წინასწარ მოგახსენებთ, ჩემი "ნათესაოსოფიის" ძაან მოკლე ფრაგმენტები რამდენჯერმე იყო ფორუმზე გამოქვეყნებული ...,ამჯერად, ზოგიერთი ჩემთვის პატივსაცემი ფორუმელის ინტერესიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე ამ პუბლიკაციის ამ ფორმატში გამოქვეყნება ...."სოფიას"- თან
კეთილხმოვანებაში, გადავწყვიტე ფილოსოფიის განყოფილებაში დაპოსტვა, რისთვისაც, ვიმედოვნებ პატ. მოდერატორები ანათემას არ გადამცემენ...
0. შესავალი თავის მოტყუების მრავალგვარ ფორმა-საშუალებებს შორის, რაც ადამიანს დასაბამიდან დღემდე გამოუგონია, ნათესაობა ეს არის გაგება-ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალური ილუზია!. ცნობილია, რომ დასაბამიდან ადამიანს ჰყავს ერთადერთი შემქმნელი: მამა-უფალი - მისი დასაბამიერი ნათესავიც და მასწავლებელიც. მას შემდეგ, რაც ადმმა და ევამ შესცოდეს თავის ჭეშმარიტ მშობელს, რისთვისაც ისინი გაძევებულ იქნენ სამოთხიდან, იქედან მოყოლებული დღემდე, ადამის მოდგმა სიზიფის შრომით აშენებს ნათესაოსოფიურ მიწიერ სამოთხეს, რომელშიც, როგორც სარკეში, იგი უყურებს და ტკბება საკუთარი ღირსშესანიშნაობის ხატით. Eღირსშესანიშნავობა - ეს, ის ეკრანია, რომლის ანარეკლშიც ადამიანი თავთდაყირა ხედავს სამყაროსა და მის შემოქმედს. Mნათესავ-ადამიანი დღემდე მყუდროდ და თბილად ზის თავის, სარკის ფანჯრებიან ლამაზად გაწყობილ ოთახში, უყურებს ამ ფანჯრებში არეკლილ ოთახის მდიდრულ კომფორტს და ჰგონია, რომ უმზერს უკიდეგანო სამყაროს. ბუნებრივად ისმის კითხვა - საიდან, რატომ და როგორ იქმნება ეს ხატი?! Aფიქციის ასეთ მოთხოვნილებას ადამიანში განაპირობებს ღმერთთან პირისპირ, მარტოდ დგომის შიში. ის ისტორიული შიში, რომლის საფუძველზეც აღმოცენდა ნათესავური ჯიგარო-ენერგეტიკა, თავისი გაგების მუნათ-სინტაქსით. როგორც წესი, ნათესავური გარემოცვა ყოველთვის ზრუნავს იმაზე, რომ მისი თითოეული წევრი საკუთარ თავს აცნობიერებდეს იმ ადათში, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე დაავალდებულებს ემსახუროს საკუთარი სანათესავო მოდგმის ღირსშესანიშნაობას. Aაქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში ტერმინი-სანათესავო, არამც და არამც არ დაიყვანება ბიოლოგიურ ნათესაობაზე! Eეს ტერმინი ზოგადად მოიცავს სალაპარაკო ენაში სხვადასხვა სინტაქსით ხმარებულ, ჯიგრული გაგების მქონე კაცის-კაცთა კოალიციას, რომელიც, თავისი დაწერილი თუ დაუწერელი ადათების კლიშეზე, აზომბირებს ამ კოალიციის თითოეულ წევრს.
ქვემოთმოყვანილი პუბლიკაცია ეძღვნება ნათესაოსოფიური კაბალის ძირითადი პრინციპებისა და წესების მიმოხილვას, რა წესებიც, დაწყებული უხსოვარი დროიდან დღემდე, შენიღბული თუ ცხადი სახით, ნორმატიულ ადამიანთა ყოფიერების მეტაპროგრამებად რჩებიან და შემდგომში მათი სახელცქვიტოებრივი ყოფის ყაიდად მკვიდრდებიან. აქვე ნაჩვენებია თუ როგორ ვლინდება ნათესაოსოფიის ატომარული ეფექტი ისეთ სოციალურ ანომალიებში, როგორიცაა კაცის-კაცთა საზოგადოება და მისი სამშობლო ნავთსაყუდელი – სახელცქვიტო!
ნაწილი I. ჯიგაროფაქტორი და მუნათმეტყველება
ნათესაოსოფიის ძირითადი სინტაქსი:
1. ნათესავური კოალიცია - ეს არის ღირსშესანიშნაობის ფიქციით გაერთიანებული და ურთიერთტანჯვით დასაქმებულ ადამიანთა ერთობა,
2. ჯიგარი-არის პარაზიტული სულიერი ორგანო, რომელიც ფორმირდება ნათესავურ ადათში თავისუფლების დათრგუნვით და შემდგომში ემსახურება ნათესავური კოალიციის წევრის შეგნებულ დაკაბალებას.
