთ, 3 ლიტრას აქ ვყიდი 550-600 გრივნად, მზესუმზირას და პადის თაფლს 350-400 გრივნად, გრეჩიხას 400-450 გრივნად (არაა სუფთა გრეჩიხა). ხოლო კურსი ასეთია 1$-26.7 გრივნა. ეხლა შევადაროთ. რომ არ მიყვარდეს მეფუტკრეობა საერთოდ არ გავყიდდი აქ თაფლს. ხო და კიდევ 1 ლიტრა დიზელი 26 გრივნა ღირს.

Posted by: Tim74 3 Nov 2017, 19:37

graf-senjerman
ყოჩაღ, კარგია და იმედის მომცემი, ეგ მონაცემები. ევროპის 500 მილიონიან ძვირიან ბაზარს იმედია დღეს ხვალ ზეგ ჩვენც მოვერგებით და კარგ ადგილს დავიკავებთ. ჩემი თვალით ამ ზაფხულში ნახული თურქეთის მაგალითიც კარგი მანიშნებელია მათ შორის, სხვა მხრივ ჩვეულებრივი ფასების ქვეყანაში თაფლი ღირს 40-80ლ კგ-ი, და ევროპა ბევრად მდიდარი ეკონომიკის მქონეა და უკეთეს პერსპექტივას გვპირდება იმედია. ღმერთმა ქნას

Posted by: graf-senjerman 3 Nov 2017, 23:35
Tim74
ყოჩაღ მაშინ იქნრბოდა 500 კილო, უკვე ტარაში გამზადებული თაფლი რომ გამეტანა, მაგრამ უკრაინის კორუფციაში ჩაძირული ტამოჟნია დიდი თემაა, რომელსაც გაპიარებული ბეზვიზი დაემთხვა.
|რამდენსაც ვკითხულობ საქართველოს მეფუტკრეობაზე, ყველაზე დიდი პრობლე მასიური ფალსიფიკაციაა, რომელიც ცუდად მოქმედებს რეალიზაციაზე, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ.
აქ კი პრობლემა ფალსიფიკაციაზე ნაკლებია, სამაგიეროდ პროდუქტი დაბინზურებულია ქიმიკატებით. აქ თაფლი იმდენად იაფია რომ თითქმის აზრი არ აქვს მის გაყალბებას.

Posted by: gig55 5 Nov 2017, 04:41
Tim74
თურქეთში ვნახე ერთი მეფუტკრე მითხრა გადმომიტანე თაფლიო 100 ლირად ყიდდა 1 კგ, მაგრამ გადატანაა პრობლემა ცოდნა უნდა სარისკოა, ჩვენი თაფლი რომ ევროპის ბაზარზე გავიდეს ამას წლები უნდა, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ სტანდარტების დაცვა რასაც ევროპა მოითხოვს ხელშეწყობა კი მთავრობიდან უნდა მოხდეს

Posted by: userman 5 Nov 2017, 07:26
graf-senjerman
QUOTE
3 ლიტრას აქ ვყიდი 550-600 გრივნად, მზესუმზირას და პადის თაფლს 350-400 გრივნად, გრეჩიხას 400-450 გრივნად (არაა სუფთა გრეჩიხა). ხოლო კურსი ასეთია 1$-26.7 გრივნა. ეხლა შევადაროთ. რომ არ მიყვარდეს მეფუტკრეობა საერთოდ არ გავყიდდი აქ თაფლს. ხო და კიდევ 1 ლიტრა დიზელი 26 გრივნა ღირს.


ანუ ლარებში რომ გადავიყვანოთ :

უკრაინაში : 3 ლიტრ თაფლს ყიდი 55-60 ლარად . ცაცხვის თაფლს ალბად ხომ ?
1 დოლარი 2.67 ლარია.
1 ლიტ დიზელი 2.6 ლარი.

საქართველოში : 3 ლიტ თაფლი 54-70 ლარი.
1 დოლარი 2.63 . აგერაა კურსი http://currency.boom.ge/
1 ლიტ დიზელი 2 ლარი .
როგორც ხედავ თითქმის არაა სხვაობა . სხვაობა არის და თანაც საგრძნობი მოსავალში , და რა თქმა უნდა უკრაინის დიდი უპირატესობით .
ახლა თუ შევადარებთ დასაქმებულთა რაოდენობებს , მე მგონი უკრაინა ბევრად აჯობებს საქართველოს . რაზედაც არის დამოკიდებული სწორედაც , თაფლის რეალიზაცია ...
კომენტარი შენთვის დამითმია smile.gif .

Posted by: graf-senjerman 5 Nov 2017, 11:24
QUOTE (userman @ 5 Nov 2017, 07:26 )
3 ლიტრ თაფლს ყიდი 55-60 ლარად . ცაცხვის თაფლს ალბად ხომ ?
                         

კი ცაცხვის თაფლს.

QUOTE
და რა თქმა უნდა უკრაინის დიდი უპირატესობით .

Bესო თუ გავითვალისწინებთ ტერიტორიულ ფართობს და მოსახლეობას?
აქაც დიდი უმუშევრობაა და ყოველ წელს სულ უფრო იზრდება. ბევრი ქარხანა იხურება.

ამ წელს აქაც გვალვიანობა იყო, ხალხი ვისაც საქონელი ყავს, ამბობენ რომ ბალახმა ვერ მოასწრო გაზრდა და თივა ცოტა იქნებაო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი ჩააბარებს ქარხნებს და კიდევ შემცირდება რაოდენობა.

თქვენ მე ის მირჩიეთ როგორ ჩამოვიდე მანდ საცხოვრებლად ისე, რომ აქაც ვიყო და მანდაც smile.gif)))))) ჯერ ვერ მივაგენი პასუხს...

მანდ იმდენი პერსპექტივაა რომ ასე მგონია ბევრი საერთოდ ვერ ხედავს ან არ ხედავს. და კიდევ, მთავარია მოვეშვათ მთვრობის კრიტიკას და თავად მოვძებნოთ გამოსავალი.

Posted by: vixn 5 Nov 2017, 12:52
graf-senjerman
"სადაც არა ვართ , ყველგან კარგი გვგონია" ხომ გაგიგონია.

Posted by: graf-senjerman 5 Nov 2017, 15:26
vixn
კი გამოგონია, ეგ 90-იანების დროინდელი ფრაზაა...

Posted by: gig55 6 Nov 2017, 09:04
graf-senjerman
მაგის პასუხს რა მიგნება უნდა უნდა აირჩიო ერთგან ცხოვრება ორივეგან როგორ გამოვა მაშინ დამხმარეები დაგჭირდება, მაგრამ საქმე ისე არ გაკეთდება როგორც შენ გინდა სხვის ნებაზე მიტოვებული საქმე ყოველთვის უკან იწევს. ......
* * *
graf-senjerman
თქვენთან საშუალოდ რამდენ ჩარჩო ბარტყზე ადის ფუტკარი? ფუტკრის შეფერილობა რუხვია თუ ყ ითელზოლიანი?

Posted by: K_M_HUNTER 6 Nov 2017, 16:28
graf-senjerman
QUOTE
მანდ იმდენი პერსპექტივაა რომ ასე მგონია ბევრი საერთოდ ვერ ხედავს ან არ ხედავს. და კიდევ,

რა პერსპექტივა, თუ კაცი ხარ?
2012-ის მერე, 700 000 კაცია ქვეყნიდან გაქცეული,
სოფლის მოსახლეობა, 25%-ზე მეტითაა შემცირებული
და რას გაურბიან - პერსპექტივას?
http://www.geostat.ge/?action=page&p_id=151&lang=geo

Posted by: Tim74 6 Nov 2017, 19:18


gig55
QUOTE
თურქეთში ვნახე ერთი მეფუტკრე მითხრა გადმომიტანე თაფლიო 100 ლირად ყიდდა 1 კგ, მაგრამ გადატანაა პრობლემა ცოდნა უნდა სარისკოა, ჩვენი თაფლი რომ ევროპის ბაზარზე გავიდეს ამას წლები უნდა, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ სტანდარტების დაცვა რასაც ევროპა მოითხოვს ხელშეწყობა კი მთავრობიდან უნდა მოხდეს

ძალიან მიკვირს თაფლის ასეთი მაღალი ფასი მაგ ქვეყანაში(თუნდაც ევროპისათვის). 70-80ლარი (საცალო ფასი მართალია მაგრამ მაინც)წარმოუდგენლად დიდი მგონია, ახსნა მიჭირს. მაშინ როცა თავად როგორც ვიცი საკმაოდ განვითარებული მეფუტკრეობა აქვს თურქეთს. მანდ გატანა ე.წ. "ქართული ჩალიჩით" და მარიფათით ხდება მხოლოდ არალეგალურად, მაგრამ ხდება. ვიცი პირადად ადამიანი რომელსაც 1 ტონა გააქვს ჯერზე.
* * *
გეთანხმები უნდა ვისწავლოთ ევროსტანდარტების დაცვა, უნდა მივხედოთ ჩენ ეკოსისტემას, დავიცვათ აკრძალული პესტიციდებიდან, მაგრამ მგონია რომ წინაღობის რაღაც წილი ევრობიუროკრატიაცაა.

Posted by: graf-senjerman 6 Nov 2017, 20:05
gig55
ბავშვობიდან მქონდა ოცნება დიდი ვენახი მქონოდა. ეგ ოცნება დღემდე შეუსრულებელი დამრჩა, მაგრამ ყველაფერი წინაა.
გააჩნია რომელ ჩარჩოზეა საუბარი და ასევე ოჯახის სიძლიერეზე და კიდევ ბუნებაზე და ა.შ. ზუსტ პასუხს ვერ გაგცემ ისევე როგორც ფუტკრის ფერზე. აქ ძალიან გადაგვარებულია ფუტკარი, ვისაც რომელი ჯიში უნდა ის ყავს, ეს კი რას ნიშნავს ჩემზე კარგაც იცით ყველამ. ამ წელს ხერსონიდან გამოვიწერე უკრაინული სტეპის დედები, ძირითადად შავი ფერი ჭარბობს, მაგრამ მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. პრინციპში ფერი ბევრ ინფორმაციას მაინც არ იძლევა, მთავარი პარამეტრი ოჯახია მთლიანობაში.
K_M_HUNTER
რას გაურბიან? შრომას, სწავლას, საკუთარ თავსაც ალბათ smile.gif)) და ამ 3 მიზეზიდან, რომელი დავაბრალოთ მთავრობას? ვერც ერთს!


* * *
მაინტერესებს, წაბლის თაფლი, რომელსაც პრინციპში ანალოგი არ აქვს სნგ-ში რატომ არ იყოდება მაგალითად უკრაინაში. აქ მაღაზიაში ოხრადაა ტყემალი, ნაბეღლავი, ბორჯომი და სხვა, მაგრამ წაბლის თაფლი არ მინახავს. რატომ აქეთ არ შემოაქვთ?

Posted by: gig55 6 Nov 2017, 21:59
Tim74
თურქეთში იციან თაფლის სარგებელი ისედაც ყველსფერი ძვირია იქ , ერთ გატანაზე ტონა მეეჭვება რამდენს იხდის თაფლში?
* * *
graf-senjerman
იყიდე კახეთში მიწა ვენახები იმსიგრძე რიგებია თვალს ვერ გაუწვდენ გუშინწინ ვიყავი მართლაც მაგარი მხარეა

Posted by: vixn 6 Nov 2017, 23:12
graf-senjerman
წაბლი უკრაინაასაც აქვს როგორც ვიცი, მოიკითხე მანდ და მიიყვანე ფუტკარი.

Posted by: Tim74 7 Nov 2017, 18:45

gig55
QUOTE
თურქეთში იციან თაფლის სარგებელი ისედაც ყველსფერი ძვირია იქ , ერთ გატანაზე ტონა მეეჭვება რამდენს იხდის თაფლში?

18 ლარს
* * *

gig55
QUOTE
თურქეთში იციან თაფლის სარგებელი ისედაც ყველსფერი ძვირია იქ , ერთ გატანაზე ტონა მეეჭვება რამდენს იხდის თაფლში?

18 ლარს

Posted by: graf-senjerman 7 Nov 2017, 19:31
vixn
აქ წაბლის ტყეები არაა გავრცელებული.
აქ ძირითადად არის ცხენის წაბლი, რომელიც ნექტარეს პრაქტიკულად არ იძლევა და არის ძირითადად ქალაქებში, როგორც დეკორატიული მცენარე.

gig55
უკვე ვფიქრობ მაგ საკითხზე smile.gif) სიბერე ვენახში და საფუტკრეში უნდა გავატარო smile.gif))))))))

Posted by: gig55 7 Nov 2017, 21:19
graf-senjerman
ჭკვიანურიც იქნება და შემოსავალიც შეძლებისდაგვარად

Posted by: vixn 7 Nov 2017, 21:56
graf-senjerman
აწყენიე ცხენის წაბლს, მშვენიერი თაფლოვანია. უკრაინა დიდია, ეტყობა შენ რაიონში არაა, სხვაგან ნამდვილად არის.

Posted by: userman 8 Nov 2017, 04:04
graf-senjerman
QUOTE
უკვე ვფიქრობ მაგ საკითხზე ) სიბერე ვენახში და საფუტკრეში უნდა გავატარო ))))))))


სიბერე ვენახში არა, მარა სიყვარული ვენახში გამიგია biggrin.gif .
ისე ყველა ქართველის ოცნებაა ვენახი . განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის . სამშობლოსთანაა თითქმის გაიგივებული ...
თუნდაც სახელწოდება : ,,შენ ხარ ვენახი ", ,,რთველი ".
საქა რ თ ვ ე ლ ო
რ თ ვ ე ლ ო .
ერთი სიტყვით მივესალმები შენს ჩანაფიქრს !!!

პ.ს. ამას, ანუ მევენახეობას, ისევე როგორც მეფუტკრეობას , მარტო ბიზნესის და ფულის კეთების კუთხით არ უნდა შევხედოთ . ასე აჯობებს !

Posted by: vixn 8 Nov 2017, 14:53
ჩამომივიდა ახალი წიგნი უკრაინიდან, წაკითხვა ღირს, თუმცა ჩვენ პირობებში ძნელი გამოსაყენებელი.

Posted by: laveraki 8 Nov 2017, 16:29
vixn
კობა მაინც რა წერია ასეთი?
რატო არ გამოგვადგება?

Posted by: koba1973 8 Nov 2017, 19:28
userman
.
QUOTE

პ.ს. ამას, ანუ მევენახეობას, ისევე როგორც მეფუტკრეობას , მარტო ბიზნესის და ფულის კეთების კუთხით არ უნდა შევხედოთ . ასე აჯობებს

თუმცა უშემოსავლოდ მარტო სიყვარულის გამო......
ლადო მრელაშვილის თქმისა არ იყოს - ცარიელმა თითმაო პირი გამომქლირთაო. ძველი ქართული ანდაზაა.

Posted by: vixn 8 Nov 2017, 20:28
laveraki
გამოგვადგება ფუტკრის სელექციის, გადარჩევის დროს, ზოგადი განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა. ამ ყველაფრის გამოყენებას ბევრი რესურსი და ადმიმნისტრაციული ბერკეტები ჭირდება.

Posted by: gig55 8 Nov 2017, 22:38
vixn
მაგალითად რას გულისხმობ რესურსებში განა შეუძლებელია, იქნებ გაგვანათლოთუ რა მოთხოვნებზეა საუბარი ამ წიგნში დავინტერესდი

Posted by: laveraki 9 Nov 2017, 08:02
ამ თემას ტყუილად ხო არ ქვია სეზონი 2017? დავდოთ შედეგები რა ვქენით, რა გვინდოდა და რა არ გამოგვივიდა.
მე მაგ. აკაციის თაფლი ვერ ავიღე ძირით
ადად ამინდის გამო. წაბლი და ცაცხვი ერთად დაბალ ზონაში ოჯახზე 15 ლიტრა. ზედა ზონაში აღარ ამიყვანია ფუტკარი. ივლისში გავყავი აგვისტო ძალიან ცხელი მოუწია და ვერ განვითარდა განაყოფები , სამაგიეროდ შემოდგომაზე ოქროწკეპლამ მისი ქნა და რუტის კორპუსი გაავსეს როგორც ახალი ფუტკრით ასევე თაფლით. ალბათ დეკემბრის დასაწყისში ბიპინით შევწამლავ და დავაზამთრებ.
საერთო ამბავში გამოუცდელობის გამო რაღაცეები არ გამომივიდა მაგრამ სეზონით მაინც კმაყოფილი ვარ.

Posted by: gig55 9 Nov 2017, 08:05
laveraki
აქვს აკაციას ფასი საშუალო რამდენია ან თუ კითხილობს ვინმე არის კლიენტი

Posted by: laveraki 9 Nov 2017, 14:06
აკაცია არ მქონია და არ ვიცი. წაბლი ცაცხვნარევი ლიტრა 25 ლარი.

Posted by: Tim74 9 Nov 2017, 14:07
QUOTE
ამ თემას ტყუილად ხო არ ქვია სეზონი 2017? დავდოთ შედეგები რა ვქენით, რა გვინდოდა და რა არ გამოგვივიდა.
მე მაგ. აკაციის თაფლი ვერ ავიღე ძირით
ადად ამინდის გამო. წაბლი და ცაცხვი ერთად დაბალ ზონაში ოჯახზე 15 ლიტრა. ზედა ზონაში აღარ ამიყვანია ფუტკარი. ივლისში გავყავი აგვისტო ძალიან ცხელი მოუწია და ვერ განვითარდა განაყოფები , სამაგიეროდ შემოდგომაზე ოქროწკეპლამ მისი ქნა და რუტის კორპუსი გაავსეს როგორც ახალი ფუტკრით ასევე თაფლით. ალბათ დეკემბრის დასაწყისში ბიპინით შევწამლავ და დავაზამთრებ.
საერთო ამბავში გამოუცდელობის გამო რაღაცეები არ გამომივიდა მაგრამ სეზონით მაინც კმაყოფილი ვარ.

ჩემთან გაზაფხული ნორმალური იყო, წაბლის სეზონმა კი არ გაამარტლა. ფაროსანასთან დაკავშირებული ადრე დაწყებული კამპანიის გამო(ჩემი აზრით) უჩვეულო რაოდენობის ფუტკარი მოვიდა იმ ლოკაციაზე წინა წლებთან შედარებით. ბოლოს ვაროსტოპმა "გააჩმახა" რომ იტყვიან მაგრამ წინა თვის ბოლო რიცხვებში ბიპინით გამოვასწორე სიტუაცია, შეიძლება ცოტა ადრე მაგრამ ზამტრისტვის მოვამზადე უკვე, საფრენები არ დამიპატარავებია მხოლოდ. ყველაზე დიდი პრობლემა წელს ჩვენებურმა სვანეთის ფიჭვის მასალამ შემიქმნა. შარშან დამზადილი 10 დადანის კომპლექტიდან 3 გაზაფხულზე გადასაყრელი იკნება უკვე.5 ქულიდან 4 ვუწერ ჩემ თავს წელს. smile.gif

Posted by: graf-senjerman 9 Nov 2017, 17:09
QUOTE (userman @ 8 Nov 2017, 04:04 )
graf-senjerman
QUOTE
უკვე ვფიქრობ მაგ საკითხზე ) სიბერე ვენახში და საფუტკრეში უნდა გავატარო ))))))))


სიბერე ვენახში არა, მარა სიყვარული ვენახში გამიგია biggrin.gif .
ისე ყველა ქართველის ოცნებაა ვენახი . განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის . სამშობლოსთანაა თითქმის გაიგივებული ...
თუნდაც სახელწოდება : ,,შენ ხარ ვენახი ", ,,რთველი ".
საქა რ თ ვ ე ლ ო
რ თ ვ ე ლ ო .
ერთი სიტყვით მივესალმები შენს ჩანაფიქრს !!!

პ.ს. ამას, ანუ მევენახეობას, ისევე როგორც მეფუტკრეობას , მარტო ბიზნესის და ფულის კეთების კუთხით არ უნდა შევხედოთ . ასე აჯობებს !

userman
smile.gif))))))))))) lol.gif lol.gif
რომ მივალ მაგ სიბერემდე, ვენახში სიყვარულზეც აუცილებლად დავწერ smile.gif))

კი ბესარიონ, ვენახზე სწორედ შენიშნე შენ ეგ. ბევრი რამ გვაკავშირებს ჩვენ მასთან, გენეტიკურ დონეზეც კი. ჩვენი ერის სიმბოლოა.


vixn
მაგ წიგნის ელექტრონული ვერსია ხომ არის ინტერნეტში? აქედან გამოწერა ძვირი სიამოვნებაა. თუმცა წაკითხვა ღირს.

თუ ვინმეს აინტერესებს აი ბმული
http://mwob.com.ua/downloads.php?do=file&id=272


Posted by: .ნინო 9 Nov 2017, 17:57
გამარჯობათ, მე ვარ ეკონომისტი, კვლევას ვატარებ აგრარული სექტორის მიმართულებით. ძალიან დამეხმარებით, თუ გამონახავთ რამდენიმე წუთს, რათა შეავსოთ ეს კითხვარი. წინასწარ დიდი მადლობა
https://goo.gl/forms/3MqSaPDHSyJmaUpI2

Posted by: gig55 9 Nov 2017, 21:05
laveraki
მარტო წაბლს რამდენი აქვს ფასი? მაგ კლიენტს ჩემსკენ ვერ გამოუშვებ
* * *
.ნინო
ამ კითხვარის შევსებას რა მიზანი აქვს, ეშველება რამე სოფლის მეურნეობას თუ ისევ უკან წავა საქმე.

Posted by: laveraki 10 Nov 2017, 07:21
gig55
ვერ გამოვუშვებ იმიტომ კი არა რომ კლიენტი დავკარგო? იმიტომ რომ ქუთაისში მე თვითონ ჩამევიარე სათითაოდ და დავუტოვე თაფლი. იმ პირობით რომ 1 თვეში გადაიხდიდა . პირობა ორივე მხარემ შევასრულეთ.

Posted by: gig55 10 Nov 2017, 22:43
laveraki
პირობას არც მე დავარღვებ შემოთავაზებას გააჩნია

Posted by: vixn 11 Nov 2017, 01:28
laveraki
ვერ გავიგე ვის ჩამოუარე, აგვიხსენი?

Posted by: laveraki 11 Nov 2017, 02:32
vixn
ხალხს კობა კლიენტებს. ვისაც ვიცნობდი და გარკვეული ურთიერთობა მქონდა მე და ჩემი ოჯახის წევრებს.

Posted by: vixn 11 Nov 2017, 16:05
laveraki
სერგო, გასაგებია. მაგ გზით შეზღუდულია ზრდა , მეგონა დიდი მოცულობა ჩააბარე.

Posted by: gig55 11 Nov 2017, 16:58
vixn
თაფლის ჩაბარების ფასი საშუალო რამდენია წელს საქართველოში არც თუ კარგი სეზონი იყო

Posted by: vixn 11 Nov 2017, 19:51
gig55
რაც მე ვიცი, 8- 17 ლარი, ბითუმად.

Posted by: bes_ka888 11 Nov 2017, 21:07
რა კაია საზღვართან ვცხოვრობ აზერების და ჩემი თაფლი გავიდა აზერბაიჯანში, რეალიზაციაზე პრობლემა არ მაქ.

და კიდე რა მაინტერესებს კანდის მიცემა რას მირჩევთ მომავალ კვირისთვის ვგეგმავ.

Posted by: vixn 11 Nov 2017, 21:30
bes_ka888
შემოდგომა გაზაფხულში ხომ არ გერევა, კანდი რათ უნდა, საკვები არ აქვს?
როგორ გაიტანე აზერბაიჯანში?

Posted by: gig55 11 Nov 2017, 22:26
vixn
გასაგებია
bes_ka888 შენ თვითონ გაიტანე

Posted by: bes_ka888 12 Nov 2017, 06:56
Ara iqauri moqalaqeebma chventan oxrad arian azerebi

Posted by: gig55 12 Nov 2017, 11:24
bes_ka888
იხდიან ნორმანულ ფასს რომელი უფრო უნდათ წაბლი თუ აკაცია

Posted by: bes_ka888 12 Nov 2017, 12:42
ცაცხვი და წაბლიმაქ ოპტომ 22ლარი

Posted by: vixn 12 Nov 2017, 22:42
bes_ka888
არა მგონია შეუზღუდავად გადიოდეს, თურქეთში ცოტა უჭირთ, მაით გადმოირთვებოდა მასე რომ იყოს.

Posted by: gig55 13 Nov 2017, 08:55
bes_ka888
კარგი ფასია იქნებ გვეშველოს რამე

Posted by: bes_ka888 14 Nov 2017, 01:43
All მისმინეთ აზერები თუ არ გიცნობენ ან თუ ძაან დაბალ ფასსში არ შესთავაზე აზრი არ აქვს(ჯერ კარგად უნდა დაგყნოსონ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ) მეც მამაჩემის ნაცნობობამ მიშველა და გამასაღებინა. ოპტომ რო დავწერე ჩასაბარებელი პუნქტი კი არაა ეგ მე გავყიდე ეგრე, ჩვენთან პროსტა ჩალიჩობენ ეგენი, ისე რასაც ვამუღამებ ქართველებს საზღვრის იქით ბლატები არ აქვთ, ისენი კიდე აქაც ბლატაობენ და იქ ხო ვაფშე,

Posted by: Tavtechnics 15 Nov 2017, 12:35
მოკლედ ძალიან მინდა ამ სფეროში დავიწყო მოძრაობა

საიდან როგორ რანაირად, საიდან დავიწყო კითხვა თეორია სწავლა?



Posted by: vixn 15 Nov 2017, 12:47
Tavtechnics
თუ დახმარება გჭირდება , მიებარე ვინმე პატიოსან კაცს, კაი მციდნესამ საქმის, მოეხმარე ყველაფერში და გონება საღი გაქვს მალე აითვისებ.
ასევე , საპატრიარქო ყოველ გაზაფხულს აწყობს უფასო მეფუტკრეობის შემსწავლელ კურსების. ასევე თუ ფული ვერსად მიგაქვს დაიქირავე მეფუტკრე და ის მეფუტკრე სწორად აზროვნებს ამ საქმეში, ერთ წელიწადში საფუტკრეს აგიწყობს და შენც შეისწავლი.

Posted by: Resu11 18 Nov 2017, 21:29
Xalxno <3 qartuli shrifti armaqvs da shevecdebi mokled davwero... sashemodgomod ra samushaobi chataret an ras apirebt gaketod. Imistvis ro futkarma gamoizamtros. Me getyvit chemsas me rogor gavakete amovitane ramodenime charcho da dautove kargi daxuruli charxhoebi. Danacheni romelic ariyo skashi sachiro amovige da gavwure 17-18 litri da vapireb kandistvis gamoviyeno.... xolo rac shexeba skas sakmarisi tapliaqvs gamosazamtreblad da magmxriv mshvidad var. Ho dalshe vapireb termuli penplasti mivafaro da carieli adgili shevavso ramit.... da aseshemdeg, da rac shexeba charchoebs rauyo rogor shevinaxo kargad. Mzeze xo ar gafino cota taflianiari? Bodishs gixdit shriftstvis sad.gif

Posted by: graf-senjerman 19 Nov 2017, 10:45
Tavtechnics
მოძრაობა რომ დაიჭყო, ჯერ მოძრაობის წესების სწავლაა საჭირო, ფუტკარი შეცდომას არ პატიობს.

Posted by: vixn 19 Nov 2017, 15:27
Resu11
საკვები თუ აქვთ, ვენტილაცია , თაგვისგან დაცულია, ტკიპაზე დამუშავებული- მეტი გაზაფხულამდე არაფერი უნდათ.

Posted by: vixn 21 Nov 2017, 01:58
ჩამომივიდა ახალი წიგნი უკრაინიდან ,ავტორი ფრიდრიხ რუტნერი, კარგი რამეა, ზამთარი გრძელია. დრო არის. დაჯდა 20 $.

Posted by: Tengu 21 Nov 2017, 17:53
გამარჯობათ მეფუტკრეებო, მაინტერესებს რამდენად გამძლეები არიან ფუტკრები ვენახის და ციტრუსის შესაწამლი ნივთიერებების მიმართ და რა პირობები უნდა დავიცვა რომ ოჯახი არ დავაზიანო.

Posted by: vixn 21 Nov 2017, 21:48
Tengu
თუ ფიზიკურად კონტაქტი ექნებათ შხამებთან, დაიხოცებიან. ვენახს ფუტკარი მაინდამაინც არ ეტანება, აი ციტრუსის ყვავილი უყვარსდა მოწამვლის მომენტში იზოლირებული უნდაიყოს.

Posted by: Tengu 22 Nov 2017, 16:59
vixn
ნუ ძირითადად მინდა გურიაში რო მყავდეს იქ დიდ ფართობზე გვაქვს ციტრუსი, უშუალოდ ხესთან ახლოს არ მეყოლება მაგრამ მონაწამლიდან რომ აიღოს ნექტარი აი ეს მაინტერესებს, რამდენა დააზარალებს, ნუ ყოველი შემთხვევისთვის მე მოშორებით მეყოლება რომ უშუალო შეწამვლის პროცესმა არ დააზარალოს ვფიქრობ უნდა გამოვიდეს.
და რაც შეეხება ვენახს თუ არ ეტანება მაშინ კაია
P.S. თერჯოლაში თუ ყავს ვინმეს ფუტკარი გამომეხმაურეთ.

Posted by: vixn 23 Nov 2017, 13:51
დამთავრდა სეზონი 2017. ვემზადებით ახალი სეზონისთვის.

Posted by: longusta12 24 Nov 2017, 00:26
შეგეწიოთ წმინდა გიორგი სრულიად საქართველოს მეფუთკრეებს ყველას ვულოცავ მფარველი იყოს თქვენი და თქვენი ფუტკრების.
* * *
კობას სიცოცხლე კიდე smile.gif) ოჯახს მიულოცე ჩემგან დავაგვიანე ბოდიში კობა. :*

Posted by: gig55 24 Nov 2017, 18:57
მოგვიანებით გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს მრავალს დაესწარით

Posted by: MyHope 24 Nov 2017, 19:28
მეფუტკრეები ხართ და გეცოდინებათ ფუტკრის რძე ხომ არ ფუჭდება?

Posted by: longusta12 24 Nov 2017, 20:31
MyHope
დაახლოებით 8 თვე ინახება +4 გრადუსზე 8 თვის მერე თვისებები ეკარგება რამოდენიმე პროცენტით.

Posted by: MyHope 24 Nov 2017, 20:48
longusta12
მაცივარში მიდევს(არა საყინულეში)
ბებოს მინდა დავალევინო 80 წელს გადაცილებულია და მეშინია არ ვავნოsad.gif

Posted by: vixn 24 Nov 2017, 21:01
MyHope
არ ავნებს, დილის საათებში მიეცი, დოზებს არ გადააჭარბო, წნევა აკონტროლე.

Posted by: MyHope 24 Nov 2017, 21:10
vixn
მე ორ წვეთს ვიღებდი და ძალიან დიდი ეფექტი მომცა,მას რამდენი წვეთი უნდა მივცე?

Posted by: longusta12 25 Nov 2017, 00:38
MyHope
ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს ბებო ისე საერთოდ მოზდილისთვის დილით უზმოზზე და მერე 5:საათისთვის კაი იქნება თუ 2 3 საათის უჭმელი იქნები, რაც შეეხება ბებოს მგონი ეგ ჩვენზე ჯანზეა smile.gif

Posted by: vixn 25 Nov 2017, 18:45
MyHope
შენ თუ ორს იღებდი , მოხუცს გაუნახევრე, ძლიერი ბად ია, ფრთხილად იყავი.
კარგი ეფექტი როგორ გამოიხატა?

Posted by: userman 28 Nov 2017, 12:02
QUOTE
არ ავნებს, დილის საათებში მიეცი, დოზებს არ გადააჭარბო, წნევა აკონტროლე.


წნევის აწევაზე, ფუტკრის რძე, არანაირად არ მოქმედებს . პირიქით ბევრს ურეგულირებს კიდეც .

დოზებს რაც შეეხება . ეგ ძირითადად ინდივიდუალურია .
ზოგადად ადამიანს ვისაც არაფერი აწუხებს ( რაც თითქმის წარმოუდგენელია ) ერთჯერადი მიღების დოზაა 0.2 გრამი დილით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე . წვეთებით თუ გავზომავთ დაახლოებით 6 წვეთია . თუმცა რძე ძირითადად ერთჯერად შპრიცებით იყიდება და მას უკვე აქვს დანაყოფები , რითაც ვაკონტროლებთ მიღების რაოდენობას.

თუ ადამიანს რძის მიმართ ალერგია არა აქვს , რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება .
მაშინ შეგვიძლია მივიღოთ :
1 წლიდან 5 წლამდე ასაკიანებისთვის 0.1 გ.
5 წლიდან 13 წლამდე 0.1 დან 0.3 გრამამდე .
13 წლიდან ზევით 0.2 გრამიდან 1.5 გრამამდე .
მოხუცებულს რაც შეეხება თუნდაც 2 გრამი მიეცით. თუ არ არგებს არ აწყენს .
ეს ყველაფერი შეგიძლიათ მიიღოთ დღეში ერთხელ . თუ გინდათ ორჯერაც , მხოლოდ მეორე მიღება არ უნდა იყოს 4-5 საათის შემდეგ

რაც შეეხება მიღების ხანგრძლივობას .
ზოგიერთ ლიტერატურაში წერია რომ 1 თვე მივიღოთ და 2 კვირა დავისვენოთო . თუმცა თუ საშუალება გააქვთ ყოველგვარი შესვენების გარეშე მიიღეთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
მე პირადად და მთელი ჩემი ოჯახი (18 წელზე ნაკლები ასაკის არა გვყავს ) ყოველდღიურად ვიღებთ 0.5 გრამიდან 1 გრამამდე. ყოველგვარი შესვენების გარეშე . დაახლოებით 5 წელია უკვე ...

იაპონიაში 6 წლის ასაკიდან სავალდებულოა მისი მიღება . და მოგეხსენებათ მათი საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მეტია მსოფლიოში.

ერთი რა მინდა კიდევ დავამატო , ფუტკრის რძის მიღების ეფექტურობა უფრო მაღალია მაშინ , როცა ადამიანს არაფერი აწუხებს.
ასე ვთქვათ თავდაცვის მიზნით .
როგორც კბილებამდე შეიარაღებული ჯარი დააყენო საზღვარზე . ისე იცავს რძე ჩვენს ორგანიზმს ძალიან ბევრი დაავადებებისგან .

