Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > ყოფილების ნახვა


Posted by: Asklipiodotaa 15 Feb 2024, 02:54
იშვიათი შემთხვევაა ალბათ როცა თემას მართლა გულრწფელად და სერიოზულად ვხსნი ამ განყოფილებაში.
სიყვა ყოფილებსაც ვერ ვიტან, ისეა გაბანძებული.

წარსულში ქექვა და ჩარჩენაც არ მახასიათებს, უფრო მეტიც, ძალიან ბევრი კარგი და ცუდიც აღარ მახსოვს, კარგად თუ არ დავძაბე გონება და ისიც ემოციების გარეშე ხოლმე.

ვინმეს გამოგიცდიათ ყველა ყოფილთან გელაპარაკათ წლების მერე? აი მაგალითად კაი ამინდში, სადმე კაფეში, ან თუნდაც სკვერში?
ერთმანეთს რომ მოიკითხავთ , მოუყვებით ამბებს და ა.შ.

რაღაც საინტერესო იდეად მიმაჩნია , მაგრამ არარეალური კია biggrin.gif
არა იმიტომ, რომ ვინმეს ცუდად დავშორდი მე პირადად, სხვა თემებია.

Posted by: adam* 15 Feb 2024, 03:09
Asklipiodotaa
QUOTE
ვინმეს გამოგიცდიათ ყველა ყოფილთან გელაპარაკათ წლების მერე?

ეს ვერ გავიგე, ყველა ერთად უნდა შეკრიბო და ელაპარაკო? სიტყვით გამოსვლა გინდა? თუ რა ხდება? : )

Posted by: Asklipiodotaa 15 Feb 2024, 03:15
adam*
არა, ცალ - ცალკე.

ჯერ ადამიანები რომ შორდებიან ყველაზე უცხოები ხდებინ ერთმანეთისთვის
და მერე კიდე წლების მერე საინტერესოა ვინ რა გაიარა, როგორ შევიცვალეთ და ასე შემდეგ.


შარშან თუ შარშანწინ ვნახე ერთი, ჩემთან ერთად იყო თავისუფლებიდან სარაჯიშვილამდე მეტროში. რაღაც უცნაური გრძნობა იყო, რა თქმა უნდა არანაირი მუცელში პეპლები და ამბები, უბრალოდ მეგობრულად მოვიკითხავდი და ვისაუბრებდი.
არ ვიცი რატომ არ მივედი, თან სიტუაციაც არ იყო, მაგრამ.შემეძლო ალბათ შემექმნა.


ამ ფორუმზე არის ერთი გოგო,, რომელიც ჩემი კლასელი იყო პირველ კლასში, იმის მერე გადავიდა და ეწერა კიდეც აქ, ვერაფრით შევეხმიანე, წლებია არ უწერია პოსტები.
საზღვარგარეთ არის.
ეს გოგოც საინტერესოა, მოგონებების გაზიარების თემაში.

Posted by: DATOIA 15 Feb 2024, 03:48
კაი ფილმია, დაგევასება, მაგ თემაზეა biggrin.gif

https://www.imdb.com/title/tt2201221/

Posted by: adam* 15 Feb 2024, 04:09
Asklipiodotaa
QUOTE
არა, ცალ - ცალკე.

ეს გავიგე მაგრამ, იქნებ რომელიღაცას არ უნდა ლაპარაკი, ძნელი მოსახერხებელია მგონი.
QUOTE
ჯერ ადამიანები რომ შორდებიან ყველაზე უცხოები ხდებინ ერთმანეთისთვის
და მერე კიდე წლების მერე საინტერესოა ვინ რა გაიარა, როგორ შევიცვალეთ და ასე შემდეგ.


შარშან თუ შარშანწინ ვნახე ერთი, ჩემთან ერთად იყო თავისუფლებიდან სარაჯიშვილამდე მეტროში. რაღაც უცნაური გრძნობა იყო, რა თქმა უნდა არანაირი მუცელში პეპლები და ამბები, უბრალოდ მეგობრულად მოვიკითხავდი და ვისაუბრებდი.
არ ვიცი რატომ არ მივედი, თან სიტუაციაც არ იყო, მაგრამ.შემეძლო ალბათ შემექმნა.

