პირი არის კომპანიის თანამშრომელი. იმის გამო, რომ კომპანიას საქმიანობა ახალი დაწყებული ჰქონდა და შესაბამისად, საკმარისი რაოდენობის ქეში ჯერ არ ჰქონდა დაგროვებული, აღნიშნულმა პირმა თავის საკუთარი თანხით კომპანიის სახელზე შეიძინა ძირითადი საშუალება, ვთქვათ, 5000 ლარის. თანამშრომელს ეს თანხა დაუბრუნდა 2 თვის შემდეგ, ყოველგვარი სარგებლის გადახდის გარეშე. როგორც ვვარაუდობ, 2 თვის განმავლობაში ამ 5000 ლარზე დარიცხული პროცენტი უნდა ვაღიარო კომპანიის შემოსავლად, მაგრამ რომელი საპროცენტო განაკვეთით? ზუსტად ხომ ვერ მიმითითებდით კოდექსის რომელი მუხლი არეგულირებს ასეთ შემთხვევებს?