3. მუნათი- ფაქტიურად ეს არის, ჯიგარმეტყველების ფორმა-სინტაქსი, რომლის საშუალებითაც ხდება ჯიგრის პარაზიტული ენერგიების ურთიერთგაცვლა, მაგ.: ღვარძლი, ბოღმა, წუწუნი, საყვედური, დავალდებულება და ყვედრება-წამოძახილი.
4. დათრგუნული თავისუფლების სამყაროში, ანუ სანათესაოში, ისევე როგორც ფიზიკაში, საუცხოოდ ზუსტად სრულდება ენერგიის მუდმივობის კანონი: თუ ჯიგარს განვიხილავთ პოტენციურ ენერგიად, მაშინ მუნათი იქნება მისი კინეტიკური გამოვლინება, მათი ჯამი კი იქნება მუდმივი სიდიდე, რაც ნიშნავს ჯიგარდამწვარ და მუნათმოუბარ, გაფუჭებული ნათესავს! . .
ამრიგად, საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ: ჯიგარი არსებობს , როგორც წიაღი, რომელშიაც თავისუფლება უნდა დაიწვას, ანუ ~ჯიგარი უნდა დაიწოს~, ხოლო მუნათი - საშუალებაა, რამაც ~ჯიგარი უნდა დასწოს~.
სანათესაო-საძმო კოალიციებში თავმოყრილ ინდივიდებს შორის, როგორც წესი, გამოირჩევიან ისეთებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად გამოკვეთილი აქვთ ერთ-ერთი სახის ენერგიის სიჭარბე და მისი გამოსხივება-შთანთქმის უნარი. ინდივიდს, რომელსაც ყოველთვის უფრო ეწვის ჯიგარი ვიდრე სხვას უწვავს მას, ეწოდება - ჯიგროიდი. ხოლო ის, ვინც დღენიადაგ სხვისი ჯიგრის დაწვაშია დახელოვნებული ეწოდება - მუნათოიდი.
5. ჯიგაროფაქტორი - არის მუდმივი ჰალუცინაცია იმისა, რომ სამყარო არის ჯიგარი, საიდანაც ყოველდღიურად უნდა გერგებოდეს ყაურმის მუქთი ულუფა.
6. მუნათოპატია – არის მუდმივი პრეტენზია ღმერთთან - იყოს იგი ისეთი, რომ, როცა დაგჭირდება ჯიბიდან ამოიღოO, გამოიყენო და მერე ისევ ჯიბეში შეინახო.
ნათესაოსოფიური აქსიომები, სტრუქტურა და ფუნქციები:
1) ნათესაობა არის მამა-პაპისეულ, ფიქტიურ ბიოგრაფათა პერპენდუმმობილე.
2) ნათესავი თავის ნათესავს ყველაზე კარგად ქელეხის სადღეგრძელოში იხსენიებს.
3) ნათესავი მარტო იმიტომ მაინც მოვა შენს დაკრძალვაზე, რათა პირადად თვითონ დარწმუნდეს იმაში, რომ იგი ცოცხალია.
4) ნათესაობის ძირითადი ფუნქციაა ის, რომ მისი თითოეული წევრი, თავისი დაბადებით, შესაძლებლობებით და ბედნიერებით მუდმივად ვალდებული იყოს სანათესაოსთან. თეორემა: გახსოვდეს! - თუ თავი ბედნიერად იგრძენი და გულწრფელად გაუმხილე ნათესავს, იგი ან თვითონ გაუბედურდება, ან შეეცდება ისე დაგამუნათოს, რომ ამჯობინებ თავი ისევ უბედურად იგრძნო.
5) ნათესავი, მეგობრისაგან განსხვავებით, ყოველთვის ცდილობს გიწყალობოს, ვიდრე დაგეხმაროს. შედეგი: კარგი ნათესავი შეიძლება გახდეს მეგობარი, რაც პირიქით შეუძლებელია.
6) ყოველი ნათესავი ცდილობს ნათესავური ვალდებულებები მხოლოდ სხვა ნათესავს აკისრებინოს.
7) ნათესავურ-საჭორიკნო აღმაფრენა, პირდაპირპროპორციულია მათი ოჯახური სკანდალებისა და განქორწინებებისა.
8) ნათესავის ლოგიკით, თუ შენი ცოლი მის ცოლზე მომხიბლავია, , სამაგიეროდ, მისი ცოლი აუცილებლად შენს ცოლზე ჭკვიანი და პატიოსანი იქნება.
9) ნათესავური პატივისცემა არის ტარანი, რომელსაც თითოეული ნათესავი თავის სასარგებლოდ ითვლის.
10) ნათესავური ჯიგარო-ეკონომიკა - ეს არის ტარანის თვლის და პატივისცემების დოლარის კურსით დამუნათების ტექნიკა.
11) ნათესაოსოფიური ფიზიკა შეისწავლის საყვედურებით გულის დამძიმების კანონებს - მუნათთა აკუმულაციას და ბალისტიკას.
12) ნათესაოსოფიური მეტეოროლოგია: თუ წვიმს, ნათესავს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ მისთვის წვიმს, ხოლო თუ მზე ანათებს-მხოლოდ სხვისთვის ანათებს.
