თუ თქვენ საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი ხართ, მაშინ წარმოადგინეთ :
პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (თან იქონიეთ და მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი);
დაბადების მოწმობის ასლი (თუ დაბადებული ხართ საზღვარგარეთ და გაქვთ აღნიშნული დოკუმენტი);
საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქორწინების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ) ასლი;
მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
საქართველოს ტერიტორიაზე მეუღლესთან ერთად ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ტერიტორიული სამსახურიდან);
2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4.
საფუძველი:საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლი (საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირის მიღება საქართველოს მოქალაქედ)
განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი არის არასრულწლოვანი, განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი. 14–დან 18 წლამდე პირის შემთხვევაში მშობლის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მეორე მშობლის თანხმობა და ასევე არასრულწლოვანის თანხმობა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე.
14 წლამდე ასაკის პირის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში დამატებით საჭიროა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.
მოქალაქეობის მიღების საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ პირადად, მინდობილობის მქონე პირის ან ფოსტის მეშვეობით.
http://www.migration.commission.ge/index.php?article_id=71ანუ სანამ მოქალაქეობას მიიღებს ჯერ 2 წელი ერთად უნდა იცხოვროთ საქართველოს ტერიტორიაზე
This post has been edited by emmasnow on 28 Feb 2018, 17:44