საინტერესო და აქტუალური საკითხია მართლაც. ასე პირდაპირ არა მგონი საქართველოში ვინმეს დაეწყო ამ თემის ასტროლოგიური კვლევა, სხვადასხვა ობიექტური და არაობიექტური მიზეზები აქვს სერიოზული ასტროლოგიის განვითარებას საქართველოში.
მე მქონდა სურვილი, მოხალისეების და დაინტერესებული პირობის დონეზე შემექმნა რაღაც კვლევითი ჯგუფი, ერთგვარი ასტროლოგიური ლაბორატორია, შეგვესწავლა სხვადასხვა საკითხები. მაგრამ, აქ, საქართველოში, ასტროლოგია ან საღადაო-გასართობ თემად აქვთ გაგდებული და ხალხს ეკაიფებიან, ან ფულის საშოვნელ „ცეხად“ აქციეს ასტროლოგია და სხვა ასტროლოგებს, როგორც მოსისხლე კონკურენტებს ისე განიხილავენ.
თანამშრომლობის და სერიოზული კვლევების სურვილი ვერავის შევამჩნიე. მათ შორის აქ.
რაც შეეხება თემას. ასტროლოგიური ინსტრუმენტარით დიაგნოზების დასმა ძალიან სარისკო და ჩემი აზრით საშიში რამაა. შეიძლება ზოგადი ასტრო-ტენდენციები დაადგინო და გამოკვეთო ხანგრძლივი კვლევების შემდეგ, მაგრამ ყველა ჰოროსკოპში სადაც ამ კონსტელაციებს მოჰკრავ თვალს, ერთი და იგივე დიაგნოზები დასვა - არ იქნება სწორი (მსუბუქად რომ ვთქვათ).
ასე ერთი პერიოდი ჰომოსექსუალობის ასტროლოგიური ფორმულის დადგენით იყო გატაცებული დასავლური ასტროლოგია, ყველას თავისი „აღმოჩენები“ ჰქონდა და მერე მათი „მოსწავლეები“ ატყლაშუნებდნენ აქეთ-იქეთ ამ „დიაგნოზებს“. ბევრ ადამიან ფაქტიურად შეურაცხყოფა მიაყენეს ამ სისულელეებით, ზოგს შეუძლება ფსიქ. პრობლემაც შეუქმეს და დააშავეს როგორც ასტროლოგებმა.
აი ასეთი შეცდომები შიძლება მოგვივიდეს, როცა ვთქვათ აუტიზმის ასტროდიაგნოსტირებას დავიწყებთ. ამიტომ დიდი სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს.
კარგი, დავიწყოთ. მე ამ თემაში ღრმად ჩახედული არ ვარ და რაც ვიცი ესაა რომ კანერის სინდრომითაა ცნობილი აუტიზმი და ძირითადი მახასიათებლები ასეთია:
1. ყალიბდება თუ ვლინდება ადრეულ ასაკში, 36 თვემდეო
ასტროლოგიურად: მთვარე უნდა იყოს ჩართული (მთვარე ბავშვობა) აუცილებლად
2. სოციალიზაციის დარღვევა
ასტროლოგიურად: მე-7 სახლი, იუპიტერი - ესენი უნდა იყვნენ დაზიანებული
3. კომუნიკაციის დარევა
ასტროლოგიურად: მერკური, კომუნიკაციის სახლები - უნდა იყოს დაზიანებული
4. ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა, ქცევის სტერეოტიპიზაცია/შაბლონიზაცია
ასტროლოგიურად: მე-3 სახლი, სატურნის ნეგატიური გავლენა
5. ჰიპერმგრძნობელობა ან პირიქით, ჰიპომგრძნობელობა
ასტრლოგიურად: ვენერა, მთვარე უნდა იყვნენ დაზიანებულები
აი ეს კი ჩვენი გოგოს ჰოროსკოპი.
ჰოროსკოპი შედგენილია სიდერიულ ზოდიაქალურ და კოხის სახლთა სისტემაში.
რას ვხედავთ, რა იქცევს ყირადღებას?!
1. ასცედენტი კირჩხიბში:
ა) ნატივი მგრძნობიარეა და ინტროვერსიისკენ მიდრეკილი (საკუთარ პანცერში ჩაკეტვა)
ბ) მთვარე ხდება ძალიან მნიშვნელოვანი და პირდაპირ გავლენას ახდეს პიროვნების განვითარებას (გარდა იმისა რომ ისედაც მნიშვნელოვანი მთვარე ყველა ადამიანის ჰოროსკოპში, აქ 3 - ჯე უფრ მნიშვნელოვანია)
2. მთვარე ტაუკვადრატის თავშია [მერკური / მარსი /მთვარე]:
ა) ადრეული ბავშვობა დაძაბულ, დისჰარმონიულ პირობებში (ასე აღიქვამს ბავშვის ფსიქიკა)
ბ) საკუთარი თავის, გრძნობების, სურვულების ადეკვატურად გამოხატვის უნარი დარღვეულია მარსის (აგრესია/ეგოიზმი) და მერკურის (გაფანტულობა, უზუსტობა, ტყუილი) მიერ. ეს პირდაპირ აისახება პიროვნულ განვითარებაზე, ვინაიდან ასპექტი მოდის პირველ სახლზე და პირველი სახლის მმარველზე)
3. მერკური მე-11 სახლის მმართველია და იმავდროულად მე-2 სახლით გადაყლაპული ქწალწულის (ეს უკვე კარმული თემაა).
