ინგლისის ნაკრები ყველაზე მეტი თამაში - პიტერ შილტონი (125)
ყველაზე მეტი გოლი - ხარი კეინი (58)
ყველაზე მეტი ზაპოი - პოლ გასკოინი (65)
მსოფლიო ჩემპიონატი - გამოჩენა - 16 (პირველად 1950 )
საუკეთესო შედეგი - გამარჯვებული, 1966
ევროპის ჩემპიონატი - გამოჩენა - 10 (პირველად 1968 )
საუკეთესო შედეგი - მეორე ადგილი, 2020
ENGLAND NATIONAL TEAM 100 CAPS
Peter Shilton - 125, 25 November 1970 – 7 July 1990
Wayne Rooney - 120, 12 February 2003 – 15 November 2018
David Beckham - 115, 1 September 1996 – 14 October 2009
Steven Gerrard - 114, 31 May 2000 – 2014
Bobby Moore - 108, 20 May 1962 – 14 November 1973
Ashley Cole - 107, 28 March 2001 – 5 March 2014
Bobby Charlton - 106, 19 April 1958 – 14 June 1970
Frank Lampard - 106, 10 October 1999 – 24 June 2014
Billy Wright - 105, 28 September 1946 – 28 May 1959
ინგლისის ეროვნული ნაკრები
ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები - წარმოადგენს ინგლისს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში . ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს ფეხბურთის ასოციაცია . მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ცნობილი ნაკრებების უმეტესობა სუვერენულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, გაერთიანებულ სამეფოს ოთხი წარმომადგენელი ჰყავს საერთაშორისო არენაზე.
ინგლისი იმ შვიდ ნაკრებთაგანია, რომელსაც მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი. ეს მოხდა 1966 წელს, როცა ინგლისი მასპინძლობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს . მათ ფინალური მატჩის დამატებით დროში 4-2 დაამარცხეს დასავლეთ გერმანიის ნაკრები. ინგლისს, საფრანგეთის მსგავსად მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული მსოფლიო პირველობა. მას შემდეგ ინგლისელტა საუკეთესო გამოსვლა იყო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მათ ნახევარფინალში პენალტებით წააგეს გერმანიასთან . თუმცა, მიუხედავად ამისა, ინგლისი მაინც დარჩა მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულ გუნდად, რომელიც ფიფასა და ELO - ს რეიტინგის ათეულიდან იშვიათადაა ჩამოქვეითებული. ინგლისმა ასევე გააღწია 1968 და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალში. ბრიტანულ გუნდებს შორის ინგლისი ყველაზე წარმატებული ნაკრებია მოგებით 54, 1984 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნამდე.
ტრადიციულად, ინგლისელთა უდიდესი მეტოქეა შოტლანდია , რომელთანაც 1870 წელს პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა. შოტლანდიასთან რეგულარული შეხვედრები 80 - იანი წლიების ბოლოს დასრულდა, სხვა მეტოქეები კი უფრო ცნობილი გუნდები გახდნენ. განსაკუთრებული შემთხვევებით იყო აღსავსე არგენტინასთან და გერმანიასთან მატჩები. ინგლისის ნაკრების საშინაო სტადიონი არის უემბლი .
ისტორია
ინგლისის ნაკრები მსოფლიოში ყველაზე ძველი ნაკრებია, რომელიც ჩამოყალიბდა შოტლანდიასთან ერთად. ინგლისსა და შოტლანდიას შორის გაცნობითი ხასიათის მატჩი გაიმართა 1870 წლის 5 მარტს, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო შემდეგი შეხვედრა, 1872 წლის 30 ნოემბერს, შოტლანდიის ნაკრების წარმომადგენელთა ორგანიზებით გაიმართა. ცალ - ცალკე დაკომპლექტებულ ამ ორი ნაკრებისთვის ეს მატჩი, შოტლანდიის ჰემილტონ ქრესსენტის სტადიონზე, იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა. აქ უფრო მეტი სამუშაო იქნა გაწეული, ვიდრე წინა, 1870 წლის თამაშზე. მომდევნო 40 წლის მანძილზე ინგლისელი ფეხბურთელები ექსკლუზიურად მხოლოდ მშობლიურ გუნდებთან: შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და უელსთან თამაშობდნენ. ეს მატჩები 1883-1984 წლებში ბრიტანეთის შიდა ჩემპიონატის ეგიდით იმართებოდა.