Posted by: vixn 29 Nov 2017, 09:09
userman
ბესო, ნობელი გეკუთვნის თუ მაგას დაამტკიცებ, მოხუცის ორგანიზმში რა მოხდება, ღმერთმა იცის, ფუტკრის რძე, ჭეო, შხამი იმდენად ძლიერი ბად ია, კარგ ეფექტს იძლევა პროფილაქტიკური მკურნალობის, დამხმარე თერაპიის, დამოუკიდებელი თერაპიის დროს, მაგრამ მთავარი აქსიომა უცვლელია -არ ავნო! ამის შემდეგ იწყება დადებითი მხარე.
მხედველობაში მაქვს საფუტკრეში აღებული და არა აფთიაქში ნაყიდი.

Posted by: userman 29 Nov 2017, 10:05
vixn
მე უკვე დამტკიცებული მაქვს მოხუცის ორგანიზმზეც და ახალგაზრდის ორგანიზმზეც . რძის მოქმედების ძალიან დადებითი მხარეები .

ერთადერთ უარყოფით მხარედ თუ შეიძლება ჩაითვალოს მოხუცებულში ესაა : პაპა- ბაბუებმა, ქალთან ურთიერთობა მოითხოვონ , და ბებია -ბაბოებმა კაცთან
biggrin.gif .
რა თქმა უნდა საფუტკრედან აღებულ მზა ნაწარმზეა საუბარი . აბა აფთიაქისაზე მე ვერაფერს ვიტყვი.
მოხუცებულებში ძირითადი პრობლემაა მაღალი წნევა , ხოოდა რძე ნამდვილად ვიცი , რომ წნევაზე უარყოფითად არ მოქმედებს , პირიქით უმეტეს შემთხვევაში არეგულირებს კიდეც .
თუ გინდათ , რომ სიმართლე იცოდეთ წნევის აწევაზე ფუტკრის პროდუქტებიდან მოქმედებს: თაფლი და უფრო მეტად ყვავილის მტვერი ( ჭეო ).

Posted by: vixn 29 Nov 2017, 16:21
ბესო, მე ვწერ " წნევა აკონტროლე", შენ მპასუხობ "წნევის აწევაზე ფუტკრის რძე არანაირად არ მოქმედებს ". კონტროლი ნიშნავს ყურადღების მიქცევას, შეიძლება აიწიოს, შეიძლება დაიწიოს, ორივე საშიშია. ყველას ერთნაირად არ აქვს. შემდეგ წერ, " პირიქით არეგულირებს კიდეც" , თუ არ მოქმედებს როგორ არეგულირებს?
იმის მიხედვით, რა დროს მიიღება ფუტკრის რძე, ხდება წნევის მატება ან შემცირება ისევე როგორც თაფლის , შხამის, ჭეოს მიღებას თავისი წესი აქვს, და თუ ჯანმრთელი ორგანიზმი უარყოფითად არ რეაგირებს, დასუსტებულ პაციენტს შეიძლება ისე გაურთულდეს მდგომარეობა, ვერც გადარჩება.
რამდენი მინახავს ინსულტ მიღებული ფუტკრის რძით, ასევე გამოჯანმრთელებული ამავე რძით, ოღონდ სწორი გამოყენებით.

Posted by: bes_ka888 29 Nov 2017, 16:40
QUOTE (userman @ 28 Nov 2017, 12:02 )
QUOTE
არ ავნებს, დილის საათებში მიეცი, დოზებს არ გადააჭარბო, წნევა აკონტროლე.


წნევის აწევაზე, ფუტკრის რძე, არანაირად არ მოქმედებს . პირიქით ბევრს ურეგულირებს კიდეც .

დოზებს რაც შეეხება . ეგ ძირითადად ინდივიდუალურია .
ზოგადად ადამიანს ვისაც არაფერი აწუხებს ( რაც თითქმის წარმოუდგენელია ) ერთჯერადი მიღების დოზაა 0.2 გრამი დილით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე . წვეთებით თუ გავზომავთ დაახლოებით 6 წვეთია . თუმცა რძე ძირითადად ერთჯერად შპრიცებით იყიდება და მას უკვე აქვს დანაყოფები , რითაც ვაკონტროლებთ მიღების რაოდენობას.

თუ ადამიანს რძის მიმართ ალერგია არა აქვს , რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება .
მაშინ შეგვიძლია მივიღოთ :
1 წლიდან 5 წლამდე ასაკიანებისთვის 0.1 გ.
5 წლიდან 13 წლამდე 0.1 დან 0.3 გრამამდე .
13 წლიდან ზევით 0.2 გრამიდან 1.5 გრამამდე .
მოხუცებულს რაც შეეხება თუნდაც 2 გრამი მიეცით. თუ არ არგებს არ აწყენს .
ეს ყველაფერი შეგიძლიათ მიიღოთ დღეში ერთხელ . თუ გინდათ ორჯერაც , მხოლოდ მეორე მიღება არ უნდა იყოს 4-5 საათის შემდეგ

რაც შეეხება მიღების ხანგრძლივობას .
ზოგიერთ ლიტერატურაში წერია რომ 1 თვე მივიღოთ და 2 კვირა დავისვენოთო . თუმცა თუ საშუალება გააქვთ ყოველგვარი შესვენების გარეშე მიიღეთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
მე პირადად და მთელი ჩემი ოჯახი (18 წელზე ნაკლები ასაკის არა გვყავს ) ყოველდღიურად ვიღებთ 0.5 გრამიდან 1 გრამამდე. ყოველგვარი შესვენების გარეშე . დაახლოებით 5 წელია უკვე ...

იაპონიაში 6 წლის ასაკიდან სავალდებულოა მისი მიღება . და მოგეხსენებათ მათი საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მეტია მსოფლიოში.

ერთი რა მინდა კიდევ დავამატო , ფუტკრის რძის მიღების ეფექტურობა უფრო მაღალია მაშინ , როცა ადამიანს არაფერი აწუხებს.
ასე ვთქვათ თავდაცვის მიზნით .
როგორც კბილებამდე შეიარაღებული ჯარი დააყენო საზღვარზე . ისე იცავს რძე ჩვენს ორგანიზმს ძალიან ბევრი დაავადებებისგან .

ერთი ეს ვიცი რომ -40° ში ინახება სხვა შემთხვევაში 48 საათში თავის ეფექტურობას ჰკარგავსო ერთი პროფესორი მელაპარაკა ფუტკრის რძეზე და გაზაფხულზე უნდა მიიღოვო კვირაში 1 ხელ (ეფექტურია) მაგდროს სისხლი იცვლება ორგანიზმში.

Posted by: longusta12 30 Nov 2017, 20:45
user posted image vixn

* * *
ჩემი ახალი ჩამოტანილი სკები 2 ცალი რძეზე სამუშაოდ კობა.user posted image

Posted by: Tengu 1 Dec 2017, 11:40
longusta12
როგორ მუშაობთ ფუტკრის რძესე შეგიძლიათ პროცესი აღწეროთ ვინმემ, ძალიან მაინტერესებს.

Posted by: vixn 1 Dec 2017, 23:13
Tengu
ბესოს თხოვე, რძეს ის იღებს წარმატებით,
longusta12
თემო, გალია რამდენი განყოფილებაა სულ?

Posted by: longusta12 3 Dec 2017, 00:40
vixn
ორ განყოფილებიანია კობა პირველი სართული და მეორე.

Posted by: vixn 3 Dec 2017, 08:46
longusta12
თემო ზომები დაწერე, კახასმანქანაზე თუ დაეტევა?

Posted by: userman 3 Dec 2017, 21:00

longusta12

ასკანელებისგან იყიდე ?
14 ჩარჩოიანია ?
რამდენად იყიდე ?



Posted by: longusta12 3 Dec 2017, 23:51
userman
22 ჩარჩოიანია გურიაში ზემო აკეთი თუ გაგიგია?
* * *
userman
1 სკა დამიჯდა 160 ლარი.

Posted by: vixn 6 Dec 2017, 17:14
გადავხედე ფუტკარს მსუბუქად

Posted by: userman 7 Dec 2017, 20:03
vixn

კობა , შენსკენ როგორც ჩანს გაიხსნა ღალიანობა ... smile.gif

Posted by: longusta12 7 Dec 2017, 20:19
userman

Posted by: vixn 7 Dec 2017, 20:51
ტექსტი გაქრა. მოკლედ ისეთი სითბო იყო, დაფნაზე და მუშმალაზე მუშაობდა ოხრად, ბარტყიც ყავთ, არაა მთლად კარგი მაგრამ რას იზამ.

Posted by: gig55 7 Dec 2017, 22:11
vixn
ამ ოერიოდში ბარტყი მეეჭვება დედა ასე გასულელდეს

Posted by: longusta12 7 Dec 2017, 22:51
gig55
სამწუხაროდ ეგრეც ხდება ბუნებაში ისეთი რამეები ხდება დაუჯერებელი.

Posted by: gig55 8 Dec 2017, 23:39
longusta12ნამდვილად გეთანხმებით

Posted by: vixn 9 Dec 2017, 07:52
longusta12
gig55
საქმე იმაშია, რომ აგვისტოს დედოფალი კვერცხს უფრო დიდხანს დებს, ეს კარგია ოჯახი იზრდება, ცუდია ტკიპა მრავლდება. ამიტომ დედოფლის გამოცვლის დროს საჭიროა უბარტყო პერიოდში დამუშავდეს ფუტკარი, შესაბამისად შემოდგომის გენერაცია უფრო ჯანმრთელი იქნება და გაზაფხულზე გვასიამოვნებს.

Posted by: MyHope 9 Dec 2017, 14:44
vixn
სიმსიმნე აღმოაჩნდა ჩემს ბებოს,ასე რომ ვერ გავრისკავ sad.gif

Posted by: vixn 9 Dec 2017, 17:03
MyHope
არამიანცის კორპუსში იყო მე რომ ვსწავლობდი აპიტერაპიის კაბინეტი, შეგიძლია კონსულტაცია გაიარო, რომ მოუხდება ეჭვი არ შეგეპაროს, მაგრამ კონსულტაცია ჯობია.

Posted by: MyHope 9 Dec 2017, 18:31
vixn
კუჭზე აღმოაჩნდა სიმსიმნე და მაგაზე შევიკავე თავი,პასუხს ველოდებით და მაგის მიხედვით მერე მივაკითხქვ სადაც მირჩიეთ

Posted by: gig55 9 Dec 2017, 20:44
vixn
კი ნამდვილად დამუშავება უბარტყო პერიოდში ეფექტურია ჯერჯერობით ზამთარიც კარგია დღეს გამოიმღერეს გარეთ

Posted by: ghurbela 13 Dec 2017, 23:22
სალამი მეფუტკრეებო ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ესიგი რა სიტვაციაა მაგალითად არის ღალა მაისია ივნისი ნუ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს და სკას უნდა დავადგა საკუჭნაო მაგრამ არ მაქვს აშენებული საკუჭნაოს ჩარჩოები მაგრამ მაქვს ასაშენებელი ჩარჩოები და როგორ უნდა დავადგა საკუჭნაო რო უკეთ ააშენონ ფიჭა ანუ საკუჭნაოს რო დავადგამ ერთი ჩარჩო უნდა იდოს შიგნით მერე მაგას როცა ააშენებენ მერე მეორე ჩავუდო და ასე შემდეგ? გთხოვთ მიპასუხეთ.

Posted by: vixn 14 Dec 2017, 07:30
ghurbela
როგორც ეტყობა შენ დადანი გაქვს, ფუტკარი როცა ბუდეს აითვისებს, აღარ გაუჭირდება საკუჭნაოს აშენება, მაგრამ თუ გინდა თაფლი არ დაკარგო, ცოტა ადრე ააშენებინე ძირითადი რაოდენობა, ნახევარი მაინც. მთლიანად ასაშენებელი საკუჭნაოს დადგმაც შეიძლება, ძირითადად ფუტკარი აშენებს, მაგრამ ხდება არ ამოდის ზემოთ, ამ შემთხვევაში ბარტყიანი ჩარჩო ამოიტანე საკუჭნაოში 2 ცალი სხვადასხვა მხარეს, ამოყვება ფუტკარი და შენებას დაიწყებს. აქ საუბარია ძლიერ, ჯანმრტელ ოჯახზე, რომელმაც ძირს ბუდე გაავსო.

Posted by: userman 14 Dec 2017, 18:21
vixn

ეგ ყველაფერი კარგი , მარა საკუჭნაოში როგორ გინდა ამოიტანო ბუდის ანუ დადანის ჩარჩო ?

როგორ და ამ შემთხვევაში დაგვჭირდება მეორე საკუჭნაო ( ჩარჩოების გარეშე ) , სადაც მაღლითა და დაბლითა სართულებზე მოვათავსებთ საკუჭნაოს ასაშენებელ ჩარჩოებს ასევე ჩავდებთ დაბლიდან ამოტანილ ბარტყიან ჩარჩოსაც. ბოლომდე ჩარჩოებით შევსება არაა საჭირო , ნახევრად იყოს მაღლითა სართული არაა პრობლემა , მხოლოდ ორივე სართულზე , როცა ააშენებენ ჩაუმატებთ დანარჩენ ასაშენებლებს. ორივე სართულზე .

სხვანაირადაც შეიძლება . ანუ ბუდეშიც შეგიძლიათ ააშენებინოთ . საკუჭნაოს დადგმის გარეშე.

Posted by: ghurbela 14 Dec 2017, 20:22
გასაგებია მადლობთ .
...............
დამწყები ვარ 8 სკა მყავს და ვნახოთ გაზაფხულზე რას ვიზავ რვავე დადანია
* * *
ხო კიდევ რა მაინტერესებს გაზაფხულზე მაგალითად ტკიპზე დავამუშავე ფუტკარი 10 მარტს (ვაროკომით) რამდენი ხანი უნდა გავიდეს რომ სეროფი მივცე ? და სეროფი რა ინტერვალით უნდა მივცე პრეპარატიანი სეროფის მიცემიდან რამდენი ხანი უნდა გავიდეს ჩვეულებრივი რო მივცე?

Posted by: vixn 14 Dec 2017, 22:32
ghurbela
მარტის მერე არ დაგიმუშავებია ტკიპაზე?
ტკიპაზე მკურნალობა და საკვების მიცემა არავითარ კავშირში არაა. მიეცემა საჭიროების მიხედვით.

Posted by: ghurbela 15 Dec 2017, 18:08
vixn
როგორ არა ისე მაინტერესებს

Posted by: ghurbela 16 Dec 2017, 22:49
vixn
შენ რით ებრძვი ტკიპს ვაროსტოპის ფირფიტებით თუ ვაროკომით და მსგავსი ხსნარებით

Posted by: vixn 17 Dec 2017, 08:51
ghurbela
ცოტა ცოტა ყველაფრით. გაზაფხულზე ფირფიტები. უბარტყო პერიოდში , შემოდგომაზე ხსნარი. რაც სეტკის ძირები გავაკეთე შხამები ცოტა შევამცირე.

Posted by: gig55 17 Dec 2017, 09:17
vixn
შხამები არც თუ ისე კარგია
* * *
რომ ვაკვირდები ფუტკარს წყალს იღებს გამოდის რომ ბარტყი არ შეუწყვეტია გუშინ დავამუშავე ტკიპაზე საკვებსაც გადავხედე საკმაოდ აქვთ დეკემბერმაც მალე გაიარა ამინდებიც დაეაწრი თუმცა ეს ამცირებს ფუტკარს მაგრამ გაზაფხული აღარაა შორს

Posted by: vixn 17 Dec 2017, 12:41
gig55
სხვა რა გზაა ჯერჯერობით.

Posted by: longusta12 17 Dec 2017, 14:18
vixn
კობა ეს შენ საფუტკრეში ხდება?

Posted by: vixn 17 Dec 2017, 15:30
longusta12
ხო თემო, ჩემთან 90 % ოჯახს ყავს ბარტყი.

Posted by: longusta12 17 Dec 2017, 16:20
vixn
კობა რამდენი გრადუსია შენსკენ დილით და საღამოს?

Posted by: ghurbela 17 Dec 2017, 17:54
ეკოფიტოლის და სტარტოვიტის ერთ სეროფში გახსნა დასაშვებია?
* * *
vixn
ცუდი არაა მერე ეგ ბარტყი? ხო შეიძლება გაცივდეს და მანდეთ რამდენი გრადუსია?

Posted by: vixn 18 Dec 2017, 00:20
longusta12
სამტრედიაში მყავს. მტვერი შემოაქვს და გააფრინეს..
ghurbela
ვერაფერს გეტყვი. არ ვიყენებ.
ძაან ცუდია მაგრამ რავუყო. იმედია აცივდება მალე.

Posted by: gig55 18 Dec 2017, 00:23
vixn
სამტრედია სამტრედია მუდამ მზიანო კარგია სამტრედია ფუტკრის გამოსაზამთრებლად ნამდვილად კარგია
* * *
vixn
სამტრედიის სოფლები ჩხენიში ,კულაში ამ სოფლებში თუ აქვს პირობები ფუტკარს შეაგროვოს მტვერი ალბათ მუშმალას და დაფნას გულისხმობთ

Posted by: vixn 18 Dec 2017, 07:31
longusta12
სამტრედიაში მყავს. მტვერი შემოაქვს და გააფრინეს..
ghurbela
ვერაფერს გეტყვი. არ ვიყენებ.
ძაან ცუდია მაგრამ რავუყო. იმედია აცივდება მალე.

Posted by: laveraki 18 Dec 2017, 12:36
vixn
კობა ფეისბუქზეც დიდი ამბავია ატეხილი გაზაფხულის გამაღიზიანებელ კვებაზე და შენ რა აზრის ხარ? არა მგონია სამტრედიაში ყველა მეორე დღეს დადიოდე. მეც მაინტერესებს შორ საფუტკრეს როგორ მოვუარო გაზაფხულზე.

Posted by: longusta12 18 Dec 2017, 17:59
laveraki
ლავერაკ რას იძახიან გამაღიზიანებელზე თუ შეგილია პასუხი მომწერე.

Posted by: laveraki 18 Dec 2017, 18:32
longusta12
ყველა ამბობს რომ გაზაფხულზე ჭირდება ფუტკარს გამაღიზიანებელი კვება . რომელიც დიდ საფუტკრეში და შორს ფაქტიურად შეუძლებელია. ვცდილობ ვიპოვო ჭეშმარიტება ამასთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ამ კვების სხვა რამეთი ჩანაცვლება. მაგ. შემოდგომით ბევრი თაფლის დატოვება, რომელიც ასევე გამაღიზიანებლად მოქმედებს დედაზე.

Posted by: gig55 18 Dec 2017, 19:37
laveraki
თაფლით კვება უმჯოვესია მაგრამ ეგრე ვერ დაარეგულირებ თუ რაოდენობა არ გყავს უნდა ღირდეს
* * *
laveraki
თაფლით გამოკვებილი ბარტყი უფრო ჯანმრთელი გამოდის ვიდრე სიროფით გამონაკვები

Posted by: laveraki 18 Dec 2017, 20:37
gig55
და თაფლით როგორ უნდა კვებო? რამკებიდან თუ სუფთა თაფლით?

Posted by: longusta12 18 Dec 2017, 21:25
ისე ინვენსირებული სიროფი ცოტათი ხომ ჯანმრთელ თაობას მოგვცემს?

Posted by: gig55 18 Dec 2017, 21:35
laveraki
რამკებიდან გამოუხდელი თაფლი უნდა დაუტოვო ან შეინახო და გაზაფხულზე გადაბეჭდილი სანთელი გადაუხსნა და მერე თავად მიხედავენ საქმეს გადაუხსბელი რომ ჩაულაგო ნაკლებად მიეტანება. სიროფით გამოკვებილს თაფლით გამოკვებილი ბევრად ჯობს ჯანსაღი და ძლიერი ფუტკარი გამოდის 3 ჩარჩო ბოლომდე სავსე თაფლი რომ დაუტოვო გადაინახო გაზაფხულისთვის თქვენ იმდენ . სიროფს ვერ აჭნევთ რომ 3 ჩარჩო შეავსოს, მაგრამ თაფლის გადახსნაც შეხედულისამებრ უნდა თუ როგორი სიძლიერისაა ოჯახი ერთიანად გადახსნას აზრი არ ექნება
* * *
laveraki
კაცია და გუნება სიროფს ბევრი შრომა უნდა ერთი ნაცნობია თაფლით კვებავს

Posted by: kelasuri 18 Dec 2017, 22:07
laveraki

ვინც გამაღიზიანებელი კვებითაა დაკავებული, რამე ნორმალური სტატისტიკა თუ აქვთ ნაწარმოები გამოკვებილ და თავისივე თაფლით რომ არის განვითარებული ისეთ ოჯახებზე? კვება ფუტკარს სჭირდება მხოლოდ მაშინ როდესაც საკვების უკმარისობა აქვს. გაზაფხულზე КАС-81-ის მიცემის გამო შეიძლება ცოტაოდენი სიროფის მიცემა მაგრამ ეს კვება არ არის. თუ 2-3 ჩარჩო თაფლი აქვთ რატომ ვაძლევთ შაქარს არ მესმის

Posted by: ghurbela 18 Dec 2017, 23:01
kelasuri
მასტიმულირებელი კვება იმისთვისაა საჭირო რომ როდესაც მუშა ფუტკარი ღებულობს სეროფს ამის გადამუშევაბაში უაქტიურდება ისეთი ჯირკვლები რომლებიც გამოყოფენ რძისმაგვარ ნივთიერებას რომელიც დედას აიძულებს მოუმატოს კვერცხდებას იმიტომ რომ სადღაც ხომ უნდა წაიღონ ეს რძისმაგვარი ნივთიერება.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=pLLemdOPM1s

Posted by: kelasuri 18 Dec 2017, 23:31
ghurbela

ვიცი რისთვისაცაა. ვიდეოები მეც მაქვს ნანახი და წიგნები წაკითხული. ჩემი კითხვა სხვა რამეს შეეხებოდა.

Posted by: gig55 18 Dec 2017, 23:45
დედის მასიურად კვერ,ხის მომატება თბილ გაზაფხულზეა დამოკიდებული და ხეხილის ყვავილობაზე თუ როგორ დაემთხვევა ამინდები, მაგრამ ეს წლებია ხეხილის ყვავილობაზე ნაკლებად არის კარგი ამინდები ამიტომ მოითხოვს ფუტკრის ოჯახი გამაღიზიანებელ საკვებს უფლის ება ყველაფერი

Posted by: laveraki 19 Dec 2017, 08:53
kelasuri
აი ზუსტად ეგ მაინტერესებს მეც. დროის დარესურსების ხარჯვა რაც გამაღიზიანებელ კვებას მოყვება თუ არის შესაძლებელი სხვა ნაკლებად ასე ვთქვათ დამღლელი მეთოდით ჩანაცვლდეს ისე რომ ეფექტი არ დაიკარგოს?! მაგრამ არა მგონია ამის სტატისტიკა საქართველოში არსებობდეს , ისევ ოცხოურ წყაყოებს უნდა გადავხედო.

Posted by: vixn 20 Dec 2017, 00:19
laveraki
საინტერესო თემაა, და ჩემი აზრით რუსებმა რომ იციან " золотая середина "უნდა ვეძებოთ. თუ ძლიერი ოჯახები გყავს, საკვები ოხრად აქვს, ასწრებს განვითარებას ღალამდე, სუსტ და ბეხრეკს ჭირდება კიწი კოწი და თან გადაყოლა, შესაბამისად გამაღიზიანებელი კვებაც არ აწყენდა.
მეორე მხრივ გასათვალისწინებელია აკაციის საადრეო ღალა და ხელოვნურად მომზადებული ოჯახი უკეთ მუშაობს, ამ მომზადებაში მატიმულირებელი კვებაც შედის.
ჩემი პრობლემა ასკოსფეროზი იყო წინა სეზონში, ნიორმა უშველა, თავისთავად შაქარწყალთან ერთად. კვირაში ერთხელ ვაძლევდი, უფრო სწორედ როცა ჩავდიოდი, ზოგჯერ 2 კვირაში ერთხელ, რაოდენობა 1-3 ლიტრი, ოჯახის სიძლიერის მიხედვით.

Posted by: laveraki 20 Dec 2017, 13:02
ასკოფეროზი ცუდია. მე არ მქონია ჯერ შემთხვევა. ნისტატინი უწერია წამლად და აბტიბიოტიკია ტუ იცით?

Posted by: userman 20 Dec 2017, 18:45
gig55

არავიათარ შემთხვევაში . მასე არა , მარა პირიქით შეიძლება მოხდეს. ანუ თაფლით ნაკვები ფუტკარი შეიძლება დაავადდეს და შაქრის სეროფით ნაკვები შანსი არაა..

Posted by: nikolino 20 Dec 2017, 19:39
მოგესალმებით მეფუტკრეებო, ვაპირებ ამ საქმიანობის დაწყებას, თეორიულად ბევრი რამ შევისწავლე. პრაქტიკაზე გაზაფხულზე გადავალ. პირველი რაც მაინტერესებს ----- სად შევიძინო ფუტკრის სკა, ვარჩიე, ვარჩიე და რუტის სკა შევარჩიე, და ხის რუტი მირჩევნია. გთხოვთ დამაკვალიანოთ. თბილისში ვიმყოფები smile.gif მიწევს რაიონში გასვლაც ხოლმე. დასავლეთითაც და აღმოსავლეთითაც.

Posted by: vixn 20 Dec 2017, 20:15
nikolino
კეთილი იყოს შენი გადაწყვეტილება. სადაც აპირებ იყოლიო ფუტკარი, იმ რაიონში ან ახლო მახლო იყიდე, რჩევასაც არ დაგზარდება გამყიდველი და რამე რომ იყოს ახლოს იქნება. რუტი მყავს 40 წელია და კმაყოფილი ვარ,მთავარიამშრალი მასალით დაამზადებინე.
* * *
laveraki
ზოგადად ჩაკირვის სპორა ყოველთვის არის ოჯახში, ვლინდება როცა სუსტდება,

Posted by: longusta12 20 Dec 2017, 23:03
vixn
კობა კანდი შევიძინე და როდის ჩავუდგა რას მირჩევ? ისე საკვები კარგად აქვს.

Posted by: vixn 21 Dec 2017, 00:08
longusta12
როცა გაგეხარდება დაუდე, ზედმეტს არ აიღებენ. მე შევეშვი კანდს დროებით, ყველა ოჯახი კონტროლზეა, ასეთი მომზადებული ფუტკარი ჯერ არ მყოლია. აღარ დამიტოვეს მყიდველებმა, ვუფრთხილდები რაც დამრჩა. შენთან მკაცრი ზამთარია, იანვრიდან დააკვირდი, შეეტყობა რომელს ჭირდება.

Posted by: longusta12 21 Dec 2017, 01:29
vixn
ჩემი იმერელი ფუტკრებიც ყოჩაღად არიან, კობა ნუკლეუსებიც რომ გადამირჩნენ პაკეტებად ვაქცევ და ცოტა იქნებ ფული შევაგროვო და რესმუს ფუგანის ყიდვა მინდა მგონი დურგალიც ვხდები smile.gif))

Posted by: vixn 21 Dec 2017, 03:08
longusta12
ყველაფერი წინაა, მთავარია გონივრული შრომა.

Posted by: gig55 21 Dec 2017, 07:07
longusta12
თუ საკვები ბლომად აქვს კანდის ჭმევას რა აზრი აქვს გააჩნია როგორ არის დათბუნული
* * *
userman
სიროფით ნაკვები ფუტკარი ცვდება გადამუშავებაზე თაფლი კი მზა პროდუქტია და რას გულისხმობ ვერ მივხვდი?
* * *
longusta12
სკის გაკეთება არც თუ რთული საქმეა მთავარია მასალის შოვნა მე თხმელაზე მიმიწვდება ხელი სოჭს ნამდვილად სჯობს ცაცხვი საუკეთესოა მაგრამ ცაცხვს ვერ გავიმეტებ მოსაჭრელად გამორიცხულია

Posted by: userman 21 Dec 2017, 08:48
gig55

იმას ვგულისხმობ , რომ თაფლით ჭმევა შეიცავს რისკს დაავადების გადატანის . სწორედაც , რომ სეროფის გადამუშავებაში ვითარდება . აქ არ იგულისხმება 80 კგ-ს მიცემა ერთ ოჯახზე , 200 300 მილილიტრი ერთ ჯერზე სრულიად საკმარისია განვითარებისთვის, ადრე გაზაფხულზე . მთლიანობაში შეიძლება დასჭირდეს მაქსიმუმ 8-10 კგ შაქარი , რომელიც თაფლში საერთოდ არ აისახება .

ცაცხვის ხისგან სკების წარმოება დაივიწყეთ . გამძლეობა , ხომ საერთოდ არა აქვს და რაც მთავარია თაფლოვანია და მისი მოჭრა და ასე შემდეგ ფუტკრის ღალატია . მაშინ ჯობია მეფუტკრეობა დავივიწყოთ .

და რას ერჩი სოჭს ? ნებისმიერი წიწვოვანი ხე ყველაზე გამძლეა სკის წარმოებაში . ფიჭვი, სოჭი, ნაძვი, პიხტა და ასე შემდეგ .

Posted by: vixn 21 Dec 2017, 10:07
gig55
შენ უეჭველი წიგნი წაიკითხე რაღაც და შთაბეჭდილების ქვეშ ხარ.

Posted by: nikolino 21 Dec 2017, 12:56
vixn
მადლობა გამოხმაურებისთვის. ჯერ არავის ვიცნობ არც ახლოს და არც შორს. ამიტომ თუ არ დამზარდებით, პირადად ვის უკვეთავთ სკებს? ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი რეკომენდაცია. მშრალი მასალით ვამზადებო კი დაიბრალებს ზოგი, მაგრამ . . . . . ალბათ მიმიხვდით

Posted by: gig55 21 Dec 2017, 15:28
vixn
არა არ წამიკითხავს არ მცალია ლიტერატურის წასაკითხად ეს დღეებია ცაცხვის ნერგებს დავეძებ 100 ძირამდე დავრგე უკვე საფუტკრის ირგვლივ და შესაბამისად შევღობე საქონლისგან და ღორისგან დასაცველად

Posted by: vixn 21 Dec 2017, 16:26
nikolino
სად გეყოლება ფუტკარი, იმის მიხედვით გირჩევ. მე სამეგრელო - იმერეთში მყავს , სხვა რაიონში ვინმე წესიერ მეფუტკრეს გირჩევ, სამტრედიაში კახაა, კახეთში ბესო, თბილისში თემო, გურიაში სერგო, და კიდევ ბევრი ვინც ამ ფორუმით სარგებლობს.
მე სადაც ვაკეთებდი , საკითხავია , კაი ხანია არ დამიზუსტებია. სავარაუდოდ, 3 კორპუსი, ძირი ჭერი , სახურავი, 30 ჩარჩო ( ასაწყობი)- 150 ლარი. ჩემთვის ძვირია, ამიტომ ვაჭრევინებ ფანერას და მე თითონ ვაწყობ, ვავლებ პარაფინში. არჩევანი შენზეა.

Posted by: Tim74 21 Dec 2017, 17:34

gig55
QUOTE
არა არ წამიკითხავს არ მცალია ლიტერატურის წასაკითხად ეს დღეებია ცაცხვის ნერგებს დავეძებ 100 ძირამდე დავრგე უკვე საფუტკრის ირგვლივ და შესაბამისად შევღობე საქონლისგან და ღორისგან დასაცველად

სუპერრრრრ. ყველაზე მაგარი მეფუტკრეა(ხარ) ის ვინც ფუტკართან ერთად თაფლოვნებსაც ამრავლებს, ჩემი აზრით. 2-ჯერ ვცადე ცაცხვის ნორმალური ნერგების გახარება ჩემივე ეზოში და თითქმის უშედეგოდ. 10-12 ძირიდან ერტმა გაიხარა მხოლოდ ყველაზე სუსტმა თან. ნერგების მოძიებაც ჭირს. ისედაც ადამიანური სიხარულია რაიმეს გახარება. ბევრს მოებაძოს

Posted by: gig55 21 Dec 2017, 17:49
Tim74
ხის დარგვა ჩემი იგივე სიცოცხლე თანაც ცაცხვი გარდა ფუტკრისა ლამაზი შესახედია როცა ყვავილობს ნექტრის სურნელი ზაფხულში მშვენიერი ჩერო და ვენტილაცია ცაცხვს თუ დააკვირდები სიგრილე ქვემოთ მოაქვს ზაფხულის სიცხეში ვაკე ადგილზე ნაკლებად ხარობს პირჩერო და ნაქცევი ანუ ფერდ ადგილზე უნდა დარგო თუ ზაფხულში დააგვიანა წვიმამ კვირაში თითო ვედრო წყალი უნდა დაუსხა და გაიხარებს ალბათ არ მოგირწყია რა დროს დარგე?
* * *
ნერგი ბევრია სიარული უნდა ტყეში მაგის მეტი რაა დღეს ვიყავი ტყეში და სურო იყო შესული ზოგ ცაჩხვზე გულზე მომხვდა და ძირი გადაუჭერი სადაც ვნახე სუროც კარგია ფუტკრისთვის შემოდგომაზე მაგრამ ცაცხვზე მაინც არ გაიჩერება

Posted by: ghurbela 21 Dec 2017, 22:22
vixn
თქვენ რამდენი წელია გყავთ ფუტკარი და რა რაოდენობით თუ შეგიძლიათ მითხრათ და რა დაავადებებთან გამკლავება გიჭირთ ყველაზე მეტად?

Posted by: koba1973 22 Dec 2017, 09:13
მეგობრებო ეზოში ცაცხვი მიდგას. ყოველ წელს ფოთოლზე შავი წერტილები უჩნდება და ყვავილზეც პატარა ფოთოლივით რომ აქვს იმაზეც. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
ან რით შეიძლება წამლობა ისე რომ ფუტკარს არ ევნოს?

Posted by: vixn 22 Dec 2017, 09:39
ghurbela
40 წელი გახდება ფუტკარი გვყავს, ტკიპა რომ შემოვიდა მას შემდეგ. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გამოცდილება კი მოაქვს, მაგრამ თუ გონება აქ მოდევს, დარჩება თოხის დონეზე. ვაროას ტკიპაა ძირითადი პრობლემა და მისი მოქმედების შედეგია სხვა ყველაფერი. დასუსტებულ ორგანიზმს ადვილად ერევა დაავადება.

Posted by: iagi01 22 Dec 2017, 11:48
vixn
თუ შეიძლება ამიხსენით ნიორს რამდენს აძლევთ ლიტრაზე და ეს პროფილაქტიკის მიზნითაც ტუ შეიძლება მიცემა?