კიბატონო, შეგიძლია მასეც ქნა. თუმცა შეიძლება რამეში ვერ გაუგოთ ერთმანეთს, გააჩნია ის როგორ შეიცვალა. ეს ასევე დამოკიდებულია, როცა კომუნიკაციაში იყავით, როგორ იურთიერთეთ.
შეიძლება თქვა კარგადო. მაგრამ ეს "კარგად" ფართო მცნებაა. ხშირად ვერ იქცევიან კარგად ხოლმე. ადამიანი თავიდანვე ბრძენი არ არის.
არ ვიცი, თუ მართლა კარგად იურთიერთეთ, დაფიქრებაც არ დაგჭირდებათ, ერთმანეთზე გამოლაპარაკებაზე.

ეჰ, მე სამიჯნუროდ ურთიერთობას აღარავისთან გადავწყვეტ პირველ ეტაპზე. პირველ ეტაპზე ჩემი განზრახვა, ცოტა მეგობრობა და ფილოსოფია-ფსიქოლოგიურ და რეალურ-ყოფით საკითხებში გაგების მოძებნა იქნება. ყველას თავისებური წარმოდგენები აქვს ურთიერთობაზე და აქედან ცოტა თუა სწორი და ამ სწორიდან ცოტა თუ შემესაბამება მე და კიდევ უფრო ცოტა, ორთავეს. აქ თუ მივაღწიეთ გაგებას, მერე შეიძლება ვიფიქრო კიდეც უფრო მეტად სიახლოვეზე. ამ სქემით თუ ვიურთიერთებთ, ალბათ პრობლემა არ იქნება გარკვეული დროის შემდეგ გამოლაპარაკება.
არ მგონია სწორი თავიდანვე სამიჯნურო გეგმები. ქალებს კი უხარიათ მაგრამ 99,9%-ს ბევრი რამე არასწორად უტრიალებს თავში. ამას არ ვთვლი დიდ ნაკლად. დიდი ნაკლია, ქცევა რომ არ იციან, შესაცვლელად და განვითარებისთვის. ეჰ, კი უნდათ ქალებს კაცი ბეჭებზე დადონ, მაგრამ გონების გარეშე ჩემთან ვერ იურთიერთებენ.

Posted by: პადჟიგაწელი 15 Feb 2024, 10:35
QUOTE
წარსულში ქექვა და ჩარჩენაც არ მახასიათებს

QUOTE
ყოფილების ნახვა

lol.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «




Posted by: Asklipiodotaa 15 Feb 2024, 10:47
adam*
QUOTE
თუმცა შეიძლება რამეში ვერ გაუგოთ ერთმანეთს

რა პრობლემაა? bis.gif


თითქოს ურთიერთობის აღდგენის მცდელობად გაიგე spy.gif
პადჟიგაწელი
spy.gif
* * *
DATOIA
საინტერესო რაღაც ჩანს

Posted by: adam* 15 Feb 2024, 12:57
Asklipiodotaa
QUOTE
თითქოს ურთიერთობის აღდგენის მცდელობად გაიგე

არა მაგრამ არც უნდა გამორიცხო ეგ, ჩემი აზრით.

Posted by: Asklipiodotaa 15 Feb 2024, 13:45
adam*
გამორიცხვით ალბათ ვერ გამორიცხავ, მაგრამ მე უფრო ის მაინტერესებს როგორ შეიცვალა ადამიანი, რა გამოიარა, ჩემს თავზე რას მეტყვის, მოგონებები და ასე შემდეგ.
კლასელი ტყუილად არ ვახსენე, ზოგადად ვისთანაც ურთიერთობა გვქონდა წლების წინ, საინტერესოა მათი ნახვა და მარტო ქალი და მამაკაცის ჭრილში არაა თემა,უბრალოდ ამ განყოფილებას მოვარგე იდეა.

მეორეს მხრივ სასიამოვნო წასაკითხი არ იქნება პარტნიორისთვის ეს იდეები და მესმის.

ისე კი რაღაც პონტში ბედნიერი ვარ რომ ვიაზრებ, ცუდი დაშორება არავისთან მქონია და კარგადაც შემხვდება ყველა, რომ რამე biggrin.gif

Posted by: geomilitary 15 Feb 2024, 13:47
ყოფილი ამიტამაც ქვია რომ წარსულში უნდა დატოვო, რაც მთავარია დაიკიდო !

