forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (202) « პირველი ... 200 201 [202]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
Ana/Bana
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 230864
რეგისტრ.: 8-April 17

გამოგზავნილია: 19 Jul 2017, 01:41  #50990297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც მასე ვიცი, მაგრამ არაო smile.gif არ ყოფილხარ საქართველოს მოქალაქეო , არადა დაბადების მოწმობა მაქვს. eleonichka
eleonichka
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 476
წევრი No.: 169105
რეგისტრ.: 19-June 13

გამოგზავნილია: 19 Jul 2017, 01:49  #50990323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სად დაიბადე?..
...............


--------------------
I am the one who knock-diddly-oaks!
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 308
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 19 Jul 2017, 11:07  #50991330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ana/Bana

QUOTE
დაბადების მოწმობა მოქალაქეობას არ ადასტურებს?
ანუ ბავშვი დაბადებისთანავე არ ხდება საქართველოს მოქალაქე?
მიპასუხეთ რა :/

QUOTE
მეც მასე ვიცი, მაგრამ არაო


როგორც მიხვდით, დასმულ შეკითხვაში მითითებული გარემოებები არ იძლევა სრულფასოვანი პასუხის გაცემის საშუალებას.
რადგანაც ..., შეკითხვაში არ ჩანს:
- შევსებულია თუ არა დაბადების მოწმობაში მოქალაქეობის გრაფა;
- დაიბადა თუ არა ბავშვი საქართველოში;
- საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა მისის მშობლები, ან ერთი მშობელი მაინც;
- და ეს ჯადოსნური „მაგრამ არაო“ („მითხრეს“, „მირჩიეს“ ... და ა. შ.) - ჯადოსნური მიმალული რესპოდენტები - რომლებიც სძულთ იურისტებს, იმიტომ რომ ისე აფრქვევენ მოქალაქეების მისამართით „სიბრძნეებს“ და ახდენენ ჩაგონებებს - ამ მოქალაქეებს ყოველთვის ავიწყდებათ საუბარში, შეკითხვებში მოიხსენიონ ეს ავტორებიც და რა ფორმით მიიღეს მათგან (წერილობით, ზეპირად, სატელეფონო შეტყობინებით და ა. შ.) ეს "არაო" - იდუმალებაშია ...

ალბათ შესაძლებელია მოკლედ გადმოიცეს ეგრეთ წოდებული „ფილიაციის“ საკითხები ანუ საქართველოს დაბადებით მოქალაქეობის მოპოვების შესახებ.
დაბადებით მოქალაქეობის მიღებისას საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონი აღიარებს როგორც „სისხლის“, ისე „ტერიტორიის“ პრინციპს. „სისხლის“ პრინციპით მოქალაქეობის მოპოვება გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-10 მუხლი აღიარებს, რომ ბავშვი, რომლის ერთი მშობელიც კი მისი დაბადების მომენტისათვის საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქედ ითვლება, დაბადების ადგილის მიუხედავად.
„ტერიტორიული“ ანუ ნიადაგის პრინციპის მიხედვით მოქალაქეობის მოპოვება არ არის დაკავშირებული ბავშვის მშობლების მოქალაქეობასთან. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ პირი, ამ პრინციპის შესაბამისად, მოქალაქეობას მოიპოვებს ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბადების ფაქტით და არა მშობლების მოქალაქეობასთან დაკავშირებით. მაგალითად, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონი ადგენს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუ ისინი დაიბადნენ საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ბავშვი, რომლის მშობლები უცნობია, ითვლება საქართველოს მოქალაქედ, სანამ სხვა რამ არ დადგინდება.

ალბათ, გასაგებია ისიც, რომ რჩევის მიცემის აუცილებლობაც არ არსებობს, რადგანაც შეკითხვის ავტორის ინტონაციაც არ მიუთითებს ამაზე და არც კითხვის შინაარსიდან გამომდინარეობს ...

This post has been edited by Правовед on 19 Jul 2017, 11:33
Ana/Bana
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 230864
რეგისტრ.: 8-April 17

გამოგზავნილია: 19 Jul 2017, 16:39  #50993474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
ბავშვი დაიბადა საქართველოში 1990 წელს, მისი მშობლები იყვნენ საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ახალი პასპორტი არ აუღიათ და აღარ ფიქსირდებიან ახლანდელ ბაზაში.