Posted by: vixn 22 Dec 2017, 13:15
iagi01
სავარაუდოდ ერთი კბილი ერთ ლიტრზე, მასე ცოტა არ გამიკეთებია ,20 ლიტრზე ვჭყლიტავ ერთ მოზრდილ თავს. ფროფილაქტიკაა მკურნალობის უმაღლესი ფორმა.

Posted by: iagi01 22 Dec 2017, 15:01
მადლობა კობა.. ამ სიროფს მასიურად აძლევთ თუ ერთხელ?

Posted by: Tim74 22 Dec 2017, 16:29

vixn
QUOTE
40 წელი გახდება ფუტკარი გვყავს, ტკიპა რომ შემოვიდა მას შემდეგ. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გამოცდილება კი მოაქვს, მაგრამ თუ გონება აქ მოდევს, დარჩება თოხის დონეზე. ვაროას ტკიპაა ძირითადი პრობლემა და მისი მოქმედების შედეგია სხვა ყველაფერი. დასუსტებულ ორგანიზმს ადვილად ერევა დაავადება.

43 წლის ვარ, ფუტკარი მშობლებს ყავდათ ადრე ჩემ ბავშვობაში. მეც მახსოვს ეგ დაავადება რომ გაჩნდა, სადღაც სკოლაში დავდიოდი უკვე და მაშინ მშობლების საუბრიდან მახსოვს რომ დიდი კოლმეურნეობები და მეურნეობები განადგურდნენ მაგ(მაშინ ამბობდნენ უბრალოდ ფუტკრის) დაავადებით. მათ შორის განბადგურდა ჩვენი 10 სკაც. მამაჩემმა მოიტანა ერთხელ სახლში მწვანე ფერის ოხკუთხა კასეტის ფორმის შიგნით მშრალი ნივთიერება, ამ დაავადების უცხოური წარმოების წამალი. რომლითაც ცდილობდნენ დიდი მეფუტკრეთა მეურნეობებში საქმის გამოსწორებას, თუმცა არ მახსოვს შემდგომი განვითარება მოვლენების. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა ოჯახში წყვეტა ამ საქმიანობის, და მე სადღაც 20-22 წელია რაც შეუდექი ამ მშვენიერ საქმეს და დღესაც დიდი პრობლემაა მოკლედ ეს ოხერი ტკიპა. mad.gif
* * *

gig55
QUOTE
ხის დარგვა ჩემი იგივე სიცოცხლე თანაც ცაცხვი გარდა ფუტკრისა ლამაზი შესახედია როცა ყვავილობს ნექტრის სურნელი ზაფხულში მშვენიერი ჩერო და ვენტილაცია ცაცხვს თუ დააკვირდები სიგრილე ქვემოთ მოაქვს ზაფხულის სიცხეში ვაკე ადგილზე ნაკლებად ხარობს პირჩერო და ნაქცევი ანუ ფერდ ადგილზე უნდა დარგო თუ ზაფხულში დააგვიანა წვიმამ კვირაში თითო ვედრო წყალი უნდა დაუსხა და გაიხარებს ალბათ არ მოგირწყია რა დროს დარგე?
* * *
ნერგი ბევრია სიარული უნდა ტყეში მაგის მეტი რაა დღეს ვიყავი ტყეში და სურო იყო შესული ზოგ ცაჩხვზე გულზე მომხვდა და ძირი გადაუჭერი სადაც ვნახე სუროც კარგია ფუტკრისთვის შემოდგომაზე მაგრამ ცაცხვზე მაინც არ გაიჩერება

ლამაზად აღწერე, გეთანხმები. მე დავრგე შემოდგომაზე(ყველაზე უკეთესი დრო ხემცენარე|თა რგვისათვის), ზუსტად მახსოვს რომ ყველა ნერგი მოკლა იმ შემოდგომა-ზამთრის ძლიერმა ნალექიანობამ, გადარჩა მხოლოდ ერთი რომელიც ოდნავ დამრეც ადგილას იყო დარგული. ნერგების მოძიება მე მართლა გამიჭირდა თუმცა ძალიან ბევრიც შეიძლება არ მიძებნია კი, ბოლოს ერთი ნაცნობი ოჯახიდან წამოვიღეთ 20 ძირი მედა ჩემმა მეფუტკრე მეგობარმა ასევე, მხოლოდ შედეგი ორივესთან დადგა იდენტური. კობასი არ იყოს ყველაფერი წინაა ისევ
* * *

vixn
ერთი კითხვა კიდევ კობა. შენს მიერ გამოყენებულ ფანერას+პარაფინი რამდენ წელს გვაძლევს სკის გამძლეობას საშუალოდ? ანუ მოვლის შემთხვევაში გარე პირობებში დადგმული ფანერის სკა რამდნხანს ცოცხლობს საშუალოდ კობა? მე გამტანჯა ჩვენმა სვანურმა ფიჭვმა მოკლედ

Posted by: longusta12 22 Dec 2017, 17:10
Костюм пчеловода сетка европейского образца (Лён-Г…
უკრაინაში ვინც ცხოვრობს მეფუტკრეობის ჯგუფიდან? მეფუტკრის კომბინიზონი მინდოდა ამერიკული სტილის რომაა და ფულს გადაურიცხავდი საქართველოში ვერ ვმახე ვერსათ.

Posted by: gig55 22 Dec 2017, 18:30
Tim74
მომავალი წინაა ნამდვილად ცაცხვი სრული მსხმოიარე 20 წელიწადში ხდება, კაცი თუ მარიფათიანი ყველაფერს შეძლებს smile.gif

Posted by: userman 22 Dec 2017, 18:39
longusta12

კომბინიზონების მეტი რა არის ? smile.gif .

1 ) მეფუტკრეობის მაღაზიებში , თუნდაც დიდუბეში სამთო ქიმიის შენობაში პირველ და ნულ სართულზე.
2 ) საბურთალოს ქუჩაზე ( თუ არ ვცდები ამჟამად გამრეკელის ქუჩა ჰქვია ) . ნომერი სამწუხაროდ არ მახსოვს . ნიშნეულად გეტყვით სოკარის კალონკის გვერდითაა . ანუ სპეც ტანსაცმელის მაღაზიაა და არა მეფუტკრეობის .
3 ) თუ აქ ვერ იშოვი , მაშინ აგერ გამოსაწერი ვერსია და გამოიწერე https://www.ebay.com/itm/Three-Layer-Mesh-Ventilated-Vented-Beekeeping-Suit-Hooded-Veil-Bee-Farm-Clothing/132135357622?epid=14005148257&hash=item1ec3e18cb6:g:UB0AAOSwB09YJSSd
* * *
აქ უფრო ბევრი აჩევანია https://www.ebay.com/sch/Beekeeping-for-Livestock-and-Supplies-/46527/i.html?_nkw=beekeeping+hood

Posted by: longusta12 22 Dec 2017, 20:09
userman
მადლობა რჩევისთვის wink.gif

Posted by: vixn 22 Dec 2017, 20:48
'.
iagi01
შემოდგომაზე ვაძლევ კვების(რაოდენობა ინდივიდუალურია ) დროს, 3 ჯერ მინიმუმ.
Tim74
მაინდამაინც არ მომწონს, ოლიფა სავარაუდოდ უკეთესი იქნება, ფანერა ფაქიზია, იმედია შევარჩევ დამუშავების უკეთეს ფორმას.

Posted by: userman 22 Dec 2017, 20:54
წელს სხვათა შორის ბევრი ემდურებოდა ფირფიტებს ( ვაროსტოპს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ) .
მე პირადად ტკიპასთან საბრძოლველად ბევრ მეთოდს ვიყენებ , რა თქმა უნდა ფირფიტებსაც , თუმცა შარშან იმედები გამიცრუა . პირველად , რომ გამოვიდა დაახლოებით 3-4 წელი კმაყოფილი ვიყავი , ნუ შარშანდლამდე.
ბიოლოგიურ მეთოდი არც გამომიყენებია და არც გამოვიყენებ .
წელს პირველად , სხვა მეთოდებთან ერთად, გამოვიყენე ეგრეთ წოდებული ,,დიმ -პუშკა".
თქვენ რომელიმეს თუ გამოგიყენებიათ, ან რა აზრის ხართ ?

Posted by: vixn 22 Dec 2017, 21:03
userman
რომელი დიმპუშკა გაქვს? მე მომწონს, ოღონდ პირადი უსაფრთხოების დაცვაა საჭირო, განსაკუთრებით თუ ჰაერი არ მოძრაობს.

Posted by: userman 22 Dec 2017, 21:08
vixn

მე თვითონ ავაწყე , უფრო სწორად მეგობარმა ააწყო და ახლა მეც დავამთავრე მისი აწყობა .
რას ნიშნავს , თუ ჰაერი არ მოძრაობს ? ქარიან ამინდს ?
აირწინაღი მქონდა თან , თუმცა არ გამიკეთებია , ბოლს ჩემამდე არ უშვებდი biggrin.gif .

Posted by: gig55 22 Dec 2017, 21:10
userman
ვაროსტოპის ფირფიტები მეც ჩაულაგე ახლობლის საფუტკრეში რამდენიმე დღის მერე გადავაკონტროლე ვაროკომით და გამოყარეს ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ეს ფირფიტები კაცის მოტყუებაა

Posted by: longusta12 22 Dec 2017, 21:14
vixn
კობა ნიორი და ძმარი სიროფში რამდენათ ეფექტურია თუ გამოგიყენებია?
* * *
gig55
მე რომ ვმკურნალობ ძირზე მუყაოს ქაღალდს ვდებ მთლიან დიამეტრზე და ეგრე ვამოწმებ ფირფიტებს არის მომენტი ეს სამი წელია კლიმატი იცვლება ხან ცივა ხან ცხელა და ფირფიტა აორთქლებას ვერ იწყებს და ეგ აფერხებს ტკიპას მიბრედვას ამიტომ მე ბივაროლით რომ ვუმკურნალე გაზაფხულზე მეორე დღეს კიდე აპიმაქსი მივეცი სიროფით და გაწმინდა წელს ორი ოჯახი გამომეპარა და გვიან შევწამლე და კონტროლში მყავს ცხელ სიროფში გავუხსენი წამალი თიმოლი ქვია და გადავარჩენ იმედია.

Posted by: vixn 22 Dec 2017, 21:32
userman
უქარო ამინდს.
longusta12
ნიორს დიდი ხანია, ძმარი არ მიხმარია, ვერაფერს გეტყვი.

Posted by: longusta12 22 Dec 2017, 21:35
vixn
კობა მერე დამირეკე რა ძმურათ ამიხსენი ზუსტათ რამდენს აძლევ და რამდენ ლიტრაზე.

Posted by: gig55 22 Dec 2017, 22:11
longusta12
ისე ყველა პრეპარატით ფუტკრი ტანჯვა არაა კარგი ამ შემთხვევაში ტკიპა წარმოადგენს დიდ პრობლემას იმიტო რომ წამლის გარეშე ვერ აქრობ დანარჩენი ყველაფერი ბუნებრივი ჯობია
* * *
longusta12
ქაღალდის დადება რათ უნდა დაუკეტე ნახევრად საფრენი და რამდენიმე ხანში ახსენი და იქ ნახავ ამდენ წვალებას ეს ბივაროლი რას უხდება

Posted by: longusta12 22 Dec 2017, 22:19
gig55
ტკიპა კარგად დააყრევინა რიგორც ვაროკომი ოღონდ ეს რუსული პრეპარატია.

Posted by: vixn 22 Dec 2017, 22:32
QUOTE (longusta12 @ 22 Dec 2017, 21:35 )
vixn
კობა მერე დამირეკე რა ძმურათ ამიხსენი ზუსტათ რამდენს აძლევ და რამდენ ლიტრაზე.

შეგეხმიანები მოგვიანებით. დრო არის კიდევ.

Posted by: Tim74 22 Dec 2017, 22:44

userman
QUOTE
წელს სხვათა შორის ბევრი ემდურებოდა ფირფიტებს ( ვაროსტოპს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ) .
მე პირადად ტკიპასთან საბრძოლველად ბევრ მეთოდს ვიყენებ , რა თქმა უნდა ფირფიტებსაც , თუმცა შარშან იმედები გამიცრუა . პირველად , რომ გამოვიდა დაახლოებით 3-4 წელი კმაყოფილი ვიყავი , ნუ შარშანდლამდე.
ბიოლოგიურ მეთოდი არც გამომიყენებია და არც გამოვიყენებ .
წელს პირველად , სხვა მეთოდებთან ერთად, გამოვიყენე ეგრეთ წოდებული ,,დიმ -პუშკა".
თქვენ რომელიმეს თუ გამოგიყენებიათ, ან რა აზრის ხართ ?

მეც ვემდუროდი ამ შემოდგომით ვფიკრობ შეაჩვია იმუნიტეტი ჩემმა ფუტკარმა 4წელია ვიყენებ.,,დიმ -პუშკა". -ზე ბევრი კარგი რამ ისმის მის ეფექტურობაზე ვაროას მიმართ. მეც არ მიხმარია არასდროს.

Posted by: gig55 22 Dec 2017, 22:46
vixn
დიმ-პუშკა ხსნარია ?

Posted by: vixn 22 Dec 2017, 22:51
gig55
აპარატია რომელიც ტკიპის დასახოც წამალს ორთქლის სახით აბოლებს სკაში
ბესო, დადე რა სურათი.

Posted by: longusta12 22 Dec 2017, 22:57
vixn
კობა მაგ დიმ პუშკას მეც გამოვიყენებ დრო რომ იქნება, საქართველოში იყიდება?

Posted by: Tim74 22 Dec 2017, 23:01

longusta12
QUOTE
მე რომ ვმკურნალობ ძირზე მუყაოს ქაღალდს ვდებ მთლიან დიამეტრზე და ეგრე ვამოწმებ ფირფიტებს არის მომენტი ეს სამი წელია კლიმატი იცვლება ხან ცივა ხან ცხელა და ფირფიტა აორთქლებას ვერ იწყებს და ეგ აფერხებს ტკიპას მიბრედვას ამიტომ მე ბივაროლით რომ ვუმკურნალე გაზაფხულზე მეორე დღეს კიდე აპიმაქსი მივეცი სიროფით და გაწმინდა წელს ორი ოჯახი გამომეპარა და გვიან შევწამლე და კონტროლში მყავს ცხელ სიროფში გავუხსენი წამალი თიმოლი ქვია და გადავარჩენ იმედია.

მეც ასე ვფიკრობ. წინა წლებში აშკარად წმენდდა უკეტესად ვაროსტოპი, ქაღალდს არ ვუფენდი მაგრამ ფსკერზე კარგად ვამოწმებდი 2-3კვირის მერე ჩამოცვენილს ლუპით სულ პირველად რო ვაძლევდი მახსოვს და წმენდდა კარგად. ნუ მოკლედ რეზისტენტობა-შეჩვევა და ჯანდაბა მაგ ტკიპას მაგას biggrin.gif ეგ თიმოლი კიდე რუსული ფირფიტების შემადგენლობაში შედის და ეფექტურიაო ამბობენ რუსები რა ვიცი. ზოგადად კიდე ეგ ყველაფერი ეს ჩხირები ეს ფირფიტები სულ რამდენიმე წელია ბაზარზე გამოჩნდა თუ არ ვცდები და ალბათ კიდე ბევრ სხვა საშვალებას მოგვაშველებენ სპეციალისტები, პრაქტიკოს მეფუტკრეებს იმედია

Posted by: gig55 22 Dec 2017, 23:11
vixn
კარგი იქნება იმ შემთხვევაში თუ ფუტკარს არ ავნებს

Posted by: ghurbela 23 Dec 2017, 21:16
user posted image
აი ასეთი ყუთის ყიდვა სად შეიძლება ვინმემ ხომ არ იცით. მე თვითონ გამიჭირდება გაკეთება.

Posted by: longusta12 23 Dec 2017, 21:43
ghurbela
ეს ჩარჩოების გადასადგილებელია ხო?

Posted by: vixn 23 Dec 2017, 22:16
ghurbela
რისი ყუთია. არ ჩანს სურათზე.

Posted by: ghurbela 23 Dec 2017, 22:51
vixn
longusta12
ჩარჩოების გადასაადგილებელი ყუთია
* * *
თან 12 ჩარჩო ეტევა ჩემთვის ზედგამოჭრილია მე სულ დადანები მაქვს და მაგიტომ...

Posted by: longusta12 23 Dec 2017, 23:14
ghurbela
vixn
როგორი ამინდებია თქვენსკენ?

Posted by: ghurbela 24 Dec 2017, 00:00
longusta12
მეორე დღეა წვიმს სავარაუდოდ ხვალაც იწვიმებს მე სადაც ვარ ზამთარში ძალიან იშვიათად წვიმს ხოლმე და საერთოდ ეს დეკემბერი ძალიან თბილი წავიდა ყინვები თითქმის არ ყოფილა ვნახოთ იანვარი თებერვალი როგორი იქნება...

Posted by: gig55 24 Dec 2017, 08:38
ghurbela
12 ჩარჩო სატარებლად არც თუ იოლია 7 ჩარჩოიანი ნირმანულიაამის გაკეთწბა თვითონვე შეგიძლია იყიდეფანერა და შეკაეი ისეც იყუდება ფანერისგან შეკრული საზიდარი ყუთები 30 ლარი ღირს

Posted by: vixn 24 Dec 2017, 13:42
longusta12
დაიწყო სუსტი თოვა, მაგრამ აღარგააგრძელებს, ფუტკარს და ტკიპას კარგი ზამთარი აქვთ.

Posted by: ghurbela 24 Dec 2017, 17:07
gig55
სად იყიდება ხომ ვერ მეტყვი?

Posted by: gig55 25 Dec 2017, 15:44
ghurbela
ზესტაფონში ყიდდა ერთი მეფუტკრე ახლა არ ვიცი თუ აქვს

Posted by: ghurbela 25 Dec 2017, 21:03
იუთუბზე ბევრი ხეტიალის შემდეგ საკმაოდ უცნაურ ვიდეოს წავაწყდი და სიმართლე გითხრათ ძალიან გამაოცა ამ ვიდეომ. ეს ინდოელები ბარტყიან ჩარჩოებს იგებენ ბუდიდან და დღისით მზისით ღია ცის ქვეშ წურავენ თაფლს ეს რამდენად მართებულად მიგაჩნიათ? თან სულ ამოაცალეს ბუდის ჩარჩოები...... ვიდეოს ლინკი https://www.youtube.com/watch?v=UbIWkNIVkfM

Posted by: vixn 25 Dec 2017, 22:33
ghurbela
ჩვენი და აზიის ბევრი ქვეყნის სპეციფიკა ძალიან განსხვავდება, ამიტომ მიდგომაც სხვადასხვაა, ჩვენ ხომ არ ვიცით რატომ აკეთებენ, სასაქონლო თაფლია თუ რაღაც სხვა მიზეზია?

Posted by: ghurbela 25 Dec 2017, 22:55
საგაზაფხულო სამუშაოებისთვის: ვაროკომი ან ვაროსტოპის ფირფიტები ფასი 10ლ
ტკიპზე დამუშავების შემდეგ (გააჩნია ამინდს) ვაძლევ ეკოფიტოლს შაქრის სიროფთან ერთად 3-4 ჯერ 3 დღის ინტერვალით...
ეკოფიტოლის შემდეგ ვაძლევ სტარტოვიტს 3-4 ჯერ ოჯახზე 500გ 3 დღის ინტერვალით სტარტოვიტი ასტიმულირებს დედის კვერცხმდებლობას ბარტყის რაოდენობა იზრდება 74%-ით წლის ბოლოს ფუტკრის საერთო ოდენობა იზრდება 30%-ით
ეკოფიტოლი დაწვრილებით:ფიტოსაკვების გამოყენება აძლიერებს ფუტკრის მდგრადობას ნოზემატოზის, ასკოსფეროზის, სიდამპლეების და ვირუსული დაავადებების მიმართ, ამაღლებს დედის რეპროდუქტიულობის აქტივობას, ასტიმულირებს იმუნიტეტს და მკვეთრად ამცირებს ფუტკრის ოჯახების დაავადებებს.
ფასები: ვაროსტოპი 1 ფლაკონი 8 ლ
ეკოფიტოლი 2 ფლაკონი 13 ლ
სტარტოვიტი 1 ფლაკონი 2.50 ლ
შაქარი 10კგ 15 ლარი
ჯამი: 40 ლარი
კომბინიზონი ხელთათმანები 50ლ
ფიჭის ჩასაკვრელი როლიკი, და პატარ წვრილმანები 10ლ
სულ ჯამი:100ლ


ეს ჩემი საგაზაფხულო გეგმა ვორდში შევადგინე smile.gif

Posted by: gig55 25 Dec 2017, 23:49
ghurbela
ეს წლებია მხოლოდ აპიმაქსს ვიყენებ დაარაფელი შემიმჩნევია, არ უნდა ამდენი წამლები მოარიდე ფუტკარი წამლებს ყველა არ უხდება

Posted by: longusta12 26 Dec 2017, 00:30
gig55
აპი მაქსი მართლა მაგარი წამალია ისე ეგ ჩვენც შეგვიძლია დავამზადოთ ბექონდარა ურევია ნიორი და კიდე რაღაცეები, კუჭნაწლავს უწესრიგებს და ნოზემატოზი ხომ გამორიცხულია ფუტკარში ტკიპაზეც კარგათ მუშაობა სიდამპლეს არ გაჩენაც უწყობს ხელს.

Posted by: vixn 26 Dec 2017, 00:56
ghurbela
შენ გეტყობა ველოსიპედის გამოგონება დაგიწყია, არა უშავს, გაგივლის ცოტა ხანში, მაგ წამლები იმუნიტეტს მოუსპობს ფუტკარს, შეეტყობა 2- 3 წელიწადში.

Posted by: gig55 26 Dec 2017, 12:52
longusta12
თუ არ გაუფუჭეს ხარისხი ნამდვილად კარგია დამზადება იმ დონეზე ვერ დაამზადებ მაინც აპიმაქსში სხვა ბევრი რამეებიც არის წაიკითხე ინსტრუქცია

Posted by: ghurbela 26 Dec 2017, 18:33
vixn
წამლები არარის (ჩემი აზრით ) ესენი უბრალოდ მასტიმულირებელი საკვებია...

Posted by: gig55 26 Dec 2017, 18:48
ghurbela
ბუნებამ თუ არ გაუმართლა მასტიმულირებელი საკვები ტყუილა დროის ცდენაა და ფულის ხარჯვა

Posted by: ghurbela 26 Dec 2017, 18:59
თქვენ რას მირჩევთ რა მივცე გაზაფხულზე რომელი პრეპარატი პროფილაკტიკისთვის ან თქვენ რას აძლევთ გაზაფხულზე ფუტკარს.....

Posted by: longusta12 26 Dec 2017, 20:11
ghurbela
წინაწელს მივეცი ადრე გაზაფხულზე ესეიგი მარტის შუა რიცხვიდან შევწამლე ვაროკომის ამპულით 1თი ამპულა იხსნება ორლიტრაში და ჩარჩოებს შორის ჩაასხავ თანმიმდევრობით და მეორე დღეს აპიმაქს ვაძლევ სიროფში გახსნილა რომ კუჭნაწლავი რომ დაურეგულიროს ნოზემატოზისგან და ათასი დაავადებებისგან რომ დავიცვათ საყვარელი ჩვენი მწერები, ივნისის თვეში კარგა რომ დაცხება და ღალაც მიდის მაგ დროს მე ეკოპოლის ფირფიტებს ვუკიდებ ეთერზეთოვანია და ბიო პრეპარატია.

Posted by: ghurbela 26 Dec 2017, 20:29
longusta12
გასაგებია მაგრამ რა დაშავდება რომ აი ეს http://www.futkara.ge/ka/produqcia/futkris-preparatebi/ekofitoli/article/17012-ekofitoli-eqstraqti პრეპარატი მივცე გაზაფხულზე ფუტკარს........

Posted by: gig55 26 Dec 2017, 20:42
ghurbela
ორ სამ ოჯახში ცადე ეგ პრეპარატები რახან ასე დაჟინებით გინდა რომ ნახო და დააკვირდი მერე ღირს თუ არა ამის გაკეთება, მაგრამ გაზაფხულზე თუ წვიმებმა არ დაიფასა თავი ფუტკრის წვალება არ ღირს ზედმეტად

Posted by: longusta12 26 Dec 2017, 20:56
ghurbela
სიმართლე გითხრა არ მიცდია ეგ წამალი არ ვიცი რა ეფექტი ექნება.

Posted by: vixn 29 Dec 2017, 15:48
კოლეგები, თბილი ამინდების გამო სიფრთხილე გვმართებს, მე დავწერ რა გავაკეთე, თქვენ თქვენი იცით.
შევამცირე 3- 5 ჩარჩოთი ყველა ოჯახი, დავუტოვე თაფლიანი ( 2/3) ჩარჩოები, გვერდებზე პენოპლექსი1 დიაფრაგმა ორივე მხრიდან, ზემოთ გერმეტულად, ქვემოდან სერტკა. ჯერჯერობით საკმარისია, თუ რამე შეიცვლება, მივიღებ ზომებს. ბლინოვის მეთოდი წაიკითხეთ , ვისაც აინტერესებს, არ იყო ცუდი მეფუტკრე.

Posted by: gig55 29 Dec 2017, 19:29
vixn
ფუტკრის გაშლის ვარიანტს გულისხმობ თუ რატო შეავიწროვე იმედია მოთოვს იანვარში თორე გაზაფხულზე აირევა ამინდები ეხლაც ფუტკარი გარეთ გამოსული ტყუილად იკარგება

Posted by: vixn 29 Dec 2017, 21:57
იმიტომ რომ მოთოვს იანვარში, ჩემთან კი 2- 4 ჩარჩოზე ბარტყია, შეიკრას უნდა პატარა ბუდეში მჭიდროდ, ნაკლები ენერგიას დახარჯავენ.

Posted by: gig55 29 Dec 2017, 22:03
vixn
ხო ეგმართალია ქვემო იმერეთი კარგია ფუტკრის გამოსაზამთრებლად
* * *
vixn
სამტრედია მაინც თბილია არც იცის მანდ თოვლი

Posted by: longusta12 29 Dec 2017, 22:17
ჩემსკენ ციმბირივით ყინავს ფუტკრები დაბუხოვებულები არიან გემრიელად რომ შევუბერავ პატარაზე აგუგუნდებიან და მიჩუმდებიან.

Posted by: vixn 29 Dec 2017, 22:39
longusta12
ახლა მასე ჯობია თემო.მოვა დრო და დათბება.

Posted by: Seeker 29 Dec 2017, 23:13
სალამი მეფუტკრეებს
ადრე აქ დავწერე თაფლის ფალსიფიკაციის პრობლემაზე რომელიც უდიდეს პრობლემას უქმნის როგორც კეთილსინდისიერი მეფუტკრებისთვის ასევე ნატურალური თაფლის მსურველს, დიდი გამოხმაურება არ მოყვა ამ თემას. როგორ თქვენ არ გაწუხებთ ეს თემა?
ჩვენი ფუტკარი კარგად იყო განვითარებული 4 ჯერ შევუცვალეთ ლოკაცია(1 აკაცია, 2-ჯერ ცაცხზე და ბოლოს საშემოდგომოდ ) ყველა ლოკაციაზე ჩვენი ფუტკარი გამოირჩეოდა სიძლიერით (ამაზე ბევრად ძლიერებიც ბევრჯერ გვყოლია ) 1 ტონა თაფლი ავიღეთ აქედან 100 კილო გაჩუქდა 400 კილოს რეალიზაცია მოხდა სამწუხაროდ 500 კილო კიდევ გასაყიდია. 1 სკაზე 20კილოს ფარგლებში გაასწორა. ჩვენ მხოლოდ ერთხელ ამოვიღეთ თაფლი შეიძლება გაგიკვირდეთ ან იქნებ არც გაგიკვირდეთ და ჩახოცელი ფუტკრები რომ ყავდათ ღალის პიკზეც კი რომ 1-2 ფუტკარი გამოფრინდებოდა იმ მეფუტკრეებმა მოახერხეს 3 ჯერ გამოწურვა, თაფლის რეალიზაციაც მალევე მოახერხეს

ძალიან ცუდი მდგომარეობაა თაფლის ბაზარზე ფაქტიურად სარეალიზაციოდ გამოტანილი თაფლის უდიდესი ნაწილი ფალსიფიცირებულია !
1) არიან უნამუსო მეფუტკრეები "მეპესოკეები" რომელიც მთელი ღალიანობის პერიოდში აქტიურად კვებავენ შაქრით
2) არიან ადამიანები რომლებიც თაფლის ფალსიფიკაციას ახდენს მოდუღებით პირდაპირ შაქრიდან ქმნის თაფლის კონსისტენციის სითხეს

ცალკე არის სახელმწიფო რომელიც ვიგაცეებს ორ-ორ სკას ჩუქნის 15 კამერის წინ და გვაჩვენებს როგორ უწყობს ხელს მეფუტკრეობის დარგს

დღეს საყიდლებზე მომიზია გასვლა, ახალი ხილი აღმოვაჩინე რომელიც ყველგან თველებში მეჩხირებოდა . თაფლი 500 გრამიანი დაფასოებით 2-3 ლარად smile.gif

Posted by: vixn 30 Dec 2017, 01:13
Seeker
დიდი პრობლემაა, რა გითხრა, რით გაგახარო?

Posted by: gig55 30 Dec 2017, 16:40
Seeker
ეგ მურაბაა თაფლის სახით ოღონდ ამ პრობლემას თავად სახელმწიფომ უნდა მიხედოს მაგრამ სანამ ჩვენი მთავრობა ასეთ რამეებს მიაქცევს ყურადღებას ბევრი წლები გაივლის ეგ არაა კარგი ჩვენთვის რა უნდა ვქნათ რიამე გზა თუ არსებობს რომ ეს ფალსიფიკაცია გავდევნოთ

Posted by: K_M_HUNTER 30 Dec 2017, 21:31
Seeker
გარკვეულ მარკეტინგულ ვირეშმაკობას მიმართავენ,
მე რაც ვნახე აწერია "საკონდიტრო თაფლი",
ანუ, მთლად თაფლი კი არა,
თაფლისგან განსხვავებული პროდუქტი,
ვერ შეედავები,
ის კი არა და,
შეიძლება პატენტიც ქონდეს.

Posted by: vixn 30 Dec 2017, 22:22
K_M_HUNTER
როგორ არის ფუტკარი, კახა? ყველა ცუდ ამინდს უფრთხის სითბოების შემდეგ?

Posted by: K_M_HUNTER 30 Dec 2017, 22:55
vixn
ეზიდება მუშმალის ჭეოს,
მომდევნო კვირაში ყინვებია პროგნოზი,
დათბუნებული კარგად მყავს,
კანდი მიცემული მაქვს,
ვფიქრობ, ნორმალურად გადავაგორებთ ზანთარს

Posted by: longusta12 30 Dec 2017, 23:08
ღმერთს მივანდოთ და ივანე ნათლისმცემელი ფარავდეს ჩვენს ფუტკარს ივანე არის ფუტკრების მფარველი.

Posted by: laveraki 31 Dec 2017, 22:56
კობა მე მასე დავაზამთრე თავიდანვე ზუსტად. სეტკა პენო და ზევიდან შეკრული. საშუალოდ 5 რამკაზე არიან შევიწროებული.
* * *
აქვე მოგილოცავთ ყველას ახალ წელს. ბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი მშრომელებისათვის

Posted by: Seeker 31 Dec 2017, 23:32
vixn
gig55
K_M_HUNTER

ამ საკითხზე თუ არ ვისაუბრეთ და თ არ მოვქოქეთ არაფერი გამოვა. ეს იმდენად დიდი პრობლემაა რომ შეიძლება სულ გადაიფიქრო კაცმა მეფუტკრეობა
ძალიან კარგია როცა შრომის ნაყოფს იღებ მაგრამ მერე თუ იდგა ასე და ვერ გაყიდე ეგ უკვე ძალიან ცუდია თან იმის ფონზე როცა ფალსიფიკატორები შენზე ბევრად კარგ მდგომარეობაში არიან არიან მხოლოდ იმიტომ რომ კლიენტს არ აქვს საშუალება გამოიკვლიოს და მხოლოდ სიტყვაზე ენდობიან
სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ განახორციელოს კონტროლი

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ! მრავალ ახალ წელს დაესწარით თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. წარმატებებს გისურვეთ თქვენ და ჩვენს ქვეყანას alk.gif alk.gif

Posted by: vixn 1 Jan 2018, 00:54
მრავალს დაესწარით, მრავალჟამიერ!

Posted by: bes_ka888 1 Jan 2018, 01:45
კოლეგებო მოგილოცავთ 18 წელს გისურვებთ ბედნიერებას ძლიერებას და ჯანმრთელობას თქვენ პირად და ფუტკრის ოჯახებთან ერთად <3

Posted by: gig55 1 Jan 2018, 02:38
გილოცავთ 2018 წელს მრავალს დაესწარით თქვენ მშრომელ მწერებთან ერთად ჯანმრთელობა ბედნიერებას ხვავიან და ბარაქიან წელიწადს გისურვებთ ბიჭებო

Posted by: maglivi2011 1 Jan 2018, 11:35
გილოცავთ კოლოგებეო ახალ წელს! წარმატებული და ბარაქიანი წელი ყოფილიყოს!

Posted by: K_M_HUNTER 1 Jan 2018, 12:56
ვუერთდები მოლოცვას,
მრავალ ახალ წლებს, მეგობრებო!


Posted by: Tim74 1 Jan 2018, 17:06
ქვეყანას მშვიდობა და წარმატებები თითოეულს ამ წელში. მეც გილოცავთ!

Posted by: userman 8 Jan 2018, 21:01
გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელიწადს . ხვავი და ბარაქა არ მოკლებოდეთ .

vixn

კობა ამას წინ რომ მკითხე დიმ-პუშკაზე . როგორც იქნა მოვიცალე და დავდე ვიდეო .
სხვათა შორის გუშინ შევწამლე .
გამოყენებული მასალა :
გამოხდილ 20 გრამ ნავთში გახსნილია 1 გრამი ბიპინი . და ყოფნის 20 ოჯახს
კვერცხი არ არის საერთოდ .

https://www.youtube.com/watch?v=hVz8fhJpQ0A

Posted by: vixn 9 Jan 2018, 00:12
userman
კარგი რამეა. წარმატებები. შობა ახალ წელს გილოცავთ, მშვიდობა მოგვცეს ღმერთმა.

