Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ავტომობილის ძარის ნომერი (VIN) - გაყალბებულია


Posted by: cmpt 5 Jun 2019, 23:02
2001 წლიდან მოყოლებული საქართველოში აწ უკვე 3 ჯერ გაყიდულ მანქანაზე და უკვე მე-4-დ გაყიდვის მცდელობისას შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს (ე.წ. ექსპერტს) ძარის ნომრის ერთი თვალის შევლებით უჩნდება ეჭვი რომ მანქანის ძარის ნომერი არის ყალბი, ე.წ. "გადარტყმული". ანუ თვლიან რომ სავარაუდოდ ამტომობილის წარმომავლობის ქვეყანაში მოიპარეს მანქანა, შეცვალეს ძარის ნომერი, შემოიყვანეს ავტომობილი ჩვენთან, ის მას შემდეგ გაიყიდა 3-ჯერ, ანუ გაყიდვის წინ სახელმწიფომ თავისი ექსპერტების წყალობით 3-ჯერ დაადასტურა რომ ძარის ნომერი არის ნამდვილი, ხოლო 18 წლის მერე იმავე "ექსპერტიზის" ერთი თვალის შევლებით უარყო წინა 3 გადაწყვეტილება და ეჭვქვეშ დააყენა ის.

მოკლედ ექსპერტიზა დანიშნულია, შესაძლებელია გაყალბებულია და შესაძლებელია არ არის გაყალბებული, ვერაფეს გამოვრიცხავ...

მაგრამ აქ სხვა რამე მაინტერესებს:

რა ფენომენთან გვაქვს საქმე და რისი ღირსია წინა 3 ექსპერტი თუ ძარის ნომერი მართლა გაყალბებულია და რა უფლებები მაქვს მე და კიდე 2 პიროვნებას როგორც მყიდველს რომელებიც სახელმწიფომ შეცდომაში შეიყვანა და აყიდინა მოპარული მანქანა?

და რისი ღირსია მე-4 ექპერტი თუ არ არის გაყალბებული...?








Posted by: GHOST91 5 Jun 2019, 23:50
ისე ჯერ რომ ექსპერტიზის დასკვნას დაელოდოთ ჯობს და პასუხიდან გამომდინარე შევაფასოთ წინა 3 ექსპერტი და ბოლოც.

წინ სამი ექსპერტი შეფასებას ამ.ეტაპზე არ მოვახდენ , ხოლო მეოთხეს რაც შეხება არაფრის ღირსი არაა , სამსახურეობრივ მოვალეობებს ასრულებს, ნებისმიერი ეჭვის გასაქარწყლებად უფლება აქვს დანიშნოს ექსპერტიზა

Posted by: cmpt 6 Jun 2019, 00:13
GHOST91
QUOTE
წინ სამი ექსპერტი შეფასებას ამ.ეტაპზე არ მოვახდენ

სულ ეგ არის? მუნდირს იცავ? ძალიან ცუდი...

"ექსპერტიზის" ფუნქცია 0... ყველაფერი დანარჩენი "საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა", "თავის დაზღვევის პოლიტიკა" არაპროფესიონალიზმთან შეჯერებული - "...ჯობია თავი დავიზღვიოთ... ჩვენი რა მიდის... იქნებ მართლა მოპარულია მანქანა?... იყურყუტოს 6 საათი რუსთავის პოლიციაში მანქანის მფლობელმა და მერე კიდე ელოდოს ექსპერტიზის დასკვნას...
და თუ გაყალბებულია მაინც მფლობელია დამნაშავე და არა სახელმწიფო სტრუქტურა... რას ენდნენ "ექსპერტს" 3-ჯერ? არ უნდა დასიზმრებოდათ რომ მოპარულ მანქანას ყიდულობდნენ?

მაგარია არა...
smile.gif









Posted by: GHOST91 6 Jun 2019, 00:20
QUOTE
სულ ეგ არის? მუნდირს იცავ? ძალიან ცუდი...


მე მათ მუნდირს არ და ვერ დავიცავ. უბრალოდ შესაბამისი მტიცებულებების გარეშე არ ვახდენ შეფასებას.

