forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სასტუმროების ვაკანსიები დუბაიში და მის გარშემო, მხოლოდ დაკვალიანება(უფასოდ)
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2554
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

  გამოგზავნილია: 9 Nov 2018, 01:35  #53747143      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაგიზიარებთ გამოცდილებას და ინფორმაციას ემირატებში(არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში/დუბაიში და მის მეზობელ ქვეყნებში) სასტუმროს სამუშაოებთან დაკავშირებით.

მე შემიძლია მოგცეთ მხოლოდ ინფორმაცია (უფასოდ) თუ სად და როგორ იპოვოთ სამუშაო, იქაური ცხოვრების სტილზე, ხელფასებზე და ა.შ.
ყველაფერი არის უფასო.
გჭირდებათ მხოლოდ კომპიუტერი, ინტერნეტი და ინგლისური ენის საშუალოდ ცოდნა.

გაითვალისწინეთ:
ემირატებში ან ყატარში სამუშაოდ რომ მოხვდეთ - არ უნდა გჭირდეთ:
1. არც ერთი ჰეპატიტი(A, B, C).
2. შიდსი.
3. არ უნდა გქონდეთ გადატანილი ტუბერკულოზი.
რომ ჩახვალთ წაგიყვანენ ლაბორატორიაში, ამ ყველაფერზე შეგამოწმებენ.
თუ რომელიმე მათგანი აღმოგაჩნდებათ - უახლოესი რეისით გამოგამგზავრებენ უკან .
smile.gif

პირველ რიგში, ვეძებთ სასურველ სამუშაოს ბრენდ სასტუმროების ვებ-საიტებზე კარიერის განყოფილებაში.
ვგუგლავთ მარიოტის, ჰაიატის, ჰოლიდეი ინის, შერატონის, როტანას, კემპინსკის და ა.შ. სასტუმროების ოფიციალურ ვებ-საიტებს.
ჩამოვსქროლავთ(თითქმის ყველა მათგანს კარიერის ლინკი უდევ გვერდის სულ ბოლოში, დაბლა).
შევდივართ კარიერის განყოფილებაში.
ვრეგისტრირდებით.
უნდა გვქნდეს გამზადებული სურათი 3x4-ზე და მთლიანი ტანის სურათი ანუ full body picture (ჩაცმული, რა თქმა უნდა yes.gif ).
ზოგიერთი სასტუმრო ითხოვს ასეთ სურათს smile.gif
უნდა გვქონდეს გამზადებული. დასკანირებული სკოლის ატესტატი+თარგმანი ინგლისურად ან უნივერსიტეტის დიპლომი+თარგმანი ინგლისურად... სერთიფიკატები+თარგმანი ინგლ.(თუ გვაქვს)... სარეკომენდაციო წერილები+თარგმანი ინგლ. (თუ გვაქვს).

მარიოტს აქვს ძალიან ტვინის მბურღავი ანკეტა smile.gif
შესავსებად გეძლევათ 72 საათი.
შეგიძლიათ შეწყვიტოთ და რამოდენიმე საათის შემდეგ გააგრძელოთ.
ისეთი კითხვებია (თავისი 4 სავარაუდო პასუხით), რომ კარგ, ხარისხიან სასტუმროში თუ არ გიმუშავია სადაც კარგად გატრენინგებდნენ შიდა განაწესებზე - სწორ პასუხს ძნელად თუ ამოირჩევთ smile.gif
მაგრამ, სხვა გზა არ გაქვთ, უნდა გახვიდეთ ბოლოში, რომ თქვენი ანკეტა დაჯდეს მარიოტის კარიერის განყოფილებაში და შეძლოთ მარიოტის სამუშაოებზე სივების გაგზავნა.

მოკლედ, ავირჩევთ ვაკანსიების ან ქვეყნების მიხედვით ვაკანსიას.
და გავაგზავნით სივის.
უფრო ხშირად კითხარებია შესავსები, ვიდრე უბრალოდ სივის ატვირთვა.

მაგრამ თქვენ მაინც უნდა გქონდეთ გამზადებული თქვენი სივი ინგლისურ ენაზე, რომ ვაკანსიის კითხვარის ბოლოში თუ მოგთხოვათ სივის ატვირთვა - ატვირთოთ.


