Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > elchi -ს თავგადასავლები


Posted by: lovelock 11 Aug 2021, 14:34
ერთი იუზერია ამ განყში პოსტავს. საინტერესეო და სასაცილო თავგადასავლები აქვს.

ამ თემაში შევკრიბოთ ვის რა გახსოვთ რომ მოუყოლია და მერე იქნებ კრებულად გამოვცეთ old.gif


https://forum.ge/?showuser=72294



GEORGE FROM GEORGIA
https://forum.ge/?showtopic=35186568&view=findpost&p=57390797

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ქალიშვილი გიორგი
https://forum.ge/?showtopic=35195495&view=findpost&p=57676481
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


საკერავი მანქანა
https://forum.ge/?showtopic=35203930&view=findpost&p=58232309

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ნათურა პირში
https://forum.ge/?showtopic=35203930&view=findpost&p=58227576
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



ჯარის ამბები საძინებელში
https://forum.ge/?showtopic=35181881&view=findpost&p=57255190
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


დაჯე გოგო
https://forum.ge/?showtopic=35129389&f=&st=60&#entry55680228
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: DORO 11 Aug 2021, 18:50
lovelock

MI 6 ში ანალიტიკოსად მუშაობ ? spy.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: le_soleil 11 Aug 2021, 20:44
ელჩი მაგარი კაცია. მიყვარს მაგისი ისტორიები love.gif

ოღონდ, მე არ ვევასები და რა დავუშავე არ ვიცი rolleyes.gif

Posted by: ketuketo 11 Aug 2021, 21:18
smile.gif)))))

ეგეთ იუმორზე რო იცინით

იუმორინას და მღერიან და ხუმრობენის ეპოქაში ჩარჩით ძმატცი?

რა გოიმობაა...წესიერი იუმორის ფასი არ იცით მგონი...გაბუს შოუს უყურებთ ხოლმე მჯერა...

Posted by: elchi 11 Aug 2021, 22:09
le_soleil
გამოდი და დამენახვე, მითხარი რომელი ხარ.
მე არ ვმალავ ჩემს ვინაობას.
ეტყობა მეთევზე-მონადირეებს ვერ იტან, სხვანაირად ვერ დამიწუნებდი.
ისე კაი სამეგობრო ვინმე ვარ. vik.gif
ჰოოო, უცხო პლანეტელი ვააარ. lol.gif
ვერაფრით ვერ გავარკვიე რომელი გალაქტიკიდან მოვევლინე "მანდაურობას".


პ.ს. წაშალეთ ეს თემა.
არავისგან არ განვსხვავდები, თქვენნაირი ვარ, თქვენი სისხლი მაქვს მეც.
არ მინდა რა ჩემსკენ გამოიშვიროთ თითი და უი, რა კაია.
ყველას შეგიძლიათ იყვეთ თავისუფალი.
ერთხელ მოხვედით ამ ქვეყანაზე.
მეორედ ვეღარ მოხვალთ.
რა ვქნა?
მომკალით და არ მჯერავს ჯოჯოხეთების და სამოთხეების არსებობა.
ვიყავი "იმაანნთთანა".
6 თვე გათიშული ვიწექი და თურმე ყველაფერს ვლაპარაკობდი.
არაფრის არაფერი და გეომეტრიული პროგრესიის დაუსრულებელია "იქ".

სანამ ხართ, მოეფერეთ რა ერთმანეთს, რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთეთ.

არ ვიცით ვინ საიდან მოვედით და სად მივდივართ.

მე ვიცი.

არ დევს ჩვენს ტვინში ის "უჯრედი-მოლეკულა-ატომი-ნეიტრონი და ა.შ", რომელიც გვეტყვის რა და როგორ არის.

თემის ავტორმა უნდა გამიგოს და ამ განყოფილების მოდერატორს ამ თემის წაშლა მოსთხოვოს.



Posted by: Heart_of_Darkness 12 Aug 2021, 00:10
მიყვარს ამ იუზერის პოსტების კითხვა, ყოველთვის საინტერესოდ აღწერს თავის გამოცდილებას, ამბებს თუ კურიოზებს.
თან რაც მთავარია, ეტყობა რომ გულახდილია, რაც არის ეგ არის, არ პოზიორობს ან რამე. პოზიტივის გაცემისა და სხვებისთვის კარგი განწყობის შექმნისთვის პოსტავს.
ნეტავ, ბევრი ასეთი იუზერი გვყავდეს. თორემ დამღლელად მოსაბეზრებელია, გამუდმებით, ეგოების ჯახის ამსახველი პოსტების კითხვა
user.gif

Posted by: cron4mer 12 Aug 2021, 00:33
QUOTE
მიყვარს ამ იუზერის პოსტების კითხვა, ყოველთვის საინტერესოდ აღწერს თავის გამოცდილებას, ამბებს თუ კურიოზებს.
თან რაც მთავარია, ეტყობა რომ გულახდილია, რაც არის ეგ არის, არ პოზიორობს ან რამე. პოზიტივის გაცემისა და სხვებისთვის კარგი განწყობის შექმნისთვის პოსტავს.
ნეტავ, ბევრი ასეთი იუზერი გვყავდეს. თორემ დამღლელად მოსაბეზრებელია, გამუდმებით, ეგოების ჯახის ამსახველი პოსტების კითხვა


ნამდვილად ელჩი ძაან მაგარი კაცია(ადამიანია) yes.gif

Posted by: lovelock 12 Aug 2021, 04:48
დავსერჩავ მერე კიდე ისტორიებს და დავამატებ biggrin.gif




DORO
არა. კარგად არ უხდიან.

Posted by: elchi 12 Aug 2021, 06:51
ცრემლს ვერ ვიტან, ბევრჯერ მიტირია.
ჰო, კაცი ვარ და წამომსვლია მეც.
დედას ასე მივულოცე.

დედების დღეა.
ვულოცავ ყველა დედას.
დედაჩემზე ვერ ვწერ, მიჭირს, წაიკითხავს და იტირებს.
შევძლებ და მაინც დავწერ.
წაკითხვისას, იმ ცრემლებში, რომლებიც წამოუვა იმ დახატული ცისფერი თვალებიდან, არ ვინანებთ ორივე, იმიტომ რომ მეც ცრემლიანი დავწერ.
-დედიკო, ბოდიში სამაგიეროს რომ ვერ გიხდი.
ძლიერი ბიჭი გამაჩინე, მასწავლე კაცობა, მასწავლე ადამიანობა, მასწავლე როგორი უნდა იყვეს ქართველი.
ვერ ვპოულობ იმ ლექსს, სადაც ნათქვამია, დედას ხელის გულზე ტაფამწვარი რომ შეუწვა, სამაგიეროს ვერ გადაუხდიო.
ეგრეც ყოფილა.
ბავშვობაში ბევრს გაბრაზებდი, ახალგაზრდობაში ბევრი განერვიულე. ვიცი რომ ყველაფერი მაპატიე, იმიტომ რომ ჩემი დედა ხარ. დე მჭირდები, შენი შვილებისთვის არავის დედა არ შეუგინებია და არც ჩვენ შეგვიგიგინებია არავის დედა, ეგეთები დაგვზარდე. სამივეს შენი იმედი გვაქვს. ჩემი იმედი ხარ, მარტო ჩემთვის არა, ყველას გვჭირდები.
* * *
ესეც იყვეს.
რა ვქნა?
ძუძუები არა მაქვს, რომ დაგანახოთ.
ყველაზე მთავარი კიდევ, თვალებს არ ვმალავ.
არც იუმორის გრძნობა არ მაქვს.
ერთი ჩვეულებრივი 9 ნომერი გლეხი ვარ.

დამხმარე მჭირდებოდა და პროექტის პატრონმა, ჩემი მდგმური დაასაქმეო.
"ამდენი" გამოვიარე და ეგეთი არაფერი მინახავს.
თავში არაფერი შესდიოდა კაცო, ანუ "სხვაგან" იყო.
ეგ არი ჰოო, მაცივარს ხელი რომ გაუშვა, მძიმეაო და ათი დღე იატაკზე რომ გავატარე მაცივარ დაცემულმა, მერე ორმოების ამოთხრა დავავალე და გაუხვია აფრიკისკენ, მერე იყო და იმ ორმოებს ამოვსება ხომ უნდოდა ნერგების გარშემო ტყის მიწით?
წავიდა ბიჯო და ორ მეტრიანი საფლავი ამოთხარა ამ დაბდურმა.
მანქანა არ უყიდია, ქუჩაში დასტოვა ვიღაცამ და "FREE" დააწერა, ანუ მუქთაო.
აიღო ამ შტერმა და სანამ სახლამდე მოვიდა, ორ გაჩერებულ მანქანას გაეგლისა.
რა ვქნაო, მე მეკითხება?
წადი შვილო უკან აფრიკაში, ხომ მითხარი ბიზნესმენი ვიყავი იქ და სამი თხა მყავდაო, ჰოდა მიხედე საქმეს, რა შენი საქმეა ამერიკა და იმ მებაჟის ჯიში და ჯილაგი, ვინც შენ აქ შემოგიშვათქო.
ეს იმაზე გეუბნებით, აკვალანგით და მყვინთავის "რეზინაში" თავის "ლასტებით" ჩაცმული რომ ჩავიყვანე პორტლენდში.

Posted by: პითონი 12 Aug 2021, 13:10
ბოლო ორი ისტორია წავიკითხე და ცხოვრებაზე დავფიქრდი

მივხვდი რომ მოცლილი ვარ და დროს ვკარგავ სისულელეებში ((((

Posted by: თორნიკეე 12 Aug 2021, 14:23
აქ უნდა დავფიქსირდე...

სულ ვკითხულობდი ხოლმე მის პოსტებს...... givi.gif

Posted by: elchi 12 Aug 2021, 22:34
არ იშლით და ეგრე იყვეს.
ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, მიდით, აიღეთ და ერთმანეთს ჩაეხუტეთ.
მოფრება და ალერსი გაკლიათ.
არადა შეგიძლიათ.

ჰო, მერეა და ქუთეისელები მიფრთხილდით. lol.gif
თქვენი ატანა არა მაქვს. vik.gif

ადრეც დავდე ეს სურათი, გადაღებულია ორეგონის შტატში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე.
რაც ამ "პილოტკას" ჩემი თავგადასავალი აქვს ნანახი, ვერცერთი ჩემი ძალიან ახლობელი ვერ მივა ახლოს.
ახლაც მაქვს, დიახ, გავიდა 28 წელი და ახლაც გარდერობში მაქვს ჩამოკიდებული, იშვიათად ვიცმევ.
ადრე ერთი ქუთაისელი ახალგაზრდა გავიცანი ინტერნეტით, მთხოვა თუ შეიძლება გესტუმრო და ვნახო რეალში, თუ მართლა არსებობო.
დავხვდი აეროპორტში და წამიხდა ნირი, გაფრთხილებული მყავდა ჩრდილოეთში მოდიხარ და თბილი თანსაცმელი წამოიღე, აქ კაი მაგრად ცივა და მოგვიწევს ტყეში გასვლა.
შევხედე და შავი ატლასის პერანგი/"საროჩკა"/ აცვია წითელი დრაკონებით მოქარგული, ხელში კიდევ ფარღალალა "დუტის" ქურთუკი უჭირავს, მეთქი მომიკვდება ესა აქა.
სურათი გადავიღოთ, ჩვენს მეგობრებს ვაჩვენოთო.
აქაც ვერა ვარ, თმები რაღაც არაქართულ ყაიდაზე აქვს დაყენებული, მამალის ბიბილოსავით ჰქონდა აწეწილი.
დავიფურთხე ხელისგულზე, გადავუსვი თავზე და გამვლელს ვთხოვე სურათის გადაღება.
სანამ შენთან ჩავალთ ეს ქალაქი დავათვალიეროთო, რომელიც ყველაზე დიდია ამ შტატში.
წავიყვანე და აქაც არის "თაიმსქვერი", იქაც არის ბოძი ისრებით, და აჩვენებს თუ რომელ ქალაქამდე რამდენი კილომეტრია.
მომიტრიალდა და: -მაგარი უნამუსო ხალხი ნაცხოვრება აქანე, რაფერ გევიგო სითაა ქუთეისიო.
კაცი სადოქტოროს აკეთებს პრენსთონის უნივერსიტეტში და სურათი გადაიღო თავის დრაკონებთან ერთად ნაგვის ბუნკერის გვერდით ჩაცუცქულმა./ჰოო, ჩაცუცქულმა მეთქი./
ჩამოვედით სახლში და მეორე დღეს ტყეში წასვლის დროც მოვიდა.
შევხედე და მეთქი გამეყინება ეს უპატრონო, ეს ჩაიცვითქო და ეს "პილოტკა" მივაწოდე.
მიყურებს და აქამდე რატომ არ მითხარი მხედრიონელი რომ იყავიო.
საიდან მოიტანე მეთქი და ასეთი "კურტკა" მხოლოდ მხედრიონელებს ეცვათო.
მისთვისაც და ჩემთვისაც, კიდევ კარგი ათი დღით იყო ჩამოსული. lol.gif

user posted image

Posted by: bigmaster 12 Aug 2021, 22:53
ბახევარი წავიკითხე დანარჩენს ხვალე ჩავუჯდები გაასწორა lol.gif


Posted by: elchi 13 Aug 2021, 07:55
90-იანების დასაწყისში ხდება ეს ყველაფერი.
მოდის ახალი წელი, თბილისი ვერ გადარჩება სოფლის გარეშე, მაგრამ მაინც ვაპირებთ ვიზეიმოთ ახალი წლის მოსვლა და ისევ უკუღმა ავღნიშნოთ შობის დღესასწაული, ანუ ჯერ ახალი წელი და შემდეგ შობა.
30-ათი რიცხვი უნდა გათენდეს, 31-თში ახალი წელია.
მოვლენ სტუმრები ოჯახში, ჩვენც ვესტუმრებით სხვებს, მაგრამ ამ დროს არის ორი მოხუცი, რომლებსაც თავისი სისხლი ვერ მიულოცავს ახალ წელს.
-დეეე, სოფელში უნდა წავიდე.
გავყევი ბორჯომის მატარებელს დილის ექვს საათზე გადიოდა, არ დავაცადე ქარელამდე მისვლა და ჰაიდა გაქანებული მატარებლიდან, სკრას რომ გამოსცდა და ურბნისს გაუსწორდა, არიქა გიორგი, გადახტომის დროა.
წელამდე თოვლი იყო და თან ისე ბარდნიდა, ხუთი მეტრის იქით არაფერი ჩანდა.
გამოვედი მტკვრამდე, ურბნისიდან ვიცოდი ბორანი გადამიყვანდა მეორე მხარეს, თუ არადა გავუყვებოდი ლიანდაგს, ავიდოდი ბებნისამდე და მერე მოკლეებზე ავიდოდი რუისში.
მებორნე ადგილზე დამხვდა, მოხუცი კაცი იყო.
ვისთან მიდიხარ შვილო, ასეთ ამინდში და ამ დროს, როგორ გაჩნდი აქაო.
-პაპა, შვილიშვილები გყაავს მეთქი.
-მყაავს, მაგრამ არავინ აღარ მაკითხავს, ქალაქს წავიდნენ შვილები და ბავშვებიც იქა ჰყავთ, როცა დაულხინდებათ, მაშინ ჩამოდიანო.
-შენ ვისთან უნდა მიხვიდეო?
-ჩემს გამზრდელ პაპა გიორგისთან და თინათინ ბაბოსთან.
ვუწილადე მასაც ტკბილეული. დავაკელი პაპას და ბაბოს.
გადმომიყვანა მეორე მხარეს, წინაუბნიდან ვერ ამოვიდოდი უკანუბანში, ვერ გავარღვევდი იმ დიდ თოვლს, ტრასას გამოვყევი, ხუთი თითივით ვიცი ჩემი სამშობლო, ჩემი რუისი.
მოვადექი შემოსახვევს და გაუკვალავი თოვლი დევს, ამოვუყევი ზემოთ.
მიდი გიორგი შეუყევი გაუკვალავს, მერე რა რომ წელამდეა, მაგრამ მაგას ზემოდან ხომ უყურებ, გაარღვიე გზა, უნდა ნახო პაპა და ბაბო.
შევედი სახლში და რომ დამინახეს, ღმერთმა გამოგვიგზავნა შენი თავიო.
არა მეთქი, ღმერთი არაფერ შუაში არ არის, თქვენი ბრალია აქ რომ ვართქო, თქვენი გაზრდილი ვარ და საკუთარ თავს მოკითხეთ, თუ რამეს დავაშავებ, ან სიკეთეს გავაკეთებ.
მინდოდა თქვენთან ერთად შევხვედროდი ახალ წელს და თქვენს გვერდით ვყოფილიყავი.
დამეტაკა თინა და არ გამიცივდე, სულ სველი ხარ, გამოიცვალე ტანსაცმელი, ეგე კარადაში ალაგია შენი ყველაფერი პაპაშენის ტანსაცმლის გვერდზეო.
პაპამ, რას დალევო.
-წამო ჩავიდეთ სარდაფში, ვიცი ჩემს სახელზე გადანახული გექნება ღვინო, ის დავლიოთ, დავილოცოთ და ყველა ჩვენიანს მშვიდობა, გამრავლება, ჯანმრთელობა ვუსურვოთ და ერთი მოწოდებაც დავამატოთ, რაც შეიძლება ბევრნი რომ იყვნენ ქართველები, გაწყობსთქო.
საიდან გაილექსე, ამდენი ლაპარაკი არ მისწავლებია შენთვისო.
მენატრებიან, ვიცი რომ ვერასოდეს ვერ ვნახავ ვერცერთს.
ესეთი მიუვედი ორივეს.
ცილაობა ჰქონდათ ბებრებს, არა მე უნდა დავიწვინო, ჩემთან უნდა დაიძინოსო.
user posted image

Posted by: WP-Rex 13 Aug 2021, 08:40
elchi
QUOTE
გადაღებულია ორეგონის შტატში

მანდ ცხოვრობ?

რა ამბავია თქვენს თავზე, რა ხდება?
Oregon governor signs bill suspending math, reading proficiency requirements for HS graduates
https://www.foxnews.com/us/oregon-governor-signs-bill-suspending-math-reading-proficiency-requirements-for-hs-graduates

Posted by: mda 13 Aug 2021, 11:11
elchi

QUOTE
ჰო, მერეა და ქუთეისელები მიფრთხილდით.


არც ჩვენ ვგიჟდებით იმათზე ვინც ვერ გვიტანს wink.gif

Posted by: elchi 13 Aug 2021, 14:12
mda
გირჩევ არ გამიცნო.
რაც პოსტების რაოდენობა გაქვს, ეგ ნომერი მქონდა მანქანაზე.
თან სამ LLL თან ერთად.
ვიცი რომ ქუთათურები ვერ გვიტანთ თბილისელებს.
არ მომაყოლო ყველაფერი .
ეს იკმარე.

ორი საათით ადრე წავედი ვახტანგის დასახვედრად.
ისე, დილიდან "პინჯაკში" ჩაცმული დავდიოდი უკვე. laso.gif
რამოდენიმე ქალაქის გამჭოლად გავლა მიწევდა აეროპორტამდე და ამიტომაც გადავწყვიტე ადრე წასვლა, თანაც მისგან დასმული და მოგროვილი შეკითხვებიდან, ბევრისთვის უნდა გამეცა პასუხი.
კერძოდ, იარაღის მაღაზიაში შევიარე და კატეგორიული უარის სთქვეს უცხო ქვეყნის მოქალაქე-რეზიდენტზე, იარაღის მიყიდვაზე.
ვერ მიმქონდა კაი ამბავი ძმისთვის.
მეორე ვცადე და იქაც იგივე გამიმეორეს.
ვიცოდი მისი რეისის ჩამოფრენის განრიგი, რომელიც აეროპორტში ტაბლოზე წავიკითხე, ისიც ვიცოდი რომ ნაადრევად დაჯდებოდა ის რეისი, მაგრამ თუ თვითმფრინავის წინ მოფრინავდა ვახტანგი და გამოასწრებდა ლაინერს, ეგ ვეღარ გავითვალისწინე.
შევედი იქვე მოსაცდელთან მყოფ მაღაზიაში და თვალს არ ვაშორებ საბაჟოდან გამოსასვლელს.
ჩვენი BROWNING-ი დავინახე თუ არა:- ვახტანგ აქა ვარ ძმაომეთქი, მაღაზიიდან დავიღრიალე.

მოლარე ორმეტრიანი შავი კაცი იყო და ისეთი დაფრთხა, სამჯერ ამოარტყა ჩემი კოკაკოლის ფასი აპარატზე.

ჩამოვიდა მაისურით, რომელზედაც საქართველოს ეროვნული დროშა ჰქონდა გამოხატული.
დაძახება იყო და დააძრო "მოველირივით" ფოტოკამერა და ჰხედავთ რა გახარებული ვუყურებ ჩვენს ძმას.

/უფროსი თაობის ხალხს, ყველას ნანახი გაქვთ "შესანიშნავი შვიდეული", კრისი რო დააძრობს ხოლმე ბარაბნიანს, ისე ხმარობს ვახტანგი ფოტოაპარატს.
ძლიერ გამახარა მისმა დანახვამ, გადავეხვიეთ ერთმანეთს და მივაშურეთ მანქანას.



ეს ჩვენი შეხვედრა მხოლოდ ჩვენი სამეგობროს სიხარული არ არის, მაგალითის მიმცემი იქნება იმათთვის, ვისაც ნამდვილი მეგობრობა და მეგობრები ენატრება.

ასევე გუშინ მოგახსენეთ, რომ ჩვენ სხვა მისია გვაქვს.

ეს მისია, ჩვენი ვალდებულებაა, რათა მომავალ მონადირე-მეთევზეებს, მომავალ ჯანსაღ ქართველებს გადავცეთ ჩვენი ის ყველა ტრადიცია, რომელსაც ჩვენი წინაპრები, თავის წინაპრებისგან სწავლობდნენ.

დასაკარგი და გადასაშენებელი ერი რომ ვყოფილიყავით, აქამდე წაგვლეკავდა ასიმილაცია.

უამრავი ბრძოლის და ომის შემდეგ დავრჩით ქართველებად.



რისთვის და რატომ ჩამოვიდა ამხელა გზაზე ვახტანგი, რატომ?



სხვადასხვა ასაკის ორი ადამიანი ამ უცხო მიწაზე შევხვდით ერთმანეთს, ბევრი ფიქრის და განსჯის შემდეგ ნაფიქრალის გასაზიარებლად მყუდრო ადგილი მოვნახეთ და არ დაგვინდია თავი ჭეშმარიტების ძებნაში.



თითოეულ სიტყვას, რომელსაც ვწერ და დამიწერია აქამდე, ყოველთვის დაფიქრებით და გაფრთხილებით ვბეჭდავდი, მომავალშიც ასე იქნება.



ყველაფერს არ "გავხსნი", უნდა დაფიქრდეს ახალი თაობა, მიეჩვივნონ ფიქრს და აზრის გამოტანას.

განა, ვახტანგს ორაგულის დაჭერა უნდა და იმიტომ ჩამოვიდა?

ან თუნდაც ჩვენი სამეგობრო ერთმანეთს რომ სტუმრობს აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოში და პირიქით, რა სანადიროდ მიდიან ერთმანეთთან?



არა, თქვენ გენაცვათ, ძალიან მოგვენატრა ქართველებს ერთმანეთი, მოგვენატრა ნამდვილი ძმური ურთიერთობა, სისხლში გვააქვს ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის მხარდაჭერა გვახსოვს წარსულიდან.



ჰოდა, მონადირეები მაინც, ვგრძნობთ რომ გვჭირდება ერთად ყოფნა, მხარში დგომა დაგვჭირდა, გამხნევება, გულის გამაგრება, წარმატებულის შექება, დამარცხებულის შეფარება და მოვლა.



ვჭირდებით ერთმანეთს.



ჩვენს ქვეყანას ვჭირდებით ყველანი.



/დაისვენა ყველამ სახლში და ვერ ვისვენებ, წამიღო ფიქრებმა და აღარ დამინდო........./



მინდა რომ ჩვენზე უკეთესი თაობა იყვეს ჩვენი ქვეყნის პატრონი.



ჩვენ კიდევ, რასაც შევძლებთ, მოგცემთ იმის მაგალითს, თუ როგორი სიყვარულით და მოფრთხილებით გვიყვარს ჩვენი დედა სამშობლო.



/არადა, ნეტაი ნასვამი მაინც ვიყვე ახლა ამას როცა ვწერ, გამიადვილდებოდა ძლიერ./ :hi: :hi:

Posted by: kalekalebind 13 Aug 2021, 14:16
elchi
2014 წლის 28 სექტემბერს მთელი ღამის უძინარი, გადაქანცული, ფეხით თოთხმეტ კილომეტრგავლილი ჩავედი ქუთაისში.. ჯერ უცნობმა ხალხმა დამარეკინა, მერე წყალიც დამალევინა და ბოლოს იქ მიმიყვანა ზუსტად იმ ადგილას, სადაც მჭირდებოდა მისვლა...


ამასწინათ ჩემს უბანში მანქანა ჩაუქრა ვიღაც ვარკეთილელ კაცს და მივაწექი, ერთი 40 მეტრზე გადავაგორებინე...

mostly u might get what u give...

Posted by: xx3xx 13 Aug 2021, 14:40
ცხოვრებაში 1 წინგი არ წამიკითხავს მაგრამ ელჩის ისტორიათა კრებულს წიგნის სახით დიდი სიამოვნებით წავიკითავდი. ფორუმზეც პოსტების სახით საინტერესო და სახალისო წასაკითხია, კარმენ ელექტრასთან ნაადრევ ევაკუაციასავით არის არგინდა რომ დამთავრდეს biggrin.gif up.gif idea.gif

Posted by: mda 13 Aug 2021, 16:14
elchi
QUOTE
გირჩევ არ გამიცნო.
რაც პოსტების რაოდენობა გაქვს, ეგ ნომერი მქონდა მანქანაზე.
თან სამ LLL თან ერთად.


არ მაქვს სურვილი მაგრამ, რომც გაგიცნო რა მერე...
ეგ მანქანის ნომერიც არაფრისმთქმელია ჩემთვის.
და საერთოდაც კუთხურობის მიხედვით ხალხზე ცუდი შთაბეჭდილების შექმნა და მერე მაგ შთაბეჭდილების საჯარო სივრცეში გამოტანა მაგარი მდაბიოობა მგონია გინდა თბილისელისგან, გინდა ქუთაისელისგან და გინდა რუისელისგან.

QUOTE
არ მომაყოლო ყველაფერი .
ეს იკმარე.

მოყევი რაც გინდა, რა ვიკმარო და როდის მაგას მე გადავწყვეტ.

პ.ს ნიკის უკან მდგომი ადამიანი კიდე პოსტების რაოდენობით არ იზომება და არც შინაარსით მაინდამაინც wink.gif

Posted by: ukimerioni-61 13 Aug 2021, 16:19
elchi
QUOTE
მაგარი უნამუსო ხალხი ნაცხოვრება აქანე, რაფერ გევიგო სითაა ქუთეისიო.


გამორიცხულია აზრი ასეთი სიტყვებით ჩამოაყალიბოს ქუთაისელმა, ხოდა ან თქვენი სტუმარი არ იყო ქუთაისელი და ან კიდე ცრუობთ პატივცემულო ........

Posted by: kalekalebind 13 Aug 2021, 16:22
mda
ქუთაისის ერთ ქუჩას მეტი კლასი აქვს ვიდრე მთელ თბილისს ერთად აღებულს... იცის ეგ ბევრმა და უბრალოდ შურს...


პ.ს.ვისაც მლიქვნელი ვგონივარ, არც ეგაა პრობლემა... მასეთი სიმართლით გევლოთ..

ukimerioni-61
გამარჯობა,ზემოთ რაც დავწერე, ის თქვენც გაითვალისწინეთ, მოგიწოდებთ..

Posted by: kompasa mio 13 Aug 2021, 17:50
drug.gif drug.gif drug.gif drug.gif drug.gif drug.gif

Posted by: elchi 13 Aug 2021, 20:06
პირიქათაა ასინეთა, პირიქით.
გადავთვალე ერთხელ და ქუთაისელი უფრო მეტი მყოლია სამეგობროში ვიდრე თბილისელი.
რაც შეხეება კუთხეებად დაყოფას, მანდ ვერ გამიძლებთ.
ყველა ჩემიანი ხართ.
საიდან მოიტანეთ რომ განსხვავებთ?!
* * *
ერთხელ და მაშინ ჩემთვის გასაგები ინგლისური წარწერებით შევიტყვე რომ რაღაც დღესასწაული იმართება და ბლოკები გადაიკეტება ქალაქის ცენტრში.
დავბორიალობდი და ამიტომ ახლაც ზეპირად ვიცი SF-ის ქუჩები.
მოვიყვანე მეუღლე სამსახურიდან, ვავახშმე და მერე ვეუბნები, წამო დავეშვათ, მაგარი რამე გავჩითე, გავერთობითთქო.
წავედით დაუნთაუნში.

ავირჩიეთ ერთი ბლოკი, სადაც ლათინურ მუსიკას უბერავდნენ სახელდახელო სცენაზე.

ეს ჩემი ქალი წინ დავიყენე და მის გულმკერდზე შემოხვეული ხელებით ვყვებით რიტმებს.

ე-ჰაა, ვიგრძენი, ვიღაცამ ტრაკზე ხელი მომისვა.
უკან, წრეში, მაშინ ჩემთვის უცნაურად ჩაცმული ადამიანები ცეკვავდნენ.



გამოიარეს მეორე წრეზე და კიდევ შემეხო ერთი "ლამაზი" გარეგნობის "კაცი".

ავხტი და დევეცი.
ეს ჩემი ქალი ვეღარ მაკავებს.
დასაბმელი გავხდი.
ვიღაცის მოსაკლავად ვიწევ და იმ წრეში მოცეკვავები კიდევ, ცეკვავენ და მიცინიან.

-წამო ამათი ჯიში და ჯილაგი, აქაურობას გაგაცალო და ესენი მოუვლიან ერთმანეთსთქო.

გეი პარადი ყოფილა თურმე, მაგათი პატრონი დედაც.




წამოვედით UNION-ის ქუჩაზე.
ის, წყნარი ქუჩაა.

"მდიდრული ვილების" ქვეშ, ევროპულ სტილში გაკეთებული კაფე-ბარებია მთელი ქუჩის გასწვრივ.



ცოტა ხანი დავჯექით კაფეში, ბევრი ვიცინეთ ჩვენს თავგადასავალზე, უფრო სწორედ მეუღლე იცინოდა და მე ისევ ვიღაც გეის მოსაკლავად ვიწევდი.

ვნახეთ გამოკრული რეკლამები, რომ მომავალ კვირაში, ამ ქუჩაზე გაიმართებოდა კულტურის ფესტივალი.

კულტურის?

რა კულტურის?



სადა აქვთ ამათ კულტურა, 8 000 წლის წინ ღვინოს ვწურავდით, არ იციან ამათ რა ":კულტურის" ქვეყნის შვილი ვარ, ესენი მასწავლიან, რა არის საერთოდ კულტურა?

გაიკეთონ ერთგან საუკუნოვანი სეკვოია, ჩვენა ოთხას წლიანი თუთები გვიდგია ეზოებზე და თელავში კიდევ 800-ას წლიანი მუხა გვაქვს.

ბჯოოოს!!!
* * *
ძალიან მიყვარს ეს სურათი.
1996.
დღედღეზე სალომეს "ველოდებით".
თეონა იბღვირება, რადგან სათამაშო მანქანიდან ძლივს ამოვდღლიზე.
სამაგიერო მუშტაიდის ბაღში კარუსელებზე გადამიხადა.
ორი დღე თავბრუ მეხვეოდა იმდენი მაპროწიალა.

ახლა ჩემი თეო და სალო ჩემი სიმაღლეები არიან.
ჰო, ნაძვივით აშოლტილი გოგოები მყავს.
მიბარებული არიან "პატრონს". gigi.gif

user posted image

Posted by: RexxaR 14 Aug 2021, 00:53
elchi
რა პროფესიის ხარ? რამდნეი გაქ ხელფასი დაახლოებითß 100,000 ზე მეტი?

Posted by: lovelock 14 Aug 2021, 01:09
RexxaR
QUOTE
რამდნეი გაქ ხელფასი

ძალიან უტაქტო შეკითხვაა ეს.