QUOTE
თავის დაზღვევის პოლიტიკა


თქვენ რომ იყოთ მათ ადგილზე და მსაგავსი შემთხვევა გქონდეთ როგორ მოიქცეოდით??



Posted by: cmpt 6 Jun 2019, 00:29
GHOST91
QUOTE
ე მათ მუნდირს არ და ვერ დავიცავ. უბრალოდ შესაბამისი მტიცებულებების გარეშე არ ვახდენ შეფასებას.

ხუმრობ? რა მტკიცებულებების გარეშე? შსს მომსახურების სააგენტოს ექსპერტებმა 3-ჯერ გასცეს დადებითი დასკვნა, რის საფუძველზეც ავტომობილი 2001 წლიდან 3 ადამიანის საკუთრებაში 3-ჯერ იმყოფებოდა სხვადასხვა დროს... და ერთ მშვენიერ დღეს 18 წლის მერე იმავე სახელმწიფო სტრუქტურამ თავისივე გადაფურთხებული ალოკა - არა კაცო ვიხუმრე არისტოფან მაგ 3-ჯერ, კვერცხი ექპერტიზები ჩავატარეო smile.gif

GHOST91
QUOTE
თქვენ რომ იყოთ მათ ადგილზე და მსაგავსი შემთხვევა გქონდეთ როგორ მოიქცეოდით??


ანუ თავი დავიზღვიოთ, ყველა წინა ექსპერტიზას ხაზი გადავუსვათ და ყველა VIN კოდი გაყალბებულად გამოვაცხადოთ? smile.gif

Posted by: GHOST91 6 Jun 2019, 00:35
არ ვხუმრობ. იმ მტიცებულებაზე ვამბობ , რომ ჯერ ექპერტიზის პასუხი არ არის ნომერი ნამდვილია თუ გაყალდებულია და შესაბამისად არ არსებობს მტიცებულება , რომლის საფუძვლზეც შევაფასებთ იმ წინა 3 ექსპერტის პატიოსნებას.



Posted by: cmpt 6 Jun 2019, 00:40
GHOST91
QUOTE
არ ვხუმრობ. იმ მტიცებულებაზე ვამბობ , რომ ჯერ ექპერტიზის პასუხი არ არის ნომერი ნამდვილია თუ გაყალდებულია და შესაბამისად არ არსებობს მტიცებულება , რომლის საფუძვლზეც შევაფასებთ იმ წინა 3 ექსპერტის პატიოსნებას.

თავის დროზე 3 ექპერტის მიერ ჩატარებული ექპერტიზა ექსპერტიზა არაა? და თუ იმ შემთხვევაში თუ არაპატიოსნად მოიქცნენ უნდა დადგეს თუ არა მათი პასუხისმგებლობის საკითხი და მე ვითვლები თუ არა ამ შემთხვევაში უხარისხოდ ჩატარებული ექპერტიზის მსხვერპლად ანუ დაზარალებულად...

ეგ კითხვა დავსვი თავში და ყველაფერს უპასუხე მაგის გარდა.

Posted by: GHOST91 6 Jun 2019, 00:51
QUOTE
თუ იმ შემთხვევაში თუ არაპატიოსნად მოიქცნენ უნდა დადგეს თუ არა მათი პასუხისმგებლობის საკითხი


გეთანხმებით უნდა დადგეს.



QUOTE
მე ვითვლები თუ არა ამ შემთხვევაში უხარისხოდ ჩატარებული ექპერტიზის მსხვერპლად ანუ დაზარალებულად.


აღნიშნულზე შეგიძლია შეიტანოთ სამოქალაქო სარჩელი და მოთხოვოთ შესაბამის უწყებას დაეკისროს თქვენთვის მოყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება

Posted by: wrangler7 6 Jun 2019, 00:52
რა ექსპერტი,წამიერად შეამოწმებენ და ეგაა,ეს ბოლო ალბათ ახალი მიღებულია მასე რომ დააკვირდა biggrin.gif

Posted by: cmpt 6 Jun 2019, 00:56
GHOST91
დიახ
wrangler7
QUOTE
რა ექსპერტი,წამიერად შეამოწმებენ და ეგაა,ეს ბოლო ალბათ ახალი მიღებულია მასე რომ დააკვირდა

ეგრეა, როგორც წამიერად ამოწმებდნენ და "კარგიაო", ეხლა ასევე წამიერად იძახიან "გადარტყმულიაო", დანარჩენი ზევით დავწერე (თავის დაზღვევა და ა.შ.)