Posted by: Asklipiodotaa 15 Feb 2024, 13:51
geomilitary
QUOTE
ყოფილი ამიტამაც ქვია რომ წარსულში უნდა დატოვო, რაც მთავარია დაიკიდო !

საკმაოდ ყბადაღებული ფრაზაა.
ყოფილი იმიტომ ჰქვია, რომ დაიშალნენ, როგორც წყვილი lol.gif wink.gif

Posted by: adam* 15 Feb 2024, 14:03
Asklipiodotaa
QUOTE
ისე კი რაღაც პონტში ბედნიერი ვარ რომ ვიაზრებ, ცუდი დაშორება არავისთან მქონია და კარგადაც შემხვდება ყველა, რომ რამე

ჩემი აზრითაც, მაგის მიღწევაა მთავარი. რა მოხდა მერე, "რაღაც თუ ვერ აწიეს ერთად".

Posted by: Natosha 15 Feb 2024, 16:11
გააჩნია ყოფილს, გააჩნია რამდენი წელი იყავით ერთად, გააჩნია როგორ დაშორდით.

ყოფილების უმეტესობასთან ნორმალური ადამიანური ურთიერთობა მაქვს. ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ვმეგობრობთ, მაგრამ არც მოკითხვა მეხამუშება და არც ერთმანეთისგან რამე დახმარება თუ დაგვჭირდა, ერთმანეთთან მიმართვაც. ერთ-ერთი საზღვარგარეთ ცხოვრობს და ჩამოსვლისას შევხვედრილვართ და მოგვიკითხავს ერთმანეთი.

მოკლედ, რავი, ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ იმაში რომ დაშორების შემდეგ ურთიერთობა რომელიმე, ორივესთვის მისაღები ფორმატით გრძელდებოდეს. ან თუნდაც, როგორც აღწერილი გაქვს ბევრი წლის მერე შეხვდეთ და უბრალოდ ყავა/ღვინო დალიოთ ერთად.

Posted by: illusions 15 Feb 2024, 16:51
გააჩნია სად ნახავ

ჰმ... biggrin.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 15 Feb 2024, 17:08
QUOTE
გააჩნია სად ნახავ


საიქიოში ვნახავ, როცა სამოთხიდან ჯოჯოხეთში ჩავისეირნებ უფასო ექსკურსიაზე.

Posted by: illusions 15 Feb 2024, 17:12
~Annabelle°Haunting~
QUOTE
საიქიოში ვნახავ, როცა სამოთხიდან ჯოჯოხეთში ჩავისეირნებ უფასო ექსკურსიაზე.


ჩვენ დღემდე ვლაპარაკობთ (იშვიათად) , სასიამოვნოა ყოფილთან ფლირტი და წარსულის გახსენება

Posted by: aabbaa 15 Feb 2024, 19:23
რატომ უნდა მოგინდეს ყოფილᲗან საუბარი? რომელი დაქალი ან Ძმაკაცია? ის კარი მიხურულია უკვე ხო? Თანაც ახლანდელი მეორე ნახევრის და საკუᲗარი Თავის Შეურაცხყოფაა ეგ.
ანუ რაᲦაც ვერ დაამᲗავრე და დაგრᲩა წარსულᲨი ᲗიᲗქოს, ან რატომ, რისᲗვის გᲭირდება ეგ ადამიანს?

ახლა ქაჯი არავინაა და Თუ Შეგხვდა ᲨემᲗხვევიᲗ, მიესალმები კიდეც, მოიკიᲗხავ და ამიᲗ დასრულდება.


Posted by: illusions 15 Feb 2024, 20:12
aabbaa
QUOTE
რატომ უნდა მოგინდეს ყოფილᲗან საუბარი? რომელი დაქალი ან Ძმაკაცია? ის კარი მიხურულია უკვე ხო? Თანაც ახლანდელი მეორე ნახევრის და საკუᲗარი Თავის Შეურაცხყოფაა ეგ.