Posted by: ქუთაისელი 9 Jan 2018, 10:03
QUOTE (userman @ 8 Jan 2018, 21:01 )
გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელიწადს . ხვავი და ბარაქა არ მოკლებოდეთ .

vixn

კობა ამას წინ რომ მკითხე დიმ-პუშკაზე . როგორც იქნა მოვიცალე და დავდე ვიდეო .
სხვათა შორის გუშინ შევწამლე .
გამოყენებული მასალა :
გამოხდილ 20 გრამ ნავთში გახსნილია 1 გრამი ბიპინი . და ყოფნის 20 ოჯახს
კვერცხი არ არის საერთოდ .

https://www.youtube.com/watch?v=hVz8fhJpQ0A

ძაან საინტერესოა

Posted by: ghurbela 10 Jan 2018, 02:02
https://www.ebay.com/itm/10-framed-Honey-Bee-Boxes/302594312995?hash=item467406cb23:g:aacAAOSw5dlaSWpK
აბა ერთი ეს ნახეთ.....
* * *
https://www.ebay.com/itm/bee-hive-nuc/302594310553?hash=item467406c199:g:qQUAAOSwTEJaSWgp
ბარემ ესეც

Posted by: vixn 10 Jan 2018, 08:40
ghurbela
ტრანსპორტირება რა დაჯდება, საკითხავია? მეორადი კორპუსი და ნუკებია, გაკოტრდებოდა ვინმე და ყიდის.
კარგად მოგიმართოს ზემო იმერეთში, დაბლობზე კიდევ არა უშავს, ასე ჯობია, გაზაფხულზე უკეთ გავა.

Posted by: userman 10 Jan 2018, 12:31
ghurbela
vixn

ეგ აუქციონის საწყისი ფასია , რომელიც შეიძლება იმხელაზე ავიდეს , რომ ახალს სამჯერ გადაუსწროს smile.gif
სულაც , რომ 1 $ დარჩეს შიპინგი აქვს რაღაც სასწაული, ერთს 53 $ და მეორეს 82 $.
ტრანსპორტირებას რაც შეეხება 1 კგ ნივთი სადღაც 7-8 $ დოლარის ფარგლებშია . ახლა ღირებულება თუ ასცდა 300 ლარს განბაჟებაც უნდა .

ერთი სიტყვით არ შეცდეთ და არ გამოიწეროთ ... არც იოცნებოთ smile.gif !

Posted by: Seeker 10 Jan 2018, 12:36
userman
დიმ პუშკა როგორ ააწყვე ვიდეო ხომ არ გაქვს გადაღებული? ან რა დაგიჯდა აწყობა
გამოხდილი ნავთი სად იშოვება ?


Posted by: userman 10 Jan 2018, 17:06
Seeker

დიდი არაფერი
პატარა გაზის ბალონი თავის ფარსოვკით ელიავაზე მივეცი 25 ლარი.
სპილენძის ტრუბკაში 6 მმ -ში ( 1.5 მ ) მივეცი 10 ლარი . ისე ძველ მაცივრებს აქვთ . ტოკარს 10 ლარი . ნერჟავეიკის ტრუბა მქონდა .
მისაწუწებელში 1.5 ლარი . შლანგში 50 თეთრი .

დაახლოებით ამის მსგავსად ავაწყე https://www.youtube.com/watch?v=rhCZgqFTpe4

ერთ უაღრესად საინტერესო დეტალსაც გეტყვით გაზის ხარჯზე : 300 სკის შეწამვლას დასჭირდა 60 გრამი თხევადი აირი .

გამოხდილი ნავთი იშოვება აეროპორტის მიმდებარედ ვისოლის ბაზაში. 1 ლიტრი ღირს 20 ლარი .

Posted by: davita1985 11 Jan 2018, 16:30
მოგესალმებით მეფუტკრეებო, შარშან კაი წელი იყო, 3 ოჯახი მყავდა და 2 პაკეტი გავაკეთე ამ ოჯახებიდან წლის ბოლო 5 ოჯახით დავასრულე და 40 ლიტრი თაფლიც ამოვიღე ფშავში მყავდა და საკმაოდ კარგი ადგილი აღმოჩნდა ფუტკარმაც კარგათ იმუშავა... წელსაც მინდა პაკეტების გაკეთება და 3 პაკეტის გაკეთებას ვფიქრობ კიდევ, სკები მაქ საყიდელი ჯერ და თუ მოვახერხე გავფართოვდები, თუ სარშანდელივით კაი წელი წავიდა ზალიან კარგი იქნება.... თაფლი უპრობლემოდ გაიყიდა კოლოგრამი 20 ლარად და კიდე ითხოვენ მაგრამ ამოიწურა მცირე მარაგი.......

Posted by: Tim74 11 Jan 2018, 19:22
ეს "დიმ პუშკა" დარწმუნებული ვარ ძალიან ეფექტური იქნება ვერაგ ვაროას წინააღმდეგ. წამლის მიწოდების ფორმაა განსხვავებული და საინტერესოდ ეფექტური ვფიქრობ, პლუს იძლევა დივერსიფიცირების საშუალებას ვაროსტოპის,ვაროკომის, რუსული ბიპინის, და სხვა ცნობილი პრეპარატების გვერდიგვერდ. რაც თავის მხრივ ასუსტებს ტკიპის რეზისტენტობის შანსებს აღნიშნული წამლების მიმართ. თუმცა ამ თემის ბოლო სამი ნაწილის თითქმის ყველა პოსტი წაკითხული მაქვს და მიკვირს, ისეთი გამოცდილი მეფუტკრეებიდან ვინც აქ ხშირად შემოდის, პირველად იქნა ნახსენები ეს საშუალება. პატივცემული userman-იც ალბათ პირველად არ იყენებს, თუ ახალი აწყობილია? ჩემ ნაცნობ მეგობარ მეფუტკრე იუზა გიგაშვილთან 2 წლის უკან ვნახე ეს ინსტრუმენტი, ინტერნეტშიც წლებია იყიდება,თუმცა ჩემ მცირე საფუტკრეში მის შეძენა გამოყენების საჭიროებაზე არც მე გამიმახვილებია ყურადღება

Posted by: longusta12 12 Jan 2018, 17:03
მრავალს დაგასწროთ მამა ზეციერმა წარმატებული წლები გქონებოდეთ.

Posted by: Ve()_Fobos 14 Jan 2018, 02:18
...........................................................

Posted by: vixn 14 Jan 2018, 16:42
longusta12
იცოცხლე თემურ, ღმერთმა გამარჯვება მოგცეს.

Posted by: ghurbela 14 Jan 2018, 20:04
davita1985
ფშავში სად გყავდა მეც ფშავში მყავდა

Posted by: davita1985 15 Jan 2018, 13:17
ghurbela

არმისული ორწყალთან არაგვს გაღმა. შენ სად გყავდა? მთიულეთში დამყავდა და იქ საკუჭნაოშიც ვერ ადიოდნენ

Posted by: ghurbela 15 Jan 2018, 16:58
davita1985
მერე როგორ იმუშავეს შენმა ფუტკრებმა, მე შუაფხოში მყავდა

Posted by: davita1985 15 Jan 2018, 18:46
ghurbela


შედეგი მართლაც კარგი იყო, გვალვა რომ არ ყოფილიყო ძალიან კარგი იქნებოდა, მარა არც ისე იყო სამდურავი, ნეტაა ესეთი წელი იყოს ყოველთვის

Posted by: ghurbela 15 Jan 2018, 19:09
davita1985
https://www.youtube.com/watch?v=DNBEKINNOwg ეს ხოარ ხარ ძმა smile.gif

Posted by: davita1985 15 Jan 2018, 20:22
ghurbela


არა. ვიდეობის გადაღება და ეგეთები არმეხერხება




Posted by: ghurbela 16 Jan 2018, 18:29
user posted image
მეფუტკრეებო ეს მოწყობილობა ფიჭის მავთულზე დაასაკრავად გამოიყენება ?
..................................................
და ბარემ საქართველოში რა ღირს თუ იცით? 6$ ღირს ალიექსპრესზე
* * *
ისე 100-200 გრამამდე ნივთები ბევრად იაფი ჯდება გამოწერით ვიდრე აქ რომ იყიდო

Posted by: vixn 16 Jan 2018, 22:30
ghurbela
მაგ კი ფიჭის ჩასაკრავია, მაგრამ უფრო მარტივია თუ აკუმულიატორის სატენით ჩააკრავ, ნაკლები დრო დაჭირდება.
კარგია ალი, ბევრი საჭირო ნივთები გამომიწერია მეფუტკრეობის.

Posted by: laveraki 16 Jan 2018, 23:36
კობა ამ დღეებში ვაპირებ ალიდან რაღაცეების გამოწერას. რეფრაქტომეტრზე რას იტყვი გამოგიწერია? რეალურად მუშაობს? თაფლის გარდა თუ შეუძლია სიროპის შაქრიანობის გაზომვა? სადედეების გამოწერა მინდა მისი ბიგუდებით და რომელს მირჩევდი ძაან ბევრია.

Posted by: vixn 17 Jan 2018, 06:31
laveraki
რეფრაქტრომეტრს არ ვხმარობ, ნაცნობს აქვს, კმაყოფილია. სადედეები +ბიგუდები მაქვს, ოღონდ ჯამებს ცვილისას ვიყენებ, ნაკლებად ბინძურდება და არც გამოცვლაა ძვირი.
ამას განაყოფიერებული დედოფლის დროებით შესანახად ვიყენებ.

Posted by: Internet_Contraband 17 Jan 2018, 15:32
https://www.realclearscience.com/quick_and_clear_science/2018/01/15/accidental_discovery_could_save_bees_from_their_greatest_threat.html

Posted by: gig55 17 Jan 2018, 20:13
ghurbela შუაზე ოდნავ ჩაჭრილი
ფიჭებს მზეზე ვაკრავ მარტივუა ხეზე ჩარჭობილი საშვალო ზომის ლუსმანდი

Posted by: laveraki 18 Jan 2018, 01:48
კობა სულ მაინტერესებდა ეგ : ცვილის ჯამები პლასმასის ჯამებზე ჯდება? ბიგუდით იხურება ჩვეულებრივად?

Posted by: vixn 18 Jan 2018, 20:29
laveraki
ჯდება, აბა როგორ ვიყენებ, პლასტიკის ჯამის ნაცვლად, ცვილის ჯამს ამაგრებ და გადამაქვს ფუმფლი.

Posted by: laveraki 19 Jan 2018, 20:51
vixn
კობა კოხის სისქე რამდენზე გაქ დაყენებული რითაც ჯამებს აკეთებ? სიმაღლეს აქვს მნიშვნელობა?

Posted by: ikomus 19 Jan 2018, 23:10
მოგესალმებით მეფუტკრეებო მაინტერესებს კანდ ხმარობთ უკვე?

Posted by: gig55 20 Jan 2018, 10:18
ikomus
ახლახ კანდის ჭმევას და ფუტკრის მოტყუებას აზრი არ აქვს ძველით რომ დადგება 14 უკვე მასიურად იწყებს დედა კვერცხას და შეგიძლია სიროფი დააწყებინო ერთი ერთზე ახლა ტყუილად დაკარგავ ფუტკარს

Posted by: ghurbela 20 Jan 2018, 17:08
მეფუტკრეებო თქვენთან როგორი ამინდებია ჩემთან დღეს საკმაოდ დათბა მზეში 25-26 გრადუსი იყო..

Posted by: vixn 21 Jan 2018, 00:57
laveraki
8-9 მილიმეტრიანი, სიმაღლე 7-9.
ghurbela
შენსკენ ნამეტანი მოსვლია, ზემო იმერეთში 12 გრადუსზე იყო.

Posted by: ghurbela 21 Jan 2018, 13:42
vixn
ჩრდილში აქაც 10-12 გრადუსი იყო...........
* * *
აკუმულიატორის სატენით ვცადე ჩაკვრა და ძაან მაგრად ჩაეკრო ფიჭა up.gif

Posted by: gig55 21 Jan 2018, 21:57
ghurbela
მზე უფრო კარგია ფიჭის ჩასაკრაჩად მეტად მალე აჟეთებ საქმეს,

Posted by: ghurbela 21 Jan 2018, 23:02
gig55
მზეში რას გულისხმობ ვერ ვხვდები და იქნებ ამიხსნა

Posted by: vixn 22 Jan 2018, 14:56
მოვიარეთ საფუტკრე, მინუს 2 ამანაღი. ბარტყი 80ბ% ოჯახებში, პენოპლექსის ტიხრები მუშაობს.

Posted by: laveraki 22 Jan 2018, 18:30
კობა ბადეები ჩაკეტე თუ როდის კეტავ?

Posted by: gig55 22 Jan 2018, 19:50
ghurbela
აქ ვერ გავიგე როგორ აგიხსნა საკონტაქტო მომწერეთ

Posted by: vixn 22 Jan 2018, 22:11
laveraki
არ ვკეტავ, არ ჭირდება, ზემოდან და გვერდით პენოპლექსი, ვენტილაცია მხოლოდ ქვემოდან, სინესტის ნიშანიც არაა, ყველა ჩარჩო ობის გარეშე.

Posted by: loki90 23 Jan 2018, 01:14
დამწყები მეფუთკრე ვარ შარშან ვიყიდე ფუთკრის პაკეტი ჩემით ავაშენე პენოპლექსიდან სკები. ორი ოჯახი მყავს. გაკეთებული აქვს ქვევით სავენტილაციო ბადე. რამდენიმე დღის წინ ამოვიღე რამდენიმე ჩარჩო სანახავად თუ რამდენი თაფლია და აღმოვაჩინე რომ ბარტყია უკვე... და მითხარით ვინმე სანერვიულოა თბილიში ამ დროს ეგ თემა თუ არა? ბარტყისტვის მეტი ენერგია და ძალა ეხარჯებათ თან თაფლიც და მეშინია ცოტა არ იყოს biggrin.gif ჯერჯერობით თაფლი ბლომათააქვთ.
და კიდე ერთი კითხვა მაქვს. ორი სკის დამატება მინდა და რას მირჩევთ ჩემით გავამრავლო(დედა ფუთკრის ყიდვით) თუ ისევ ფუტრკრის პაკეტი ვიყიდო? ანუ წელს იმით რომ გავყოფ ოჯახებს ძაან შემცირდება თაფლის რაოდენობა?
და კიდე biggrin.gif.. მაქვს 3 წერტილი სადაც შემიძლია ფუთკარი წავიყვანო: თელავის რაიონი, მაანგლისი, სნო. სნოში შარშან მყავდა და ვიცი რომ მანდ ყველაზე გვიან შემიძლია რომ წავიყვანო და დანარჩენი ადგილები გამომადგება თუ არა?
* * *
უი კიდე... შარშან სნოში რომ იმუშავეს ფუთკრებმა ამ დრომდე ის თაფლი არაა ჩაშაქრული და ნორმლურია ეგ? biggrin.gif

Posted by: vixn 23 Jan 2018, 08:46
loki90
დღე იმატებს, შესაბამისად ფუტკარი ემზადება, ბარტყი ამ პერიოდში ნორმალურია, საკვები თუ აქვს, სხვა არაფერი უნდა სიმშვიდის გარდა. გამრავლებას რაც შეეხება, ყველა მეთოდი გამართლებულია, ოღონდ ცოტა ადრე გააკეთე, ზამთრისთვის ფუტკარი უკეთ განვითარდება. იკითხე ლიტერატურა, გამოგადგება.

Posted by: laveraki 23 Jan 2018, 08:54
კობა ზემოდან პენო სიახლეა ჩემთვის შენგან. კი ვფიქრიბდი მარა ჰაერს ჯობია გაუმტარობაში? კონსტრუქცია ამიხსენი როგორ გაქ?

Posted by: loki90 23 Jan 2018, 15:28
vixn
მადლობთ. პირველი თაფლის ამოღების მერე უნდა გავყო თუ მანამდე ღალიანობის პერიოდში?
და მთაში წაყვანა მესმის ქვემოთ რომ არ იქნება არაფერი. მაგრამ მაისის თაფლისთვის შემიძლია წავიღო სკები თუ არაა სასურველი? მაანგლისზე ვფიქრობ იძახიან მაგარი თაფლი გამოდის იქეთ და არ ვიცი როდის უნდა წავიყვანო. კახეთშიც სოფელი მაქვს და იქაც ერთი სკა მაინც რო დავდგა კაი იქნება ალბათ. ზამთრისკენ წამოვიყვან უკან... თუ არ ღირს?

Posted by: gig55 23 Jan 2018, 19:30
loki90
თუ მარტო ერთი ან 2 სკის გამო უნდა შემოიარო სამი რეგიონი ტყუილად დაკატგავ დროს სიარულსი ჯერ, როგორც კობამ თქვა თეორია იკითხე გაამრავლე და მერე ეღირება თუ არა წაყვანა თავად მიხვდებით

Posted by: vixn 23 Jan 2018, 22:24
laveraki
ჭერში დევს პენოპლექსის ნაჭერი, ამოჭრილია კანდის მისაცემად, ნახევარი კგ რომ დაეტიოს, გაზაფხულზე კარგია სანამ ფუტკარს უჭირს, თან გული წაიღეს, ყველა ფუტკარს ითხოვს მოვლა მაინც იცოდნენ.
loki90 ბესოა კახეთიდან, შემოვა იმედია და გასცემს უკეთ პასუხს, მრცხვენია, მაგრამ კახეთში ნამყოფი არ ვარ, ვერაფერს გირჩევ კონკრეტულად.

Posted by: ghurbela 23 Jan 2018, 22:25
მეფუტკრეებო ბიზნეს გეგმის დაწერას თუ აპირებთ ამ ზაფხულს ან თუ დაგიწერიათ წინა წლებში....

Posted by: vixn 24 Jan 2018, 08:40
ghurbela
შენ აპირებ? ცადე იქნებ გამოვიდეს.

Posted by: laveraki 24 Jan 2018, 08:49
კობა პენოს სისქე რამდენიანი გაქ ჭერში? პირდაპირ ეხურება რამკებს?

Posted by: userman 24 Jan 2018, 10:56
loki90

ფუტკარი იქ უნდა დააყენო სადაც იქნები. თუნდაც თბილისში.
მთაბარობას აზრი აქვს თუ 20-30 სკას მაინც აღემატება შენი საფუტკრე.
ანუ იმას ვგულისხმობ , რომ შენგან დამოუკიდებლად რაც არ უნდა კარგი ბაზა იყოს ფუტკარი ვერ განვითარდება .
გამრავლებას რაც შეეხება , პაკეტების ყიდვა გირჩევნია ამ ეტაპზე . თაფლსაც აიღებ და ცოტა გამოცდილებასაც შეიძენ . 5 ოჯახს მაინც უნდა გადასცდე , რომ საკუთარი სახსრებით გაამრავლო . გამოუცდელობის ფაქტორს ვგულისხმობ აქ . თორემ ისე სხვაგვარადაა...
თაფლი თუ არ დაკრისტალდა ეგ წაბლის ყვავილმა იცის.


Posted by: vixn 24 Jan 2018, 12:34
laveraki
ჭერში ვდებ, შესაბამისად 20 მმ ია,

Posted by: laveraki 24 Jan 2018, 13:25
გავიგე და ჭერი ჩატრიალებულია ქვევით შიგნიტ დევს პენო , რომელიც ამოჭრილია კანდისტვის. ასეა? პენოს რაში ახვევ ფუტკარმა რომ არ დააზიანოს?

Posted by: ghurbela 24 Jan 2018, 14:59
vixn
კი ვაპირებ... ჩემმა ახლობელმა დაწერა და დააფინანსეს სავარაუდოდ მეც მას უნდა დავაწერინო biggrin.gif

Posted by: vixn 24 Jan 2018, 18:11
laveraki
გადატრიალებულია ჭერი, როგორც ზაფხულში ადევს, ცელოფანში გადაახვიე, სკოჩით დაამაგრე,

Posted by: laveraki 24 Jan 2018, 18:47
კობა მე ჭერს მეორე მხრიდან 5 მმიანი პლანკა დავარტყი და იმ მხრიტ მიდევს სულ. მხოლოდ კანდზე ვატრიალებ ღრმა მხრიდან შიგ ვდებ კანდს და ვადებ გუნდს. ახლა იმ 2 სმიან სიბრტყეში სვამ პენოს თან ამოჭრი კანდისტვის და ადებ გუნდს?

Posted by: ghurbela 24 Jan 2018, 20:26
vixn
laveraki
userman
https://www.youtube.com/watch?v=yHic5ZPQwXk მსგავსი რამ თუ გიცდიათ ან აპირებთ? თქვენი არ ვიცი მაგრამ მე აუცილებლად უნდა ვცადო ამ სეზონზე 1 სკაზე მოვსინჯავ ჯერჯერობით smile.gif

Posted by: userman 24 Jan 2018, 22:52
ghurbela

კი მიცდია 3 წლის უკან .
თუმცა ასე ლამაზად და ასე იოლად არ ხდება , როგორც ვიდეოშია biggrin.gif .
ანუ საჭიროებს ფიჭის ჩამყნობას ქილაში და შემდეგ მიიღებ შედეგს . სხვანაირად მოგიწევს ტყუილი ლოდინი smile.gif .

Posted by: ghurbela 25 Jan 2018, 00:29
userman
ამ ადამიანს არ აქვს ჩამყნობილი ფიჭები.......................

Posted by: bes_ka888 25 Jan 2018, 05:01

ghurbela

როგორ არა თავიდან როგორ კეთდბეა ნახე? ლექსო ძალიან ძლიერი პიროვნებაა(დასაფასებელი) მე პირადად დიდი პატივს ვცემ ⚠⚠⚠, ეს ვიდეო კი სამოყვარულო დენეზა ჩაწერეილი, ასე რომ რაც არის მამაპაპური მაღაზია/კორპისი უფრო ეფექტურია ვიდრე სკის ზემოდან ბანკის ქილაში შეტანილი თაფლი,ყველას თავისებუური ხდვა აქ ზოგს ღვდელიო და ზოგსაც ღვდლის ცოლიო ხომ გაგიგია გამონათქვამი აქავ (ამ შემთხვევაში) იგივე სიტუაციააა,მე პირადად არ მაწყობს მსგავს ექსპერიმენტწბზე დროის(ფუტკრის ცვეთა) დაკარგვა,,,

Posted by: iagi01 25 Jan 2018, 13:57
კობა, ბესო თქვენი აზრი მაინტერესებს მოქმედებს თუ არა ფუტკრის ოჯახების დასმა ნიგოზი (კაკლის) ხის ქვეშ?.. თქვენ თუ სვამთ...

Posted by: userman 25 Jan 2018, 17:15
iagi01

ზოგადად ხის ქვეშ სკების დალაგება არასასურველია.

Posted by: ghurbela 25 Jan 2018, 20:52
-1 ოჯახი.............................................................

Posted by: vixn 25 Jan 2018, 22:46
laveraki
არაფერი არ მიმირტყია, ისე მიდევს, როგორც ზაფხულში . ვდებ პენოს, სავენტილაციო ნახვრეტზე კანდს, ეგაა სულ.
iagi01
სიმართლე გითხრა, არ მიფიქრია მაგაზე, სადაც ადგილი არის იქ ვდგავ, ვცდილობ სიცხეში ჩრდილში იყოს, თუმცა ყოველთვის არ გამომდის .ghurbela
ეგ არაფერი, მთავარია მიზეზი გაარკვიო, შემდგომში გამოგადგება, როცა ბევრი გეყოლება.

Posted by: laveraki 27 Jan 2018, 12:00
გასაგებია კობა. ნახვრეტში ცოტა ჩავა კანდი.
კობა საკვების შევსებას შემოდგომაზე როდის იწყებ? რამდენი იღებენ საშუალოდ?

Posted by: Tim74 27 Jan 2018, 13:45
გაზაფხულის სუნი მოდის შორიდან, თუმცა კი ძალიან ადრეა ჯერ

Posted by: ghurbela 27 Jan 2018, 13:48
Tim74
თებერვალი მალე გავა smile.gif

Posted by: Tim74 27 Jan 2018, 13:54
ჩემთან კანდს შეექცევიან საშუალო მონდომებით.

Posted by: vixn 27 Jan 2018, 16:34
laveraki
როცა ოქროწკეპლა გამოყოფს, არ ვაძლევ, თუ ოჯახმა ვერ მოიმარაგა, თავის თავს დააბრალოს, ვაუქმებ. თუ აე გადამყავს , აგვისტოდან მცირე დოზებით (3 დღე 1 ლიტრი), სექტემბრიდან 5 ლიტრი 1კვირაში, სანამ იღებს.

Posted by: laveraki 27 Jan 2018, 18:56
კობა შემოდგომაზე კარგად ნაკვები ოჯახი ტებერვალში მაინც გთხოვს კანდს? კანდის ამოღება მინდა ხმარებიდან . არ მიდის სკის კონსტრუქციაში პენოსტან ერთად. ძაან პატარა ადგილი რჩება კანდისთვის.

Posted by: gig55 27 Jan 2018, 20:02
laveraki
არ ღირს კანდის ჭმევა

Posted by: vixn 28 Jan 2018, 10:06
laveraki
კანდი საავარიო საშუალებაა, როცა რაღაც მიზეზების გამო ოჯახს საკვები აკლია ზამთარში, ან ჭეოს ნაკლებობაა , ვაწოდებ კანდთან ერთად.
gig55 ლოზუნგებს რომ ისვრი, აგვიხსენი რატომ არ ღირს?

Posted by: laveraki 28 Jan 2018, 10:28
ჭეოს აგროვებ კობა თუ რას ურევ კანდში?

Posted by: vixn 28 Jan 2018, 11:37
laveraki
გამოსაწუნებელ ჩარჩოებში ჯეორჩება ხშირად, ვჭრი, გავყინავ, დავაქუცმაცებ, აურევ კანდს.
მტვერის არევაც შეიძლება,

Posted by: laveraki 28 Jan 2018, 12:23
მტვერის დამუშავება როგორ ხდება? ადამიანმაც რომ მიიღოს ისე? რაღაც გამოშრობა უნდაო წავიკიტხე.

Posted by: gig55 28 Jan 2018, 14:02
vixn
ადგილმდებარეობას გააჩნია სად გყავს ქვემოთ თუ გყავს ღირს ზემოთ არა

Posted by: Tim74 28 Jan 2018, 15:06

gig55
QUOTE
არ ღირს კანდის ჭმევა

გეთანხმები. არ ღირს. ჩემი თაფლით(თუ ვიანგარიშებთ) კილო 4 ლარზე მეტი დამიჯდა.
QUOTE
კანდი საავარიო საშუალებაა, როცა რაღაც მიზეზების გამო ოჯახს საკვები აკლია ზამთარში, ან ჭეოს ნაკლებობაა , ვაწოდებ კანდთან ერთად.

თუმცა ზუსტად ამ მიზნით ვაძლევ. ნორმაზე თბილი ზამთარია, ფუტკარი აქტიურია და მოიხმარს ცოტა მეტს. თავს ვიზღვევ, სიროფამდე შორია და სხვაგვარად მართალია

Posted by: vixn 28 Jan 2018, 15:23
laveraki
ახალ მტვერში დაასხავ თაფლს, ისე რომ მოცულობა მტვერზე ცოტა მეტი იყოს, 2-3 კვირაში თავისით გაუჯდება და შეიძლება მიიღო.

Posted by: laveraki 28 Jan 2018, 20:05
მადლობა კობა. ტკიპაზე რითი იწყებ მკურნალობას? და როდის?

Posted by: vixn 29 Jan 2018, 09:57
laveraki
რისი მადლობა, ნეტავ რამე ვიცოდე, ხა გარშემო ჯანმრთელი ფუტკარი იყოს, მეც მაწყობს.
რაც შეეხება ტკიპას, წელს ბარტყი არ შეწყვეტილა ფაქტიურად, შესაბამისად განსაკუთრებით ყურადღება უნდა, ანალიზს გავაკეთებ ცოტა რომ დათბება და იმის მიხედვით ვიმოქმედო უნდა. რა უბედურებაა წელს, ყველაფერი ანამალურია, ბევრი ფუტკარი გაქრება.

Posted by: ghurbela 29 Jan 2018, 14:36
vixn
გეთანხმები წელს მართლაც ანომალიური წელი იყო და ეს ზამთარი ხო საერთოდ...

Posted by: vixn 30 Jan 2018, 22:05
სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ზემო იმერეთში ყინვებია მოსალოდნელი, შესაბამისად აქამდე სითბოებმა ბარტყი გაჩნდა, რამდენიმე კითხვა მომივიდა, ჩემ მეზობელს ასე დავეხმარე, სურათზე ჩანს, გვერდებზე და ზემოდან პენოპლექსის ტიხრები, კანდი აუცილებელი არაა, ტუ საკვები საკმარისია.

Posted by: laveraki 30 Jan 2018, 22:30
რა კითხვა მოგივიდა კობა? მეზობელს 3 რამკაზე ყავს ფუტკარი? მაგას კი უნდა შენი თქმის არ იყოს შელოცვა

Posted by: vixn 31 Jan 2018, 00:48
laveraki
ეს სათადარიგო დედოფლის ნუკებია, არაა ურიგო, მხოლოდ თან გადაყოლა ჭირდება და ვერ გამიგია, ღირს კი? პატრონს უღირს .

Posted by: ghurbela 31 Jan 2018, 01:15
ჩემთან დილით -8 იყო.................

Posted by: Tim74 31 Jan 2018, 10:03
ქვემო იმერეტს ჯერ-ჯერობით გვიმართლებს, დღემდე ყინვა არ ყოფილა, ტებერვლის მეორე ნახევრიდან პროგნოზირებენ. იმ 1 თვესაც გაუძლებთ. მთავარია მარტში დაწყებული ყვავილობა არ დააზარალოს გვიანდელი ყინვებით. ფუტკარი გაუძლებს

Posted by: ghurbela 31 Jan 2018, 12:59
ეხლა წვიმს smile.gif ეს ზამთარი ცოტა ძაან ვერ არის...

Posted by: Tim74 1 Feb 2018, 15:38
ავყვირდეთ, მოვითხოვოთ გაზაფხული "დასროჩნა", ისე ყველაფერი იმ გველი სააკაშვილის ან ამ ბრძენი ივანიშვილის ბრალია რომ ადრიანად არ მოდის

Posted by: ghurbela 1 Feb 2018, 23:38
მეფუტკრეებო აწყობილი ჩარჩოები თბილისში სად იყიდება ხომ ვერ მიმასწავლით? წინასწარ მადლობა smile.gif

Posted by: vixn 2 Feb 2018, 21:46
ghurbela
ყველაფერი რაც გჭირდება მეფუტკრეობის იშოვი დიდუბეში, სამთო ქიმიის შენობაში, ბევრი მაღაზიებია- კარგი და უკეთესი, ყველგან შედი და შეაფასე.

Posted by: ghurbela 2 Feb 2018, 22:33
vixn
ფუტკარას მაღაზიაში ექნებათ ჩემი აზრით

Posted by: vixn 3 Feb 2018, 07:37
ghurbela
ფუტკარაც მანდ არის და ბზიკანაც, გცოდნია სადაც უნდა გეძებნა.

Posted by: Tim74 3 Feb 2018, 18:18
ghurbela
ჩარჩო ალბათ არა მაგრამ, სხვა მსხვილმანი რამე რუმეები "ფუტკარა"-ში ძვირია სხვებთან შედარებით, თუმცა მაღაზია სავსე აქვთ, "ლისონი"ს თუ სხვა პროდუქციით. მე პირადად კიბეებზე ზემოთ და მარჯვნივ რომ არის იმ მაღაზიას ვამჯობინებ, საეკლესიო ურევია მგონი დასახელებაში

Posted by: loki90 3 Feb 2018, 21:42
ფუთკრის დასაჭერათ ვფიქრობ რამდენიმე ყუთის გაკეთებას ინტერნეთში ვნახე და ვინმეს გააქვს მაგის გამოცდილება? ფუთკრის ყრა რომ იწყება მაგ დროს იჭერენ და დამაინტერესა.. ))

Posted by: vixn 3 Feb 2018, 22:03
loki90
საინტერესოა რა გამოვა, დრო რომ მქონდეს, გავაკეთებდი. ისე მქონდა რამდენიმე შემთხვევა, ნაყარი ცარიელ სკაში შევიდა, ვისი იყო არ ვიცი.

Posted by: loki90 3 Feb 2018, 23:16
vixn
გავაკეთებ ვიდეო რგოლებს ამ თემაზე და დავდებ აქ თუ გამოვა რამე. უბრალოდ ეხლა ადგილზე ვფიქრობ. ლისისკენ ვფიქრობ დავაყენო მანდ აზერბაიჯანების სოფლებია წესით უნდა ყავდეთ ფუთკარი(ველური ფუთქარი არ მგონია იყოს აქ სადმე ახლო მახლოს). წყნეთისკენაც ვცდი და თბილისის ზღვისკენ დავაყენო თუ არა არ ვიცი. biggrin.gif მაგ მხრივ ხო არ გექნებათ ვინმეს იდეები? ძაან შორსაც არ უნდა იყოს რომ თუ ძლიერი ნაყარია გზაში არ "ჩაიხუთოს".

Posted by: vixn 4 Feb 2018, 00:52
loki90
აფრიკაში ვიცი რამდენიმე ნაყარი დაიჭირეს, ცარიელი ყუთი ედო აივანზე და ყოველ წელს მოდის ნაყარი. როგორც ეტყობა, ფრენის ტრაექტორიას ემთხვევა

Posted by: loki90 4 Feb 2018, 01:13
vixn
ბევრი ვიდეოა მაგასთან დაკავშირებით და საინტერესო თემაა. ტიპები აყენებენ ყუთებს მეორე დღეს მოდიან და ფუთკარი შიგნითაა )). ზოგჯერ ტოვებენ კიდეც და თაფლიანი ჩამოაქვთ მოგვიანებით. თუ სუსტი ოჯახი დაიჭირეს ორი აერთებენ და ასე...
თან მაგით არავინ ზარალდება პირიქით ფუთკარს არჩენ. ნადირობაა რაღაც მომენტში ოღონდ კი არ კლავ არამედ სიცოცხლეს უხანგძლივებ ))))
პროსტა შევღებო უნდა ისე რო არ მომიპარონ :დ

Posted by: ghurbela 4 Feb 2018, 18:21
loki90
წარმატებები კარგი იდეაა smile.gif

Posted by: kelasuri 4 Feb 2018, 21:18
loki90

მეგობარმა პლეხანოვზე ჩამოხსნა ხიდან რამდენიმე წლის წინ. ლისზე აიყვანა და ძაან კარგი ოჯახი დადგაო. პლეხანოველი ფუტკარი მაინც სულ სხვაა...