Posted by: elchi 14 Aug 2021, 02:05
RexxaR
ინჟინერი გახლავარ.
ხელფასს სხვას ვუხდი.
ჩემთვის რამდენიც საჭიროა იმდენს ვიტოვებ.

გითხრათ ქალბატონმა, უტაქტო და მიუღებელია ასეთი შეკითხვა, უზრდელობაში გვეთვლება მსგავსი შეკითხვის დასმა.

Posted by: MTAVARI-ARKHI 14 Aug 2021, 14:41
up.gif


....................................................................

Posted by: shavparosaniii14 14 Aug 2021, 16:37
QUOTE (RexxaR @ 14 Aug 2021, 00:53 )
elchi
რა პროფესიის ხარ? რამდნეი გაქ ხელფასი დაახლოებითß 100,000 ზე მეტი?

lol.gif lol.gif lol.gif gigi.gif

და კიდე საინტერესო იქნება

საყვარელი ყავს თუ არა, ან ბავშვობაში რაიმე აკრძალული თუ ჩაუდენია givi.gif givi.gif

Posted by: kaiser Soze 14 Aug 2021, 17:06
elchi
საინტერესო ისტორიებია - ლაღად და იუმორით გადმოცემული, და რაც მთავარია, ადამიანური სითბო იგრძნობა. რესპექტ up.gif

მოდი უტაქტო შეითხვას მეც დაგისვამ - რატომ მოხვდი თბილისელი (და შესაბამისად სამხრეთელი, თან დიდი ქალაქიდან) კაცი, თან ოჯახით ორი პატარა გოგოთი, ტყეებით გარშემორტყმულ მიყრუებულ ქალაქში ამერიკის ჩრდილოეთით?

ანუ გზა მუშტაითიდან დისნეი ლენდამდე.

სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა..

Posted by: dongabo 14 Aug 2021, 20:35
QUOTE (lovelock @ 14 Aug 2021, 01:09 )
RexxaR
QUOTE
რამდნეი გაქ ხელფასი

ძალიან უტაქტო შეკითხვაა ეს.

ღვთის გულისთვის ამიხსენით რატომ არის უტაქტო შეკითხვა?

ზოგი აქეთ ბლატაობს ამდენი და იმდენი მაქვს ხელფასი და შემოსავალიო.

ჩემთვისაც უკითხიათ და დიდად არ მომწონებია ეს შეკითხვა მაგრამ რატომ ითვლება უტაქტოდ არ ვიცი

Posted by: lovelock 14 Aug 2021, 21:13
dongabo
იმიტომ რომ არავის საქმე არაა სხვის ჯიბეში რამდენი ფულია up.gif

Posted by: dongabo 14 Aug 2021, 21:20
lovelock
იასნია მაგრამ მეორე მხარეც ხომ არსებობს. მაგალითად ვინმე დაინტერესდეს შენი პროფესიით და კითხვა გაუჩნდეს რამდენს იღებ ხელფასს. თავადაც თუ იგივე პროფესიას აირჩევდა რამდენი ექნებოდა შემოსავალი.

მგონი გაიგებ რისი თქმაც მინდა.

ხანდახან მეც მაინტერესებს ამა თუ იმ პროფესიას რამდენი აქვს შემოსავალი. აქ პიროვნებაზე არ არის საუბარი. საერთოდ არ მაინტერესებს შენ თუ სხვას რამდენი აქვს ჯიბაშჩი )

Posted by: lovelock 14 Aug 2021, 21:32
dongabo
თუ ეგ აინტერესებს შეუძლია დაგუგლოს. მაგალითად თქვა ჰო რომ ინჟინერი ვარ... ჰოდა შეგიძლია დაგუგლო "engineer salary louisiana" მაგალითად.
როცა პირადად გეკითხებიან ესეიგი აინტერესებთ შენ პირადად რამდენი გაქვს ჯიბეში.
QUOTE
ხანდახან მეც მაინტერესებს

https://www.google.com/

ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მაგ კუთხით და არანაირი გამართლება არ ააქვს უტაქტო შეკითხვას.

Posted by: dongabo 14 Aug 2021, 21:39
lovelock
გუგლი გუგლია და სად პირადი მაგალითი პლიუს რჩევები.
შეიძლება უტაქტო კითხვაა ბაზარი არ არის,მაგრამ საკმაოდ გაზვიადებულიც არის ვითომდა უტაქტო

ჩემი გაგებით ნახევრად უტაქტო კითხვა არის რომელზეც შეიძლება პასუხის გაცემა სურვილისდამიხედვით.

ის უფრო არ მევასება რომ გადაფიჩინდებიან ვაიმე უტაქტო კითხვაა და როგორ მკითხე უი მეხი კი დაგეცეს და ა.შ.

ან უპასუხე ან დიპლომატიურად აირიდე კითხვა.(მე ასე ვაკეთებ)

Posted by: lovelock 14 Aug 2021, 21:53
dongabo
არ არის გაზვიადებული საერთოდ. ადამიანები ერთმანეთის ფასეულობას განიხილავენ იმის მიხედვით ვინ რამდენს შოულობს და ვის რამდენი ფული აქვს.
პასუხი მაგ შეკითხვაზე ცუდ შედეგებს იღებს. თუ ცოტა თქვი ადამიანებს დაეკარგებათ შენდამი პატივისცემა, თუ ბევრი თქვი ეგ ხშირად შუღლს იწვევს,
ის ხალხი ვინც ასეთ შეკითხვებს სვამს არის უტაქტო ასევე. ახლა რა გგონია იმ ტიპმა ვინც კითხა ტაქტიანად კითხრა?
ხალხს ვისაც პროფესიის დაუფლება უნდა აქვს საშუალება ეს ინფორმაცია მოიძიოს. ჭურში არავინ ცხოვრობს.

შეეძლო ეთქვა.. რა პროფესიის ხარ?
ეს უპასუხებდა რომ ინჟინერი ვარ.
მერე შეეძლო ეკითხა, ინჟინრები დაახლოებით რამდენს გამოიმუშავებენ შენს შტატში?
ეს ეტყოდა $$$- $$$$ აქამდე შუალედურად გამოცდილების გათვალისწინებით.

აი ეს იქნებოდა ტაქტიანი ინფორმაციის გაცვლა გამოცვლა. მაგრამ ქართველებს გჩვევიათ უზრდელური შეკითხვები. იმდენმა ხახლმა მკითხრა რამდენს გამოვიმუშავებ რომ გამოვყლევდი. არც ერთს არ უნდა ჩამოსვლა და ჩემი პროფესიის ათვისება. იცი რა უნდოდათ? ფულის თხოვნა. შეჩემისა შენ ალაბთ ბევრს შოულობ და ერთი $500 გამოგემეტებინა. მერე არიან ###ების კატეგორია, ფულს ითხოვენ, დახმარება უნდათ, მისცემ და ეცოტავათ ტიპებს. აუ შენ სავარაუდონ $$$$ შოულობ და ეს $150 მეტი ვერ გაიმეტეეეე?

არ უნდა აცოდინო ადამიანს რამდენს შოულობ. არავის სჭირდება ინფრომაცია კონკრეტულად ესა და ეს ადამიანი რამდენს გამოიმუშავებს,

ასე რომ უტაქტოდ რომ გეკითხება ეგრევე უნდა ჩაწიხლო ეგ შეკითხვა. რიგში რომ ვინმე გადაგისწრებს და უზრდელურად ხელს გაგკრავს იგივე პონტია. მოქაჩო უნდა ქოჩორში და მიუჩინო თავისი ადგილი wink.gif

Posted by: dongabo 14 Aug 2021, 22:08
lovelock
კარგი ეხლა შენ შენი კომპლექსები გალაპარაკეს და მთლად ასეც არ არის. მე მხოლოდ ვცდილობ მეორე მხარეც დაინახო.
მაგალითად ვინმე პატარა გოგოს მოსწონდეს შენი წარმატებები და ოცნებობდეს მეც ლავლოქა გავხდებიო და მოკრძალებულად გკითხოს პროფესიაზე და შემოსავალზე. ამ დროს შენ გულცივად და უხეშად მიუთითო გუგლზე იქნები ქალი ადამიანი?

QUOTE
იცი რა უნდოდათ? ფულის თხოვნა. შეჩემისა შენ ალაბთ ბევრს შოულობ და ერთი $500 გამოგემეტებინა. მერე არიან ###ების კატეგორია, ფულს ითხოვენ, დახმარება უნდათ, მისცემ და ეცოტავათ ტიპებს. აუ შენ სავარაუდონ $$$$ შოულობ და ეს $150 მეტი ვერ გაიმეტეეეე?

მეც მაგრად მიშლის ასეთი ხალხი ნერვებს. FB ვიღაც ძველისძველი ნაცნობი გოგო დამიმეგობრდა.ვითომდა გამახსენა რაღაცეები და მეორე-მესამე მესიჯში უკვე ფული მთხოვა. ლაკონურად უარი ვუთხარი და მალევე მივაბლოკე კიდეც.

Posted by: lovelock 14 Aug 2021, 22:12
dongabo
არანაირი კომპლექსები არ მაქვს. უბრალოდ რატო უნდა ვაცოდინო ვინმეს ჩემს ჯიბეში რამდენია? დედაჩემმა არ იცის რამდენს ვშოულობ. ან რატომ უნდა იცოდეს? საერთოდ ჩემი ტოტალური შემოსავალი არავინ იცის იმიტომ რომ ასეა საჭირო.
QUOTE
მოკრძალებულად გკითხოს პროფესიაზე და შემოსავალზე

ბევრს უკითხია და ბევრისთვის მითქვამს ჩემი პროფესიის ხალხი რამდენ ფულს შოულობს. ვინც პირადად მკითხა რამდენს შოულობო ეგრევე ნახუიზე წავიდა.

Posted by: dongabo 14 Aug 2021, 22:18
lovelock
QUOTE
ბევრისთვის მითქვამს ჩემი პროფესიის ხალხი რამდენ ფულს შოულობს

ე.ი. მაინც ეუბნები.
მთავარია დიპლომატიურად და თავაზიანად გკითხონ.

Posted by: lovelock 14 Aug 2021, 22:18
dongabo
QUOTE
ე.ი. მაინც ეუბნები.

არა ჩემს ხელფასს არავის ვეუბნები რაც უნდა მკითხონ. თუ რაიმე პროფესიაზე რჩევა აინტერესებთ და რამდენია ხელფასები მაგას კი.

Posted by: dongabo 14 Aug 2021, 22:35
lovelock
მოიცა ეხლა ასე რომ გკითხონ რა პროფესია გაქვს და შენი პროფესია რამდენს გამოიმუშავებს,როგორ უპასუხებ?

Posted by: lovelock 14 Aug 2021, 22:56
dongabo
ახლა ვიტყვი რომ სტანდარტული პროფესია აღარ მაქვს და ჩემი ხელფასიც შესაბამისად არაა რელევანტური.
სფეროს თუ მკითხავენ სად ვმუშოაბ საკმაოდ ფართოა და კონკრეტულად მაგ სფეროში ვის რა აინტერესებს შეიძლება დავეხმარო.
სავარაუდოდ არა ისე, იმიტომ რომ ზარმაცები არ მიყვარს. ჯერ დაგუგულონ და მერე მკითხონ.

Posted by: elchi 15 Aug 2021, 10:35
სათითაოდ არ ჩამოგთვლით.
ყველას ერთად გიპასუხებთ, "ცოტა" მინიშნებასაც მოგცემთ, თუ რატომ ავირჩიე ასეთი ცხოვრება და რატომ დავტოვეთ სამშობლო.
დავიწყოთ იქიდან, შემოსავალზე მკითხეთ და კულტურულად ავირიდე შეკითხვა, რადგან უადგილოდ ჩავთვალე.
რამდენიც მჭირდება, იმდენი მომაქვს სახლში.
არავისზე არასოდეს არ ვყოფილვარ დამოკიდებული.
ბავშვობიდან შრომას და სწავლას ვარ მიჩვეული.
არსოდეს არ ვყოფილვარ ზარმაცი და არ მეუხერხულებოდა ფიზიკური შრომა.
12 წლისამ დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება.
იქიდან მოყოლებული სულ ვშრომობ და დღესაც ბევრს ვსწავლობ.
წარმოდგენა არ მაქვს რამდენი აქვთ ხელფასი მეუღლეს და შვილებს.
ის ვიცი რომ ექვს ნიშნიან ციფრებს კარგი ხანია ასცდნენ.
იმასაც გეტყვით, შვილებს დოქტორების წოდება აქვთ, მეუღლე წარმატებული მეცნიერია, პროფესორი გახლავთ.
მე ერთი "პროფესიონალი ჩიტირეკია" ვინმე ვარ.
საკუთარი ბიზნესი მაქვს, მე ვუხდი სხვას ხელფასს.
ეგეც შეგიძლიათ გაიგოთ.
ჰო, ორჯერ ზედიზედ CLUB-MONADIRE-ს კლუბის პრეზიდენტად ამირჩიეს.
ტექნიკური საგნები ძალიან მაინტერესებდა, განსაკუთრებით არქიტექტურა-სამშენებლო ინჟინერია და ასევე ელექტო-მექანიკოსის ცოდნაც უნდა მქონოდა.
ყველა საფუძვლიანად შევისწავლე.
19 წლის ასაკში ენერგეტიკის ფაკულტეტზე ელ-ტექნიკას ვასწავლიდი სხვა სტუდენტებს თავად მესამე კურსელი.
ესეც შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
313-ე ლაბორატორია, მთელი კათედრის, საწყობის და სეიფების გასაღები მე მებარა.
რატომ მენდობოდნენ???

მომეწონა გოგონა, ეს უნდა გახდეს ჩემი შვილების დედა, არ მაინტერესებს ვინ რას იტყვით.
დავოჯახდით.
ჯერ მხოლოდ 17 წლის იყო, მე კიდევ 22-ის, როცა ერთმანეთი გავიცანით.
მე ძალიან "გაფუჭებული" ბიჭი ვიყავი გოგოებისგან და ქალებისგან, არ დამიმალია და სანამ სხვისგან გაიგებთ მე უნდა გითხრათ, ეს ვთქვი მის სახლში პირველად როცა მივედი, მისი მშობლების გასაგონად.
პირობა დავდე, სანამ არ დავნიშნავ თითს არ დავაკარებ, მანდეთ ეს ანგელოზი.

დაახლოებით ექვსი თვე მისი პირადი მძღოლი და სიცოცხლის მცველი ვიყავი.
არ ვეკარებოდი.
მსაყვედურობდა, როგორი შეყვარებულები ვართ, საერთოდ შეხებას ვინ სჩივის, ცეკვითაც არ მეცეკვებიო.

იკითხეთ ჩემზე მაგას საყვარელიც ეყოლებაო.

დიახაც, მყავს ბევრნაირი ხასიათის და ყველა ერთმანეთზე ულამაზესია.

ამ სექტემბერს 30 წელი გახდება, რაც ჩემი შვილების დედა ჩემი "პირადი საყვარელია".

წამოვედით იმიტომ რომ მანდ ვიღაცეები შემომაკვდებოდნენ.
ჩვენი ნაფიქრალი და ნაშრომი ოფიციალურ წურბელებს მიჰქონდათ სახლში თავისზე უარესი პარაზიტები რომ გაეზარდათ.

მოვკიდე ცოლ-შვილს ხელი და წამოვედი სრულიად უცხო ადგილზე საცხოვრებლად.

21 წელია აქ ვცხოვრობ.
თავიდან სანფრანცისკოში ჩამოვედით.
მეთქი ავახვიოთ აქედან.
აქ ბავშვებს არ ჩამოვიყვან და საერთოდ, არ არის აქაურობა ჩვენთვის.
ორეგონის შტატი და ეს ქალაქი იმიტომ ავირჩიე, ჯერ ერთი რომ ჩემს საფიცარ გოგოს მიეცემოდა საშუალება თავისი ცოდნა-განათლება და ნიჭი გამოეყენებინა, მერეა და შვილებს ექნებოდათ უმაღლესი განათლების საშუალება.

ყველამ "მაგრა გავრეკეთ".

ზემოთ მოგახსენეთ, უნდა დაფიქრდეთ თუ რატომ ვწერ ამდენს და რატომ გაჩვენებთ იმას, რაც თითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ.

Posted by: dongabo 16 Aug 2021, 00:55
lovelock
QUOTE
ახლა ვიტყვი რომ სტანდარტული პროფესია აღარ მაქვს და ჩემი ხელფასიც შესაბამისად არაა რელევანტური.
სფეროს თუ მკითხავენ სად ვმუშოაბ საკმაოდ ფართოა და კონკრეტულად მაგ სფეროში ვის რა აინტერესებს შეიძლება დავეხმარო.
სავარაუდოდ არა ისე, იმიტომ რომ ზარმაცები არ მიყვარს. ჯერ დაგუგულონ და მერე მკითხონ

კარგი პასუხი იქნებოდა. ვერაფერს იტყვი. მეც გამოვიყენებ თუ დამჭირდა

გუგლი რომ არ მოეგონებინათ,ლავლო გამოიგონებდა yes.gif

Posted by: elchi 23 Aug 2021, 06:22
შეწყვეტილი "გაველურება" ტყეში.

წასვლის წინ დავურეკე უოლოსს და შევატყობინე რომ მის ტერიტორიაზე ვაპირებდი ორიოდ კვირით დარჩენას.
გავძეძგე მანქანა და ჰაიდა, მეთქი ცოტა ხნით მოვწყდები ცივილიზაციას.
თურმე სად მიდიხარ???
ლაპარაკში კი მითხრა, ახალგაზრდა წყვილს ვათხოვე ეგ ხუხულა და მაინც იცოდეო.

არის მაგ ბუნაგში ადგილი, სადაც მძინავს ხოლმე, მანსარდა არც თუ ისე დაბალია, გასაბერი მატრასი, საძილე ტომარა და დიდძალი "ადიალა" საკმარისია იმისათვის მეორე დილამდე მიატანოს კაცმა.
გათენებისას მაგრა ცივა ხოლმე, შუაღამემდე კაია, პირველ სართულზე თუჯის მოხეული ღუმელი დგას, საღამოსთვის რომ გახურდება, შუაღამემდე ფლორიდაში ხარ, მერე ნელნელა დაფარებას იწყებ, დილით გრძნობ რომ გაგეღვიძა, მაგრამ თვალებს ვერ ახელ, ქუთუთოები გაყინულია. ე.ი საყინულის ზედა თაროზე ხარ უკვე.
ერთია კიდევ, მაგარი თბილი და მშრალი ამინდები იყო ასვლამდე.
მერე დაიქცა ყველაფერი.
ცა დაბლა ჩამოვიდა.
კიდევ კარგი მანქანა შორს დავტოვე, თორემ ახლაც ისევ იქ იქნებოდა, შანსი არ იყო იმ ჭაობში გამომეყვანა, რომელიც სამდღიანი წვიმების შემდეგ გაჩნდა.
ცხვირი ვერ გავყავი გარეთ, ჯერ ძლივს ჩავედი სახლამდე ფეხით.
გაწვიმდა და რა გაწვიმდა.
სახლში არ ეწევიან, არც გადაფარებული აივანივით არა აქვს არაფერი, ასე რომ გუგული რო გაყოფს ყოველ საათში თავს კედლის საათიდან და გუ-გუს იძახის, მეც ენგრე ვაბოლებდი სხვენის "ფორთოჩკიდან".

იარაღი სულ თან დამაქვს, მაგრამ იმ პერიოდში ნადირობა არ შეიძლება, ამიტომ მხოლოდ ერთი ტანკსაწინააღმდეგო და სათევზაო ინვენტარი მქონდა წაღებული.
თევზაობას არ ჰქოდა აზრი.

თუ ვინმეს გითევზავიათ "დუშის" ქვეშ მთელი დღე, მაშინ მივიღებ შენიშვნას, მხოლოდ კიბორჩხალებზე ვიყარე ჯავრი.

აი ეხლა გეკითხებით, რა უნდა მეკეთებინა იქ 2 კვირა???
სურსათ-სანოვაგე და მლომად სასმელი კი მქონდა, ჰოდა ვიჯექი დათვივით ამ ქოხში ორ "კატასთან" ერთად.
კი ვიცოდი, რომ ქალი და კაცი დამხვდებიან, მაგრამ ის ვერ გავითვალისწინე რომ მარტის თვეა ახლა.
არც ისე პატარები იყვნენ, ბიჭი 33 და გოგო 31.

მე რომ სხვისი გამიკვირდება, სადაც დაიჭერდნენ ერთმანეთს, "ჯავრებს" იყრიდნენ ერთმანეთზე.
მაგარი ატეხილები იყვნენ.

არა, ეგ არ გამკვირვებია, მორიდება არ იცოდნენ ამ შობელძაღლებმა, ტიტლიკანა დარბოდა ეს გოგო სამი ჭიქის მერე, შეიწოვდა ამ გამოთაყვანებული გამოხედვის ბიჭს ჩემგან მოფარებულში და მიდიოდა შენ დაუკა.

თავიდან სასმელს "მივეძალე", მეთქი დავთვრები და თავზე დაუმხიათ ყველაფერითქო, მაგრამ მაგდენს ვერ ვქაჩავდი.
მაგ კონდიციამდე რომ მივიდე, მინიმუმ ლიტრა-ნახევარი კონიაკი მაინც უნდა დავლიო.
მესამე დილას უკვე გადაწყვეტილი მქონდა წამოვსულიყავი სახლში, თორემ ვნახავდი იმ შემოდგომის მწყერივით გოგოს "ბუმბულს", გაშლილს-გაფენილს ოთახებში.

დავუტოვე რაც მქონდა წაღებული, მეთქი გამოგადგებათ, ფერი აღარ გადევთ არცერთს.
ჩემი ბარგი-ბარხანის მანქანამდე ამოტანაში დამეხმარნენ.
-კიდე როდის ჩამოხვალო?
გავუღიმე და ქართულად ვუთხარი:-წადით მამეშვით, აქ ფეხის მომდგმელიარ ვარ, როდის მიეთრევით?.
-რაიო??
-გამოილევით თქვე ჩემის თვრამეტიანებო, სექსის გარდა სხვა გასართობიც არსებობს, გაუფრთხილდით ერთმანეთს.
-ორი თვეა აქა ვართ და ამ თვის ბოლოს ვბრუნდებით ჩვენს შტატში, რომანტიკა გვინდოდა და იმიტომ ვართ აქაო.

-მაიცა, იქა ტყე და ქოხი არ არსებობს და თან თუ ერთმანეთს ვერ იტანთ იქა, საად მოდიოდით ამ სიშორეზე?!

მოკლედ, სანამ ეგენი მანდ არიან, ჩემი ფეხი არ იქნება მაგ არემარეზე.

პ.ს. ისე, მთლად უქმადაც არ ვყოფილვარ.

პატივს მცემს პატრონი, თან ვმეგობრობთ უკვე 8 წელზე მეტია.

შესაკეთებელი იყო რამოდენიმე საქმე.
ერთი "ლაფეტის" ხელა გენერატორი აქვს, 1000-ს კაციან ქორწილის სეფაში ყველა მეტრაში რომ 19 სანთლიანი ჭაღი ჩამოიკიდოს, გააღაჟღაჟებს იქაურობას და კიდევ ერთ პატარა სოფელსაც ეყოფა იმდენ ელ-ენერგიას გამოსცემს.
"რემენი" ჰქონდა გაწყვეტილი და ამოვქექე ინეტში იგივე ზომა, გამოვიწერე და შევცვალე.

მეორე გენერატორს გასჭედვია კიდევ, როცა იყიდა მეორე დღეს, არადა მთლად ახალია.
/გასაგებ ენაზე გამიჭირდება, რადგან ბევრი ელექტრო ტერმინების ხმარება მომიწევს./

მოკლედ "ზამეკანია" თუ მისცა სახლის გაყვანილობაში, როგორც "სოჩიკის პროპკა" აგდებს ხოლმე, მაგას ენგრე აქვს, ოღონდ კორპუსშია დამონტაჟებული და ძნელია მერე შეკეთება.
ესა ავიღოთ და კატერით გავიტანოთ ოკეანეში და დავძიროთ, ან ჯართში ჩააბარე.

მაინც დავშალე, ავაწყვე და გაქანდა რაშივით.

ისე, რამდენი "დვიჟოკები" აქვს? :d030:
მაგ ორი მოფურტკნულის გარდა, სამი მომუშავე უდევს იქვე.
შუშის გასასრიალებელ კარებზე, შუშები დავცვალე.
მორჩენილი მქონდა ერთი საქმიდან და გადაყრა მეზარებოდა, ბოლოს სად გამოდგა?
ეგეთი სიტუაციაა, არც ელექტრობაა მიყვანილი და არც წყალი.

სასმელი წყალი უნდა მიიყოლო/ან დიდძალი ალკოჰოლი :d030:/

თუ კაი ხნით დარჩენას აპირებ, ძალიან პატარა ღელე ჩამოდის ხევში და იქიდან უნდა ათრიო "ვედრებით", რათა მოაგროვო კასრში და მერე "გადააკაჩავოს ნასოსმა" საშხაპეში, იქ გამაცხელებელი ჩაირთვება ავტომატურად და ეგეთი შხაპის მიღების დედაც ჯეკ.....
მდინარე კი ჩამოდის იქვე, მაგრამ ოკეანესთან ახლოს არის და მლაშეა.
ჰაა-ჰა იქვე დაჭერილი რამე მოხარშო.
იმ წყაროზე კიდევ ერთი სათლის გავსებისას ისე შემოგეწევა 2 ღერი სიგარეტი, ვითომც არაფერი, მერე იმის 500 მეტრით თრევა და როდის მოაგროვებ საკმარის წყალს საბანაოდ, მანამდე ჭლექს გაგიჩენს ამდენი სიგარეტის ქაჩვა.

პ.ს. ჯერჯერობით ეს იყვეს.

Posted by: dongabo 23 Aug 2021, 23:14
elchi
ნადირობა უფრო გიყვარს თუ თევზაობა?

Posted by: elchi 24 Aug 2021, 02:01
QUOTE (dongabo @ 23 Aug 2021, 23:14 )
elchi
ნადირობა უფრო გიყვარს თუ თევზაობა?

ორივე ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

მოკლედ ვიტყვი.
თევზაობის დროს შეგიძლია თევზს სიცოცხლე აჩუქო, ანუ დაიჭირო და გაუშვა.
აი ნადირობისას კიდევ მხოლოდ ერთ გასროლას ვაკეთებ და ისიც არ უნდა ავაცილო.
99% მაინც დარწმუნებული უნდა ვიყვე რომ არ "გავაფუჭებ" ფრინველი იქნება თუ ცხოველი.
ვესვრი იმიტომ რომ მოვკლა!!!
პროფესიონალი სნაიპერი ვარ, მაქვს მაგის დამამტკიცებელი საბუთებიც.
ბევრჯერ ცხოველისთვის დამიმიზნებია, ვიცი რომ ვერსად წამივა და სიცოცხლე მიჩუქებია,ამიწევია ლულა და მის ყურებთან გამისვრია.

-წადი გამცილდი და ერიდე ადამიანებს!!!

Posted by: doxaburi 24 Aug 2021, 08:31
უდიდეს პატივისცემ ვადასტურებ ელჩის მიმართ. ძალიან მინდა ვიცნობდე და მასთან ერთად ერთხელ მაინც კაი პურიც ვჭამო!

alk.gif

Posted by: elchi 24 Aug 2021, 12:00
doxaburi
გაიხარე სეხნია კაცო, ჩემგანაც დიდი პატივისცემა შენს მიმართ.

გავიხსენებ ერთ ძველ ამბავს, თან ნელნელა ვპოულობ მიტოვებულ საითებზე.
ბევრჯერ მაქვს ნათქვამი:
-არ მაქვს პრეტენზია ან რამე ამბიცია მწერლობაზე, მაქვს ტექნიკური განათლება და თუ ჩვენს მშობლიურ ენაზე წერისას ბევრ გრამატიკულ შეცდომას ვუშვებ, ნუ დამძრახავთ.



86-სში ჯარში წამიყვანეს.
არ ვიყავი 18 წლის, ეტყობა გეგმა ჰქონდათ.
ყველაზე უმცროსი ვიყავი კლასელებში და მომიწია ყველას გაცილება.
ბოლო მე ვიყავი დარჩენილი.
კლასელი გოგონების დაბადების დღეებზე მამალივით ვიჯექი, ყველა ძმაკაცი ჯარში იყო.

მაშინ ავღანეთის ომში მიჰყავდათ ჩვენი ხალხი.
ვითომ ჩაწყობილი იყო ჩემი საქმე, უნდა მოვხვედრილიყავი ლენინგრადისკენ ან ლატვიაში, შრომით ბატალიონში.

აიწია უშველებელი ანი მოსკოვიდან და აღარ ჯდება.
გავიდა 5 საათი და კიდევ მიფრინავს.

დავითრიე გამცილებელი პრაპორშიკი, ახლა მე და შენ გადავხტებით უპარაშუტოდ თვითმფრინავიდან, თუ არ მეტყვი სად ჯანდაბაში მიგყევართქო.
სურგუთის თავზე ვართ და 4 საათი კიდევ მოგვიწევს ფრენაო.
კარგად ვიცოდი გეოგრაფია და მივხვდი რომ მოუსავალში მივდიოდი.
მისრულდებოდა ბებოს წყევლა.სულ ჩემს ძებნაში იყო, მერეა და მიპოვნიდა და შენ წადი მოუსავალშიო.
6 ივლისი იყო, როცა ხაბაროვსკის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა ეს ვეშაპი.
დილის 7 საათია და ყინავს მაგის დედაც.
სიცივე კბილებს გვამტვრევინებს და ყურები რომ არ დაგვცვივდეს, გაყინული ხელებით ვათბობთ.
შეგვყარეს საერთო აბანოში და ჩაბარდა ისტორიას "გრაჟდანების" ტანსაცმელი.

მეორე გამოსასვლელში სამხედრო ფორმა გველოდებოდა.





პ.ს. გაგრძელება იქნება.


* * *
ჯარის ამბები მერე იყვეს.

80-იანი წლების დასასრულია.
ბიძაჩემს კამაზი ჰქონდა, სად აღარ არის ნამყოფი, მოვლილი აქვს მთელი საბჭოეთი.

ვაგროვებდი თანხას, მეთქი საკუთარი მანქანა უნდა ვიყიდო, მაშინ 18 წლისა გახლდით.
ვუყურებდი და ვიღებდი მონაწილეობას, თუ როგორ აგროვებდა მამაჩემი საუკეთესო ვაშლს ქართლის სხვადასხვა სოფლებიდან, აგროვებდა გადარჩეულს და ჰაიდა ღორისტანის სხვადასხვა ქალაქებში.
ტვირთი ჩადიოდა, მძღოლი რეკავდა, ეს გადაფრინდებოდა, წინასწარ ჰყავდა "უნივერსამის" დირექტორები შეთანხმებული და სადღაც ერთ კვირაში უკან ბრუნდებოდა.
მეთქი მეც მინდა.


გავყევი ბიძაჩემს ერთ რეისზე, ჩემი მოყვანილი და თან ჩემი თანხით ნაყიდი "გოლდენიც" იდო მანქანაზე.
ის ცალკე ამბავია, თუ როგორ ჩავაღწიეთ მოსკოვამდე.
იმ დროს კაი ხოშიან ფორმაში ვიყავი.
არ ვეწეოდი, სასმელი ძალიან ცოტა და ვარჯიშით თავს ვიკლავდი.

შევიყვანეთ მანქანა საწყობში და დაცლა დავიწყეთ.

ახალგაზრდა ვარ და მგლიჯეს ენგრევე "კუზაოზე".

"პლანკიანი" ყუთები ელაგა ბოლოში, ანუ "ბროცკი" ვაშლის ჯიშია ასეთი, 28 კილომდე ადის თითო ყუთი.
არ გინდა იმის მოხსნა მეშვიდე "რიადიდან"?
თან ამ მაღაზიამ მოინდომა 200 ყუთის მიღება.

525-528 ყუთი ეტევა კამაზზე, გააჩნია რა ვაშლია და "პლანკიანია" თუ არა ყუთი.
ყველა გახარებულია, რაც მალე დავცლით, მალე წამოვალთ სახლში.

ახლა მე მკითხეთ?