* * *
შემდეგი ეტაპი:

თუ მოეწონათ თქვენი სივი, გიკავშირდებიან მითითებულ იმეილზე ან მითითებულ ტელეფონზე (არ გაგიკვირდეთ თუ დაგირეკეს თქვენ ქართულ ნომერზე).
smile.gif
ძირითადად პირველი გასაუბრება არის ხოლმე განყოფილების მენეჯერთან და შემდეგ კადრების განყოფილებასთან (Human Resources ანუ HR ანუ ეიჩარი smile.gif ).
გასაუბრება გექნებათ სკაიპით, ასე, რომ თუ არ გაქვთ სკაიპი - ეცადეთ დააინსტალიროთ თქვენს კომპიუტერზე ან ტელეფონზე და შექმნათ საკაიპ ექაუნთი.

გასაუბრებისას გეტყვიან თუ რას ითხოვენ თქვენგან, შეკითხვებით შეგამოწმებენ აზრზე ხარ თუ არა იმ სამუშაოზე - რა სამუშაოზეც ცდილობ წასვლას მათთან.
გეტყვიან რამდენი გექნება ხელფასი.
თუ განყოფილების უფროსთან შეთანხმდით, მოეწონეთ, ის გადააგზავნის თქვენ სივის და შთაბეჭდილებებს ეიჩარში.
შემდეგ ეიჩარი დაგიკავშირდებათ.
გექნებათ ინტერვიუ.
ეიჩარი უფრო დაწვრილებით გეტყვის ხელფასზე, საცხოვრებელ პირობებზე და ა.შ.
თუ ეიჩარსაც მოეწონეთ და შეთანხმდით ყველაფერზე - შემდეგ გაგრძელდება თქვენი კონტაქტი იმეილებით.

პირველ იმეილში მოგწერენ, რომ გაუგზავნოთ თქვენი დიპლომი/სერთიფიკატი/ატესტატი და გთხოვენ რომ გაიკეთოთ სისხლის გამოკვლევები ესა და ეს(რაც ზევით დავწერე) და გადაიღოთ ფილტვების რენდგენი და დასკვნები/შედეგები გაუგზავნოთ მათ ორიგინალი+თარგმანი ინგლისურად.
თუ სადმე შეძლებთ ნახოთ ლაბორატორია რომელიც ინგლისურად მოგცემთ დასკვნას და რენდგენის შედეგსაც თუ ვინმე დაგიწერთ ინგლისურად - მთლად უკეთესი.
მე პავლოვზე/ყაზბეგის გამზირზე, შიდსის ცენტრში ვაკეთებინებდი სისხლის ანალიზებს ჰეპატიტებზე და შიდსზე და ვთხოვდი ინგლისურად დაეწერათ შედეგები.
არასოდეს არ იყო პრობლემა.
ვიხდიდი სადღაც 70+ ლარს.
მხოლოდ ფილტვების რენდგენის ინგლისურად დამწერი ვერ ვიპოვე თბილისში smile.gif
ამიტომ მიწევდა-ხოლმე რენდგენის დასკვნის ნოტარიუსთან თარგმნა.
smile.gif

ამ მოთხოვნილი დოკუმენტების გადაგზავნის შემდეგ დაიწყებენ თქვენი ვიზის გაკეთებას.
ვიზას სჭირდება 20-30 დღე.
გამოგიგზავნიან ვიზას იმეილზე.
უნდა ამობეჭდოთ და თან იქონიოთ ჩასვლისას.
ასევე გამოგიგზავნიან გასამგზავრებელ ბილეთს.

წახვალთ ჩვეულებრივ.
აეროპორტში დაგხვდებათ სასტუმროს წარმომადგენელი(იმ სასტუმროს წარმომადგენელი - რომელშიც იწყებთ მუშაობას) მარშუტკით ან პატარა ავტობუსით.
დიდი სასტუმროები ისე აკეთებენ, რომ რამოდენიმე ახალი თანამშრომელი ერთ თარიღში ჩაიყვანონ, ასე, რომ შეიძლება ავტობუსში თქვენს გარდა კიდევ იყვნენ სხვები, და თქვენი ჩასვლის შემდეგ კიდევ მოგიწიოთ ნახევარი საათი ან 1 საათი სხვა თანამშრომლების ლოდინი smile.gif
წაგიყვანენ სასტუმროს საერთო საცხვრებელში.
განგათავსებენ.
ბიჭები ცხოვრობენ ცალკე ბინებში, გოგონები - ცალკე ბინებში.
ოთახში იქნებით 2 ბიჭი ან 2 გოგო.
იშვიათია იყოთ 3(ამბობენ ადგილობრივი შრომითი კოდექსის თანახმად სასტუმროს/დამსაქმებელს უფლება არ აქვს ოთახში 2 ადამიანზე მეტი აცხოვროს - რაც არ უნდა დიდი ოთახი იყოს).
ბინაში შეიძლება იყოს 1, 2 ან 3 საძინებელი.
ბინაში არის ელექტრო ქურა, სარეცხის მანქანა, ჭურჭელი.
რომ ჩახვალთ დაგახვედრებენ გამზადებულ საწოლს ახალი (უხმარი) ზეწრებით და უხმარი საბნით + პირსახოცი.
ზოგიერთი სასტუმრო პირველადი მოხმარების ნივთებსაც გახვედრებს საწოლზე:
1 ტუალეტის ქაღალდი, ჩაის 1 ყუთი, ცოტა შაქარი, 1 ყუთი რძე, პატარა წვენი, ქრაერები და ა.შ.

