Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > კანის სიმშრალე


Posted by: Mr-President 11 Jul 2007, 18:09
ხოდა მაინტერესებს კანის გამოშრობას რა იწვევს?

და რას მირჩევთ?


ექიმთან მისასვლელად I have No Time.... biggrin.gif

Posted by: Solveig 11 Jul 2007, 22:20
Mr-President
QUOTE
კანის გამოშრობას რა იწვევს

ბევრი რამ:

1. საპონი და სხვა დასაბანი/კოსმეტიკური სა შუალებები
2. წყალი (ჩემს სოფელში მაგალითად, საშინელი წყალია.)
3. A ვიტამინის ნაკლებობა
4. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება
მე მგონი ესაა ძირითადი. თუ გამომრჩა რამე, დაამატეთ.

Posted by: Mr-President 13 Jul 2007, 00:11
Solveig
QUOTE
1. საპონი და სხვა დასაბანი/კოსმეტიკური სა შუალებები


DOVE-ის საპნით ვიბან... smile.gif

QUOTE
2. წყალი (ჩემს სოფელში მაგალითად, საშინელი წყალია.)


წყალი თბილისში ყველას ერთი აქვს თითქმის.. რა ვიცი..

QUOTE
3. A ვიტამინის ნაკლებობა


ეს უფრო მგონია.... აფთიაქში როგორ ვიკითხო? იყიდება ხო?

QUOTE
4. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება


ეს როგორ გავიგო? რა ანალიზია საჭიროა?


დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Solveig 13 Jul 2007, 10:03
Mr-President
QUOTE
ეს უფრო მგონია.... აფთიაქში როგორ ვიკითხო? იყიდება ხო?

A ვიტამინის თვითნებური მიღება არ შეიძლება, რადგან ორგანიზმში გროვდება დ აუარყოფითი შედეგი მოაქვს.

ახლა ზაფხულია და ვიტამინები უხვადაა ყველაფერში..რძის პროდუქტები მიიღე (რძე, არაჟანი, კარაქი, მაწონი), კვერცხი, ხილ-ბოსტნეულიდან-გარგარი და სტაფილო (ეგენი ბეტა კაროტინს შეიცავენ, რაც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება). სადღაც წამიკითხავს-კაროტინი ყველაზ კარგად შეითვისება, თუ მოხარშულ სტაფილოს ზეთთან ერთად მიიღებთო..კაცმა რომ თქვას, ალბათ მართალია, რადგან A ვიტამინი საერთოდ, წყალში არ იხსნება, ცხიმებში ხსნადია.

QUOTE
ეს როგორ გავიგო? რა ანალიზია საჭიროა?

მაგას სხვა სიმპტომებიც აქვს..თუ სისუსტე,თმის ცვენა, ადვილად დაღლილობა, წონაში მატება და ა. შ.-ც გაწუხებს კანის სიმშრალესთან ერთად, მაშინ სჯობს ენდოკრინოლოგს მიაკითხო და ის დაგინიშნავს, რაც საჭიროა.

Posted by: Mr-President 13 Jul 2007, 10:42
Solveig
QUOTE
მაგას სხვა სიმპტომებიც აქვს..თუ სისუსტე,თმის ცვენა, ადვილად დაღლილობა, წონაში მატება და ა. შ.-ც გაწუხებს კანის სიმშრალესთან ერთად, მაშინ სჯობს ენდოკრინოლოგს მიაკითხო და ის დაგინიშნავს, რაც საჭიროა.


1) თმა მაქვს ჯაგარივით biggrin.gif
2) რა სისუსტე, მთელი დღე ბანკებში დავრბივარ biggrin.gif
3) სტანდარტულ 60 კილოზე ვარ გაჩერებული... ვერ ვიმატებ user.gif


ძალიან დიდი მადლობა. smile.gif

QUOTE
რძის პროდუქტები მიიღე



ისე დაკვირვებული ვარ, როდესაც არაჟანს, მაწონს ვჭამ ეს სიმპტომები ქრება. smile.gif

აწი გავითვალისწინებ.

QUOTE
თუ მოხარშულ სტაფილოს ზეთთან ერთად მიიღებთო


გავაკეთებ ამასაც. smile.gif

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. smile.gif

Posted by: katunia 18 Jul 2007, 17:19
Solveig

მე ა-ვიტამინოზი დამიდგინეს რამოდენიმე წლის უკან. დამიშინეს ა ვიტამინი და დერმოვიტის მაზი. 2 კურსი ჩავიტარე და არაფერი მეშველა, მაინც მიშრება კანი. ნეტავ საერთოდ მეშველება? საშინლად მაწუხებს ხოლმე ხანდახან cry.gif help.gif

Posted by: Camel 18 Jul 2007, 17:25
katunia


როგორ გიშრება , გექერცლება? მთელ ტანზე , თავზე?