სადღაც 120 ყუთი გადმოვიღე და წადით თქვენი პატრონი დედაც, წავედი ცივი ლიმონათი უნდა დავლიოთქო.
მაღალი ხარო და მე მიშვებდნენ ძარაზე.

წელს ზემოთ გახდილი შევედი უნივერსამში საწყობის კარებიდან.
უშველებელი რიგი დგას.

გავხედე და ორი გოგო მუშაობს იმ სექციაში.
ორივე უღმერთოდ ლამაზია, ერთი განსაკუთრებით.

აშოტილია გრძელ ფეხებზე და 4D ზომის მკერდი აქვს, თან წკრიალა ზღვის ფერი თვალები, ზედ კიდევ ტრაკამდე ჩამოშლილი ქერა თმა.
ყუყი დამემართა იმის დანახვაზე, ანუ "შემოულაწუნე".
-ლიმონათი მინდა და მართლა შენია ეგ ძუძუები, თუ მეჩვენებათქო.
გადავარდნენ ორივენი, გაიხია სიცილში მთელი რიგი.

-რამოდენიმე ყლუპი ვხიე და "კისლატაა" რა, მეთქი ჯანდაბას ჩემი თავი, ლუდი გამიხსენითქო.

ერთი ბოთლი, მეორე, მესამე, თან ველაპარაკები და მეშვიდეზე რომ ავედი, ბიძაჩემი შემოვარდა, წამო, ელამ ვალიკოს ფეხზე ყუთი დაეცა და დახმარება გვჭირდებაო.

დროებით გამოვემშვიდობე ამ "საშინელებას" და დავუბარე:
-უჩემოდ ფეხი არ გაადგა აქედან, თორემ ავაფეთქებ მთელს მოსკოვს და შენც ზედ მიგაყოლებთქო.


ბოლოს მე სასწორთან ვიდექი და ყველა აწონვაზე ციფრებს ვიწერდი.

მაგრამ სულ იმ გოგოს ძუძუები მედო თავში.

წავიდნენ უფროსები ანგარიშის გასასწორებლად, ანუ ტომრებით რომ გამოიტანონ ფულები.

მე კიდევ გაშტერებული ვდგევარ.



მანამდე ამ გოგოს მეოთხე ბოთლზე ვუთხარი, მგონი მეხუთე იყო, წამო სადმე ოთახი ვნახოთ და შენი ძუძუები დამანახვეთქო.
-რა უცნაური ხარო, რიგიდან დამიძახა ერთმა შინაბერამ, ეს კიდევ კვდებოდა სიცილით.

ვზივარ შეწუხებული რაინდივით კეხურას ყუთზე და შემოანათა ამ გოგომ საწყობში.

-დღეს ადრე გავენთავისუფლე, დაქალის დაბადების დღეა და მომზადებისთვის დრო მჭირდებაო.

შენ რაც გაინტერესებს, აქ ვერ დაგანახვებ, გამომყევი უკან, სადღაც ოც მეტრში მდიე და რომელ პადიეზდშიც შევალ, მესამე სართულზე მარჯვენა კარებს ღიას დავტოვებო.

დავეტაკე ყუთებს, დავაგლიჯე სახურავი რამოდენიმეს.

სანამ ცელოფანს იპოვნი, ხელები წინ გამოსწიეთქო, ამოვკრიფე საუკეთესო ღაჟღაჟა ვაშლები და ისედაც გადავსებული მკერდი ამ ხილით დავუმშვენე.

ამასობაში გამოათრიეს დიდძალი ფული დირექტორის ოფისიდან და მე ჩემი წილი გადმომცეს.
მაშინ ასე ხდებოდა, რამოდენიმე მეზობელი შეამხანაგდებოდა და ისე ავსებდნენ კამაზს.

აჰააა, ფულები მააქვს, ამ გოგომ უნდა "დამანახვოს".
მეთქი წავედი.

დამეტაკა ბიძაჩემი და შენ თუ ცოცხალი დაბრუნდი, ასიანი მაგარი ნაცემი მოხვალ, თუ არა, მოგკლავენო.
მეთქი უნდა ვსინჯო, ცხოვრება რისკია და ა.შ.

გავყევი ამ გოგოს ძუნძულით.
სახლის კარები გავაღე და გაწკრიალებული დამხვდა იქაურობა.
ფეხსაცმელი გავიხადე და "ნასკებიც" ზედ მივაყოლე.
იქვე დიდ ზომის "ჩუსტები" ელაგა, მეთქი პარკეტს რომ მასტიკით აპრიალებს, მაშინ იცვავსთქო.

-სადა ხარ?
ვიკითხე დაბალ ხმაზე.
აბაზანაში ვარ და მალე გამოვალო.
-კაი ადგილას ყოფილხარ, ვერ დაგელოდები საქმეები მაქვს, შემოვდივარ.

მე ადრე გამოვედი და "ზალაში" დავბოდიალობ.
ამასობაში მივადექი "სერვანდს" და სურათებით არის გადატენილი.

ერთერთ სურათში ეს გოგო ვიღაცა გოლიათთან დგას, თავზე ყვავილების გვირგვინი აქვს და საქორწილო კაბა აცვია.
აი, იმ ტიპს კიდევ, მხოლოდ ულვაშები უჩანს, იმდენად მაღალია, ვერ ჩაეტია კამერაში.
მერე ერთი გადიდებული სურათი ვნახე და იქ კიდევ ყურები და ნიკაპის ნახევარი არ უჩანს.
მეთქი ვინ უნდა იყვეს ეს "ტკაჩენკო".
თავი ჰქონდა, როგორც ტრაქტორის "კომშა".

ბოლოს გამობრწყინდა ეს დალოცვილი სრულიად შიშველი, შემდგარი მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე და მიღიმის.

-ოე გოგო, ვინ არის ეს?
გავიშვირე ხელი და იმ გორილას სურათს დავადე საჩვენებელი თითი.

ჩემი ქმარიაო.
ე, მაშინ დამთავრდა ყველაფერი.

-შე საცოდავო, როდის მოკვდა ეგ გაჭირვებულითქო.
აგერ გადიდებული სურათი გაქვს და რამ მოკლა ამხელა დინოზავრითქო.

არა, ცოცხალია, დაგანახვებ ფანჯრიდან იმ ქარხანას, სადაც ის მუშაობს, მჭედელიაო.

მოიტა, კიდევ ერთხელ ხელს მაინც მოვკიდებ იმას, რაც გაბია, დავრწმუნდე რომ ქალს შეიძლება მართლა ჰქონდეს ამხელა სიმდიდრე და ჩემდა თავად ამ კორპუსის და იმ უნივერსამის ახლო გამვლელის კარგებიცთქო.

აეეეე, გავეშვი გასასვლელისკენ, წავამხე ფეხები ფეხსაცმელებში და ლიწინ-ლიწინით დავეშვი კიბეებზე.
"ნასკები" იქ დამრჩა.

მივედი ბიჭებთან და მეკითხებიან, აბა რა იყო და როგორ მოხდა.
მეთქი სეკა ვითამაშოთ და მაგ დრს მოგიყვებით ყველაფერსთქო.



პ.ს. ერთს იმ საღამოს, რომელიც არ მომეშვა და ბოლომდე აინტერესებდა ყველაფერი, მთელი ფული ხომ მოვუგე, ზედ პაპამისის დანატოვარი 9 რიადი ატმის ბაღიც გადმომიწერა.

პ.პ.ს.ს. მაინც არ მოვუყევი ბოლომდე.

Posted by: K0lin 26 Aug 2021, 06:58
elchi ვუყურე თქვენს ვიდეოებს .. ძალიან მაგარი კაციხარ . ლამაზი ოჯახით. მიხარია კიდევ რომ არსებობენ თქვენაირი ადამიანები. 2kiss.gif
პს ერთაერთი მოდერიხართ რომელიც სიმპატიას იმსახურებს...
----- ხანდახან მინდა რომ გავგლიჯო შუაზე... რასაც თქვენ ვერცკი გაგიბედავდი იმიტომ რო სითბოა თქვენში და მიხარია. 2kiss.gif



* * *
doxaburi ბარო გიუნა smile.gif სანამ ელჩი ჩამოვა ან ჩვენ ამერიკოსებში წავალთ. არ გინდა კაცო რო ერთათ ვჭამოთ კაი პური ? ელჩიც ჩაგვერთვება smile.gif))

Posted by: elchi 26 Aug 2021, 09:23
K0lin
მოვა დრო და ვნახავთ ერთმანეთს.
გაიხარე.
ესეც ძველი ამბავია.
ერთი კიდევ, რასაც ვწერ ყველაფერი სინამდვილე და სიმართლეა, მართლა გადამხდა ის რაც წაიკითხეთ და რასაც მომავალში შეიტყობთ.
ვისაც არ გჯერავთ, შევძლებ და შეგხვდებით.

როგორც იქნა დაგვადგა საშველი და აქაც დათბა.
გუშინ უკვე ცხელოდა.
ამინდების გაუმჯობესება და ჩემი სახლში ყოფნის ალბათობა, "ძლიერ და ინტენსიურ" კონტაქტშია ერთმანეთთან.
ისედაც ერთ ადგილზე ვერა ვჩერდები და თუ გარეთ დარია?
მეძებონ მერე, ოჯახის წევრებმა.
მიყვარს "გარეთ ხეტიალი".

წლებია თევზაობა-ნადირობის ყველანაირი ლიცენზია მქონდა.
ვესროდი ყველაფერს რაც მოძრაობდა, ოღონდ კანონის დაცვით.

ეგეც ამიკრძალეს.
მეუღლემ და "დედიკო"-მ:- ცოცხალი არსების მოკვდინება ცოდვააო.
თითქოს მე ურჯულო ვიყვე?!
ნადირობით ხომ ირჩენდნენ თავს ჩვენი წინაპრები მეთქი?
ეგენი კიდევ მპასუხობენ:-იიიი, მაშინ სხვა საკვები არა ჰქონდათო.
მოკლედ, ვეღარ ვისვრი.

არადა გრინ კარტის მიღება უფრო იმიტომ გამიხარდა, რომ იარაღის ყიდვა შევძელი.
ენგრევე გადმოვიტანე "მონკავშირი" ჩემს სახლში./6 წელი ფულს ვაგროვებდი, როდის დამიდგებოდა ეს ნანინანატრი დღე./

"ნაირნაირები" შევიძინე.LOOOL

მიხვდით უკვე ვისთანაცა გააქვთ საქმეი.LOL


გუშინ მდინარეზე ჩავედი სათევზაოდ.
ტელეფონი სახლში დავტოვე.
როცა გავდივარ, მინდა რომ მართლა დავისვენო.
ეჰ, ახლა კი ვნანობ.
საღამოს 6 საათი იქნებოდა.
საიდანღაც 10 ინდოელი გამოიჩხრიკა ნაპირზე./არ შეგეშალოთ: ინდოელი-ინდოეთი, გმადლობთ./
მაგარი მიუდგომელი ადგილია.
მე კიდევ ვდგევარ ჩემთვის, ერთდროულად ვისვენებ და ვერთობი.
გავიხედოთ და სუფრა გაშალეს მდინარის პირას.
ამოალაგეს სასმელ-საჭმელი და ივახშმეს "მუზიკანტების" გარეშე.
როგორც იქნა დაამთავრეს და მერე "ადგილიც მოუძებნეს" ნარჩენებს.
ჰაიდა მდინარეში ყველაფერი.
პირი ღია დამრჩა.
მეთქი წავლენ და ამით მორჩება ამათი პურისჭამათქო.
თითიც არ გეტკინოთ.
ორნი გააგზავნეს და იმათ კიდევ რაღაც "შეხვეულები" მოიტანეს.
ვიფიქრე:-დალევით არ დალიეს, ასიანი მოწევენთქო.
აქაც შევცდი.
ყველაზე ახალგაზრდულად რომელიც გამოიყურებოდა, გაიხადა ტანსაცმელი და მდინარეში შევიდა.
იქნებოდა დაახლოებით 30-35 წლისა.
დანარჩენი ცხრაც მიყვა რამოდენიმე წუთში.
ჯერ იწუწავეს, წყალს ასხამდნენ ერთმანეთს, თან იღრიჯებოდნენ/იცინოდნენ/, ანუ უხაროდათ ძლიერ.
მერე საპონი "დააძრეს"და ტანის დაბანა დაიწყეს შუა თავთხელ მდინარეში.
რო გაიღვრიჭნენ, მერე "შამპუნით" თავები დაიბანეს./ორჯერ/

ვითომც არაფერი, ჰო, ჩვეულებრივად ამოვიდნენ წყლიდან, შეიმშრალეს, ჩაიცვეს, ჩასხდნენ იმაში, რითაც მოვიდნენ და წავიდნენ.
დამიტოვეს დარდი და საფიქრალი.
ახლა დარდი რატომ?

იმიტომ რომ ტელეფონი სახლში დავტოვე და ეს ყველაფერი ვერ გადავიღე.

საფიქრალი?

მართლა "ენგრეთი ქათმები" არიან, თუ რამე რიტუალი ჩაატარეს, რომლის შესახებაც მე არ ვიცი?



2006, აგვისტო.

Posted by: doxaburi 26 Aug 2021, 09:42
K0lin
ვსჭამოთ, მა რა უნდა ვქნათ! love.gif alk.gif

Posted by: Frankens†ein 26 Aug 2021, 09:43
elchi
კარგი იუზერი ხარ, ყოველმხრივ დადებითი, მაგრამ ამ შენ იუმორს ვერ დავუმუღამე რა biggrin.gif
აქამდეც ვერ ვუმუღამებდი, მაგრამ ეხლა ასევე კარგმა იუზერმა თემა რო გაგიხსნა, იქნებ მე ვერ ვიგებ მეთქი და ხან საიდან ვუტრიალე შენ ისტორიებს, ხან საიდან და ვერა რა biggrin.gif biggrin.gif
გაგიამერიკულდა იუმორი biggrin.gif biggrin.gif
სან ფრანცისკოში თუ ცხოვრობ ისევ, კაი კახურ ჩურჩხელებს ჩამოგიტან wink.gif
ან რამე თუ გენატრება საქართველოდან smile.gif

Posted by: elchi 26 Aug 2021, 10:30
doxaburi
ჭამაში ცუდი ვარ, ვერ გამოგადგებით.
დალევაში ჩემი თავი გენაცვალოთ.
Frankens†ein
კარგია რომ ვერ გებულობ, იმიტომ რომ ეგ იუმორი არ არის.
სად ქართლელი და სად იუმორი?
სიმართლეს გეუბნებით მეთქი კაცო.
შემოთავაზებაზე მადლობის მეტი რა მეთქმის ძმაო.
ყველაფერი მაქვს.
ერთი რამ მენატრება.
როდის გადახვევენ მხრებზე ხელს ჩემი საფიცარი ქართველები ერთმანეთს და ძმობას რომ დაიფიცებენ.
აი ეგ მენატრება.
მაგას ვერ გამომიგზავნი.
მადლობელი ვარ.
/SF-ში 2.5 წელი ვიცხოვრე, მას შემდეგ ორეგონში გადმოვედი.
თუ მოგიხერხდა და მოხვდი აქეთ მხარეს, ღირსეულად გიმასპინძლებ./

ახლა ვიპოვე ერთი ძველი წერილი და არ გაგიტყდეს, თაგვზე არის და ფრენკი ერქვა. lol.gif

ახლა ჩემი ოჯახური "ტრაგი-კომედია"უნდა მოგიყვეთ./ესეც სიმართლეა./ :drinks:

2 წლის წინ სახლში შემოვდივარ და ჩემი "გოგოები",/ მეუღლესაც, მაგათთან ერთად გოგოებში ვთვლი, ისე ორი საქალბატონე მყავს./ გახარებულები და ბედნიერები შემომეგებნენ, ნახე მამიკო ახალი ოჯახის წევრი გვყაავსო.

კინაღამ ბნედა და ისტერიკა დამემართა, ვინ მოიყვანეთ-მეთქი./უფროსი შვილი, მეორე დედა-ტერეზაა, ვინც გაჭირვებული და დაბეჩავებულია სკოლაში, ყველა სახლში მოჰყავს./
ვიფიქრე,ვიღაცა შამამისახლესთქო.
შემიყვანა თავის საძინებელში.
გალია უდგია.
ვიფიქრე,ან თუთიყუში მაიყვანეს, ან რამე მგალობელი ჩიტითქო.
გეგონოთ.
თაგვი. ჭრელი, შავ-თეთრი და თანაც ერთი ბეწვო./ისეთი რა, ლაბორატორიებში რო უტარებენ ხოლმე რაღაც-რაღაცეებს./

ახლავე გაფრთხილებთ, ვირთხებზე და ზღვის გოჭებზე, არ იფიქროთ.
მოკლედ, მაიყვანეს, ტკბებიან და დნებიან.

ამ ვირთხების პატარა ნაირსახეობამ,ისეთი სუნი დააყენა საძინებელში,მერე ჩემი ღრიალისა/მაგარი დოღრიალა ვარ/ და იმ სუნის გადამკიდე ჩემმა ოჯახობამ გადაწყვიტა ეს საპატივცემულო არსება სამრეცხაო ოთახში გადაეყვანათ.
დღე-დღეს მისდევდა.
ვკითხე მეუღლეს:
-რამდენ ხანს ცოცხლობენ ეგ გასაწყვეტები მეთქი.
-დაახლოებით 2 წელიო.

თანაც "უშვილებიათ" ცხოველების მაღაზიიდან.
ვეკითხები:-რო მაიყვანეთ, ერთი 3-4 თვისა ხო იქნებოდა მეთქი?
-კი, დაახლოებით 6 თვისა იყოვო.

აჰა, დავიწყე დღეების ათვლა.
ნეტა, როდის გავა წელიწად-ნახევარი, ეს "ხორველა" მოვაშორო აქაურობასთქო.

სულ ფხაკუნობდა რა.
პირველი დღიდანვე ვერ ვიტანდი.
თანაც "ფრენკი" დაარქვეს.
ერთი წელი რომ გავიდა, დავუწყე სამივეს ხვეწნა-მუდარა, მოდით რა ჩავაბაროთ, მაგის მაგივრად თევზებს მოგიყვანთ, ფრინველებს-მეთქი.
არა.
იყო პასუხი.

ერთხელაც ქალაქ გარეთ ვმუშაობდი.
მუშებმა ატეხეს ყვირილი.
გველი დაუნახავთ.
მეც მეტი რა მინდოდა ოოო???
გავვარდი და დავიჭირე.
გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერი ვიპოვე, შევკარი საიმედოდ და საღამოს სახლში რომ დავბრუნდი ამ ჩვენი თაგუნიას გალიის გვერდზე მოვათავსე ეს "სილამაზე".

მტერს გაუთენდეს იმ წივილ-კივილით ყოველივე დღე, რაც ჩვენს სახლში მოხდა იმ საღამოს.

სამი დღე ოთახებიდან აღარ გამოდიოდნენ.

ვეუბნები, თქვენც რაც გინდოდათ ხომ მოიყვანეთთქო, ეს კიდევ ჩემი "საყვარელი" ცხოველიამეთქი.

ეეეჰ, იძულებული გავხდი, ისევ გამეშვა.

/ცხოველების მაღაზიაში მივიყვანე მანამდე, ჩაგაბარებთ უფასოდთქო, რო დაინახეს, ისინი კიდევ ერთი კვირა მაღაზიაში აღარ დადიოდნენ. თურმე შხამიანი ყოფილა./

ამ ამბავით მეტს აღარ შეგაწყენთ.

გუშინ ფრენკი დაიბრიდა სიბერით.

მიაბარეს მიწას და ორი დღეა "ტრაურში" არიან.

ახლა წარმაიდგინეთ თქვენა, რა ბედნიერი გყაამთ "ელჩი".

რაც მართალია მართალია, ღვინო ვიყიდე და იმათ დასანახად მოწყენილ სადღეგრძელოებს ვამბობ, გულში კიდენა,ჰუიტატატატააა. 259160.gif

ძლივს არ მოვისვენე კაცოოოო.

2006, მაისი.

Posted by: doxaburi 26 Aug 2021, 10:43
elchi
პურის ჭამაში დალევა რომ იგულისხმება, არ იცოდი? spy.gif

Posted by: Frankens†ein 26 Aug 2021, 10:49
elchi
QUOTE
სად ქართლელი და სად იუმორი?

QUOTE
არ გაგიტყდეს, თაგვზე არის და ფრენკი ერქვა

მე კიდე გურული ვარ და გურულებმა წყენა არ ვიცით biggrin.gif biggrin.gif


QUOTE
ორეგონში გადმოვედი.
თუ მოგიხერხდა და მოხვდი აქეთ მხარეს, ღირსეულად გიმასპინძლებ

up.gif

Posted by: elchi 26 Aug 2021, 11:14
ესეც ძველი დაწერილი მაქვს.
ვიპოვე ერთ მიტოვებულ ქართულ ფორუმზე.
კორექტირება გაუკეთებია ვიღაცას და იმდენი სასვენი ნიშანია ჩასმული, იმათ ამოღებას ვერ ავუდივარ, თან ჯერ ჩემი არ მეყოფა?
ყველაფერს არ ვწერ, იმას კიდევ მთავარი აზრი რაც იყო ის ამოუღია.
თავიდან მომიწევს აღდგენა.

მიწას რომ მოვლა და პატრონობა სჭირდება, ეს სიბრძნე ბავშვობიდან გვასწავლეს ქართველებს.
"ქალაქელი" კაცი მქვია, მაგრამ გულით და სულით "სოფლელი" ვარ.
ბავშვი ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა არდადეგების დრო სოფელში წავეყვანე მშობლებს.
ის ყველა სოფლელი ბავშვის "სიამეც" ვნახე და საკუთარ თავზეც გამოვცადე.
ბევრი "თავგადასავალი" შემიძლია გავიხსენო.
ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი, საკმარისი იყო სამდღიანი დასვენებაც რომ გვქონოდა, დიდუბის ავტო-სადგურზე, პირველ ავტობუსს მივყვებოდი შუა ქართლის ერთერთ ულამაზეს სოფლისაკენ.
მე ძალიან მიყვარს სოფელი და ყველა იქ მაცხოვრებელი.

გავიდა დრო.

სტუდენტი ვიყავი და მაინც ვპოულობდი დროს, "გავვარდნილიყავი" ჩემს ჯიგრებთან.
სათევზაოდ, სანადიროდ და საქეიფოდ იმ ულამაზეს ადგილებში, სადაც ჩვენი წინაპრები ლაღობდნენ მანამდე.

მყავს სანათესავო, ბიძაშვილ-მამიდაშვილები ბლომად.
უფროსი მამიდაშვილი ძალიან დაემსგავსა ჩვენს დიდ პაპას, გარეგნობითაც და ცხოვრების წესითაც.
საერთოდ, მე ვარ ყველაზე უფროსი წლოვანებით ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილებში.
მოვეკიდეთ ოჯახებს.
გავმრავლდით.

ერთხელაც, ძალიან მომენატრა და მოვინდომე, მომენახულებინა ჩემი უფროსი მამიდაშვილის, ჩემი ძმის პატარა ოჯახი.
ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ ქართველები, და-ძმას ვეძახით სისხლით ნათესავს.

ვეფხვია-ჰქვია ჩემს ძმას.

უფროსი შვილი ხუთი წლის ჰყავდა, მეორე მაშინ სწავლობდა სიარულს.
ვაჟკაცების მამაა.
ნოემბრის თვის დასაწყისი იყო.

ქართლში, თუ არ იზარმაცებ და გვიან შემოდგომაზე ვაშლის ხეებს გარშემო შემოუბარავ, შრომას დაგიფასებენ, გაზაფხულზე კიდევ უფრო გაგიადვილდება ხის მოვლა.
ვაშლის ხემ შრომის-მოვლის-ამაგის დაფასება იცის.
ბევრ ოჯახს ინახავდა და ინახავს დღესდღეობითაც.

მივედი სახლში და რძალს ვეკითხები:
-მარიამ, ამ თავსხმაში სად დადის შენი ქმარი?
წვიმა მოდის ისეთი ორ ნაბიჯზე არ სჩანს არაფერი.
წასულა სამუშაოდ ბაღში და უფროსი შვილიც გაუყოლებია.
მანამდე მზიანი ამინდი ყოფილა.
სიგარეტი გამოლევია და სახლში გამოუგზავნია პატარა ბექა.
ბავშვს წაუღია სიგარეტი.
ამ დროს წვიმას მოუსწრია.

დედამისს, პატარა უჩა ვერ მიუტოვებია და ვერც უფროსს გამოჰკიდებია.
მაგ გაწამაწიაში მივუსწარი.
თავსხმაა.
მანქანით ბაღებისკენ ვერ გადავიდოდი.
-მოიტა რძალო საწვიმარი.
მოვიხურე და გავუყევი გზას.

მივედი და რაც მე ვნახე, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება.

მამამისს, კალთაში ეჯდა ეს პატარა ბოკვერი და მხრებით იყო გადაფარებული ბავშვზე, თვითონ ვეფხვოს ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.

პატარა ბექა სულმთლად სველი იყო, სიგარეტი და ასანთი-მშრალი.

დამინახა და მიცნო:
-მამას, "პაპილოსი" მაინც მოვუტანე.
-არხის პირას გამოიარე, როგორ მოხვედი აქამდე?
-მეორე ნაპირს მოვუყვებოდი.
ბავშვი თურმე გულში იხუტებდა არ დასველდესო, თან წყალს ერიდებოდა ხუთი წლის კაცი და არხის მეორე ნაპირს მიდიოდა მამასთან მისასვლელად.

ეს, ხუთი წლის პატარა ქართველმა გააკეთა და სთქვა, მამის გულში ჩახუტებულმა.

დამიჯერეთ: არ გაწყდება ქართველი ერი.

2008. მაისი.

პ.ს. ახლა უნდა ნახოთ როგორები არიან ბექა და უჩა, მთებივით ძმისშვილები მყავს.
ქართველები არიან და იმიტომ.
* * *
არადა მაგ საითის ადმინი ვარ სადაც ესენი მოვაგროვე.
სხვებსაც აქვთ ეგ ფუნქცია.
ასიანი ის კვებეკელი ქუთაისელი იქნება.
ვინ მიცვლის ტექსტებს, გავიგებ და უნდა "დავბრიდო".
ამდენი სასვენი ნიშანი ვის გაუგია?
შევცვლი ამასაც.


"სიზმარა" არა ვარ, უბრალოდ, ბევრს ვფიქრობ და ალბათ იმიტომაც ვხედავ "იქაურობას", თითქმის ყოველ ღამე.
ყოფილა შემთხვევა, გამღვიძებია და ნაბახუსევის შეგრძნება მაქვს.
გამიხსენებია წინა დღე და წვეთი სასმელი არ მქონია დალეული.
მერე "სიზმრების მინისტრთანაც" მიმიკითხავს და თურმე მთელი ღამე ჩემს მონატრებულ მეგობრებთან ვყოფილვარ.
გვიქეიფია, გვიმღერია, თურმე ცეკვაც შეგვძლებია, მერე გაგვიცილებია შედარებით ძლიერ ნასვამები სახლებში და ბოლოს ორ დარჩენილ ძმას, ძმობის და ქვეყნის სიყვარულის სადღეგრძელო დაგვილევია.

ამბობენ, ყველაფერს საზღვარი აქვსო.
მონატრებას, არა ჰქონია.

გავიხსენებ ერთ ლამაზ ეპიზოდს, ჩემი ცხოვრებიდან.

90-იანი წლებია.

ჯერ სამაჩაბლო, მერე აფხაზეთი განადგურებული და დაკარგული-დანგრეული ქართველებთან ერთად.
ბევრი ხალხი მოაწყდა დედაქალაქს.

აფხაზეთის ლტოლვილებს, სამეგრელოს სასაზღვრო რაიონებიდან დაემატა ბევრი ქართველი, რაჭიდან, სვანეთიდან, იმერეთის მაღალ-მთიანმა მოსახლეობამაც დინება დაიწყო თბილისისკენ.
დაიცალა ტყვარჩელი, ჭიათურას გაუჭირდა ძალიან, ტყიბული გაჩერდა, ზესტაფონი უფუნქციოდ დარჩა, ქუთაისს, გაღიმებული ხალხი მოაკლდა, ვეღარ ოხუნჯობდნენ, საფიქრალმა მაქსიმუმს მიაღწია, ბოლოს ბევრი ქუთაისელი ჩამოვიდა დედაქალაქში.
გაწყდა ქვეყანა წელში.
სვანეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა, რაჭა-ლეჩხუმთან ერთად შიმშილობდა.
სამცხე-ჯავახეთი, თუშეთი, ხევსურეთი, მთიულეთი, კახეთშიც უკვე, ხალხმა დაიგმინა და გაჭირვებისაგან სახლების დატოვება დაიწყეს.
მიატოვეს მამაპაპისეული და ქალაქს ჩამოვიდნენ.
ქართლზე რა უნდა ვთქვა?

მოკლედ, "გაგვიჩალიჩეს" ძაან მაგრა.
და იცით რატომ?
მაგარი ჭკვიანები, რომ გვგონია ჩვენი თავები, იმიტომ. :nono:

გადავალ, ცოტა, შედარებით გასართობ "ნოტაზე".

"კოლორიტი" ყველა ქალაქს ჰყავს და თბილისშიც არ გველევა "ამ ნიჭით" დაჯილდოვებული ადამიანები.

ბავშვობის მეგობარი მყავს, რამაზა ჰქვია/რამაზი-ს ვერასდროს დავუძახებ./
ეგ "ბიჭი", მოწყენილი და დაღვრემილი არასოდეს მინახავს.
სულ იღრიჯება. yes.gif

დილაა, დაახლოებით 7 საათი იქნება.

"გავრბივარ" მანქანით საქმეზე, ამ დროს რამაზას სახლის წინ ბირჟა უკვე მუშაობს.
გამოსულა ეს ტარტაროზი და "ლექციებსა" ჰკითხულობს.
ეგ როცა ბირჟაზე იდგა, სხვა ვერ ილაპარაკებდა./ნუ, სტილი ჰქონდა გამანადგურებელი/
დამინახეს, ხელი ამიწიეს, მეც ავუწიე ხელი, მაგრამ სხვა გზა არ "დამიტოვეს", ისეთი ფინთი სახეებით აპირებდნენ ჩემს იმ ქუჩაზე გავლას და გატარებას, გადავწყვიტე, გამეჩერებინა და "გადამეკოცნა" ყველა იქ მყოფი.
/ისე, ჩვენში დარჩეს და რა მაგარი "სირობაა", ეს "ხვევნა-კოცნა-მტლაშა-მტლუში" თანაც ყოველდღე?/

ამას, რამაზას, "პარადი" მიჰყავს.
"სასტავი" უსმენს?
"სასტავზე" დეეცემიო.
ენგრეა რა. :haha:
ესა კიდევ მაღალი ბიჭია, მამალივითა დგაას შუაში და "უბერამს".
ბირჟის დაუწერელი კანონია:- უნდა დადგე და უნდა იდგე.
"ჩავპროშნე" ზოგიერთები, რომლებსაც ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ტილები და "მანდალოჟკები" არ გადამედებოდა/მაშინ "კრუშკებით" იღებდნენ შხაპს ქართველების უმეტესობა/, დანარჩენებს მივესალმე "ჯიგრულად"/სიტყვა- ჯიგრულად, თურმე მე სხვანაირად ვიცოდი მანამდე, სანამ გრეჩო დიდი არ გახდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატი და ჯიგრების ყაურმა კიდევ/
მოკლედ, ხვდებით უკვე რა სიტუაციაც არის.

იქვე, რამაზას სახლის გვერდზე, მანამდე ქარხანა იყო.
იქა, უამრავ ქართველ კომუნისტს შეუსრულებია გადაჭარბებით ყოველწლიური გეგმა და თვიურიცა.
როცა გაგვიჭირდა ყველას, აუღიათ და "პროფილაქტიკა" გაუკეთებიათ, თავის "ვულკანიზაციით".
ამ "ვულკანიზაციის ბიუროში", ანუ მატარებლის ვაგონში, ერთი გაჭირვებული, ჭიათურიდან წამოსული ბიჭი ცხოვრობდა.
სახელად დათო ერქვა.
იმდენად ალალი და მართალი იყო, გარშემო მცხოვრებმა და იმ "ბიუროს" ხშირმა კლიენტებმაც, შეიყვარეს ეს ალალ-მარალი კაცი.
აბა, სად ჰქონდა იმას პირსაბანი და სავარცხელი?

