• მოხდა სამედიცინო სამსახურის რეორგანიზაცია, დაინერგა მართვის თანამედროვე მოდელი;
• მკვეთრად გაუმჯობესდა ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე და პატიმართა საავადმყოფოებში გადაყვანის მაჩვენებელმა 2013 იანვრიდან დღემდე 5516 პაციენტი შეადგინა;
• 7-დან 12 მილიონ ლარამდე გაიზარდა პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი;
• სიკვდილობის მაჩვენებელი სისტემაში 142-დან 21-მდე შემცირდა;
• დაინერგა ჯანდაცვის ელექტრონული პროგრამა რომელიც სამედიცინო ისტორიებს და რეფერალს არეგულირებს (PEHR);
• 20-45% განახლდა სამედიცინო პერსონალი. გაორმაგდა ექიმის და ექთნის ხელფასი და გაიზარდა ექიმის ავტონომია;
• პირველადი ჯანდაცვის მოდელი დაინერგა დამატებით 5 დაწესებულებაში;
• შემუშავდა C ჰეპატიტის პროგრამა;
• შემუშავდა მედიკამენტების სტანდარტი;
• განახლების პროცესშია სამედიცინო ინფრასტრუქტურა;
• შემუშავდა კვების ახალი სტანდარტი, რომელიც 2014 წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდება;
• მოხდა ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს შორის არსებული ერთობლივი კომისიის რეფორმა;
• შემუშავების პროცესშია და მიმდინარე წელს დაიწყება სუიციდის პრევენციის პროგრამა;
• განხორციელდა პრევენციული კამპანიები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად წითელას, ღორის გრიპის და სხვა დაავადებების წინააღმდეგ;
• შემუშავდა მიგრანტი პატიმრებისთვის ახალი საინფორმაციო სტანდარტი;
• 25-35% შემცირდა ფსიქოტროპული მედიკამენტების მიწოდება/მოხმარება;
გამოწვევად რჩება პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიატრიული დახმარება, ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობა და რეაბილიტაცია, ასევე სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა.
https://www.facebook.com/photo.php?v=547574021985300 This post has been edited by FRIDRIX on 4 Dec 2013, 05:30