ალერგიული ხარ?

Posted by: katunia 18 Jul 2007, 17:29
Camel

ალერგიული არ ვარ. მთელ ტანზეც არ მიშრება, ძირითადად თავზე, თმის ძირებში. ჯერ მიშრება, მერე მექერცლება და ტუ დერმოვიტი არ შევაშველე, მაგრა მეწვის ხოლმე sad.gif

Posted by: giorgi911 18 Jul 2007, 20:17
katunia
არაფერი ისეთი არ უნდა იყოს მგონი... ეგეთი გენეტიკა გაქვს და... რათქმა უნდა არსებობს უამრავი მალამო მარა ხანმოკლე მოქმედება აქვთ და ზოგჯერ არცთუ ისე ეფექტურია. მე ძაან ცხიმიანი კანი მაქვს და სულ დისკომფორტში ვარ. მეც მინდოდა მკურნალობა მარა შედეგი არ გამოიღო და შეგუება მიწევს (ან უფრო სწორედ დღეში რამდენჯერმე ბანაობა biggrin.gif არამარტო ზაფხულში tongue.gif )...

P.S არასწორია: ა-ვიტამინოზი. სწორია: ავიტამინოზი.
ავიტამინოზი ნიშნავს ერთი ან რამდენიმე ვიტამინის ნაკლებობას. არ არსებობს ა-ვიტამინოზი, ბ-ვიტამინოზი და ა.შ, შეიძლება ეს არც გიწერია მარა ა-ვიტამინოზი რო დაწერე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა და რავი აბა... smile.gif

Posted by: doctoresa 19 Jul 2007, 22:44
შეიძლება ფსორიაზია ზუსტად თმების ძირებში იცის სიმშრალე...

Posted by: bubu1234 19 Jul 2007, 22:48
QUOTE
შეიძლება ფსორიაზია ზუსტად თმების ძირებში იცის სიმშრალე...


გადამდებია? ახლობელს ააქვს sad.gif

Posted by: katunia 20 Jul 2007, 11:24
doctoresa
QUOTE
შეიძლება ფსორიაზია ზუსტად თმების ძირებში იცის სიმშრალე...


მაგას როგორ მკურნალობენ?

Posted by: Camel 20 Jul 2007, 13:29
ეგზემაც შეიძლება იყოს.. არის მაზი Eucerin ყველაზე ეფექტური კანის სიმშრალის წინააღმდეგ.

Posted by: katunia 20 Jul 2007, 13:31
QUOTE
არის მაზი Eucerin

და ეგ მაზი ყველანაირ კანის სიმშრალეზე მიდის? smile.gif

Posted by: Camel 20 Jul 2007, 15:17
katunia

არის სხვადასხვა ტიპებისთვის რა.

Posted by: Mr-President 20 Jul 2007, 23:17
QUOTE
. სადღაც წამიკითხავს-კაროტინი ყველაზ კარგად შეითვისება, თუ მოხარშულ სტაფილოს ზეთთან ერთად მიიღებთო..


ეს წამია მოხარშული სტაფილო ვჭამე გიჟივით ზეთთან ერთად. biggrin.gif

Posted by: BERETTA13 13 Sep 2009, 11:49
სიმშრალე მაქვს სერიოზული ხელის გულების ფეხის გულების ცხვირის. ოპერაცია გავიკეთე გლანდების ჯერ მაგის ბრალიაო ეხა ნიჟარების კვეთის მარა მაინც არ მეშველა რა. ღამე ასჯერ მეღვიძება ვერ ვსუნთქავ ამ სიმშრალით, კრემების გარეშე საერთოდ ვერ ვძლებ თავის ტკივილები მაქვს უსერიოზულესი ცალკე გულის დავიღალე რა უკვე. ტომოგრაფიაც გადაგებული მაქვს თავის და გულიც გამოკვლეული მაქვს ყველაფერი წესრიგშიაო. რაღა წესრიგში მიავადდება ყოველდგიურად, საკმარისი ჟანგბადი რო არ მიეწოდება არც ერთს არც მეორეს კიდე კარგად ვარ. მირჩიეთ რა რამე ძალიან გთხოვთ ყველაზე მეტად ეს სიმშრალე მაწუხებს. წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: RAULA 13 Sep 2009, 12:12
BERETTA13

მეც გლანდების გავიკეთე და თავიდან მქონდა მარაა რაღაც ნიტო შეგრძნებები ისევ მაქვს biggrin.gif

Posted by: sesililu 13 Sep 2009, 12:21
BERETTA13

ექიმმა რაო ?

ბევრი რაიმეს მიზეზი შეიძლება იყოს ეგ ....


ასე , აქ ვერ გაიგებ.....