Posted by: vixn 4 Feb 2018, 22:47
სანდრო, რა ხდება შენ საფუტკრეში, ამბობენ უკვე შაქარ წყალს აძლევენო?

Posted by: loki90 4 Feb 2018, 23:15
kelasuri
biggrin.gif
ghurbela
გაიხარე

Posted by: laveraki 4 Feb 2018, 23:53
კობა სხვისი არ ვიცი და მე კი დავიწყებ სიროპის მიცემას ისე ჩაშაქრდა ოქროწკეპლა.

Posted by: vixn 5 Feb 2018, 03:06
laveraki
ბევრი უჩივის თაფლის დაკრისტალებას, რა მიზეზია ვერ ვხვდები. შარშან რა დროს დაიწყე მიცემა?

Posted by: kelasuri 5 Feb 2018, 06:36
loki90

მეგობარმა პლეხანოვზე ჩამოხსნა ხიდან რამდენიმე წლის წინ. ლისზე აიყვანა და ძაან კარგი ოჯახი დადგაო. პლეხანოველი ფუტკარი მაინც სულ სხვაა...

Posted by: laveraki 5 Feb 2018, 11:45
vixn
მარტის დასაწყისში , მაგრამ ახლა რუსულად რომ ვთქვა ვინუჟდენში ვარ.

Posted by: kelasuri 5 Feb 2018, 12:43
vixn

რასაც ჰქვია დათვალიერება ჯერ არ გამიკეთებია. საკვები აქვთ, ანუ ჩარჩოებსაც ეტყობა ზემოდან და შუაში არიან თავმოყრილები გუნდად, ზედა თამასამდე ამოსულები არ არიან. სკებს სიმძიმეც ეტყობა. ამიტომ გამაღიზიენებელზე არც ვფიქრობ, თუმცა КАС-81-ის მიცემას ვაპირებ უახლოეს მომავალში ასე 2 კვირაში. ისე ჩანს 2-3 კვირაღა დარჩა სიცივეები. დასავლეთში ყოველ შემთხვევაში. ქიზიყში 10 დღეში ვნახავ, თუმცა ზამთარი არც იქ ყოფილა ფაქტობრივად.

Posted by: vixn 5 Feb 2018, 14:58
kelasuri
აბზინდას სად ყიდულობ?

Posted by: kelasuri 5 Feb 2018, 15:50
vixn

თუ ვიშოვე შეგატყობინებ - ჯერ არ მომიგროვებია მასალა

Posted by: vixn 5 Feb 2018, 17:50
kelasuri
შარშან აფთიაქში მიყიდეს თბილისში, დამრჩა კიდევ ხსნარი ( სპირტზეა დაყენებული), კარგი რამეა, თუმცა მე ნიორიც მომწონს.

Posted by: loki90 6 Feb 2018, 00:13
მეგობრებო მარტში ვაპირებ რომ სიროფის მიცემა დავიწყო და ტყიპაზე ვაროსტოპი ფირპიტები მინდა რომ მივცე და როდისაა უმჯობესი? ეხლა დროა უკვე?

Posted by: gig55 6 Feb 2018, 00:25
გამარჯობათ ბიჭებო შაქარს სად ქფავენ ზესტაფონში თუ თერჯოლაში სადაა?

Posted by: ghurbela 6 Feb 2018, 00:31
მეფუტკრეებო თუ იცით იმ პრეპარატის სახელი ნუ არ ვიცი რა დავარქვა პრეპარატი თუ მოკლედდ არ ვიცი რა არის... მოკლედ აგიღწერთ რაღაც მაზივითაა და სადაც წაუსმევ იქ ეხვევა ნაყარი გინდ ფუტკრის სკაზე ან ჩარჩოზე სადაც წაუსმევ იქ ეხვევა ნაყარი და იქნებ ვინმემ იცოდეთ ან სახელწოდება ან სად შეიძლება ვიყიდო წინასწარ დიდი მადლობა
* * *
ვიპოვეე 36 დოლარი ღირს ამაზონზე 100 ნაყარს ყოფნის

Posted by: loki90 6 Feb 2018, 01:34
ghurbela
აპიროი ქვია როგორც ვიცი.

Posted by: Tim74 6 Feb 2018, 05:21
QUOTE
გამარჯობათ ბიჭებო შაქარს სად ქფავენ ზესტაფონში თუ თერჯოლაში სადაა?

ქუთაისში ფქვავენ ნიკეას ქუჩაზე, ბაზრის შესახვევიდან 50 მეტრში კილოს 40 თეთრად

Posted by: gig55 6 Feb 2018, 08:27
Tim74
გასაგებია მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: vixn 6 Feb 2018, 08:28
loki90
რახან დაიწყებ აღარ გამოულიო დამატებითი საკვები, ფირფიტები დაბალ ტემპერატურაზე ნაკლებად მუშაობს, შესაბამისად უშუალოდ ბარტყიან ჩარჩოებს შორის ჩაკიდე, სადაც ფუტკარი მჭიდროდაა.
gig55
ზესტაფონში ბაზრის ტერიტორიაზე იკითხე, კიდევაც ფქვავენ და კანდსაც აკეთებენ, შენი თაფლით.

Posted by: laveraki 6 Feb 2018, 09:46
როგორ კეთდება კას 81 თუ რაცაა? რა მასალები ჭირდება? კობა ნიორს ეფექტი აქვს რეალურად?

Posted by: Tim74 6 Feb 2018, 10:57
პრეპარატი КАС-81

ამ პრეპარატის სახელი მისი შემქმნელების გვარების საწყისი ასოებია. იგი ფიჭვის კვირტებისა და მწვავე აბზინდის ნახარშია, მომწარო გემოს ყავისფერი სითხეა. ფიჭვის კვირტებს ახალგაზრდა ყლორტებთან ერთად ამზადებენ ადრე გაზაფხულზე. ყლორტის სიგრძე 4-5 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. მწარე აბზინდა მზადდება ორ ჯერზე. პირველად გაზაფხულზე ფოთლები, ხოლო მეორე – ყვავილობის ფაზის დაწყებისას. ყველა შემადგენელი ნაწილი დამზადების შემდეგ შრება ჩრდილში და ინახება ქაღალდის ან ტილოს ტომრებში. ფიჭვის კვირტები შეიძლება ჰომეოპათიურ აფთიაქებშიც შევიძინოთ. პრეპარატის დამზადების რეცეპტურა შემდეგია: 50 გრ ფიჭვის კვირტებს, 50 გრ გაზაფხულის აბზინდას, 900 გრ ყვავილობის ფაზაში შეგროვებულ აბზინდას ჩაყრიან ემალირებულ ქვაბში, ასხამენ 10 ლ წყალს და ადუღებენ ნელ ცეცხლზე 2-3 საათის განმავლობაში. მიღებული ნახარში რჩებაა დათბუნებულ მდგომარეობაში რამოდენიმე საათს. 30-35 მლ ნახარში ერევა ერთ ლიტრ სიროფს. სამკურნალო სიროფი ეძლევა 3-4-ჯერ ადრე გაზაფხულ­ზე ან საშემოდგომო მზადებისას 100-150 მლ-ის ოდენობით ყოველ ჩარჩო ფუტკარზე.

აღნიშნული ნახარში შეიძლება შეერიოს ყანდთან ერთად შაქრის პუდრს (50 მლ ყოველ კილოგრამზე). სამკურნალო პრეპარატი ეძლევა ოჯახს როგორც თებერვალ-მარტში, ასევე აგვისტო-სექტემბერში დაზამთრების წინ.

Posted by: kelasuri 6 Feb 2018, 12:35
vixn

კი არის აფთიაქებში ვერ მივაღწიე ჯერ. ნიორსაც ვურევ მაგ ხსნარს

Posted by: Tim74 6 Feb 2018, 16:18
15 გრადუსიან უქარო ცოტა ღრუბლიან ამინდში დღეს ეზიდებიან მტვერს სკებში, ფუტკრები. მცირე აქტიურობიტ მაგრამ მაინც. თხილი ალბატ ჯერ კიდევ მუშმალა და ძაან მცირე ყვავილებიდან.

Posted by: ghurbela 6 Feb 2018, 21:25
Tim74
ჩემებიც ეგრე არიან მაგრამ ჭეო საკმაო რაოდენობით შეაქვთ... თხილი ყოჩივარდა ენძელა და მსგავსი ყვავილები ყვავიან...

Posted by: gig55 6 Feb 2018, 21:52
Tim74
KAC-81 რას უხდება?

Posted by: ghurbela 6 Feb 2018, 22:07
ერთსაც გკითხავთ ბარემ მეფუტკრეებო biggrin.gif 1 კგ სანთელს რამდენ ფირფიტაზე ცვლიან? 700 გრამ ფირფიტებში ცვლიან ეგ ვიცი მაგრამ რაოდენობა მაინტერესებს ფირფიტების

Posted by: vixn 6 Feb 2018, 22:12
gig55
ზოგადად იმუნიტეტს ამაღლებს, ვაროას და ნოზემას ვნებს.
ghurbela
ცოტაა 700, უკვე 800 გრამსაბრუნებენ ფირფიტების სახით. 1კგ 13- 16 დადანის ფიჭაა .

Posted by: ghurbela 6 Feb 2018, 22:36
vixn
დიდი მადლობა...

...........................
* * *
https://www.youtube.com/watch?v=L9uFLABq5bU ესეც ჩემი ფუტკრები დღეს smile.gif

Posted by: gig55 7 Feb 2018, 07:44
vixn
აპიმქსზე რას იტყვი ღირს ამით მკურნალობა?

Posted by: vixn 7 Feb 2018, 09:00
gig55
არ მიხმარია, ვერაფერს ვიტყვი, ბევრი იყენებს, დაწერენ თავის აზრს.

Posted by: gig55 7 Feb 2018, 09:17
vixn
გასაგებია თქვენ რომელ პრეპარატს ხმარობთ გაზაფხულზე სამკურნალოდ?

Posted by: Tim74 7 Feb 2018, 09:25
QUOTE
ერთსაც გკითხავთ ბარემ მეფუტკრეებო  1 კგ სანთელს რამდენ ფირფიტაზე ცვლიან? 700 გრამ ფირფიტებში ცვლიან ეგ ვიცი მაგრამ რაოდენობა მაინტერესებს ფირფიტების

ქუთაისში 11 ცალს იძლევიან კილოში
* * *
აპიმაქსი ასევე ძალიან კარგია. პირადად კონკრეტული დაავადებისთვია არასდროს გამომიყენებია, არც ისტორია აქვს დიდი ხნის პრეპარატს და არც ლაბორატორია მაქვს მე თითონ თვალებში რომ აშკარა შედეგები დავახასიათო, თუმცა 3 წელია ვიყენებ როგორც პროფილაქტიკურ საშუალებას და ვფიკრობ რომ ზოგადი სტიმულაცია-სიჯანსაღისთვის ძალიან კარგია, ძირითადად რათქმაუნდა ვენდობით მწარმოებელს და პრეპარატის დახასიათებას. წინათ ამ მიზნით ვიყენებდი სხვადასხვა ქიმიას, ანტიბიოტიკებს. ასევე კარგია კაც-81, აბზინდის ნაყენი და სხვა მცენარეული დანამატები სიროფისატვის, მაგრამ სიმარტივისთვის (სანამ ხარისხი გაუფუჭებიათ) გაზაფხულზე ჯობია აპიმაქსის 2-3 ჯერადი მიცემა, მასტიმულირებელი კვების პერიოდში ჩემი აზრით.

Posted by: vixn 7 Feb 2018, 14:18
gig55
"ჩვენ " ვიყენებთ აბზინდის სპირტის ნაყენს, ბეგქონდარას ნახარშს, დაჭყლეტილ ნიორს , ყველაფერი შაქარწყალთან ერთად.

Posted by: gig55 7 Feb 2018, 16:50
vixn
ეგ სიტყვები უცხოა ჩემთვის (აბზინდა ბექონდარა) სად იშოჩება ან რა რაოდენობით ირევა სიროფში
* * *
Tim74
ზოგი მეფუტკრე ამბობს რომ აპიმაქსაც გაუფუჭეს ხარისხი სომხეთში ამზადებენო რუსეთიდან შემოტანილი არის კარგიო მაგრამ ამის გარკვევა არც თუ იოლია

Posted by: Tim74 7 Feb 2018, 17:12
QUOTE
vixn
ეგ სიტყვები უცხოა ჩემთვის (აბზინდა ბექონდარა) სად იშოჩება ან რა რაოდენობით ირევა სიროფში
* * *
Tim74
ზოგი მეფუტკრე ამბობს რომ აპიმაქსაც გაუფუჭეს ხარისხი სომხეთში ამზადებენო რუსეთიდან შემოტანილი არის კარგიო მაგრამ ამის გარკვევა არც თუ იოლია


აბზინდა ყველგან იქნება საქარტველოში, დარწმუნებული ვარ, ბიძია "გუუგლი" გაგაცნობს რომ კითხავ. აპიმაქს კიარა რას არ გაუფუჭეს ხარისხი. ადამიანის წამლები არ გადის ნორმალურ შემოწმებას წამლის სააგენტოში. აქაც, ისე როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, გამოსავალია მხოლოდ საკუთარი "ჰოლმსის" დაკვირვების უნარი, რომ შეეცადო გაარჩიო რეალური, "კიბის ქვეშ" დამზადილისგან. ისე კობას-და ზოგადად რეცეპტები ფიჭვის, აბზინდის, ნიორის, წიწაკის ნაყენები თითქმის ცვლის ამ პრეპარატსაც ასე ვფიქრობ.
* * *
ჩემი დამზადილი აბზინდის ნაყენი მე ვიხმარე სიროფში გასულ წელს, და ნიორ-წიწაკა არ გამომიყენებია. ყველაზე მეტი ზრუნვა ტკიპას ჭირდება ჩვენტან თორემ ჩემი 20 წელზე მეტი პრაქტიკის განმავლობაში, თვალით ხილული დაავადება ან გართულება რამე არასდროს მქონია, საფუტკრეში.

Posted by: vixn 7 Feb 2018, 20:54
მასიურად ბარტყია ყველა ოჯახში, ძლიერ ოჯახს 4 ჩარჩოზეც აქვს კარგად მოზრდილი ნაკვერცხი, ყურადღება უნდა საკვების, თუ ამინდი გაფუჭდა.

Posted by: ghurbela 7 Feb 2018, 21:17
vixn
მალდეც ბიძია შენ და შენს ფუტკრებს....

Posted by: vixn 7 Feb 2018, 21:25
ghurbela
შენც ყოჩაღ.

Posted by: ghurbela 7 Feb 2018, 21:29
vixn
მე რისთვის? smile.gif მეც ძაან მაინტერესებს ჰყავთ თუარა ბარტყი მაგრამ ვერ ვრისკავ დათვალიერებას მეშინია არ გამიცივდნენ.......

Posted by: kelasuri 8 Feb 2018, 11:17
vixn

მთავარია ხეხილის ყვავილობა არ დაიწყოს მარტამდე, სხვამხრივ არ იქნება ეს ბარტყი პრობლემა. ღამე მაინც სიცივეებია ჯერ და იმაზე მეტს არ ჩაკვერცხავენ ვიდრე მორევა შეუძლიათ

Posted by: vixn 9 Feb 2018, 00:47
ghurbela
ყოჩაღ ფუტკარი რომ გყავს.
სანდრო, მგონია რომ ხეხილი დაბლობზე აყვავდება, 15-17 გრადუსია ერთი კვირა, აცივებას ველოდით და გადაიდო, სხვა რა გზა აქვს, აყვავდება და გააფუჭებს უსათუოდ. კანდის მაგივრად თხევად საკვებს მივცემ, კარგი შეფუთულია, უნდა გაუძლოს თუ მოყინა.

Posted by: koba1973 9 Feb 2018, 09:45
QUOTE

სანდრო, მგონია რომ ხეხილი დაბლობზე აყვავდება, 15-17 გრადუსია ერთი კვირა, აცივებას ველოდით და გადაიდო, სხვა რა გზა აქვს, აყვავდება და გააფუჭებს უსათუოდ.

როგორც მითხრეს მორწყვა აყოვნებს ყვავილობას. მორწყეთ ვისაც შეგიძლიათ.

Posted by: kelasuri 9 Feb 2018, 10:02
koba1973

რაღა მორწყვა - დღეგამოშვებით წვიმს მაგრამ მაინც თბილა

Posted by: koba1973 9 Feb 2018, 11:13
სად წვიმს კაცო, წვიმა და თოვლი მგონი აღარ მახსოვს როგორია.
მართლა უთქვამთ ჩემთვის ყინულიანი წყლით ვაყოვნებთ ყვავილობასო.

Posted by: vixn 9 Feb 2018, 22:24
koba1973
აბა შენ იცი, იქნება ჩვენსკენ მორწყა, აღარ აყვავდება.

Posted by: kelasuri 10 Feb 2018, 16:41
აწი გინდ წყალი დაუსხი, გინდა ნავთი... 28 გრადუსია მზეზე


user posted image

Posted by: ghurbela 10 Feb 2018, 19:33
kelasuri
სად ხარ ტერიტორიულად ?

Posted by: kelasuri 11 Feb 2018, 08:32
ghurbela

სენაკია ეს. 1 კვირაც აღარ უნდა.

Posted by: vixn 12 Feb 2018, 10:41
სამტრედია, 9 თებერვალი, მივეცით თხევადი საკვები ნივრით.

Posted by: gig55 12 Feb 2018, 16:32
vixn
ნიორს რა რაოდენობით აძლევ სიროფში მაგალითად 10 ლიტრს რამდენი უნდა?

Posted by: Tim74 12 Feb 2018, 18:25
QUOTE
vixn
ნიორს რა რაოდენობით აძლევ სიროფში მაგალითად 10 ლიტრს რამდენი უნდა?

და საშუალო სიძლიერის ოჯახებმა ამ ამინდებში კარგად და მალე აიღეს საერთოდ სიროფი?

Posted by: vixn 12 Feb 2018, 21:57
gig55
Tim74
საშუალო 40 ლიტრიან ქვაბზე 3 თავი ნიორი ჩავჭყლიტე, ზუსტი ნორმით არ ვაძლევ, ისე, როგორც ხაშლამას.

Posted by: gig55 13 Feb 2018, 12:22
vixn
გასაგებია პროფილაქტიკისთვის რაიმე პრეპარატს არ იყენებთ

Posted by: vixn 13 Feb 2018, 14:25
gig55
რის პროფილაქტიკას გულისხმობ ? ც
ყველაზე კარგი პროფილაქტიკა- ძლიერი იმუნიტეტია, ნიორი, წიწაკა, აბზინდა მაგ საქმეს ემსახურება. სხვა არაფერს ვხმარობ, ვაროას პრეპარატების გარდა.

Posted by: gig55 13 Feb 2018, 20:32
vixn
დაავადებების მიმართ ვიგულისხმე რომ იმედიანად იყო აბზინდა სად იშოვება

Posted by: vixn 13 Feb 2018, 21:19
gig55
დაავადების ყველაზე კარგი პროფილაქტიკა ოჯახის ჰიგიენური თვისებების გაზრდაა, ამ საქმეს გადარჩევა შველის მეტნაკლებად, გაამრავლე მხოლოდ სისუფთავის მოყვარული ოჯახი, ნაკლები შანსია დაავადების.

Posted by: userman 14 Feb 2018, 08:14
vixn

ნიორი გავიგე როგორც აძლევ და წიწაკასაც გემოვნებით აძლევ ?
ომბალოს , ძირას , მიხაკ დარიჩინს არ იყენებ ? smile.gif

ხუმრობა იქით იყოს , მარა მწარე წიწაკაზე მსმენია ; დაფქვილ მდგომარეობაში უნდა შეაფრქვიო ფუტკარსო . ვარუას სპოობსო .

Posted by: vixn 14 Feb 2018, 09:44
userman
გემოვნებაა ყველაფერი, ყველა ერთ და იგივე პროდუქტს იყენებს, მაგრამ ზოგის სუფრაზე პურს ვერ გატეხავ.
ითვლება, რომ აბზინდა ნოზემას ზრდას აჩერებს, წიწაკა ტკიპასარ უყვარს, ნიორი ყველამ ვიცით, რაც არის! მონებს აჭმევდნენ ეგვიპტეში.

Posted by: davita1985 14 Feb 2018, 12:08
https://bpn.ge/ekonomika/42550-ukrainam-kanadashi-futkris-eqsporti-daitsyo.html?lang=ka-GE



უკრაინამ კანადაში ფუტკრის ექსპორტი დაიწყო
13 თებერვალი / 2018
უკრაინამ კანადაში ფუტკრის ექსპორტი დაიწყო. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, კანადაში უკვე გაიგზავნა „კარპატული ფუტკრის“ პირველი პარტია.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინელი მეფუტკრეებისა და თავად უკრაინული ფუტკრები დაეხმარებიან კანადელ მეფუტკრეებს უპასუხონ გამოწვევებს, რომელიც სასარგებლო მწერების პოპულაციის კუთხით აქვთ.

უკრაინული მხარის პარტნიორი კანადის მხრიდან იქნება კომპანია Niagara Beeway. როგორც კანადის ელჩმა უკრაინაში რომან ვაშუკმა „ტვიტერში“ დაწერა, აღტაცებისგან სიხარულს ვერ მალავს, ვინაიდან Niagara Beeway-ს წარმომადგენელმა ჯორჯ სკოტმა და უკრაინელმა ტატიანა ვასილკოვსკაიამ გამოაცხადეს, რომ აპირებენ ძალისხმევის მიმართვას კანადაში ფუტკრების პოპულაციის დასახმარებლად. ჯორჯ სკოტის განცხადებით, ის ადგილზე
-0:10
გაეცნო ქვეყნის ეპიზოოტიკურ ვითარებას, შეისწავლა „კარპატული ფუტკრების“ გამრავლებისა და გავრცელების მეთოდები და ახლა აპირებს მისი ცოდნის დანერგვას კანადაში.

Niagara Beeway-ს ინფორმაციით, გასულ წელს კანადაში ფუტკრების პოპულაციის 70% განადგურდა. უკრაინაში კი ამ დროისთვის 400 ათასამდე მეფუტკრეა აღრიცხული, რომელიც ჯამში 70 ათას ტონა თაფლს აწარმოებს წლიურად, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ უკრაინული თაფლის 80%-ის ექსპორტი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში ხდება.

Posted by: ghurbela 14 Feb 2018, 16:15
დღეს დავათვალიერე ერთი სკა და 4 ჩარჩოზე ბარტყია გადაბეჭდილი ახალი ჩაკვერცხილიც აქვთ ბლომად...
პ.ს ზღვის დონიდან 600 მეტრზე ვარ smile.gif

Posted by: userman 14 Feb 2018, 18:43

davita1985

უკრაინა თუ კანადაში ფუტკარს გაყიდის, მერე, მაგით ჩვენ, რა სარგებელს მივიღებთ ? ცოტა ვერ გავიგე ....

Posted by: Tim74 14 Feb 2018, 20:50

davita1985
QUOTE
უკრაინამ კანადაში ფუტკრის ექსპორტი დაიწყო

ვნახე ეგ საიტი და კანადურიც https://www.niagarabeeway.com/ მართალია
QUOTE
უკრაინა თუ კანადაში ფუტკარს გაყიდის, მერე, მაგით ჩვენ, რა სარგებელს მივიღებთ ? ცოტა ვერ გავიგე ....

სერიოზული დანაკარგი აქვს ამხელა ქვეყანას, და ერტი მხრივ თუ ცუდია მათთვის, ჩვენი რეგიონისთვის რაღაც შედეგს მოიტანს. ალბათ აინშტაინიც ვერ დათვლიდა დღევანდელი ტექნიკითაც კი თუ რამდენი კილოგრამით თუ ტონობით გაზრდის ეს მოთხოვნას მსოპლიო ფუტკარ-თაფლის ბაზარზე, მაგრამ რაღაც მოძრაობებს ხომ გამოიწვევს, ხოდა მოძრაობა ილიასი არ იყოს სიცოცხლეს ნიშნავს, დარგის სიცოცხლეს
smile.gif smile.gif

Posted by: davita1985 14 Feb 2018, 21:00
userman
QUOTE
უკრაინა თუ კანადაში ფუტკარს გაყიდის, მერე, მაგით ჩვენ, რა სარგებელს მივიღებთ ? ცოტა ვერ გავიგე ....



და ვინ დაწერა რომ ჩვენ რამე სარგებელს მივიღებთ.....

Posted by: vixn 14 Feb 2018, 22:13
ghurbela
კარგად დაათბუნე, სიცივეებია მოსალოდნელი.

Posted by: gig55 15 Feb 2018, 08:51
vixn
ჰლ ჰიგიენა მთავარია
* * *

vixn
სიროფს როგორ ამზადებ ზოგი ამბობს რომ ბევრი დუღება უნდაო ზოგი კი არუნდაო როგორაა უფრო კარგი

Posted by: ghurbela 15 Feb 2018, 16:30
vixn
ფუტკარი 10 ჩარჩოზეა ზევიდან ბალიში ადევს და რავი გვერდზე ჩავუდო ბალიში?

Posted by: gig55 15 Feb 2018, 18:56
vixn
ვაროას წინააღმდეგ რომელ პრეპარატს იყენებთ

Posted by: userman 15 Feb 2018, 22:37
davita1985

მთავარი ისაა , რომ სარგებელი ვნახოთ , თორემ ჭორაობა რა ჩვენი საქმეა . biggrin.gif .
* * *
Tim74

ხო , ნუ რა ვიცი ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია. დანარჩენი უფალს მივანდოთ !

Posted by: davita1985 15 Feb 2018, 23:16
userman
QUOTE
მთავარი ისაა , რომ სარგებელი ვნახოთ , თორემ ჭორაობა რა ჩვენი საქმეა .  .


და ჭორიც რა შუაშია....

დავდე ინფორმაცია ფუტკრის შესახებ, რომელიც არის რეალობა და არა ჭორი..... თქვენი მეფუტკრეობა თუ საკუთარი სკებით შემოიფარგლება ეგ თქვენი საქმეა, მაგრამ აქ არის ხალხი ვისთვისაც ფუტკარი არ არის საკუთარ ეზოში არსებული სკები მხოლოდ......

Posted by: ghurbela 16 Feb 2018, 17:23
user posted image
***************************
* * *
უი არ ჩანს biggrin.gif
................
* * *
vixn
user posted image
ყინვები არარის რაც მთავარია

Posted by: vixn 17 Feb 2018, 01:35
ghurbela
10 ჩარჩოს თუ ფარავს არაფერი უჭირთ, საკვები არ მოაკლო, ყველაფერს გაუძლებს.
gig55
ამიტრაზის შემცველი, ფირფიტები ვაროსტოპი. შემოდგომაზე ვაროკომი ვიხმარე 《 გვიან 》.

Posted by: ghurbela 17 Feb 2018, 17:34
vixn
user posted imageuser posted image

Posted by: laveraki 17 Feb 2018, 20:20
კობა რაფერ მიდის სიროპის მიცემის პროცესი? კარგად იღებენ? რამდენს აძლევ ერთ მიცემაზე? მე ვაპირებ დავიწყო ლიტრანახევრით და გაუჭირდება ვითომ?

Posted by: vixn 17 Feb 2018, 21:22
laveraki
ოჯახს გააჩნია, დღეს ვიყავი, აღებული აქვს, ზოგს 1 ლიტრი, ზოგს 2. ჭეო საკმაოდ დაუგროვებიათ, ასე გუ ერთი კვირა გასტანა, პატარა აცივება ვეღარ შეაშინებს.

Posted by: userman 17 Feb 2018, 23:54
vixn

კობა შენი ფუტკარი იმ სტადიაშია , ჩემი , რომ აპრილის ბოლოსაა ხოლმე smile.gif .

რაც შეეხება ვაროსტოპის ფირფიტებს , მასში ამიტრაზა კი არაა , არამედ ის ნივთიერებაა რაც ვარაკომშია ანუ ფლუმეტრინი .

თუმცა ამ ბოლო დროს მაგასაც აღარ შეიცავს biggrin.gif , სატირალი , რომ არ იყოს >>>

ამიტრაზას შემცველი ფირფიტებიც არსებობს და არის ვეტ აფთიაქებში .

Posted by: vixn 18 Feb 2018, 00:06
userman
მაინდამაინც არ მიყვარს გაზაფხულზე საკვების მიცემა, მაგრამ აბზინდა, ნიორი, წიწაკა მაქვს" დასარიგებელი ", სხვაგვარად არ გამომივა. თორემ საკვები იმდენია, უკვე დედოფლის შეზღუდვა დაიწყეს . მე არ მითქვამს ვაროსტოპი ამიტრაზს შეიცავს , უბრალოდ ჩამოვთვალე რა გამოვიყენე. ინფოსთვის დავდებ ცხრილს, გამოადგება ვინმეს.

Posted by: Tim74 19 Feb 2018, 15:17

vixn
კობა ამ ეტაპზე ძირითადად რა პროპორციით აკეთებ სიროფს? ამ ნიორ, წიწაკის მიცემისას და მერე როგორ აგრძელებ? იუზა გიგაშვილი სიროფის დარიგების ბოლო ეტაპზე აძლევს 25-30%იანი შაქრით 70% წყალთან შეფარდებით. ანუ რასაც ქვია "გამაღიზიანებელი კვება" ზუსტად მახსოვს რომ ამ პროპორციიტ გვითხრა. შენი საგაზაფხულო პროპორციები როგორია ძირითად(უგამონაკლისო) შემთხვევაში? მე პირადად გაზაფხულზ\ე წლებია ვაძლევ 40-50% შაქარი, 60-50წილ წყალთან მიმართებით
* * *
ანუ დასაშვებია ძალიან თხელი სიროფი პატარა( 300მლ-400მლ) ულუფებით?

Posted by: vixn 19 Feb 2018, 18:50
Tim74
ჩემი თხევადი საკვების მიცემის დანიშნულება - მთავარი ნიორი, აბზინდა, წიწაკის მიცემაა, დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. 300- 400 გრამის ყოველ დღე მიცემა ჩემთვის არარენტაბელურია, ამიტომ ვაძლევ 1- 2 ლიტრს ერთ მიცემაზე, 10 დღეში ერთხელ, იმ ანგარიშით რომ 5 დღეში ყველა საფუტკრე მოვიარო (ცუდი ამინდი გასათვალისწინებელია). გამაღიზიანებელი კვების მე არ მჯერა, თუ ოჯახს საკვები და ფუტკარი საკმარისი აქვს.
გადახედე ამ ცხრილს.

Posted by: ghurbela 19 Feb 2018, 22:06
vixn
userman
laveraki
Tim74
user posted image
ხალხო მაქვს აი ესეთი სანთელი და მინდა ჩავაბარო ანუ გავყიდო და კილოში რამდენს მომცემენ? 20ლ მაინც ხო მომცემენ?

Posted by: laveraki 19 Feb 2018, 22:15
20 ლარი აყცილებლად უნდა მოგცენ. შეიზლება მეტიც

Posted by: vixn 19 Feb 2018, 23:03
ghurbela
საუცხოო სანტელია

Posted by: userman 20 Feb 2018, 10:14
ghurbela

მე მაგალითად მაგისთანას 25 ლარზე ნაკლებ არ ვყიდი , თუმცა ყველას მუქთად უნდა biggrin.gif .
მე 25 ლარიც მუქთად გატანება მგონია და ...

ისე იმასაც გეტყვი , რომ შენს სანთელს დაწმენდა აკლია . ერთხელ კიდევ გადაანე და ძირზე დაილექავს, თუ რამე ჭუჭყია . მოფხეკ და მერე უფრო უკეთესი ვიდი ექნება .

Posted by: Tim74 20 Feb 2018, 14:21

ghurbela
საუკეთესო პირველი ხარისხია სანთლის, თითქმის არასდროს გამიყიდია სამწუხაროდ ფასზე ვერაფერს გეტყვი.
vixn
კობა შენი საგაზაფხულო კვების პრინციპი გასაგებია, მაგრამ შაქარ-წყალის პროპორცია გაამხილე ძირითადად მაინც smile.gif

Posted by: vixn 20 Feb 2018, 16:05
Tim74
1 წილი შაქარი 1.5 წილი წყალი. შემოდგომაზე 1-1 ზე.

Posted by: godblessamerica 20 Feb 2018, 20:25
მეფუტკრეობით შეიძლება თავი ირჩინო საქართველოში,50-60 ძირი გამართული ოჯახი რმ გყავდეს სოფელში და მიხედო,არჩენ ოჯახს?

Posted by: Tim74 20 Feb 2018, 20:49
userman
თქვენ როგორ უმკლავდებით თქვენ დიდ საფუტკრე-მეურნეობაში საგაზაფხულო კვებას მშვენიერ კახეთში? ანუ უხეშად რომ დავთვალოთ თითო სკას რამდენ კილოგრამ შაქარს ახარჯებთ სიროფის მხოლოდ სახით? საინტერესოა თქვენი მაშტაბის მეფუტკრეების(ისევე როგორც ჩვენსკენ vixn-კობას) შემთხვევაში, შრომის განაწილების პროცესი როგორია? და მთავარი კითხვაა, ანუ შემოდგომით ტაფლის კარგი მარაგით სავსე ოჯახებს ძირითადად და სტანდარტულად რა ოდენობის შაქარს ახმარტ საშუალოდ სიროფისთვის მხოლოდ?(ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ რომ საპირისპირო სურვილის მიუხედავად შაქარი მაინც შეუცვლელი პროდუქტია ჯერ-ჯერობით მეფუტკრეობაში რიგ შემთხვევაში, იმედია დამეთანხმებით)
* * *
godblessamerica
QUOTE

მეფუტკრეობით შეიძლება თავი ირჩინო საქართველოში,50-60 ძირი გამართული ოჯახი რმ გყავდეს სოფელში და მიხედო,არჩენ ოჯახს?

