#53761997 · 11 Nov 2018, 23:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Heart_of_Darkness
QUOTE | ბებიას უთხრა ათეისტი ვარო და ქალმა შეიცხადა, რას ამბობ ე.ი. ამდენი ადამიანი ვისაც ღმერთის გვწამს სულელები ვყოფილვართო. |
ზოგადად სტერეოპტიპების უტილიტარულ ღირებულებაზე რა აზრის ხარ? შენი აზრით მთლიანად ნეგატიური ფანომენია რომელიც რაღაც ეშმაკისეული მიზეზის გამო აღმოცენდა და თავს აღარ გვანებებს?
QUOTE | და რასაც აკარებდნენ ტვინიც იმ მიმართულებით განუვითარდა? |
გეთქვა ეს კონკრეტულად ადამიანო, ან პრინციპში მე თვითონაც უნდა მივმხვდარიყავი სადღაც აქეთ იქნებოდა ძაღლის თავი ჩამარხული. საქმე იმაშია რომ prenatal ჰორმონული გარემოს გავლენა ტვინის სტრუქტურაზე და შესაბამისად გამოვლენილ თვისებებზე გაჩენის დღიდან ნეირობიოლოგიის სფეროში უკვე თითქმის აქსიომური მოცემულობაა. ამ ორს გადახედე და ის მითხარი პირველ სტატიასთან თუ გაქვს რამე არსებითი პრეტენზია. Are there any differences in the development of boys' and girls' brains?Sex Differences in Early InfancyQUOTE | თეორიული ჩარჩოს წინამძღვრებისაც მჯერა.თუმცა არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ამ კვლევით კვლევის ობიექტის შესახებ აბსოლუტურ ცოდნას ან ჭემარიტებას მივიღებ. |
იმ დაშვებას რამდენად აკეთებ რომ როცა დაიწყე ზოგადად მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება იმ შეხედულებების წყება მიიღე რომელიც იმ მომენტში ახლოს მოხვდა შენთან ლოგისტიკურად. იმის შემდეგ დაიწყე გარშემო ფილტრების შენება რომლებიც უნდა გაიაროს ახალმა ხედვამ ან ფაქტებმა რომ შენს მსოფლმხედველობაში დაიმკვიდროს ადგილი და ეს ფილტრები დროთა განმავლობაში მხოლოდ იმატებს და რთულდება მაგრამ ამასთან ერთად ის რაც ცენტრში დევს, ამ ფილტრებს მიღმა, დღეს რომ გარეთ იყოს ცენტრში ვერ შეაღწევდა.
ანუ რამდენად შესაძლოდ მიგაჩნია რომ შენს დღევანდელ მსოფლმხედველობას დიდწილად დამთხვევების/ლოგისტიკური მიზეზების გამო უჭირავს ეგ პოზიცია და თანაბარ პირობებში სხვა პარადიგმა ბევრად უფრო სრულ და შეძლებისდაგვარად ობიექტურ წარმოდგენას მოგცემდა შენს გარემოზე?
QUOTE | არადა, გისმენ, მაგრამ იმ სიმღერის არ იყოს, ვგრძნობ ამ განწყობას. |
ჟღერადობის გარდა კიდე ერთი მიზეზის გამო მომწონს ეგ სიმღერა, პრინციპულად იცვლება აზრი იმის მიხედვით აქცენტს სად გააკეთებ ან რამხელა ნაჭერს ამოჭრი და საიდან.
თითქოსდა არათემატური კითხვა: რომელიმე MMORPG თუ გითამაშია ოდესმე? ან თუნდაც ჯგუფური MOBA?
Piquecanthropus
QUOTE | ყავა ჰო არ მოგიდუღოთ? |
ჩაი plz QUOTE | ყოველ სიტყვაზე ,,ქუოტე" ჰქონდათ |
სხვანაირად არ გამოდის როცა თითო პოსტში 5ზე მეტ მონაკვეთზე ცალკე გჭირდება მიმართვა.
QUOTE | აი თქვენსას მარტო თქვენ კითხულობთ, რადგან ზედმეტაად ინფორმატიულია |
შეგვინდეთ ჩათვალე რომ წინა დაყრა არც არასდროს შეწყვეტილა
--------------------
https://www.imovies.cc/movies/450313531/Revolting-Rhymes-Part-One/S01/E01/ENG/HIGH
|