#61152527 · 11 Apr 2024, 05:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ადრე წლების წინ ვუყურებდი ფილმს სადაც ერთერთი პერსონაჟი ამბობს ერთ მაგარ ფრაზას, რომლის შინაარსიც ასეთია რომ ყველა პრობლემა ადამიანის მოდის იქედან რომ მას არ შეუძლია დარჩეს საკუთარ თავთან მარტო ოთახში, თავისთვის, წყნარად. ეს ფრაზა დამამახსოვრდა და ეხლა რომ დავგუგლე აღმოჩნდა რომ არა როცშტეინს არამედ პასკალს ეკუთვნის ეს და რომ დავფიქრდეთ ლოგიკური რამეა. ყველანაირი უსარგებლო საქმე, დამაზიანებელი მოდის იქედან რომ ადამიანი ცდილობს რაღაც ფიქრს გაექცეს. როცა არ შეუძლია გააკეთოს რაიმე სასარგებლო ტყუილად ჯდომას ურჩევნია ადგეს და რამე ისეთი აკეთოს რაც მისთვის დამაზიანებელია რადგან მას არ შეუძლია საკუთარ თავთან სრულ სიცარიელეში ყოფნა. თუნდაც ინტერნეტში სქროლვა, რაშიც ბევრი დრო იხარჯება და ისე გადის დღეები რომ ვერაფერს გებულობ, ან რაღაც ათასი სისულელის კეთება მაშინ როცა სასარგებლოს ვერაფერს აკეთებ. შეიძლება ასეთ დროს ვიღაც დებილი გაიცნო რომელიც კარგს არაფერს მოგიტანს მაგრამ მაინც დაიჭირო მასთან საქმე მხოლოდ იმისთვის რომ სიცარიელეს გაექცე და ა.შ. მავნე ჩვევებიც აქედან მოდის რომ დავფიქრდეთ, ზიხარ სახლში და რა გააკეთო რომ არ იცი მეშვიდასეჯერ გამოაღებ მაცივარს რომ რამის ჭამით გაიყვანო დრო და ცოტა გააფერადო უაზრობა და ა.შ. საერთოდ ცხოვრება დიდად აზრიანიც არაა, ვინც ცდილობს მას რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინოს მათი ცხოვრება უფრო რთულად მიედინება ხოლმე ვიდრე მათი ვისაც ცხოვრების უშინაარსობასთან და უაზრობასთან არაფერი პრობლემა არ აქვთ. ასეთებმა რა დებილურადაც არ უნდა გაატარონ დღე, დღის ბოლოს თავის ბალიშზე დადებისთანავე უდარდელად ეძინებათ.ამიტომ დიდი გადავწყვიტე უაზრობასთან და სიცარიელესთან გაქცევითი ურთიერთობა დავასრულო და პირიქით დავუმეგობრდე. დღეში 1 საათი უნდა დავჯდე ხოლმე ოთახში უმოქმედოდ, ინტერნეტის და ყველაფრის გარეშე სრულ უაზრობასა და სიცარიელეში, რასაც გავურბივართ ყველა იმას უნდა შევასკდე თავით ერთი თვის მანძილზე და რა შედეგი ექნება მერე დავწერ. ამ ყველაფერს ხვალიდან ვიწყებ დღეს ბარემ გამოვჭამ ყველაფერს რაც მაცივარშია
|