ინდივიდუალურია ეგ
ზოგისთვის ყოფილი არასასურველი ადამიანია, ჩემთვის მეგობარია და მისი ნახვა/მასთან ლაპარაკი მსიამოვნებს კიდეც

Posted by: SabArch 15 Feb 2024, 20:57
QUOTE (aabbaa @ 15 Feb 2024, 19:23 )
რატომ უნდა მოგინდეს ყოფილᲗან საუბარი? რომელი დაქალი ან Ძმაკაცია? ის კარი მიხურულია უკვე ხო? Თანაც ახლანდელი მეორე ნახევრის და საკუᲗარი Თავის Შეურაცხყოფაა ეგ.
ანუ რაᲦაც ვერ დაამᲗავრე და დაგრᲩა წარსულᲨი ᲗიᲗქოს, ან რატომ, რისᲗვის გᲭირდება ეგ ადამიანს?

ახლა ქაჯი არავინაა და Თუ Შეგხვდა ᲨემᲗხვევიᲗ, მიესალმები კიდეც, მოიკიᲗხავ და ამიᲗ დასრულდება.

ყველაზე ჯანსაღი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ბევრი პლიუსი. ++++++++++++++++++++++++++

Posted by: მანგია 16 Feb 2024, 00:09
QUOTE
ყოფილების ნახვა

საკმაოდ ნორმალური და ჯანსაღი ფენომენია. მე პირიქით უფრო მიკვირს ხოლმე, საშვილოშვილოდ რომ წყვეტენ კავშირს. ნუ გააჩნია დაშორება როგორ მოხდა. არაფერი ისეთი რო არ მომხდარა და საერთოდ ამოიკვეთენ, ძაან გაუგებარია ეგ ჩემთვის. და სიმართლე გითხრათ ძაან მეგოიმება/მექაჯება.
მე პირადად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო და თითქმის ყველა ჩემ ყოფილთან მაქვს/მქონია ურთიერთობა, თუ თვითონ არ უნდა კავშირის მთლიანად გაწყვეტა.
ჩვენი ურთიერთობაც გაგვივლია ბევრჯერ და ხშირად ჩვენ ჩვენი მიმდინარე ურთიერთობებიც გაგვივლია.

დაჟე ისეთ ყოფილთან ერთადაც, რომლის დანახვაც არ მინდოდა და ძაან ჩხუბით დავშორდით. პარკში დავსხედით გაზონზე, ცოტა გავაბოლეთ და გულახდილად ვილაპარაკეთ ყველაფერი. რავი რა არი მაგაში ცუდი?

არის რაღაცები, რისი გარკვევაც შეიძლება გინდოდეს პოსტ ფაქტუმ.

Posted by: shavi_kheli 10 Mar 2024, 00:01
"თუ ყველაფერი აპატიე ადამიანს, ესე იგი მასთან ურთიერთობა დამთავრებულია" – ზიგმუნდ ფროიდი

Posted by: პადჟიგაწელი 10 Mar 2024, 00:07
shavi_kheli
არის ლოგიკა მაგ ნათქვამში, ფსიქოლოგიური ახსნა როგორი აქვს ეგ არ ვითსი, ხოდა რატო ვწერე ამდენი, რა ქენი აპატიე დოჩანას თუ ჯერ არდამთავრებულა კველაფერი



Posted by: Ess 10 Mar 2024, 00:10
QUOTE
ვინმეს გამოგიცდიათ ყველა ყოფილთან გელაპარაკათ წლების მერე? აი მაგალითად კაი ამინდში, სადმე კაფეში, ან თუნდაც სკვერში?
ერთმანეთს რომ მოიკითხავთ , მოუყვებით ამბებს და ა.შ.

ყველას საშინლად დავშორდი.
წლების მერე შევხვედრილვართ, სექსიც გვქონია, ერთი კარგი საღამოც გაგვიტარებია მაგრამ იმაზე უფრო საშინელი იყო ვიდრე შემთხვევით გამვლელ ადამიანებთან.
ჩემთვის ასე წარიმართა ცხოვრება. ხალხი ვიცი, ლამის ბავშვები დაუნათლეს ერთმანეთს. მე ვერ შევძლებ ეგეთ რამეს

Posted by: Estrella 11 Mar 2024, 14:56
-----------------------------------------------------------

Posted by: nor-test 11 Mar 2024, 18:46
Asklipiodotaa
რავი, ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ. ყოფილიც ადამიანია ჩვეულებრივი. კაფეშიც ვმჯდარვართ, გვივარჯიშია კიდეც ერთად.
თუ საერთო სანაცნობო-სამეგობრო გყავთ, მაშინ მითუმეტეს ბუნებრივი ამბავია.

