გამარჯობა. კითხვა "კითხვა ტრამვატოლოგთან-ში"მინდოდა დამეწერა, მაგრამ იქ თვეებია არ პასუხობენ და თემის ცალკე გახსნა გადავწყვიტე. კარგი იქნებოდა ცოტა ხანი მაინც რომ ყოფილიყო ცალკე გახსნილი( იქნებ ვინმეს ეპასუხა
და მერე შეგეერთებინათ მისთვის განკუთვნილ თემასთან.
ვარ 18 წლის და შევამჩნიე, რომ მარტის თვე დადგება თუ არა, მეწყება მუხლის მცირედი ტკივილი, მაგრამ არც შესიებული და შეწითლებული არ არის. შარშან, მარტის თვეში, მაგარი ქარიანი დღე იყო და მუხლი და მთლიანად ქვედა კიდური ამტკივდა, ოღონდ ძლიერი ტკივილი არ იყო. როგორც წესი რამოდენიმე დღე მიგრძელდება ასეთი შეგრძნება და მერე მთელი წელი აღარ მაწუხებს ხოლმე, მხოლოდ მარტის თვეში მაწუხებს ეს პრობლემა და რამ შეიძლება გამოიწვიოს ხომ ვერ მეტყვით? სხვა მხრივ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არანაირი ჩივილი არ მაქვს. პ.ს, რამოდენიმე თვის წინ ინტერესის გამო გავიკეთე კალცზე ანალიზი და 2.26 მქონდა.
* * *
---------------------------------
This post has been edited by ბატის_ჭუკი on 16 Mar 2019, 12:00