რამაზას ყროყინზე გაეღვიძა და გამოვიდა "ბუტკიდან".
მოხდა ისე რომ "ორატორი" ნამეტნავად არის როლებში შეჭრილი და ვერ შეამჩნია, თუ როგორ ამოუდგა გვერდში პირღია დათო.
რამაზას "ძიალოგებზე" აფრენდა, შესაბამისად პირი ეღებოდა ხოლმე თავისდაუნებურად.
რამაზა უბერამს და ამოისუნთქა ერთი, გაიხედა "დაბლა" და დათო დაინახა.

მართლა ვერ წარმოიდგენთ, რა სთქვა.

-რა იყო შე ჩემის თვრამეტიანო, ბალიში ხო არ აგიფეთქდაო? LOOOL

დათოს რომ შევხედე, ანუ მის ქოჩორს, დავრწმუნდი, რომ რამაზა "გიჟი" არ არის და ყველაფერს ნათელ ფერებში ჰხედავს.
დათოს თავი, გამომეტყველება, თვალები და ქოჩორის იმჟამინდელი მდგომარეობა რომ მახსენდება, ახლაც ვხალისობ, მართლა ბალიშ აფეთქებულსა ჰგავდა.


რამაზას რეპლიკას, ხარხარი და ისტერიული სიცილი მოჰყვა.
მეც "ვიღრიჯებოდი".

მომიტრიალდა და მე მეუბნება:
-რა "ნაპორით" ყროყინებო?
ჰო, "ნაპორი"-რუსული სიტყვაა და ინგლისურად ნიშნავს jet stream-ს


Posted by: dongabo 28 Aug 2021, 23:32
ელჩი ბატონო როგორც ვიცი რუისდან ხარ წარმოშობით და რაღაც მინდა გკითხო.
რუისის სასაფლაოზე ამბობენ ქვებს უცნაური წარწერები აქვთო.
მაგ: ჩაინიკს აძვრა ემალი
გემშვიდობებათ ჯემალი.
ან
რა დაგიშავე ტრაქტორი რომ გადამატარე
ჩემთვის მეძინა ჩრდილშია.
რუისელებზე ხმები დადიოდა (დადებითად რათქმაუნდა) რკინისმკვნეტელა ხალხი არისო და ეს წარწერებიც მანდედან მოდის და სიმართლეს რამდენად შეეფერება?

Posted by: elchi 29 Aug 2021, 07:52
dongabo
სამი ძმა ვიყავით, უმცროსი შარშან წავიდა სხვა განზომილებაში.
ეგრე გადაწყვიტა.
მეუბნებიან მოკვდაო.
მეთქი თქვენა ხართ მკვდრები, წლისთავზე დავსვი, დავილაპარეკეთ და ისევ ძველებურად მომიშალა ნერვები.


მაგ გამოთქმას რაც შეეხება ბევრი შარი გვქონდა სამივეს აკიდებული.
წავედით სამივე სოფელში, მთელი სასაფლაო მოვიარეთ, ვეძებდით მაგ ეპიტაფიას და ვერ ვიპოვეთ ვერცერთ საფლავზე.
დავბრუნდით თბილისში და ვიღაცა იტყვით ჩვენ რომ ბარით-თოხით, ჩაინიკი-ვედროებით ვხოცავთ ერთმანეთს, წაგათრევთ იქ და უნდა გვაჩვენოთ სად წერია ეგ, თუ არა და იქვე დაგკლავთ.

ერთხელ ქარელის მატარებლის სადგურიდან 140კგ-იანი ვირი გავიტყუე ხვედურეთისკენ.
რუისელებზე ძალიან ცუდ რამეებს ამბობდა.
სტუდენტი ბიჭი ვარ, ავედი გამზრდელი პაპა და ბაბო რომ მენახა.
დავულეწე შეშა, მოვუმზადე მშრალში.
მოვდივარ თბილისში.
ეს კიდევ სასმელით აქოთებული, მოღებული აქვს პირი და რუისელებზე გაუგონარს ამბობს.
ავიღე და ძალიან მწარედ შევაგინე.
ადგა და დახრჩობას მიპირებს.
-რო დავეტაკო, წონაში მაჯობებს, ესა სირბილში ვერ დამეწევა, მოდი ვარბენინებ, მერე შევუტრიალდები.
გავეცალე და უფრო მწარე გინებები დავუშვი.
მომდევს ეს შტერი.
გამოვხედე უკან და მზად არის, შევატყვე რომ გადაიკუზა და ქაფი მოსდის პირიდან.
ახლა ნახავ შენ, როგორ უნდა რუისელების გინება.
მივადექი და დავლეწე.

დავცხებ, დაეცემა, წამოვაყენებ და ისევ თხლაშაა თვალებს შუა.
არ მომკლაო.

-სადაც წახვალ და მოხვალ რუისელებზე მხოლოდ კარგი სთქვი, თორემ ჩემზე უარესი შეგხვდება და გაგიხვრიტავს მაგ დებილ შუბლს.

-სადგური სად არისო?

წამო წაგათრევ.

Posted by: mda 29 Aug 2021, 16:12
elchi

არ ყოფილა სასიამოვნო ვინმე მშობლიურ კუთხეს რომ გილანძღავს ხო? :დ

Posted by: elchi 29 Aug 2021, 17:29
QUOTE (mda @ 29 Aug 2021, 16:12 )
elchi

არ ყოფილა სასიამოვნო ვინმე მშობლიურ კუთხეს რომ გილანძღავს ხო? :დ

თან ეს ჰიპოპოტამი/ბეჰემოტი/ ქალებში იჯდა და ჩემს საფიცარ ხალხს მილანძღავდა.

ვიღაცა ჩვენიანთან სტუმრად ყოფილა და ეტყობა უთხრეს რომ არ შესდის თავში არაფერი.

რა გინდა შვილო, სუფრა გაგიშალეს, სასმელი და საჭმელი მოგართვეს, დაგაძინეს.
ზიხარ ამხელა ნეხვი და იმ ხალხს ცუდად ახსენებ.

არ იყო საცემი? lol.gif

არადა სულ ვერიდებოდი ვინმე არ გამელახა.

მაგას ვერ მოვითმენდი, მერე ვეღარ ვიტყოდი ძირძველი რუისელი ვართქო. lol.gif

Posted by: lovelock 29 Aug 2021, 18:26
წავიკითხე ბოლო ისტორიები. კარგია!

მარა 4D რა ამბავია biggrin.gif

არ ვიცოდი ქართლელი თუ იყავი.

Posted by: dongabo 29 Aug 2021, 20:46
elchi
QUOTE
უმცროსი შარშან წავიდა სხვა განზომილებაში

ნათელში იყოს.
QUOTE
მაგ გამოთქმას რაც შეეხება ბევრი შარი გვქონდა სამივეს აკიდებული.
წავედით სამივე სოფელში, მთელი სასაფლაო მოვიარეთ, ვეძებდით მაგ ეპიტაფიას და ვერ ვიპოვეთ ვერცერთ საფლავზე.
დავბრუნდით თბილისში და ვიღაცა იტყვით ჩვენ რომ ბარით-თოხით, ჩაინიკი-ვედროებით ვხოცავთ ერთმანეთს, წაგათრევთ იქ და უნდა გვაჩვენოთ სად წერია ეგ, თუ არა და იქვე დაგკლავთ.

ასეც ვიცოდი გაზვიადებული იყო.
მაგრამ ჩვენსკენ ამას უფრო დადებითი იუმორით აღნიშნავდნენ ვიდრე უარყოფითად ,დამიჯერე.

QUOTE
დავცხებ, დაეცემა, წამოვაყენებ და ისევ თხლაშაა თვალებს შუა.
არ მომკლაო.

გიცემია კაცი და ეხლა კარგს რაღას იტყვის lol.gif

რა წესია საქართველოს ნებისმიერ კუთხეზე აგდებულად საუბარი. შეიძლება გაიხუმრო რაიმე თქვა მაგრამ აუცილებლად სიყვარულით უნდა ითქვას და არა სიძულვილით.
ისე დაკვირვებული ვარ და მეტწილად დასავლეთის ხალხი გამოირჩევა ამგვარი აგდებული დამოკიდებულობით. (თუმცაღა არც აღ. ქართველები აკლებენ)
დასავლეთში მიწევდა ბოლო წელს ყოფნა და რატომღაც ბევრს აჩემებული ჰქონდა თბილისი რა არისო და ბათუმი-ზუგდიდი-ქუთაისი ერთად სჯობია თბილისსო
gigi.gif
სამკუთხედი იყო მიმიქარავს ნაცისტური ბერლინი-რომი-ტოკიო

Posted by: elchi 30 Aug 2021, 09:56
dongabo

მე რომ მიყვარს ჩვენი ქვეყანა, იგივე ხალხი, ნეტავ ყველას ეგრე უყვარდეს ერთმანეთი.
აბა ვინმემ ჩემი თანდასწრებით რომელიმე ქართველზე ზედმეტი სთქვას.
ავიღებ და დავანგრევ.
ყველა ჩემები ხართ.
lovelock
ეგ ზომა მე მოვიგონე.
სხვა გზა არ მქონდა.
რანაირი არ მინახია და გამისინჯია.
მაგას სულ სხვანაირი ჰქონდა.
სად იყო მაშინ პლასტიკური ოპერაციები?
ჰო, ნატურალური ჰქონდა ყველაფერი.LOOOL


* * *
ამასაც წაგაკითხებთ.

ესეც სიმართლეა.
ზარი შემოდის და ვპასუხობ.
საღამოა, უკვე ბნელა, ახალი წელი მოდის.
"ქვისლი ჰქვია", თორემ ძმა არის.
მეუღლის დეიდაშვილის ქმარია.
ძმობა ვუთხარით ერთმანეთს.
ფიცი გვაქვს ნათქვამი.

მოკლედ, მირეკავს და მეუბნება:
-წამოსაღები წამოიღე, მჭირდებიო.
სულ პატარა მოთხოვნა მაქვს, ჩემს ძმას მოუსმინეთ ისე, როგორც ძირძველი სვანები ლაპარაკობენ.
სვანია ჩემი ძმადნაფიცი.
ავხვეტე თუ რამე გამაჩნდა და ვეახლე.
თან მეუბნება, სასწრაფოდ უნდა მოხვიდეო.
"ნახალოვკიდან" ორთაჭალაში გასვლას დრო უნდა.
სარეკორდო დროში დავფარე ეს "დისტანცია".
ახლა მეღიმება, აბა მაშინ დაგენახეთ?
მივედი და გარეთ დგას, ხელში ავტომატი უჭირავს.
- წამო უნდა მოვკლა, სხვა გზას ვერ ვხედავო.
მე ცოტა "ძიენ დინჯი" კუთხის შვილი ვარ და ვეკითხები:
-მოიცა, ვთქვათ და მარტო შენ გადაწყვიტე იმის მოკვლა, მერე დანარჩენები რას იტყვიანთქო.
-ისინი მე მომკლავენ, ის თუ არ მოვკალითო.
ვატყობ რომ ჩემი "გვერდში დგომა" სჭირდება.
მაინც ვერ ვისვენებ და ვეკითხები:
-არი რო მოსაკლავი?
-მაგი დღეს არ უნდა მომკვდარიყო, მაგას მე 31 დეკემბერს ვუპირებდი დაკვლასო.
ეგრეა რა, მოსაკლავი უნდა მოკვდეს.
-ვის ვესროლოთქო?
-მაგას შენ ვერ დაინახავ, ბუჩქებში იქნება შემძვრალიო.
-რა ბუჩქებში,ხომ არ გადაირიე მეთქი.
-აბა, როდის იყო, გოჭი ფეხზე იდგა, ან ხეებზე დადიოდაო.
-გოჭიოოოოოოოოო???

სვანეთიდან ღერღილზე გაზრდილი "ჯანმრთელი" გოჭუნია წამოუყვანია და მთელ სანათესაოს შეპირებია ნაღდი უნდა მოგართვათო.

გაქცევია ამ ჩემს ძამიას ეს გოჭი და შეუბერია სერებისკენ ფუნიკულიორის მიმართულებით "ჩერეზ" ბოტანიკური ბაღით.

მოიცა ბიჯო, ცოტახანი მომისმინე.
წადი და სდიე.
აბა იმას ხელით ვინ დაიჭერდა, თუ არ ესროდი ისე როგორ გააჩერებდი?
მეორე დღეს დეზერტირების ბაზარში მეგრელებს ჰქონდათ ჩამოტანილი გოჭების უამრავი ნაირსახეობა.

ამას ვეუბნები, რომელს გავდა ის უნდა გიყიდო მეთქი. :drinks:


ისე, რა ვართ ქართველები???

2007, ნოემბერი.

პ.ს. ვახტანგი მიტრაკებს.
ჩემი ტექსტები აქვს გადაკეთებული.
ერთ მშვენიერ დღეს შემომაკვდება ეგ.
* * *
ეს მთასავით ძმა წავიდა მოუსავალში.
მე არ ვეყოფოდი ჩემს მშობლებს?
წყნარი ოკეანის სანაპიროზე წამოვედი.
ყველაზე დიდი რომელიც არის, ის არის ჩემი უმცროსი ძმა.
სამი ძმა ვდგევართ ყინწვისის მონასტერთან, სამი რუისელი და სამი თბილისელი.

user posted image

Posted by: Palladio 9 Sep 2021, 11:37
lovelock

სხვის ისტორიებს არ ჯობდა შენი დაგელაგებინა, არანაკლები მკითხველი ეყოლებოდა თუ არა მეტი.




Posted by: kalekalebind 9 Sep 2021, 15:14
მამაჩემიც მიყავდათ ტაშკენტში და მაგას ჩემთვისაც უცნაური გაგრძელება მოყვა ძალიან თავი იჩინა შემდგომ მაგ ამბავმა

თუმცა ჩემი სიჯიუტის და შეუპოვრობის ბრალია ალბათ მეტწილად


Posted by: aabbaa 9 Sep 2021, 17:28
elchi
გაგახაროს ღმერთმა..

P.S. რა მაგის პასუხია და ახლა სულ რაღაც ორი დღის უკან ვიყავი ყინწვისის მონასტერში.

სასწაული ბუნების და მადლის ქვეყანა გვაქვს..



Posted by: shaknike 9 Sep 2021, 23:13

არის რაღაც პარალელები...

მამაჩემსაც მაგონებს ალალმართალს,
თუმცა ცოტა რეალობას მოწყვეტილს,
რომ ვერ ხვდება მოსაუბრეს აინტერესებს თუ არა ესა თუ ის სასაუბრო თემა
და ტვინს იმასუშვება popcorn.gif

QUOTE
ძმობა ვუთხარით ერთმანეთს.
ფიცი გვაქვს ნათქვამი.

დამაინტერესა შემდეგმა პატივცემულო:
აქ სიტყვით ნათქვამი იგულისხმება თუ
რამე რიტუალური პროცესის თანხლებით როგორც ადრე, ვერცხლის ჯამში ჩათლით და თითის გაჭრით?

Posted by: elchi 12 Sep 2021, 17:54
გასაგებად ვთქვი, ვწერ იმიტომ, რომ მეკითხებიან და მერე ვპასუხობ.
ეგ წერილები ჩემს ქუთაისელ ძმაკაცს მოუგროვებია და ერთად დადო ჩვენს, მონადირეების ფორუმზე.
ეგ ყველაფერი ბოლომდე არ არის რაც გადამხდენია, იმის მეათასედიც კი ვერ გამოვა, რაც ვნახე ცხოვრებაში.

არ სჯერავთ.
ჯერ ვწერდი და მიუნჰაუზენი ხარო.
მერე სურათების დადება დავიწყე და ფოტოშოფიაო.
მეთქი ესენი უნდა დავამუნჯო.
ავიღე და ვიდეოებს ვიღებდი და YOUTUBE-ზე ვდებდი.
ეტყობა რაღაც ზღვარს გადააჭარბა ჩემი დადებული ვიდეობის რაოდენობამ და ჩემი არხი გამიხსნეს.
როგორც იქნა გავაჩუმე "ურწმუნო თომები".

სიმართლეს ვწერ, არ შემიძლია ტყუილი, ასე გამზარდეს, ვერ ვიტან მატყუარა ხალხს.

მაგან ვინც მოაგროვა ჩემი ნაბღაჯნები, მეკითხება:-მართლა არსებობო?
-ჩამოდი ჩემთან და მნახავ.
კაცმა 7 000კმ იფრინა კანადის კვებეკის პროვინციიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე მე რომ ვენახე.
ეგ ერთი არ არის, სხვებმაც მნახეს და დარწმუნდნენ იმაში, რომ შესაძლებელია ადამიანმა საინტერესოდ გაატაროს სიცოცხლე.

ქართველებს ასეთი სიტყვა გვაქვს:-წუთისოფელი.
ჰოდა, არ მჯერავს მე ამ ჯოჯოხეთების და სამოთხეების, ისიც ვერ გაგვირკვევია საიდან მოვედით და სად მივდივართ.
ამიტომ ყველა წუთს კი არა, ყველა წამს ვიყენებ და ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს.

მეორედ ვეღარ მოვალ ამ ქვეყანაზე!!!
* * *
ადრე შემიყვანეს რუისის დაწყებითში, თბილისში არ მიმიღეს, 5 წლისაც არ არისო./სექტემბრის ბოლოს ვარ დაბადებული./
არადა შევაწუხე ყველა, გინდათ თუ არა სკოლაში წამიყვანეთ, არ მინდა ეს საბავშვო ბაღი, ბოლობოლო წერა-კითხვა უკვე ვიცი და ზღაპრებს ნუღარ მიკითხავთ, თავიდანვე ტყუილებს ნუ მაჩვევთ, კომბლეს მარტო ცხვრები აინტერესებს და კომბლები, ნაცარქექია კიდევ უსაქმური ვინმეა.
მასწავლეთ რამე ნორმალური.
მოკლედ ასე ხდება, ერთი წელი სოფელში დამატარებდა თინათინ ალექსანდრეს ასული მამაცაშვილი სოფლის სკოლაში და არცთუ ისე ცუდი მოსწავლე გახლდით, ადვილად ვითვისებდი ყველაფერს.
მერე მოვაბეზრე თავი პაპას და ბაბოს და თბილისში ჩამომიყვანეს.
მშობლებს უთხრეს, მარტო ჩვენ არა, სამეზობლოში ამ ბავშვის ატანა არა გვაქვს, ნამეტანი გვაწუხებს, აქ ატარეთ სკოლაშიო.
თბილისში უარი ვეღარ თქვეს.
როგორ კაცო, მოსამზადებელი გავლილი მქონდა.
ჰოდა, "დამდეს" მე-4 საშუალო სკოლის პირველ კლასში.
ეს თბილისელი ბავშვები სხვანაირები იყვნენ, არაფრით არ გავდნენ ჩემს რუისელ მეგობრებს.
ნელნელა გავშინაურდი, მაგრამ მაინც "ველური" ვრჩებოდი.
მერე მივეჩვიეთ ერთმანეთს და ისე მოხდა ყველა თანაკლასელი, გოგონები როგორც დები და ბიჭები როგორც ძმები ისე შემიყვარდა.
ეგენი რომ მენახა, მიხაროდა სკოლაში წასვლა.
მეზობელ გოგონებს გავუვლიდი წასვლისას, ერთად მივდიოდით და მერეც, გაკვეთილების შემდეგ სახლამდე ვაცილებდი ვინც ჩემსკენ ცხოვრობდა.
გავიდა წლები.
სკოლა დავამთავრეთ და უნდა ავირჩიოთ რა გზას გავუყვეთ.
მე ინჟინერია ავირჩიე, მინდოდა მშენებელი ვყოფილიყავი, მაგრამ იმ დროს გამორიცხული იყო ჩემი იმ ფაკულტეტზე მოხვედრა.
მაინც გავხდი ინჟინერი, მაგრამ ელექტრო-მექანიკოსის დიპლომით.
აქ ავიხდინე ახალგაზრდობის ოცნება, მაინც მშენებელი გავხდი.
აქვე,19 წლის ასაკში უკვე ენერგეტიკის კათედრაზე ელტექნიკის საგანს ვასწავლიდი სხვა სტუდენტებს, ამ დროს ეგ საგანი მეოთხე კურსზე უნდა გამევლო.
აგერ ხართ სამეგობროდან და თქვით, თუ რაიმეს ვამატებ.
შემიძლია ვრცლად დაიწეროს, ამჯერადაც შევამცირებ მოსაყოლს.
მეგობარმა ვიდეო დადო ახლა, სადაც კახი კავსაძე ვანოს შოუს სტუმარია.
კახის პასუხმა გამახსენა ეს ამბავი.

წავედი ხაშურში, სადაც პაპას ბიძაშვილის ოჯახია.
თოვლია მუხლზე ზემოთ.
დაგვსვეს ორი უფროსი შვილიშვილი, ორივე მხრიდან გვიყურებს პეტრე პაპა და ნუნუ ბაბო.
ბებომ ღუმელთან გაგვიშალა სუფრა.
ნება მოგვცეს ღვინო დაგველია.
გვაცდიან ლაპარაკს.
დავიწყეთ ორივემ "ბაქი-ბუქი".
თანატოლები ვართ მე და შიო.
იმან ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცის და იურისტი უნდა გახდეს, მე კიდევ ენციკლოპედიის ყველა ტომი და ინჟინრობა მინდა.
გვისმინა პაპამ და რას იტყვით, ფრინველი სახელად ფასკუნჯი, მართლა არსებობსო?!
-ეგ ხომ ზღაპრებშიაო, ორივემ მივუგეთ.
-ცდებითო.
-არსებობს ეგ ფრინველი და როგორ ფიქრობთ, რითი იკვებება და როგორ ირჩენს თავსაო?
-მომავალ ინჟინერს და იურისტს სჭირდება მაგის ცოდნა პაპა?
-აუცილებელია, თორემ გეტყვით რაც მოხდება, თუ ყურადღებით არ მოისმენთ ჩემს ნათქვამს.
-ეგ ფრინველი ძვლის ტვინით იკვებება.
-როცა მტაცებლებისგან ხორცისგან გასუფთავებულია ნადირი, მერე დაეშვება ციდან წივილ-კივილით, აიკლებს არემარეს და იქაურობას არავის მიაკარებს.
ბრჭყალებით დაშლის მომსხო ძვლებს, ძირითადად ხერხემლისას, გადაათრევს ბექობზე და აიწევა ჰაერში, დასტრიალებს ისეთ ადგილს, სადაც რიყეა.
წერტილის ხელაა ქვევიდან ადამიანის თვალით, მაგრამ ის სხვანაირად ჰხედავს ყველაფერს.
დაუმიზნებს ლოდებს და უშვებს ქვევით ამ ატაცებულ ძვალს.
დაცემისას ძვალი იმსხვრევა ქვებზე.
-თუ იცით მერე რას აკეთებს, სანამ დამსხვრეულ ძვალს გადაყლაპავსო?
ჯერ უკან იზომებს, ძვლის ტვინის მონელების შემდეგ იმ ძვალს თუ მოიშორებსო.

ფრინველს აქვს ამდენი ჭკუა.
ახლა დაფიქრდით ორივე.
- ისეთ საქმეს ხელი არ მოჰკიდოთ, რომელსაც ვერ შესძლებთ და მერე თუ მოძებნეთ თქვენი ადგილი ცხოვრებაში, მარტო თქვენ კი არა, სხვასაც ეშველებაო.

Posted by: dongabo 12 Sep 2021, 21:43
elchi
კარგია რომ დაბრუნდი. ქეთოზე ძალიან არ გაბრაზდე. დაევასე გოგოს და შენ მხოლოდ და-ძმობა რომ შესთავაზე ამიტომ გადაირია.
დრო როცა გექნება ფსიქოლოგი თუ ფსიქიატრი აქეთ რომ მიაფსიქოლოგე ის მოყევი biggrin.gif

Posted by: elchi 12 Sep 2021, 23:31
dongabo
შემეშალა იქ, განყოფილება კი არა თემა უნდა დამეწერა.

ქეთიაზე არ ვბრაზობ, კარგი ქალბატონია და ჩემს შვილებზე ბევრად უფროსი ყოფილა.
მე მეგობრობა და გვერდში დგომა შევთავაზე.
იუკადრისა და რა მაკადრა?!
თურმე მე, 53 წლის კაცი, რომელიც პლანეტის მეორე მხარეს ვცხოვრობ, მანდ ქალებს "ვაბავ" სოცქსელებით.
არასოდეს ქალის "პრობლემა" არ მქონია.
პირიქით.
ანგელოზივით ცოლი მყავს, ჩემი შვილების დედა ჩემი საოცნებო ქალია.
ჰო,მისგან სრული "ნარუშილოვკა" მაქვს.
-მილიონთან წადიო.LOOOL
არადა შემიძლია.

ადრე ასეთი საკითხი იყო განსახილველი ვის როგორი გოგონები და ქალები მოგვწონდა.
ვთქვი რომ ქერა, ცისფერთვალება და მაღალი გოგონები და ქალები მომწონს.

სეტყვასავით დამეცა.

მაშინვე მომწერეს სხვებმა PM-ზე და მითხრეს ვინც არის.
თავი შევიკავე პასუხისგან და როგორც უფროსი ძმა ისე მიგულე, გვერდში დაგიდგები მეთქი.

არა რააა.

არ უნდა.

Posted by: SoulPrayer13 13 Sep 2021, 07:47
ყველა მოყოლილი იუმორს გავკარი, საერთოდ რამეს მოყოლა არის ძველი სკოლა და ეხლა უკვე დისტანციურია იუმორივით

Posted by: ketuketo 13 Sep 2021, 08:09
elchi

ბატონო მე ამ თემაში არ შემოვდივარ...რადგან თქვენ გეძღვნებათ და თქვენს 37 რუბლიან ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო ისტორიებს. მე გთხოვეთ აღარ შემეხოთ მეთქი, შვილები ჩემზე პატარა გყავთ თუ არა, მამად მეკუთვნით ფაქტობრივად და მოხუცი კაცები არ მაინტერესებს, რა არის გაუგებარი? როგორიც გინდათ, ხომ გყავთ ისეთი ცოლი? გავარტყი ეგეთ კაცს, პირსუკან რომ ლაპარაკობს ქალზე, იმ იმედით, რომ არ წაიკითხავს ის ქალი ამ ტექსტს.

თქვენ ხართ მეგაგოიმი ჩემს თვალში, განსაკუთრებით იმ ამბების მერე...არ მჭირდება მეთქი თქვენი არც ძმობა, არც მამობა, ბაბუა არ მყოლია და ვიფიქრებდი რავი wink.gif

ხოდა გაეშვით ამხელა კაცი ახალგაზრდებთან ლაზღანდარობას და ტოლებთან ილაზღანდარეთ...აღარ ხართ იმ ასაკში, დღეში 10 ქალს რომ ისტუმრებდით.

რა პიემი მოგწერეს და გითხრეს ვინ ვარ ცუდად ხო არა ხარ აე რუისი lol.gif ჩემზე ვის რა უნდა ეთქვა, რა გაქვთ სალაპარაკო რო?

lol.gif ჯერ წერს კარგი ქალბატონიაო, მერე პიემში მითხრეს, ფსიქიკური პრობლემები აქვს და აღარ უპასუხოოsmile.gif)))))

მართალია, მაქვს lol.gif კრაკაძილშიკ ფორუმელებს კიდევ ამხელა სერიოზული ჰოლივუდის ვარსკვლავი კაცი არ უნდა ემეგობრებოდე lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: evgena 13 Sep 2021, 09:15
ketuketo
ვახ, მეგონა მარტო მე ვფიქრობდი ასე.

Posted by: ketuketo 13 Sep 2021, 12:48
evgena

არა ევგენი, მეც ეგრე ვფიქრობ.

რასაც ვფიქრობ, ყველაფერს არ ვყრანტალებ საჯაროდ.

რაც არ მაინტერესებს, არ შევდივარ იმ თემებში, მაგ.პიკაპში, მაგათი პრიომები და ხრიკები ისედაც ზეპირად ვიცი wink.gif

ასეთ იუმორზე მე არ მეცინება, ცნობილი იუმორისტი მყავს ძმა და კარგ იუმორს ვარ ჩვეული smile.gif მამაჩემის ძმაკაცები რომ ბანძად იხუმრებდნენ, მე და ჩემი ძმა ერთმანეთს ვანიშნებდით ჯღანვით.

და ათასჯერ ვთხოვე ადამიანს, გავიგე მეთქი შენი აზრი და არ გაჩერდა.

მამისხელა კაცმა ქალს ეგ უნდა უთხრას, მახტებოდნენ შენნაირები და ზედ არ ვუყურებდიო?

მის ქალიშვილს რომ ასე მიმართოს ვინმემ, მოეწონება? აბა ერთი მამაჩემისთვის გეკითხათ, მის შვილზე ლამაზი და კარგი თუ იყო ვინმე. ამაზრზენობა.

თვითონ სწყინთ რამეს რომ ეტყვი smile.gif)))))

Posted by: evgena 13 Sep 2021, 13:19
ketuketo
შეგნება და გემოვნება საუცხოო გქონია, ნასვამზე ხასიათიც თუ საერთო გვაქ მაშინ დავლიოთ და დავუშვათ ყველას

Posted by: ketuketo 13 Sep 2021, 13:43
evgena

კარგი ბატონოsmile.gif)))

Posted by: elchi 15 Sep 2021, 19:28
პლაგიატში არ ჩამითვალოთ, სხვისი ნათქვამია და გავიმეორებ.


ინდაურს ჭადრაკი არ უნდა ეთამაშო, წააგეებს, მერე გადაყრის ფიგურებს დაფიდან და ზედ მოისაქმებს, გადახტება მაგიდიდან, გაიფხორება და წავა.

Posted by: ketuketo 15 Sep 2021, 19:36
elchi

საიათნოვამ თქვა, გოგრა არ გახდება შირაზის შუშა რაგინდ მაღლა თაროზე დადოო.

Posted by: elchi 15 Sep 2021, 19:45
ketuketo
ინდაურს რატომ შეადარე შენი თავი?

შენზე არ მითქვია, შენ კიდევ მერამდენედ მაყენებ შეურაცხყოფას.

მიაყენე ერთი ადგილი.

Posted by: dongabo 15 Sep 2021, 22:38
elchi
თევზებზე მინდა გკითხო.
რომელს უფრო ჯანსაღ საკვებად ჩათვლიდი ნორვეგიული ორაგული (სალმონი) ფერმაში გაზრდილი ანტიბიოტიკების გარეშე vs ოკეანეში დაჭერილი Sockeye Salmon გაყინულ მდგომარეობაში?

Posted by: elchi 15 Sep 2021, 23:42
QUOTE (dongabo @ 15 Sep 2021, 22:38 )
elchi
თევზებზე მინდა გკითხო.
რომელს უფრო ჯანსაღ საკვებად ჩათვლიდი ნორვეგიული ორაგული (სალმონი) ფერმაში გაზრდილი ანტიბიოტიკების გარეშე vs ოკეანეში დაჭერილი Sockeye Salmon გაყინულ მდგომარეობაში?

ეს რა მკითხე კაცო?

სად მომისწარი?!
ახლა ჩავდე მარინადში მაგ ორაგულის ფილეები.
გაჩვენებთ სურათებს და თან კომპთან გადავიღებ, მერე არ იფიქრონ რომ ფოტოშოფია.

Posted by: dongabo 16 Sep 2021, 00:09
elchi
QUOTE
QUOTE (dongabo @ 15 Sep 2021, 22:38 )
elchi
თევზებზე მინდა გკითხო.
რომელს უფრო ჯანსაღ საკვებად ჩათვლიდი ნორვეგიული ორაგული (სალმონი) ფერმაში გაზრდილი ანტიბიოტიკების გარეშე vs ოკეანეში დაჭერილი Sockeye Salmon გაყინულ მდგომარეობაში?

ეს რა მკითხე კაცო?

სად მომისწარი?!
ახლა ჩავდე მარინადში მაგ ორაგულის ფილეები.
გაჩვენებთ სურათებს და თან კომპთან გადავიღებ, მერე არ იფიქრონ რომ ფოტოშოფია.