Posted by: wrangler7 6 Jun 2019, 18:40
რა მანქანაა? ზოგს რამდენიმე ადგილას აწერია ვინი,ან რატო შეეპარათ ეჭვი,რამე ეტყობოდა ვიზუალურად შეცვლილის?

Posted by: cmpt 7 Jun 2019, 00:21
wrangler7
QUOTE
რა მანქანაა? ზოგს რამდენიმე ადგილას აწერია ვინი,ან რატო შეეპარათ ეჭვი,რამე ეტყობოდა ვიზუალურად შეცვლილის?

ბრძანებაა აქვთ ეგეთი ეხლა - თუ საჭიროა 100-დან 5 "გადარტყმული" მანქანის გამოვლენა, 95 პატიოსანი ავტომფლობელის თავზეც არ გავიარე, რომლებსაც ასევე უმიზეზოდ ე.წ. ვითომ "გონივრული ეჭვის" საფუძველზე უზღუდავენ სახელმწიფოს მიერ უკვე დაკანონებულ საკუთრების უფლებას ავტომობილზე, რაც საერთოდ კანონით აკრძალულია მე რამდენადაც ვიცი.

მე როგორც მივხვდი ასაკიან მანქანებზე ნადირობენ, 90-იანის ბოლოს 2000-იანებში შემოყვანილ/გაფორმებულებზე...


ეგ კიდე არაფერი... თუ აღმოჩნდა რომ ძარის ნომერი გაყალბებულია აი მაშინ იწყება საინტერო ამბები:
ვერ დაძრავ და მოიხმარ ავტომობილს, ვერ გაასხვისებ, ვერ დაშლი ნაწილებად, ვერ აჩუქებ...
დანაშაულის ნივთმტკიცებაა და უნდა იდგეს შენს მიერ ხელწერილში მითითებულ მისამართზე... ხო "შტრაფნოიზე" გადაყვანა კიდე კაი გააუქმეს...
მოკლედ შენ აღარ გეკუთვნის, მაგრამ შენ ხარ პასუხისმგებელი მაინც, სანამ მფლობელი ვისაც მოპარეს არ წაიყვანს... არის შემთხვევები მფლობელები უარს აცხადებენ ჩამოსვლაზე და წაყვანაზე, აი მაშინ შეიძლება შეგრჩეს ეგ მანქანა ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.


Posted by: cmpt 13 Nov 2019, 14:23
აი ბარდაკი ამას ჰქვია...

5 თვის მერე, კიო შენიაო, გიბრუნებთო, მაგრამ შენი აღარ არიო, ვერ გაასხვისებ, ნომრებს ვერ გამოცვლი და თავიდან რეგისტრაციას ვერ გაივლიო...
იარე მომავალი წლის სექტემბრამდე, მერე სანომრე ნიშნები იცვლებაო და ვეღარ ივლიო ძველი სანომრე ნიშნებითო, ადექი დაშალე და ნაწილებად გაყიდეო...

და რატომაო რომ ეკითხები - სახელმწიფო (გამოძიება და ექსპერტიზა) გარტყმაში არაა საიდან მოხვდა ეს მანქანა ქვყანაშიო და რატომ გასხვისდა კანონიერად 3-ჯერო... არქივი რეგისტრაციის დროის ხანდაზმულობის გამო განადგურებულიაო...

სახელმწიფომ აბა მე ხომ არ დავზარალდებიო, ჩემს საბაჟოს, მომსახურების სააგენტოს პასუხს ხომ არ მოვთხოვო თავის დროზე სიყალბის დაკანონებაზეო, ჰოდა ადექი და შენ დაზარალდიო...