ლონდონის უემბლის სტადიონის გახსნამდე ინგლისის ნაკრებს არ ჰქონდა მუდმივი სამასპინძლო მოედანი. 1906 წელს ინგლისი ფიფაში გაწევრიანდა, ხოლო 1908 წელს ბრიტანეთს გასცდა. ამ ორი ნაკრებს (ინგლისსა და შოტლანდიას) შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, 1928 წელს ბრიტანელები ფიფადან გამოაძევეს, 1946 წელს კი ხელახლა გაწევრიანდნენ. შედეგად ინგლისს მონაწილეობა არ მიუღია 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, აქ კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან 1-0 წააგეს და პირველ რაუნდში გასვლის შანსი დაკარგეს.
ისტორიაში ინგლისმა პირველი საშინაო წაგება 1949 წლის 21 სექტემბერს, ლივერპულის გუდისონ პარკზე , გაერთიანებული სამეფოს არაწევრ ირლანდიასთან იგემა - 2:0, ხოლო 1953 წელს უნგრეთთან 6-3 წაგება იყო ინგლისის პირველი წაგება გაერთიანებული სამეფოს არაწევრთან უკვე უემბლის სტადიონზე. განმეორებითი მატჩი ბუდაპეშტში შედგა, სადაც უნგრელებმა 7-1 დაამარცხეს მეტოქე. ეს შეხვედრა კი ინგლისის ნაკრების ისტორიაში უდიდეს მარცხად მიიჩნევა. ინგლისელთაგან ერთადერთი გოლი ივორ ბროუდისმა გაიტანა. თამაშის შემდეგ შეცბუნებულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა სიდ ოუენმა განაცხადა: "ეს იყო უცხოპლანეტელებივით თამაში".
1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სიდ ოუენმა ორი გოლი გაიტანა და პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორი გოლის გატანა მოახერხა: ბროუდმა და ნეტ ლოფთჰაუზმა , ერთად ბელგიასთან სანახაობრივ ფრეში გაიტანეს ორ - ორი გოლი. მეოთხედფინალში გასულმა ინგლისმა პირველად წააგო ურუგვაისთან და ასპარეზობას გამოეთიშა. ინგლისმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა სხვა ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მწვრთნელად უოლტერ ვინთერბოთომი დაინიშნა, 1963 წელს ელფ რამსის დანიშვნამდე გუნდი კვლავ კომიტეტმა ჩაიბარა. რამსის ხელმძღვანელობით ინგლისმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია - 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამატებით დროში დაამარცხა დასავლეთ გერმანიის ნაკრები -4:2, ჯოფ ჰარსთმა კი ჰეთ - თრიკი შეასრულა. ეს ტურნირი ინგლისში გაიმართა. თუმცა ერთი წლის შემდეგ ინგლისელებმა თავიანთ მოსისხლე მტერ შოტლანდიასთან უემბლიზე ანგარიშით წააგეს 3:2. ინგლისის ეროვნული ნაკრები 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა როგორც მოქმედი ჩემპიონი, სადაც მეოთხედფინალში გააღწია, მაგრამ დასავლეთ - გერმანელებთან მარცხი იწვნია. იგებდა რა - 2:0 ს, საბოლოოდ დამატებით დროში დამარცხდა 3:2. 1974 და 1978 წლებში ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატების მიღმა დარჩა, 1982 წელს რონ გრინვუდის გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან წაგების გარეშე გამოეთიშა. ბობი რობსონის ხელში ინგლისის ეროვნული გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა, რადგანაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდა, ოთხი წლის შემდეგ კი მე -4 ადგილი დაიკავა. ეს იყო ერთადერთი პერიოდი, როცა ინგლისმა უცხო ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალიდან გააღწია.
1990 - იან წლებში ინგლისის ნაკრებმა ოთხი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, ოთხივე ძალიან მოკლე ხნით. ბობი რობსონი გრეჰემ ტეილორმა შეცვალა, მაგრამ 1994 წლის შესარჩევი ციკლის კრახით დასრულების შემდეგ დატოვა დაკავებული თანამდებობა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი ინგლისში გაიმართა, შესარჩევ ციკლში ნაკრებს ტერი ვენეიბლზი გაუძღვა და ინგლისს ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი - ნახევარფინალი აჩვენებინა. მაგრამ თანამდებობა დატოვა ფინანსურ მაქინაციებში მხილების გამო, ხოლო მისმა შემცვლელმა გლენ ჰოდლიმაც მალე დატოვა პოსტი არასაფეხბურთო მიზეზების გამო. ეს მოხდა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე , სადაც ინგლისელები მერვედფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას. ჰადლის წასვლის შემდეგ ნაკრები კევინ კიგანმა ჩაიბარა, მაგრამ მანაც წინამორბედების ბედი გაიზიარა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე არასასურველი შედეგის გამო.