ვერ გამიგე კარგად რა გკითხე ან მეღადავები ))
შენს ორაგულებში კი არ შემიტანია რაიმე ეჭვი. ვიცი რომ თევზაობ და საუკეთესოს ირჩევ.
მაგრამ მე ვერ ვთევზაობ და ყიდვა მიწევს და მაინტერესებდა შენი აზრი მარკეტში როცა ვყიდულობ კოსკო იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რომელი ავარჩიო ხარისხის ამბავში. (ნორვეგიული ორაგული (სალმონი) ფერმაში გაზრდილი ანტიბიოტიკების გარეშე vs ოკეანეში დაჭერილი Sockeye Salmon გაყინულ მდგომარეობაში?)

Posted by: elchi 16 Sep 2021, 01:31
dongabo

არ მქონდა დრო ბატონო და ვერ გიპასუხეთ დროულად.
თორემ ვინც რამეს მეკითხება და აინტერესებს, პასუხის გარეშე არ ვტოვებ.

მონადირე-მეთევზე კაცი ვარ და არ ვყიდულობ მსგავს საკვებს, თავად მოვიპოვებ.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ფერმაში ხელოვნურ საკვებზე გაზრდილს სჯობია ისევ გაყინული ველური ორაგული მიირთვათ.
თუ გაინტერესებთ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ლინკსაც მოგცემთ.
აქვე გვაქვს ფორუმზე ეგ თემა.
სხვებმაც გადაიკითხონ, ბევრი ვისწავლე სხვისგან და თვითონაც ბევრი ცოდნა შევიძინე, და სხვასაც გავუზიარე ჩემი გამოცდილება.
ასევე, გაყინულ თევზს როცა ყიდულობთ, თვალებს დააკვირდით.
თუ გაწკრიალებილი არა აქვს თვალები, არ იყიდოთ ის თევზი.
ორი ვარიანტია, ან საყინულეში დიდხანს ჰქონდათ, მერე მთლად უარესი, რამოდენიმეჯერ გაალღვეს, გასაყიდად გამოიტანეს და მერე ისევ გაყინეს.

იხილეთ:
https://forum.ge/?f=82&showtopic=35123009

Posted by: dongabo 16 Sep 2021, 22:04
QUOTE
მონადირე-მეთევზე კაცი ვარ და არ ვყიდულობ მსგავს საკვებს, თავად მოვიპოვებ.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ფერმაში ხელოვნურ საკვებზე გაზრდილს სჯობია ისევ გაყინული ველური ორაგული მიირთვათ.
თუ გაინტერესებთ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ლინკსაც მოგცემთ.
აქვე გვაქვს ფორუმზე ეგ თემა.
სხვებმაც გადაიკითხონ, ბევრი ვისწავლე სხვისგან და თვითონაც ბევრი ცოდნა შევიძინე, და სხვასაც გავუზიარე ჩემი გამოცდილება.
ასევე, გაყინულ თევზს როცა ყიდულობთ, თვალებს დააკვირდით.
თუ გაწკრიალებილი არა აქვს თვალები, არ იყიდოთ ის თევზი.
ორი ვარიანტია, ან საყინულეში დიდხანს ჰქონდათ, მერე მთლად უარესი, რამოდენიმეჯერ გაალღვეს, გასაყიდად გამოიტანეს და მერე ისევ გაყინეს.

თვალები არ აქვთ ამ სალმონებს. ნაჭრებად იყიდება.
მხოლოდ ორჯერ მაქვს ნათევზავები. ერთხელ ტოტი დაწურეს არაგვზე და მეც ვითომ ვეხმარებოდი და მეორედ ანკესით დავიჭირე თევზი,მაგრამ ამოწევის დროს მეორე მხარეს ჩახტა და თავს უშველა lol.gif გახარებაც ვერ მოვასწარი.


* * *
elchi
გრიზლი დათვი თუ მოგიკლავს კარაბინით ან ხანჯლით?

Posted by: sham 16 Sep 2021, 22:12
QUOTE
გრიზლი დათვი თუ მოგიკლავს კარაბინით ან ხანჯლით

ელჩია თუ ლეონარდო ? rolleyes.gif

Posted by: dongabo 16 Sep 2021, 22:17
QUOTE
ელჩია თუ ლეონარდო ?

ლეონარდოს პერსონაჟი გამოიგონეს ოსკარი რომ მოეგო.
ჩვენ გაგვიმართლა რეალური მონადირე რომ გვყავს ფორუმზე და მის ისტორიებს ვისმენთ.
დათვის ხანჯლით მოკვლა ელგუჯადან გამახსენდა მათია რომ დაბრიდავს დათვს და იქნება და ელჩისაც ჰყავდეს მოკლული ასეთ სტილში ერთი ან ორი გრიზლი.

პ.ს. თუმცაღა შეიძლება გრიზლის მოკვლა აკრძალულია აშშ-ში.

Posted by: sham 16 Sep 2021, 22:21
არ ვიცი მათია და ელგუჯა, მაგრამ დიდი ალბათობით დათვი ცუდათ იყო ან თვიური ქონდა ... სხვანაირად როგორ გინდა დათვი მოკლა ...

თუმცა იქნება ალბათ რაღაც ზღაპრები, ვეფხი და მოყმის სტილში ...

ხ.ზ...

Posted by: dongabo 16 Sep 2021, 22:33
lol.gif lol.gif
არ მგონია გამოცდილ ადამიანს დათვის მოკვლა გაუჭირდეს.
ბევრ მონადირეს აქვს ნათქვამი თოფში ტყვიამ რომ გაუჭედა და ხანჯლით დაბრიდა დათვი

Posted by: Dixtosa 16 Sep 2021, 22:54
სიმართლეებს ყვება მართლა?biggrin.gif
დამდგენი კომისია ხოარ უნდა შევქმნათ ? spy.gif

Posted by: sham 16 Sep 2021, 23:10
QUOTE (dongabo @ 16 Sep 2021, 22:33 )
lol.gif lol.gif
არ მგონია გამოცდილ ადამიანს დათვის მოკვლა გაუჭირდეს.
ბევრ მონადირეს აქვს ნათქვამი თოფში ტყვიამ რომ გაუჭედა და ხანჯლით დაბრიდა დათვი

ეგ ალბათ ერთეულ მონადირეებს, მკლავიც რომ უჭრიდათ და ის წერტილიც ზუსტად იცოდნენ ხანჯალი სად დაერტყათ, რომ ეგრევე მომკვდარიყო დათვი.

თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ იქ სადაც ელჩია, გაცილებით დიდი მურა დათვი (გრიზლი) ცხოვრობს და მოღვაწეობს, ვიდრე ჩვენთან.

ჩემი აზრით მაგრად გაუჭირდება რა, უზარმაზარი გამოცდილების მიუხედვად ...

Posted by: shaknike 16 Sep 2021, 23:33
ფასკუნჯი ყავს მიჩვეული
რო დაუსტვენს
იმ ძვალს კურტუმოში რო არ ეტევა
აიტაცებს ზემოთ და ელჩის ნიშანზე გრიზლუკას გაარტყამს შიგ ბაშკაში.
რეტდასხმულზე კი იმოქმედებს მერე წესისამებრ.

Posted by: elchi 17 Sep 2021, 02:06
რა დღეში ხართ აქ?

აჰა საკაის დამარინადებული ფილეები.
გუშინ არ მეცალა.
ამ ორაგულის შენახვის უფლება არ მაქვს აქაური კანონით, თუ დავიჭირე უნდა გავუშვა.
მე კიდევ კანონმორჩილი გამხადეს.
ეს ინდიელმა მაჩუქა.

რაც შეეხება დათვს, მაგაზეც გეტყვით.
შეხვედრილი ვარ, მაგრამ არ მოვკალი, იმიტომ რომ იმან არ მომკლა.
მოგიყვებით მაგასაც.

user posted image
user posted image

Posted by: dongabo 17 Sep 2021, 04:54
QUOTE (elchi @ 17 Sep 2021, 02:06 )
რა დღეში ხართ აქ?

აჰა საკაის დამარინადებული ფილეები.
გუშინ არ მეცალა.
ამ ორაგულის შენახვის უფლება არ მაქვს აქაური კანონით, თუ დავიჭირე უნდა გავუშვა.
მე კიდევ კანონმორჩილი გამხადეს.
ეს ინდიელმა მაჩუქა.

რაც შეეხება დათვს, მაგაზეც გეტყვით.
შეხვედრილი ვარ, მაგრამ არ მოვკალი, იმიტომ რომ იმან არ მომკლა.
მოგიყვებით მაგასაც.

user posted image
user posted image

კარგად გამოიყურება ელჩი.

რამე რომ იყოს გამოგზავნას არ ექვემდებარება? )))

Posted by: elchi 18 Sep 2021, 01:22
dongabo
გამოგიგზავნიდი მაგრამ როგორ?
შტატებში რომ იყვე მოგაწვდიდი, მყავს მეგობრები ტვირთების გადაზიდვაზე ვინც მუშაობენ და ქულერით გამოვატანდი, საქართველოში ვერ გამოვაგზავნი.

დათვი ახსენეს.
ჯერ სხვის ამბავს მოგიყვებით, მერე ჩემსას.


რამოდენიმე ფორუმელს კი მოვუყევი ამ ამბის შესახებ, მაგრამ დაწერას ვერ მოვაბი თავი.

გეხსომებათ ქართველი რომ გავიცანი ჩემი YOUTUBE-ს ვიდეოების გადამკიდემ.
ამ შტატში უცხოვრია და აუცილებლად შემეხმიანეო, თან ტელეფონის ნომერიც დაწერა.
რათქმაუნდა დავურეკე და ისე მოვახერხეთ ფრინველზე როცა გაიხსნა სეზონი, ჩემთან ჩამოვიდა და ერთად გავედით.
ხშირად ვუკავშირდებოდით ერთმანეთს, მაგრამ მეტი აღარ შემხმიანებია, რამოდენიმეჯერ დავურეკე და ახლა ვაპირებდი დარეკვასო.
კაი რა, ალბათ დაავიწყდა ნახალოვკელი და თანაც რუისელი რომ ვარ.
რელიგიაზე გვქონდა ლაპარაკი და ვუთხარი რომ ქრისტიანი ვარ, ის კიდევ იაღოველი გამხდარა.

მანამდე ერთი ამბავი მომიყვა, რომელიც მის ნაცნობ რუს "მონადირეს" გადახდა.
შეგახსენებთ რომ ორეგონის შტატის ძირითად ნაწილში შავი დათვია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთში მურა. გრიზლი აქ არ არის.

მარტო წასულა ეს ჩვენი "მონადირე" დათვზე სანადიროდ.
უსაფრთხოებისთვის პისტოლიც წაუღია და გულდასმით ჩაუდია ზურგჩანთაში.
რუსი სადაც არ უნდა წაიყვანო მაინც უტვინო რუსია.

შემართა თავისი ნახევრად ავტომატი ხრახნული და დაიწყო ტყეში ბოდიალი.
ვინ ვისზე ნადირობდა ეგეც საკითხავია.
თურმე დათვი უკნიდან წამოეპარა და სადღაც 15 მეტრში დაუღრიალია და წამოსულა ამისკენ.
ერთი გასროლა მოუსწრია და მეორეზე გაუჭედა, სამაგიეროდ პისტოლი ხომ ჰქონდა ზურგჩანთაში.
ხელშიც რომ სჭეროდა მაინც ვერ მოასწრებდა გასროლას.
-ერთი გავიფიქრე მალე მომკლასო.
ვინც იცის ამ ცხოველის ხასიათი, მსხვერპლს ჯერ კაი ხოშიანად დატორავს და მერე გადადის ჭამაზე.
ამ გაჭირვებულს გონება დაუკარგია. აზრზე როცა მოსულა, ეს დათვი ზემოდან აწევს და არ ინძრევა, ამას კიდევ თვალები გადმოცვენაზე აქვს ჯერ შიშისგან მერე კიდევ ამხელა სიმძიმე აწევს ზემოდან.
თურმე პირველივე გასროლილი შიგ გულში მოურტყია ამ ტარტაროზს და ინერციით წამოსული დათვი დასტაკებია.

ეგ დღე იყო და ცხოველზე სანადიროდ მთელი ბატალიონი რომ გაჰყვეს, მარტო დათვის გაგონებაზე ცუდად ხდებაო.

პ.ს. აბსოლუტურად სიტყვასიტყვით გადმოგეცით ეს ამბავი, როგორც მე მოვისმინე.

Posted by: dongabo 18 Sep 2021, 02:03
elchi
QUOTE
dongabo
გამოგიგზავნიდი მაგრამ როგორ?
შტატებში რომ იყვე მოგაწვდიდი

შტატებში ვცხოვრობ ელჩი აღმოსავლეთით.
მაგ თევზებზე ხუმრობით გითხარი.
მაგრამ ადრე შენს რომელიღაც ვიდეოს ვუყურე გემრიელად ბოლავდი რაღაცეებს და მაგ შებოლილებზე უარს ნაღდად არ გეტყოდი.

პ.ს. გრიზლის მოკვლა ნებადართულია აშშ-ში?

Posted by: elchi 18 Sep 2021, 03:21
dongabo
ასე ვქნათ, ბავშვობის მეგობრები მყავს NJ, NY, და PA-ში ცხოვრობენ.
ჩემსკენ როცა მოხვდებიან, მირეკავენ და მომყავს სახლში.
ხელცარიელს არ გავუშვებ სახლიდან.
მარტო თავის ოჯახებისთვის არა, სხვებისთვისაც, ქულერით მიაქვთ.
გატენილი მაქვს უშველებელი საყინულე მაგ "საცოდავი არსებებით"/ასე ეძახის ჩემი მეუღლე ჩემს ნადავლს და მკვლელს მიწოდებს./ lol.gif
მითხარი PM-ზე სად ხარ და გამოგიგზავნი მოზრდილ კალმახებს, ორაგულს ან მდინარის თევზს, რომელსაც ისე მოხარშავ, ჩვენი "ცოცხალი" ვერ შეედრება.

ახლა ყველას სანახავად.
მაჩვენეთ ქართველი, ვისაც ამხელა KING SALMON-ი ჰყავს დაჭერილი.
არ თქვათ ფოტოშოფიაო, თორემ გული მხევს. lol.gif
როგორი გახარებული ვარ, გიჟივით ვიკრიჭები. lol.gif
45 წუთი ვეჭიდავეთ ერთმანეთს და "ჩემმა" აჯობა, მაინც გამოვიტანე ნაპირზე.

user posted image

Posted by: shavparosaniii14 18 Sep 2021, 16:33
QUOTE (elchi @ 18 Sep 2021, 03:21 )

user posted image

ეს ყველაფერი კაია მარა ქალების ამბავი მოგვიყევი, ქალების.

აშუშუში რაფერი ქალები არიან

Posted by: punisher 11 19 Sep 2021, 08:15
QUOTE (elchi @ 18 Sep 2021, 03:21 )


ახლა ყველას სანახავად.
მაჩვენეთ ქართველი, ვისაც ამხელა KING SALMON-ი ჰყავს დაჭერილი.
არ თქვათ ფოტოშოფიაო, თორემ გული მხევს. lol.gif
როგორი გახარებული ვარ, გიჟივით ვიკრიჭები. lol.gif
45 წუთი ვეჭიდავეთ ერთმანეთს და "ჩემმა" აჯობა, მაინც გამოვიტანე ნაპირზე.

user posted image

დაჭერილი არა კვახი , პორტლენდის Fიშ მარკეტში გყავს ნაყიდი ვუდსტოკ ბულვარზე 67 დოლარად.

Posted by: elchi 19 Sep 2021, 09:30
shavparosaniii14
ჯერ ამას ვუპასუხებ, მერე თქვენ გაჩვენებთ აქაურ ქალებს.
punisher 11
ერთ წინადადებაში რამდენი უზუსტობა გიწერიათ?!
ჯერ ერთი PORTLAND სხვანაირად იწერება ქართული ბგერებით, მეორეა და ეგ თევზის ბაზარი არის ქალაქ SEATTLE-ში, მესამე კიდევ ეგ ორაგული დაჭერილი მყავს მდინარე კოლუმბიაზე, PORTLAND-დან 120 კმ-ში, მესამეა და ვინ მოგყიდის ეგეთ ორაგულს მაგ ფასში?
მოდი ერთი რაღაც ვსინჯოთ.
გეტყობათ ინგლისური კარგად იცით და ისიც გცოდნიათ რა და როგორ არის აქ.
ეს სიტყვები ქართული ბგერებით დაგვიწერეთ.
TEXAS
ALASKA
WHITNEY HOUSTON

დავუბრუნდები პირველ ფორუმელს.
ამერიკელი ქალები თავისუფალი ქალები არიან.
ეს ორივე სხვადასხვა დროს გამეცნო და "თევზაობა" ვასწავლე.
ცოლიან კაცს ესეთებისგან მორიდება გმართებს.
არადა უცებ აითვისეს, ეტყობა კარგი მასწავლებელი ვარ და ეგენიც ბეჯითი მოსწავლეები გამოდგნენ lol.gif


user posted image

user posted image

Posted by: punisher 11 19 Sep 2021, 13:42
elchi

ვიხუმრე კაი კაცი.
ალიასკა. ტეხასი და უითნი ჰიუსტონი ქართულად ესე ითქმის თუ არ ვცედი ,
არამგონია ალასკა ტექსასი და ვიტნი ჰიუსთონი იყოს.

Posted by: elchi 19 Sep 2021, 20:38
punisher 11

მივხვდი რომ იხუმრეთ და მეც გაგეხუმრეთ.
თქვენც იგივე მოგივიდათ, რაც ერთ ქალბატონს.
იმან ინგლისურის ანბანი ჰაერში გააუპატიურა.
ოთხი ბგერა ამოიღო და ხუთი დაამატა.
საქმე რაშია იცით, ინგლისურს ვასწავლი უნიშიო.
TEXAS-თექსას
ALASKA-ალასკა
WHITNEY HOUSTON-უითნი ჰიუსთონ.



Posted by: გიორგი XII 19 Sep 2021, 20:44
ლეგენდა კაცი ხარ!
..................................

Posted by: elchi 20 Sep 2021, 03:32
QUOTE (გიორგი XII @ 19 Sep 2021, 20:44 )
ლეგენდა კაცი ხარ!
..................................

გაიხარე სეხნია კაცო. 2kiss.gif

ახლა გეტყვით რა მომიხდა FB-ზე ამ ინგლისურის გამო.
ხომ გვაქვს ქართველებს გამოთქმა "ტრუსიკის ძმაკაცები"?
მე რამოდენიმე "პილიონკის" ძმაკაცი მყავს.
ერთმა დამირეკა და გიორგი, შენ ჩემზე უკეთესად იცი და განცხადების გამოქვეყნება მინდა, ბაკურიანში ბინების გაქირავებას ვაპირებო, დამიწერე ინგლისურად და ქართულად.
მეთქი ეგეთ განცხადებებს სხვა სპეციფიკა აქვთ, გამოგიგზავნი სურათებს და მაგ რაკურსით გადაიღე, იქ მისაღებს, საოჯახო ოთახს, სამზარეულოს, საძინებლებს, აბაზანას და ა.შ.
მერე სურათები გამომიგზავნე და ფოტო-კოლაჟსაც გავაკეთებ, დაგიბრუნებ და გამოაქვეყნე.
შენც დადე, ბევრი შემოდის შენს პროფილშიო.
კარგი მეთქი.
ავაწყვე ყველაფერი, გავუგზავნე ფაილი და მეც დავდე FB-ზე.
თან დავწერე რომ ფასები სეზონურია, სხვადასხვა იქნება და დაუკავშირდით პატრონს ტელეფონზე.

შეტყობინებაში კომენტარი მომივიდა, წავიკითხე და მეწყინა.
ნიკზე უწერია თავისი სახელი და გვარი, ქალბატონია, შევედი მის პროფილში და თურმე სახ.უნი-ში კათედრაზე ინგლისურს ასწავლის.

-ვინ შტერმა დაწერა ესო?
-ქალბატონო დეიდა, ახლა ვსწავლობ ინგლისურს, მეგობარმა მთხოვა და მე დავწერე, თქვენ შტერი მიწოდეთ საჯაროდ, მითხარით რა შეცდომები მაქვს დაშვებული?!

იმდენი სისულელე ვაწერინე, ბოლოს ვეღარ მოვუთმინე და ვუთხარი რომ 21 წელია შტატებში ვცხოვრობ და ბევრის წერა მიწევს, თქვენ კიდენ ინამუსეთ და დასტოვეთ კათედრა, ახალგაზრდებს ინგლისურის მაგივრად რუსულს ასწავლით, ნუ უმახინჯებთ ტვინს!!!!.

დაწერა -უიო.
ხომ მითხარით შტერიო?
ჰოდა, მაგას რუსულ ენაზე სამ ბგერიანი სიტყვა მოჰყვება:-უიო და ხ....ო.

Posted by: dongabo 20 Sep 2021, 11:48
elchi
QUOTE
ასე ვქნათ, ბავშვობის მეგობრები მყავს NJ, NY, და PA-ში ცხოვრობენ.
ჩემსკენ როცა მოხვდებიან, მირეკავენ და მომყავს სახლში.
ხელცარიელს არ გავუშვებ სახლიდან.
მარტო თავის ოჯახებისთვის არა, სხვებისთვისაც, ქულერით მიაქვთ.
გატენილი მაქვს უშველებელი საყინულე მაგ "საცოდავი არსებებით"/ასე ეძახის ჩემი მეუღლე ჩემს ნადავლს და მკვლელს მიწოდებს./
მითხარი PM-ზე სად ხარ და გამოგიგზავნი მოზრდილ კალმახებს, ორაგულს ან მდინარის თევზს, რომელსაც ისე მოხარშავ, ჩვენი "ცოცხალი" ვერ შეედრება.

მადლობა ელჩი.
მე სამხრეთით ვცხოვრობ ამ ეტაპზე. NC-ში.
ცოცხალ თევზებზე ნუ შეწუხდები. მაგრამ შებოლილ თევზზე უარს ვერ ვიტყვი როცა გექნება. ))

shavparosaniii14
QUOTE
ეს ყველაფერი კაია მარა ქალების ამბავი მოგვიყევი, ქალების.

აშუშუში რაფერი ქალები არიან

სექსუალურები და მაცდურები.

Posted by: elchi 4 Oct 2021, 16:40
2021 წლის 2 ოქტომბერი.
ამ შემოდგომის მოსავალი გახლავთ.
140კგ დირბულა და 20კგ თითა მომივიდა.
ნახეთ რა ზომის მტევნები მოისხა თითამ, არც დირბულამ დააკლო.
კმაყოფილი ვარ.
და ეს ყველაფერი სად?
დიახ, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ორეგონის შტატში.
თითასგანაც გავაკეთებ ღვინოს, სხვა რამისთვის მჭირდება.
ჩაქაფულს ღვინოში ვხარშავ, არავითარი წყალი, მხოლოდ თეთრი ღვინო, თანაც მომწონს წვნიანი ჩაქაფული.

2000-ს წელს დავტოვე საქართველო.
წამოსვლისას ჩემმა უმცროსმა ძმამ, რომელიც შარშან სხვა განზომილებაში გადასახლდა ვაზის წალამი ჩამომიტანა სოფლიდან, 8 ცალი დირბულა და 4 თითა, ესენი შეკარი და ჯვარი გააკეთე, გიშველის, მონატრებას გაგიქარვებსო.
სანფრანცისკოში ჩამოვედი მეუღლესთან ერთად.
გავხსენი საბარგული და წალამს კვირტი გამოაქვს, აპრილის შუა რიცხვები იყო.
-არიქა, ცოცხლები არიან, სადმე უნდა დავრგო, მომიკვდებიან.
პარკების მეტი რა არის SF-ში?!
მებაღეს ვკითხე და არ შეიძლებაო.
-რა ვქნა?
გავახვიე სველ პირსახოცში და აბაზანაში მქონდა ეს თორმეტი წალამი.
შვილები სამშობლოში მყავდა დატოვილი მშობლებთან, ამათ კიდევ როგორც შვილებს ისე ვეფერებოდი.
ჩასვლისას იაპონურ სასტუმროში დავბინავდით.
ადმინისტრატორმა გვკითხა საიდან ხართო, იმიტომ რომ გარეგნობით სხვებისგან გამოვირჩევით სუფთა ქართველები.
-კაცი არა ხარ? მაიტა რა სადმე დამარგვევინე ეს დალოცვილები, უნდა გავახარო.
-პატარა ეზო მაქვს, მომეცი, მიწას და ქოთნებს ვიყიდი, როგორ დავრგო?
-სამი კვირტი მიწაში, ერთი ზემოთ დაუტოვე.
-დავრგავ თორმეტივესო.
ღმერთმა გაახაროს.
მოვძებნეთ საცხოვრებელი, დაგვპატიჟეს, მივედით და რას ვხედავ, ფოთოლი გამოაქვს ყველას.
სად აღარ ვატარე?
საცხოვრებელი რამოდენიმეჯერ შევიცვალეთ და ბოლოს საკუთარი სახლი შევიძინეთ.
იქ მოვასვენე ყველა და გავამრავლე.
გავუკეთე ხეივანი და თაზოს ხეივანს ვეძახი.
ახლა ჩემთან დილის ექვსის ნახევარია.
ვერ დავიძინე, დავიღალე გუშინ.
ჩავუშვი საწნახელში და უნდა დავწურო.

საწნახელში ჩამდგარი შარშანდელი ღვინით ყველა ქართველის სადღეგრძელოს ვიტყვი და ყველას დაგლოცავთ.

გიყვარდეთ ერთმანეთი, სხვანაირად ქართველები ვერ გადავრჩებით, გავქრებით.
მე არ მინდა "წავიშალო", ჩემი კვალი უნდა დავტოვო.

user posted image

user posted image


Posted by: levani169 4 Oct 2021, 18:11
elchi
"შენი ჭირიმე შენია,
ჯამს წვეთი არ შერჩენია,
გიხაროს ვაზის ნაჟური,
კაცი ყოფილხარ კაცური!"

Posted by: elchi 9 Oct 2021, 09:57
levani169
კახელებზე მერე ვიტყვი, ახლა სუდანელ არაბზე უნდა გითხრათ.

ახლა, "აკვალანგიან არაბზე" უნდა მოვყვე აქაური ისტორია.





მშენებელი კაცი ვარ.
ხან ვანგრევ, ხან ვაშენებ.
ხან კიდევ მივაშენებ-ხოლმე.
თუ არა და შიგნით ან გარეთ ვფუთარაობ, სახლების გარშემო რაააა.
მოკლედ, მუდმივი კლიენტი მყავდა, დიდი ქონების პატრონი./აუ,მართალს ვწერ, გეფიცებით/

მოხდა ისე რომ "ორგანიზაცია"/ ანუ დახარისხება/ სჭირდებოდა მის წლობით ნაგროვებ "ხარახურას".
არადა ოხრად ჰქონდა.
ეხუმრებით?
35 წელი აგროვებდა.
მთელი ერთი ბლოკი,ანუ ჩვენებურად კვარტალი გამოჭედილი ჰქონდა ათასი "სისულელით".
მე მაშინ "სისულელლე" მეგონა.
G&E-ის პირველი გამოშვება, სამზარეულოს ყველა "ატრიბუტიკა".
მაცივარი, გაზქურა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, თავის სარეცხი და საშრობი მანქანების ჩათვლით და კიდევ, მე თვითონ ვერ მოვთვალე,თუ რა ჭირით და უბედურებით იყო "შეპყრობილი", ეს ადამიანი.

უუუუფ, მაგარი დაღლილი ვიყავი, ფიქრითა და ანგარიშითა.

რათა შვილო, რათა, რითვინა?LOOOL
ამხელა გაჭირვებაში რომ დამინახა, დამხმარე შემომთავაზა.

მოგეხმარება და ყურადღება მიაქციე, შენს დაქვემდებარებაში იქნებაო. ანუ, შენ თავზეც და მაგაზეც, ორმაგად მოგეთხოვებაო.
ჰეე-ჰეეე,რა ბედნიერი ვიყავი, მარტო მე რად უნდა "ვიტანჯო" მეთქი.
მივულაგ-მოვულაგე და დავუხარისხე ყველაფერი სიის მიხედვით.
ნათქვამი ჰქონდა, რაც ამ სიაში არა სწერია, ნაგავშიოოოოო.
აკვალანგი ვიპოვე. თავის ყველანაირი აღჭურვილობით, რეზინის "პიჯამოთი" და სასუნთქი "ტრუბკით".
ცოტას ჩემს "პადელნიკზეც" მოგიყვებით.
სუდანიდან იყო, შავი და თანაც როგორი.
არაბი, მაგარი მორწმუნე.
შესაშურად სჯეროდა თავისი ღმერთის.
27 წლისა იყო, მის არსებობისას, არასდროს არ ჰყოლია ქალი და არ ჰქონდა გამოცდილება, არც ნიკოტინისა და არც ალკოჰოლისა.
რას გეღიმებათ, მაგრა გამიმართლა არააააა.?
კიბეზე არ ადიოდა, ეშინოდა სიმაღლის.
მტვერი იყო თუ არა, აუცილებლად "რესპირატორს"მთხოვდა.
ხმაურზე, ყურების დამცავ საშუალებებს.
"ლაფატკაზე"-"ფელჩატკებს"
მხედველობისთვის-დიდ უშველებელ სათვალეს იკეთებდა ხოლმე.
თავში რამე არ დამეცესო, "კასკით"დადიოდა საკუთარ სახლშიც კი.

დაიმახსოვრეთ: ვისაც დაინახავდა, გარბოდა ხელის ჩამოსართმევად.

ვერ გადავაჩვიე.

მე მგონი უკვე ხედავთ, ჩემს "წურბელას", რომელსაც ცალ ფეხზე ახატია, მე შენიშვნას მომცემენ თუ არა?

იიიიფ-იფ, ამეწყო ცხოვრება. :nono::haha:

გადაზიდვების დროს, ხელი გაუშვა "ტყვიასავით", ძველი გამოშვების, მძიმე მაცივარს და თქვენი "ელჩი" ათი დღე იატაკზე იწვა გაუნძრევლად და იშვიათი სუნთქვით ელოდებოდა გამოჯანმრთელებას,რათა ეს "ტარტაროზი" დაეპატიჟებინა საქართველოში, კერძოდ თბილისში, კუკიის სასაფლაოზე :haha:yes.gif

გადავრჩი.
მაშინ არც სამედიცინო დაზღვევა მქონდა და არც არავინ მყავდა პატრონი.

გავაგრძელე მუშაობა.
მე-11-ე დღეს გავედი მაცივარ დაცემული.
ისევ "ფორმაში"ვიყავი.
ამ დროს მირეკავს, ეს ჩემი "ამშენებელი".
ჰარიქა, "ტრუბები" გასკდა და წყალი აღარა მაქვსო./უშველებელი სახლი აქვს იქ, დიდ ქალაქში./
სხვა ქალაქში უნდა წავიდე.
დაახლოებით 200 კილომეტრია იქამდე.
3 საათი მაინც მჭირდება, სატვირთო მანქანით უნდა მოვიხოდო.
გაეძრო უცებ ეს "მაიმუნების მედოლე", ჩემი "ტარტაროზი" და "პადელნიკი".
დამინახა ხელსაწყოებს ვალაგებ,თან ათასი "ბარახლო" მიმაქვს "იქით".
ისე მოხდა, ეს მყვინთავების "აბმუნდირავანიეც" დავდეეეე.
ეგ რად გვინდაო?

ამაზე კაი მომენტს სად ვიპოვიდი,ოოოოოოოოოოო?
-აბა,ჩვენ ახლა წყალქვეშ უნდა ვიმუშაოთ მეთქი.
-მერე მეო?
-რა გინდა ახლა-მეთქი?
-შენ რომ გაქვს, მე არ მინდაო?
მყვინთავების ტანსაცმელს დაადგა თვალი.
აბა გაისინჯე მეთქი.
ძლივს შევტენე.
ამოვავსე რეზინა.
მიჭერსო.
დრო აღარ გვაქვს, უნდა წავიდეთ-მეთქი.

ზუსტად 4 საათი მოვუნდი ჩასვლას./"პრობკებში" გავიჭედე,აბა ფანჯარა ჩამოეწია, გაციებული ვარ-თქო ვუთხარი./არადა ცხელა, იწვის გარშემო ყველაფერი.

იმ კაცის სახლს ვუახლოვდებით.
ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი, "ვაკეა" რააააა იმ ქალაქში.
მილიონერები ცხოვრობენ იმ უბანში.

