forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (29) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> როაკუტანი (იზოტრეტინოინი), აკნეს მკურნალობის დღიური
beqaG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1127
წევრი No.: 27795
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2013, 00:46  #37209422      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით,
დერმატოლოგიის თემაში ვწერდი ამასწინათ, როაკუტანის თერაპიას ვიწყებთქო,
ხოდა აგერ პროცესში ვარ უკვე, მინდა დღიურსავით გავაკეთო რომ თქვენც მოგითხროთ აკნეს მკურნალობის რეალური ისტორია.
acne vulgaris ანუ ვულგარული ფერიმჭამელა არის ჩემი დიაგნოზი, ძალიან ბევრი თქვენგანი ზუსტად ამ ჯანდაბით იტანჯება.
წლების განმავლობაში რა არ გავაკეთე, რა ღონე არ ვიხმარე, მაგრამ ყველაფერს დროებითი ეფექტი ჰქონდა.
უმეტესობა ანტიბიოტიკებზე უკვე რეზისტენტობა ჩამომიყალიბდა ამდენი მკურნალობით და რეალურად ეს ხომ მხოლოდ დროებით აჩერებს ანთებით პროცესს, ცოტა ხნის გასვლის შემდეგ ყველაფერი ისევ უკან ბრუნდება.
რეალურად პრობლემა არის გადამეტებული ცხიმის სეკრეცია (გამოყოფა)
მამაკაცური ჰორმონების - ანდროგენების ზემოქმედებით კანში არსებული ცხიმოვანი ჯირკვლები გადამეტებული რაოდენობით აწარმოებს ცხიმს (ნორმალური რაოდენობით, კანისთვის პირიქით კარგია)
ეს ცხიმი თმის ფოლიკულის არხებით გამოდის კანზე და პოხავს მას. ამ დროს კანის გარქოვანებული და მკდარი ზედა ფენა ჭედავს ამ არხებს, ქვემოდან
კი ცხიმი ზე-რაოდენობით აწვება და შედეგად წარმოიქმნება კომედონი (კანზე ამობურცული გორაკივით) თავის მხრივ ცხიმი არის საუკეთესო გარემო პროპიონო ბაქტერიის გამრავლებისთვის და კოლონიზაციისთვის.
ორგანიზმი უცხო სხეულის ანუ ბაქტერიის წინააღმდეგ ააქტიურებს იმუნიტეტს და გზავნის იმუნოჯარისკაცებს smile.gif ბრძოლის შედეგად წარმოიქმნება კონსისტენცია - ჩირქი. ხშირ შემთხვევაში ამ ცხიმში და ჩირქში არამხოლოდ პროპიონობაქტერია ბუდობს, არამედ ყველასთვის ცნობილი სტაფილოკოკის ბაქტერიაც.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, 11 ივნისს დავიწყე იზოტრეტინოინის თერაპია. ანუ ჩვენში როაკუტანის სახელით ცნობილი პრეპარატი. აკნეს მკურნალობის გაიდლაინში ყველაზე ეფექტური საშუალება.

user posted image
http://www.modernpublishing.ge/view_post_r...pub=8&year=2009

ამ თემის გახსნა შთამაგონა ჩვენმა თანაფორუმელმა mselosa-მ, რომელმაც წარმატებით იმკურნალა ციკუსტანით (იგივე როაკუტანია, ავსტრიაში ამ სახელით უშვებენ)

მოკლედ როაკუტანი ცხიმოვანი ჯირკვლების მინიმიზაციას ახდენს.
ცხიმიანობა იკლებს, თან ძალიან, აქედან გამომდინარე ბაქტერიას არ აქვს გარემო სადაც ფეხს მოიკიდებს და გამრავლდება.


ორი სიტყვით კი ასეთი ფორმულაა "არ არის ცხიმი, არ არის გამონაყარი"


შევეცდები ჩემი მკურნალობის შედეგები ყოველ ათ დღეში ერთხელ გამცნოთ, სურათებით და ერთად დავაკვირდეთ ამ პრეპარატის მოქმედებას.
აგრეთვე ვისაუბროთ გვერდით ეფექტებზე (თუ გამოვლინდება) და აგრეთვე ყველა შესაძლო ასპექტზე.