მეორე დღეს დაგასვენებენ და შეგატყობინებენ როდის მიხვიდე სასტუმროში.
(საცხოვრებლის მენეჯერი შეგატყობინებს).

საცხოვრებელსა და სასტუმროს შორის, ყოველ 1 საათში ან ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოძრაობს მარშუტკა ან პატარა ავტობუსი(უფასოა).
იკითხავთ (ეიჩაერთან გასაუბრებისასვე შეგიძლიათ იკითხოთ ან როცა დაგაბინავებენ საცხოვრებელში - ვინც მიგყვებათ - მას ჰკითხოთ) თუ რა დრო სჭირდება ტრანსპორტს საცხოვრებლიდან სასტუმრომდე და შესაბამისად გათვლით დროს - თუ რომელ საათიან ავტობუსს გაყვეთ.
(ავტობუსების განრიგს საცხოვრებელში დაბინავებისასვე მოგცემენ ხელში, ასევე სასტუმროში არსებული თანამშრომლების კაფეტერიის მუშაობის საათებს).

* * *
ხელფასები:

დაგიწერთ საშუალო, სავარაუდო, დაახლოვებით ხელფასებს სასტუმროს სამუშაოებზე:

1. ოთახების დალაგება (Housekeeping): 300$ + tips.

2. მიმტანი (waiter/waitress): 410$+tips(თუ სასტუმროს რესტორანი/ღამის კლუბი/კაფე კარგად მუშაობს, ბევრი კლიენტი ყავს - tips-ი ზოგჯერ ხელფასისხელაა, ანუ tips აიღებთ 400$-500$. tips გროვდება და თვის ბოლოს იყოფა ყველა მიმტანზე და ბარმენზე. tips-ის მოპარვის შემჩნევისთანავე განთაისუფლებენ სამუშაოდან, გიუქმებენ ვიზას და გაგზავნიან უკან უახლოესი რეისით(ბილეთს ისინი ყიდულობენ).

3. ბარმენი: 410$-450$+tips. (tip-ზე იგივე - რაც მიმტანის თიფზე დავწერე).

4. მიმღები(receptionist): 550$-820$(გააჩნია სასტუმროს, ზოგი იმდენს იხდის, ზოგიც - ამდენს). + tips + ზოგიერთი სასტუმრო აძლევს walk in სტუმრიდან შემოსული თანხის %-ს.

5. მასაჟისტი (massage therapist): 550$-820$(გააჩნია სასტუმროს) + tips(შენი tip შენია) + % ყოველი გაკეთებული მასაჟიდან. (თვეში ჯამში გამოდის 1200$-1500$ თუ კარგი მუშაობაა და მაღალი %-ია). % მერყეობს 3%-დან 10%-მდე. სხვადასხვა სასტუმროს - სხვადასხვა % აქვს.

* * *
თუ რამე კითხვები გაგიჩნდათ - დაწერეთ პოსტში და ვეცდები გიპასუხოთ.

პ.ს. არის ერთი ვებ-საიტი სადაც ყველა 4* და 5*-იანი სასტუმრო დებს თავის ვაკანსიას, მაგრამ არ ვიცი აქ ვებ-საიტის დადება შეიძლება თუ არა.
ამიტომ არ ვდებ.
თუ გადაინტერესებთ - პმ-ში მომწერეთ და გამოგიგზავნით.
იმ საიტზეც ჩვეულებრივ უნდა დარეგისტრირდეთ, ატვირთოთ სივი და სასურველ ვაკანსიას რომ იპოვით და დააწკაპუნებთ - ლინკი გადაგიყვანთ იმ სასტუმროს ოფიციალურ ვებ-საიტზე და იქ გააგრძელებთ ანკეტის შევსებას და სივის ატვირთვას.