თუმცა შვილს აქვს დაბადების მოწმობა.

სხვა ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ სურს საქართველოს მოწალაქეობის აღდგენა. იუსტიციამ ვერ აღგიდგენთ, რადგან სრც არასდროს ყოფილხსრ საქართველოს მოქალაქეო.

ახალი დაბ. მოწმობა ავიღე და პ/ნ ჩაუწერეს ჩვეულებვრივ. . მშობლების გრაფა ცარიელია. მცოლოდ სახრლი და გვარი წერია.

ანუ 1990 წელს გაცემული დაბადების მოწმობა , საქართველოს მოქალაქედ ყოფნის ფაწტს არ ადასტურებს?
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 308
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 19 Jul 2017, 17:34  #50993844      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ana/Bana
საქართველოს მოქალაქეობის "აღდგენა"-ზე ლაპარაკი არ შეიძლება, რადგანაც როგორც თვით აცხადებთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს - აპატრიდი (ანუ მოქალაქეობის არმქონე) არ არის.
ეხლა დავსვათ საორიენტაციო კითხვა - რადგანაც მაინც ვერ მივაღწიეთ მიზანს - განაცხადი გააკეთეთ თუ კონსულტაცია გაიარეთ, მოგწერეს რამე პასუხი თუ "გითხრეს".
დიდი ბოდიში, მაგრამ ეს შეკითხვაც აუცილებლად დასასმელია - ცოცხალნი არიან ეს ადამინები თუ გარდაიცვალნენ, როცა აღნიშნავთ: მისი მშობლები "იყვნენ" საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ახალი პასპორტი არ აუღიათ და აღარ ფიქსირდებიან ახლანდელ ბაზაში - სრულად ვერ ირკვევა.

კარგია დააზუსტოთ ამ მოქალაქეს რა აქვს გადაწყვეტილი - ორმაგი მოქალაქეობა? დატოვოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და გახდეს საქართველოს მოქალაქე? და ა. შ.

მე მგონი არაფრით არ დაირღვევა ანონიმურობა - რაიმე ვინაობების გარეშე ჩამოაყალიბეთ და ჩაწერეთ რაც შეიძლება სრულად და გარკვევით კითხვაში არსებული გარემოებები და რა შედეგის დადგომას ელოდებით, თორემ მიწერ-მოწერა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს ... ალბათ გაგებით ეპყრობით იმ გარემოებას, რომ ფორუმის ფორმატში შეუძლებელია გამჭოლი და დამაზუსტებელი კომუნიკაციის დამყარება ... შეეცადეთ რამენაირად ... თუ რა თქმა უნდა გაქვთ სურვილი ...

This post has been edited by Правовед on 19 Jul 2017, 17:48
Jebrail
Lazy


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18682
წევრი No.: 2710
რეგისტრ.: 17-September 03

გამოგზავნილია: 20 Jul 2017, 16:59  #50999613      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ყადაღა რო გადევს და მოვალეთე რეესტრში ხარ , თურქეთში გადახვალ რო რამე თუ არ გაგიშვებენ ?

ან ვაბშე საზღვარგარეთ .

ყადაღა დადედო ჯარიმების გადაუხდელობის გამო .
m-kasper
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 808
წევრი No.: 98390
რეგისტრ.: 24-August 09

გამოგზავნილია: 20 Jul 2017, 17:31  #50999823      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Jebrail
დიდი ალბათობი კი, პრაქტიკულად მაგ მიზეზით ხელშეშლილი პიროვნება არ მინახავს


--------------------
ჯობია ყველამ ვაშენოთ და ერთმა ანგრიოს,
ვიდრე ერთმა აშენოს და ყველამ ვანგრიოთ
Jebrail
Lazy


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18682
წევრი No.: 2710
რეგისტრ.: 17-September 03

გამოგზავნილია: 20 Jul 2017, 17:44  #50999910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
m-kasper
შემოწმება შეიძლება რამენაირად ? biggrin.gif

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (202) « პირველი ... 200 201 [202]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0531 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]