სტადიონი
არსებობის მანძილზე პირველი 50 წლის მანძილზე ინგლისის ნაკრები საშინაო თამაშებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებდა. საფეხბურთო კლუბების სტადიონებზე გადასვლამდე ინგლისელები კრიკეტის მოედნებზე თამაშობდნენ. ინგლისმა უემბლის სტადიონზე პირველი მატჩი 1924 წელს, შოტლანდიასთან გამართა, მომდევნო 27 წლის მანძილზე ეს სტადიონი მხოლოდ შოტლანდიელთა წინააღმდეგ თამაშისთვის გამოიყენებოდა.
უემბლის სტადიონი მდებარეობს ბრენტის რაიონში, ლონდონში, ეკუთვნის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას. იგი პირველ რიგში გამოიყენება ინგლისის ეროვნული ნაკრების თამაშებისთვის და ინგლისის თასის ფინალებისთვის.
ინგლისის ნაკრების მწვრთნელები
უოლტერ უინტერბოტომი 1946–1962
სერ ალფ რემსი 1963–1974
ჯო მერსერი 1974
დონ რივი 1974–1977
რონ გრინვუდი 1977–1982
სერ ბობი რობსონი 1982–1990
გრემ ტეილორი 1990–1993
ტერი ვენეიბლზი 1994–1996
გლენ ჰოდლი 1996–1999
ჰოვარდ უილკინსონი 1999 & 2000 (two stints)
კევინ კიგანი 1999–2000
პიტერ ტეილორი 2000
სვენ გორან ერიქსონი 2001–2006
სტივ მაკლარენი 2006–2007
ფაბიო კაპელო 2007-2012
სტიუარტ პირსი 2012 (caretaker)
როი ჰოჯსონი 2012-2016
გარეთ საუთგეიტი 2016
VIDEO პრემიერ ლიგა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ინგლისის საფეხბურთო ლიგა 1888 წლის 17 აპრილს ქალაქ მანჩესტერში, Royal Hotel-ში დაარსდა. პირველი შეხვედრა კი, ლიგის დაარსების თაობაზე, 23 მარტს, ლონდონში, 1888 წლის ასოციაციის თასის წინა დღეს გაიმართა. ამ ყველაფრის ორგანიზატორი და საფეხბურთო ლიგის მთავარი დამფუძნებელი, "ასტონ ვილას" ხელმძღვანელი უილიამ მაკგრეგორი გახლდათ.
საფეხბურთო ლიგის დაარსებაში, უილიამ მაკგრეგორის "ასტონ ვილასთან" ერთად კიდევ თერთმეტმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა (აკრინგტონი, ევერტონი, ბარნლი, ბოლტონი, სტოკი, ვესტ ბრომვიჩი, ნოტს ქაუნთი, ბლექბერნი, პრესტონი, დერბი ქაუნთი, ვულვერჰემპტონი). ამ თორმეტმა კლუბმა დაარსა ინგლისის საფეხბურთო ლიგა, ყველაზე ძველი საფეხბურთო ლიგა ფეხბურთის ისტორიაში. პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა "პრესტონ ნორთ ენდი". შემდეგ ლიგას "სანდერლენდიც" შეემატა. პრესტონი, ევერტონი და სანდერლენდი მეოცე საუკუნის დასაწყისამდე დომინირებდნენ ინგლისში.
მეოცე საუკუნიდან სამხრეთულმა კლუბებმაც დაიწყეს ნელ-ნელა ჩემპიონატში დამკვიდრება, ჩელსი, არსენალი, ტოტენჰემი და ა.შ. პირველი სამხრეთული გუნდი რომელმაც საფეხბურთო ლიგა მოიგო ეს იყო "არსენალი", 1931 წელს ლეგენდარული ჰერბერტ ჩეპმენმა მოახერხა ეს არსენალთან ერთად და გახდა პირველი მწვრთნელი რომელმაც საფეხბურთო ლიგა ორი სხვადასხვა გუნდით მოიგო (მანამდე "ჰადსერფილიდთ"), ჩემპენის გარდა სულ 2 მწვრთნელს აქვს ეს გამეორებული, ბრაიან კლაფს და კენი დალგლიშს.
