#57148469 · 11 Nov 2020, 11:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
crusader
QUOTE | 6 წლის და მინდა რომ უბრალოდ მანქანით მივიდე და რამოდენიმე საათი ჰაერზე იყვნენ |
ავენისს გირჩევ. ანანურის გაღმაა ეგ ნასოფლარი - წყალსაცავმა დაფარა. ციხეს 1 კილომეტრში რომ ჩაცდები, არაგვზე ხიდია გადასასვლელი და იქ უნდა გადახვიდე. ანანურთან ყველა გასწავლის მაგ ხიდსაც და მაგ ადგილსაც. მანდ ახლა ტბის პირას პატარა დასახლებაც გაჩნდა - სააგარაკედ ყიდულობენ და საოჯახო სასტუმროც კი იყო. მაგრამ მაგის ზევით, ტყის პირას წმინდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესიაა. წინ წითელ წიგნში შეტანილი უთხოვარი დგას, რომელზეც ამბობენ, რომ 3 საუკუნისაა, თუმცა ახლა ძალიან შელახულია. ეკლესიის უკან უთხოვარის ტყეა. ეზოში ფანჩატურიც კი იყო მოწყობილი - თავის მაგიდა-სკამებით, ცეცხლის დასანთებით და რამე. ლამაზი ადგილია - მით უფრო ახლა, შემოდგომის ფერებში. სუფთა ჰაერი, სილამაზე და სიმშვიდე - ხალხი არ დადის, ასე სპეციალურად თუ მივა ვინმე. მოკლედ, ოჯახური დასვენების და განმარტოებისთვის რეკომენდაციას ვუწევ.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|