გლანდები მეც გავიკეთე მაგრამ მასეთი დოზით და ესე შემაწუხებლად არ მქონია სიმშრალე ..



Posted by: RAULA 13 Sep 2009, 12:25
sesililu

როგორ ხარ ?? გაგიარა გლანდების ძველმა შეგრძნებებმა ?? smile.gif ანუ სახსრები და ეგ რაც გაწუხებდა სანამ გაიკეთებდი )

Posted by: BERETTA13 13 Sep 2009, 15:29
კი სახსრებმა გამიარა ნაწილობრივ მაგის მერე ცხვირის ნიჯარების კვეთის ოპერაციაც გავიკეთე სუნთქვა რომ გაუმჯობესებულიყო მარა ამაოდ ეს სიმშრალე რა დოზითაც იყო ისევ ისეა რა. ჩიყვმა იდაყვების სიმშრალე იცისო და არ მაქ გამომშრალი საერთოდ აღარ ვიცი ვის მივმართო ეს სად ვცხოვრობთ?sad.gif

Posted by: bakako6 13 Sep 2009, 23:48
მეც ეგრე ვიყავი და სპონგიამ მისჰველა

Posted by: svani67 13 Sep 2009, 23:55
კანის სიმშრალე ბ ვიტამინის ქრონიკულმა ნაკლებობამაც იცის.

და ღვიძლის პრობლემებმაც.

Posted by: არწივი9 6 Nov 2009, 16:35
და რა ვუყო? რაიმე კანის დამარბილებელი კრემი არ იშოვება?

Posted by: MAIN KAMPF 6 Nov 2009, 22:13
რაიმე სახის დამატენიანებელი და მკვებავი კრემი, აფთიაქში იკითხე არჩევანი დიდია, მე ბორო პლუს მშველის , შეიძლება ნივეას კრემიც boli.gif

Posted by: არწივი9 11 Nov 2009, 16:46
MAIN KAMPF
QUOTE
რაიმე სახის დამატენიანებელი და მკვებავი კრემი, აფთიაქში იკითხე არჩევანი დიდია, მე ბორო პლუს მშველის , შეიძლება ნივეას კრემიც

ვნახავ smile.gif

Posted by: ქეთათო 5 Jun 2018, 14:53
გამარჯობა, მაინტერესებს ვინ როგორ უვლით მშრალ კანს?
ამ ბოლო დროს ძალიან გამომიშრა კანი, ვფიქრობ ზედმეტადაც კი...
მინდა გამიზიაროთ გამოცდილება რომელ დამატენიანებელს ანიჭებთ უპირატესობას და ა.შ...

Posted by: Natuka NGN 5 Jun 2018, 15:28
გადამეტებული სიმშრალე ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი მაჩვენებელია. აგრეთვე გაუწყლოვნებაც. წყალი სვი დრეში 2 ლიტრი მინიმუმ.

Posted by: ქეთათო 5 Jun 2018, 17:22
Natuka NGN
ვსვავ შეძლებისდაგვარად, ჰორმონები ამ ეტაპზე ნორმაში მაქვს....

Posted by: somnambuli 22 May 2020, 10:29
მოგესალმებით


მაქვს ხორკლიანი კანი მხრიდან იდაყვამდე, გარე მხარეს, და მგონი ფეხზეც. ანალოგიური გამოჰყვა ჩემს შვილსაც.

ძალიან მინდა რომ დავეხმარო და ჰქონდეს კარგი კანი. ე.წ. მამალი კანი გვაქვს. ზოგი ბატის კანსაც უძახის.. აკლია ტენიანობა როგორც ვიცი და გამომშრალია

ასევე ა ვიტამინის ნაკლებობაც იწვევსო და როგორ სჯობია რო მიიღოს ა ვიტამნი ამ დროს ადამიანმა? კანზე ამპულის ხსნარის შეზელვით თუ როგორ?

Posted by: Malena_ 22 May 2020, 12:46
somnambuli
ეს დერმატოლოგმა უნდა გითხრას, ექსპერიმენტებში ფულის ყრას, ჩემი აზრით ჯობს დერმატოლოგთან კონსულტაცია.

Posted by: chinovniki 22 May 2020, 13:23
გამარჯობა,
მე ჩვენს კრემებს გირჩევდი, ძალიან ეფექტურია...

https://www.facebook.com/marikacreams/

Posted by: somnambuli 23 May 2020, 20:43
Malena_
ქუთაისში არ გვივადგა დერმატოლოგი

ამიტომაც იქნებ ვინმეს ჰ1ონდეს გამოცდილებაuser posted image

Posted by: Malena_ 23 May 2020, 21:32
somnambuli
user posted image
კარგი დერმატოლოგია
დაურეკე იქნებ სკაიპით დაეკონტაქტოთ ან ისე მოგცეს რჩევა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)