ჩემპიონატი ეტაპობრივად იხვეწბოდა და ვითარდებოდა. 20-იან წლებში გადაკეთდა თამაშგარის წესი, რამაც საგრძნობლად შეამცირა გატანილი გოლების რაოდენობა, 1939 წელს პირველად გამოჩნდა ნომერი მაისურზე, 1951 წელს პირველად გმაოიყენეს თეთრი ფერის ბურთი. 1956 წელს პირველად, პროჟექტორის სინათლეზე ჩატარდა მატჩი ნიუკასლსა და პორტსმუთს შორის და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნა ყოველ კვირას, საღამოს მატჩი. 1965 წელს, პირველად მოხდა დაშავებული ფეხბურთელის შეცვლა. 1976 წლიდან ჩემპიონატში გატანილ ბურთებს მიენიჭა უპირატესობა. 1979 წელს ინგლისის ჩემპიონატში შედგა პირველი მილიონიანი ტრასფერი, როდესაც ნოტინგემმა ტრევრო ფრენსისი შეიძინა ბირმინგემიდან. პირველი 2 მილიონიანი ტრანსფერი კი 1988 წლის ივლისში მოხდა როდესაც ტონი კოტი ვესტ ჰემიდან ევერტონში გადაბარგდა. 3 მილიონიანი ალან შირერი გახლდათ, რომელიც კენი დალგლიშმა და ჯონ უოკერმა გადაიბირეს საუთჰემპტონიდან ბლექბერნში.
1960 წელს შეიქმნა ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასი, თავიდან ამ ტურნირს ძლიერი გუნდები სერიოზულად არ ეკიდებოდნენ, მაგრამ შემდეგ, დამატებითმა ფინანსურმა სარგებელმა, ისინი იძულებული გახდა მთელი ძალით ეთამაშათ ამ ტურნირზეც. ყოველივე ამის შემდეგ, ლიგის თასიც ინგლისური ფეხბურთის კალენდარში დამრკიდრდა.
პრემიერლიგა
1992 წლის 20 თებერვალს, ინგლისის საფეხბურთო ლიგას გამოეყო 22 კლუბი და ამ 22 კლუბმა დაარსა ცალკე, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც აარფერი საერთო არ ქონდა არც საფეხბურთო ლიგასთან და არც ფეხბურთის ასოციაციასთან და მის ლანკასტერის კარიბჭესთან. მართალია ინგლისური საკლუბო ფეხბურთი 70-იანებში და 80-იანების პირველ ნახევარში ბრწყინავდა, მაგრამ 80-იანების მეორე ნახევარმა წაშალა აბსოლიტურად ყველაფერი. სტადიონები საშინელ მდგომარეობაში იყო, უმეტესწილად ხულიგნობის გამო, ეს საფეხბურთო ხულიგანიზმი პიკს აღწევდა იმ პერიოდში როდესაც ინგლისური ფეხბურთი ევრო არენიდან მოკვეთეს, ეიზელზე მომხდარი ტრაგედიის გამო. რათქმაუნდა ამის მიზეზი ინგლისში შექმნილი სიტუაცია იყო ამ მხირვ და არა მარტო კონკრეტულად ეიზელის შემთხვევა. ლივერპული 7 წლით მოიკვეთა ევრო არენიდან, სხვა ინგლისური გუნები 5-ით. ამ იზოლირებამ საგრძნობლად დაასუსტა ინგლისური კლუბები, პირველრიგში ფინანსურად. სწორედ ამიტომ უამრავი ინგლისელი ფეხბურთელი მიდოდა კონტნენტზე სათამაშოდ (ყველაზე მეტი ბრიტანელი კუნძულს გარეთ სწორედ მაგ პერიოდში იყო). ინგლისის ჩემპიონატი საგრძნობლად ჩამორჩა იტალიურ სერია A-ს და ესპანურ ლა ლიგას, როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე ფინანსურად. ჰილსბროს ტრაგედიის შემდეგ გამოვიდა ტეილორის მოხსენება, ამან გარკვეული სასიკეთო ძვრები დაიწყო ჩემპიონატში მაგრამ, არც ტეილორის მოხსნების მიერ გაუმჯობესებულმა მოედნებმა და უსაფრთხოების ზომებმა, არც ინგლისის ნაკრების ნახევარფინალმა იტალიაში და არც 1988 წლის 44 მილიონიანმა კონტრაქტმა, ვერ შეაჩერა პრემიერლიგის დაარსების პროცესი. მთავარი მიზანი ამ ლიგის დაარსებისა, რათქმაუნდა მეტი ფინანსური შემოსავალი იყო და ის რომ ზოგადად ფეხბურთის განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია ფულთან ეს 2x2=4-ია.