Posted by: Statham 15 Mar 2024, 11:38
ყოფილების დედას ვთხარე გლანდებში :უპ:

Posted by: IirinOK 15 Mar 2024, 15:49

საქართველოში მაგალითად ერთი 30 ყ.ლექალას თავისი თავი ჩემი ყოფილები ჰგონიათ




ამ დროს ზოგი თვალით არ მყავს ნანახი და ზოგზე ხელიც არ მაქვს ჩამორთმეული


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: daviti35 15 Mar 2024, 17:59
როცა შენ დააშავე ყოფილთან ჯობია წაშალო და არ ნახო. სევდიანი ვაიბები და მოგონებები მოაქვს. )

Posted by: kodeqsi 15 Mar 2024, 19:11
shavi_kheli
QUOTE
ესე იგი მასთან ურთიერთობა დამთავრებულია

და შეიძლება სულ ახლიდან მასთან ურთიერთობის დაწყება... )))

ის ფილმი გამახსენდა, ქორწინების ჩვევა, ბოლდუინი და ბესინჯერი თამაშობდნენ, სულ შორდებოდნენ ერთმანეთს ოფიციალურად და მერე ისევ ქორწინდებოდნენ, ასე დაუსრულებლად... )))

Posted by: shavi_kheli 15 Mar 2024, 23:07
kodeqsi
არ ვიცი არ მინახავს, მაგრამ მასეც ხშირად ხდება, საკუთარი გამოცდილებიდან biggrin.gif

Posted by: 7soto7 15 Mar 2024, 23:13
QUOTE
ყოფილების დედას ვთხარე გლანდებში :უპ:


lol.gif lol.gif lol.gif აცადე ხალხს ტკბილი მოგონებები...

Posted by: alesandra 18 Mar 2024, 22:40
QUOTE
ყოფილთან გელაპარაკათ წლების მერე?

სასტიკად მიუღებელია. წლების მერე რომ გამოჩნდებიან და რომ უნდა გახსოვდეს facepalm.gif რამდენიმე წლის წინ სტუდენტობის დროინდელი ვიღაც "დამიმეგობრდა" ფბ-ზე თავისი ჭკუით facepalm.gif ეგრევე მოვაშთე smile.gif
ზოგადად, ყოფილების მიმართ სენტიმენტები მამრებს ახასიათებთ. იგონებენ ხოლმე მათ, სოციალურ ქსელებში ათვალიერებენ და აკონტროლებენ, ვინ როგორ შეიცვალა. უყვართ ყოფილებთან საუბარი და "სიახლეების" შეტყობა. ერთგვარ კოლექციას ქმნიან თავიანთ წარმოსახვაში იმ შინაგანი რწმენით, რომ ყოფილი მაინც მუდამ მისია smile.gif. არ მეთანხმებით, ბატონო kodeqsi ?

Posted by: forumi.eu.org 19 Mar 2024, 01:14
alesandra
ქალი და კაცი ერთნაირია

Posted by: SabArch 20 Mar 2024, 01:34
მთავარი არც ყოფილია და არც მომავალი, არამედ - ამჟამინდელი. თუ ამჟამინდელი არ გყავს ადამიანს, მაშინ ხდება ყოფილების დასტალკვები და ავადმყოფური ამოჩემებები და წარსულში ქექვები.

მაგიტომ უნდა იყოს კაცი აქტიური მუდამ და ერთ კონკრეტულ ქალზე არ უნდა ჩაიციკლოს, არამედ მუდამ ნადირობის სეზონი უნდა ქონდეს გახსნილი და ახალ-ახალი ურთიერთობები ეძიოს, თუნდაც მოკლევადიანი.

ქალის ყოლა იმას არ ნიშნავს რო უნდა გაჩერდე და ვსო, აღარ იჩალიჩო სხვა ქალებთან სანამ ის ერთი გყავს. ბევრს დამართნია ეგრე და მერე უნარები აღარ აქვთ ხოლმე ახალი ურთიერთობების დაწყების. ეგ იგივეა, როგორც ლომს რო გამზადებულს აჭმევდე წლობით და მერე რო შეუწყვიტო ხორცის მიცემა და დავიწყებული რო აქ ნადირობა საგონებელში ჩავარდეს თუ როგორ მოიპოვოს საკვები და გადარჩეს. მაგრად გაუჭირდება ანუ ადაპტაცია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)