13) ნათესავურ-ოპტიკური ანომალია: ნათესავი საკუთარ ფერად ტელევიზორთან შეიძლება უცბად დალტონიკი გახდეს, თუ მოულოდნელად გაიგო, რომ სხვა ნათესავმა უკეთესი ტელევიზორი შეიძინა.
14) როცა ნათესავი გეკითხება - როგორ ხარ, სინამდვილეში მას აინტერესებს - რამდენი გაქვს.
15) პაპათა და ბაბოთა არქიტექტურული ოცნება - უნდა აშენდეს ერთი უზარმაზარი სახლი, ერთი დიდი ოთახით, ერთი დიდი მაგიდით და ერთი დიდი საწოლით, სადაც მთელი ნათესაობა მოთავსდება, დასაქმდება და აითქვიფება ერთმანეთის, გრძნობაში, გაგებაში და სიყვარულის ამბავში.
16) პაპას შვილიშვილი ძლიერ იმიტომ უყვარს, რომ იგი საკუთარ შვილზე ჯავრის ამოყრის საუკეთესო საშუალებაა.
17) ჩასიძებული - არის მუდმივად დამუნათებული და უვარგისი ნათესავი.
18) რძალი - ც ნათესავია, რომელიც, დედამთილის აზრით- უზრდელია და უვიცი, ხოლო მამამთილის მზერით - ყოველთვის მოკლე კაბა აცვია.
19) თუ შეცდები და შეძლებულ ნათესავთან წახვალ ფულის სასესხებლად, აუცილებლად პურის ფულიც თან გაიყოლიე იქით რომ ასესხო, რადგან როგორც წესი, მას ესეც არ აღმოაჩნდება.
20) თუ გინდა ნათესავი მოატყუო, მხოლოდ სიმართლე უთხარი!
21) შეძლებული ნათესავი ცდილობს გაჭირვებულ ნათესავს რჩევა დარიგებებით თავი იმდენად მოაბეზროს, რომ ამ უკანასკნელს რაიმეს თხოვნაც მოერიდოს და თანაც მადლობელი დარჩეს მას.
22) შეძლებულ ნათესავს გადაუდებელი საქმეები ზუსტად მაშინ ახსენდება, როცა ღარიბი ნათესავი მასთან სტუმრობას დააპირებს.
23) სანამ ნათესავის ფიცს იწამებდე ბოლოს კარგად დააკვირდი, რათა გაკვირვებისაგან რეტი არ დაგესხას. შედეგები: ა)ნათესავმა საკუთარი თვითმფრინავიც რომ იყიდოს, თავს მაინც შეგაცოდებს, რომ იგი ვალით აქვს ნაყიდი. B2) ჩიჩას აღმოჩენა: ქინდერ-ფუჯიქსის ფენომენი - არ გაგიკვირდეს თუ ნათესავმა გითხრა, რომ მას ~ქინდერში~ “ბოშის”-ს ორკამერიანი მაცივარი ამოუვიდა...
24) ~სად დაიკარგე~- მუნათის პრინციპი: უნდა ჩანდე მხოლოდ მაშინ, როცა ნათესავს სჭირდები, ხოლო როცა იგი გჭირება, ისე უნდა გადაკარგო, რომ იგი სინდისის ქეჯნამ არ შეაწუხოს.
25) გულშემატკივარი ნათესავი თავისი გულისტკივილით ცდილობს გული ისე დაგიმძიმოს, რომ შენი პრობლემების გარდა თავისი გულშემატკივრობაც შენს სატკივრად აქციოს.
26) პირში მთქმელი ნათესავია ის, ვინც ყველას ყოველთვის იმას ეუბნება პირში, რაც არ უნდა რომ სხვებმა უთხრან.
27) ნათესავი თუ ხალხში გამოგიყვანს, იცოდე იგი აუცილებლად შეეცდება საყელო შენ ჩამოგაცვას, ხოლო ჯაჭვის ბოლო თვითონ დაიჭიროს. . . .”ხალხში გამოგიყვანე”-ს პრინციპი.
პ.ს. ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუ რა თქმა უნდა მკითხველი ამას მოისურვებს საკუთარი ფანტაზიის ხარჯზე!
ნაწილი II. ნათესაოსოფიური განზოგადებანი: სახელცქვიტო და მისი ატრიბუტიკა -პოლიჭიტა და ცეკვონომიკა
......................................................................................................................................................................................................................................
ფუნდამენტური განმარტება: ქვეყანას, რომელშიც ნათესავთა რიცხვი გაცილებით აღემატება პიროვნება-პერსონათა რიცხვს, სახელცქვიტო ეწოდება.
სახელცქვიტო – არის სახელმწიფოს ფანტომური იმიტაცია, რომელსაც მარადიულად მართავს ჯიგარი პრეზიდენტი და მისი მუნათოპათიური საძმო-სანათესავო კლანი, მათ საქმიანობას კი გუნდრუკს უკმევს მეხოტბე-მასტურბატორი საპარლამენტო უმრავლესობა.
სახელცქვიტოს ძირითად ატრიბუტიკას წარმოადგენს პოლიჭიტა და ცეკვონომიკა, რომელთა ძირითად მიმართულებებს თხზავენ, ჩხიბავენ და ყავის ნალექზე მკითხავობენ ჯიგარი პრეზიდენტი თავის ჯიბისტრებით და მუნათოპატი დეპუტაკებით.