ზოგადია კითხვა და პასუხიც მასზე პირობითი იქნება(მე მიყვარს ამის თქმა, მარტო ბიძია ნიუტონს თუ გავიხსენებთ და მის პირველ კანონს მე-6-ე კლასის ფიზიკიდან თუნდაც, სახლში ტელევიზორთან რომ ზიხარ და არ მოძრაობ, რაღაცის მიმართ მოძრაობ მაინც ხომ? მთვარის, მზის და ატასი რამის მიმართ smile.gif smile.gif ) სოფლად ჩვენთან მოსახლეობის 40% ცხოვრობს და ფლობს წვრილ გლეხურ მეურნეობას(მეც მათ შორის), მაგრამ ამას ოჯახის რჩენას ვერ დაარქმევ. რათქმა უნდა მარჯვე ოჯახს არ მოშივდება ალბათ, მაგრამ ცხადია ამ მეურნეობას დანახარჯებიც ბევრი აქვს და დამატებითი შემოსავლების გარეშე რთული იქნება. მოკლედ მეეჭვება ამაზე არსებობდეს უმრავლესობის ერთგვაროვანი პასუხი. 50-60 ოჯახი 1,5-2 ტონა თაფლს მოგცემს კარგი მოვლის პირობებში, ამას უნდა კარგი რეალიზაცია-შენი დანახარჯები და რაც საბანი დაგრჩება შენზეა, გეყოფა თუ იმყოფინებ jump.gif წარმატებები ისე, თუკი აპირებ. დაუძლეველი, ჯიუტი სურვილი ყოვლისშემძლეა, მთებს გადაგადგმევინებს გვერდზე

Posted by: laveraki 20 Feb 2018, 21:37
თუ გაყიდი თაფლს ნორმალურ ფასში უპრებლომოდ . პურის ფული გექნება გლეხურად რომ თქვა

Posted by: bes_ka888 21 Feb 2018, 01:11
QUOTE (Tim74 @ 20 Feb 2018, 20:49 )
userman
თქვენ როგორ უმკლავდებით თქვენ დიდ საფუტკრე-მეურნეობაში საგაზაფხულო კვებას მშვენიერ კახეთში? ანუ უხეშად რომ დავთვალოთ თითო სკას რამდენ კილოგრამ შაქარს ახარჯებთ სიროფის მხოლოდ სახით? საინტერესოა თქვენი მაშტაბის მეფუტკრეების(ისევე როგორც ჩვენსკენ vixn-კობას) შემთხვევაში, შრომის განაწილების პროცესი როგორია? და მთავარი კითხვაა, ანუ შემოდგომით ტაფლის კარგი მარაგით სავსე ოჯახებს ძირითადად და სტანდარტულად რა ოდენობის შაქარს ახმარტ საშუალოდ სიროფისთვის მხოლოდ?(ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ რომ საპირისპირო სურვილის მიუხედავად შაქარი მაინც შეუცვლელი პროდუქტია ჯერ-ჯერობით მეფუტკრეობაში რიგ შემთხვევაში, იმედია დამეთანხმებით)
* * *

ყველა მხარეში სხვადასხვა მიდგომებია, კოლხეთის დაბლობში ( რასაც მე ვაკვირდები შედარებით) უკეთესი პირობებია ვიდრე ჩვენთან (კახეთში) და კახეთშიც აი მაგალითად ყვარელი, დედ წყარო, თელავი, გუტჯაანი, საგარეჯო, გავრცელებულია 12 ჩარჩოიანი სკები, ალბათ ბესოსაც 12 ანი ყავს, აი ჩვენთან ლაგოდეხში 10 ჩარჩოიანი ამართლებს ყველაზე უკეთ, შესაბამისად შაქარიც სახვადასხვა რაოდენობა დასჭირდება,


დღეს ებაიზე შევიჭყიტე, fig.gif
https://m.ebay.com/itm/Bee-hive-frame-starter-strip-100-pcs-Made-in-U-S-A-/282062420866?_mwBanner=1&ul_ref=https%3A%2F%2Frover.ebay.com%2Frover%2F0%2F0%2F0%3Fmpre%3Dhttps%253A%252F%252Fwww.ebay.com%252Fulk%252Fitm%252F282062420866%26rvr_id%3D0&ul_noapp=true



ხო და რა აქვს უარყოფითი ამ ხელოვნურ ფიჭას?

Posted by: Tim74 21 Feb 2018, 05:29

bes_ka888
QUOTE

ხო და რა აქვს უარყოფითი ამ ხელოვნურ ფიჭას?

მსგავსი პრინციპი (იგივე უფიჭო ჩარჩო) რომ ვახსენე ამის წინ, ჩემზე მცოდნე და გამოცდილი მეფუტკრეები გამინაწყენდნენ, არასტანდარტულ და ბევრ სამამლე უჯრედს ჩამოაშენებსო ზედ.

Posted by: vixn 21 Feb 2018, 08:28
Tim74
ვის არ მოეწონა არ ვიცი, მაგრამ რეალობა ისეთია, პლასტიკური ფიჭა ყველგან გამოიყენება, სადაც ფასი რეალურად აქვს- ცვილის ფიჭაზე ნაკლები. რაც შეეხება ჩამოშენებას, ჩვეულებრივად აშენებს, მთავარია ცვილის თხელი ფენით დაფარა სწორად, იაფი იყოს, სამტაბაროდ მისწრებაა.
ვნახე მაგ მთლად უფიჭოა, ახალგაზრდა დედოფალი ჭირია მაგ საქმეს, ან ნაყარი, თუ სამუშე გინდა ჩამიგიშენოს, თაფლისთვის რა მნიშვნელობა აქვს, საკუჭნაოს ჩარჩოებში გამოიყენე.

Posted by: loki90 21 Feb 2018, 13:05
თელავის რაიონში მთავარი ღალა როდის იწყება და როდის მთავრდება?

Posted by: bes_ka888 21 Feb 2018, 14:02
vixn

Tim74

მე კიდე ვფიქრობ დადანაზე ვერ გაამართლებს ( ცუბრუტში დაზიანდება) თორე სხვა მხრივ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს

Posted by: userman 22 Feb 2018, 13:36
Tim74[/b]

გაზაფხულზე როცა ტემპერატურა სტაბილურად 16 გრადუსზე ნაკლები არ იქნება ვიწყებ ეგრეთ წოდებულ გამაღიზიანებელ კვებას ნახევარ ლიტრ სეროფს ( 2 წილი შაქარი 3 წილი წყალი ) ერთ ოჯახზე . ეს კი დაახლოებით 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე გრძელდება. ამას დაახლოებით სკაზე 10 კგ შაქარი სჭირდება თავისი მინარევებით ( წამლებით ).

შემოდგომაზე დაახლოებით 4-5 კგ სკაზე ( 3 წილი შაქარი 2 წილი წყალი ).

ჩემთვის ყველაზე რთული ეს პროცესია . ვაჭმევ ძველებური საკვებურებით . თუმცა ცელოფანსაც ვიყენებ დროდადრო, მაგრამ ცელოფნით მიცემა საკმაოდ დიდ დროს მართმევს და ამიტომ ვერიდები მაგას .

კანდს არ ვაძლევ და არც მივცემ არასდროს ...

ყოველწლიურად მინდა ვცადო რამდენიმე სკაზე ( 3-4 სკაზე ) , ამოვაცალო მთლიანად თაფლის მარაგი და შევავსო შაქრით , მაგრამ რატომღაც ვერ მოვახერხე .

* * *
ნელ-ნელა ვცდილობ ტეხნოლოგიები დავნერგო ჩემს საფუტკრეში :

user posted image

user posted image

Posted by: laveraki 22 Feb 2018, 16:14
აი მალადეეც . რა ღირს პატივცემულო ეს ნივთი?

Posted by: Tim74 22 Feb 2018, 16:29
userman
მადლობა განმარტებისთვის. "დევალტის" გამრეკს მივხვდი, მაგრამ საბოლებელი რა პრინციპით მუშაობს?

Posted by: userman 22 Feb 2018, 16:40
laveraki

ელემენტებიან სატვირთიანად და ჩამოტანიანად 600 ლარამდე . თუმც კი მქონდა დენზე , მარა საველე პირობებში არაკომფორტულია .

წითელ ღილაკს დააჭერ და უბერავს ზილივით lol.gif. საბოლებელი სადღაც 70 ლარი . 3 ცალ კედლის საათის ელემენტზე მუშაობს . თუ ისეთ ელემენტებს ჩავალაგებთ , რომლებიც დაიტვირთება , მაშინ ამოღების გარეშე შეგვიძლია დავტვირთოთ . ზემოდან აქვს საშტეკერე .
ერთი სიტყვით , როგორც ფარსოვკა ისე ხურდება , სამწუხაროდ სეტკები არ ჰქონდა არც შიგნით და არც თავსახურზე და მომიწია მათი გაკეთება .

Posted by: vixn 22 Feb 2018, 16:54
userman
ღირს, კარგი რამეა, განსაკუთრებით კომპრესორი, დაისვენებ, აღარც ქურდობის გეშინია, არც უღალობის.

Posted by: ghurbela 22 Feb 2018, 22:51
ხალხო დღეს შევამჩნიე ერთ ფუტკარს ტკიპი ეჯდა ზურგზე და ვაპირებ შევწამლო ბიპინით მაგრამ მეშინია არ გაცივდნენ დღე 10-12 გრადუსია ღამე 3-5 გრადუსი...
რას მირჩევთ?

Posted by: vixn 22 Feb 2018, 23:15
ghurbela
ბიპინი გვიანია უკვე, სხვა ფორმები მოძებნე.

Posted by: ghurbela 22 Feb 2018, 23:24
vixn
რომელი ფორმები?~
........
ანუ ჩემი მთავარი პრობლემა ტემპერატურაა და არა პრეპარატი

Posted by: Dr.Kostava 22 Feb 2018, 23:38
მოგესალმებით კიბერმეგობრებო...
ერთი კითხვა მაქვს თქვენისნებართვით..
საშუალოდ რა ღირს ფუტკრების ერთი ოჯახი რომ იყიდოს კაცმა?

Posted by: bes_ka888 23 Feb 2018, 02:25
Dr.Kostava

კახეთში ეს ფასებია 250 დან 300 ოჯახის მდგომარეობას გააჩნია, თუმცა შეგუძლია ამანათ ნაყრები იყიდო (3 ცალი მოგივა 300 ლარში)

Posted by: vixn 23 Feb 2018, 08:20
ghurbela
შენი პრობლემა შემოდგომაზე ტკიპაზე არასწორი დამუშავებაა, რაც მაშინ დააკელი, ახლა გამოჩნდა. ვერაფერს გირჩევ, ამ დროს მე არ ვმკურნალობ, ნახე ნორმალური ვეტ აფთიაქი, დაიდე წინ ყველა წამლის ინსტრუქცია, და რომელიც შენ პირობებში მუშაობს, ის ცადე, თან გაითვალისწინე, რაც შარშან იხმარე, თუ დიდი ხანია იყენებ (3 წელი) , შეცვალე. ისიც გაითვალისწინე, რუსულ წამლებში " აგრობიოპრომის" წარმოებული არაფერი ვარგა, დოზებს ვერ იცავენ, მოკლედ იფიქრე და იაზროვნე, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

Posted by: m-kasper 23 Feb 2018, 09:46
მეფუტკრეებო მოგესლამებით
სკის ძირებზე ბადედ რა მასალას ხმარობთ მღეღნელებისგან რომ იყოთ დაცული?

რას იტყვით სტანდარტად რატოა მიღებული ძირის მთელ სიგრძეზე ამოჭრა და ბადის დაფენა?
არის მოსაზრება რომ ამ ბადეზე სიარულით ფუტკარს ფეხის კალათები უზიანდებაო და მტვერი ცვივაო. ამ მოსაზრებით უმჯობესი არ იქნებოდა ძირი ამოიჭრას 1/3-ზე საფრენის საპირისპირო კედლისკენ. წესით საკმარისი უნდა იყოს ნესტის გამოსადევნად, და ფუტკარს სამოძრაოდ დარჩება 2/3 და ჩარჩოზე ასვლასც შეძლებს

Posted by: Dr.Kostava 23 Feb 2018, 10:46
QUOTE (bes_ka888 @ 23 Feb 2018, 02:25 )
Dr.Kostava

კახეთში ეს ფასებია 250 დან 300 ოჯახის მდგომარეობას გააჩნია, თუმცა შეგუძლია ამანათ ნაყრები იყიდო (3 ცალი მოგივა 300 ლარში)

გასაგებია, გაიხარე მეგობარო.............

Posted by: bes_ka888 23 Feb 2018, 13:20
დღეს პონოპლასტი ვიყიდე და ხვალიდან
სკების მზადებას ვიწყებ, წებოს რას მირჩევთ? რომელოა ყველაზე კარგი?

Posted by: vixn 23 Feb 2018, 14:40
bes_ka888
გერმეტული და 70 მმ იანი შურუფი, ასე ვხმარობ.

Posted by: userman 23 Feb 2018, 18:10
bes_ka888

შურუფი იხმარე და წებო არ დაგჭირდება . თუ მაინცდა მაინც არ დაგიშლია წებო -ემულსიაც წავა თეთრი ფერისა , რომაა ...

Posted by: bes_ka888 23 Feb 2018, 23:30
userman
vixn

მადლობა ბიჭებო შურუპი მააქ და წებოთინმინდა დაზღვევა პირველად ვაკეთებ და არ მინდა რაიმე შეცდომა დაუშვა,

Posted by: vixn 23 Feb 2018, 23:56
bes_ka888
პენოპლექსი რა სისქე და სიმკვრივე აქვს?

Posted by: loki90 24 Feb 2018, 01:25
მე პვა წებოთი და შურუპებით ავაწყე შარშან და კარგად უძლებს ჯრრჯერობით ყველაფერს.
* * *
ori futkris ojaxi myavs. amjamad orive ojaxi sadgac 7-7d charchozea
magram erti ojaxi ufro dzlieria vidre meore meti futkaria da ufro aktiurad mushaoben.
mokled dges kargi amindia da datvaliereba gadavwyvite da im ufro sust ojaxshi "bartyi" dzirs eyara anu am larvas ukve futkris ieri qonda magram ganuvitarebeli mokvda da skastanac davafiqsire ramdenime etyoba skas rom asuftaveben garet gaaqvt.
tviton charchozec vnaxe mkvdari futkari ramdenime gamouchekavi anu tavi chanda da cocxali ar iyo...
meore dzlier ojaxshi egeti ragac ar xdeba yvelaferi rigzea da tviton skac shedarebit ufro suftaa. ra gavaketo? ar vici ra chirt da ra zomebi miviho da iqneb damexmarot. winaswar didi madloba.

Posted by: vixn 24 Feb 2018, 14:55
loki90
შენი სიტყვებიდან გაცივებულ ან ტკიპით გამოფიტულ ბარტყს გავს, უფრო ტკიპა მგონია, ზუსტად დაწე რამდენი - ფუტკარი, ბარტყი, თაფლი არის ოჯახში.გამოყრილი ბარტყი როგორ არის განვითარებული, ფრთები ადგილზე აქვს, კიდურები?

Posted by: loki90 24 Feb 2018, 15:14
vixn
სუსტ ოჯახში 6 ჩარჩოზეა სადღაც ფუთკარი. თაფლი ბლოთან ააქვთ. ახალი დადებული ბარტყი არაა. რაც არის დაბეჭდილია და ზოგი გახსნილი და მკვდარი ფუტკარის თავი ჩანს შიგნით. სკასთან დავათვალიერე ეხლა და ზოგს აქვს ფრთები ზოგს არა. კიდურები ყველას აქვს.
ძლიერ ოჯახს საეღთოდ არცერტი არ ყავს ეგეთი. და იმას ცოტა რაოდენობის ახალი დადებული ბარტყიც ყავს.
ეხლა ქალბატონ ვენერას დავურეკე და სიცივეების გამო იქნებაო ეგო ღამე ვერ გაათბესო ალბათო და შეავიწროვეო უფროო ის სუსტი ოჯახიო. მარა თაფლიან ჩარჩოებს რა ვუყო სად წავიღო არ ვიცი biggrin.gif ზოგი ერთი ისეტია 4-5 კილოიანი იქნება biggrin.gif

Posted by: bes_ka888 24 Feb 2018, 15:52
vixn
5 სმ სისქე და დაპრესილი როგორც ყველა 32 ატმოსფერო

Posted by: vixn 24 Feb 2018, 16:29
loki90
ინტერნეტში ნახე ბლინოვის მეთოდი და ზუსტად გააკეტე, ყველაფერი გასაგებადაა, თუ ვერ გაიგო, აქ ვართ.
bes_ka888
სად იყიდე? რა ფასად 1 შეკვრა?

Posted by: bes_ka888 25 Feb 2018, 02:46
vixn

დიდუბეში გორგოა დიდი სავაჭრო ქსელია კროვინის ხერხი და დრელი ვიყიდე და ხელს პენოეპლასტიც გამოვაყოლე მაგრამ დღეს პენოპლასტის სკები და ჩემს მიერ შეძენილი პენოპლასტი დავაზომე (სისქეში) ანუ სკების ზომა (პენოპლასტი) 4 სმ არის და მე რაცც ვიყიდე 5 სმ
1 ლისტში 9,30 ლარი 5 სმ და ცოტა თხელიც იყო 8 ლარის ფარგლებში(ჩემი სკები რა ზომისაცააა 4 სმ) 8 და რაღაც არ დავაკვირდე ფასსს და 3 ლისტი 1 სკას ყოფნის, ანუ 28 ლარი პენოპლასტში გადავიხადე და ძვირი მივეცი,

Posted by: vixn 25 Feb 2018, 09:08
bes_ka888
ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე არის მაგათი ბაზა , შედარებით დაბალი ფასია, 5 სმ იანი 7 ლარი გამოდის, ოღონდ ერთი შეკვრა მინიმუმ უნდა იყიდო ( 65 ლარი ღირს.),

Posted by: bes_ka888 25 Feb 2018, 15:07
vixn

და რამდენი კვადრატულია? ეგ1 შეკვრა? მე მაქ თერმული სკები და მათი სისქე 4 სმ არის ესენი არ გამომადგება სკისთვის,(საკვებურებს დავამზადებ) user posted image

Posted by: godblessamerica 25 Feb 2018, 21:19
ეს კარგი გვერდია ქარტველი მეფუტკრეების ფეისბუკზე: https://www.facebook.com/groups/1847490668857367/

Posted by: vixn 25 Feb 2018, 23:35
bes_ka888
რატომ არ გამოდგება, თხელია თუ რა ჭირს?

Posted by: bes_ka888 26 Feb 2018, 10:30
არა პირიქით ანმეტანი სქელია (დაშურუპება იქნრბა პრობლემატიური) დროთა განმავლობაში მოირყევა,

Posted by: m-kasper 26 Feb 2018, 14:04
bes_ka888
QUOTE
ხელს პენოეპლასტიც გამოვაყოლე

პენო პლასტი თუ პოლისტიროლი?
ფუტკარი არ ღრღნის ამ პენოპლასტს ან პენოპოლისტიროლს? თუ შიგნადან ფანერას აკეთებთ დაცვის მიზნით?

Posted by: vixn 26 Feb 2018, 19:50
m-kasper
ზოგადად ეძახდნენ პენოპლასტს, რეალურად სხვა შემადგენლობა და თვისებები აქვს. სადედოფლო ნუკებს ვაკეთებთ პენოპოლისტიროლით, 3 სმ სისქის, მაგრამ სავარაუდოდ 2 სმ იც ეყოფა. სურათი ჩემი არაა.

Posted by: bes_ka888 26 Feb 2018, 19:51
QUOTE (m-kasper @ 26 Feb 2018, 14:04 )
bes_ka888
QUOTE
ხელს პენოეპლასტიც გამოვაყოლე

პენო პლასტი თუ პოლისტიროლი?
ფუტკარი არ ღრღნის ამ პენოპლასტს ან პენოპოლისტიროლს? თუ შიგნადან ფანერას აკეთებთ დაცვის მიზნით?

სავაჭრო ქსელში პენოპლასტი რომ ვიკითხე მომცეს ეს მასალაsmile.gif)) დასკვნა ე.ი. პენოპლასტია smile.gif)))
დაღრღნას რაც შეეხება
https://youtu.be/SeZh7dCFrwY საკვებურზე ვსაუბრობ მაგრამ შიგნიდან ჩაანს “შპალიერივით” რაღაც ცელოვიდია აკრული (შიგნიდან გვერდებზე) თუმცა მაინც არაფერს არ ერჩუს ფუტკარი, სხვათაშორის 4 ჩარჩო ფუტკარმა გამოუძზამთრა,

Posted by: vixn 26 Feb 2018, 21:04
bes_ka888
კარგი ნამუშევარია, ძირზე სეტკას თუ გაადიდებ, უკეთესი იქნება, რითი ჭრი?,

Posted by: userman 26 Feb 2018, 21:06
bes_ka888

მოკლედ იმედები უნდა გაგიცრუო, მაგ მასალას ეგრეთ წოდებულ კარბონს ფუტკარი ღრღნის, თუმცა სანამ ბოლომდე გაღრღნის კი მოუნდება 5 წელი smile.gif .
მაგრამ ჯობია ფანერა ამოაკრა .

ყველაფერს თავი , რომ დავანებოთ გადატანას ანუ მთაბარობას მაგ სკებით არ აპირებ იმედია . თორემ შეგბარდება ხელებში smile.gif

Posted by: bes_ka888 26 Feb 2018, 22:24
vixn
მე არ დამიმზადებია 60 ლარად ვიყიდე ამ ზამთარს, ისე კროუნები როა და ხელის ხერხები მაგით ჭრიან, მე რომ დავამზადებ სეტკას უეჭვეული გაუდიდებ,
userman
ძირზეც ვფიქრობ ის ცელივიდის შპალიერი დავაწებო
ტრანსპორტირებას რაც შეეცება ამ ზაფხულს ვნახე მარშუტკაში ჰქონდა ტიპს ერთმანეთზე 3 ცალი ედო და ბოლო მესამე სკოჩით იყო გადაკრული, ისე მაგ სეტკებს საშეღავათო ფასსში სად ვიყიდი? ძირზე რაცაა?

Posted by: vixn 26 Feb 2018, 22:55
bes_ka888
საკანცელარიო დანით ვჭრი, ცოტა მიჭირს. როგორია ხელია ხერხი და კროუნი?

Posted by: bes_ka888 26 Feb 2018, 23:56
user posted image

ესეც გორგიაში ვიყიდე 200 ლარად

Posted by: m-kasper 27 Feb 2018, 09:34
vixn
bes_ka888
გაიხარეთ პსუხისთვის
ბესკა ფანერა რომ ამოაკრა ტრანსპორტირებას უკეთ აიტანს, უფრო მეტად შეკრული და მყარი გამოვა, თან ფუტკარ არ გაღრღნის.
ყველაზე დადებითი კი ის ექნება რომ მსუბუქი და თბილია smile.gif
წარმატებები
* * *
გამოცდილამ მეფუტკრეებმა იქნებ მირჩიოთ
საზამთრო შევიწროებისას ტიხარს გარეთ დარჩენილი ჩარჩოდან ხო შეაქვს ფუტკარს ბუდეში თაფლი და მაინტერესებს ამ ეტაპზეც რომ იგივენაირად ტიხარს გარეთ დავუტოვო თაფლიანი ჩარჩო (ბუდიდან ამოვაცალე რომ ნაადრევი გაფართოება არ გამოვიდეს) საჭიროების შემთხვევაში ხო უნდა შეიტანოს ტაფლის შიგნით ბუდეში?

Posted by: vixn 27 Feb 2018, 23:08
m-kasper
სწორად მსჯელობ, ოღონდ თბილი ტიხრები გაუკეტე და გადაბეჭდილი ფიჭა აუთალე.

Posted by: ქუთაისელი 28 Feb 2018, 01:20
ქუთაისსთან ახლოს სოფელ მაღლაკში მყავს 5 ძირი ფუტკარი, აკაციითაა სავსე ეს სოფელი, მაგრამ ერთმა მეფუტკრემ მითხრა მანდ ქარი იცის ხშირად და ვერ გაამართლა ჩემმა ფუტკარმა (რაიონიდან ყავდა ჩამოყვანილი ფუტკარი )
ჩემთვის პირველი წელია და ვერ გადავწყვიტე რა ვქნა, ვიყო ამინდის იმედად თუ დაუჯერო იმ მეფუტკრეს.
პ.ს ქარი მართლა ხშირად იცის

Posted by: vixn 28 Feb 2018, 07:56
ქუთაისელი
ქარი ყველა შემთხვევაში პრობლემაა , თუმცა თუ სხვაგან ვერსად მიგყავს შეიძლება შეამცირო უარყოფითი გავლენა - მაღალი ღობე, ხშირი ნარგავები, ქარსაცავი ზოლი და ასე შემდეგ. ქარი აშრობს ნექტარს ყვავილში, ამიტომ არ მოეწონა შენ ნაცნობს, მაგრამ მცირე საფუტკრე შეგიძლია წარმატებით შეინახო და მოსავალიც მოგცეს, ოჯახს ეყოფა თავისუფლად.

Posted by: bes_ka888 28 Feb 2018, 12:23
ნუკლეუსებიში რა მეთოდით სხავთ ფუტკარს?

Posted by: Tim74 28 Feb 2018, 12:40
დაააააა, დაცხა დღეს კაპიტალურად 20 გრადუსს გვპირდებოდნენ და არის კიდევაც.

Posted by: ქუთაისელი 28 Feb 2018, 17:29
QUOTE (vixn @ 28 Feb 2018, 07:56 )
ქუთაისელი
ქარი ყველა შემთხვევაში პრობლემაა , თუმცა თუ სხვაგან ვერსად მიგყავს შეიძლება შეამცირო უარყოფითი გავლენა - მაღალი ღობე, ხშირი ნარგავები, ქარსაცავი ზოლი და ასე შემდეგ. ქარი აშრობს ნექტარს ყვავილში, ამიტომ არ მოეწონა შენ ნაცნობს, მაგრამ მცირე საფუტკრე შეგიძლია წარმატებით შეინახო და მოსავალიც მოგცეს, ოჯახს ეყოფა თავისუფლად.

2kiss.gif
გასაჭიმი ბადე სეტკა მაქ ნანახი, რომელიც ქარს ჭრის და ძალას აკარგვინებს, სკებს რო შემოვაკრა ღობის ვარიანტში საიდანაც უბერავს იმ მხრიდან ექნება აზრი?

Posted by: userman 28 Feb 2018, 20:33
ქუთაისელი

მარტო სკებს არ უშველის ბადე , აკაციებსაც უნდა შემოარტყა , მაგრამ ფუტკარი როგორ შეძვრება და გამოძვრება მაგას ვეღარ გეტყვი smile.gif .

Posted by: gig55 28 Feb 2018, 20:41
რამდენი ჯდება პენოპლასტით ერთი ყუთის დამზადება

Posted by: bes_ka888 28 Feb 2018, 22:53
gig55
ჩემუი გამოთვლით 45-50

Posted by: vixn 28 Feb 2018, 23:00
bes_ka888
ახლა დავბრუნდი საფუტკრიდან, მაგრად არის განვითარებული. ძაან დავიღალე, დაწვრილებით ხვალ დავწერ.

Posted by: ქუთაისელი 28 Feb 2018, 23:28
ბევრი მეფყტკრე ხმარობს ცრლოფანს სკის თავზე გადასაფარებლად, რა რეკომენდაციას გაუწევდით?
ისე პრაქტიკული მეცვენება, მე ტომარას ვხმარობ.

Posted by: ghurbela 28 Feb 2018, 23:54
სალამი მეგობრებო smile.gif თქვენი აზრი მაინტერესებს კარგია თუარა მდგნალის ხეები საფუტკრის გარშემო? დღეს ჩავარჭე ათამდე ტოტი ვნახოთ რას იზამენ smile.gif
* * *
user posted image
.......................

Posted by: vixn 1 Mar 2018, 00:14
ქუთაისელი
ცელოფნის გამოყენება ვენტილაციის სათანადო მოწყობას მოითხოვს, ძირითადად იყენებენ ძირზე სეტკის დროს.
ghurbela
მშვენიერი ადრეული მტვერის და ნექტარის წყაროა, რაც მეტი მით უკეთესი. ტოტით იხარებს?

Posted by: bes_ka888 1 Mar 2018, 01:13
vixn
მეც ერთი სული მაქ საგაზაფხულო არდადაგები მეწყება, და ჩავალ ჩემ ფუტკრებთან,,,,,

Posted by: ghurbela 1 Mar 2018, 14:28
vixn
კი შარშან ტოტით ვახარე 1 ცალი... წყალი უნდა უსხა და იხარებს.

Posted by: Shavlegoo 1 Mar 2018, 16:08
QUOTE (bes_ka888 @ 23 Feb 2018, 02:25 )
Dr.Kostava

კახეთში ეს ფასებია 250 დან 300 ოჯახის მდგომარეობას გააჩნია, თუმცა შეგუძლია ამანათ ნაყრები იყიდო (3 ცალი მოგივა 300 ლარში)

თქვენ თუ ყიდით ამანათებს? რომელ რაიონში გაქვთ საფუტკრე?

Posted by: m-kasper 1 Mar 2018, 16:29
vixn
QUOTE
სწორად მსჯელობ, ოღონდ თბილი ტიხრები გაუკეტე და გადაბეჭდილი ფიჭა აუთალე.

კობა გაიხარე რჩევისთვის
QUOTE
ცელოფნის გამოყენება ვენტილაციის სათანადო მოწყობას მოითხოვს, ძირითადად იყენებენ ძირზე სეტკის დროს.

თუ არ დაგეზარება შეგიძლია აგვიხსნა ვენტილაციის სათანადო მოწყობაში რას გულსიხმობ?
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ძირზე თუ არის ბადე გაკრული და შემოდის ჰაერის ცივი ნაკადი, ჰაერის თბილი ნაკადი ადის ზემოთ სადაც ცელოფანია და თუ იქ გადახსნილი არ არის რომ თბილი ჰაერი გავიდეს გამოიწვევს კონდენსაციას და ნესტს. არადა რაც მინახავს ვიდეოები ცელოფანის გამოყენებაზე თითქმის ყველას სრულად აქვს გადაფარებული.
მე მაგალითად დამინესტიანდა სკები, გავაკეთე ძირებზე 20X25 ზომის ბადე, საფარებლად ვხმარობ ტომარას (მეშოკს და სამწუხაროდ არც ეს სუნთქავს) და ბოლო ჩარჩოზე (ტიხარზე) გადაკეცილი მაქვს ბუდის მხარეს რომ ბოლო ჩარჩოსა და კედელს შორის სივრცე გამოყოფილი არ გამოვიდეს და თბილი ჰაერის ზემოტ დაძვრის შემთხვევაში ადვილად ავიდეს სახურავში და სახურავის საჰაეროებში.
რამე დამატებითი ჭირდება ჩემი სკების ვენტილაციას?
ქუთაისელი
QUOTE
მე ტომარას ვხმარობ.

ტომარაც არ ატარებს ჰაერს (არ სუნთქავს) და ტან ყოველ წელს უნდა ცვლა, მზეზე იწვება და იძენძება და ფუტკარს მუშაობა უწევს წვრილი ძაფების გამოსატანად

Posted by: vixn 1 Mar 2018, 22:55
m-kasper
ორპირი ქარი არ უყვარს ფუტკარს და არაფერს ცოცხალს, შესაბამისად თუ ქვემოდან სეტკაა, ზემოთ დახურული უნდა იყოს, ჰაერის ნაკადი რომ შემცირდეს. მე ბალიში - გადასაფარებელი არ მაქვს (რუტი ), ფუტკარი დინდგელით არეგულირებს ჭერზე მაგ საქმეს, ოღონდ ძლიერი ოჯახები აუცილებელია. სკაზე როა გვერდით მიყუდებული, მაგია ჩემი ბალიში და მუთაქა. ძირზე სეტკა.

Posted by: bes_ka888 2 Mar 2018, 00:16
QUOTE (Shavlegoo @ 1 Mar 2018, 16:08 )
QUOTE (bes_ka888 @ 23 Feb 2018, 02:25 )
Dr.Kostava

კახეთში ეს ფასებია 250 დან 300 ოჯახის მდგომარეობას გააჩნია, თუმცა შეგუძლია ამანათ ნაყრები იყიდო (3 ცალი მოგივა 300 ლარში)

თქვენ თუ ყიდით ამანათებს? რომელ რაიონში გაქვთ საფუტკრე?

ლაგოდეხი


სამწუხაროდ მე არ ვყიდი, თუმცა შემიძლია გაშოვინოთ,

Posted by: laveraki 2 Mar 2018, 08:16
vixn
კობა ბოლო რამკა რატოა სხვაფერი? რაღაც რუსულ დიაფრაგმას გავს.

Posted by: m-kasper 2 Mar 2018, 09:22
vixn
გაიხარე კობა
პ.ს.
მოთოვა გუშინ, არადა გაზაფხულია თითქოს

Posted by: bes_ka888 2 Mar 2018, 19:34
m-kasper
საად კაცო?

ვისაც პენოპლასტი გაინტერესებთ დღეს ვიყავი დომინოში (ისთპოინტი) პენოპლასტი ვიყიდე სისქის 4სმ თითო ცალში 7,40 ლ 3 ცალი ერთ სკას (დადანს) ეყოფა

Posted by: Shavlegoo 2 Mar 2018, 20:02
bes_ka888
დიდი მადლობა. ლაგოდეხი ჩემი დედულეთია და ხშირად ჩამოვდივარ. ტელეფონს თუ მომცემთ (გინდა პირადში) შემოგეხმიანებით.

Posted by: ghurbela 2 Mar 2018, 22:37
მეფუტკრეებო ძაან ,,ჩაინიკურ'' შეკითხვას გისვამთ მაგრამ უნდა მაპატიოთ smile.gif დამწყები ვარ, ხოდა რა მაინტერესებს ფუტკარი ხო ბოთლში ჩასხმული წამლით იწამლება და ამ ბოთლის თავსახურს რამდენ მილიმეტრიანი ნახვრეტი უნდა გავუკეთო?

Posted by: vixn 2 Mar 2018, 23:40
laveraki
წაბლის ფიცრისგან გათალა მამაჩემმა ნაჯახით, ზომები არ უვარგა, მაგრამ როგორც ხსოვნას ვინახავ.
ghurbela
დაანებე ჯერჯერობით თავი ბოთლს, 20 მლ იანი შპრიცები იხმარე, როცა დრო გექნება ივარჯიშებ . 1 მმ ნახვრეტი.

Posted by: bes_ka888 3 Mar 2018, 00:11
Shavlegoo
დასამალი არსად არაფერი მაქ 598959888 ბესო

Posted by: ghurbela 3 Mar 2018, 18:27
vixn
ბოთლით რატომ არ შეიძლება?

Posted by: vixn 3 Mar 2018, 20:45
ghurbela
ვერ მოზომავ რამდენი ჩაასხა, მერე გაზაფხულზე იკითხავ, სად წავიდა ფუტკარი? მე ხომ წამალი მივეცი. თუ გინდა ინტერესისთვის, გახვრიტე, ჩაასხი 100 მლ ი, დაითვალე რამდენ ფშიკზე დაცლი, თუ 10 ზე მეტი ან ნაკლები, თავიდან დაიწყე, როცა მაგას გააკეთებ, მერე 1 ლიტრი ჩაასხი და 100 შესხურებაზე უნდა დაიცალოს, მერე 2 ლიტრი 200 ზე. როცა აცილება 2 ლიტრზე 50 მლ ზე ნაკლები იქნება, შეგიძლია ფუტკარზე გადახვიდე.