ანუ, ის ვებ-საიტი იმით არის კარგი, რომ ყველა სასტუმროს ვაკანსია და ფაქტიურად ვებ საიტი - ერთად არის თავმოყრილი.


--------------------
ეეეეეეეეჰჰ

....................................

როს კარგავენ-მის ფასს მერე იგებენ
....................................

მამრობითი სქესის ადამიანები გადაშენდნენ....................?
ramona
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1435
წევრი No.: 243540
რეგისტრ.: 14-June 18

გამოგზავნილია: 9 Nov 2018, 09:15  #53747508      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Wasuli mand bevri minaxavs, chamosuli ki aravin. Tu aris aseti vinme daweros aba ra xdeba mand
poker
Liberté, Égalité, Fraternité


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4372
წევრი No.: 61703
რეგისტრ.: 19-May 08

გამოგზავნილია: 9 Nov 2018, 12:34  #53748392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი მეგობარი წავიდა და ძალიან კმაყოფილია. მეორე წელია უკვე იქ არის და დაჟე დააწინაურეს და მოკლედ ჭკუაზე არაა ისე მოწონს.
მე ბარმენის ვაკანსიაზე ვნახე თუმცა ხელფასები ძალიან დაბალია და აგარ წავედი თუმცა ამბობენ ადგილზე ყვე;აფერი სხვანაირად არის და გყოფნისო და რავიცი


--------------------
Tous ensemble vers un nouveau rêve bleu
ladusha2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1028
წევრი No.: 118061
რეგისტრ.: 6-July 10

გამოგზავნილია: 9 Nov 2018, 12:38  #53748409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Miria

დიდი არაფერი ხელფასები არა, და საპახაო მააგარი იქნება, ალნათ ზოგს აწყობს რომ ბინდა და კვება ექნება უფასო , მაგრამ დავიჯერო 30 დღე სახლში ხომ არიქნები ადამიანი ხარ მოგინდება გასვლა , გასეირნება რაღაცის ჭამა, სმა, გართობა , არვიცი რამე ხობი, ზობივით ხო არიქნებიsad.gif და რას გეყოფა 500 დოლარი დუბაიში და კატარში. ვერ ვხვდები!!?
* * *
poker

ხოდა როგორ დაწერონ მერე, რაღაც არარეალური მგონია.ანუ ალბათ რამოდენიმე ქართველი რომ შეიკრათ და გაიტანოთ თავი და მარტო არიყო რა კუკუსავით , მაგას ვგულისხმობ!
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2554
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 9 Nov 2018, 16:05  #53749534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ramona
3-ჯერ წავედი და სამჯერ ჩამოვედი
biggrin.gif
და რა არის და როგორც არის - ზევით დავწერე.
თუ რამე კიდევ გაინტერესებს - შეგიძლია მკითხო, არ არის პრობლემა.

poker
კი, დაწინაურებებიც არის.
ჩასვლიდან 6 თვის შემდეგ შეგიძლია განაცხადი შეიტანი დაწიანურებაში ამა თუ იმ პოზიციაზე შენივე განყოფილებაში/დეპარტამენტში(ასე ეძახიან იქ). გაივლი ტრენინგებს 6 თვის განმავლობაში და თუ 6 თვის შემდეგ ვაკანსია ექნებათ იმ პოზიციაზე ღია და შენც გნახეს, რომ ასრულებ შენთვის დაკისრებულ მოვალეობებს - გადაგიყვანენ.
თუ სხვა დეპარტამენტში გინდა გადასვლა(მაგალითად მუშაობ რესტორანში ბარმენად და გინდა იმავე სასტუმროს ღამის კლუბში გადასვლა - მაშინ 1 წელი უნდა იმუშაო იმ სამუშაოზე - რაზეც ჩახვედი და 1 წლის შემდეგღა გაქვს უფელბა, რომ გადასვლაზე შეიტანო განაცხადი.
ეს ყველაფერი ოფიციალურად, მაგრამ თუ ჩაუმეგობრდი მენეჯმეტს - წესების გარეშეც გადაგიყვანენ/დაგაწინაურებენ დროზე ადრე smile.gif
ჩვენთან ბიჭი მუშაობდა რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად. წელიწადნახევრის შემდეგ შეიტანა განაცხადი ჩვენი სასტუმროს ერთ-ერთი ლაუნჯ-ბარის ბარმენის თანამდებობაზე...
გაიარა ტრენინგები, თავის სამუშაოს რომ დაამთავრებდა-ხოლმე - გამოიცვლიდა და ლაუნჯში ადიოდა, 2 სათი მუშაობდა/პრაქტიკას გადიოდა.
და 2 წელი ჭურჭლის რეცხვის შემდეგ - ბარმენად დაიწყო მუშაობა.
ახლა 5 იმდენი შემოსავალი აქვს რასაც ჭურჭლის რეცხვაში აძლევდნენ.