პოლიჭიტა, როგორც ამას თვით ამ სიტყვის ხმოვანება გვამცნობს, ჭიტას პრინციპზე აგებული პოლიტიკაა. იგი ეფუძნება ქვეყნის საჭირბოროტო პრობლემებზე თვალის დიდხანს დახუჭვის და შემდგომ მთელი ხმით ჭიტას ყვირილის პრინციპს.
ცეკვონომიკა ეკონომიკის შაითანბაზრულ იმიტაციას წარმოადგენს. ცეკვონომიკის არსს და ფორმას განაპირობებს და აცოცხლებს გლობალური შაითანბაზრობის აგრეგატი, რომლის ძირითადი ფუნქციებია: უცხოური ნაგავ-ნარჩენების გასაღება, ბინძური ფულის რეცხვა და უცხოელ ინვასტორთა გულის მოსაგებად, მუდმივი ეკონომიკური - შალახოსა ცეკვა.
ჯამში, როგორც ვხედავთ, პოლიჭიტა და ცეკვონომიკა ბეჯითად ემსახურებიან ქვეყნის “პროხოდნოი დვორ”-ად რეფორმირების მეტაპროგრამას. მას რა თქმა უნდა ახორციელებს ჯიგარი ხელისუფლება პლიუს გაგება-ხალხი, რომლებიც ისტორიას და თავიანთ ბედს მუდმივ კუკუ-დამალობანას ეთამაშებიან.
როგორც წესი, სახელცქვიტო-ჯიგაროფაქტორის რეალობა მრავალფეროვან ცხოვრებისეულ სატელიტებს ბადებს. მათგან ძირითად სატელიტს ჯიგაროენერგეტიკა წარმოადგენს:
ქვეყნის ჯიგაროენერგეტიკულ რესურსს წარმოადგენს პერპეტუუმობილეს აღმსარებელი მრევლი და ფერად მეტალთა ჯართოსან-მებალგარკეები
ომის კანონი – თელასის ჯინაზე ანუ დენი დენის გარეშე:
სახლამდე, საწარმომდე, საცხობამდე და ბაზრობამდე მოსული ელექტროენერგია დამოკიდებულია არა ელექტროსადგურის გამომუშავებაზე, არამედ ლევი კაბელის სისქეზე, კუსტარული ელექტროღუმელების, “ტენებისა” და “ატმორების” სიმძლავრეზე!
დენი-ეს არის “ლევ" ხაზში გამავალი, მანტიორის ჯიგარი და სიყვარული.
ძაბვა-კილოვოლტების ის სიდიდეა, რომელიც საკმარისია ლევი ხაზის გასაყვანად ან კაბელის მოსაპარად ელექტროანძაზე ასული მონტიორის ჩამოსაგდებად.
ჯიგარსოჩიკი – ელექტრომრიცხველი, რომელიც მხოლოდ იმას აღრიცხავს თუ რამდენი ხნით დაავიწყდა მომხმარებელს პრავი ხაზიდან ლევ ხაზზე გადართვა.
სახელცქვიტოს მოსახლეობა, ანუ კაცის-კაცთა საზოგადოება, როგორც ვიცით, ეს არის სანათესავო-საძმო კოალიციებისაგან შემდგარი გაგება-ხალხი, რომელიც სახელცქვიტოს შინაგანი დიალექტიკით, საზოგადოების ორკასტოვან კომპლექსს წარმოადგენს. ესენია – დახლიდართა და მეკურტნეთა კასტები. თუმცა, საწყალი კაცის სინამდვილის ინფრასტრუქტურაში შედიან ისეთი ქვეკასტებიც, როგორებიცაა: მებალგარკე-ჯართოსნები და პირწკლაპუნა-დიაკვნები .
1.დახლიდარი ვაჭრობს: ნდობით, კანონით, სამართლით, თანამდებობით, სახელმწიფო ქონებით, ისევე როგორც, სადიას ქათმით, სიგარეტით, ჟევაჩკით და ყველაფერი იმითი, რისი გაყიდვაც შეიძლება და არ შეიძლება...
2.მეკურტნე, ანუ ჩანთოსან-ადამიანი: ათრევს, ასაღებს და ისაღებს იმას, რითიც დახლიდარი ვაჭრობს... და ამის სანაცვლოდ დახლიდრისაგან ყოველდღიურად ჯიგრის დამწველ ლოცვა-კურთხევას:
“რას იზამ ძმაო! – დღეს ყველას უჭირს და შია...”
ყველა მეკურტნეს ჰყავს თავისი ცხოვრების კაცის-კაცი ანუ დახლიდარი, რომელიც მას, ერთგული მეკურტნეობის სანაცვლოდ, მუდმივად ჰპირდება დახლიდართა სასტავში გაჩითვას. იმის და მიხედვით, თუ ვინ რითი ვაჭრობს და რა კურტანს ეზიდება, სახელცქვიტოს მოლაქლაქე ანუ, კაცის-კაცი, ერთდროულად შეიძლება იყოს დახლიდარიც და მეკურტნეც. Aაქ უბრალოდ გამორიცხულია ცხოვრება ვიღაცის კაცის-კაციობის გარეშე. სახელცქვიტოშიNნათლობის სახელს იშვიათად კითხულობენ, რადგან აქ მოქალაქეობრივი იდენტიფიკაცია ხდება იმის მიხედვით თუ ვისი კაცი ხართ!