Posted by: ghurbela 3 Mar 2018, 20:58
vixn
გასაგებიაა.
......................

Posted by: bes_ka888 4 Mar 2018, 10:22
ბიჭებო პენოპლასტირით შევღებო ზაფხულში მზეზე დაიწვება,

Posted by: userman 4 Mar 2018, 13:03
bes_ka888

აჯობებს , შეღებვა.

Posted by: bes_ka888 4 Mar 2018, 16:16
userman

ხოდა რომელი კრასკა აჯობებდა?

Posted by: vixn 4 Mar 2018, 16:58
bes_ka888
აკრილი+ თხევადი მინა, ან ემალი 115.

Posted by: Tim74 4 Mar 2018, 19:17

bes_ka888
QUOTE

ხოდა რომელი კრასკა აჯობებდა?


"თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო" ქუთაისის ერთდროს ცნობილ, საღებავების(ლითოფონის) ქარხანას დღესაც აწერია. ყოველ გავლაზე და დანახვაზე მეცინება, ყველაზე ლაკონური ზუსტი და ქართული რეკლამა. ამასთან რეალობას შეესაბამება, მოკლედ ბევრი მისინჯავს რუსულიც უცხოურიც მაგრამ ერთერთი კარგია მათ შორის. მე მომწონს, ზეთზე-ოლიფაზე დამზადებული საღებავია

Posted by: vixn 4 Mar 2018, 21:00
Tim74
საღებავსრა ქვია, ვერ მივხვდი? თურაშაული?

Posted by: bes_ka888 4 Mar 2018, 22:09
vixn
მსხლის სახეობაა smile.gif))))
და ეს თხევადი მინა სახელია? თუ

Posted by: vixn 4 Mar 2018, 22:54
ქართულად მასე ქვია, ხელოსნები " жидкое стекло " ეძახიან.

Posted by: Shavlegoo 5 Mar 2018, 00:10
bes_ka888
ზოგადად პენოპოლისტიროლისთვის გამოიყენება პოლიმერული წებოები. წებოები რომლებიც დამზადებულია აცეტონზე, ან სხვა ანალოგიურ გამხსნელებზე არ გამოდგება, რადგან რეაქციაში შედის და წვავს. მე გამოვიყენე ორი სახის წებო. ხის თეთრი წებო "ПВА" და აკრილზე დამზადებული "Жидкий гвоздь". ძირითადად ვიხმარე ხის წებო. თავის დაზღვევის მიზნით, შეწებების გარე მხარეს კიდეებზე ვიხმარე აკრილის წებო, რადგან წყალს არ ატარებს და ღებვასაც ექვემდებარება. რაც შეეხება შეღებვას, გამოვიყენე წყალემულსიის ფასადის წებო-საღებავი. ფუტკარმა რომ არ დაღრღნას, გამოვაკარი წებოვანი "შპალიერი". რუსულ საიტებზე წებოვან ფოლგასაც აკრავენ. ამ მიზნით ზოგი ფანერასაც აკრავს. მე მეფუტკრეობის არავითარი გამოცდილება არ მაქვს, სკები შარშან ზაფხულში გავაკეთე. საღებავი დღემდე ახალივითაა. შიგნიდან ფუტკრისგან დაზიანენის კვალი არ შემინიშნია.

Posted by: bes_ka888 5 Mar 2018, 01:02
Shavlegoo

მადლობა დეტალური ინფორმაციისთვის, დროს როგორც კი მოვიხელთებ შეუდგები დამზადებას, შედეგებსაც თავისთავად დავდებsmile.gif))

Posted by: Tim74 5 Mar 2018, 08:06

QUOTE
საღებავსრა ქვია, ვერ მივხვდი? თურაშაული?

QUOTE
მსხლის სახეობაა ))))


ე ბიჭო ბიჭო! აბელი, არქიფო, პოლიევქტი, კალისტრატე, აბესალომ- სახელს რა მნიშვნელობა აქვს შე კაცო biggrin.gif , "ქუთაისის კრასკა" და "ვსიო". მშვენივრად გაიგეთ ახლა მაგი თქვენ, ფუტკრის პროდუქტებით ნაკვები ხალხი მაინც არ იყოთ. პროდუქტი ქართულია+უცხოურს არ ჩამოუვარდება ჯობია კიდეც+ეხმარები ჩვენ წარმოებას. რეკლამაზე კარგი ქართული ანდაზაა მორგებული გაგაღიმებს, ესაა სულ. არც მსხალი არც პანტა და არც ჩამიჩი ისე
lol.gif lol.gif

Posted by: m-kasper 5 Mar 2018, 10:20
bes_ka888
QUOTE
საად კაცო?

ახალციხეში მოთოვა ბესო, მართალია ორ დღიანი თოვლი იყო მაგრამ მაინც გაზაფხულის პირველ დღეს თოვლი მოგვივიდა smile.gif

Posted by: vixn 5 Mar 2018, 17:17
Tim74
ვერაფერი ვერ გავიგე, რას ქვია " ქუთაისის საღებავი", ასე აწერია?

Posted by: userman 5 Mar 2018, 18:29
vixn

რა ვერ გაიგე კაცოო ? smile.gif ანდაზის შინაარსი (თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო) ?

ანუ როცა ქუთაისის საღებავების ქარხანა მუშაობდა . ერთ-ერთ საუკეთესო საღებავს ამზადებდა კავშირის მაშტაბით . და ლოზუნგივით ჰქონდათო , რომ ჩვენი შინაური საღებავი სჯობია გარეულსო biggrin.gif .

გეიგევი ახლაა ? მე კახელმა გავიგე და შენ,იმერელმა, ვითომ, რატომ ვერ უნდა გაიგო ? smile.gif

ისე ძველად მართლაც ხარისხიან საღებავს ამზადებდა ქუთაისი . იატაკი სულ ქუთაისის საღებავებით იღებებოდა.

Posted by: nikolino 5 Mar 2018, 18:37
მოგესალმებით მეფუტკრეებო, რუტის ახალი სკების (სასურველია ხის იყოს და არა ფანერის) და შესაბამისად პაკეტების შეძენა მინდა. ვინ გაყიდის და რა ფასად?

Posted by: vixn 5 Mar 2018, 19:17
userman
გავიგე, " რაც მაგრები ვართ, იმერლები ....", მაგრამ ჩვენი კოლეგა ამბობს ახლაც გამოდისო, ეგ მაინტერესებს, თუ ასეა?
nikolino
რამდენი კომპლექტი გაინტერესებს, და სად ხარ ტერიტორიულად?

Posted by: Tim74 5 Mar 2018, 19:20

QUOTE
რა ვერ გაიგე კაცოო ?  ანდაზის შინაარსი (თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო) ?

ანუ როცა ქუთაისის საღებავების ქარხანა მუშაობდა . ერთ-ერთ საუკეთესო საღებავს ამზადებდა კავშირის მაშტაბით . და ლოზუნგივით ჰქონდათო , რომ ჩვენი შინაური საღებავი სჯობია გარეულსო  .

გეიგევი ახლაა ? მე კახელმა გავიგე და შენ,იმერელმა, ვითომ, რატომ ვერ უნდა გაიგო ? 

ისე ძველად მართლაც ხარისხიან საღებავს ამზადებდა ქუთაისი . იატაკი სულ ქუთაისის საღებავებით იღებებოდა.

up.gif up.gif up.gif up.gif
PF 115ია ჩვეულებრივი, შ.პ.ს. ლითოფონი 2012 უშვებს ახლაც, დაფარვა, შრობა, ხარისხი ძალიან კარგია ჩემი აზრით. მახსოვს უკრაინულ საღებავებს ვადარებდი და ის 1-2წლით ადრე გამოხუნდა და აიქერცლა, ერთდაიმავე სიმშრალის მასალიდან.


Posted by: nikolino 5 Mar 2018, 19:23
QUOTE
რამდენი კომპლექტი გაინტერესებს, და სად ხარ ტერიტორიულად?

4 კომპლექტი მაინც. ტერიტორიულად თბილისში, მაგრამ გარშემო ვერ მოვიძიე რუტის ჩარჩოზე ფუტკარი. ბევრმა მგონი სკების ნაირსეხეობაც არ იცის, ვინც ფუტკარს ყიდის აქეთ.

Posted by: vixn 5 Mar 2018, 19:32
Tim74
მასე შე კაცო, საღებავები არაფერი ვიცი, უნდა ამიხსნა როგორც ოროსანს.
nikolino
შოვნით იშოვი, მე რუტი მყავს 40 წელია, შორს ვარ , იმერეთში. არაა მაინდამაინც გავრცელებული.

Posted by: Tim74 5 Mar 2018, 19:33
იმ ძველი ქარხნის წინ აქვთ ერთი პატარა მაღაზია, ყიდიან 2, 3, 15 და 25 კილოიანი ვედროებით.

Posted by: nikolino 5 Mar 2018, 19:37
QUOTE
შოვნით იშოვი, მე რუტი მყავს 40 წელია, შორს ვარ , იმერეთში. არაა მაინდამაინც გავრცელებული.

თუ ვერ ვიშოვი აქეთ, ჩამოგაკითხავთ მაქეთ. მეფუტკრეობას ვიწყებ წელს და სერიოზულად მაქვს გადაწყვეტილი, ამიტომ მინდა ბარემ რუტით დავიწყო. თქვენგან ვიცი, წამიკითხავს აქ, ადვილია რუტის სკის მოვლაო, მსუბუქიაო და ბევრისგან გამიგია ვისაც დადანი ყავდა, რუტზე გადადიან. smile.gif

Posted by: vixn 5 Mar 2018, 22:14
nikolino
აბა შენ იცი, არ გადაიფიქრო, რა მნიშვნელიბა აქვს სად იყიდი, მანდ ჯობია, მოგეხმარება თუ წესიერი მეფუტკრეა.

Posted by: bes_ka888 5 Mar 2018, 22:46
user posted image
უკვე ამერიკაშია დაახლივებით 1- 2 კვირაში ჩამომივა, რას იტყვით ამ სადედე გალიებზე?

Posted by: ghurbela 6 Mar 2018, 00:09
აწყობილი მავთულგაყრილი ჩარჩო 2 ლ ხო ძაან ძვირია? პ.ს ფუტკარაში ვიყიდე 10ც და ძალიან ვნანობ...

Posted by: vixn 6 Mar 2018, 00:31
bes_ka888
გალიები კარგია, ფასი ძვირია, ალიექსპრესს აქცია ქონდა 100 ცალი 17 $ ად.
ghurbela
თუ იყიდე რაღას ნერვიულობ. .აწი შენ გააკეთე.

Posted by: irakl06 8 Mar 2018, 23:28
Shavlegoo
პენოპოლისტიროლისთვის სკებს რამდენად ეგუება ფუტკარი? გატანა გადმოტანას თუ იტანს? ადვილად ხომ არ ზიანდება?

Posted by: vixn 9 Mar 2018, 16:54
irakl06
ეგუება მეტ ნაკლებად, თუ ფინური სკის " ბი-ბოქს" ს ზუსტად გაიმეორებ( ძაან გაგიჭირდება ), ივარგებს. ადგილობრივი წარმოების სკები ძირითადად ხარისხით მოიკოჭლებს.

Posted by: ikomus 9 Mar 2018, 23:08
მე ვიყიდე პენოპლასტის 2 სკა. საცდელად და ფუტკარმა შიგნიდან სულ დაღრღნა
* * *
QUOTE (m-kasper @ 26 Feb 2018, 14:04 )
bes_ka888
QUOTE
ხელს პენოეპლასტიც გამოვაყოლე

პენო პლასტი თუ პოლისტიროლი?
ფუტკარი არ ღრღნის ამ პენოპლასტს ან პენოპოლისტიროლს? თუ შიგნადან ფანერას აკეთებთ დაცვის მიზნით?

მე 2 სკა ვიყიდე პენოპლასტის და შიგნიდან სულ დაღრღნეს და

Posted by: irakl06 10 Mar 2018, 23:42
ikomus
შიგნიდან არაფერი ქონდა გამოკრული?

Posted by: bes_ka888 11 Mar 2018, 04:25
ikomus

ჩემ სკეპს შპალიერივით რაღაც ცელოვიდი აქვს,




user posted image
user posted image
ხარისხიანი ფოტო ვერაა, ნუ მოკლედ რაშია თემაsad.gif(( ვიყიდე ეს კროწინის “ჩებურეშკა” ხერხი და პენოპლასტს ვერ ვაჭრევინებ ცხელდება და აგდებს მაღლა გაჭრის პროცესსში, თანაც ფოტოებს თუ დააკვირდებით შეამჩნევთ მიმწვარ პენოპლასტს, ეს ერთი ვერიანტი ჩაიფუშა, მოგვიანებით მეორეს ვცდი ცხელ სპირალს,

Posted by: vixn 11 Mar 2018, 14:03
bes_ka888
ცხელი სპირალი უფრო მუშაობს, რუსულ საიტებზე მინახავს. ძაან სქელი ხომ არაა პენოპლექსი?

Posted by: bes_ka888 11 Mar 2018, 14:52
vixn
3,8 სმ ანუ 4 ამდე რაა, ხო სპირლი ნაღდია ( თანაც თითები შეგრჩება) smile.gif)))

Posted by: vixn 11 Mar 2018, 17:48
bes_ka888
30 მმ საკმარისია, თითები მართლა გამოგადგება.

Posted by: ikomus 11 Mar 2018, 19:44
QUOTE (ikomus @ 9 Mar 2018, 23:08 )
მე ვიყიდე პენოპლასტის 2 სკა. საცდელად და ფუტკარმა შიგნიდან სულ დაღრღნა
* * *
QUOTE (m-kasper @ 26 Feb 2018, 14:04 )
bes_ka888
QUOTE
ხელს პენოეპლასტიც გამოვაყოლე

პენო პლასტი თუ პოლისტიროლი?
ფუტკარი არ ღრღნის ამ პენოპლასტს ან პენოპოლისტიროლს? თუ შიგნადან ფანერას აკეთებთ დაცვის მიზნით?

მე 2 სკა ვიყიდე პენოპლასტის და შიგნიდან სულ დაღრღნეს და

შიგნიდან გამოკრული არაფერი ქონდა. შესაძლოა ჩემი კომენტარი არ მოეწონოს დამამზადებელს მაგრამ რუსთავში შევიძინე და ძალიან უკმაყოფილო ვარ ფაქტიურად 2 სკაში 120 ლარი ვიზარალე

Posted by: ghurbela 11 Mar 2018, 19:45
ikomus
ლექსო ნასუაშვილისგან იყიდეთ? smile.gif

Posted by: ikomus 11 Mar 2018, 19:47
არ ვიცი მაიმარკეტზე ვნახე და თვითონ გამომიგზავნა კახეთში ლურჯი ფერია

* * *
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11175387/ სავარაუდოდ ამ პიროვნებიდან.
* * *
ახლა შევამჩნიე შიგნიდან დეესპე ამოკრული აქვს ცოტა დაუხვეწია შარშან მხოლოდ პენოპლასტი იყო

Posted by: ghurbela 11 Mar 2018, 20:02
vixn
შემდეგი შეკითხვა მაქვს თქვენთან biggrin.gif , ეხლა მე მყავს ერთი ოჯახი 6 ჩარჩოზე და ჩვეულებრივად ვითარდებიან ბარტყიც არის და კვერცხიც. ხოდა რავი ესეთი ოჯახი პროდუქტიული იქნება ამ წელს? კარგად რო ვაჭამო და ხელი შევუწყო ყველანაირად. მადლობა პასუხისთვის.

Posted by: ikomus 11 Mar 2018, 20:06
კი რათქმაუნდა ამ პერიოდისთვის 12 ჩარჩოზე არავის ყავს,უნდა ითქვა რომ ძლიერი ოჯახი გყავთ ამ ეტაპისთვის.სეროფს ძლეევთ უკვეე?

Posted by: ghurbela 11 Mar 2018, 20:07
ikomus
ხო ეგაა ლექსოს სკები
.............
* * *
ikomus
არა ჯერ არ ვაძლევ სეროფს ტყემალს ველოდები დღე დღეზე გაიშლება უკვე .

Posted by: ikomus 11 Mar 2018, 20:19
თქვენ გამოგიცდიათ? ლექსოს სკებიი?

* * *
რომელ რაიონსჰი ხაართ////////////////

* * *
.//////////////////////////////////////////////

Posted by: ghurbela 11 Mar 2018, 20:51
ikomus
QUOTE
თქვენ გამოგიცდიათ? ლექსოს სკებიი?

არა არ გამომიცდია.
QUOTE
რომელ რაიონსჰი ხაართ////////////////

დუშეთის რაიონში.

Posted by: bes_ka888 11 Mar 2018, 20:58
vixn

3 მმ არ წამადგება, საკმაოდ მყარი არ იქნება,

Posted by: vixn 11 Mar 2018, 20:58
ghurbela
ამ პერიოდისათვის ნორმალურია 6 ჩარჩო, მიხედე და გასიამოვნებს.

ლექსო ნასუაშვილი ნელნელა ვითარდება როგორც მეფუტკრე, კიდევ უკეთ როგორც საქმოსანი, ასე რომ აუმჯობესებს თავის პროდუქციას . რომ იცოდეთ, თუ არ გინდა დაღრნას, თხევადი მინით უნდა დაფარო, მარტივია და იაფი.

Posted by: userman 12 Mar 2018, 00:07
vixn

ეს თხევადი მინა რაღაა ? მინიშნება მაინც მომეცი ...

Posted by: vixn 12 Mar 2018, 01:09
userman
შენ გეძებდი ზუსტად. დადე სადედე წოლელას სურათი შიგნიდან. ჟიდკოე სტეკლო ქვია რუსულად.

Posted by: userman 12 Mar 2018, 10:25
vixn

სადედე წოლელა რას ნიშნავს ?
თუ წოლელა სკას გულისხმობ აგერაა ვიდეო გარედანაც ჩანს და შიგნიდანაც https://www.youtube.com/watch?v=ylRMJ7gEHmk&t=16s

Posted by: vixn 12 Mar 2018, 17:37
userman
ტიხრები სად აყენია , მაინტერესებს,

Posted by: userman 12 Mar 2018, 22:27
vixn

სატიხრე ჭრილი ვერ დაინახე ?

ორი ტიხრით , სამ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი. თითო განყოფილებაში ეტევა 9 ჩარჩო . შესაბამისად სამი პაკეტი მყავს ამჟამად , დედებთან ერთად რა თქმა უნდა ...

Posted by: bes_ka888 13 Mar 2018, 11:21
userman

ბესო რატო მახსოვდა რომ რუტები გქონდა?

Posted by: Seeker 13 Mar 2018, 11:42
ეს თხევადი მინა რამდენად უსაფრთხოა საკვებ პროდუქტებთან ? ჩემთან ხელოსანმა მომატანინა სტიაშკაში გასარევად ვეხმარებოდი და კანზე არ მოიხვედროვო გამაფრთხილა ცუდი არ იყოს კარგად იკითხეთ

userman
QUOTE
ეს თხევადი მინა რაღაა ?

სამშენებლო მასალებში ყველგან იყიდება უფერო თითქმის უსუნო სითხეა სიმტკიცეს მატებს ბეტონს ობისგან და ტენისგან იცავს

ამ ლეჟაკებს სად ამზადებინებ და რა გიჯდება ? 4 ცალი 20 ჩარჩოიანები დავამზადებინეთ 5 წლის წინ მშAვენივრად მუშაობს smile.gif შენი სკის ინტერესი გამიჩნდა 2 ცალს ავაწყობინებდი

Posted by: userman 13 Mar 2018, 18:04
bes_ka888

რუტი არც მყოლია და ამ ეტაპზე არც ვფიქრობ .

Seeker

ნებისმიერი დურგალი გააკეთებს , თუნდაც ის ვინც 20 ჩარჩოიანი დაგიმზადა ,
მეც ხუთი წლის წინ დავამზადებინე დაახლოებით , თუმცა იმ დროს ჩემი მიზანი არ ყოფილა 27 თუ 28 ჩარჩოიანის -ის . უბრალოდ მასალა როგორიც მქონდა მასეთები გამოვიდა smile.gif ახლა კი თუ კიდევ დავამზადებ აუცილებლად მაგ სტანდარტს დავიჭერ , სხვა გზა არაა.
მიზანი მხოლოდ იმაშია, რომ რძის ასაღებად მინდოდა . თუმცა შარშან თაფლზეც მშვენივრად გაქაჩა...

Posted by: ghurbela 13 Mar 2018, 21:30
მეფუტკრეებო ერთსაც გკითხავთ ბარემ biggrin.gif ესეიგი მაგალითისთვის ვამბობ: ხვალ ფუტკარი რო დავამუშავო ტკიპზე ასკოვარით და ზეგ სეროფი რო მივცე შეიძლება ?

Posted by: vixn 13 Mar 2018, 22:31
ghurbela
შენ როგორ ფიქრობ? შეიძლება , მაგრამ შენი აზრით რა შეუშლის ხელს?
userman
რძის ასაღებად მაგ ზომა ( 27 ჩარჩო) ოპტიმალური მიგაჩნია , თუ შეცვლიდი რამეს?

Posted by: userman 14 Mar 2018, 09:52
vixn

მე ნებისმიერ სკას კაი თვალით ვუყურებ biggrin.gif .

ჩემს შემთხვევაში და ალბად უმეტესობისთვის, ოპტიმალურ სკად, მიჩნეულია ერთი სტანდარტის სკები . თუნდაც იმისთვის, რომ თავსახურები იქნება ეს , საკუჭნაო , თუ კორპუსი ყველა წავიდეს ერთიმეორეზე ...

რაც შეეხება რძის მიღებას , დიდი მნიშვნელობა არა აქვს სკის, ზომას ისევე როგორც თაფლის მიღებაში . არის ასეთი გამოთქმა :
,, ვერანაირი სკა მოსავალს ვერ მოგცემთ , მოსავალს იძლევა მხოლოდ ფუტკარი ".

12 ჩარჩოიანი სკები მაქვს უმრავლესობა და მაქედანაც ჩვეულებრივ ვიღებ . ჯერ დაბლა განიმანის ტიხრით , შემდეგ მაღლიდან განიმანის ტიხარი ( ფუტკარი , რომ შეივსება ) .

თუმცა კორპუსზე მუშაობა ცოტა რთულია . ზოგს მაგალითად 14 ჩარჩოიანი სკები აქვთ რძისთვის მისაღებად და ერთ დედაზე ამუშავებენ .

Posted by: vixn 14 Mar 2018, 10:41
დავატვალიერეთ გუშინ დაბლობის საფუტკრე, ატამი იწყებს, ტყემალი და ქლიავი ძალაშია, მტვერი მოაქვს ოხრად, დადანს 4 ჩარჩო ბარტყი 2/3 აქვს მინიმუმ, რუტი თავიდანვე სუსტები იყვნენ და ჩამორჩება შედარებით, მამალი გამოჩნდა სრულყოფილი, წყნარი ცვლის დედოფალი გამოიჩეკა, ორია ერთ ოჯახში. შეიძლება ნიორმა იმოქმედა, ან ყველაფერმა ერთად, ასკოსფეროზი არ ჩანს კლინიკურად. გაზაფხული ძალაში შედის, ასეთი ფუტკარი არასოდეს მყოლია.

Posted by: laveraki 14 Mar 2018, 15:15
კობა თავიდანვე რატომ იყო რუტი დადანზე ნაკლები? სხვადასხვანაირად განვითარდნენ?

Posted by: vixn 14 Mar 2018, 18:14
laveraki
დადანს არ შევხებივარ შემოდგომაზე, რუტები დავშალე 4 ჩარჩოიანებად( აგვისტოში ), საკმარისია ჩემ პირობებში აკაციისტვის მოსამზადებლად. გაზაფხულზე ბლინოვი წავახმარე , დაეწევა აპრილის ბოლოსთვის დადანს.

Posted by: laveraki 14 Mar 2018, 18:50
vixn
კობა ახლა რამდენ რამკაზეა აგვისტოს განაყოფები? ახალმა დედამ აგვისტოში დაიწყო კვერცხისდება?

Posted by: vixn 15 Mar 2018, 00:53
laveraki
4 ჩარჩო ბარტყი ყავს საშუალოდ, მაგრ ფუტკარი დადანში მეტია, თბილ ტიხრებში მყავს გვერდზე და ზემოდან, ქვემოთ სეტკა, სინესტე მოვსპე როგორც იქნა. არც ჩაკირვაა. შემდეგი მიცემა აბზინდის ნაყენით იქნება, კუჭნაწლავს მოუწესრიგებს და ვაროას შეაფუცხუნებს ცოტა,

Posted by: Tim74 15 Mar 2018, 17:21
მეგობრებო პირველ ღალიანობამდე დარჩა 28 დღე იმერეთის დროით biggrin.gif (შარშანდელის და წლევანდელი თბილი ამინდების გათვალისწინებით). 12 აპრილიდან დაიწყო შარშან გაშლა აკაციამ, სავარაუდოდ არც წელს დააგვიანებს. ახლა გამოჩნდება, მეფუტკრის, ფუტკრის და ღვთის წყალობა.

Posted by: vixn 15 Mar 2018, 19:17
Tim74
ქვემო იმერეთის დროით 28 დღე, ზემო იმერეთის დროით 50 მინიმუმ, ყველაზე ადრე ჩემ ზონაში 5 მაისს აყვავილდა, ამ დროისათვის თუ დედოფალი ვარგა, ოჯახი უნდა განვითარდეს.

Posted by: sofleli1991 16 Mar 2018, 15:20
სალამით როგორ მივიღო ფუტკრის რძე ახალი დედის გამოყვანისთვის რომ სჭირდება ერთი წვეთი ეს მაინტერესებს მყავს 7 სკა ზამთარი კარგად გადააგორეს დამწყები ვარ და მაინტერესებს ყველაფერი smile.gif

Posted by: vixn 16 Mar 2018, 15:33
sofleli1991
დედა წაართვით ოჯახს, ჩამიაშენებს სადედეს, რძე იქაა. იხმარე ჩინური ჯოხი ხა აღარ დაგჭირდება მაგდენი წვალება.

Posted by: sofleli1991 16 Mar 2018, 17:17
vixn ეს ჩინური ჯოხი რააა ან რას აკეთებს?

* * *
ესეიგი მოვიძიე ევოდიას შემომტანი და კიდევ ადგილობრივი მეურნეობაც ვისაც გამოჰყავს ნერგები ..მინდა საცდელად დავრგო რამოდენიმე ძირი და რას მირჩევთ ხარობს ჩვენთან?? და თუ მსურველი გამოჩნდება ერთად ვიყიდოთ უფრო იაფი და დაკვირვებადი გამოგვივა ..მე ვცხოვრობ სიღნაღის რაიონში როგორ ფიქრობთ გაიხარებს?

Posted by: ghurbela 16 Mar 2018, 22:09
sofleli1991
კი გაიხარებს, საქართველოში ყველგან ხარობს თითქმის. -15 გრადუსს უძლებს ყინვას ანუ მთიან რეგიონში ნაკლებად გაიხარებს მაგ:ფშავ-ხევსურეთი და ა.შ

Posted by: vixn 16 Mar 2018, 22:38
sofleli1991
სადედე ფუმფლი რძიანად გადააქვს სადედე ჯამში, ცოტა ნორმალურ ვეტაფთიაქში იკითხე, ექნებათ.

Posted by: kelasuri 17 Mar 2018, 08:29
sofleli1991

საქობოში თუ ცხოვრობ პრობლემა არაა და ნუკრიანში - შეიძლება წაყინოს

Posted by: sofleli1991 17 Mar 2018, 14:34
არა ჯუგაანში ვცხოვრობ.. მადლობთ ყველას smile.gif

Posted by: kelasuri 18 Mar 2018, 21:59
sofleli1991

ჯუგაანში არ უნდა გაყინოს

Posted by: ikomus 18 Mar 2018, 23:18
სიღნაღში რომელ სოფელში ცხოვროობ?
* * *
https://www.aliexpress.com/wholesale?catId=0&initiative_id=SB_20180318111654&SearchText=Evodia

* * *
ევოდია მაგ საიტზე ნახე.....................................
* * *
.....................................................................................

Posted by: vixn 21 Mar 2018, 00:01
მოკლედ ვესტუმრეთ დღეს საფუტკრეს სამტრედიაში, რუტის მოყვარული კოლეგებიც დაგვესწრენ, წიწაკიანი საკვები მივეცით, გავაფართოვეთ, ტკიპაზე შევამოწმე. საუცხოო ფუტკარია წელს, იმედია ამინდი ბოლოს არ შეირცხვენს თავს, 2 კვირაში დედოფლის გამოყვანა შეიძლება, ზოგს უკვე დაწყებული აქვს,

Posted by: laveraki 21 Mar 2018, 03:24
vixn
კობა რამე ხომ არ შეგიცვლია გაფართოების ტექნოლოგიაში? მეორე კორპუსი განემანით შემოდევი?

Posted by: kelasuri 21 Mar 2018, 10:08
vixn

კობა აკაციას როდისკენ ვარაუდობ? იქნება აღდგომამდე? თუ უფრო 15-სკენ გაიშლება?

Posted by: vixn 21 Mar 2018, 10:39
laveraki
არაფერი, მანდ შედარებით სუსტები მყავს და ნამეტანი თან გადაყოლა ჭირდება, მთის ზონაში საერთოდ არაფერი ვუკეთებ, თითონუვლიან თავს. kelasuri
აღდგომას გადააცილებს, ამინდებს გააჩნია , მაგრამ უფრო 15 ის შემდეგ სავარაუდოდ.

Posted by: kelasuri 21 Mar 2018, 22:17
vixn

წელს ისე ვატყობ სასტიკ დღეში ჩააგდებენ ფაროსანას და დასავლეთიდან წამოყვანას ვაპირებ. აკაციის ყვავილობა კი მინდა მოვასწრო მაინც и хочется и колется

Posted by: vixn 21 Mar 2018, 23:07
kelasuri
ხო ძაან ემუქრებიან, მთებს მიაშურე, აპრილის ბოლოს მეც ვაპირებ.
* * *
kelasuri
ჩემი აზრით, მაგ შეწამვლა ფუტკარზე ნაკლებად იმოქმედებს, რადგან ყვავილში არ ასხურებენ,ფაქტიურად თხილმა დაიყვავილა, ფუტკარს რა უნდა ზედ, ზოგადად დაასუსტებს ყველაფერს ცოცხალს,იმუნიტეტი დაუდაბლდება, თუ უშუალო კონტაქტის დროს დაიღუპება თავისთავად. იანეთში ერთს კარგა ბლომად ფუტკარი უზის, არ ამთაბარებს, დედოფალი გამოყავს, როგორც ტქვა- უარყოფითი არაფერი შეუმჩნევია,შარშან მანდ კარგად მოწამლეს. მოკლედ ვერ გაიგებ, არც არავინ ამბობს.

Posted by: ghurbela 22 Mar 2018, 23:45
user posted image
2017 წლის 9 აპრილი

Posted by: kelasuri 23 Mar 2018, 10:40
vixn

შარშან სენაკში შეწამლეს ერთხელ თუ ორჯერ, დილით უთენია ისეთი ნისლი დააყენეს არ ჩანდაო არაფერი. ოჯახები კი გადაურჩა ყველას, მაგრამ ფუტკარი აშკარად დაცოტავებული იყო. მე ვფიქრობ მოღალე ფუტკარი აღარ დაბრუნებულა. კომუნიკაცია არ არის, აქამდე უნდა გამოქვეყნებულიყო რაღაც მიახლოებითი გეგმა მაინც. რაიონში ძალიან ბევრს ჰყავს ფუტკარი.

Posted by: vixn 23 Mar 2018, 17:56
kelasuriიმედია წელს გაითვალისწინებენ , სულ "თოხის" დონეზე ხომ არ იქნებიან?

Posted by: ghurbela 24 Mar 2018, 19:55
vixn
შენებას რის ყვავილობის შემდეგ დაიწყებენ ? მსხლის?

Posted by: ikomus 24 Mar 2018, 19:58
აკაცია როგორც გაყვავდება მშენებლობა დაიცყება.

Posted by: vixn 24 Mar 2018, 21:59
ghurbela
ნორმალური ოჯახი ტყემლის აყვავებიდან აშენებს, სუსტი როცა მოძლიერდება.

Posted by: ikomus 24 Mar 2018, 22:08
დღეს ვნახე ჩემი ფუტკარი და რამოდენიმე სკას 8 ჩარააჩოზე ბარტყი ყავს, 12 ჩარჩო ფუტკარი არის მარა ახლა ვერ აშენებენ ამაზე ძლიერი ოჯახი როგორია არ ვიცი.

Posted by: ghurbela 24 Mar 2018, 23:32
ikomus
აკაციამდე თუ ვერ ააშენეს კარგად მქონია საქმე smile.gif vixn ტყემალი ყვავის და კიდე სხვადასვხა ხილი ერთ ფირფიტას ჩავუდებ ძლიერ ოჯახს.

Posted by: vixn 25 Mar 2018, 00:21
ghurbela
ნაპირა ბარტყიან ჩარჩოს მიუდე გვერდით, ვინ იცის როგორი ამინდი იქნება.

ikomus
სად გყავს ფუტკარი?

Posted by: dendo 25 Mar 2018, 12:42
ფუტკრის მოვლას სპეციფიური ცოდნა ჭირდება საკმაოდ რთულია

Posted by: vixn 25 Mar 2018, 14:03
dendo
ვაზი კიდეც უფრო რთულია, და ბევრი სხვა დარგი სოფლის მეურნეობის.

Posted by: ikomus 25 Mar 2018, 21:45
სიღნაღის რაიონში მყავს ფუტკარი და ასეტი ფუტკარი ამ პერიოდში არ მყოლია გუშინ საკუჭნაოც დავადგი ერთს და ვაკვირდები რას იზავს.

Posted by: vixn 25 Mar 2018, 22:26
ikomus
მასეთი ოჯახი არ აშენებს? საინტერესოა.

