ამასწინათ მომაფიქრდა ესეთი რამე, შეიძლებოდა თუ არა რამენაირად ჩვეულებრივი RCA ვიდეოსიგნალის(სატელევიზიო სიგნალის, რომელიც ყვითელი წულპანით გამოდის DVD პლეიერიდან, ტელევიზორის რესივერიდან და ა.შ.) მიერთება კომპიუტერის VGA მონიტორზე. მოვძებნე ინტერნეტში და არსებობს თურმე, იყიდება RCA to VGA გადამყვანები რომელშიც შეუერთებ ერთი მხრიდან RCA სიგნალს და მეორე მხარეს მონიტორს, მაგრამ მე რადგანაც უფრო ინტერესის გულისთვის მაინტერესებს და არა მაინცადამაინც გამოყენების, ამიტომ დავფიქრდი თუ რას წარმოადგენს ეს გადამყვანი და სადღაც რუსულ ფორუმებზე წავიკითხე რომ საჭიროა სატელევიზიო RCA სიგნალი დაიშალოს RGB ფერების, კადრული და ვერტიკალური სინქრონიზაციის სიგნალებად და ეს სიგნალები მიეწოდოს მონიტორის VGA 15 კონტაქტიან შესასვლელს. ზოგი ასევე წერდა რომ ტელევიზორის ნაწილებითაც შეიძლება ეგ საქმე გაკეთდესო.
მოკლედ მაქვს ორი ცალი რაღაც ძველი ფერადი ტელევიზორი და ერთიც საბჭოთა ფერადი ტელევიზორი(pal ფერების ბლოკით)
და რამდენადაა შესაძლებელი ტელევიზორის პლატ(ებ)იდან მონიტორის VGA 15 კონტაქტიან შესასვლელს დავუკავშირო RGB ფერების სიგნალები და ასევე სინქრონიზაციის სიგანლები და თუ იმუშავებს?
ვიცი აქ მცოდნე ხალხიც შემოდიხართ და საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებების მოსმენა ამის შესახებ. მეც ასე თუ ისე მიყვარს პაიალნიკით თამაში და ბევრი თუ არაფერი ასე თუ ისე რაღაც გამეგება რაიოელექტრონიკაში(კოლეჯში კურსი მაქვს გავლილი ამ მხრივ)