გზაში ვუთხარი ამ "ოტელოს", აბა "ლასტები" ჩაიცვი, გავაჩერებ თუ არა, ეგრევე მუშაობას უნდა შევუდგეთ მეთქი.
-ჰო, აკვალანგი არ მოიხსნა, მერე გაკეთებაზე დრო დაგვეხარჯებათქო.
ჰოდა, წარმოიდგინეთ!!!!!!!!!!

ეს ჩვენი "მამა მარჩენალი", დგას თავის მეზობლებთან ერთად ქუჩაში.
ლაპარაკობენ.

ამ დროს ჩერდება,"გრუზავიკი", გადმოხტა მასტი მყვინთავის ფორმაში და გარბის "ლასტებით"და "აკვალანგით" "შეფისკენ"და მეზობლებისკენ ხელის ჩამოსართმევად.

იმ დღესვე ამოვკარი ჭიტლაყი.

მა რა ჭირად მინდოდა ეგეთი შტერი. მანამდე "ბოსი" მფარველობდა და ვერ ვიშორებდი თავიდან. :drinks:


2009, ივნისი.


Posted by: doxaburi 14 Oct 2021, 13:07
elchi
მაგარი კაცი ხარ! biggrin.gif biggrin.gif love.gif

გაიხარე შენს ოჯახში! up.gif

Posted by: shaknike 14 Oct 2021, 22:29
ელჩმა ახალდაწურული მაჭარი დააჭაშნიკა

my name is giorgi, but everybody calls me ELCHI love.gif




Posted by: elchi 18 Oct 2021, 15:54
doxaburi
გაიხარე სეხნია კაცო.
ვიპოვე ერთგან ფაილი, სადაც რაღაცეები მოუგროვებია ჩემს მეგობარს, ნელნელა მოგაწვდით.

shaknike
სად იპოვეთ ეგ "ლანდიშის ბანკა"?
რასა გაამს?LOOOL
ორი მაგ სიმაღლე ვარ და თქვენდა "საუბედუროდ", არც მაგხელა თავი მაქვს და თქვენ წარმოიდგინეთ ღიპიც არა მაქვს.lol.gif

პ.ს. ეს ვიდეო მხოლოდ ლინკით იდება, თვალსაჩინოდ არ ჩანს ამ ფორუმზე.
დავდებ YOUTUBE-ის ლინკს და იქ ნახავთ როგორი რთველი მქონდა 2018-ში ქართველებთან ერთად.
მე არ ვმალავ ჩემს ვინაობას, რადგან წესიერი და ნამუსიანი კაცი ხარო ბევრი მეუბნება.
უყურეთ და ნახეთ როგორ ცხოვრობს ელჩი-გიორგი წყნარი ოკეანის სანაპიროზე.
https://www.youtube.com/watch?v=ojl0MZnBBZ0&t=14s

Posted by: elchi 21 Oct 2021, 06:02
ერთ რაღაცას ვერ ვგებულობ, იქნებ თქვენ ამიხსნათ.
დაბნეული ტიპი ნამდვილად არ ვარ, ასე თუ ისე თავი მიმუშავებს.

ბევრისგან ერთს გამოვყოფდი, რასაც ვერ მივხვდი.
ჩამოსული ვიყავი 2017-ში და გამომილაყეს ტვინი.
რატომ ითვლება საქართველოში უღიპო კაცი გამხდარად?
ერთია ყველგან, გინდა თბილისი აიღეთ, გინდა რეგიონები.
ყველა გეკითხება, ცოლი არაფერს არ გაჭმევს?

წაიკითხეთ ეს თემა, სულ რაღაც სამი გვერდია.
სურათებიც ბლომად არის.
მაგ ხალხს 10 წელი ვიცნობდი ინტერნეტით, ბოლოს ყველა ვერა, მაგრამ ზოგიერთებმა მოახერხეს შეხვედრაზე მოსვლა.
არ მოგვწონხარ ასეთიო და ღიპი დამადებინეს.
ჩამოვედი და მეუღლემ ვერ მიცნო აეროპორტში.
ერთი თვე ჭიქა და ათასი ჯანდაბა განსხვავებული სასმისი ხელიდან არ გამიგდია
მამლის კუჭივით ვიყავი გალურჯებული ამდენი სასმელის სმით და თან კაი მოზრდილი ღიპიც მქონდა.
იხალისებთ კომენტარებზე.

https://club-monadire.ge/topic/1828-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A9%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-2017/

Posted by: Crøs 21 Oct 2021, 10:31
elchi
საინტერესო ისტორიები და წერის მანერა გაქვს. შემთხვევით წავაწყდი თემას. მიხარია სადმე წარმატებული და გახარებული ქართველების არსებობა. მშრომელი ადამიანი არსად დაიკარგება. up.gif

პ.ს. 20 წლის მერეც შეგრჩენია ქართლული აქცენტი biggrin.gif

Posted by: elchi 21 Oct 2021, 15:22
Crøs
გაიხარე.
არადა მეხუთე თაობის თბილისელი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობ რომ რუისელი ვართქო.

ესეც დავამატოთ.

ჩაიარა ახალწლებმა, შობის დღესასწაულსაც იმედით დავხვდით ქართველები.
ბევრი სიკეთე და სიხარული ვუსურვეთ ერთმანეთს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს, ყველა საქართველოში მოსახლეს და რაც მთავარია ჩვენს ქვეყანას.
საიდან აღარ უკავშირდებოდნენ ადამიანები ერთმანეთს, რათა მიელოცათ თავის ძვირფას ადამიანებისთვის, ეს ორი ლამაზი დღე.
მგონი არ ვცდები და ბევრ ისეთ კეთილისმსურველ ადამიანს ვერ დავუკავშირდით, რომლებიც ჩვენზე ბევრს ფიქრობენ და ვენატრებით, ვერ მოხერხდა ბევრჯერ ტექნიკური მიზეზითაც, ბევრჯერ კიდევ ვერ ხერხდებოდა, იმიტომ რომ ამ ხალხთან საკომუნიკაციო საშუალება არ გვქონდა.
ჩემს გამოცდილებიდან ვიტყვი.
"ძიენ" შორსა ვაარ და მინდა, რომ საკუთარ ბიძას დავუკავშირდე.
ამ დროს, მას არ ააქვს მობილური/სოფელში ცხოვრობს და მართლა ჯიგრიანი სოფლელია/ და თანაც დროში განსხვავება 12 საათია.
კაი, მობილური "გაიჩინა".
ეხლა ნახამთ, რაც მოხდა. biggrin.gif
ცოტა გადახვევას გავაკეთებ.
მაგ კაცს ყველა "უფრთხის".
ძიენ კეთილია და მთლად უარესი ნაკლი კიდევ, ხუმრობაზეა აცრილი +დადებითად.
არ დასცინებს, მაგრამ იმისთანას ეტყვის კაცსა, იმას ურჩევნია ხმა არ ამოიღოს, მინიმუმ ორი თვე მაინც.
იცით ყველამ, რომ სოფლებში მაინც, პასპორტის სახელით არ მიმართავენ ერთმანეთს.
ყველას აქვს ზედმეტი სახელი.
ერთი მეგობარი ჰყავს, ბავშვობიდან ერთად მოდიან, "პაჩენიკა"-ს ეძახიან იმასა.
შეხუმრებულები არიან ნამეტნავად./ჰა, ჰაააააა, დედის გინებაზე და ენგრეთ რამეებზე არც გაიფიქროთ./
მოკლედ, სისხლს "უშრობენ" ერთმანეთს.
ერთხელაც სუფრაზე, ჩემს ბიძას თავი მოუმთვრალებია და ვითომ სიარული აღარ შეუძლია.
ამაზე კაი მომენტს, სადღა ნახავდა "პაჩენიკა"?
ბიჭებისთვის უთქვამს:-ხვალიდან, ამას თავს აღარ გამოვაყოფინებ ბირჟაზეო, შეხედეთ, როგორ დათვრაო.
წამოიკიდა ამხელა კაცი ზურგზე და სახლამდე მოიყვანა.
კარებთან, რომ მოსულან, ძახილზე და ხმაურზე, ჩემს ძალუას გამოუხედია.
"პაჩენიკა" კიდე, ენა გადმოგდებული და დაღლილ-გამოშტერებული აბრიალებს თვალებსა.
ეეე, არც დაახანა ბიძამ და მეუღლეს ეუბნება:
-რასა დგეხარ ქალო?
-თივა გამოიტა, ვირს დაუყარე, ვერა ხედამ სახლამდე მომიყვანაო.
"პაჩენიკა", ორი კვირა სოფლის ბირჟაზე აღარ გამოდიოდა.
ერთს კიდევ გავიხსენებ.
სოფელში "გაზი" უნდა გავიყვანოთო და სულ გადათხარეს მთავარი მისასვლელი გზები.
ამასაც, ვიღაც მეზობელთან, "ღორის ქელეხზე" დაუდია ბლომათ/ანუ, საშუალოზე მეტი მოუვიდა დალევა/ და წამოსულა სახლისკენ.
სიბნელეში წასცდომია ფეხი და ჰაიდა თხრილში.
ძახილს და ყვირილს მორიდებია, გამოყოლილა ამ ღრმა ორმოს და მოჩლაქუნობს სახლის მიმართულებით.
მერე სთქვა:- ორიენტაციას, მეზობლების სახლების კრიშების მიხედვით ვაკეთებდიო.
მამაჩემი ეუბნება:-შენც უცებ გზა არ შეგშლოდა და სხვაგან არ გაგეხვიაო. biggrin.gif biggrin.gif
მოკლედ, უპოვნია თავისი სახლის სახურავი და თხრილიდან ყვირის:
-ხალხნი არა ხაართ, გამოდით მამხედეთო.
ძალუა გამოსულა და ეს რო დაინახა ორმოში, გადარეულა:
-ვაი მამიკვდეს თავი, ამოდი ჩქარა ვინმემ არ დაგინახოს, თავი მოგეჭრებაო.
-ქალო, ვერა ხედამ, "მეტრო"-თი მოვედი, ხუთკაპიკიანი და კიბე მოიტა, თორე ისე არ მიშვებენო./მაშინ "მეტრო" 5 კაპიკი ღირდა./
ეს კიდევ, ამ ახალ წლებზე მოხდა.
31-ში და 1-ში, ტელეფონები "დეეხოცათ" ჩემებსა.
საცა არა ვრეკამდი, სატელეფონო კომპანიები ყველგან მეუბნებოდნენ:-ვერა და არაო.
"მოვიცალე" მაგათთვისაც.
ძველით ახალ წელს დღესაც აღნიშნავენ სოფლებში.
ჰოდა ამაზე კაი მომენტს სადღა ვნახავდი? biggrin.gif
მაგრააააააამ, დედის გული სულ სხვაა, მელოდებოდა როდის დავრეკავდი.
ახალი წელი მივულოცე, დავამშვიდე ჩვენი კარგად ყოფნით, მოვიკითხე ყველა ჩვენი კეთილის მსურველი და ვთხოვე ჩემს მაგივრად მიელოცა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მენატრებოდა და ვისაც ვენატრებოდი.
-შვილო, ბიძაშენს დაურეკე/დედის ძმაა/, შენზე აბოდებს, ხომ იცი მაგის პირველი სიხარული შენა ხარო.
ჩამაწერინა ბიძის მობილურის ნომერი.
კაი ხანი ვიყავი იმათთან ფიქრებში, მერე ოხუნჯობის ხასიათზეც მოვიყვანე ჩემი თავი, რათა დეპრესიაში არ წავსულიყავი და გავიხსენე ის დრო, როცა ავთანდილი, სხვას უგებდა "მახეებს".
ავკრიბე ტელეფონის ნომერი და ვრეკავ/40-ზე მეტი ციფრია ასაკრები./
14-იანვრის დილაა იქ.
-გისმენთ.
-ჩვენ გაწუხებთ და თან გილოცავთ სიურპრიზის მოგებას, თქვემნ მოიგეთ სატელეფონო ზარი, ნებისმიერ ქვეყანაში, ვისთანაც გსურთ დაგაკავშირებთ.
-ეს ჩვენი კომპანიის საშობაო საჩუქარია.
იქიდან, "ტრუბკიდან" მესმის ალიაქოთის ხმა.
-არიქა ქალო, სად არის გიოს ტელეფონის ნომერი?
-ვინ გიოსი?
-ჩქარა მოდი აქა, თორე გათიშავენ და მერე ნახავთ თქვენა.
თან ტელეფონს პასუხობს:
-ბატონო, ერთი თხოვნა მაქვს, თუ შეგიძლიათ გიორგი ელჩი............ილს დამალაპარაკეთ, ამერიაკაშია, ჩემი დისშვილია და არ მინახია უკვე რამდენი წელია.
ვეღარ "გავუძელი", შემეცოდა, შევიცვალე ხმა და უკვე ჩემს ხმაზე ვესალმები:
-ჯიგარო ძია , მე ვაარ, აბა შენ როგორა ხარ ეგ მითხარი.
აღარ დაფიქრდა, თუ როგორ მოხდა ეს "ყველაფერი" და:
-ძია გენაცვალოს, შენა ხაარ ბიჯო?
-მე ვაარ, მე.
P.S. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მეუბნება:
-ხვალა გავალ და ბირჟაზე ვიტყვი, რო მე ხუმრობაში მომიგეს.
-არ "დაგიჯერებენ".
-რათა?
-იმიტომ, რომ ვისთანაც იტყვი მაგას, იმ ხალხმა იცის ვინც ვარ, შენი დისშვილი ვარ და შენზე უარესი კიდევ.
-გეტყვიან, "გენი" არ გეკარგებათ, უნდა გიხაროდესო და სასაცილო მერე გახდები, თუ მაგას იტყვი.
-გენაცვალოს ავთო ძია.
-ავთო ძია, შენ გენაცვალე.
2010,28 იანვარი.

Posted by: procesora 21 Oct 2021, 15:48
QUOTE
პ.ს. ეს ვიდეო მხოლოდ ლინკით იდება, თვალსაჩინოდ არ ჩანს ამ ფორუმზე.
დავდებ YOUTUBE-ის ლინკს და იქ ნახავთ როგორი რთველი მქონდა 2018-ში ქართველებთან ერთად.
მე არ ვმალავ ჩემს ვინაობას, რადგან წესიერი და ნამუსიანი კაცი ხარო ბევრი მეუბნება.
უყურეთ და ნახეთ როგორ ცხოვრობს ელჩი-გიორგი წყნარი ოკეანის სანაპიროზე.
https://www.youtube.com/watch?v=ojl0MZnBBZ0&t=14s

ძალიან გამიხარდა, ნებისმიერი ქართველის წარმატება გამიხარდება უცხოეთში ვინც ნორმალურად და კარგად მოეწყობა, ვისაც შენი არ გაუხარდეს წამოაგე ანკესზე და ჩაუგდე ზღვაში ზვიგენებს... biggrin.gif
ხანდახან რომ მოვისმენ ტელევიზორში ხოლმე ვიღაც ქართველმა უცხოეთში იქურდა დაიჭირეს ან რამე ყაჩაღობა ჩაიდინა ....გულს მაინც ცუდად ხვდება და ვიგრუზები, შენ ეხლა მე კარგ გუნებაზე დამაყენე, გაიხარე კარგი კაცი ჩანხარ, სულაც არ არის ადამიანს პირადად ლაივში იცნობდე რომ აზრი გამოიტანო როგორია, ვიზუალიდანაც ჩანს რომ ცუდი პიროვნება ნამდვილად არ ხარ. alk.gif

QUOTE
ერთ რაღაცას ვერ ვგებულობ, იქნებ თქვენ ამიხსნათ.
დაბნეული ტიპი ნამდვილად არ ვარ, ასე თუ ისე თავი მიმუშავებს.

ბევრისგან ერთს გამოვყოფდი, რასაც ვერ მივხვდი.
ჩამოსული ვიყავი 2017-ში და გამომილაყეს ტვინი.
რატომ ითვლება საქართველოში უღიპო კაცი გამხდარად?
ერთია ყველგან, გინდა თბილისი აიღეთ, გინდა რეგიონები.
ყველა გეკითხება, ცოლი არაფერს არ გაჭმევს?

ხო ეგ ტენდეცია არის აქ მაგრამ დამიჯერე ღიპიანებსაც არ უნდათ რომ ღიპი ჰქონდეთ ამიტომ თავის დასამშვიდებლად მსგავს ფრაზებს იყოლიებენ და სხვებს მეგობრულად დასცინიან თითქოს ღიპი დიდი სიამაყე იყოს.... biggrin.gif 49 წლის კაცი ვხვდები და ცხოვრებაში ღიპი არასოდეს დამიდევს, არც ქეიფზე ვიხევ უკან და არც ყანწებზე საქმე საქმეზე რომ მივა და გააჩნია ეხლა სიტუაციას, არც ამწილაკი ვარ ჭამაში და შემედაროს სუფრაზე ჭამაში გინდ დალევაში თუნდაც ღიპიანი ვინმე..... მაგრამ რა ღიპი თუ ძმა ხარ..... თუ წინა დღეებში დალევა მომიწია და ზომაზე მეტი ვჭამე... მერე აჯიმანიებს ვაკეთებ რამდენიმე დღე ... ეხლა მუცლის გაზრდას ჯობია მხრები გაიზარდოს... biggrin.gif ხანდახან ფეხითაც დავდივარ და მანქანა ეზოში მიყენია....ჩემნაირი კაცი ღიპიანი არასოდეს გახდება.... ამიტომ ისევ სიგამხდე ჯობია, ეხლა ძვალი და ტყავი არ მიგულისხმია.... მეც მყავს ძმაკაცები...130-140 კგ-ც არის ზოგიერთი და მეც მეუბნებიან მსგავს ფრაზებს მითუმეტეს აქ საქართველოში ვცხოვრობთ.... smile.gif

კარგი კაცი ჩანხარ... up.gif .......

Posted by: elchi 21 Oct 2021, 17:07
procesora
მადლობა.
თითქმის თანატოლები ვყოფილვართ, ახლა შემისრულდა 54 წელი სექტემბრის ბოლოს.
მომავალ კვირას მთებში ვაპირებ წასვლას, დავიკარგები 4-5 დღით.
ავიკიდებ 18კგ-იან ზურგჩანთას, ორ საშინელ იარაღს და მიუვალ ადგილებში მინიმუმ 25-30კმ უნდა ვიარო მარტომ.
მარტო იმიტომ, რომ ვერ ვნახე აქ ჩემი ჭკუის კაცი.
საშიშია, მაგრამ დიდი უპირატესობა მაქვს.
ვარ ადამიანი და მაქვს იარაღი, ვიცი როგორ უნდა მოვიქცე რთულ სიტუაციაში.

გამომყვნენ ეგ ღიპიანები და ვნახოთ რა მოხდება.LOOOL
გავექანები და ორ მეტრიან ბარიერს გადავახტები, ერთი შევხედოთ მერე მაგათ ბობღვას.
ამხელა ეკრანი აქვს ჩემს კომპს და როცა სკაიპზე/მესინჯერზე ველაპარაკები, იმხელა თავები აქვთ, ყურები არ უჩანთ. lol.gif

რაც შეეხება წერის სტილს, სპეციალურად ვწერ ამგვარად, შემიძლია კლასიკური ქართულითაც დავწერო.
ამას, როგორც ვწერ, ვერ გებულობს ბევრი და იმას გაიგებენ? lol.gif



ახლა გაჩვენებთ ზოგჯერ როგორ ვერთობი.
პატარაობიდანვე ხატვის და "ჩხირკედელაობის" ნიჭი მქონდა.
ბებოს ბიძამ ხატვა და ხეზე კვეთა მასწავლა.
ჩემს დახატულ სურათებს ამჯერად ვერ გაჩვენებთ, რადგან თბილისში მაქვს დატოვებული.
ბევრი ამბობს რომ ეგ სურათი ფოტო-სურათიაო.
არ სჯერავთ რომ ხელით არის დახატული.
ესენი და მსგავსი ნივთები აქ გავაკეთე, ბევრი მანდ ჩამოვუტანე და გამოვუგზავნე ჩემს დიდ ოჯახს.

ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა რეგიონებში ურემს სხვადასხვა ფორმა აქვს.
ეს ქართლის ურემი გახლავთ.
მანდ ავზომე და ზომები შევამცირე.
თაღი რომელიც კოფოზეა, ეგ იმიტომ გავუკეთე რომ ურემზე კონიაკის ბოთლი იდება და თქვენ წარმოიდგინეთ არ აყირავდება.
მეორე ჩვენი სამშობლოა, ჩვენი საქართველო.
აღმოსავლეთი და დასავლეთი.
ფუძე ვაზის ფესვებზე დგას.
ცოტა ზემოთ ქართლ-კახეთი ვიგულისხმე.
ყველაზე მეტი მტრისგან ჩვენ მოგვხვდა.
ის რვა ქიმიანი ბორჯღალი ქურდულში არ ჩამითვალოს ვინმემ, თორემ ანათემას გადავცემ. lol.gif
მაგ დროს საქართველო ყველაზე ძლიერი იყო, რვა სამთავროს ნიშნავს.
კოშკების ძირს ათი მცნებაა, ქრისტიანი ხალხი ვართ.
კოშკები კიდევ ასახავს ჩვენს წარსულს, სულ ბრძოლაში ვიყავით.
სანთელიც ჩემი ჩამოსხმულია.
ძაფი სპეციალურად არ ჩავაყოლე.
მტერი როცა შემოგვესეოდა, კოშკებიდან ცეცხლით ანიშნებდნენ ჩვენი წინაპრები და მეორე.
ვიღაცა შტერმა შეიძლება მოუკიდის და დამიწვას ჩემი საქართველო.
user posted image
user posted image
user posted image

user posted image
user posted image

Posted by: neo> 21 Oct 2021, 18:24
ინგლისური იუმორს გავს რაღაცით

ალბათ დამუღამება უნდა რომ გაიგო, და გაგეცინოს

კაცი დაღონებული შედის ბარში და სასმელს ითხოვს.ბარმენმა ქალმა ამის მიზეზი კითხა.
– მე და ჩემმა ცოლმა ვიჩხუბეთ და მითხრა 31 დღე ხმას არ გაგცემო.
– მერე მაგას რა ჯობია? კაცებს ხომ არ გიყვართ როცა ცოლები ლაპარაკოებენ?
– კი მაგრამ დღეს ბოლო ღამეა.

Posted by: procesora 21 Oct 2021, 21:30
QUOTE
მომავალ კვირას მთებში ვაპირებ წასვლას, დავიკარგები 4-5 დღით.
ავიკიდებ 18კგ-იან ზურგჩანთას, ორ საშინელ იარაღს და მიუვალ ადგილებში მინიმუმ 25-30კმ უნდა ვიარო მარტომ.
მარტო იმიტომ, რომ ვერ ვნახე აქ ჩემი ჭკუის კაცი.
საშიშია, მაგრამ დიდი უპირატესობა მაქვს.
ვარ ადამიანი და მაქვს იარაღი, ვიცი როგორ უნდა მოვიქცე რთულ სიტუაციაში.

აბა შენ ცხოვრების ისეთი სტილი გაქვს, ხან თევზაობ ხან ნადირობ, ტყეში დადიხარ ფეხით ამხელა რუზაკით... რა გაგასუქებს.. smile.gif აქ ალბათ რომ გნახეს ამდენი ხნის უნახავი კაცი სანაცნობომ აბა რა გეგონა რა გაგაგდებინებდნენ ჭიქას და მწვადს ხელიდან?.... biggrin.gif
გამხდარი გერმანელი ნაცნობი რომ ჩამომდის აქ თბილისში სტუმრად სამ დღეში 10 კგ-ს ვამატებინებ და შენ ერთ თვეში წარმოდგენილი მაქვს რა მოგივიდოდა თბილისში ... smile.gif
შენ ისეთი კაცი ჩანხარ....მანდ ტყეში დათვსაც კი დაიძმაკაცებ..... up.gif

Posted by: MasterJC 22 Oct 2021, 17:02
ბარემ დავფიქსირდები

პ.ს. ასე კაი თემა ამ პარტახ განყ-ში რატო გახსენით დდ

Posted by: elchi 22 Oct 2021, 18:54
neo>
დაღეჭილს არ ვდებ, ცოტა იფიქროს ხალხმა, სპეციალურად მაქვს გამოტოვებული ტექსტში ბევრი წინადადება.
procesora
მეგობარ დათვზეც მერე მოვყვები.
MasterJC
თავიდან არც მე მომეწონა ამ განყში რომ გაიხსნა ეს თემა.
ვთქვი კიდევაც დახურეთ მეთქი.
მერე დავფიქრდი, სულ ნეგატივია გარშემო, თითქმის ყველა თემაში ტყ-ს მეტი არ ისმის.
ამიტომ გავაგრძელე.

ეს ერთი მოგონება კიდევ ჩემს საყვარელ და მონატრებულ თბილისზე.

მაგარი "შარიანი ბიზნესი" მქონდა მაშინ.
ფუტკარივით მეხვეოდა ყველა "პარაზიტი".
ვერ გავაძღე მაგათი მუცლები და იმიტომაც ვარ "აქ", უცხოეთში.
მოკლედ, "ცეხავიკი" ვიყავი, ოღონდ პატიოსანი!!!.
ვაკეთებდი ოთხნაირ ღვინოს, ორი სახეობის "შამპანურს"/შუშხუნას/ და ორნაირ არაყს.
საღამოსთვის სახლში წამოსასვლელად, გამოვიძღვანიებდი ხოლმე ათიანს უბნელებისთვის.
არც ფული მიჭირდა და არც შრომა მეზარებოდა.
მთელი დღე "დაკა-დაკაში" ვიყავი.
საღამოს, უბანში შემოსულს, ხალხი მელოდებოდა.
ზაფხულში ხომ, ჩვენ პატრონი არა გვყავდა.
თუ ვინმეს მეუღლე შემორჩებოდა ოჯახში, ის იყო ჩვენი დიასახლისიც.
იცით ალბათ, საშინელებაა აგვისტოში თბილისში ყოფნა და მითუმეტეს ძილი.
დუღს კედლები და ჭერი, ფანჯრებიდან კიდევ, ცხელი დუღი და ხანდახან ცხელი ნიავიც თუ წამოუბერავს, ნამეტანი გაჭირვების პროცესი უდგება ძილისთვის თავგანწირულ ადამიანს.
სხვა გზას არ გვიტოვებს დედა-ბუნება, "ჰაიდა გარეთ" დავარქვი მაგ სიტუაციას.
კაი, ქალები წასულები არიან, მაგრამ კაცებს ხომ გვინდა "რჩენა"?
დაახლოებით, საღამოს ათი საათისთვის, ვაგროვებდით სურსათ-სანოვაგეს./რა აღარ გამოჰქონდათ, ოღონდაც "საყოველთაო კრებას" არ დაჰკლებოდნენ./
უცებ გროვდებოდა "სასტავი".
კარქი ჰო, გავედით "ბანდა".
მონტინის/ქუჩაა ასეთი/ ბოლოში, ერთი კლიენტი მყავდა, ვაბარებდი ხოლმე "დასპირტულ ნაზავებს", თენგიზა ერქვა იმ კაცსა, ეროვნებით სომეხი იყო.
ჩემდა გასაკვირად, კაი კაცი იყო.
მონტინის ბოლოს, გზა მკვეთრად უხვევს ზემოთ, ეს გზა კი "ტუბერკულოზის წინააღმდეგ მებრძოლთა სამოქმედო ბანაკისაკენ მიემართებოდა".
/ტუბ-დისპანსერი ერქვა ადრე./
ამ "სამეცნიერო-კვლევით" ცენტრს რომ ასცდები, გამოდის, რომ თბილისის ზღვისკენ ადიხარ.
ასასვლელიდან დათვლილი გვქონდა ხეების რაოდენობა, რომლებიც გზის მარჯვენა მხარეს იმყოფებოდნენ.
37-ხესთან, ისეც ხერხდებოდა, მანქანებითაც შეგვეძლო შესვლა, ცოტა "ღრმად".
მერე, კაი მოშიშვლებული ადგილი იყო, დაახლოებით 30 გადარეულისათვის, რომ ემღერათ, ეცეკვათ და თავპირიც დაემშვენებინათ იმისთვის, ვინც "უშნოთ" მოიქცეოდა.
"ღეოღრაფიაში"და ადგილმდებარეობაში ხომ გაგარკვიეთ?
ავდივართ.
არა მაქვს ცივი შამპანური./როგორც ყოველთვის./
ვადგები თენგიზას.
-თენგო ჯიგარო, დღესაც უნდა მიშველო, ხვალ ჩემზე იყვეს.
-ათი ბოთლი გაყინული ჩემი მოტანილი "შხამი" მჭირდება, ხვალ დილაადრიან, ოცს მოგიტანენ.
და ასეთი "დიალოგი", თითქმის ყოველ საღამოს გვქონდა.
ერთხელაც ვერ მომითმინა და მეკითხება:
-გიორგიჯან, შენა კაცო, მაცივარი გააქ სახლშიო?
"დაშვებულ შეცდომას" ვასწორებდი მეორე დღის გათენებისთანავე.

37-ესთან ასულები, მოვიწესრიგებდით სუფრას და უამრავ სადღეგრძელოს ვსვავდით ჩვენი ქვეყნისას, ქალებისას, კაცებისას, მკვდრებისას, ახალ დაბადებულებისას, მომავლისას და კიდევ მერამდენედ ვუმტკიცებდით ერთმანეთს ერთგულებას და ძმობას.
ბევრ სადღეგრძელოს, ჩვენს თბილისს ვსწირავდით.
გადავცქეროდით ზემოდან და მისი სილამაზით ვტკბებოდით.

2007, თებერვალი.



ესეც მეორე დღის გაგრძელება.

წერილს ვუძღვნი, ჩემს მეგობარს, თბილისის "კოლორიტს", რევაზ სოხაძეს.
მინდა, ცოტა ჩემი პირადი ცხოვრებიდან და ჩემი მეგობრების შესახებაც მოგითხროთ.