3.მებალარკე-ჯართოსანი: სახელცქვიტო-ინდუსტრიული ადამიანი. Pპირველად იყო ბალგარკა და . . .…შემდგომ ქვეყანა, რომელიც იქცა ჯართად. . . ! მებალგარკე-ჯართოსანი ადამიანის არსი განისაზღვრება მისი გამანადგურებელი ეფექტით, რომელიც მარტივად გამოისახება ტროტილის ბომბის ექვივალენტებში:
მებალკარკე-ჯართოსანი = K* (1კგტროტილის ბომბი)
K – კოეფიციენტის სიდიდე, დამოკიდებილია იმაზე, თუ რომელი მშიერი კუთხის შვილია მებალგარკე-ჯართოსანი. Mმაგ.: თერჯოლელი და ჭიათურელი მებალგარკესათვის, ეს კოეფიციენტი 100-საც შეიძლება უტოლდებოდეს ლიანდაგებისა თუ რკინა-ბეტონის მუშა კონსტრუქციების დჭრა-განადგურებაში.
4. პირწკლაპუნა-დიაკვანი ანუ 3გ-მოძღვარი : კაცის-კაცის ბიზნეს-მოძღვარი, რომელიც, თუნდაც ნოკიას მე-3 თაობის მობილურის სანაცვლოდ, გასცემს ბარაქის მუდმივ ლიცენზიას.
3გ-მოძღვარის დამატებითი ფუნქციაა: 3გ-სერვისის საშუალებით განახორციელოს შიშველი ტოპ-მოდელებისგან ონლაინ ვიდეოზიარების მიღება და ცოდვების მიტევება.!!!
5.ბიო-რეპროდუქტორი – ყორალისტ-ჟურნალისტი, რომელიც წარმოადგენს ჯიგარი ხელისუფლების კაი სმა-ჭამის გახმოვანების ბიომოწყობილობას.
*********დარვინის მთავარი შეცდომა: ბუნებაში არ არსებობენ ადამიანისმაგვარი მაიმუნები.....არსებობენ მხოლოდ მაიმუნისმაგვარი ადამიანები …..!
ეპილოგი:
მოკლე ჩართვა ანუ - ერთი კაცის და უვარგისი ნათესავის სიზმარი:
ეშმაკი, როგორც წესი, ყოველთვის “დეტალებში იმალება” - იშვიათად ნახავ კაცს, რომელიც არ ეძებდეს თავის ისეთ კაცს, ან კაცის-კაცს, კაი “სასტავში” რომ გაჩითავს. შესაბამისად, სადღეგრძელო-სინამდვილესა და რეალობის შემაერთებელი ინტერვალი დაკომპლექტებულია კაცის-კაცობის, კაცის-კაცის კაცუნიობის და კაცმაცუნობის მრავალფეროვანი სულისკვეთებებით Dდა ის, თუ ვინ წავა და ვინ მოვა ამ “საბაღნაროში”, არსებითად უკვე ვეღარაფერს ცვლის ქვეყნის სინამდვილეში. Dზემოთ თუ ქვემოთ, პარლამენტში, რესტორნებში თუ სამზარეულოებში, კაცის-კაცთა საზოგადოება შთამბეჭდავად მსჯელობს ე.წ. ეროვნულ ინტერესებზე. უკაცრავად ბატონებო, მაგრამ სად არის ის, ვისზედაც ან რასზედაც მსჯელობთ, ანუ - სად არის ეს ერი?! სად ხედავთ ნებას ხალხისას გაბედოს, გადაწყვიტოს და იყოს როგორც ერი?! სად არის საზოგადოება?! ბალზე ზის და ტყემალს მიირთმევს?! Nნურას უკაცრავად ბატონებო, საზოგადოება შეიძლება მოვიკითხოთ სახელმწიფოში, Aაქ, სახელცქვიტოში, კარგა ხანია ბატონობს - საწყალი კაცის სინამდვილე. Mაქ მთელი სახელისუფლებო აგრეატი ქვეყნის მოსახლეობის მიზნობრივი გასაწყლების მანქანაა და სხვა არაფერი. რაზე ფიქრობს საწყალი კაცი?... “რას იზამ, ძმაო, დღეს ყველას უჭირს და შია!"… ვის ქირაობს მუქთად ბიზნესმენი? - რა თქმა უნდა საწყალ კაცს, რომელიც იმაზეც თანახმა იქნება, რასაც გადაუგდებენ!… ვისით მანიპულირებენ არჩევნებზე? - ისევ საწყალი ხალხით, რომელსაც შეუჩვეველ თავისუფლებას შეჩვეული სისაწყლე ურჩევნია!… რას უცდის საწყალი კაცი? - როდის ჭამს სამართალი პურს!… ვის უცდის საწყალი კაცი? – რა თქმა უნდა იგორა გიორგაძეს…! მაშ რა ეშველება საწყალ კაცს?!