ახლად დაარსებულმა ლიგამ, მოიპოვა კომერციული დამოუკიდებლობა, საფეხბურთო ლიგისგან და ასოციაციისგან. მას შეეძლო თავისით ეწარმოებინა მოლაპარაკებები TV ტრანსლაციის უფლებების გაყიდვის შესახებ, ლიგის სპონსორის შესახებ და ა.შ. მაშინ თვლიდნენ, რომ ეს ნაბიჯები ფინანსურად მოამძლავრებდა ინგლისურ ფეხბურთს და ინგლისური კლუბები ისევ ისე წარამტებულად შეძლებდნენ ევრო არენაზე გამოსვლას - 1991 წელს ეს ცოტა არ იყოს დაუჯერებელი აბავი გახლდათ.
1995 წელს კლუბების რაოდენობა ორცდაორიდან, ოცამდე შემცირდა. 2006 წელს ფიფამ მოთხოვა ევროპის წამყავნ ჩემპიონატებს, მონაწილე გუნდების რაონდენობის დაყვანა თვრამეტამდე, რაზეც პრემიერლიგამ უარი განაცხადა.
ზოგადად პრემიერლია მოქმედებს როგორც კორპორაცია, პრემიერლიგის მფლობელები, არიან ის კლუბები, რომელებიც პრემიერლიგაში თამაშობენ. ყველა კლუბი ითვლება აქციონერად და ყველას აქვს ერთი ხმის უფლება ამა თუ იმ საკითხის განხილვისას. ფეხბურთის ასოციაცია პირდაპირ არ ერევა პრემიერლიგის საქმეებში, მაგრამ როგორც განსაკუთრბულ აქციონერს აქვს ვეტოს უფლება პრემიერლიგის აღმასრულებელი დირექტორის არჩევის დროს, ასევე ახალი სათამაშო წესის მიღებისას.
პრემიერლიგის არსებობა გარკვეულ წილად ცუდია იმით, რომ პრემიერლიგაში რეგულარულად მოასპარეზე კლუბები ფინანსურად გაცილებით მძლავრნი არიან ვიდრე ქვედა დივიზიონებში მოასპარეზე გუნდები. ამ მხრივ მათ შორის ძალიან დიდი დიფერინციაა. სწორედ ამის გამო, დაბალი დივიზიონიდან ამოსული მწირი ბიუჯეტის მქონე კლუბი პირველივე სეზონში ვარდება პრემიერლიგიდან. 2001/02 სეზონის გარდა, ყველა სეზონში მინიმუმ ერთი ახლად ამოსული გუნდი ვარდება პრემიერლიგიდან, 1997/98 წლების სეზონში კი სამივე გავარდა. საშუალო პრემიერლიგის გუნდი ტელე ტრანსლაციებით იღებს 45 მილიონს, საფეხბურთო ლიგის გუნდი კი 1 მილიონს.
ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის წამორმადგენლებმა განაცხადეს, რომ პრემიერლიგის პოპულარობის გამო იჩაგრება სხვა ქვეყნები და მათი შიდა ჩემპიონატები, მაგალითად ნიგერიის ჩემპიონატი მოიყვანეს, რომლის თამაშებზეც ხალხლხი პრემიერლიგის თამაშების ტრანსლაციის გამო არ დადის. ასვე მაგალითად მოყავთ პრემიერლიგის გლობალური ეფექტის სიცუდე, როდესაც ჩემპიოთა ლიგის 2008 წლის ფინალის დროს, "მანჩესტერის" და "ჩელსი" ნიგერიელ გულშემატკივართა შორის მომხდარი ჩხუბისას სამი ადამიანი დაიღუპა.
პრემიერლიგის დაარსების დღიდან, ამ ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 43 სხვადასხვა კლუბმა. იმ 22-იდან კი სულ 7-ია რომლებსაც პრემიერლიგის ყველა სეზონი აქვთ ჩატარებული 1992 წლიდან, დღემდე (ასტონ ვილა, მანჩესტერი, ევერტონი, ლივერპული, არსენალი, ჩელსი და ტოტენჰემი).
პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი მატჩი - გარეთ ბერი - 653
პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი გოლი - ალან შირერი - 260
პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ასისტი - რაიან გიგზი - 162
პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ქლინშითი - პეტრ ჩეხი - 161
ინგლისის ნაციონალური ტურნირები:
ასოციაციის თასი - FA Cup
ინგლისი თასი - Carabao Cup
ინგლისური კლუბების მიერ მოგებული ფინალები ევრო არენაზე:
1963 - ტოტენჰემი 5-1 მად.ატლეტიკო (თასების თასი)
1965 - ვესტ ჰემი 2-0 მიუხენ 1860 (თასების თასი)
1968 - ლიდსი იუნაიტედი 1-0 ფერენცვაროში (უეფას თასი)
1968 - მანჩესტერ იუნაიდედი 4-1 ბენფიკა (ჩემპიონთა თასი)
1969 - ნიუკასლ იუნაიტედი 6-2 ა.ბუდაპეშტი (უეფას თასი)
1970 - არსენალი 4-3 ანდერლეხტი (უეფას თასი)
1970 - მანჩესტერ სიტი 2-1 გორნიკ ზაბრე (თასების თასი)
1971 - ჩელსი 2-1 რეალი (თასების თასი)
1971 - ლიდს იუნაიტედი 3-3 იუვენტუსი (უეფას თასი) გასვლაზე გატანილი გოლებით მოიგო ლიდსმა
1972 - ტოტენჰემი 3-2 ვულვერჰემპტონი (უეფას თასი)
1973 - ლივერპული 3-2 მიონხენ გლადბახის ბორუსია (უეფას თასი)
1976 - ლივერპული 4-3 ბრიუგე (უეფას თასი)
1977 - ლივერპული 3-1 მიონხენ გლადბახის ბორუსია (ჩემპიონთა თასი)
1978 - ლივერპული 1-0 ბრიუგე (ჩემპიონთა თასი)
1979 - ნოტინგემი 1-0 მალმიო (ჩემპიონთა თასი)
1980 - ნოტინგემი 1-0 ჰამბურგი (ჩემპიონთა თასი)
1981 - ლივერპული 1-0 რეალი (ჩემპიონთა თასი)
1981 - იფსვიჩი 5-4 ალკმაარი (უეფას თასი)
1982 - ასტონ ვილა 1-0 ბაიერნი (ჩემპიონთა თასი)
1984 - ლივერპული 1-1(4-3.p) რომა (ჩემპიონთა თასი)
1984 - ტოტენჰემი 2-2(4-3.p) ანდერლეხტი (უეფას თასი)
1985 - ევერტონი 3-1 რაპიდ ვიენა (თასების თასი)
1991 - მანჩესტერი იუნაიტედი 2-1 ბარსელონა (თასების თასი)
1994 - არსენალი 1-0 პარმა (თასების თასი)
1998 - ჩელსი 1-0 შტუდგარტი (თასების თასი)
1999 - მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 ბაიერნი (ჩემპიონთა ლიგა)
2001 - ლივერპული 5-4 ალავესი (უეფას თასი)
2005 - ლივერპული 3-3(3-2.p) მილანი (ჩემპიონთა ლიგა)
2008 - მანჩესტერ იუნაიტედი 1-1(6-5.p) ჩელსი (ჩემპიონთა ლიგა)
2012 - ჩელსი 1-1 (4-3 p.) ბაიერნ მიუნხენი (ჩემპიონთა ლიგა)
2013 - ჩელსი 2-1 ბენფიკა (ევროპის ლიგა)
2017 - მანჩესტერ იუნაიტედი 2-0 აიაქსი (ევროპის ლიგა)
2019 - ტოტენჰემი 0-2 ლივერპული (ჩემპიონთა ლიგა)
2019 - ჩელსი 4-1 არსენალი (ევროპის ლიგა)
პრემიერ ლიგის საიტი / პრემიერ ლიგის რეკორდები და სტატისტიკები
წინა და მომდევნო სეზონების გამარჯვებული - მანჩესტერ სიტი
პრემიერ ლიგის საიტი -
http://www.premierleague.com/en-gb.html ინგლისის ნაკრების საიტი -
http://www.thefa.com/ https://www.englandfootball.com/ 23/24 სეზონის კალენდარი
https://www.premierleague.com/news/3537201 წინა თემა
ინგლისური ფეხბურთის ფანკლუბი This post has been edited by DATOIA on 10 Jun 2024, 01:36
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი