Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Expert Exchange > რეპორტების დიზაინი რანტაიმში


Posted by: Quest 2 Apr 2012, 21:31
მოგესალმებით

მინდა რომ ჩემი რეპორტების ცვლილება შეეძლოთ მომხმარებლებს.
მონაცემების ცვლილებაზე არ ვამბობ. საუბარია თვითონ რეპორტის შაბლონის ცვლილებაზე.

პროექტი არის Framework 4_ზე. Windows Application. იყენებს WCF სერვისს და უკავშირდება SQL 2008R2_ს

რეპორტინგ სერვისის ხსენებაც კი არაა smile.gif

CrystalReport_ის გამოყენება ვცადე მარა დიზაინერი ვერ ვიშოვე რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ცვლილებას გააკეთებდა შაბლონში.

შავი დღისათვის შემონახული მაქვს ვორდის ფაილში Find-Replace_ით ჩალიჩი მარა ძალიან ცუდ ვარიანტად მიმაჩნია ეს.
იქნებ მირჩიოთ რა მიმართულებით წავიდე.

დიდი მადლობა

Posted by: Crypto 2 Apr 2012, 21:37
Quest
რეპორტვიუერით გაუკეთე, rdlc ფაილებად მიაყოლე აპლიკაციას და ცვალონ როგორც უნდათ , ჩვეულებრივი xml-ა

Posted by: Quest 3 Apr 2012, 00:53
Crypto
მანდაც იგივე პრობლემაა. მომხმარებელს XML ფაილს ხო არ მივცემ შესაცვლელად. სრულყოფილი გრაფიკული ედიტორი კიდე ვერსად ვნახე (რამდენიმე ვნახე მარა ყველაფერს ვერ აკეთებენ და ფაქტიურად გამოუსადეგარია).
როგორც ჩანს მარტო Visual Studio_ს შეუძლია ეგ (ისევე როგორც Crystal Report_ის შემთხვევაში)

Posted by: Gode 3 Apr 2012, 02:23
Quest

ტოესტ, BI-ს დაწერას ცდილობ ეხლა შენ და გინდა რო ჩვენ გირჩიოთ რა ქნა? gigi.gif

Posted by: Quest 3 Apr 2012, 04:48
Gode
დაწერას არა კაცო. ამხელა ფილარმონია კომპონენტია Crystal Reports_ი და არ უნდა ქონდეს მაშ?!
ეს ისეთი რამეა რო შანსი არაა, ვინმეს არ ქონდეს რეალიზებული.
ჯერ არ მჯერა რო მარტო მე მომინდა უცებ.
ძალიან გამიკვირდა რო გუგლში ვერ ვნახე შესაბამისი მასალა. შეიძლება არასწორად ვეძებე.
ბოლობოლო Word_ში Find-Replace_ით გვქონდა გაკეთებული, თან დელფი 5_დან (ქე იცი შენ სადაც)
ხოდა რამე ცივილიზებული გზა მაინტერესებდა.

საწყენად კი არ ვთქვი biggrin.gif

Posted by: mcnamara 3 Apr 2012, 11:29
Quest
შეგიძლია rdlc ფაილი დააგენერირო პროგრამულად და გამოუტანო: http://www.gotreportviewer.com/DynamicTable.zip

Posted by: Quest 3 Apr 2012, 16:10
mcnamara
დიდი მადლობა კოდისთვის. რამდენიმე ელემენტი გამომადგა სხვა საქმეში smile.gif

მაგრამ...

მაგალითად ინვოისის საბეჭდი ფორმა. წარამარა შეიძლება დასჭირდეთ რაღაც კოსმეტიკური ცვლილება (რაც დატას შეიძლება საერთოდ არც ეხებოდეს)
ამისათვისაა აუცილებელი რამე დიზაინერი სადაც ამას მომხმარებელივე შეძლებს. ისევე როგორც მე უნდა გავხსნა ვიზუალ სტუდიო და იქ დავურედაქტირო.

Posted by: Crypto 3 Apr 2012, 16:23
Quest
პატარა პროგრამას თუ ააწყობ, სადაც პატარა xml რედაქტორი იქნება და იქვე მისი preview რეპორტვიუერში, ხოლო დატა-დ მისცემ სატესტო მონაცემებს, მაშინ მცირე კოსმეტიკური ცვლილებებისათვის პირდაპირ xml-ს რედაქტირება მაინცდამაინც ძნელი არ უნდა იყოს მომხმარებლისათვის
ალბათ smile.gif

Posted by: Quest 3 Apr 2012, 18:06
Crypto
მაგაზე მარტივი რა არის
მარა...
რა xml_ზეა საუბარი... ზოგიერთი კოპის ვერ ანსხვავებს პეისტისგან smile.gif

Posted by: Crypto 3 Apr 2012, 19:28
Quest
QUOTE
ზოგიერთი კოპის ვერ ანსხვავებს პეისტისგან

ეგეთს რათ უნდა ბოსტანი biggrin.gif

Posted by: Quest 3 Apr 2012, 23:39
Crypto
QUOTE
ეგეთს რათ უნდა ბოსტანი

ვისაც ფული აქვს ბოსტანიც იმას უნდა smile.gif

ესეიგი თუ რამე საკაიფო გამოსავალი ვნახე დავპოსტავ. თაობებს მაინც შემოვუნახოთ ცოდნა

მადლობა ყველას.

Posted by: zura36 29 May 2012, 00:00
fastreport-ი ცადე მაგარი ვეშია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)