#61195361 · 25 Apr 2024, 04:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არამიზნობრივი ხარჯვა ქუთაისი კი არა მესტია და თელავის აეროპორტებია.
სამწუხაროდ, აეროპრტის ასაფერენი ბილიკი არ იძლევა საშუალებას დიდი ბორტების მიღების, აქ მხოლოდ STOL ბორტები იფრენენ, მაქსიმუმ 20 მგზავრით. გავითვალისწინოთ, ისიც რომ მესტიის აეროპორტი არაა IRF ზე გათვლილი და ეკიპაჟს სრულიად ვიზუალური ხედვით უწევს ფრენას, რაც ცუდი ამინდისა და ღამის შემთხვევაში შეუძლებელია.
30 თანამშრომელი, სასადილო და "საკუთარი ტუალეტი" სულ არ არის საჭირო 20 მგზავრისათვის, რომლებმაც ტერმინალში წესით 1 საათზე მეტი არ უნდა გაატარონ. მესმის, რომ აეროპორტმა საათში მიიღოს 3-4 ფრენა, კი გამართლებული იქნებოდა ეს ხარჯები და ტერმინალის გაფართოება. ეს ყველაფერი ემსახურება წინა სააარჩევნოდ ადგილობრივებისათვის საქმის კეთების ჩვენებას და მეტი არაფერს.
თუ მოახდენენ აეროპორტისა და ავტო სადგურის კომბინაციას, მაშინ შეიძლება უფრო პროდუქტიული ვიყოთ, მაგრამ იმ დატვირთვით რა დატვირთვითაც ეს აეროპორტი მუშაობს, არ არის საჭირო ამხელა ტერმინალი და მითუმეტეს 30 თანამშრომელი (რომელიც ნამდვილად ვერ ვხვდბეი რას აკეთებს).
1-2 უსაფრთხოება.
2 რემფზე + 1 მესაწვავე
1 კლიენტთა მომსახურება.
1-2 დამლაგებელი
ჯანდაბას, ერთიც მენეჯერი, ჯამში მაქსიმუმ 10 თანამშრომელი. მეტი არაა საჭირო მაგ აეროპორტისთვის. ესეც ძალიან გულიხვილოდ.
--------------------
Still Here
|