ისევ ვითომ ჩვენზე ზრუნვით უნდათ წარმოადგინონ ეს საქმე. უპირატესობა რომ მივცეთ ეკოლოგიურად სუფთა მანქანებს, ელექტრომობილებზე იგივე პირობები იქნება და ბენზინის ძრავიანებზე x ჯერ ვაძვირებთო. აი ეს მოხდება მალე.
Поэтапно мы еще больше увеличим разницу в части растаможки между электротранспортом и традиционными автомобилями», — заявил Мамука Бахтадзе.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობამ გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება.
90% ელექტრომობილი რომ იყოს ქვეყანაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის 85%-ს, რომელსაც ეხლა მანქანა ყავს, უმანქანოდ დარჩება. და ივლიან თვითონ თესლებით თავისუფალ გზებზე.
რა 90% თქვე უმაქნისებო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში 10000 ელექტრომობილი იქნება მხოლოდ 1000 შიდა წვის ძრავზე?
ამ ათასში ჩაეტევა ის სატვირთოები, სამშენებლო, დისტრიბუციის მანქაები? თუ სატვირთოებსაც დენზე გამოუშვებენ? ცოტა ხო უნდა დაფიქრდე რას ლაპარაკობ.
სახანძრო და სასწრაფოც ხო არ იქნება დენზე? გამოძახებაზე რომ შუა გზაზე გაჩერდება.
წინააღმდეგი კი არ ვარ სუფთა ტრანსპორტის, იმას ვამბობ რომ ეს არის ფარსი, მიზეზი და "გამართლება" შემდგომი ნაბიჯებისთვის.
- "ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, თუმცა, ამავდროულად, ეს გეგმა დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს", - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მოკლე დროში შეცვლის ავტოპარკს ელექტრომობილებით." დიდი უპირატესობას კი არა მთლიანად ჩამოშლის ეკონომიკას , და მთავრობას პირველ რიგში. რაღა აკრძალვებით და ადამიანებისთვის ცხოვრების გართულებით გინდა პირველობა, ჯერ ნორვეგიის დონემდე მიიყვანე ცხოვრების პირობები.
მსოფლიოში მეორე ადგილზეა ისლანდია - ელექტროავტოპარკის წილით -8% და მესამეზე შვედეთი 4%-ით. აშშ-ში 1%-ია და ამათ -90%იო
. იგივე ამერიკაში და ამ მაჩვენებლით ლიდერ ნორვეგიაში უკვე აუქმებენ ელექტრომობილებისთვის სუბსიდიებს და უპირატესობებს. თან ხალხი იმიოტომ გადაჯდა ნორვეგიაში "დენზე", რომ უამრავი შეღავათი მისცა მთავრობამ, და არა იმიტომ, რომ განბაჟება აუწიეს შიდაწვის ძრავიან მანქანებს. გამოყოფილი ხაზები, უფასო
UFASOდატენვა, ათიათასობით სწრაფი ძვირადღირებული უფასო დამტენი გზებზე და ასე შემდეგ...
საქართველოში უფასოდ დაგატენინებს ვინმე, თუ ინფრასტრუქტურა იქნება და ხალხის მენტალობა ამ "ინოვაციის" შესაბამისი?
90% თბილისში ეზოში რომ აჩერებს კორპუსების წინ, დამტენებს დაგვიყენებს სახელმწიფო? ან სად? თუ მეცხრე სართულიდან კაბელები უნდა ჩამოვუშვა? ღამე ეზოში ჩართულს დავტოვებ მანქანას? ჩვეულებრივი დამტენით 10+ საათი ჭირდება.
ან დასავლეთში რომ წახვალ, როკის გზაზე იქნება 1000+ ძვირადღირებული სწრაფდამტენი? ყველაზე სწრაფ დამტენს ნახევარსაათზე მეტი უნდა დრო, თესლას თუ არ ვცდები საათნახევარი, და ნისან ლიფის და ამ დონის მანქანების ერთ დატენვაზე სვლის მარაგი დაახლოებით 100კმ-ია +-. დასკვნები თვითონ გამოიტანეთ. გარდა იმისა, რომ რამოდენიმე გაჩერება მოუწევს, და მოუწევს 90% მანქანების, ამდენი გაჩერების ადგილი და სატენი სად იქნება?
90% აქ რეგისტრირებული მანქანა რომ ეკოლოგიურად სუფთა იქნება (ჯერ ესეც საკითხავია, რამდენად სუფთა, ის დენი მზის სადგურებით არის მოპოვებული რას ამბობთ, ან ლიტიუმის აკუმლატორები სულ უვნებლად იქნება გადამუშავებული ხო?) , კაი ვთქვათ ასე იქნება, 25 მილიონი ტურისტი რომ გვეყოლება, ვინც თესლათი არ იქნება არ შემოვუშვებთ? თუ სატრანსპორტო დერეფანის როლს რომ იჩემებს საქართველო, აი იმ მართლა მყრჩოლავ ტრანზიტ ტრაილერებს მიხედავს ვინმე ფიქრობთ?
ანუ მოკლე შინაარსი, მეც მინდა კარგი იყოს საქართველო და სუფთა ჰაერი, მარა ეს რაც მთავრობამ თქვა არი 100% უტოპიურ/პოპულისტურ/შემამზადებელი გამოსვლა, რომლის ძირითადი მიზანია კიდე რამე შეზღუდვა დაგვიწესონ.. როგორც დავწერე დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში განბაჟების გაძვირება იქნება! თემაც, შესაბამისად ეკოლოგიაზე კი არა, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ, არამედ განბაჟებაზეა. https://imedinews.ge/ge/saqartvelo/82228/ra...3s1KJGybkoMLqE0http://www.apsny.ge/2018/eco/1540233424.php