“…ერთადერთი საშველი მხოლოდ ღირსების აღდგენაშია, რაც ნიშნავს – ძალისხმევას, საკუთარი რისკის ფასად აღარ იყო საწყალი…!” – თუმცა ეს ისე, ხუმრობით. . .
ეს არის არაფრის რეალობა ყველაფრის შესახებ. ყველამ კარგად ვუწყით: რაღაცა რომ მოხდეს, ვინმემ უნდა გადაწყვიტოს ახლავე, ამ წუთას, რომ რაღაცისგან რაღაცა გააკეთოს. Mმაგრამ, მოჯადოებულ სინამდვილეში, როგორც წესი, თუ რაღაცაა გასაკეთებელი, ეს ვინმე ადგილზე არ არის, ან როცა ეს ვინმე ადგილზეა, იქ უკვე გასაკეთებელიც აღარაფერია და ა.შ.
რამდენი ხანია უცდის სახელცქვიტოს მოსახლეობა როდის მოვა ეს “ვინმე”. ის კი ჯიუტად არ მოდის. ვერ იქნა და ვერ გამოკრისტალდა კაცის-კაცთა, კაცმაცუნათა და კვაცანცურათა საზოგადოებიდან ვინმე, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენდა ქვეყანაში. ვინ “ვინმე”?! – ისმის კითხვა. Pპასუხს ისევ ნათესაოსოფიური სინტაქსი გვკარნახობს: მაგ ვიღაც ვინმე, თუნდაც მართმადიდებელ-პერპენდუმმობილე, რომელსაც ყოველდღიურად სიმღერ-სიმღერით დავამუნათებდით – “თუ აგირჩიეთ, კიდეც გვარჩინე, ოღონაც შრომას გადაგვარჩინე! . . .
კურტან-კაცუნა
როს გრძელი ღამე გაფერმკრთალდება
და მარშრუტკები იწყებენ ჟივჟივს,
კურტან-კაცუნას გამოაღვიძებს
მუცელის გვრემა-მშიერი ჭიის,
თავს შეახსენებს მხრების ტკივილით
ხელის შეხება უფორმო ლანდის,
იქვე განრთხმული თრევას რომ უცდის
უზარმაზარი ბაზრობის ჩანთის
-რა დროს წოლაა ბიჭო მამია!
-ზურგზე მომიგდე მარდად ძამია,
წირვა მორჩება ვეღარ მივუსწრებთ
ღია-ცისქვეშა დემოკრატიას
Fფუსფუსებენ და ბზუიან უკვე
ღია-ცისქვეშა ეკლესიები,
Eელიავას და ლილოს ბაზრობებს
ტოლს არ უდებენ დიზერტირები,
ასე ერთფერად მოხატულები
მეკურტნეები, დახლიდარები,
ჩვენი საბაზრო-ცეკვონომიკის
დაუღალავი სახედარები,
კურტან-კაცუნა ჭიანჭველები
იქ აღავლენენ ერთი დღის ლოცვას :
``რას იზამ ძმაო, დღეს ყველას უჭირს,
ჩვენც შევეგუოთ ამდაგვარ ყოფას,,. . .
..................................
..................................
.................................
დანართი - ლირიული ექსკურსი:
ნათესაოსოფიური ფოლკლორის სათავეებთან
პაპებისა და დაო-ბაბოების წუთისოფელი
იყო და არა იყო რა, იყვნენ: ერთი კასპი, გორი, ხაშური, ცემენტი და არმატურა. ყოველივეს აქვს თავისი დასაბამი და ამა ტურფასა საბაღნაროსაც, ოდესღაც დაედო თავისი დასაბამი ოღონდ არა ღმერთის მიერ! . . . Aაი რა მოუთხრო ამის შესახებ ყიბრუცაანთ გოგიამ მასთან მისაქციელში სტუმრად მისულ ორ პილიგრიმს, პსიხოლოს და სტალკერს:
“ადრე. . . ყველა მამის მამას პაპა ერქვა. თოხის ტარებივითა ებათ თურმე ისინი. . . პაპაჩემის პაპის პაპას რამდენჯერ თოხი გასტეხია, არ დაბნეულა თოხის პირი ზედ იმაზე წამოუცვამს და მთელი ყანა საღამომდე იმითი უთოხნია თურმე. . . მააშ?! ერთ ნაკიან წელიწადს, ერთი პაპა კაი შეზარხოშებული შინ ბრუნდებოდა თურმე და გზის პირას დაღლილ, მოლზე მძინარე პაპას წასწყდომია. ზარხოშ პაპას ბევრი არ უფიქრია და მძინარე პაპა ძილშივე გაუბახებია. მე-7 სიზმრის მერე გაღვიძებულ-დაზარალებული პაპა აზრზე მოსულა, მაგრამ თავის მოკვლა ვერ გაუბედნია. სახლში მისულს შვილიშვილები ჟრიამულით შეგებებიან - პაპი, პაპი დღეს რა მოგვიტანეო. სირცხვილისაგან დამწუხრებულ პაპას ტირილით მიუგია - მე ის პაპა აღარა ვარ, მოგიკვდათ პაპათქვენი, დღეიდან ბაბუა დამიძახეთო. ეს სიტყვები სხვენზე ასულ ბაბოს გაუგია, რომელიც ამ ამბით გააფთრებული მაშინათვე ჩამომხტარა და ფიწალით განუგმირავს შერცხვენილი პაპაი”