ამ პრეპარატს საქართველოში ვერ შეიძენთ, გაყიდვაში არ არის, მთელ მსოფლიოში ვერსად ვერ იშოვნით დერმატოლოგის რეცეპტის გარეშე, მხოლოდ აზერბაიჯანში იყიდება ურეცეპტოდ და როგორც ვიცი რუსეთშიც, აი თურქეთში ვერ გეტყვით, ამბობენ რომ კიო.

ამ პრეპარატის მიღებისას არ შეიძლება დაფეხძიმება და თერაპიის დასრულების შემდეგ მინიმუმ 1-დან 3 თვემდეც არ არის რეკომენდირებული, ნაყოფის დეფორმაციას იწვევს.
აგრეთვე სუიციდური მიდრეკილება უყალიბდებათ ფსიქიურად გაუწონასწორებელ ტიპებს, დეპრესია არის ერთ-ერთი მთავარი უკუჩვენება, მაგრამ გამოკვლევების საფუძველზე გადაჭრით მაინც ვერ ამტკიცებენ რომ ეს მართლა ასეა.

მოკლედ ინტერნეტში მილიონი რეცენზიის და იუტუბზე მილიონი ვიდეოს ნახვის შემდეგ მივედი კაციტაძის კლინიკაში წინამძღვრიშვილზე, ქეთი ბერიანიძესთან და მირჩია: ბექა, ბევრი რამე გამოცადე, მაგრამ მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს ყველაფერს, შენს ცხიმიანობას ვერაფერი უშველის, როაკუტანის კანდიდატი ხარო. რათქმაუნდა დავთანხმდი, შემიყვანა ალეკო კაციტაძესთან რათა დოზები განესაზღვრა. ოღონდ მანამდე ღვიძლის ფუნქციების ანალიზი მომიტანეო, ისე არ დავნიშნავ თუ არ დავწმუნდი რომ ამ მხრივ ყველაფერი მწყობრში გაქვსო.

ხოდა გავაკეთე ანალიზები ამ ფუნქციებზე

user posted image

შედეგები ძალიან კარგი მქონდა და დავიწყე მკურნალობა.

ახლა კი დღიურის ჩანაწერები


დღე 1-10

დოზა - 60 მილიგრამი (დღეში სამჯერ 20-20 მილიგრამი) პირველი 5 დღე 60 მილიგრამი მაქვს დანიშნული, შემდეგ 40 მილიგრამზე გადავდივარ.
პირველი ათი დღის განმავლობაში ძალიან გამიღიზიანა სახე, გამონაყარიც უფრო გამძაფრდა. ხასიათი საშინელი, ვფიქრობ რომ მაინცდამაინც ჩემზე არ უნდა იმოქმედოს ამ წამალმა. გვერდითა ეფექტებიდან მხოლოდ თავის სუსტი ტკივილი ოღონდ იშვიათად, თვალების სუსტი წვა, მაგრამ მე ამას კომპიუტერს უფრო ვაბრალებ. ნუ კომპი აძლიერებდა. ტუჩებიც დამისკდა, მაგრამ ჰიგიენური პომადებით ვირბილებ. ერთი სიტყვით გვერდითა ეფექტები, ყოვლად ასატანი იყო.

დღე 10-20
მეთხუთმეტე დღემდე სახე მიღიზიანდებოდა მაგრამ შემდეგ ყოველდღიურად იცვლებოდა მდგომარეობა, სახემაც რეალურად დაიწყო გამოშრობა და გუნება განწყობა ისე გამომიკეთდა რომ რაის დეპრესია smile.gif ძალიან კარგად ვიყავი ამ მხრივ.
თავის ტკივილები ძალიან იშვიათი გახდა. თვალების წვა საერთოდ აღარ მქონდა, ნუ ტუჩები ისევ მისკდებოდა და ეს ბოლომდე მექნება, გარწმუნებთ დიდი დისკომფორტი არ არის, უბრალოდ ერთი კია რომ ტუჩების კიდეში ოდნავ კანი ჩაგეხევათ და მარილიანი საკვების მიღების დროს, (განსაკუთრებით სალათის) არასასიამოვნოა.

დღე 20-30

მეოცე დღიდან ძალიან შემიმცირდა გამონაყარი, რაც იყო თითქმის ყველაფერი გაქრა ხოლო ცოტა დიდი რომელიც იყო, ძალიან მინიმიზირდა, სახეც ძალიან გამომიშრა, მაგრამ ისე არა რომ რაიმე დამატენიანებლები დამჭირვებოდა, წყალს ვსვამ დღეში 3-4 ლიტრს და ეს ძალიან კარგად მიტენიანებს კანსაც და ზოგადად ხშირად გამოაქვს შარდის სახით ის ქიმია რასაც მე ვიღებ. გვერდითა ეფექტებიდან თავის ტკივილი აბსოლიტურად გაქრა, თვალების წვა აბსოლიტურად აღარ მაქვს, ისკიარა თვალები ასეთი თეთრი და ბრწყინვალე არ მქონია დიდი ხანია, ხოო კიდევ, რამდენი წლის შემდეგ დავინახე ჩემი რეალური თმის ფერი პირველად smile.gif თმას ყოველდღე ვიბანდი და მაინც ცხიმიანი მქონდა და ახლა ღმერთო რა ფაფუკი და სუფთა მაქვს 3 დღის დაუბანელი თავი. ეს ღირდა ერთ რამედ, თმების შიგნით თავის ქალაზეც მქონდა ადრე მცირე ქუხებივით, აი არც გამონაყარი რომ არ არის და თან რაღაც უსიამოვნო პატარა შიშკებივით რომ არის, ხოდა ეს ყველაფერი გამიქრო სრულიად. ნუ თავს მაინც ყოველდღე ვიბან იმიტომ რომ ბანაობის დროს არ მიყვარს თავის გამოტოვება, თორემ ნამდვილად არ მჭირდება. სახლში ვარ, გარეთ არ გავდივარ და ამიტომ დილაობით რაღაც ვარჯიშებს ვაკეთებ რომ წელი და სახსრები არ მოვადუნო, ეს აუცილებელია.
საკვებიდან ვერიდები ა ვიტამინის შემცველი რაღაცების მიღებას, საქონლის ღვიძლს, კვერცხს, თევზს, ყვითელ ხილს - ნესვს, გარგარს და ა.შ
ანუ ნორმაზე კი შეგიძლიათ მიიღოთ, მაგრამ ბევრი არ შეიძლება. ა ვიტამონიზი რომ არ განვითარდეს. ნუ რათქმაუნდა ალკოჰოლს არ ვსვამ smile.gif

კურსი არის 4 თვიანი, გააჩნია შეიძლება 6 თვეც იყოს, მოკლედ მკურნალობის პროცესში გამოჩნდება, დოზირებას ყოველ თვე შემიცვლის კაციტაძე, ან არ შემიცვლის. დააკვირდება. ნუ მერე შემცირებაზე წავა სავარაუდოდ.

ჩემი დასკვნები ერთი თვის გადმოსახედიდან არის, შემდეგი: ნეტა ადრე მცოდნოდა და დამეწყო. ძალიან კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით.

როცა დავიწყე მკურნალობა ძალიან გაღიზიანებული მქონდა.

აი შეპირებული სურათები


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


როგორც ხედავთ პროგრესი აშკარაა, ახალი რაღაცები იშვიათად გამომდის უკვე, თან ისიც ძალიან პატარები, ხელის მოკიდების გარეშე 1-მაქსუმუმ 2 დღეში კვალიც რომ არ რჩება ისეთი. ანუ ჯერჯერობით რახან გამოდის მცირე მაინც, ჯერ სტატუსი "გამონაყრის გარეშე" არ მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან მიხარია რეალურად რომ მოქმედებს ეს წამალი და ჯერ მხოლოდ 30 დღეა გასული და მთელი 3 თვე წინ მაქვს.

ახლა რაც შეეხება როაკუტანის ყიდვის ამბავს, მე ჩამოვატანინე გერმანიიდან, ნუ ბევრი ჩალიჩი დამჭირდა, გერმანელმა დერმატოლოგმა გამოუწერა ერთს დანიშნულება და ასე გამოიტანეს აფთიაქიდან და გამომიგზავნეს. ნუ ძალიან რთული გზა ავირჩიე მაგრამ აზერბაიჯანიდან ან რუსეთიდან შანსები ნაკლები მქონდა, თან 100 ტაბლეტიანი შკვრები აზერბაიჯანში არ იყიდება ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ 30 ტაბლეტიანი შეკვრებია და ფასით 100-იანი უფრო მომგებიანი და ეკონომიურია, მაგალითად 100 ცალიანი აკნენორმინი (გერმანიაში ასე ჰქვია როაკუტანს) 70 ევრო ღირდა, აზერბაიჯანში არ ვიცი რა ღირს, მაგრამ გაცილებით მეტი რომ ღირს ვიცი, უბრალოდ ბევრს რომ ყიდულობ საგრძნობ დისქაუნს გიკეთებენო.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


გაპარსვას ვერიდები და ამიტომ ამაზონიდან გამოვიწერე წვერის კორექტორი, ძალინ მაგარი რამე, მისწრებაა აკნეს დროს, კანს საერთოდ არ ეხება და რა დონეზეც გინდა ისე დაიყენებ წვერის სიგრძეს. ეს არის Remington ერთერთი ბესტსელერი ამერიკაში ფილიპსთან ერთად, ოღონდ მხოლოდ წვერის კორექტორების სეგმენტში და არა ზოგადად ჩვეულებრივ წვერის საპარსებში.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


აი ეს კი ბალზამი ტუჩებისთვის.

ერთი Himalaya მეორე Neutrogena
ორივე ძალიან კარგი საშუალება

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ყოველ ათ დღეში მოკლედ დავწერ მიმდინარე მკურნალობის შედეგებს, სურათებით.

ეს თემა და რეალური დღიური თუ ვინმეს გამოადგება მოხარული ვიქნები. smile.gif





Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61480
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 12 Jul 2013, 01:57  #37210109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
beqaG

გვაქვს ზუსტად ანალოგიური თემა.

სურათებითურთ.
* * *
Ciscutan


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
beqaG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1127
წევრი No.: 27795
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2013, 10:05  #37211371      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig
QUOTE
გვაქვს ზუსტად ანალოგიური თემა.

ათასი ინდივიდუალური თემა-დღიურები იხსნება უცხოურ სამედიცონო ფორუმებზე
და სიტყვაზე ჯეკის ისტორიას არ უერთებენ ჯილის ისტორიას.
ეს თემა ბოლოსდაბოლოს ახლობელი (მოყვასისთვის) ადამიანებისთვის რაღაცნაირად ინფორმაციის მიწოდების საშუალებად ჩავთვალე.
აკნეთი ბევრი იტანჯება და მინდოდა მაქსიმალური ინფორმაცია მიმეწოდებინა და ჩემთან ერთად დაკვირვებოდნენ მკურნალობის პროცესს და შემდეგ გამოეტანათ დასკვნები. ასე რომ არ იყოს ამხელა პოსტის დაწერა ნამდვილად დამეზარებოდა.

რახან არ შეიძლება, დახურეთ მაშინ
ბოდიში.


Kobalty
არაგველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42738
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2013, 10:22  #37211520      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
beqaG
1. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დალევა არაფრის არ შეიძლება?
2. მკურნალობის ხანგრძლივობა აკნეს სირთულის დონეზეა დამოკიდებული? (იმიტომ გეკითხები რომ - მე ბევრად ნაკლები მაქვს შენი პირველი ფოტოს ფონზე - მაგრამ მოურჩენელი. sad.gif )


--------------------
არავინ იფიქროს ვახტანგა შალითურს სიკვდილისა სრცხვენიაო!!!
beqaG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1127
წევრი No.: 27795
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2013, 10:44  #37211716      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kobalty
QUOTE
1. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დალევა არაფრის არ შეიძლება?

აკნეს თუ მკურნალობ როაკუტანით, მაშინ სხვა წამლები პარალელურად არ მიიღება.
დაჟე გარედან წასასმელი საშუალებების გამოყენებაც არ შეიძლება.
ანუ მხოლოდ როაკუტანი აკეთებს თავის საქმეს, თან კარგად.

და ისე ზოგადად თუ მეკითხები სხვა წამლების მიღება თუ შეიძლება პარალელურადო,
რამდენადაც მე ვიცი, ძალიან მცირეა წამლების ჩამონათვალი რომლის მიღებაც შეგიძლია პარალელურად, ყველა ვარიანტში დერმატოლოგს უნდა შეეკითხო.

QUOTE
2. მკურნალობის ხანგრძლივობა აკნეს სირთულის დონეზეა დამოკიდებული?  (იმიტომ გეკითხები რომ - მე ბევრად ნაკლები მაქვს შენი პირველი ფოტოს ფონზე - მაგრამ მოურჩენელი.  )


როაკუტანის მიღების ვადები 16-დან 24 კვირამდეა (მინიმუმ 16 კვირა მაინც უნდა მიიღო)
შეიძლება ვადა უფრო გაგრძელდეს, 6 თვე, 10 თვე 12 თვე. გააჩნია დერმატოლოგის მიერ შერჩეულ დოზას და მკურნალობის პროცესის პროგრესს. ინდივიდუალურად არის რა...
მაგალითად თავიდან ინიშნება 0.5 მგ - ერთ კილო წონაზე, ანუ თუ ხარ 80 კგ, დაგინიშნავენ 40 მგ.
მაგრამ თავიდანვე შეიძლება 0.5 მგ-ს მაგივრად 1 მგ დაინიშნოს ერთ კილო წონაზე, ანუ 80 მგ/80 კგ
მაგრამ 1 მგ/1 კგ-ზე დიდი ცისტური აკნეს დროს უფრო ინიშნება,
როგორც ხედავ მე 80 კგ ვარ და ჩემი დღიური დოზა არის 0.5 მგ. ანუ 40 მგ.
მაგრამ ყოველ თვეს უნდა გადაიხედოს დოზირება, თუ ვერ მუშაობს დაბალი დოზა, მაშინ შეიძლება აწევაც,
თუ ნორმალურად მუშაობს, მაშინ ან შენარჩუნდება არსებული დოზა, ან კლებაში წავა.

QUOTE
მე ბევრად ნაკლები მაქვს შენი პირველი ფოტოს ფონზე - მაგრამ მოურჩენელი.  )

პირველ სურათზე რომ ვარ, ეგრე არასდროს არ მაქვს, მასე სიარულს უბრალოდ ვერ შევძლებდი კიარა, ნუ წარმოუდგენელია ასე ცხოვრება, ეს არის იმის შედეგი რომ უკვე ანტიბიოტიკები რომ ვეღარ აკეთებს თავის საქმეს და აქამდე გამირთულდა და ამიტომ დავიწყე როაკუტანი.
ზოგადად როაკუტანი ინიშნება მძიმე აკნეს დროს, აგრეთვე საშუალო სიმძიმის აკნეს დროსაც როცა აკნე შეუპოვარია.
აი მე მაგალითად როგორც ხედავ, არც ცისტური კვანძები მაქვს და არაფერი, მაგრამ არ მანებებს თავს.

This post has been edited by beqaG on 12 Jul 2013, 11:30
Kobalty
არაგველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42738
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2013, 11:00  #37211899      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
beqaG
QUOTE
აკნეს თუ მკურნალობ როაკუტანით, მაშინ სხვა წამლები პარალელურად არ მიიღება.
დაჟე გარედან წასასმელი საშუალებებიც გამოყენებაც არ შეიძლება.
ანუ თავის საქმეს აკეთებს მხოლოდ როაკუტანი.

და ისე ზოგადად თუ მეკითხები სხვა წამლების მიღება თუ შეიძლება პარალელურადო,
რამდენადაც მე ვიცი, ძალიან მცირეა წამლების ჩამონათვალი რომლის მიღებაც შეგიძლია პარალელურად, ყველა ვარიანტში დერმატოლოგს უნდა შეეკითხო.

1. არა, მე სასმლის დალევა ვიგულისხმე, ალკოჰოლის.. smile.gif
2. და კაციტაძეს დავანიშნინო დოზები თუ კობახიძეს, რომელს უფრო მირჩევ? (ერთი ძალიან პოხუისტია, მეორე საშინელი საურთიერთობო.. drug.gif )

1-2ჯერ მაგრად შევიკავე თავი კაციტაძეზე, რო არ გამეგდო.. user.gif
beqaG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1127
წევრი No.: 27795
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2013, 11:27  #37212192      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kobalty
QUOTE
1. არა, მე სასმლის დალევა ვიგულისხმე, ალკოჰოლის..

არა, არა smile.gif ალკოჰოლი უნდა დაივიწყო მკურნალობის დროს
QUOTE
და კაციტაძეს დავანიშნინო დოზები თუ კობახიძეს, რომელს უფრო მირჩევ? (ერთი ძალიან პოხუისტია, მეორე საშინელი საურთიერთობო..  )

კობახიძე მაგარი ხოო biggrin.gif biggrin.gif
ერთხელ ვიყავი და ჩეთაობდა თუ რას აკეთებდა ვერ გავიგე, კლავიატურას ურაკუნებდა და იღიმებოდა, შიგადაშიგ მეც ამომხედავდა და ერთიორ სიტყვას გადმომიგდებდა smile.gif ანუ მთავარი საქმიანობა იმ წუთში მისთვის ინტერნეტით მიმოწერა იყო smile.gif
კაციტაძეზე მილიონი პოსტია მხოლოდ ამ ფორუმში დაწერილი და მეტს არ დავამატებ.
აი რაც როაკუტანი დავიწყე 2-ჯერ ვიყავი მასთან მისული და ისეთი ყურადღებით მსინჯავს და იმდენ დროს მითმობს რომ რავიცი,
ჩემი გადმოსახედიდან, ამდენ წლიანი გამოცდილებიდან, მაინც კაციტაძეა #1 დერმატოლოგი საქართველოში.
ნუ როაკუტანის მართვის ხელოვნება კი კაციტაძეზე უკეთ არამგონია რომელიმე დერმატოლოგმა იცოდეს აქ.
ნუ სხვა დერმატოლოგებს არც გამოცდილება აქვთ როაკუტანის და არც გამბედაობა რომ დაუწყონ პაციენტს ეს თერაპია.
ნუ კობახიძემაც შეიძლება იცოდეს კიდე როაკუტანის მართვის ამბავი, მაგრამ შენი არ იყოს მაგარი პოხუისტია რა.

Kobalty
არაგველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42738
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2013, 12:38  #37213053      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
beqaG
თუ იცი, რაც უფრო დაბალ დოზას დაგინიშნავს, მით ნაკლები უკუეფექტები და გართულებები აქვს?
ანუ პროპორციულია?
beqaG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1127
წევრი No.: 27795
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2013, 13:06  #37213395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kobalty
QUOTE
რაც უფრო დაბალ დოზას დაგინიშნავს, მით ნაკლები უკუეფექტები და გართულებები აქვს?

რათქმაუნდა, დაბალი დოზა ნაკლებ გართულებას და ნაკლებ გვერდითა ეფექტს ნიშნავს,
მაგრამ დოზა ისე უნდა იყოს შერჩეული რომ რეალურად იმუშავოს.
Kobalty
არაგველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42738
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2013, 13:46  #37213909      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
beqaG
აგერ, იმ მეორე თემაში ის გოგო წერს რომ ღვიძლის ფუნქციის გარეშე დაუნიშნეს ეს როაკუტანი და იქნებ მეც ავცდე მაგ ანალიზს. sad.gif
beqaG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1127
წევრი No.: 27795
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2013, 13:59  #37214105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kobalty
QUOTE
აგერ, იმ მეორე თემაში ის გოგო წერს რომ ღვიძლის ფუნქციის გარეშე დაუნიშნეს ეს როაკუტანი და იქნებ  მეც ავცდე მაგ ანალიზს.

კი, მახსოვს რომ ავსტრიაში იმ გოგოს ღვიძლის ფუნქციების გარეშე დაუნიშნეს,
შეიძლება ის ავსტრიელი ექიმი ნაცისტი იყო biggrin.gif
მე უბრალოდ დაზღვევის პონტში გამაკეთებინა ანალიზი, დარწმუნებული ყოფილიყო
რომ ყველაფერი მწყობრში მაქვს. მოკლედ რომ მიხვალ ექიმთან თვითონ გადაგიწყვიტავს, გინდა თუ არა.

* * *

დამავიწყდა მეტქვა, პირველი 10 დღის განმავლობაში კუჭის შეკრულობა მქონდა ძლიერი,
დავიწყე ქატოს დალევა, 2 კვირის განმავლობაში ვსვამდი, ახლა უკვე ქატოს გარეშეც ყოველდღიური მოქმედება მაქვს.
ანუ მწყობრშია ყველაფერი, ერთი სუფრის კოვზ ქატოს უნდა დაასხა ოთახის ტემპერატურის წყალი 200 მილიგრამი.
კარგად უნდა აურიო და საჭმლის მიღებამდე მიიღოთ დღეში სამჯერ. ქატო იყიდება რესპუბლიკური საავადმყოფის ასახვევში
ჩაყოლებაზე რომ მაღაზიებია. 2 ლარი ღირს პაკეტი და კაი 15 დღე გეყოფათ.
ან დილით უზმოზე 2 ცალი ვაშლი კანიანად გახეხეთ ძალიან თხლად და ნერწყვგაურევლად გადაყლაპეთ.
ორივე მეთოდი ძალიან ეფექტურია, თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი მაგრამ აი რასაც ჰქვია, კუჭს და ნაწლავებს რაზმავს სერიოზულად smile.gif
ხოო კიდევ რა, კომპიუტერს უნდა დაეთმოს ნაკლები დრო, თვალებისთვის არ არის რეკომენდირებული, მზეზე ქუდის გარეშე არ უნდა გავიდეს, კაცი და თუ ცოტა მეტ ხანს უწევს, მზისგან დამცავი მალაჩკოს წაუსმელად არ შეიძლება.
მოკლედ ისევ სახლში ჯდობა ჯობია პირველი თვე მაინც.... იმიტომ რომ მალაჩკოს რა წამასმევინებს ქალაქში smile.gif
ძლივს ჩემი სახის კანი გამომშრალი და ცხიმისგან თავისუფალი ვნახე და კიდევ რაიმე საშუალებით ავილაპლაპო?! გამორიცხულია smile.gif

* * *
კიდევ რა? უჟასების და ფსიქოლოგიური დრამების ყურება არ არის მიზანშეწონილი კიდევ ამ პრეპარატის დროს.
ნუ ამაზე გაფრთხილებენ, თორემ ცემს შემთხვევაში, არ მოქმედებს smile.gif ასე ხალისიანად არასდროს არ მიგრძვნია თავი.
ნეტა ბოლომდე ასეთ ხასიათზე ვიყო და ასეთი პოზიტიური განწყობა გაგრძელდეს მთელი მკურნალობის განმავლობაში და მერეც რათქმაუნდა. ტფუი ტფუი ტფუი.... smile.gif
rock in rose
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12153
წევრი No.: 71219
რეგისტრ.: 17-October 08

გამოგზავნილია: 12 Jul 2013, 16:26  #37216216      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
beqaG

წავიკითხე მთელი თემა და ყოჩაღ რა. ძალიან სერიოზულად ეკიდები და შედეგიც სახეზეა.
beqaG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1127
წევრი No.: 27795
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 12 Jul 2013, 17:59  #37217521      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოთენთილობა და ძილიანობა თანმდევია ამ პრეპარატის მიღებისას.
მაგალითად მე ამას გვერდითა ეფექტს ვერც ვუწოდებ. მსიამოვნებს ძილი biggrin.gif
თუმცა ერთს რომ გამოვიძინებ მერე უკვე მხნედ ხარ.
მაგრამ სამსახურში რომ დავდიოდე, ალბათ მოთენთილობა არც გამახსენდებოდა.
სახლში რომ ვზივარ უსაქმოდ დივანზე წამოწოლი და არაფერი არ მაქვს საქმე, მაგიტომ უფრო მეძინებაsmile.gif
კიდევ რისი თქმა შემიძლია, ჭამა უნდა ნორმალურად, ძალიან ცხიმიანები არ შეიძლება, მაგრამ ცხიმის გარეშეც არ ვარგა.
ანუ კარაქიან პურს ადრე არ ვჭამდი, ახლა დილაობით ჩაისთან ერთად ვაყოლებ, იმიტომ რომ ეს პრეპარატი ასეთუისე მთელ სხეულს
აშრობს, ხოდა ყველაფერი უნდა დააბალანსო და მართო, თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი საკვების პირობებშიც კი ერთ კილოგრამსაც არ ვიმატებ, არადა ერთი თვეა უკვე სახლში ვარ უმოძრაოდ და ჭამის და კითხვის მეტს არაფერ ვაკეთებ.
წამლის მიღებაც აუცილებლად ჭამის დროს უნდა, უფრო კარგად შეიწოვება, და არანაირად უზმოზე.
ნელნელა თუ რამე გამახსენდება, დავწერ smile.gif

ხოო კიდევ, გულის ფიცარზე თითქმის არასდროს არ მქონია გამონაყარი, ნუ ძალიან იშვიათად, ხოდა როაკუტანი რომ დავიწყე, სასწაულად გამიღიზიანა და მე-20 დღიდან უკვე დაიწყო დაცხრობა და დღეს უკვე მხოლოდ ლაქებიღა მაქვს დარჩენილი, ანუ რაც შიგნით რამე იყო, ყველაფერი ზედაპირზე ამოიტანა და ლიკვიდაცია გაუკეთა. ძააან მაგარი გრძნობაა!!!! smile.gif

rock in rose
QUOTE
წავიკითხე მთელი თემა და ყოჩაღ რა. ძალიან სერიოზულად ეკიდები და შედეგიც სახეზეა.

აზარტშიც ვარ უკვე smile.gif

This post has been edited by beqaG on 12 Jul 2013, 18:08
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61480
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 13 Jul 2013, 00:58  #37222800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
beqaG

დახურვაში არაა საქმე, მით უმეტეს, რომ მკურნალობა არ დაგიმთავრებია. უბრალოდ, ვიფიქრე, შემეერთებინა, რადგან ფაქტიურად ერთი და იგივე თემებია. გარდა ამისა, მკითხველებისათვის უფრო ინფორმატიული იქნება, თუკი ერთად გაეცნობოდნენ სხვადასხვა იუზერების გამოცდილებას. აკნე ბევრს აწუხებს და ფორუმზე რამდენიმე თემაშია საუბარი მის შესახებ და სულ მინდა, რაღაცნაირად, თავი მოეყაროს ყველაფერს...

მაგ წამლის შესახებ 2-3 წლის წინ გავიგე მეც. ოღონდ არა საქართველოში და მიკვირს, ჩვენში რატომ ჩამორჩნენ ასე ძალიან და არც შემოაქვთ და არც მართვის წესებს იცნობენ... მართალია, ახალი წამალია და უცხოეთშიც ფრთხილად ნიშნავენ (მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა ექიმთან საუბრის დროს), მაგრამ მაინც წარმოუდგენელია, თუ მართლა არავინ ინტერესდება ჩვენში მაგით....


Kedy
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 87
წევრი No.: 169034
რეგისტრ.: 18-June 13

გამოგზავნილია: 13 Jul 2013, 11:52  #37225638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თვითონ ბერიანიძეს ან კაციტაძეს არ შეუძლია როგორც ექიმს რომ გამოიწეროს ან ეგენი ხო დადიან საზღვარგარეთ და რომ ჩამოიტანონ არ აქვთ უფლება?

აზერბაიჯანში რომ წავიდეს ადამიანი და ჩამოიტანოს შეიძლება ხო?

ძალიან მომეწონა ეს თემა წარმატებებს გისურვებ.)))


--------------------
You dont need money,or fame or things to do... You just need to believe that You can make a difference...
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (29) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0375 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]