* * *
ladusha2
მიმტანად ვმუშაობდი და ჩემი პროფესიითაც(მასაჟისტად).
მიმტანად რომ ვმუშაობდი - 930$-950$-ს ვაკეთებდი თვეში.
მყოფნიდა და ვაგროვებდი კიდევაც.
ღამის კლუბებშიც დავდიოდი და ზღვაზე საცურაოდაც(ტაქსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველგან არ დადის).

და მასაჟისტად მუშაობისას, რა თქმა უნდა უფრო მეტს გამოვიმუშავებდი(ზევით დავწერე დეტლები, პოსტში).
წელიწადი და 5 თვეში 10 000$ შევაგროვე ისე, რომ ხიზილალას ვყიდულობდი - როცა მომინდებოდა.
მოკლედ არაფერს არ ვიკლებდი რაც მიყვარდა: მოგზაურობა, სპა/მასაჟი, ცურვა, ღამის კლუბები, კარგი კვება(რა გინდა სულო და გულო), ჩაცმა.

ადამიანმა უნდა იცოდე შენი შემოსავლების და ხარჯების ანგარიში ნორმალურად და ყოველთვის მოახერხებ თანხის გადანაწილებას ყველფერზე.
პ.ს. დამლაგებლებს დიდი tip-ები არ ჰქონდათ, ამიტომ ვერ დადიოდნენ ღამის კლუბებში და გასართობად. მაგრამ, შენ წარმოიდგინე, ზოგი იმასაც ახერხებდა, რომ სახლში ფული გაეგზავნა თავისი ოჯახის წევრებისთვის.
ალბათ ''ანაკომი''-ს სუპები უნდა ჭამო რომ ეს მოახერხო.
არ ვიცი.
* * *
ladusha2
QUOTE
რამოდენიმე ქართველი რომ შეიკრათ და გაიტანოთ თავი

თავის გასატანად სხვა რატომ გჭირდება?
საზიაროდ თუ იყიდით საჭმელს და საყოფაცხოვრებო ნივთებს - ამას გულისხმობ?
ასეთ შემთხვევაში მაინც იგივე იხარჯება და რა აზრი აქვს?
ერთადერთი ის შეგიძლია გააკეთო, რომ სადმე რომ მიდიხარ ტაქსით - სხვასთან ერთად წახვიდე, რომ ტაქსის თანხა გაინაწილოთ.
poker
Liberté, Égalité, Fraternité


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4372
წევრი No.: 61703
რეგისტრ.: 19-May 08

გამოგზავნილია: 9 Nov 2018, 19:10  #53750595      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Miria
კი არის ეგრეც. კიდევ იმას დავამატებდი შენს ნაწერს რომ, ძალიან დიდ მნიშვნელობას აქცევენ ვიზუალურ მხარეს. იმპოზანტურებს უფრო ადვილად შეუძლიათ კარიერული წინსვლა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ასეა.
მე პირადად წელსაც მინდა მივიდე და კიდევ ერთხელ ვცადო. ჩემი მეგობარი მწერს რომ ის 600$ რაც ხელფასია ბარმენზე კიდევ + ტიპსები და ნორმალური ხელფასი გამოდისო. ასე რომ ვფირობ ერთი წლით მაინც მოვხიო
ladusha2
ვერ მივხვდი რას გულისხმობდი მაგრამ თუ იმას რომ მარტო იქ ვერ გაქაჩავ ან რამე მაგდაგვარი...
ეგ ინდივიდუალურია,

This post has been edited by poker on 9 Nov 2018, 19:14
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2554
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 9 Nov 2018, 21:57  #53751373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
poker
ის ჭურჭლიმრეცხავი დიდი არაფერი შეხედულების იყო.
პირიქით.
smile.gif
რა ვცი.

ბარმენები ღამის კლუბებში სასმელებზეც ჩალიჩობენ(სადაც ბევრი კლიენტი ყავთ).
ნახევრად სიბნელე ხომ არის კლუბში, ასევე ბართანაც და ბართან მდგომი კლიენტი რომ იყიდის სასმელს ჭიქით და ნაღდზე იხდის - სალაროში არ ატარებენ(თუ კლიენტმა არ მოსთხოვა ჩეკი) და ჯიბეში იდებენ ფულს.