ამბობენ, რომ დაო-ბაბოთა და ზარხოშ-პაპათა ისტორია უძველესი წარსულიდან მოდის. ბრიტანეთის სამეფო აკადემიის არქეოლოგიური ცენტრის მიერ კასპის მიდამოებში ჩატარებული გათხრებისას აღმოაჩინეს ტირანოზავრის ტყავში გამოწყობილი დევგმირი ბაბო-ქალის მუმია - ხელში მამონტის ეშვის ძერ-შუბით. გვერდზე უშველებელი ფრინველის ჩონჩხიც ნახეს, რომლის მსგავსიც ზღაპრებში თუ იყო აღწერილი. კასპის დაო-ბაბოთა საბჭოს უხუცესმა ბაბომ ინგლისელ არქეოლოგებს ფასდაუდებელი საკრალური ისტორია გაუმხილა, რომელიც თურმე ძალზე საიდუმლოდ გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ამ ისტორიის თანახმად, პირველი ბაბო, ფასკუნჯზე ამხედრებული, კავკასიის მთებიდან დაშვებულა ბარში, რომელიც ამ დროს პაპლუცების ტომით ყოფილა დასახლებული და სადაც ტირანოზავრები ბოგინებდნენ და არქეოპტერიქსები დაქროდნენ. მათგან დაშინებული პაპლუცების ტომი თავიანთი ოჯახებით ღრმა მიწურებში ცხოვრობდნენ და გვიან ღამით თუ ამოფოფხდებოდნენ საკვების მოსაპოვებლად. პაპლუცების გაოცებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა დაინახეს როგორ განგმირა ძერ-შუბით პირსისხლიანი ტირანიზავრი ფასკუნჯზე ამხედრებულმა კლდესავით ბაბო-ქალმა, იმ ღამეს, კოცონთან, პაპლუცები დიდ ხანს მუხლმოდრეკით ევედრებოდნენ ბაბო-ქალს, რომ პატივი დაედო და მათი წინამძღოლი გამხდარიყო. შანაცვლოდ, ბაბო-ქალს შეეძლო ცოლად შვიდი საუკეთესო ქორფა პაპლუცა ამოერჩია. პაპლუცებმა თავიანთ პირველ ბაბო-ბელადს ჟამი-ბაბო უწოდეს, რომელმაც 700 წელი იცოცხლა და 7000 ზარხოშ-პაპა შვილიშვილი დაუტოვა ქვეყანას. Aასე დაუდო პირველმა ჟამმა-ბაბომ მთელ მოდგმას დასაბამი და მისი სიკვდილის შემდეგ ეს ტიტული არც არავის რგებია. აი ასე ყოფილა თურმე ესე ამბავი საკვირველი Dდა ჟამი-ბაბოს და პაპლუცების ცელქობას ასე დაედო დასაბამი ქვეყნისას, რომელსაც დღემდე ჰქვია - კასპი, გორი, ხაშური, ცემენტი და არმატურა. და გაშენდნენ გარშემო სოფლები: ქვათახევი, კავთისხევი, ფლავი თუ მეჯვრისხევი. . .დასახლდა ხალხი, აიშენეს სამსართულიანი, ბლოკეს ქოხები და გარს შემოავლეს ბეტონის მაღალი გალავნები, ავისმომასწავებლად ამოშვერილი წვეტიანი და ჟანგიანი არმატურებით.
უცნაურია, მაგრამ ამ სივრცეში არ არსებობს აწმყო დრო. ვინა ხარ? - მეე?, აი, პატრონი რომ მყოლოდა, შენ ნახავდი მე ვინც ვიქნებოდი! ეს, აქ რა არის? - ესა?. Aაქა?, ეს ის უნდა იყოს, აქ ეს უნდა იყოს, აქ ეს გაკეთდება, იქ ის აშენდება მაშა! ბოლოს თურმე იმდენი ქნეს ზარხოშ-პაპებმა, რომ ყველა გამრჯე პაპა გააბახეს და საწყლები დასავლეთში გადახვეწეს.ადგილზე დარჩნენ მხოლოდ ზარხოშ-პაპები, რომელთა გენმა ისე იმძლავრა მათ შთამომავალ ლომგულ დედაკაცებში, რომ შემდგომში დაო-ბაბოებად დაღვინებულნი ისინი არაფერში ტოლს არ უდებდნენ თოხისტარა პაპებს. ნამდვილ დაო-ბაბოს თავისუფლად შეეძლო ზარხოშ-პაპას არა მარტო სმაში გაჯიბრებოდა, არამედ, ზარხოშ-პაპა თუ ლოდს ასწევდა, ზოგჯერ დაო-ბაბო ნიძლავზე მუხას მოგლეჯდა ფესვებიანად. Dდღესაც, თუ რომელიმე მკვეხარა ზარხოშ-პაპა სოფლის ბირჟაზე თავისი თოხის ტარით კვეხნას დაიწყებს, ვაი მისი ბრალი თუ ეს რომელიმე დაო-ბაბოს ყურს მისწვდება. ქვაში ამოიღებენ მას დაო-ბაბოები, თუ სიკვდილს გადაურჩა, ძირში წაამტვრევენ საცოდავს იმ თავის ნაფერებ თოხის ტარსა.