თბილისი, აგვისტო, 199................
სისხამი დილაა.
გახვეტილია თბილისში მცხოვრები, ქალის და ბავშვის 90%.
"უპატრონო"-ები ვართ ჩარჩენილები.
ადრე ადგომა ვერ მოვიშალე, ტოროლასავით ვარ.
ინათებს და გარეთ ვარ.
გადმოვდექი აივანზე და ვაბოლებ.
რევაზა კიდე გადის და გამოდის ქუჩაზე.
ნევროზი გჭიირსო, უბნელებმა დაუდგინეს და ამანაც, მე წამალს არ დავლევ, ჩემით უშველი თავსაო.
დამინახა და მომესალმა:
-მაიმუნ, დღესა როგორა ხარ?
-ჯარჯერობით ვხედავ და მესმის.
-რასა ჰხედავ და რა გესმის?
-ვხედავ იმას, როგორ დადის ბებერი მაიმუნი და თან უშნო შეკითხვებს აძლევს "პახმელიაზე" მყოფ ახალგაზრდას./ასაკში განსხვავება 16 წელია./
-მოდი მამეშვი.
-ამო რეზოჯან, დაგაწყნარო არ გინდა? ნარდი მზათა მააქ.
-მიდი გაიარე.
-ვინც დადის ვხედავ. ამო, ჩაგიტარო დილის სეანსები.
ამოდის.
ცივი ლუდი დავურთე საქმეს და სადღაც ერთ საათში, რევაზა 0:6-ს აგეებს./გრძელ ნარდს ვთამაშობდით ხოლმე./
ამოჰკრა წიხლი ნარდს და დაეშვა კიბეებზე.
თან ილანძღება.
ამ დროს კობა გამოდის მოპირდაპირე ეზოდან, დაგვინახა და შეგვამკო:
-დახოცეთ არა ერთმანეთი, ამ დილაადრიან?
რევაზა ამბობს:
-კაცი დავბერდი ტო და ეს "ბაღლინჯო" ვერ შევისწავლე ბოლომდე, ესა მკლაავს, ეს მაიმუნების მედოლე ესა.
-ჰაა ახლა, შენ თამაში არ იცოდე და ყისმათი არა გწყალობდეს, მე ნუ მაბრალი.
-ამოდით ორივენი, საქმე მააქვს, მჭირდებით.
-ეხლა რო გკლავდნენ, ჩემდა თავად ახლო მომსვლელის შავიგინო?-რევაზა აგრძელებს აგრესიას ჩემს მიმართ.
კობა არიგებს:
-კაი ახლა, ნუ წაიღე ტვინი, ყოველდღე აგებ მაგასთან, მაგრამ მოგებული მაინცა რჩები.
-რითი როო?
-ავიდეთ და ვნახოთ, რა საქმე აქვს.
ეშველათ და ამოვიდნენ.
-თქვიი, რისთვის გვეძახდი?
-დღესა, ჩემი შვილის დაბადების დღეა და ვერ გავდივარ ქალაქიდან, შორს არიან/რაჭაში იყვნენ, შოვში/
-მერე რა ლუდი და ნარდი მატაკე ამ დილას, ცივი შამპანური დაგესხა შე მართლა მაიმუნო.
-კაი ჰო, დაივიწყე.
-ეხლა სახლში არაფერი მაქვს, წამო სარდაფში ჩავიდეთ, დედაჩემს ადამიანის გარდა ყველაფერი დაკონსერვებული აქვს, ავარჩიოთ, გავხსნათ და შაუბეროთ, ორი 5-ლიტრიანი მაქვს მაცივარში, ნაფარეულია 12 წლისა, ყველი არის, პურს, აგერ რაჭველებმა რომ გახსნეს თონე, იქიდან ამოვიტანთ./6 საათზე იწყებდნენ მუშაობას./
მოკლედ, მაგარი "პურმარილი დავყარეთ".
დაახლოებით დილის 9 საათი ხდება და "ზოგიერთები", უკვე "ელამი კრუხებივით" იყურებიან.
კობა კითხულობს:
-გიო, თავიდან ხო თქვი და ჩვენც ამდენი სადღეგრძელო დავლიეთ შენი ბავშვისა, ახლა გვითხარი, მართლა იმის დაბადების დღეა, თუ კურდღლისაო?
-მაგას რატომ კითხულობ, რაში შეგეპარა ეჭვი? ვეკითხები.
-სუფრას გადახედე, სულ ბოსტნეულიაო./ბადრიჯანი 5-ნაირი, სტაფილო, პომიდორი 3-ნაირი, ჯონჯოლი, მჟავე კიტრი, კოფჩხილო, კომბოსტოს მწნილები, რა ვიცი, თუ რამე დასაკონსერვებელი ხარობდა, ყველაფერი ჰქონდა, ხომ გითხარით თავიდანაც./
ეს იყო და რევაზამაც მხარი აუბაააააა.
დაიწყეს "ყროყინი".
მე კიდევ ბევრი ახსნა-განმარტებისთვუს დრო არ დავხარჯე და ოთახში შევედი, საიდანაც გამოვიტანე F-1 ხელის ყუმბარა, ანუ ლიმონკა, რომელიც ფეთქდება 25 წამში, მოვხსენი რგოლი და სულ რაღაც ორი სიტყვით ავუხსენი "სიტუაცია", ანუ სასწრაფო ევაკუირება როგორ უნდა გაეკეთებინათ ჩემი აივნიდან.
გაცვივდნენ ქუჩაში და მორთეს "ღრიალი":-დახოცვას გვიპირებდაო.
გამოიშალა "ქვეყანა" ხალხი და ბოლოს, იძულებული გავხდი წავსულიყავი ბაზარში და ჩემს სანატრელ და საყვარელ მეზობლებთან ერთად, გაგვეშალა უკვე დიდი სუფრა და დაგველოცა პატარა სალომე.

2008, აგვისტო.


Posted by: elchi 23 Oct 2021, 22:40
გულსუსტმა კაცუნებმა და წიკვინა ქალებმა არ წაიკითხოთ.
წამოგცდებათ რამე და ახლავე იცოდეთ, ინდიელ შამანს შევალოცინე.
აქა ბლომად არიან ეგენი.
დაიმახსოვრეთ, მაშინვე გაგიხმებათ კლავიატურა
+18.

ახლა დალოცვილ კახეთში უნდა წაგიყვანოთ.

შობა მოდის იანვრის შვიდში.
ახალი შეუღლებული ვარ.
"მთავარი საქმე" უკვე გაკეთებული მაქვს, კახელებთან ვალი მოხდილია, ფეხმძიმედ მყავს მეუღლე.
დაგვპატიჟეს დალოცვილ კახეთში.
თელავთან მიბმულია ის სოფელი, შალაური ჰქვია.
წავედით.
ისე მოხდა, რომ პარსაკევს საღამოსთვის ჩავედი მეუღლესთან და "დედიკოსთან" ერთად ჩემი მეუღლის პაპა-ბაბოსთან.
დანარჩენები იგვიანებენ.
ღამით სიმამრი ჩამოვიდა დეიდასთან და დეიდაშვილებთან ერთად.

გათენდა ლამაზი დილა, სუსხი აქვს, მაგრამ კავკასიონიდან ისეთი სილამაზე გიყურებს, გითბობს გულს და გახარებს ქართველს.
ამავე დროს იძულებულს გხდის, ადგე ფეხზე და შეირგო ცხოვრება.
კაი თოვლი დევს.

ელოდებოდნენ დანარჩენ ოჯახის წევრებსაც.
უნდა ჩამოსულიყვნენ უფროსი სიძეები თავისი მონაგრით და მერმე კიდევ უმცროსებიც უნდა მოსულიყვნენ პატარა უჭულ-ბუჭულებით.
ამასთან ერთად, შვილიშვილები უნდა ჰხლებოდენ პაპაი-ბებოი ოჯახსა.
მოხდა ისე, რომ ოთხი კაცი ვართ დილაუთენია საღორესთან.
ჩემმა სიმამრმა, ქათამს რო ჰკლავენ იმას ვერ შევხედავო და ამ "მკვლელობას" ვერ დავესწრებიო, წავიდა და აივანზე გადაინაცვლა ტახტზე./ტახტები ყველას აქვს "პლოშადკაზე"/
წამოწვა ტახტზე და იქიდან გვიმზერს.

ვინღა დავრჩით?
ჩემი მეუღლის პაპა, რომელიც შრომამ და ცხოვრებამ გამოლია მთელი 80 წელი, მეუღლის დეიდაშვილი, რომელიც პირველად არის "ღორის ქელეხზე" და მესამე, თქვენი გიორგი-ელჩი.
გამოსავალს ვერ ვხედავ, ღორი უნდა დაიკლას, მაგრამ მაგასაც თავის წესი რომ აქვს, ბევრი დამეთანხმებით.
200 კილოზე მეტია ბოლობოლო.
სიმინდის ღერღილით გამოტყუებულს, წავფხანე მუცელზე და დავიხელთე უკანა ფეხი, ამოვატრიალე და დავითას ვთხოვე დამხმარებოდა, მეორე ფეხი ჯვარედინად გადეჭდო და დაეჭირა უკანა ფეხები.
წინა საყრდენი ფეხი მარცხენა ხელით მიჭირავს და პაპას ყურით ჰყავს დაჭერილი ამხელა ცხოველი.
მარჯვენაში სახლიდან წაღებული გალესილი ინგლისური სტილის გრძელი დანა მაქვს.
ვიცი რომ ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში უნდა მოხდეს, რადგანაც "დამსწრე საზოგადოება" ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
ორნაირად შეიძლება ღორის დაკვლა.
ერთია ყელის გამოჭრა, მერე სასულის ამორთმევით, მეორეა პირდაპირ გულში ჩარტყმით.
მეორე ავარჩიე.
დარტყმა იყო და დავითამ რომ სისხლი დაინახა:
-რა ჰქენი შე ტარტაროზო, ცოცხალ არსებას დანა როგორ დაარტყიო და ხელი გაუშვა გაკოჭილ ღორს.
/პირველად იყო ღორის დაკვლაზე თავის ცხოვრებაში და ვერ წარმოედგინა, თუ რა უნდა მომხდარიყო. იმ პერიოდში ეკლესიების აღდგენებზე მუშაობდა./
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, 200კგ-ზე მეტი წონის ღორი რას იზამდა დანადარტყმული, როცა ხელს არავინ უშლის მოძრაობაში?
სულ დალეწა იქაურობა.
მიანგრ-მოანგრია მთელი "სეტკა-ზაბორები", დააწვინა დაბლა ყველა მეტრანახევრის სიმაღლე მცენარე ეზოზე/გადაკრეჭილ ვარდებს ვგულისხმობ/
როგორც იქნა, დავიჭირე და მოვკალი.
მართლა მოვკალი, იმას დაკვლა აღარ ერქვა.
ამოსვრილი ვიყავი ტალახში და სისხლში.
სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის მიმაქვს გამოსაცვლელი ტანსაცმელი.
იმჟამადაც ისრე მოხდა "სპორტიულები" მქონდა წაღებული.
გამოვედი უკვე სუფთა "იუნიფორმით" და მკვდარ ღორთან დამსწრე საზოგადოების თავმჯდომარეს, ანუ მეუღლის პაპას ვეკითხები:
-სანდრო პაპა, აქვე ახლოს ნათესავები გყაავთ, ან ისეთი მეზობლები, რომლებსაც ამ ეზო-კარზე მოესვლებათთქო?
-რამდენიც გინდა, მე მინდოდა სიძეებს გაგეკეთებინათ ყველაფერიო, რადგანაც სხვები დროულათ არ მოვიდნენ, დაგახმარებ ორ კაცსაო.
გადასძახა გვერდზე ეზოში ნათესავებს, გადმოდით დახმარება გვჭირდებაო.
გადმოიდნენ სანდალა და ბიძინა.
იმ "მკვდარს" გაკეთება რომ სჭირდება, ეგეც ყველამ იცით.
ჰოოდედა, შევდეთ "იაშიკებზე" და პუტკუნაი გარუჯვას ვუპირეებთ.
მდუღარე და ქაფქაფა წყალი ვასხით, მერმე ჯვალოს "მეშოკით" შავათბეთ.
ჯაგარი გავაძრეთ რაც შეგვეძლო.
მერე "პრიმუსის"დროც მოიდააააა.
ჰოდა, ამაზე კაი მომენტს სადა ვნახამდი?
დავითას /ეს ის პერსონაა, რომელმაც ხელი გაუშვა მომაკვდავს და თან ტარტაროზები გვიწოდა./ვეუბნები:
-ბიჯო, ახლა მაგას რომ უყურებ, მკვდარია ეგა, თორემ როცა გავჭრით, მერე განახებ ძარღვები ცოცხალი ექნება, და ამიტომ უკანა ფეხები მაგრა დაუჭირე, სანდალას თვალები არ წააყრევინოს, ფეხის გაქნევისასთქო, მაინც იქნევს მეთქი.
დამიჯერა. LOOOL
მიადგა უკნიდან და აჩაჩხული უჭირავს უკანა ფეხები.
ეს სანდალა კიდე გაქანებული ტრუსავს "პრიმუსით", მიადგება დავითას, წაუღუნავს დაბლა "პრიმუსს" და აგრძელებს ღორის იოლად დაწვას.
მესამე "კრუგზე" ეკითხება:
-ბიჯოოო, ვერა ხედამ, ფეხებში რო მედები, მიიწი იქითა, ან რას ამოგიჩრია ეს ფეხებიო.
იმანაც უპასუხა:
-სიძემ მითხრა, დაკლულმა ღორმა ფეხის ქნევა იცის და მაგრა დაიჭირეო.
ე, მანდ დეეცა ყველა ძირსა. LOOOL
-ბიჯო, მაგ ქალაქელმა/ჩემზე/, როგო გაჭამა, მაგაი უნდა მიმხვდარიყავიო.
/თითქოს დავითა, სოფლად იყო აღზრდილი./
ეწყინა და სიტყვითაც მითხრა:
-შენგან არ მოველოდიო.
-ძმაო, არც მე ველოდებოდი, დანადარტყმულ ღორს ხელს თუ გაუშვებდითქო.
- კაი, დავივიწყოთ რაც მოხდა, მოდი მომეხმარე, დაჭრა უნდა დავიწყოთ და სანამ გავჭრით, ფეხები უნდა დავაჭრათ, ეხლავე სჯობია გავასუფთავოთ, მერე ქალების საწვალებელი, რომ არ გახდეს, წადი და სარდაფში ექნებათ მოხუცებს მარწყვის საპონი/მაშინ იყო ხოლმე ეგეთი საპონი/ და "მაჩალკა" ექნებათ კიდევ, აქვე დავბანთ და ქალებიც აღარ იწვალებენ.
დაღუნა თავი და წავიდა.
ვიფიქრე, მიხვდა რომ მეტი მომივიდა და აღარ შემეპასუხა.
სიმართლე გითხრათ, ვინანე.
არ გადის ათი წუთი, სარდაფიდან ამოვიდა და მეკითხება:
-მარწყვის საპონი და "მაჩალკა" ვერ ვიპოვე და სარეცხის საპონი და "გუბკა" წავაოოო?
-ამოიტანე და სანდალას მიეცი, იმან იცის წავა თუ არა თქო.
ამოიტანა და ხელებში აწვდის:
-აჰა, და დაბანეთ ფეხებიო.
სანდალა და კიდევ ბევრი, "დასაბმელები" დახდნენ.
მოკლედ არ ვაპატიე ჩემი "ამოთუთხვნა".

ამასობაში, დანარჩენი სიძეებიც მოიდნეეეეეეენ, თავიანთი წვრილშვილითა.
იციან თბილისელებმა ტაქტიკა, თუ როდის უნდა მივიდნენ მზამზარეულზე.
იცით, რომ თბილისელი სოფლელი ვარ.LOOOL

დაიყარა დიდძალი მწვადი წალამზე,
მანამდე დავჭერით ნაწილებად და გადავუგზავნეთ შესაბამის "დეპარტამენტებს", დახარისხებული ხორცი.
ქალებმა მიჰხედეს თავის საქმეს და გადაანაწილეს შესაბამისად.
დილაადრიან, ცვარიან მწვადს, რა სჯობს?
ჩამოვჯექით ეზოში და დავიწყეთ მწვადაობა.
სამი ჭიქა ორნახადი რომ ვდრუზე, მივხვდი რომ საღამომდე ვერ მივაღწევდი, თუ დროულად ღვინოზე არ გადავიდოდი.
დანარჩენები ჭაჭას ურახუნებდნენ.

კერძოდ კახეთში, ერთი კაი ჩვევა აქვთ, ღორის დაკვლისას, საღამოს, როცა ხალხი იკრიბება ყაურმაზე, თავის მწვადებიან-ხაშლამიან სუფრაზე, ხინკალის გაკეთებაც იციან.
ქართლში გავიზარდე და ჩვენთან მაგ დროს ხინკალს არ აკეთებდნენ.
ვუყურებ ამ ხალხს, რომლებიც "დროულად" მოვიდნენ ოჯახში და მიეძალნენ მწვადსა, ვჰკითხე ჩემს თავსა:
-ავყვე ახლა ამათ არყის სმაში?
-მეორე მემ მიპასუხა, არ მიჰქაროვო.
გავერიდე შექმნილ სიტუაციას.

ბიძინამ შემატყო მოწყენილობა და მეუბნება:
-წამო ჯიგარო კაი რამე უნდა გაჩვენოვო.
დილაადრიან არაყის გამოხდა დაუწყია, "ზავოდი" ჰქონდა გაკეთებული, გარბოდა ხოლმე ცეცხლის შესაკეთებლად და იმიტომაც გვტოვებდა წამიერად.
მის სახელს ზედმეტსახელის გარეშე იმიტომ ვწერ, რომ შარშან წავიდა ის კაცი.
აღარ არის.
ისე, ყველამ იცით, რომ საქართველოში თავის საკუთარი სახელით, ანუ რაც პასპორტში უწერია, მხოლოდ 3%-ს მიმართავენ.
შერქმეული სახელები გვაქვს ბევრს.
გადავედი ბიძინას ეზოზე და კაი ცხელი საიაც გეახელით ალუმინის "კრუშკით".
ესენი კიდევ ერთმანეთს დახოცვას უპირებენ, მიადგნენ ორნახად ჭაჭას და თავებს არა სზოგამენ.
შუა დღეა.
დარეტიანებული დადის ყველა, ორის გარდა.
მე და პაპა ეზოზე ვართ და ვსაუბრობთ.
პაპა ნერვიულობს:
-რაღა ვქნა კაცო, საღამოს ხალხი მოვა, ოჯახიდან სათამადე კაცი არა მყავს, 80 წლის კაცი, მე ხო ვერ ვიქნები თამადაო.
-სანდრო პაპა, მაიტა ჩამაბარე ეგ თანამდებობა და ჩემზე იყვეს დანარჩენი.
-შაძლეებ?
-მაიყვა და ნახამ.
ჰოო, ეს არ დამავიწყდეს.
დავითა ოთხჯერ გადმოიღეს "სეტკებიდან", სარეცხივით იყო გადაფენილი მეზობლის ღობეზე, დანარჩენები კიდე მოწამლული თაგვებივით დადიოდნენ, ან ჭაჭა ნაჭამი ჭუკებიც წავა მათთან შესადარებლად. LOOOL
სხვებს გაგუდულებს ეძინათ.
საღამოს დაახლოებით 40 სტუმარი ეწვია ოჯახს.
ძირითადად ნათესავები და ახლო მეზობლები.
წარუდგინა სანდრო პაპამ ჩემი თავი დამსწრე საზოგადოებას, თუ ვინ ვიყავი და ერთდროულად, იმავე ჭიქაში, თამადობაც მომილოცა და ამკიდა ძიენ დიდი პასუხისმგებლობა.
მივყევი და მოვიშველე ის დიდი გამოცდილება, რომელიც მამაჩემისგან და ჩემი პაპისგან ვიცოდი.
აეწყო სუფრა.
კიდევ ერთი, კახელებმა ყველა სადღეგრძელოს შემდეგ სიმღერა იციან.
მართლა კარგად მღეროდნენ.
კარგი დრო ვატარეთ, გოგოებმა დაუკრეს გიტარა-პიანინოზე, ყველა ვაცეკვე და მხიარული ამბებიც არ დავაკელი..
გადიან ნელნელა და ერთი მეუბნება:
-შენდა თავად, ვინც ხვალ ჩემ ეზოზე არ მოიდეს, დილის ექვს საათზე, იმი ასე და ისეო.
აქეთ სიდედრს ვეკითხები:
-ვინ არი ეს შავი კაცი და სადა მპატიჟებსთქო?
-ეგა ჩემი ბიძაშვილია, ხვალ ღორის დაკვლაზე გეძახისო.
-ან კონვერტში ჩაედო მოწვევა, ან კიდევ "ტელეგრამა" გამოეგზავნა, რატომ შეწუხდა, ასე რად გაისარჯათქო.
დილით, დაგინებულ დროს თამაზასთან ვიყავი.
მერე, იგივე განმეორდა საღამოს დაშლა-არმოშლისა რო ვსთქვით, ერთმა მაგათმა ბიძაშვილმა კიდე დამითქვა შეხვედრა, თავის დაგინებიანად.
ოთხი დღე ვკლავდით ღორებს და მერე დაგინება მიდიოდა, მეორე დილისთვის.
ყველა სუფრაზე მე მნიშნავდნენ თამადად.
გამთენიისას ძილში ჩამესმის:
-ადე კაცო გაიღვიძე, წავიყვანოთ ე ბიჭი, თორე საჯიშე ღორი და ფრინველი აღარ დატოვეს ჩემებმაო.
სიდედრი აღვიძებდა სიმამრს. LOOOL
ე.ი. წუწურაქი სიდედრი მყაამს. LOOOL

პ.ს. ეს არ დამავიწყდეს.
4 ღამე გავათენეთ და ცალკე საძინებელი გამოგვიყვეს ახალყოილნს/ხევსურული სიტყვაა ახალყოილი, ახალ დაქორწინებულს ნიშნავს/
-გინდა თუ არა მომეფერეო, ამიტყდა და აღარ მასვენებს.
-გოგოოო, შეხედე როგორ გვიყურებს ისა?
-ვინა ბიჭო?
-აიხედე ზევით, რანაირი თვალებით იყურება.
-მერეა და ორივე ცელქი და მოუსვენარი ბავშვები ვართ, იმის დროს ჩამოვარდება ეგა და თავში დაგვეცემა.
ყველა ოთახში სტალინის გადიდებული სურათები ეკიდათ.
მაინცა და მაინც იმ საძინებელში ის სურათი იყო "რასტრელიაც ნახუი" რომ ჰქვია.
-ამას ახლა ჩამოვხსნი, წავიღებ ოთახის კუთხეში, შევატრიალებ, მივაყუდებ და დილით ისევ დავკიდებ.
-იცოდე სხვანაირად ვერაფერს შევძლებ.
-დაკიდება არ დაგავიწყდეს, პაპას ეწყინებაო.
-რას ამბობ გოგო, ისეთი დაკიდება ვიცი რო........... lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: SabArch 24 Oct 2021, 00:28
ეპიკური თემაა იმენნა. smile.gif

ბატონო ელჩო, ვლოგები რო გააკეთოთ იუთუბზე და ვერბალურად მოგვიყვეთ ეგ ისტორიები არ გინდათ? მაგხელა ტექსტის წამკითხავი აქ 1-2 კაცი თუ იქნება მარტო. smile.gif

Posted by: punisher 11 24 Oct 2021, 00:51
QUOTE (SabArch @ 24 Oct 2021, 00:28 )
ეპიკური თემაა იმენნა. smile.gif

ბატონო ელჩო, ვლოგები რო გააკეთოთ იუთუბზე და ვერბალურად მოგვიყვეთ ეგ ისტორიები არ გინდათ? მაგხელა ტექსტის წამკითხავი აქ 1-2 კაცი თუ იქნება მარტო. smile.gif

მე ბოლომდე წავიკითხე, სულ ილია ჭავჭავაძის "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილივით " წავიდა წაკითხული)))

Posted by: elchi 24 Oct 2021, 01:44
SabArch

მაქვს YOUTUBE-ზე ჩემი არხი, თვითონ გამიხსნეს.
მე არ მომითხოვია.
ეტყობა ჩემი დადებული ვიდეოების რაოდენობამ რაღაც მაგათ დაწესებულ ზღვარს გადააჭარბა და ბლოგი გამიკეთეს.

ასზე მეტი ვიდეო მაქვს დადებული.
ასეთ რამეს გეტყვით.
ჯერ ვწერდი და არ სჯეროდათ, მერე სურათების გადაღება დავიწყე და გამოქვეყნება, ეგ ფოტოშოფიაო, ავიღე და ვიდეოები დავდე და დავამუნჯე ყველა "ურწმუნო თომა".
საქმე რაშია?
პირველი ვიდეო როცა დავდე 30-მა დამიწერა რომ უმაგრესია.
ამ დროს თავისუფლად შემიძლია ვნახო რამდენს აქვს ნანახი ის ვიდეო.
სამი ნახვა იყო და სამივე ჩემი.
ამიტომ აზრი არა აქვს ჩემს "ყბედობას" მეგობარო.
აქ კიდევ ვისაც უნდა წაიკითხავს, ვისაც არა და "გადართოს სხვა არხზე".
მდიდარი ფორუმი გვაქვს, აქ ბევრი ინფოს მოპოვება შეიძლება.

პ.ს. ამის წაკითხვას შტერული სერიალების და პორნოგრაფიის ყურება ურჩევნია ბევრს.

Posted by: MasterJC 24 Oct 2021, 02:35
QUOTE
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, 200კგ-ზე მეტი წონის ღორი რას იზამდა დანადარტყმული, როცა ხელს არავინ უშლის მოძრაობაში

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: elchi 24 Oct 2021, 04:15
MasterJC

ბევრისთვის მიმიყენების სასიკვდილო ჭრილობა და ყველა უსაფრთხოდ დამთავრდა.
აი კახეთში კიდევ დავითმა ხათაბალაში გამხვია.

მერეა და კახელებმა სიძის გასინჯვა სხვანაირადაც იციან.
კერძოდ სასმელში.
ის ღორის ამბავი ფრიადზე ჩავაბარე.
ეგენი ქვევრის რქაწითელს დიდი ჭიქებით არ დალევენ, შენ დაგიდგავენ დიდ ჭიქას!!! old.gif
აინტერესებთ როგორი სიმთვრალე გაქვს.
არ ვაღირსე მაგას. lol.gif
ისინი გაჰქონდათ სუფრიდან ცოლებს. lol.gif
კაი "ნავარჯიშები" გახლდი, დაბადების დღეებში, ნათლობებში და ქორწილებში მითამადია და სახლში ჩემი "ხოდით" მივსულვარ.
მთვრალი არასოდეს არავის არ ვუნახივარ.
ყველანაირად შემამოწმეს, ფეხმძიმე გოგო ჩავუყვანე, ღორები დავუხოცე და მერე ყველა ვამხიარულე რამოდენიმეჯერ.
ჯარის ამბებს ვუყვებოდი.LOOOL
კიდევ უნდა ჩამოხვიდეო.
არა ხაარ მიუღებელი სიძე, ჩვენიანი ყოფილხარო. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: badrijan 26 Oct 2021, 11:12
QUOTE (lovelock @ 11 Aug 2021, 14:34 )
ერთი იუზერია ამ განყში პოსტავს. საინტერესეო  და სასაცილო თავგადასავლები აქვს.

ამ თემაში შევკრიბოთ ვის რა გახსოვთ რომ მოუყოლია და მერე იქნებ კრებულად გამოვცეთ old.gif


https://forum.ge/?showuser=72294



GEORGE FROM GEORGIA
https://forum.ge/?showtopic=35186568&view=findpost&p=57390797

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ქალიშვილი გიორგი
https://forum.ge/?showtopic=35195495&view=findpost&p=57676481
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


საკერავი მანქანა
https://forum.ge/?showtopic=35203930&view=findpost&p=58232309

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ნათურა პირში
https://forum.ge/?showtopic=35203930&view=findpost&p=58227576
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



ჯარის ამბები საძინებელში
https://forum.ge/?showtopic=35181881&view=findpost&p=57255190
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


დაჯე გოგო
https://forum.ge/?showtopic=35129389&f=&st=60&#entry55680228
[spoiler]ასეთი რამ გადამხდა.
ჩემი მეუღლის სტუდენტი იყო, სადოქტოროს აკეთებდა, ეხმარებოდა ჩემი მეუღლე, ისიც ჩვენს ბავშვებს ამეცადინებდა საფასურის გარეშე.
ხშირი მისვლა-მოსვლა გვქონდა.
თავიდანვე როგორც ქალისთვის არ შემიხედია, ვთვლიდი ოჯახის მეგობრად.
ქმარი სხვა შტატში ცხოვრობდა, ეს კიდევ მარტო იყო, წელიწადში 2-3-ჯერ თუ ნახავდნენ ერთმანეთს.
ჯერ ერთი სულ აჯაჯული დადიოდა, სპორტული ტანსაცმელი და რამე, კაბაში ეგ მე არ მინახია, არადა შოლტივით გოგო იყო.
მოკლედ ვმეგობრობდით, ბევრჯერ ჩვენთანაც დარჩენილა ღამით, სვამდა ხარივით, მე რომ ვინმე დალევით გამაკვირვებს, კაცივით ურახუნებდა.
ერთხელაც მირეკავს და სინათლე გავაკეთებუნე ხელოსანს და აღარ მუშაობს, ინჟინერი ხარ და იქნებ დამეხმაროვო.
პრობლემა არ არის, საღამოს მოვალთქო.
მივედი და გამჭვირვალე ხალათი აცვია, ყველაფერი უჩანს, შევხედე და ეგეთ რამეებს ქალი ვერ გამომაპარებს.
მაჩვენე რა არის გაფუჭებულითქო, უცებ გავაკეთე.
ლუდს ხომ არ დალევო?
რატომაც არა.
იცი სადაც არის მაცივარი, მიდი და აიღეო.
მაცივრებზე ბევრს გაკრული აქვთ ათასი ხარახურა, მივედი და კარებზე დიდი პლაკატია გაკრული, რომელზეც ეს ქალბატონია სრულიად შიშველი.
აუ მეთქი, რა ლამაზი ყოფილა.
შემოვედი ოთახში და რატომ გაცვია ასე და ის სურათი რატომ გააკარი კარებზეთქო.

ძალიან თავკერძა იუზერია.
და სამ წინადადებაში მოსაყოლს სამი

Posted by: elchi 26 Oct 2021, 15:21
badrijan
თქვენი სახელი არ ვიცი.
სხვა გზა არ მაქვს, რაც დაირქვით, ისე უნდა მოგმართოთ.
-პატივცემულო ბადრიჯანო, ეს ბადრიჟანი გუშინ საღამოს დავთალე და მარილ წყალში მაქვს ჩადებული, ახლა ჩემთან დილის 4 საათია, ხუთი დაწყებულა, გაწურვას და შეწვას ვუპირებ, ზოგს გავყინავ პორციებად.
-შეგიძლიათ გასაგებ ენაზე დაწეროთ, რა იგულისხმება თქვენს პოსტში?
ვერაფერი ვერ გავიგე და ამიტომ გეკითხებით.
დავიწყებ აბა გაწურვას, მერე შევწვავ ბადრიჯანს.
ორნაირად გავაკეთებ.
შედეგებს თქვენი პასუხის შემდეგ მოგახსენებთ, ვთქვი რომ პორციებსაც გავყინავ და მერე ნელნელა მოგართმევთ მეთქი.

user posted image

Posted by: badrijan 26 Oct 2021, 17:24
QUOTE (elchi @ 26 Oct 2021, 15:21 )
badrijan
თქვენი სახელი არ ვიცი.
სხვა გზა არ მაქვს, რაც დაირქვით, ისე უნდა მოგმართოთ.
-პატივცემულო ბადრიჯანო, ეს ბადრიჟანი გუშინ საღამოს დავთალე და მარილ წყალში მაქვს ჩადებული, ახლა ჩემთან დილის 4 საათია, ხუთი დაწყებულა, გაწურვას და შეწვას ვუპირებ, ზოგს გავყინავ პორციებად.
-შეგიძლიათ გასაგებ ენაზე დაწეროთ, რა იგულისხმება თქვენს პოსტში?
ვერაფერი ვერ გავიგე და ამიტომ გეკითხებით.
დავიწყებ აბა გაწურვას, მერე შევწვავ ბადრიჯანს.
ორნაირად გავაკეთებ.
შედეგებს თქვენი პასუხის შემდეგ მოგახსენებთ, ვთქვი რომ პორციებსაც გავყინავ და მერე ნელნელა მოგართმევთ მეთქი.

user posted image

სისტემური ხარვეზი იყო სამწუხაროდ ვეღარ მოვაერხე დაედითება.

იმასა ვსწრეამდი რომა:
ძალიან თავკერძა იუზერიათქო. თქვენ ყველა პოსტში ამპარტავნება იკითხება. თავმდაბლობა კი ამშვენებს ადამიანს.
და სამ წინადადებაში მოსაყოლს სამი კილომეტრის სიგრძის პოსტებს უთმობსთქო.



Posted by: elchi 26 Oct 2021, 19:25
badrijan

კარგი პატივცემულო ბადრიჯანო, გავითვალისწინებ თქვენს რჩევას.
შევწვი უკვე ეგ ბადრიჯანი და ნაწილი გავყინე.
მოგაწვდით ხოლმე.
ამპარტავნობა და მე ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგას ნუ დამაბრალებთ.
თქვენ წარმოიდგინეთ და ძალიან თავმდაბალი ადამიანი გახლავართ.
ყველაფერს არ ვამბობ ჩემს შესახებ.

Posted by: shaknike 26 Oct 2021, 21:45
elchi
ნიკნეიმი ელჩი საიდან მოდის?

"ემიგრანტი თავისი ქვეყნის ელჩია" ეგ თემაა?

QUOTE
დაბადების დღეებში, ნათლობებში და ქორწილებში მითამადია

ილია ll სადღეგძელოს თუ სვამ?
არაა პროვოკაციული შეკითხვა. მაინტერესებს ისე

Posted by: elchi 26 Oct 2021, 21:59
QUOTE (shaknike @ 26 Oct 2021, 21:45 )
elchi
ნიკნეიმი ელჩი საიდან მოდის?

"ემიგრანტი თავისი ქვეყნის ელჩია" ეგ თემაა?