რა თქმა უნდა, როცა ამ ფაქტის შესახებ მენეჯერი გაიგებს - მაშინვე მოხსნიან სამუშაოდან და გაუშვებენ თავის ქვეყანაში ისევე როგორც გაუშვეს ჩემი თანამშრომელი, ინდონეზიელი გოგო თიფსის მოტეხვის გამო.
მენეჯერი მივიდა მასთან დარბაზში, უთხრა: წადი ეხლა სახლში, დღეს დაისვენე. ხვალ დაგირეკავ.
მეორე დღეს დაურეკა ეიჩარმა, მოდიო.
მივიდა. მოაწერინეს ხელი სამუშაოდან განთავისუფლებაზე და უყიდეს ბილეთი.
მე4ე დღეს გაფრინდა.
FDA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 257
წევრი No.: 190954
რეგისტრ.: 7-September 14

გამოგზავნილია: 10 Nov 2018, 13:48  #53753630      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
და რას გეყოფა 500 დოლარი დუბაიში და კატარშ

როგორც ვიცი მანდ მაღალი ხელფასებია, ნუ ნორმლაური ქვეყნიდან ჩასულებზე, ერთ ინგლისელს ვიცნობ 5 ატასი დოლარი მაქვსო ხელფასი, და სეზონებზე ფული რომ შემომელევა მანდ მივდივარო ფულის გასაკეთებლად რამდენიმე თვეო, ნუ, ის ინგლისურს ასწავლის გასაგებია ასეთებს დიდი ხეელფასევი აქვთ და ეს ხომ მდიდარი ქვეყნებია მასე დაბალი ხელფასები ალბაღ გაჭირვებული ქვეყნის ხახლს აქვთ, იციან ვის რამდენი გადაუხადონ, ღორები

Miria
ჩემი მეზობელი 65 წლ კაცია, ძალიან უნდა აქედან გასვლა, ინგლისური იცის კარგად და რუსულიც, არ მიიღებენ, ნეტავ ? ჯანზე გამოიყურება, დაც ყავს მგონი 58წლ, ერთად არ მიიღებენ? ხომ არ იცი ასეთებს თუ აქვთ შანსი იქ, თუ კი მაშინ მივწერ სემოვიდეს და ნახოს ინფორმაცია
* * *
Miria
QUOTE
ხიზილალას ვყიდულობდი - როცა მომინდებოდა

ალბათ იაფია? რა ღირს, რუსულია თუ ირანული?
* * *
Miria
QUOTE
არ ვიცი აქ ვებ-საიტის დადება შეიძლება თუ არა.
ამიტომ არ ვდებ.

როგორ თუ არ შეიძლება 2007 წლ ხარ დარეგისტრირებული და არ იცი რომ შეიძლება?! რამე საიდუმლოა თუ რეკლამას უწევ და არიქა დაგვორნიან
ამდენი ინფორმაცია დაუდე ხალხს და ბარემ ეგაც დადე, თავად რომ ძებნა შეეძლოთ ხომ აქამდე მოზებნიდნენ
* * *
მათ ენას თუ ფლობ სამსახურს შემოგთავაზებთ სახლიდან გაუსვლელად მაღალი ანაზღაურებით smile.gif
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2554
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 10 Nov 2018, 15:20  #53754048      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FDA
შესაძლოა ჩემს მიერ დადებული ვებსაიტის ლინკი აღქმულ იქნას როგორც ვებ-საიტის რეკლამა, ამიტომ თავს ვიკავებ დადებისგან.
დაველოდები მოდერს, რას იტყვის, თქვენის ნებართვისთ smile.gif
ვისაც აინტერესებს - მწერენ პმ-ში და ვაწვდი.
smile.gif

მე არაბული ენა არ ვიცი.

ამერიკულ ხიზილალას ვყიდულობდი(ალიასკის ორაგულის).
100გრ ღირდა 17,5$.
იაფია?
მე არ ვიცი ხიზილალის ფასები ზოგადად, არასოდეს მიყვარდა.
იქ დავიწყე ჭამა და შემიყვარდა smile.gif
მერე საქართველოში ვიყიდე 2-ჯერ სხვადასხვა ფირმის, რუსულები და ორივეჯერ, გასინჯვის შემდეგ, ნაგავში ჩავაგდე.
საზიზღარი გემო ჰქონდა.
smile.gif

QUOTE
ჩემი მეზობელი 65 წლ კაცია, ძალიან უნდა აქედან გასვლა, ინგლისური იცის კარგად და რუსულიც, არ მიიღებენ, ნეტავ ?