ა) მთვარი კომუნიკატორი დაზიანებულია მარსის ოპოზიციით და მთვარის კვადრატით. თანას არის ზედ MC-ზე. ანუ ამ პლანეტით განსაზღვრული თემების და უნარების აქტიური გამოხატვა იქნება მიდამ ატუალური, ცხოვრება აიძლებს ნატივს რომ გამოავლინოს მისი მერკური (სახლის ფინქციებით) და შესავბამისად, ეს პრობლემებიც რაც ახლავს დაზიანებულ მერკურს - იქნება საჯარო, ყველათვის სახილველი. თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა სოციალურ ზრდასრულობამდე. როცა ეს პრობლემა მოგვარდება, მერკური დაივარცხნება, კომუნიკაციის უნარები იქნება შესწავლილი და განვითარებული - მერკური გახსნის რაღაც ნიჭს, სერიოზულ ნიჭს.
ბ) სოციალიზაციის ერთ-ერთი სახლი მე-11 სახლიცაა, მისი მმართველი დაზიანებულია.
4. მე-7 სახლი თხის რქაში და სატურნის მდებარეობა:
ა) თხის რქა არ აიოლებს კოპმუნიკაციას და სოციალიზაციას, მძიმე მიწაა მაინც. სატურნი მე-4 სახლში და სკოპიონში (წლის ნიშანი) - ისევ ინტროვერსია, შინაგან სამყაროზე კონცენტრაცია
ბ) სატურნი ოპოზიციაშია მზესთან და ვენერასთან. ვენერა მე-3 სახლის მმართველია - საკუთარი თავის გამოხატვა, "მე"-ს რეალზება (რის გარეშეც შეუძლებელია სოციალიზაცია) გართულებულია, სწორედ მე- 7 სახლის, სოციალიზაციის სახლის მმართველის მიერ.
გ) სატურნი (მე-7 , სოციალიზაციის სახლის მმართველი) მონაწილეობს ტაუკბადრატში - მზე*ვენერა/სატირნი/იუპიტერი.
იოიტერიც და ვენერაც კავშირშია სოციალიაციასთამ, მათი დაძაბული უერთიერთასპექტები და პლუს სატურნის მძიმე ასპექტი, კიდევ ერთი მინიშნებაა რომ ჰარმონიული სოციალიზაცია პრობლემაა;
4. ვენერა, (მე-3 სახლის მმართველი) ძაან დამწვარია, მძიმე ასპექტებში რაჰუსთან, იუპიტერთან და სატურნთან.
ვენერა პირველ რიგში როგორც მგრძნობელობის და მისი გამოხატვის პლანეტა - დააზიანა მზემ (რაღაც თრგუნა ავტორიტეტით), მერე სატურნის ოპოზიციამ (ისევ ავტორიტეტისმიერ დათრგუნვა) და მერე რაჰიმდა იუპიტერმა დესტრუქციულად გააქტიურს.
ანუ, გრძობები და ემოციები ითგრუნება, ტრანსფორმირდება და ჰიპერტროფირებული სახით გამოიფრქვევა (რახუს და იუპიტერის გავლენა). ეს ყველაფერი არ უწყობს ხელს ჰარმონიულ სოციალიზაციას.
5. იუპიტერი - სოციალიზაციის მმართველი ერთ-ერთი პლანეტა. მე-5 სახლის და მე-8 სახლში ჩაყლაპული თევზების მმართელი. ისევ კარმა. მე-5 სახლი ჩვენი პოზიტიური კარმის სალაროა. მისი მმართველი დაზიანებული ტაუკვადრატით და რახუთი.
იღბალი და გამართლება ცოტა იქნება, საკუთარი ძალისხმევით იქნება მისაღწევი ყველაფერი.
დედიკოს და მამიკოს დესტრუქციული (ან ვიღაცეები ოჯახში - ბებია/ბაბუა) კვალიც იკვეთება ბავშვის ჰოროსკოპში - აგრესია, ზეწოლა, დათრგუნვა. ეს ყველაფერი გასანეიტრალებელია.
პოზიტივები:
ურანი კარგად დგას მზესთან და მთვარესთან მიმართებაში რაც საშუალებას იძლება არასტანდარტული, განსხვავებული, ალტერნატიული განვითარებისთვსი და ასეთივე, ორიგინალური გზით საკუთარი თავის რეალიზებისთვის. შეიძლება ბავშვის ფსიქიკათან და პიროვნებასთან მუშაობა არასტანდარტული, ალტერნატიული მეთოდებით, რაც აუცილებლად იქნება შედეგიანი.
ძალიან ბევრი ფულის შოვნის პოტენციალია ჰოროსკპში. თუ კომუნიკაციის და სოციალიზაციის პრობლემებს მოუხნით ბავშვს ( და ეს შესაძლებელია, შრომა და წვალება უნდა) მოზრდილ ასაკში ექნება მაღალი სოციალური სტატუსი, ბევრი ფული და მნიშნელოვანი უძრავი ქონება.
პირად ცხოვრებაში გზა ვარდებით მოფენილი არ აქ იქნება, მაგრამ არა უშავს, მე-2 ქორწინება უკეთესი იქნება.