QUOTE
დაბადების დღეებში, ნათლობებში და ქორწილებში მითამადია

ილია ll სადღეგძელოს თუ სვამ?
არაა პროვოკაციული შეკითხვა. მაინტერესებს ისე

ჩემი წინაპრები ელჩები-დესპანები იყვნენ, ანუ დიპლომატები.
ჩვენი ქვეყნის საქმეებს სხვა ქვეყნების ხელმწიფეებთან აგვარებდნენ, თავადებზე მეტი უფლებები გვქონდა მეფეების კარზე.
ჩემი გვარის პირველი ოთხი ბგერა მაქვს აღებული ნიკად, მართლა ელჩი ვარ, ნამდვილი და მუდმივი ელჩი.
მეფისგან ნაბოძები გვარია.
სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი ერის წარმომადგენელი ვარ ყველგან.

ილია მეორეს სადღეგრძელო არასოდეს დამილევია, ისე ყველა მოხუცს დღეგრძელობას ვუსურვებ, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე გაუკეთებია.

Posted by: shaknike 26 Oct 2021, 22:14
elchi
up.gif
მადლობა

გაიხარე

Posted by: badrijan 26 Oct 2021, 23:09
QUOTE (elchi @ 26 Oct 2021, 21:59 )
QUOTE (shaknike @ 26 Oct 2021, 21:45 )
elchi
ნიკნეიმი ელჩი საიდან მოდის?

"ემიგრანტი თავისი ქვეყნის ელჩია" ეგ თემაა?

QUOTE
დაბადების დღეებში, ნათლობებში და ქორწილებში მითამადია

ილია ll სადღეგძელოს თუ სვამ?
არაა პროვოკაციული შეკითხვა. მაინტერესებს ისე

ჩემი წინაპრები ელჩები-დესპანები იყვნენ, ანუ დიპლომატები.
ჩვენი ქვეყნის საქმეებს სხვა ქვეყნების ხელმწიფეებთან აგვარებდნენ, თავადებზე მეტი უფლებები გვქონდა მეფეების კარზე.
ჩემი გვარის პირველი ოთხი ბგერა მაქვს აღებული ნიკად, მართლა ელჩი ვარ, ნამდვილი და მუდმივი ელჩი.
მეფისგან ნაბოძები გვარია.
სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი ერის წარმომადგენელი ვარ ყველგან.

ილია მეორეს სადღეგრძელო არასოდეს დამილევია, ისე ყველა მოხუცს დღეგრძელობას ვუსურვებ, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე გაუკეთებია.

ელჩიძე ხარ ბრად??
smile.gif
......
.

Posted by: K0lin 26 Oct 2021, 23:29
elchi ვკითხულობ თქვენს პოსტებს და მიხარიხართ ასეთი კარგები რომხართ smile.gif
2kiss.gif სულ წინსვლა yes.gif 2kiss.gif
-------------------

Posted by: elchi 27 Oct 2021, 07:52
badrijan
აბა რა მიმართვაა ახლა ეს?
"გხედავთ" ვინც ხართ ბატონო ბადრიჯანო, გააგრძელეთ პოსტვა პოლიტ-განყში.
ეგეთი ქართული გვარი არ არსებობს, მე უფრო ლამაზი და შინაარსიანი გვარი მაქვს.
თქვენგან განსხვავებით ბადრიჯანა არა ვარ, ელჩი ვარ, ჩემი ქვეყნის შვილი, რომელსაც ვალდებულება მაქვს აღებული გავაცნო ყველა ადამიანს ჩემი ხალხი, იმათ ვისთანაც ურთიერთობა მაქვს.
ჰხედავთ განსხვავებას ბადრიჯანსა და ელჩს შორის?
აქვე გეტყვით, ერთი ბებო გამსახურდიების ქალი მყავდა და მეორე მამაცაშვილებისა.
მაგათი გაზრდილი ვარ.
თქვენ რა წარმომავლობა გაქვთ?
აგერ კაცი რას მიწერს თქვენს შემდეგ?
K0lin

ვამბობ პროფესიონალი მეთევზე-მონადირე ვარ და სხვანაირად ვხედავ სამყაროსთქო და არ სჯერავთ.
ეს ასე მყავს დაჭერილი კუდით, ამას შევჭამ./მეტა-ალეგორია./
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის.
გამრავლდი და გაიხარე.
user posted image
* * *
გითხარით რომ განვსხვავდებით ბევრისგან.

ეს ჩემი ქუთათური ძმის დაწერილი გახლავთ.
+18.

არ გასულა დიდი დრო და მამაჩემმა და ბიძაჩემებმა ჩემს თვალწინ ერთი ზურგჩანთა მწყერები დაფერთხეს მაგიდაზე,არც მახსოვს მანამდე მწყერი თუ მყავდა ნანახი,მაგრამ ახლა ნამდვილად ვიცი რომ მწყერის ბუმბულიან ლეიბზე და ბალიშზე ვარ გაზრდილი(ახლა დემეტრე იზრდება იმ საწოლზე).
ხოდა მოვითხოვე კაცურად მეც მინდა ნადირობათქო.
ამ დროს 5 წლის ვიყავი,წამათრიეს !
ხოდა აფრენილი მწყერი რომ დავინახე ეგრევე უკან დაბრუნდნენ,მანქანაში ჩამსვეს და სახლში წამოვედით.
მის მერე ვნატრულობდი კიდევ მენახა აფრენილი მწყერი.
ამ ნატვრებში ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში,მამაჩემმა რომელმაც დამპირდა მწყერზე განადირებ მალეო, მალევე გარდაიცვალა, მაგრამ მე არ დამვიწყებია ის დაპირება და სხვაში ვეძებდი ჩემი მამის დანაპირები ნადირობის ასრულებას.
ეს ოცნება 5-6 წლის შემდეგ ჩემმა ბიძამ (მამის ძმამ )ამისრულა. რომელმაც ამ ხნის მანძილზე პირველად აიღო თოფი ხელში და მე მამაჩემის თოფი მომაწოდა, წამო ბიძი გავინადიროთ ცოტაო.
წავედით, ძაღლი (კურცჰაარი დიანა,მამაჩემის გაზრდილი)ნაბულზეა, მივხვდი და მივირბინე, ბიძა მეძახის არ იჩქაროო!
აფრინდა,ავიდგი,ვესროლე და ჩამოვარდა! ვიკივლე:მოვარტყი ბიძია მოვარტყიოთქო! ძაღლს მივასწარი მაგრამ 2 ბარკალი და ფრთებიღა შემრჩა ხელში.
ბიძაჩემმა თავში წამომარტყა,ხო გითხარი შე ბოთე არ იჩქაროო?! 5-6 მეტრში ვესროლე,მწყერი გავაფუჭე მარა იმაზე ლამაზად მის მერე მწყერი არ ჩამომიგდია.

ასაკთან ერთად ნანადირევის რიცხვიც მემატებოდა ,სანადირო ობიექტების რიცხვიც იზრდებოდა მაგრამ პირველი ახალი სახეობა ისე მხიბლავდა რომ მეგონა ამის მეტს არაფერს ვესვრითქო. :prais:

ასე მეგონა სანამ მაღალ მთას არ ვეზიარე. მდევრების ყეფას,მოლოდინს,მოახლოებულ ხმას აყოლილი გულის ფართხალი,ყოველ გაფაჩუნებაზე შეკრთომა და შეხტომა! თავის ტრიალი 360 გრადუსით! wink.gif ტოტების ტკაცუნის გაგონება ! შქერებში შრიალის შლიგინის დაფიქსირება! ხედავ შენსკენ შენზე დიდი შენგან განსხვავებული რაღაც საშინელება მორბის! ესაა? უი ჟურნალში და ტელევიზორში რომაა ისაა? ისეთია? არა უფრო ძლიერია და დაუნდობელი! ხოდა იღებ ამ დროს გადაწყვეტრილებას,მე აქ ამ საქმეზე ვარ და ბახ! ხედავ ეცემა ! ამაყი ხდები ,ხტუნავ გიხარია და სულ ვერ ამჩნევ ამ დროს რომ იზრდები და დაუნდობელი მკვლელი ხდები. აუფ ეს რა წამომცდა კაცო! მონადირე უნდა მეთქვა! wink.gif რამდენი მინდა კიდევ გითხრათ ბიჭებო, მარა ისე ჩავიძირე ამ თემაში რომ მაინც ბევრი დავწერე.

მე არ ვიცი რომელია ჩემი საყვარელი სანადირო ობიექტი, ალბათ ის ყველა რაც მოვინადირე და ვნანობ რომ ასეთი სილამაზე ბუნებას გამოვაცალე.

მარა, თქვენ ხომ გჯერათ რომ რაც არ უნდა ვინანო ნადირობას ვერ შევეშვები?! :e025:wink.gif


Posted by: anona 27 Oct 2021, 11:48
პირველი ისტორია(თევზაობა) წავიკიტხე და უკვე შემიყვარდა elchi love.gif

ნამდვილი ვაჟკაცი, სიკეთის რაინდი ! yes.gif

ისევ ქართველი თორემ ამერიკელი და სხვა რომ სხვისთვის თავს არ გაწირავს კი ვიცი user.gif

დანარჩენსაც წავიკიტხავ ნელ ნელა

მადლობა ავტორს რომ ასეთ ადამიანს გვაცნობს 2kiss.gif

Posted by: elchi 8 Nov 2021, 13:30
თან ვიდეოებსაც მოგაწვდით, ცოტას აქაურობასაც გაჩვენებთ.




Posted by: sham 8 Nov 2021, 19:04
elchi

მერაბა გჭირდეაბა, დვალიშვილი ... down1.gif up.gif

Posted by: elchi 8 Nov 2021, 23:02
QUOTE (sham @ 8 Nov 2021, 19:04 )
elchi

მერაბა გჭირდეაბა, დვალიშვილი ...  down1.gif  up.gif

შემახსენე რომელია.
შენ კი იცი ყველა ჩიტირეკია მიცნობს.
ვიცი შენი იუმორი, ეგ ალბათ "ჩიტირეკიების ზეპროფესიონალების" კატეგორიიდან უნდა იყვეს. lol.gif

მაიტა ამასაც გაჩვენებთ, რადგან თევზაობა დავიწყეთ, ესეც იყვეს აქ. lol.gif

ეს ქალი საიდან გადამეკიდა?
ექვსი ორაგული გამიქცია.
რას ნიშნავს ქართლელი რომ ვარ, წყნარი, დინჯი და მომთმენი ხალხი ვართ ჩვენ.
ლიკა იღებს ვიდეოს.
-უთხარი რამე, თორემ შევალ ახლა წყალში და დავაყვინთინებ სამუდამოდ. lol.gif

https://www.youtube.com/watch?v=cV_HpB7RUY4&list=FLGC69WIPc581M-rvXbc5y2Q&index=83


პ.ს. აურია ფორუმმა, დააკლიკეთ ლინკზე და ვიდეო გაიხსნება.


Posted by: sham 9 Nov 2021, 16:09
elchi
QUOTE
შემახსენე რომელია.

user posted image

Posted by: Frankens†ein 9 Nov 2021, 16:52
elchi
QUOTE
შემახსენე რომელია

https://www.ufc.com/athlete/merab-dvalishvili

ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ტიპი ამერიკაში, საქართველოს ელჩი smile.gif


Posted by: DORO 9 Nov 2021, 18:55
QUOTE
ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ტიპი ამერიკაში, საქართველოს ელჩი


ეს სელებრითი ელჩია.
თავის წრეში ცნობილი სპორტსმენი და ა,შ.

ჩვენი იუზერი ელჩი კი ლოკალური ადგილობრივი მნიშვნელობისაა .უბრალოდ თავისას ისწორებს ,ერთობა ,დრო გაჰყავს ..
არც ახალი ტრანსპორტი აინტერესებს არც უკეთესი სახლი.ყოველშემთხვევაში არ ჩანს ეს თემები.
ვისაც აინტერესებს წაიკითხავს .ვისაც არა --გაატარებს.
მე არც მომწონს და არც არ მომწონს.ნეიტრალით ვეკიდები ამ იუზერის "შემოქმედებას" .

Posted by: <casablanca> 9 Nov 2021, 20:32
მაცივარზე დროშა , კარზე - სამება .
რა უცნაური ხარ საქართველოვ , შორიდან ასე ტკბილი და ახლოდან აუტანელი givi.gif

Posted by: elchi 10 Nov 2021, 17:24
ყველას ერთად გიპასუხებთ, რატომ ვწერ ამ ყველაფერს.
მანდ ვისაც ველაპარაკები, ყველას ქვეყნის დატოვება უნდა.
დღეს ბოლო ვადა იყო.
27 ადამიანს შევუვსე აპლიკაცია მწვანე ბარათის ლატარეა რომ მოიგონ.
მიყვარს ჩემი ხალხი.
კარგი, მე "ძლიერი" ვარ, მარტო კაცმა ყველა სურვილი ავისრულე, საკუთარ თავს ბევრჯერ დავუმტკიცე რომ შეუძლებელი არაფერი არ არსებობს.
კერძო სახლკარი მაქვს და ძვირფასი ავტომობილებიც.
გული მწყდება იმაზე რომ მასიურად ხდება ქართველების გაფანტვა სხვადასხვა ქვეყნებში, სახლში აღარ დაედგომება ხალხს.
მე 2000-სში ავახვიე მაგ საგიჟეთიდან.
წამოვიყვანე მეუღლე და შვილები, არავინ არ მელოდებოდა აქ.
დავუდექით ცოლ-ქმარი ერთმანეთს გვერდში და "მივაბულდოზერეთ" აქაურობა.
ბავშვებს უმაღლესი განათლება, ორივეს დოქტორის წოდება აქვთ, მეუღლემ საერთოდ გარეკა ბოლომდე, მე კიდევ რასაც მინდა იმას ვაკეთებ, გაშტერებულს ვტოვებ ხალხს.
შემეკითხნენ ამავე თემაში, რამდენი გაქვს ხელფასიო.
ჯერ რა შეკითხვააა???
ბჯოოოო, ამათ მე ვუხდი ხელფასს და ჩემზე მუშაობენ!!!!

კარგით ერთ ამბავს კიდევ მოგიყვებით თევზაობაზე და მერე დათვებზე გადავალ. lol.gif

Posted by: doxaburi 10 Nov 2021, 21:34
elchi
მეც მაქვს შევსებული აპლიკაცია. იქნებ თხა იყოს, ტყუპი მაიგოს user.gif biggrin.gif

Posted by: ჯარჯი 11 Nov 2021, 01:41
არ Შევავსებ არასდროს გრინკარტას მაგრამ ბიᲫაᲨვილი მᲗხოვს ესტონეᲗᲨი წამოდი მᲭირდები ჰაერივიᲗო და წავალ ალბაᲗ ისე უფრო გერმანია მინდა მაგრამ არაფერი Ჩანს ნორმალური.
სამუდამოდ მაინც აქ ვიცხოვრებ Ჩოხატაურამდე რომ Ჩავა კაი გზა სააᲗნახევარᲨი Ჩავალ ხომე 200იᲗ და საᲦამოᲗი Თუ დამეზარა წამოსვლა დავრᲩები ხოლმე smile.gif

Posted by: elchi 11 Nov 2021, 12:49
ეს ამბავი რომ არ მოგიყვეთ, შანსი არაა, რამდენი გამახსენდება, სიცილით ვიგუდები.იცით უკვე რაც მჭირს, ვითიშები მთლიანად როცა ვთევზაობ, ანუ სხვა სამყაროში მივდივარ.
სეზონის გახსნიდან რამოდენიმე დღე იყო გასული, ვდგევარ ჩემთვის და ჩემს ჭიას ვახარებ.
კაციშვილის ჭაჭანება არ არის ტბაზე, რადგან თავსხმა წვიმაა და მხოლოდ ჩემნაირი დარეხვილი თუ დადგება კალმახის დასაჭერად.
ტყლაპოა ყველგან, თან ცივა და ფეხი ცურავს ისე, ფიგურულ სრიალში ყველა მსოფლიო ჩემპიონს აჯობებ.
ვაარ ჩემთვის.
გავიხედოთ და მასტი შემოდის თეთრი ბოტასებით, ხელში უკავია გრძელი ცელოფანის პარკი, რომელზეც იმ მაღაზიის კოორდინატებია გამოსახული, სადაც შესვლისას დასანახად ვერ მიტანენ, რადგან ყველა შესვლაზე მილიონი შეკითხვით შევდივარ, თან კომუფლირებული ოც ლიტრიანი "ვედრა" უჭირავს.
ნუ საინტერესო რამე რომ უნდა მოხდეს ეგ უკვე მივხვდი.
ცარიელია იქაურობა.
მოვიდა და გვერდში დამიდგა.
მეკითხება, როგორია თევზის აქტიურობაო, თან ისე გადმომხედა, ახლა გაჩვენებ შენ როგორ უნდა თევზის დაჭერაო.
რა უნდა უპასუხო ეგეთს?
როგორც ყოველთვის ყრუ-მუნჯის როლი სრულყოფილად შევასრულე.
არადა მაინტერესებს რა აქვს იმ ცელოფანში.
გადმოატრიალა "ვედრო", დააჯდა ზედ და თოფრაკი რომ გახსნა, მერე დაიწყო სანახაობა.
უყიდია 7-8 დოლარიანი ჩინური აღჭურვილობა, ჰოდა იმ პაკეტში, ყველანაირი გამოუსადეგარი ხარახურა ალაგია.
აპირებს წყალთან ახლოს ჩასვლას პლასტმასის სპინინგით.
გაუცდა ფეხი და დაეშვა ამ მოლიპულ ფერდობზე ლიწინ-ლიწინით.
ტრაკი და ზურგი ხომ გაიტალახიანა.
ფეხები წყალში რომ შეჰყო, შიშმა იმძლავრა, გადმობრუნდა გულმკერდზე და ძაღლური "ცურვით" ამოვიდა ზემოთ.
ხმას არ ვიღებ, არადა ცოტა მაკლია, რომ არ დავიხრჩო.
ერთი სული მქონდა ხარხარი ამეტეხა.
იმ პატარა წყალში ნორმალური არ დაიხრჩობოდა, მაგრამ ეს ვიღაცა სპეციალური გამოშვება იყო.
არ ვიცი თარგმანი როგორ ზუსტად გადმოგცეთ, მაგრამ შევეცდები.
ხო ამოფორთხდა ზემოთ ტალახში ამოგანგლული და..........
ოოოოო მაი ლორდ, ვათ ვოზ დეთ?
ანუ რა ჭირი და ჯანდაბა დემემართაო.
თან თავისთვის აგრძელებს ლაპარაკს.
რიილი? აი დიდ ით? პერფექთ, ა ემ ა ჯინიოს.
ანუ გენიოსი ვარ და ბოლომდე მივაბუქსავეო.
სირიოსლი, აი ჰედ ა გრეით დეი, თქვა ბოლოს და გაეშვა.
სახესაც ვერ იწმინდავს, ჩურჩხელასავით არის ამოვლებული ტალახში.
როგორც იქნა დადგა ორივე ფეხზე, დაიწყო ალბატროსივით ხელების ქნევა, იქნებ ჭუჭყი გავიცილოო და გაგაზა გასასვლელისკენ ხელების ფართხუნით.
აბა, ეგეთ მომენტს როგორ გავუშვებდი ხელიდან?
-ოე ყანა, "ვედრო" გრჩება და პლასტმასის სპინინგი კიდოთქვა.
მოუმატა ფეხის ნაბიჯს და ბურდღუნით გასცილდა იქაურობას.

პ.ს. გავაჩერე, დავაბრუნე, დავსვი და ავუხსენი რომ ქედმაღლობა და უვიცობა მავნებელია.
თურმე თავისი მეგობარი გოგონას წამოყვანა უნდოდა და პირველად იყო სათევზაოდ.
იმ გოგონას თევზაობა "ნაყვარება ნამეტნავად".
უცებ შევასწავლე რა უნდა ექნა და ვასინჯინე, მივეცი ჩემი სპინინგი და მაშინვე აითვისა, ნიჭიერი გამოდგა.

Posted by: daviti35 11 Nov 2021, 17:14
საინტერესო ამბავია. კარგია თევზაობა მხოლოდ ერთხელ ვიყავი და ძალიან მომეწონა თუმცა პრინციპი ვერ გავიგე როგორ მივხვდე როდის მოება ანკესს თევზი. რამდენი ამოვწიე წყლიდან იმდენი თევზი ება 10-15 თევზი დავიჭირე არაგვზე თუმცა ყველა ძაან პატარები. ალბათ დიდი რომ მოებმევა ანკესს ადამიანი იგრძნობს ხელში. დრო რომ იქნება დიდ თევზებზე უნდა ვცადო. )
მცხეთასთან რომ ვხედავ ცუდ ამინდში წელამდე წყალში შესულ მეთევზეებს ცივ არაგვში მიკვირს მათი გამძლეობა თან ამბობენ ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია თევზაობის ესეთი პრაქტიკა გრიჟას და სხვა დაავადებებს აჩენსო.

Posted by: Frankens†ein 11 Nov 2021, 17:50
elchi
QUOTE
მანდ ვისაც ველაპარაკები, ყველას ქვეყნის დატოვება უნდა.

იმიტო რო საY-ევეთია...
წელს მეც შევავსე, პირველად.
უეჭველი ვიცი მოვიგებ, ბედი მაქვს ეგეთ რაღაცეებში...

ვიზა კი მაქვს და დავდივარ თავისუფლად და დარჩენა რო მომინდეს, დიდი ალბათობით იმაზე მალე ავიღებ მწვანე ბარათს, ვიდრე 2023-ის გათამაშებაა, მაგრამ ეგდოს მაინც...

უბრალოდ გაგონილი მქონდა ხალხი შევსებაში ფულს იხდისო, არადა გადავიღე სელფი, მოვჭერი მოთხოვნილ ზომებზე და 5 წუთზე ნაკლებ დროში შევავსე აპლიკაცია...
რაში ითხოვს ან იხდის ხალხი ფულს facepalm.gif

QUOTE
შემეკითხნენ ამავე თემაში, რამდენი გაქვს ხელფასიო.

ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ქართული შეკითხვა
QUOTE
მე 2000-სში ავახვიე მაგ საგიჟეთიდან.
წამოვიყვანე მეუღლე და შვილები, არავინ არ მელოდებოდა აქ.
დავუდექით ცოლ-ქმარი ერთმანეთს გვერდში და "მივაბულდოზერეთ" აქაურობა.
ბავშვებს უმაღლესი განათლება, ორივეს დოქტორის წოდება აქვთ, მეუღლემ საერთოდ გარეკა ბოლომდე, მე კიდევ რასაც მინდა იმას ვაკეთებ, გაშტერებულს ვტოვებ ხალხს.

ბევრს ვიცნობ, მაგრამ სამაგალითო ემიგრანტი ხარ up.gif

Posted by: გრიმი 11 Nov 2021, 20:35
elchi
მართლა კარგად წერ.
ერთი რამე მაინტერესებს, თუ ძაან პირადულად ჩათვლი, თუ გინდა ნუ მიპასუხებ.
შვილებმა, ქართული, ქართველივით, თუ იციან

Posted by: elchi 11 Nov 2021, 22:42
NinjaRacer

მოდი და არ გიპასუხებ, იმიტომ რომ ვერ გაიგებ.

გრიმი
კარგი შეკითხვა მომეცით, მადლობა.
ბევრ ფილოლოგზე უკეთესი ქართულით ლაპარაკობენ შვილები.
დედა ენა წამოვიღეთ როცა ეგენი წამოვიყვანეთ, უფროსი მანდ დადიოდა სკოლაში და ქართულის გარდა რუსულიც იცოდა.
უფროსი 8 წლის იყო, უმცროსი 4-ის.
კორიდორში დაფა მქონდა ჩამოკიდებული.
ყოველ დილით საძინებლებიდან რომ გამოვიდოდნენ, ხმამაღლა უნდა წაეკითხათ რასაც ვუწერდი და მერე თვითონ დაეწერათ.
სახლში უცხო სიტყვა თუ წამოსცდებოდა რომელიმეს, სასჯელი ასეთი იყო.
ერთი კვირა არავითარი პიცა, ნაყინი და მთლად მთავარი, ცურვაზე არ წავიყვანდი.
ერთმანეთს აფრთხილებდნენ რამე არ წამოგვცდესო.
სუფთა ქართულით ლაპარაკობს ორივე.
ასევე ბასტი-ბუბუს ყველა კონცერტის ვიდეო კასეტები და ქართული მულტფილმები მქონდა წამოღებული და იმას ვაყურებინებდი.
ასე გავზარდეთ შვილები.

ვხვდები რატომაც შემეკითხეთ.
ბევრი ოჯახი ვიცი, მათი შვილები მშობლიურ ენაზე არათუ ლაპარაკობენ, არ ესმით ქართული, მართლწერაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. facepalm.gif

Posted by: გრიმი 11 Nov 2021, 23:02
elchi
მადლობა თქვენ, მე ნაცნობები მყავს, ბათუმში ვერ ასწავლეს შვილს ქართული.
კარგი კაცი ხართ

Posted by: NinjaRacer 11 Nov 2021, 23:14
elchi
კარგი ნუ მიპასუხებ. არავინ გიკარგავს შენს მიღწევებს და კარგია, მაგრამ აქ ვინც ვართ და ვიტანთ თავს და არავისზე ნაკლებს არ ვაკეთებთ იმათ მოდი გოდ ბლეს ამერიკიდან ზემოდან ნუ გვიყურებთ.

მეეეჭვება ძალიან შენც გაგეგო ჩემი ნათქვამი აბა წარმატებები. ფრიად სახალისო თავგადასვლები გქონია.მიხარია გულწრფელად.

ახო მართლწერაზე. დისლექსია მაქვს. ვერ ვსწავლობ. ამიტომ არ მწყინს რაიმე შენიშვნები ამ კუთხით. მეტიც სულ ღლეზე მკიდია.

Posted by: elchi 12 Nov 2021, 02:30
NinjaRacer
კარგი, გეტყვი რატომაც წამოვედით.

არცერთს არაფერი არ გვაკლდა, ორივეს გვქონდა საკუთარი სახლი, აგარაკები და მე კიდევ მოზრდილი ნაკვეთები სოფლად.
სხვა გზა არ მქონდა.
რამოდენიმე ბიზნესი მქონდა და იარაღით ვიცავდი თითოეულს.
ვიხდიდი ყველა ოფიციალურ გადასახადს, მაგრამ არა რა, მოდიოდნენ წურბელები.
რაში მჭირდებოდა ჩემი მეუღლის ხელფასი?
ახლაც არ ვიცი რა შემოსავალი აქვს.
მე ამდენს ვშრომობდი, დილის ექვსზე გავდიოდი სახლიდან და საღამოს 11-ზე ვბრუნდებოდი საშინლად ნერვებ მოშლილი.
მეუღლე კიდევ სტატიებს წერდა, უგზავნიდნენ გრანტებს და მას კიდევ, მაგას ვინ სჩივის, წელიწადნახევარი ხელფასი არ ჰქონდა აღებული.
რა მექნა? დამეწყო ნაბოზვრების გაჟლეტვა?
ისე გავაკეთებდი რომ ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდებოდა, ვერ გაიგებდნენ, მაგრამ მერე საკუთარ თვალებს სარკეში ვეღარ შევხედავდი.
მე ხომ მეცოდინებოდა რომ მკვლელი ვარ.
ამიტომ დავტოვე ეგ საგიჟეთი და დავრჩი "სუფთა".
ღირსების ამბავი იყო, თორემ ფული არ მაკლდა.
ჩვენს ნაშრომს სხვა ითვისებდა!!!


მიხვდიიიი???

Posted by: NinjaRacer 12 Nov 2021, 08:40
elchi

ძნ მიხარია რო გააღწიე აქედან და წარმატებას მიაღწიე.

აა 90-ები მართლა საგიჟეთი იყო ეგ ყველამ ვიცით. ახლაც არაა ნაკლები. ოღონდ ახლა გარეთუ ქუჩაში ტრუპები არ ყრია და
ავტომატიანი ხალხი არ დარბის. მე პატარა ვიყავი მარა მახსოვს არცისე პატარა ვიყავი მომენტ. მამაჩემს ქონდა სულ რაღაც წარმოებები.

მამაჩემსაც და მეც მქონდა ოღონდ ჩემი არავინ იცოდა. გამოყლევდა მესაზღვრე ჯიბიდან პატარა ბარაბნიანი რო დავაძე და მამაჩემიც lol.gif ვიცი არ დამიჯერებ და გამოცდების მოწყობას დამიწყებ მარა დამიჯერე...
5 წლიდან საკუთარი მქონდა ყოველთვის) ერთი აეროპორტში წამართვეს) ბავშვი ვიყავი არ ვიცოდი რო რკინა არ შეიძლება.
ყველას ქონდა იმ დროს რთული გზა გავლილი. ზოგს მეტს ზოგს ნაკლები.

არ მოგიყვები მართლა ვერ გაიგებ ბევრ რამეს.

Posted by: Frankens†ein 12 Nov 2021, 16:04
QUOTE (UNEEK @ 12 Nov 2021, 15:44 )

elchi
QUOTE
ბევრი ოჯახი ვიცი, მათი შვილები მშობლიურ ენაზე არათუ ლაპარაკობენ, არ ესმით ქართული, მართლწერაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. facepalm.gif


რამდენი ემიგრანტი ოჯახი დააკნინე ახლა,

შენ არ გევასება ელჩი, რაღაცაზე იქნები გადაკიდებული, როგორც მე დამდევდი ხოლმე ადრე თემიდან თემაში და რო გკითხე რა გინდა მეთქი, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რო არ მევასებიო facepalm.gif


ადამიანმა არ უნდა დაივიწყოს თავისი ფესვები.
ან Y-ეზე უნდა დაიკიდოს საერთოდ, გაწყვიტოს კავშირი თავის სამშობლოსთან...

ჩემი შვილი შტატებში დაიბადა და იზრდება, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ იცოდეს ქართული, ყოველ წელს 1-2 თვით მაინც ჩამოგვყავს აქ, იქ ქართულსაც ვასწავლიდით დისტანციურად, პანდემიის დროს...

არის ემიგრანტების ორი კატეგორია:
პირველი ვისაც აქეთ გამოხედვა არ უნდა და იმან რო არ ასწავლოს შვილს ქართული, არანაირი პრობლემა არაა.
და მეორე, ვინც ინარჩუნებს თავის იდენტობას და სურს შვილსაც ქონდეს რაღაც კავშირი თავის ფესვებთან.



წელს სან ფრანცისკოში, ერთ-ერთ დღეს დოლორეს პარკში ვიჯექი და ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი საქართველოში მესენჯერით.
და ამ დროს გოგომ გამოიარა და ჩემი ლაპარაკი გაიგო და გახარებული მოვიდა და გადამეხვია, ქართველი ხარო.
24 წლის გოგო იყო, შტატებში დაბადებული და გაზრდილი, ლოს ანჯელესში ცხოვრობს და მსახიობია, რამდენიმე ფილმში და სერიალში აქვს ნათამაშები... მერე სოც. ქსელში დავმეგობრდით და ვნახე რო საკმაოდ წარმატებულია...
ანუ იქაურია რა... მაგრამ მაინც იცის ქართული...
საქართველოში ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი ცოტა ხნითო, დედამ ასწავლა ქართული...
ხო და ეგეთი ადამიანი იმსახურებს პატივისცემას, განსაკუთრებით დედა...

Posted by: elchi 19 Jan 2022, 01:16
პირველ საიყვარულში არ გამიმართლა.
დავინახე თუ არა ეგრევე შემიყვარდა.
იმანაც გამიღიმა და გვერდიგვერდ დავჯექით.
თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და ვუღიმოდით.
მორცხვი არ ვიყავი მაგრამ კოცნა მომერიდა, თავები მივადეთ ერთმანეთს.
საღამოს თავის ქექვა დავიწყე.
შემამოწმა თინათინ ბებომ და მომიკვდეს თავიო.
ამოიდო ჩემი თავი მუხლებს შუა და ის საზიზღრობა რომ არის, თმის ხელის საკრეჭი, იმითი თავი გადამხოტრა. ხვალ სკოლაში აღარ წახვალო.
ის გოგო ქერა და ცისფერთვალება იყო. /თავიდანვე "გართულება მქონდა ქერებზე და ცისფერთვალება გოგოებზე./LOOOL
თურმე რა მოხდა?!
იმ ბანტებიანმა გოგომ, თავები რომ მივადეთ ერთმანეთს, აუღია და ტილების დესანტი გადმოუსხია ჩემს თმებში.
დამღუპა რა. lol.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)