სრულად მესმის მისი
ფერეიდნელების გვერდიცაა და რომ ვიკითხო ვინმე დათანხმდება. მარა შეიძლება არც ღირდეს ქექვა
რეალურად გენეტიკა და ენა ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. საჰ აბასს რომ ქართლ კახეთი მოესპო და ოსმალოს დასავლეთი. აღმოსავლეთის მთიანეთით გავიგებდით "სიმართლეს". გენეტიკას უმრავლესად გეოგრაფიული მცნებაა და არა ლინგვისტური. შუაში რომ ქართველობა გაეწყვიტათ და მთაში სვანები, თუშფშავხევსურები და სამხრეთში ლაზები დარჩენიკიყო- ვინ გაიგებდა როგორი სურათი იყო ქართველი ერის ბირთვში?
ენობრივი იზოლატები: ბასკები და პაკისტანელი ბურუშებია მაგალითი რომ გენეტიკურად ორივე არაფრით განსხვავდება მეზობლებისგან. კავკასიაში კიდევ ოსებია მაგალითი.
ბალყარელებს და ყარაჩაელებს ნაწილობრივ მამობრივ ჰაპლოებზე ეტყობათ მოსულობის კვალი მარა არა ოსებს. ოსებს დედის ხაზებზე ეტყობათ მარა არა აუტოსომურად ან ათროპოლოგიურად
რეალურად რომ ვაღიაროთ სვანების აბსოლიტურობა G2a1-ში და უძველესი ქართველური ენა რომ არა სხვა შეხედულებები იქნებოდა. ეგ ჰაპლო და მისი დომინირება რომ არა, ქართლ-იმერეთ -რაჭის G2a2 იდეალური კანდიდატი იქნებოდა პრექართველურობის.
This post has been edited by ბასიანი89 on 21 Apr 2024, 06:34