ამ მხარეში სწავლა-განათლებაზე ლაპარაკი ძალზე შორს წაგვიყვანს! მაგრამ, მოკლედ, ორიოდ სიტყვით ამაზეც უნდა ითქვას. Dდაწყებით კლასებში მხოლოდ ერთი, ისიც თეორიული საგანი ისწავლება - სტალინი და მისი როლი მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში. მეხუთე კლასიდან იწყებენ ბალგარკებით და ავტოგენით მეტალზე სუფთა წერის დისციპლინას: რკინის, ალუმინის და სპილენძის ძვირადღირებული ნაკეთობების ჯართად დაჭრა-განადგურებაში. თუმცა კასპის მებალგარკეთა გუნდს ჯართჭრა-თუჯმსხვრევის შეჯიბრებებში ბოლო დროს სერიოზულ მეტოქეობას უწევენ თერჯოლის მებალგარკეები. სასწაულებს იქმიან რკინიგზისპირა სოფლების დაო-ბაბოები. ძარხოშ-პაპების თოხის ტარების მტვრევაში დახელოვნებულნი, ისინი მარჯვედ და ელვის სისწრაფით ჭრიან თავიანთი თოხისტარმკვნეტელებით მაღალი ძაბვის ანძებზე გაბმულ მსხვილი სპილენძის სადენებს და ქვესკნელში ჩადებულ ალუმინის კაბელებს.
პირველად იყო სიტყვა,.და .მერე - ქვეყანა.!!! Dდღეს ეს ჭეშმარიტება ასე შემოგვცინის - პირველად იყო ბალგარკა, მერე ქვეყანა-ელივას ბაზრობა! ისტორია შეიძლება სიტყვით, ხმლითა და სისხლით საუკუნეები წერო, მაგრამ ბალგარკით, თუ მოინდომებ, ათასსაუკუნოვანი ისტორიისაგან სულ რაღაც 10 წელიწადში წაშლი და ახალ ისტორიას დაწერ - ეს დაამტკიცა ულმობელმა რეალობამ. გახსოვთ ალბათ, ტვინი წაიღეს ზვიადის კრიტიკით - აქაო და ზვიადისტები ძეგლებსა და ეკონომიკას ანგრევდნენო. მაგრამ, იმ ცხონებულს და მის ზვიადისტურ გარემოცვას 100 წელიც რომ ენგრიათ, იმის მეასედსაც ვერ დაანგრევდნენ, რასაც ჯართად ჭრის და აჩანაგებს ერთი ბალგარკიანი თერჯოლელი პაპა და კასპელი დაო-ბაბო სულ რაღაც ერთ კვირაში. Aგანსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პენტაგონის საიდუმლო ბიო-ლაბორატორიებში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს დაო-ბაბოებისა და ზარხოშ-პაპების გენეტიკური გამოკვლევა. Aარსებობს საიდუმლო გეგმა, რომლის მიხედვითაც Aთეთრ სახლს განზრახული აქვს გორის, კასპის და თერჯოლის რაიონებიდან ერაყში გადაისროლოს ზარხოშ-პაპათა დივიზია აღჭურვილი ალმასის ქვიანი ბალგარკებით ერაყის ეკონომიკის გადასაფორმირებლად. თუმცა უფრო გასაიდუმლებული ძ-გეგმის მიხედვით, ამას წინ უნდა უძღვოდეს დაო-ბაბოთა სპეც-სადესანტო შტურმი ბენ-ლადენისა და მისი ყველა ტერორისტული დაჯგუფების სრული ლიკვიდაციის მიზნით. სამოქმედო საომარი ინსტრუქცია დაო-ბაბოებს არ უკრძალავს თალიბი პაპა-მეომრების გაუპატიურებასაც!. . .
დაო-ბაბოების და ზარხოშ-პაპების ქვეყანაში უხსოვარი დროიდან არსებობდა და იხვეწებოდა გულის დამძიმების ისეთი ტექნოლოგია, როგორიცაა მუნათი. იგი აერთიანებს წუწუნის, დაბოღმვის, ყვედრებისა და დაღვარძვლის ხელოვნებებს. Aამერიკის სტრატეგიული კვლევების ცენტრმა მუნათი აღიარა რიგით ყველაზე ეფექტურ ფსიქოტრონულ იარაღად, რომლის მიმართული გამოყენებითაც ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის ელიტარული საზოგადოებაც კი შეიძლება სულ რაღაც საათებში გარდაქმნა ნათესაოსოფიურ კაცის-კაცობად. Aაი მერე იკითხოს იმ ქვეყანამ, მისმა კულტურამ და ეკონომიკამ:
რა სარანჩა, რის სარანჩა,
რაც დარჩა და აღარ დარჩა,
კაცის-კაცმა გადასანსლა….