Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ართროზი, სახსრების ანთება


Posted by: gio_gio234 29 Jun 2009, 16:43
მოგესალმებით
ბებია არის 78 წლის, დაახლოებით 5 წლის წინ იკეთებდა ნემსებს, გაციებული იყო და ნემსი მოხვდა ნერვში.რამდენიმე წელი ვმკურნალობდით ამ ნერვს, რომელსაც ქონდა საშინელი ტკივილები,სოფელში ცხოვრობს ბებია და ზამთრის განმავლობაში ჩაწვა ლოგინად, რამდენიმე წელია მოძრაობა გაუჭირდა 2 ჯოხით ძლივს ვაყენებთ ფეხზე, ექიმებთანაც ვიყავით დანიშნულებებიც გამოვიყენეთ მაგრამ უშედეგოდ. გიადნოზი დაუსვეს მარჯვენა მენჯ-სახსარის მწვავე ართროზი(სახსარი აქვს ჩაკეტილიო), და სახსრების ანთება აქვს. როდესაც დგება ფეხზე მენჯში ისმის მტვრევის ხმა,დაახლოებით, როგორც ხრტილის ტკაცატკუცი თითქოს სახსარი იხსნებაო მისი რაიონიდან ტრანსპორტირება ძალიან ძნელია და დღის განმავლობაშვი სვამს 2 ცალ კეტონალ დუოს,სვამს აგრეთვე დიკლოფეროლს, აქვს ძალიან გაუსაძლისი ტკივილი.იქნებ დამეხმაროთ რაიმე,ისეთი პრეპარატი მირჩიოთ, რომელიც იქნება სამკურნალოც და გამაყუჩებელიც, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ,მხოლოდ და მხოლოდ ტკივილს დაკარგვა უნდა დანარჩენს კიდევ გავუძლებთ. გთხოვთ კონკრეტული პრეპარატი მირჩიოთ, თუ რაიმე კითხვა გექნებათ უფრო დაგიკონკრეტებთ.
წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: Romina 29 Jun 2009, 20:23
gio_gio234

გამოკვლევები საჭიროა, მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენი, სისხლის საერთო ანალიზი, ც-რეაქტიული ცილა. ეს ყველაფერი მინიმუმია, უბრალოდ იმის გამოსარიცხად მართლა ართროზის გამოა იქ მეორადი რეაქტიული ართრიტი თუ თავიდანვე ანთებითი პროცესი მიდიოდა. სხვა რომელიმე სახსარი ტკივა? შეშუპებული ხომ არ აქვს? ალერგიული არის მედიკამენტებზე? კუჭი ხომ არ აწუხებს? ამ კითხვებზე მიპასუხეთ და წინასწარი დროებითი დანიშნულება შემიძლია მოგწეროთ.



Posted by: gio_gio234 30 Jun 2009, 12:15
დიდი მადლობა,მენჯ-ბარძაყის რენტგენი გაკეთებული აქვს მეორე ფეხი მარცხენა ბავშვობიდანვე ამოვარდნილი აქვს,მაგრამ დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ არავითარი ტკივილი აღარ აქვს,ფეხი დამოკლებულია.მაგრამ არ სტკივა. აი მეორე მარჯვენა ფეხი კი აგიჟებს ისე ტკივა,ექიმმა სურთს რომ შეხება ასე თქვა თქვენ თვითონაც ხომ ხედავთ რომ ნაპრალი შევიწროებულიაო თან ძალიანო, და კიდევ სახსარის თავი დაპატარავებულია,იმის გამო რომ მთელი ცხოვრება ამ ფეხს დიდი დატვირთვა ქონდა სერიოზული დაზიანებაა აქვს და თან ანთებითი პროცესი აქვსო. სისხლის საერთოში ყველაფერი კარგად აქვს. სხვა არაფერი არ აწუხებს არც სახსარი არც გული და არც წნევა, ჯერ იყო იმ ნემსის შმდეგ მთელ თეძოს და ფეხს იტკიებდა,ეხლა მარტო ფეხი სტკივა და მგონი მუხლიც მიწყებს ტკივილსო. როცა დაწოლილია საერთოდ არაფერი არ სტკივა, საერთოდ. აი როგორც კი დაადგამს ფეხს იწყებს კივილს 2 კეტონალი უნდა დალიოს რომ 5-10 მეტრი გაიაროს და ისევ დაწვესს (ეშინია სულ არ ჩავარდე ლოგინადო და მაინც დგება), კუჭის წყლული ქონდა ადრე,ეხლა არ აწუხებს.მოკლედ უმძიმეს მდგომარეობაში ვარ რაა, იქნებ დამეხმარო როგორმე. დიდი მადლობა, ანთება რომ ჩავაქროთ და ტკივილი დავუკარგოთ
წინასწარ გიხდი მადლობას
* * *
უფრო ზუსტად კოსართროზი აქვს,მენჯ-ბარძაყში

Posted by: Romina 30 Jun 2009, 20:38
gio_gio234

საერთოდ ზეპირად რჩევების მიცემა არ არის სწორი, მაგრამ რახან მოხუცია და ასე უჭირს გადაადგილება ვცადოთ ემპირიული მკურნალობა. თუმცა თუ უკვე იქ ბარძაყის თავის ასეპტიური ნეკროზი მიდის ოპერაციის გარდა დიდი შედეგი არაფერს ექნება. მაგრამ მეორეს მხრივ ასაკოვანია მაინც ასეთი დიდი ოპერაციისთვის. მოკლედ იქნებ ეს მკურნალობა სცადოთ:

1. მოვალისი 15მგ - 1 ამპულა 1-ჯერ დღეში, კუნთში (10 დღე). ინექციების დამთავრების შემდეგ მოვალისი 15მგ - 1 აბი 1-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (15 დღე).

ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი, მესამე თაობის პრეპარატია. ოღონდ არ შეგეშალოთ ნემსების დამთავრების შემდეგ გადადით ტაბლეტებზე.

თუ ტკივილის გარდა დაჭიმულობის შეგრძნებაც აქვს, მიეცით კიდევ ეს პრეპარატი
2. მიდოკალმი 50 მგ - 1 აბი 1-ჯერ დღეში საღამოს, ძილის წინ (20 დღე)

ანამნეზში რადგან კუჭის წყლული აქვს, ამ წამლებთან ერთად ჯობია კუჭის დამცველი პრეპარატი მიიღოს

3. ულსეპანი 40მგ - 1 აბი 1-ჯერ დღეში დილას, უზმოზე.

ე.ი. პირველი არის ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, მეორე მიორელაქსანტი, მესამე კუჭის დამცველი. წესით უნდა შეუმსუბუქოს მდგომარეობა თუ იქ შეუქცევადი ცვლილებები არ არის.

Posted by: gio_gio234 1 Jul 2009, 09:40
უღრმესი მადლობა,გავითვალისწინებ და იქნებ ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეს მდგომარეობა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)