ხო
ნამდვილად საინტერესო კაზუსია
არ ვიცი, არ მახსენდება არაფერი კონკრეტული ნორმა ამ კუთხით რომ გამოდგებოდეს, დაფიქრება უნდა
თავი რომ დავანებოთ კანონმდებლობას და ზოგადად, სამართლებრივ ლოგიკას გავყვეთ
გვაქვს ორი ინტერესი - სახელმწიფოს უსაფრთხოება და მეორეს მხრივ გვაქვს კერძო ინტერესი
ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?
ფაქტია რომ ამ ადამიანს ორი ვალდებულება აკისრია - წავიდეს ჯარში და გადაიხადოს ვალი
ჯარში წასვლა, როგორც ვალდებულება მას საკუთარი ნება-სურვილით არ უკისრია, რასაც ვერ ვიტყვით ბანკის ვალზე
თუმცა, ამ შემთხვევაშიც გაუმართლებელი იქნებოდა ჯოხის მხოლოდ მოვალეზე გადატეხვა, რადგან თუ დავავალდებულებთ ამ ადამიანს რომ ჯარში წასვლამდე არ აიღოს ვალი, რადგან შეიძლება მერე მისი ნების საწინააღმდეგოდ მოუწიოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენებდა მათ მიმართ ვისაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ეხება.
დავბუნდეთ ისევ საჯარო და კერძო ინტერესებთან
რადგან, ვასკვნით, რომ ჯოხი მხოლოდ მოვალეზე არ უნდა გადატყდეს, აქ უკვე გვჭირდება სახელმწიფოს და კერძო ბანკის პასუხისმგებლობების შეფასება...
სახელმწიფო ვერ დაიწყებს აღრიცხვას ვის რამდენი ვალი აქვს და ამ საფუძვლით ყველას ვერ გადაუვადებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ამაზე შევთანხმდეთ...
ბანკს, როგორც ფინანსურ ინსტიტუტს აკისრია ვალდებულება შეაფასოს კონტრაჰენტის გადახდისუნარიანობა, რადგან ჩვენთან მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულება უნდა შესრულედეს და ხელშეკრულების შესრულებაზე ზრუნვის ვალდებულება აკისრია არა მხოლოდ მოვალეს, არამედ კრედიტორსაც, (ამაზე ერთი კარგი, ოქროს გადაწყვეტილება აქვს უზენაესს) რაც პირველ რიგში გულისხმობს კრედიტორის ვალდებულებას შეაფასოს მოვალის გადახდისუნარიანობა, შესაძლო რისკები და ამის მიხედვით დადოს ხელშეკრულება მასთან...
აქედან გამომდინარე, რადგან ბანკს შეეძლო და უნდა გაეთვალისწინებინა ეს რისკი, არ იქნება უსამართლო თუ მის ინტერესს საჯარო ინტერესი გადაწონის...
გარდა ამისა, სახელშეკრულებო სამართალი ითვალისიწნებს ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობას, რაც მოვალის ბრალს (ბრალს ყველაზე ფართო გაგებით) გამორიცხავს და შესაბამისად, გამორიცხავს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ვალდებულებებსაც.
აქვე
ბანკსა და მოვალეს შორის შერეულ ბრალზე საუბარიც არ იქნება სწორი, ამაზეც მაქვს ჩემი მოსაზრება, უბრალოდ მეზარება წერა
This post has been edited by nnn_lll on 7 Sep 2018, 01:08