გააჩნია რ სპეციალობა აქვს.
ინგლისური თუ იცი და რამე სპეციალობა გაქვს+შესაბამისი სამუშაო გამოცდილება - შეგიძლია იპოვო სამუშაო.
მე დავწერე სასტუმროების სამუშაოების შესახებ, რადგან ამის შესახებ მაქვს დეტალური ინფომაცია(რადგან მე თვითონ გავიარე ეს გზა 3-ჯერ).
სხვა სამუშაოების მოძებნაც შეიძლება გუგლით ალაბთ.
კონკრეტული ვებ საიტები არ ვიცი.
QUOTE
როგორც ვიცი მანდ მაღალი ხელფასებია, ნუ ნორმლაური ქვეყნიდან ჩასულებზე, ერთ ინგლისელს ვიცნობ 5 ატასი დოლარი მაქვსო ხელფასი

მაგ ''ნორმალური ქვეყნიდან'' რომ ჩავიდეს ვინმე დუბაიში სასტუმროს ოთახის დამლაგებლად, დამიჯერე, მასაც იგივეს გადაუხდიან - რასაც ნეპალელ ან ფილიპინელ დამლაგებლებს უხდიან (300$-ს) smile.gif

კერძო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს, რამდენდაც ვიცი, 4 100$ აქვთ ხელფასი.
და სახლს თვითონ ქირაობენ, მასწავლებლები თავისი ხარჯებით რაც საკმაოდ ძვირია დუბაიში.
ან უნდა იქირაო 1 ოთახი რამოდენიმეოთახიან ბინაში, გქონდეს საზიარო აბაზანა და სამზარეულო.
შეიძლება ვიღაცას გაუმართლოს და უფასო საცხოვრებელი შესთავაზონ. არ ვიცი.

შენ სამუშაო გამცდილება და პროფესია თქვი(+ინგლისურის კარგად ცოდნა) და სამუშაოს ყოველთვის იშოვი ინგლისელი ხარ თუ მაროკოელი.
smile.gif
+არაბულსი ცოდნა, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობაა.

FDA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 257
წევრი No.: 190954
რეგისტრ.: 7-September 14

გამოგზავნილია: 10 Nov 2018, 16:51  #53754496      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Miria

არ არის მასე, რეკლამა სხვა რამეა. მე თავად დეიდა გუგლი ვარ , ანუ, ძებნები საუკეტესოდ მეხერხება, მაგრამ უამრავს აქ არა, თან ინგლ არ იციან უმეტესად და როგოტ მოძებნიან რომ დაგედო ეგებ რამე კი ენახათ, გუგლის თარგმნით რავი

დას. ევროპიდან ვინ წავა იქ დამლაგებლად? smile.gif იქ მუშას ხომ 2 000 ევრო აქვს. მანდ სპეციალისტები მიდიან მაღალი ანაზღურებით

ანუ, ასაკზე არ არის შეზღუდვა ? ჩემი მეზობელი ადრე როგორც ვიცი თანამდებობაზეც მუშაობდა მარა ახლა ამ ასაკში აქ ამას კი არა ახალგაზრდას არ იღებენ, და სხვათა შორის არც ევროპაში. ძალიან უნდა აქედან გასვლა ჭკუაზე არ არის, ნებისმიერ რამეზე ვგონებ წავიდეს.

მანდ ინგლისური როგორ იციან?
საკვები გამოდის ძვირი ყოფილა მანდ, იკრა რუსული დას ევროპაში 140გრ რომაა 15 ევროზე მეტი არ ღირს , უფროც ნაკლები, მე 400გრ 20 ევროდაც მიყიდია, გერმანული ფირმა რომ არის სახელი არ მახსოვს მშვენიერი იკრაა რა ვი მე მომწონს, ასევე რუსული მაღაზიები რომაა ევროპაში კარგი იკრაა. წითელზე ვამბობ

როგორც მივხვდი შენ ხელოვნური გიჭამია თორემ რუსული იკრა ძალიანაც კარგია, ამერიკულს აღარ სჯობს? მგატ რა იციან იკრის გაკეტება. რუსული მეთოდით აკეტებენ ტუ რუსები არიან
ირანული არ გამისინჯავს, ამბობენ ყველაზე კარგია.

Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2554
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 10 Nov 2018, 22:13  #53756508      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FDA
ვინც ინგლისური არ იცის იმდენი, რომ ინგლისურ ვებ საიტს გაუგოს რა წერია და როგორ ან რა და სერვის- მათთვის არ არის ეს სამუშაოები რაც დავწერე (და ზოგადად სამუშაოები middle east-ში. ყველგან აუცილებელია ინგლისურის ცოდნა). გასაუბრება ინგლისურ ენაზე ექნებათ.
თუ ვერ გაესაუბრნენ ინგლისურად - არც არავინ აიყვანს სამუშაოზე.

ევროპიდან იქ დამლაგებლად ვინმე წავა ან მიდის მეთქი არ მითქვამს.
შენ თქვი რომ ინგლისელებს და მსგავსი ქვეყნების წარმომადგენლებს მეტს უხდიან ვიდრე.... ბლა ბლა ბლა...
ახლიდან ნუ მაკოპირებინებ, გეხვეწები, ჩემს ნათქვამს და შენს ნათქვამს.
ჯერ ერთს ამბობ.
მერე მეორეს.
smile.gif

ინგლისური აბსოლუტურად ყველამ იცის იქ: ადგილობრივებმაც და სამუშაოდ ჩასულებმაც.
ასე, რომ ინგლისური ენის ცოდნა პირველი მოთხოვნაა სამუშაოებზე.

"ხელოვნურ ხიზილალაზე" და "რუსული ხიზილალა ყველაზე მაგარია"-ზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
კი გამეცინა ისე smile.gif
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2554
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 13 Nov 2018, 01:24  #53768212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
..........................................................................................
.............................................................................

This post has been edited by Miria on 13 Nov 2018, 01:24
ჩხრამბურთლაძე
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1053
წევრი No.: 14994
რეგისტრ.: 30-November 05

გამოგზავნილია: 13 Nov 2018, 01:41  #53768276      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Miria @ 10 Nov 2018, 14:20 )


ამერიკულ ხიზილალას ვყიდულობდი(ალიასკის ორაგულის).
100გრ ღირდა 17,5$.
იაფია?
მე არ ვიცი ხიზილალის ფასები ზოგადად, არასოდეს მიყვარდა.
იქ დავიწყე ჭამა და შემიყვარდა smile.gif
მერე საქართველოში ვიყიდე 2-ჯერ სხვადასხვა ფირმის, რუსულები და ორივეჯერ, გასინჯვის შემდეგ, ნაგავში ჩავაგდე.
საზიზღარი გემო ჰქონდა.
smile.gif

ადამიანს როდესაც ბავშვურათ ჯერავს თავისი სიმართლე ) ასეტრინის იკრა რათ ვარგო კაცო.


პ.ს ამ თემასთან დაკავშირებით რისი დამატება მინდა, მიყავთ 19-27 წლამდე გოგოები დუბაიში, თავიდან ამუშავებენ და თან საყვარლებათ იყენებენ ეს მენეჯერები ამ უტვინო გოგოებს
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2554
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

  გამოგზავნილია: 13 Nov 2018, 01:52  #53768309      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩხრამბურთლაძე
მძაღე გემოს ხიზილალა არ მომწონს, გინდა ასატრინის იყოს და გინდა მაჩვის
smile.gif
რუსული ხიზილალა გამისინჯავს ორაგულის,
მძაღეა.
ვისაც მოგწონთ ეგ სიმძაღეები - მიირთვით.
არავინ გიშლით.
მე შევჭამ იმას - რაც მომწონს.

პ.ს. საქართველოში ნახე შენ თურქებისგან დაფეხმძიმებული უტვინო ქართველი გოგოები და უმამოდ დაბადებულ-გაზრდილი ბავშვები.
რაღა დუბაიში მიდიხარ და ფილიპინელ გოგოებზე ჭორაობ?
smile.gif

პ.პ.ს. ქართველი და მენეჯერის 'საყვარელი' მე ჯერ არავინ მინახავს middle east-ში და შენ სად ნახე?
რომელ ქვეყანაში და სასტუმროში?
smile.gif

This post has been edited by Miria on 13 Nov 2018, 01:52
senpai
хранитель слов


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11500
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 13 Nov 2018, 10:29  #53768838      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Miria
საინტერესო ინფოები დაწერე, დამოკიდებულება როგორია ხოლმე ზემდგომების მხრიდან მომუშავეებისადმი ? ქართულ რეალობას ხო არ იმეორებენ მანდაც ?
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0310 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]