ეშლი ბენსონი გახლავთ ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი, რომელიც დაიბადა 1989 წლის 18 დეკემბერს, კალიფორნიაში. სამსახიობო კარიერა 10 წლის ასაკიდან დაიწყო და მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში და ფილმებში, თუმცა საქვეყნო აღიარება და ცნობადობა მოიპოვა 19 წლის ასაკში, როდესაც განასახიერა თინეიჯერი ჰანა მარინი პოპულარულ შოუში ‘Pretty Little Liars’. დღესდღეობით, ბენსონი ერთ-ერთი მოთხოვნადი სახეა ჰოლივუდში, რომელიც საკუთარი სტილით გამოირჩევა.
✿ ეშლი ბენსონი დაიბადა 1989 წლის 18 დეკემბერს, კალიფორნიაში.
✿ მისი სრული სახელია ეშლი ვიქტორია ბენსონი.
✿ მისი სიმაღლეა 1.61 სანტიმეტრი.
✿ ეშლი დაიბადა ნაადრევად, ორი თვით ადრე. მისი გადარჩენის შანსი მცირე იყო და შობის დღეს მისთვის გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. თუმცა,სასწაული მოხდა და ბენსონი გამოკეთდა. მას შემდეგ გულზე არანაირი პრობლემაარ ჰქონია.
✿ მამას ჯეფ ბენსონს ინგლისური და გერმანული წარმომავლობა აქვს, ხოლო დედას შენონ ბენსონს კი ირლანდიური.
8 წლის ასაკში მოისურვა გამხდარიყო მოდელი და თანამშრომლობდა ერთ-ერთ სააგენტოსთან, ხოლო 10 წლისამ გადაწყვიტა სამსახიობო სფეროში ეცადა ბედი.
☛ 2005 წლის აპრილში, 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა სატელევიზიო შოუს ‘Days of Our Lives’-ის წარმომადგენლებთან და განასახიერა ები. სწორედ აქედან დაიწყო მისი სამსახიობო წინსვლა.
☛ 2002 წელს მან მონაწილეობა მიიღო ‘Lil' Romeo’-ს ვიდეო კლიპში.
☛ 2004 წელს მან ჯენიფერ გარნერთან და მარკ რუფალოსთან ერთად ითამაშა რომატიკულ კომედიური ჟანრის ფილმში ‘13 Going on 30’.
2008 წელს, სუპერპოპულარული სერიალის ‘ზებუნებრივის’ ერთ-ერთ ეპიზოდში იხილა საზოგადოებამ.
2009 წელს კი მის კარიერაში ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი დადგა, როდესაც დაამტკიცეს ჰანა მარინის როლზე ‘ABC Family’-ის სერიალში ‘Pretty Little Liars’.
მისი უახლოესი მეგობარია შეი მიტჩელი, რომელიც სერიალ ‘Pretty Little Liars’-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო.
2012 წლის იანვარში სელენა გომესთან, ვანესა ჰაჯენსთან და ჯეიმს ფრანკოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘Spring Breakers’. მან შეცვალა ემა რობერტსი, რომელმაც გადატვირთული გრაფიკის გამო უარი თქვა როლზე.
❀ 2013 წელს გახდა ბრენდ ‘Faviana’-ს ახალი სახე.
❀ მას ყველაზე მეტად ეშინია სიმაღლის.
❀ რომ არა მსახიობი მისი თქმით, იქნებოდა ექიმი.
შლი ‘ჰარი პოტერის’ ყველა ნაწილის დიდი ფანია. ფილმებიდან ასევე გამოარჩევს ‘How the Grinch stole Christmas.’
☞ ეშლის სკოლაში არ უვლია. მან განათლება მიიღო სახლში.
☞ ბავშვობისას მონაწილეობა მიიღო ’ვოგის’ ფოტოსესიაში ლეგენდარულ ბრიტნი სპირსთან ერთად.
☞ მისი ფავორიტი მსახიობები არიან: რობინ უილიამსი, ლეონარდო დიკაპრიო, ჯონი დეპი, დენზელ ვაშინგტონი, დასტინ ჰოფმანი, ტომ კრუზი, ნიკოლ კიდმანი და რენე ზელვეგერი.
Celesteემილი შენზე იყოს