ქეთათორა სიროფია სად არის???
* * *
როგორც ვიცი ბევრი კვლევა ჭირდება და მერე წამლებს ბევრსაც ნიშნავენ, ნაწილი ამბობს რომ მაინც არ ეშველა და ნაწილს ეშველა, ზოგი ხალხურს აწვება
ზოგმა ისიც თქვა საერთოდ რუსული საბჭოთა მონაგონია და არ არსებობს ეგეთი რამო
მაგრამ ის კი ვიცი რომ მაწუხებს და იქნებ ვინმემ ადამიანურად მირჩიოთ რამე
სტუდენტურმა და მუდმივად მშრალმა კვებამ ( 6 წელი ) მომიშალა მომნელებელი სისტემა
+ გაუთავებელმა სტრესმა, მუდმივად დაძაბულმა მდგომარეობამ, ნერვოზმა რაც ავიკიდე კვალი დაამჩნია
+ამ სიკეთეებთან ერთად ხშირად რაიმე ადვიალდ მემართებოდა, როგორც ჩანს იმუნური სისტემა ცუდი მაქ, ამიტო ხშირად მიწევდა წამლების სმა და გამიფუჭა ამანაც მუცელი, ანტიბიოტიკებმა
+ კიდე სწავლის რეჟიმმა და უმოძრაო მჯდომარე ცხოვრებამ ხელი შეუწყო
1-2 ჯერ მაგრად მოვიწამლე ძLიერი მუცლის ტკივილები მქონდა და ანტიბიოტიკებიც მივიღე, მუცელი აირია და მის მერე დაიწყო ნელ-ნელა პრობლემები
ასე ვიყავი კაი ხანს, მერე ძლიერი ანტიბიოტიკი დამინიშნეს წლების მერე დამჭირდა და იმ 3 დღიანმა კურსმა უკვე ბოლო მომიღO
ხანდახან ტემპერატურა, ოფლიანობა, ხანდახან გულძმარვა, მუცელში სიმძIმის შეგრძნება, დისკომფორტი, რაღაც ხმები რომ გესმის მუცლიდან ეგეც
დიარეა, უმეტესად ყაბზობა და ნახევრად დაცლის შეგრძნება საპირფარეშოდან გამოსვლისას
ფაღარათი და მის დროს სხვადასხვა ადგილებში ტკივილების შეგრძნება რომელიც მერე ქრება
უხასიათობა, დეპრესიული განწყობა, სისუსტე, შრომის უნარის დაქვეიტება, უკან ხელს თუ მიიტან სიმხურვალეს გრძნობ, მუცელი ზომაზე მეტად გაბერილია, ჭარბწონიანობა, ეხოზე დათვალიერებისას მითხრეს ნაწლავების შებერილობა გაქვსო
განსაკუთრებით მტკივნეულად რეაგირებს მუცელი ლობიოზე, ხილზე, თეთრ პურზე და გაზიან სასმელებზე
დადებითი შედეგი მოაქვს და მუცელი მშვიდდება კვირეობით თუ ქატოს პურზე ვარ, გაზიანს არ ვსვამ, ბიფიდობაქტერიებიან იოგურტს თუ შევჭამ და ხანდახან გვირილას ჩაისაც თუ დავლევ მით უკეთესად ვგრძნობ თავს
როგორ გამოვიდე მდგომარეობიდან, არც ძვირიანი გამოკვლევების თავი მაქვს და არც აუარება წამლების ყიდვის
მირჩიეთ რამე
რა წამალი დავლიო არ ვიცი, ან საერთოდ რომელი პრეპარატი ჯობია დისბაქტერიოზზე ეს მიკროფლორა როგორ აღვიდგინო
ლაქტო ჯი, ხილაკფორტე, იმდენია გამოსული....არც ვიცი რომელია ეფექტური
თუ საერთოდ ხალხური ჯობია რაიმე