Posted by: ikomus 26 Mar 2018, 19:34
დღეს სრულად გავსინჯე ყველა ოჯახი, ხვალიდან ყველა სკაზე საკუჭნაო უნდა დავადგ თორე შესაძლოა ჟოლებზე წავიდეს

Posted by: vixn 26 Mar 2018, 20:06
ikomus
კი ძალიან ადრე გაზაფხულია, მამალი გამოსულია მთის ზონაშიც, გეგმები გადახედვას და კორექტირებას მოითხოვს,

Posted by: ikomus 26 Mar 2018, 20:12
მე დამწყები მეფუტკრე ვარ და უკვე ამერია ყველაფერი.ერთმა ისაც მითხრა რომ სულ ჟოლებად დაგეცლება სკებიო

Posted by: userman 26 Mar 2018, 21:48
ikomus

სიღნაღი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლაა .

ფუტკარი რომელ სოფელში გყავს ? დადანი გყავს ? თუ რუტი ?

რამდენ ჩარჩოიანი სკებია ?

ცოტა არ იყოს გამიკვირდა ამ დროს საკუჭნაოების დადგმა smile.gif .

ნუ გასაგებია , რომ წელს მკაცრი ზამთარი არ იყო და უდანაკარგოდ გამოიზამთრეს , მარა მაინც ...

Posted by: ikomus 26 Mar 2018, 22:00
საქობოში მყავს, დადანის 12 ჩარჩოიაანი სკები.
* * *
მეც გაურკვევლობაში ვარ. რამოდენიმე მეფუტკრეც მყავდა, ვაჩვენე ჩემი საფუტკრე. და მირჩიეს საკუჭნაოები დაადგიო,ერთ ოჯახს 3 დგის უკან დავადგი საკუჭნაო და დგეს რომ ვნახე სავსეა მაღლაც ფუთკრით.

Posted by: ghurbela 26 Mar 2018, 22:04
ikomus
არ გინდა საკუჭნაოს დადგმა, 14 აპრილამდე მაინც ნასესხებია და არ გირჩევ...

Posted by: ikomus 26 Mar 2018, 22:09
აბა 10 ჩარჩო ბარტყი რომ გამოვიდეს რა მოხდებაა? ჟოლზე ხომ არ იფიქრეებს?

Posted by: vixn 26 Mar 2018, 22:15
userman
აქაც მასეა მთის ზონაშიც, უკვე 7 ჩარჩოზეა ბარტყ (დადანი), 10 აპრილს უკვე ახალი განაყოფიერებული დედოფალი იქნება. გახსოვს მსგავსი შენ მეხსიერებაში?

Posted by: ikomus 26 Mar 2018, 22:24
5 წელია დავიწყე მეფუტკრეობა, და ასეთი შემთხვევა არ მქონია.მაისის ნახევარში იყო ხოლმე ასეთი სავსე

Posted by: gig55 27 Mar 2018, 00:10
წელს მშვენიერი გაზაფხულია , ფუტკარი საკმაოდ აქტიური ,იმედია მთავარ ღალაზე არ დაიფასებს წვიმები თავს
* * *
ghurbela
ფუტკრის მასა თუ კარგად ფარავს ბარტყს არაფელი დაუშავდება რომც აცივდეს მაგრამ იმდენად არ დაეცემა ტემპერატურა რომ ფუტკარმა ბარტყი დატოვოს და შემჭიდროვდეს

Posted by: Tim74 27 Mar 2018, 06:17
QUOTE
წელს მშვენიერი გაზაფხულია , ფუტკარი საკმაოდ აქტიური ,იმედია მთავარ ღალაზე არ დაიფასებს წვიმები თავს

შენს პირს თაფლი jump.gif

Posted by: ikomus 27 Mar 2018, 07:52
მადლობა რჩევისთვის....................................................

Posted by: userman 27 Mar 2018, 09:44
vixn

ჩემის აზრით, ჩემთან, იმაზე მეტადაა ფუტკარი, ვიდრე უნდა იყოს , თუმცა 12 ჩარჩოს მაინც ვერ ფარავს .
ჩემთან საშუალოდ 7-8 ჩარჩო ფუტკარია . ამავე დროს კმაყოფილი ვარ ამითაც . ან როგორ განვითარდა ამ დონეზე , არ ვიცი . იმიტომ , რომ ჰაერის საშუალო ტემპერატურა არ აცილებია 15 გრადუსს. ესეც რამდემე დღე...
კიდევ იმითაც ვარ კმაყოფილი , რომ თითქმის სრულად გამოიზამთრეს 200-დან 4 იყო უდედო . განსხვავებით შარშანდელისგან , როცა 30 % -ით შემიმცირდა

ikomus

მე რა უნდა გირჩიო ? პირველ რიგში გეტყვი იმას , რომ ნამეტანი კარგი ჯობს ნამეტან ცუდს , თუმცა ფუტკარში ანუ მეფუტკრეობაში საჭიროა ზღვარის დაჭერა. ამის თქმა ადვილია , მარა შესრულება საკმაოდ რთულია . ამას ბევრი მეფუტკრე გამოცდილების ხარჯზე აკეთებს , უფრო ინსტიქტურად .
წინა საუკუნეში საკუჭნაუს დადგმის პერიოდს მიიჩნევდნენ , როცა სკა ფუტკრით გაივსებოდა და ამავე დროს გადაათეთრებდა . მარა ახლა მაგას ვინღა უყურებს გაივსო - დაადგი .

რჩევა 1: ნამატების გაკეთება .
რჩევა 2 : ან ასაშენებელი ჩარჩოების მიცემა . რა თქმა უნდა თეთრად ვერ აგიშენებს , მაგრამ ნაყარზე აღარ გაგივა უფრო სწორად ,,ბჟოლზე ":)
რჩევა 3 : ეს ბოლო ვარიანტია, საკუჭნაოს დადგმა ,

ჩემთან ამ წუთასაც წვიმს , მცირედით , მაგრამ მაინც . ტემპერატურა 11 გრადუსია .

Posted by: bes_ka888 27 Mar 2018, 12:56
user posted image



ჩემი პირველი სკა

Posted by: userman 27 Mar 2018, 14:58
bes_ka888

ფანერა არ ამოაკარი ?

არც სიმაგრეები არ მიგიცია...

Posted by: bes_ka888 27 Mar 2018, 21:39
userman
შურუპი და თხევადი ლურსმანე სიმაგრეებისთვის,

Posted by: m-kasper 28 Mar 2018, 13:48
მეფუტკრეებო მასტიმულირებელ კვებაზე იქნებ დამაკვალიანოთ
როგორც წგნში წერია სეროფი ყოველ მეორე დღეს უნდა მიეცეს ერთ ჩარჩოზე 100-150 გრ გათვალისწინებით ანუ ჩემ მაგალითზე ვთქვათ სკაშია 6 ჩარჩო ფუტკარი და უნდა მიეცეს 6*100-150=600-900 გრ 1:1-ზე სეროფი ყოველ მეორე დღეეს?
არადა ამ ეტაპზე ვაძლევ 300 გრამს და სამი დღის ინტერვალით და რამეს არასოწრად ვაკეთებ? ამ დოზის მიცემისას მერე დრეს რომ მინახავს არ ქონიათ ხოლმე ბოლომდე ათვისებული და ყოველ მეორე დღეს უფრო მეტს როგორ აითვისებენ?
მადლობა წინასწარ

Posted by: ghurbela 28 Mar 2018, 14:20
user posted image იქნებ ვინმეს გამოგადგეთ.

Posted by: vixn 28 Mar 2018, 18:03
m-kasper
კარგად აძლევ, საკმარისია. რომ ჩაგეწერა სად გყავს ფუტკარი, უკეთესი იქნებოდა.

Posted by: vixn 29 Mar 2018, 11:03
2018 წლის დედოფალი, კვერცხი დადო 20 მარტს.გაგიჟდა ბუნება.

Posted by: m-kasper 29 Mar 2018, 11:52
vixn
QUOTE
კარგად აძლევ, საკმარისია. რომ ჩაგეწერა სად გყავს ფუტკარი, უკეთესი იქნებოდა.

მადლობა კობა, გაიხარე
ფუტკარი ახალციხეში მყავს

Posted by: ghurbela 30 Mar 2018, 23:51
vixn
მივეცი ასაშენებელი ფირფიტა ბარტყიანი ჩარჩოს გვერდით, კარგადაც ააშენეს და რატომღაც დედა არ კვერცხავს და რა ვუყო? ისე დედაც არ მომწონს ფუტკარი 10 ჩარჩოზეა და კვერცხი 4 ჩარჩოზე, თან არც თუ ისე დიდი რაოდენობით... დედის შეცვლას ვფიქრობ მაგრამ მეშინია ეხლა დედა რო მოვუკლა ახალ დედას რო გამოიყვანენ მერე ის როგორ განაყოფიერდება ან საერთოდ თუ განაყოფიერდება მოკლედ არ ვიცი რა ვუყო ცოტა ხანი დავაკვირდები კიდე და თუ არ ჩაკვერცხა ახალი აშენებული რამეს ვუზავ...

Posted by: vixn 31 Mar 2018, 12:34
ghurbela
აცადე ჯერჯერობით, როცა შეავსებს კორპუსს, 2 ად გაყავი , დედოფალი მოაცილე, ერთი მაინც განაყოფიერდება, ან შეაერთებ, ან ორივეს გაუშვებ.

Posted by: userman 1 Apr 2018, 23:09
ეს საინტერესოა , თუ როგორ დავადგინოთ ამერიკული სიდამპლე მარტივი მეთოდით ...



ეს კი გამოკვლევა ნოზემატოზზე:


Posted by: BioIka 4 Apr 2018, 11:23
გამარჯობა მეფუტკრეებო, ერთი შეკითხვა მაქვს. შიდა ქართლში გოსტიბე რომ არის სოფელი (იქვე ახლოშია რკონი), მანდ მიმდებარე ტყეში ფუკრისთვის საჭირო ხეები თუ არის საკმარისად და რა ხეებია თუ იცით?

Posted by: ghurbela 5 Apr 2018, 01:39
vixn
პაკეტი რა ღირს დაახლოებით თუ იცი? ფუტკრის გარეშე ანუ ცარიელი ყუთი 4-6 ჩარჩოიანი

Posted by: vixn 5 Apr 2018, 16:58
ghurbela
სავარაუდოდ 20-30 ლარი,

Posted by: ghurbela 5 Apr 2018, 17:46
vixn
გაიხარე, დიდი მადლობა.

Posted by: ghurbela 7 Apr 2018, 21:08
vixn
შეგიძლია მასწავლო როგორ აკეთებენ სარწყულებელი ჰქვია მგონი ამოტრიალებული ბანკა როა აი ეგ როგორ უნდა გავაკეთო უბრალოდ ამოვატრიალო ბანკა და რამე სწორ ზედაპირზე დავდო თუ თავსახური გავუკეთო და გავხრიტო ვერ გავიგე ვერაფერი რა მექნიზმია biggrin.gif

Posted by: vixn 8 Apr 2018, 08:49
მოვძებნი სურათს, ან კოლეგები დადებენ რამეს. ქრისტე აღსდგა!

Posted by: ghurbela 8 Apr 2018, 11:02
ჭეშმარიტად აღსდგა !



..............

Posted by: K_M_HUNTER 8 Apr 2018, 20:17
ჭეშმარიტად აღსდგა!
მრავალს დაესწარით მეგობრებო,
წარმატებულ სეზონს გისურვებთ.

Posted by: laveraki 8 Apr 2018, 22:02
ჭეშმარიტად აღსდგა. გილოცავთ ყველას.

Posted by: ghurbela 9 Apr 2018, 20:14
vixn
დღეს გავყავი ერთი ოჯახი 3 ჩარჩო გადავიტანე და +1 ჩარჩოდან ჩავფერთხე ფუტკარი დედა არ გადამიყოლებია მაგრამ ღია კვერცხიანი ჩარჩო გადავიტანე ეხლა სადედეებს იმედია ჩამოაშენებენ და დედა როცა გამოვა რამდენ ხანში განაყოფიერდება და რამდენ ხანში დაიწყებს კვერცხის დებას?

Posted by: ikomus 9 Apr 2018, 20:18
16 დღეში გამოვა დედა. 10-15დღეში დაიწყებს კვერცხის დებას. ერთი თვე ჯირდება რა. მე 12 დგის უკან გადავყავი და საკმაო რაოდენობის სადედეები ჩამოაშენეს.ხვალ კი სხვა ოჯახებიც უნდა დავშალო და სადედეები მივცე

Posted by: vixn 9 Apr 2018, 21:08
ikomus
მართალია, მხოლოდ პირველი დედოფალი 10 - 12 დღეს გამოვა ( 16- 4) სადედეს ხომ ჭუპრზე აშენებს. წლევანდელი დედოფლის შემოქმედება.

Posted by: Tim74 9 Apr 2018, 21:13
QUOTE
16 დღეში გამოვა დედა. 10-15დღეში დაიწყებს კვერცხის დებას. ერთი თვე ჯირდება რა. მე 12 დგის უკან გადავყავი და საკმაო რაოდენობის სადედეები ჩამოაშენეს.ხვალ კი სხვა ოჯახებიც უნდა დავშალო და სადედეები მივცე

ამ ახალგაყოფილი ოჯახის მიერ ჩამოშენებული ჩვეულებრივი სადედეების მიცემას გულისხმობ, თუ მყნობით(ფუმფლის გადატანით) მიღებულ მწიფე სადედეების მიცემას, რომლებიც სპეციალურად სტარტერ+აღმზრდელ ოჯახებშია გამოყვანილი და მიღებული?
* * *
ახალი ერთწლიანი დედების დროულად მიცემა-ჩანაცვლება ძალიან შედეგიანი საშური და აქტუალური თემაა, საფუტკრის შედეგიანობის გასაზრდელად დიდი და მცირე ღალიანობის წინ, რასაც ჩვეულებრივ მცირე(5-20-30 სკა)საფუტკრეები უმეტეს შემტხვევაში ვერ ახერხებენ, ყიდვაც თითქოს ძვირია. არადა ფაქტია საჭიროა
* * *
vixn
საუცხოო რამეა, აპრილის დასაწყისისთვის, ააშენა+ჩაკვერცხა+გადაბეჭდა კიდეც ამ წლის დედამ? მაგარია

Posted by: ghurbela 9 Apr 2018, 21:34
vixn
ზუსტად ეგეთი ნამუშევარი აქვს ჩემ 2 წლის დედოფალს.
* * *
ikomus
სადეედებს როგორ გადაიტან უბრალოდ მოჭრი ჩარჩოდან და სხვა ოჯაში ჩაამაგრებ?

Posted by: ikomus 10 Apr 2018, 08:10
ჯერ გადავყობ სხვა ოჯახს. შემდეგ სადედეს ავაჭრი და 2 საათის მერე ჩავაკრავ.

Posted by: BioIka 10 Apr 2018, 11:35
QUOTE
გამარჯობა მეფუტკრეებო, ერთი შეკითხვა მაქვს. შიდა ქართლში გოსტიბე რომ არის სოფელი (იქვე ახლოშია რკონი და ნოსტე), მანდ მიმდებარე ტყეში ფუკრისთვის საჭირო ხეები თუ არის საკმარისად და რა ხეებია თუ იცით?

ვინმეს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ჩემ შეკითხვაზე?

Posted by: nikolino 10 Apr 2018, 16:57
მეფუტკრეებო, ვინ გაყიდით 2 ოჯახს (რუტის ჩარჩოზე)? სად გყავთ ფუტკარი და ფასიც მითხარით ბარემ

Posted by: vixn 10 Apr 2018, 22:08
BioIka
ადგილობრივი მეფუტკრე უკეთ გაგცემს პასუხს, მოიკითხე ახლო მახლო.

Posted by: Tim74 11 Apr 2018, 15:29
user posted imageuser posted image
11 აპრილი. ქუთაისის მიმდებარედ აკაცია აქტიურად იწყებს გაშლას. ბუნება რეკორდებს ხსნის. არ ვიცი ჩემი ატვირთული ფოტოები რამდენად გამოჩნდება, დაბალი ხარისხის არის.
* * *
ყველას გილოცავთ აღდგომას და ახალ სეზონს.

Posted by: ghurbela 11 Apr 2018, 20:35
vixn
გაყოფილი ოჯახი ძაან დამისუსტდა და ერთი ჩარჩო ამოვაცალე დავუტოვე ერთი თაფლიანი და ერთი გადაბეჭდილ-ღია ბარტყიანი ჩარჩო სადედეები ჩამოაშეენეს, გადაბეჭდილი ბარტყიც იჩეკება ნელნელა და რა მაინტერესებს ნოზემატოზი რომ დაემართოს ამ სუსტ ოჯახს მკურნალობის გარეშე არ გაუვლის? ანუ ოჯახი თუ გაძლიერდა ხო უნდა გაუქრეს ნოზემა?

Posted by: vixn 11 Apr 2018, 23:40
ghurbela
რატომ დაგაინტერესდა ნოზემას? შენ სხვა პრობლემა გაქვს- სუსტი ოჯახი,

Posted by: ghurbela 12 Apr 2018, 00:53
vixn
რატომ და სუსტ ოჯახებს ემართება ნოზემაო ამბობეენ...
ხო და კიდევ ერთსაც ვიკითხავ ესეიგი ერთი ოჯახი ითხოვს საკუჭნაოს მაგრამ ვერ ვადგამ იმიტომ რომ არ დამისრულებია ტკიპზე მკურნალობა და მეუბნებიან საკუჭნაო ხელ შეუშლის შეწამვლაშიო. კი ვიცი რო შეუშლის მაგრამ როცა შეწამვლის დრო მოვა უბრალოდ რომ მოვხსნა საკუჭნაო დავასხა წამალი და მერე ისევ დავადო რა დაშავდება? მგონი არაფერი.

Posted by: vixn 12 Apr 2018, 02:17
ghurbela
სუსტებს დაეხმარე ძლიერის ხარჯზე, აღარ დაგჭირდება ნოზემაზე ფიქრი. ტკიპაზე მკურნალობა უნდა დამთავრდეს ღალამდე 3-4 კვირით ადრე, სანამ ფუტკარი ერთ კორპუსშია.

Posted by: m-kasper 13 Apr 2018, 13:13
ghurbela
QUOTE
შეგიძლია მასწავლო როგორ აკეთებენ სარწყულებელი ჰქვია მგონი ამოტრიალებული ბანკა როა აი ეგ როგორ უნდა გავაკეთო უბრალოდ ამოვატრიალო ბანკა და რამე სწორ ზედაპირზე დავდო თუ თავსახური გავუკეთო და გავხრიტო ვერ გავიგე ვერაფერი რა მექნიზმია biggrin.gif

QUOTE
ან კოლეგები დადებენ რამეს

user posted image
ვეტ აფთიაქში/აგრო მაღაზიაში შეგიძლია იკითხო წიწილების სარწყულებელი, შიგ ჩააბრუნებ ქილას (ბანკას) და კენწებს ჩააწყობ ფუთკარმა რომ შეძლოს გადაადგილება და არ დაიღუპოს
* * *
ასეთი გეგმა მაქვს
აპრილის 20 რიცხვისთვის ერთი ოჯახი გავყო შუაზე, დედა ახალ გამოყოფილ პაკეტს გავაყოლო და სეროფით მოვაძლიერო რომ შენება და მოძლიერება შეძლოს. დაობლებულ ოჯახს კი მივცე საშუალება ჩამოაშენოს სადედეები. (სამწუხაროდ ჯერ არ ვიცი კვერცხის გადატანა და დაველოდები ფუტკრის არჩევანს) დაობლებულ ოჯახში ჩამოშენებული სადედეებიდან შევარჩიო 5 ცალი და დანარჩენი მოვშალო, 1- 2 მაისისთვის (ამინდები როგორ შემიწყობს ხელს) გავყო კიდევ ორი ოჯახი და დაობლებულებში გადავიტანო აპრილის ბოლოს ჩამოშენებული 2 სადედე, დარჩენილი ორი სადედე კი ორი ჩარჩო ფუტკრით პაკეტის ყუთში მოვათავსო, დავათბუნო და მოვაშორო ჩემ საფუტკრეს 3-4 კმ-ით და დაველოდო დედების გამოსვლა-განაყოფიერებას. თუ განაყოფიერდებიან ორ წლიანი დედები მყავს და იმათ გამოვცვლი ან საფუტკრეში დატოვებული თუ ვერ გამოვიდა იმათ ჩავანაცვლებ.
რას მეტყვით ძალიან არასერიოზულად ვმსჯელობ?
პირველი გაყოფაა და პირველი დედის გამოყვანის შესაძლებობა და იქნებ მირჩიოთ უკეთესად

Posted by: K_M_HUNTER 13 Apr 2018, 18:12
m-kasper
ანუ, ამ გეგმის მიხედვით, 5 სადედე, 5 სხვადასხვა ჩარჩოზე უნდა გქონდეს, რაც გაჭირვების დედების შემთხვევაში საეჭვოა.
შეიძლება რამდენიმე სადედეან ჩარჩოდან, სადედეების ამოჭრა და თავისუფალ ჩარჩოზე ჩამყნა-გადანაწილება, რაც სანაყრე სადედეებთან შედარებით ძნელია (სანაყრეები კიდეებზეა, გაჭირვების მეტწილად ჩარჩოს შუაში) მაგრამ შეუძლებელია არაა,
თან საქმე ისაა, რომ 5 გაჭირვების სადადე, შეიძლება საერთოდაც არ ჩამოაშენონ.
ჩემი აზრით, რადგან პირველად აკეთებ, აჯობებს ჯერ გაყოფა გააკეთო და დააკვირდე პროცესს რა როგორ.

Posted by: ghurbela 13 Apr 2018, 23:57
vixn
ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა მითხრა რაღაც მცენარეაო რომელიც ნაყარს იზიდავსო ანუ სადაც წაუსმევ მაგ მცენარეს იქ მიდისო, მაგრამ, არც სახელი იცოდა და არც ის თუ სად მოიპოვება და შენ ხო არ იცი რამე მაგდაგვარი მცენარე რომ არსებობდეს.

Posted by: ikomus 14 Apr 2018, 08:10
სპეციალური წამლები არის ნაყრის მოსაზიდი, /апирой./და /swarm commander/

Posted by: userman 14 Apr 2018, 10:13
Tim74

აკაცია ჩემთან, აპრილის ბოლომდე არ მგონია გაიშალოს .

ერთი კიდევ რა მაინტერესებს ; აკაციის გაშლას მოყვება ხოლმე კვირიონის გუნდები და მაქეთაც მასეა ? ანუ აკაცია სადაცაა გაყვავილებული კვირიონიც გამოჩნდა ? smile.gif

Posted by: Tim74 14 Apr 2018, 13:39
QUOTE
Tim74

აკაცია ჩემთან, აპრილის ბოლომდე არ მგონია გაიშალოს .

ერთი კიდევ რა მაინტერესებს ; აკაციის გაშლას მოყვება ხოლმე კვირიონის გუნდები და მაქეთაც მასეა ? ანუ აკაცია სადაცაა გაყვავილებული კვირიონიც გამოჩნდა ? 

ჯერ არ ჩანან. კი ამდროს ჩნდებიან ხოლმე, უფრო მაისისკენ, თუ სწორად მახსოვს. რამდენიმე დღე გაინავარდებენ და მიდიან, ისე ადგილობრივი ღაჟოც არ აკლებს ხელს.

Posted by: vixn 14 Apr 2018, 17:14
userman
ბესო რძე როდიდან გექნება? ახლობლებს უნდათ, თბილისში დაჭირდებათ.
შარშან არ შეუწუხებივარ კვირიონს, იმედია წელსაც არ შეირცხვენს თავს.

Posted by: Tim74 14 Apr 2018, 18:44
vixn
კობა რა არის ჩარჩო ფუტკრის წლევანდელი ფასი? ისევ 25 ლარი? ანუ 4 ჩარჩოიანი 100ლარი, 6 ჩარჩოიანი 150 ლარი? რამდენიმე ნაცნობი(დამწყები) ეძებს საყიდლად მკითხეს და აქ ფორუმთან კავშირი არა აქვთ.

Posted by: vixn 14 Apr 2018, 23:46
Tim74
ამ დროს ჯერ120 ლარია 4 ჩარჩოიანი, მერე დაეცემა ალბათ, თუმცა რას გაიგებ.

Posted by: userman 15 Apr 2018, 10:25
რძის აღებას დავიწყებ ერთ კვირაში და აპრილის ბოლოსთვის ყველა ვარიანტში მექნება , რა თქმა უნდა თბილისშიც მივაწვდი .

მოკლედ ჩემთან ისევ აცივდა დღის განმავლობაში 4 დან 8 გრადუსამდეა . ალბად 2-3 დღე გაგრძელდება სიცივეები . იმედია ფუტკარი უკან არ წავა .

კვირიონი ჩვენთან ზუტად აკაციის გაყვავილებას მოჰყავს smile.gif . რაც შეეხება ღაჟოს ( ჯინხვალა ჩიტს ) , ამბობენ იმენნა დედებს დასდევსო .

ფუტკრის ფასს რაც შეეხება , ჩემთან შარშან 150 ლარი ღირდა 4 ჩარჩო . ისე ნამეტნავად გაწყდა შარშან . წელს მემგონი 120 ლარზე ნაკლები არ იქნება .

Posted by: vixn 15 Apr 2018, 22:43
userman
ტელეფონი დაწერე, გადავცემ ვისაც რძე აინტერესებს.
აცივდა ზემო იმერეთში, სავარაუდოდ გადაიწევს აკაცია მაისამდე.

Posted by: m-kasper 16 Apr 2018, 09:39
K_M_HUNTER
QUOTE
ჩემი აზრით, რადგან პირველად აკეთებ, აჯობებს ჯერ გაყოფა გააკეთო და დააკვირდე პროცესს რა როგორ.

მადლობა რჩევისთვის
QUOTE
თან საქმე ისაა, რომ 5 გაჭირვების სადადე, შეიძლება საერთოდაც არ ჩამოაშენონ.

ერთსაც ვიკითხავ ბარემ, ანუ გაყოფილმა და უდედო ოჯახმა შეიძლება მარტო ერთი ჩამოაშენოს?

Posted by: ghurbela 16 Apr 2018, 14:44
ჩემმა გაყოფილმა ოჯახმა 6 სადედე ჩამოაშენა. 2 ჩარჩოზეა ფუტკარი

Posted by: K_M_HUNTER 16 Apr 2018, 17:24
m-kasper
შეიძლება მარტო ერთი ჩამოაშენოს,
ასეთ შემთხვევაში მე კვერცხიან ჩარჩოს ვაძლევ ხოლმე სხვა ოჯახიდან.
შეიძლება ხუთიც ჩამოაშენოს, მაგრამ ყველა ხარისხიანი ვერ იქნება,
უნდა ამოარჩიო საუკეთესოები, დანარჩენები მოაშორო,
სამი სადედე საკმარისია.
ზოგადად, ფუტკარს ყველაფერი შეიძლება გააკეთებინო, მაგრამ ამისთვის გამოცდილებაა საჭირო

ghurbela
2 ჩარჩო ფუტკარი 6 ჯანსაღ დედას ვერ გამოიყვანს

Posted by: ghurbela 17 Apr 2018, 23:55
K_M_HUNTER
ვიცი 3 დავუტოვე.

Posted by: laveraki 26 Apr 2018, 15:56
ჰა რა ხდება სად დაიკარგეთ? აკაციამ მიცა სეზონი? ყველას წარმატებას გისურვებთ.

Posted by: Tim74 26 Apr 2018, 18:01
მისცა, თან კარგი ამინდებით, როგორც შარშან. ცოტა ტენი წვიმაც არ აწყენდა ისე

Posted by: ikomus 26 Apr 2018, 21:39
კახეთში ახლა იწყებს გაყვავებას,ვნახოთ რას იზავს აკაცია

Posted by: romka 27 Apr 2018, 21:56
ჩაკირულ ბარტყს როგორ მკურნალობთ თუ იცით ვინმემ დაწერეთ მადლობა წინასწარ

Posted by: Tim74 29 Apr 2018, 14:45
QUOTE
romka

QUOTE
ჩაკირულ ბარტყს როგორ მკურნალობთ თუ იცით ვინმემ დაწერეთ მადლობა წინასწარ

მოიცლიან ჩემზე მეტი პროფესიონალები და გიპასუხებენ მეგობარო smile.gif აგერ ლინკი შემიძლია შემოგთავაზო
http://agrokavkaz.ge/dargebi/mefutkreoba/phutkris-daavadebebthan-brdzolis-ghonisdziebebi-da-preparatebi.html აქ ყველა დაავადება და მკურნალობის მეთოდია აღწერილი. პირადად ჩემი 20 წლიანი პრაქტიკიდან ეგ შემთხვევა არ მქონია, გარდა ვაროას და ნოზემასი არაფერი მახსოვს
............................................................
საინტერესოა დასავლეთის მაღალი ზონებიდან სად აგუგუნდა ეს დღეებია აკაცია, ვის ცალია ახლა ისე წერისთვის პრინციპში. ქვედა იმერეთში გვალვა და ქარები უშლის სამწუხაროდ ხელს. ალბათ შარშანდელს ჩამორჩება შედეგი სამწუხაროდ. ყველას ბარაქა ისე და წარმატებები.

Posted by: g.tsitsava@gmail.com 30 Apr 2018, 08:29
სალამი მეგობრებო. ფუტკრებს ვყიდი ბუკებიანად. 4 ოჯახს, ყველა ასე ვთქვათ კარგ მდგომარეობაშია. ფუტკრები დასავლეთში, სამეგრელოში მყავს. თუ დაიბტერესდებით დეტალების გასაგებად შემეხმიანეთ

Posted by: userman 4 May 2018, 19:48
vixn

კობა აქამდე არ შემოვსულვარ და რზე როგორც აღვნიშნე უკვე მაქვს.
ჩემი ნომერია 593 90 74 88 ბესო .

ჩემთან აკაცია ეხლა იწყებს გაშლას , სამწუხაროდ ამინდის გრძელვადიან პროგნოზში სულ წვიმებია...

Posted by: ikomus 5 May 2018, 22:12
სიღნაღის.რაიონში აკაციამ თქვა თავისი

Posted by: ghurbela 5 May 2018, 22:44
ikomus
შენი საექსპერიმენტო სკა რას შვრება? ჩემები არ აშენებენ ჯერ :/ არადა აკაცია იწყებს უკვე გაშლას. პ.ს ქილები რომ ადგას მაგ სკაზე ვსაუბრობ.

Posted by: ikomus 5 May 2018, 22:48
არც ჩემებმა ააშენეს,მოვხსენი,ეგ კორპუსის მაღლა ან ნასტავკაზე უნდა დაედგას,ძაან ძლიერ ოჯახს დავადგი მარა არაფერი ჟოლზე წამივიდა ის ოჯახი

Posted by: poroxa 8 May 2018, 00:52
გამარჯობა, ბაბუაჩემის ყურამდე მიაღწია ამბავმა, რომ არსებობს ჯადოსნური ადგილი სახელწოდებით "ინტერნეტი" და იქ ყველაფერია, ჰოდა დროგამოშვებით მთხოვს რაღაცებს, ბოლო ორი მოთხოვნა "ინტერნეტში" ვერ ვუპოვნე. იქნებ ვინმე დამეხმაროთ. ყვავილის მტვერს აკეთებს, საშრობი იყიდა სპეციალური, ახლა მირეკავს და მეუბნება იქნებ თერმორეგულატორი მიშოვო ინეტნეტშიო და ტენიანობა რო გავაკონტროლო კიდე მაგისთვის რამეო და გამირკვიე ყვავილის მტვერს სად იბარებენო. მომეხმარეთ რამენაირად

Posted by: m-kasper 8 May 2018, 09:49
მოგესალმებით მეფუტკრეებო, თითქმის მოილია ხილის ყვავილობა და არც გათეთრება შეინიშნება და არც აქტიური შენება და რას მირჩევთ?

Posted by: Tim74 12 May 2018, 19:44
აბა სად დადგა თაფლის პირველი გაზაფხული კიდევ? გუშინ და დღეს გამოვხადე, წინა წელთან შედარებით 60 პროცენტია შედეგი. ველოდი კიდეც ასეთს. დეკემბრის ბოლოდან აქტიური კვების მიუხედავათ შედარებით გვიან განვითარდა და შეივსო ფუტკარი. ამინდზე ვერაფერს ვიტყვი, მშვენიერი ამინდები იყო, თუ არ ჩავთვლით ბოლო რამდენიმე დღის გვალვებს. ადრე ნამდვილად არ არის გამოხდა, (კითხვას წინასწარ ვპასუხობ), ფიჭების 90% კარგად გადაიბეჭდა მესამედზე და მეტად. და ეს ყველაფერი ზუსტად ერთ თვეში. პირველი ყვავილი 10 აპრილს გაიშალა ჩემთან. აბა ყველას ბარაქა!

Posted by: toyota12345 10 Sep 2018, 14:49
მეფუტკრეობა მინდა ვისწავლო ოღონთ არ მაქვს სოფელი და არც შეხება მქონია და რას მირჩევდით?

Posted by: ramona 10 Sep 2018, 15:18
toyota12345
სოფელი თუ არ გაქ და ადგილი ეგ ცოდნა სად გინდა რომ გამოიყენო?

Posted by: Claws 7 Nov 2018, 15:57
მოგესალმებით მეფუტკრეებო, ფორუმზე ახალი ვარ და ერთი კითხვით მინდა მოგმართოთ თუ შეგიძლიათ დახმარება.
თაფლის შესყიდვას ვაპირებ და ექსპორტზე გატანას ემირატებში სადაც უკვე მაქვს მოთხოვნა.
მაინტერესებს თუ იცით სად შეიძლება ჩამოვასხმევინო თაფლი, თუ არის კომპანია რომელსაც აქვს ეს დანადგარი და ჩემი ბრენდის ქვეშ მოახდენს ჩამოსხმას?

მადლობა წინასწარ

Posted by: Levcorp 11 Nov 2018, 06:11
გამარჯობა მეც შემოგიერთდით ამ თემაში და პირდაპირ მოკლე შეკითხვა , როდის ვიყიდო სკა ანუ ფუტკარი , გაზაფხული თუ ზაფხულში ან შემოდგომა ? როდის არის სწორი ეს მოქმედება ?

Posted by: kelasuri 11 Nov 2018, 11:55
ყიდვა გაზაფხულზე ჯობია - შესაძლებელია მოსავალიც მიიღო, თუმცა ზაფხულის ფუტკარი ყველაზე იაფია. შემოდგომა/ზამთრის პერიოდში გაურკვეველია რას ყიდულობ, რადგანაც ოჯახის სრულფასოვანი დათვალიერება პრობლემატურია - ცივა.

Posted by: ჯიმი ლევი 14 Mar 2019, 17:05
https://forum.ge/?f=106&showtopic=35019820

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)