ჯუნგლები... smile.gif

Posted by: wrangler7 13 Nov 2019, 21:48
რას აპირებ? გასაჩივრებას აზრი არ აქვს?

Posted by: cmpt 14 Nov 2019, 05:24
wrangler7
QUOTE
რას აპირებ? გასაჩივრებას აზრი არ აქვს?

პროკურატურას მივმართე დამატებით, მიანიჭეთ ნომერი და სრულად აღმიდგინეთ საკუთრების უფლება ჩემს ავტომობილზეთქო და პასუხს ველოდები... მერე ვნახოთ...

გასაჩივრებას აზრი როგორ არა აქვს, უბრალოდ დრო, ნერვები, ხარჯები და ა.შ. წააგებს სახელმწიფო სასამართლოს 100% ჩემი აზრით, ნუ სამართლიან ქვეყანაში მაინც ასე უნდა იყოს...

Posted by: mmb 9 Nov 2020, 15:44
როგორ დამთავრდა თქვენი მანქანის საქმე შეგიძლიათ დაწეროთ, ან პირადში მომწეროთ?!

Posted by: Damasski 10 Nov 2020, 10:56
მეც მაინტერესებს რა გაგრძელება ან დასასრული ჰქონდა ამ საქმეს.

Posted by: m_lash 23 Nov 2020, 08:31
QUOTE
ავტომობილის ძარის ნომერი (VIN) - გაყალბებულია, დამეხმარეთ


VIN კოდი თავისთავში შეიცავს ფორმულას, რისი გამოთვლითაც შეგიძლია ნახო სწორია თუ შეცვლილი

ტექნიკურად გამოთვლა და შემოწმება მარტივად შესაძლებელია

https://en.m.wikibooks.org/wiki/Vehicle_Identification_Numbers_(VIN_codes)/Check_digit

ვინს თუ დაწერთ, თუ არ დაარღვევთ ამით რაიმე კანონს, შემიძლია შევამოწმო

Posted by: mmb 24 Nov 2020, 17:35
QUOTE (m_lash @ 23 Nov 2020, 07:31 )
QUOTE
ავტომობილის ძარის ნომერი (VIN) - გაყალბებულია, დამეხმარეთ


VIN კოდი თავისთავში შეიცავს ფორმულას, რისი გამოთვლითაც შეგიძლია ნახო სწორია თუ შეცვლილი

ტექნიკურად გამოთვლა და შემოწმება მარტივად შესაძლებელია

https://en.m.wikibooks.org/wiki/Vehicle_Identification_Numbers_(VIN_codes)/Check_digit

ვინს თუ დაწერთ, თუ არ დაარღვევთ ამით რაიმე კანონს, შემიძლია შევამოწმო

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.
მანდ ცოტა სხვა რამეშია პრობლემა. გამოძიება გრძელდება წლობით და რეალურად მანქანის მესაკუთრეს, რომელსაც კეთილსინდისიერად აქვს მანქანა შეძენილი ათწლეულების წინ, არ აქვს არანაირი ეფექტური ბერკეტი ამ ყველაფრის დასაჩქარებლად. როგორც ვიცი ბევრია მსგავსი შემთხვევები და მაინტერესებდა ამ თემის ავტორმა თუ მოაგვარა ეს პრობლემა და როგორ.

Posted by: cmpt 13 May 2021, 22:02
mmb
QUOTE
როგორ დამთავრდა თქვენი მანქანის საქმე შეგიძლიათ დაწეროთ, ან პირადში მომწეროთ?!

Damasski
QUOTE
მეც მაინტერესებს რა გაგრძელება ან დასასრული ჰქონდა ამ საქმეს.


ვიცი რომ დაგვიანებულია პასუხი, აღარ შემოვდიოდი აქ... მოკლედ არაფერი არ გამოვიდა... 6 თვე იდგა მანქანა ეზოში გაუნძრევლად, გამოძიებამ დაადგინა რომ მე ბრალი არ მიმიძღვის ნომრის გადარტყმაში, ვერც ის დაადგინეს როდის და სად გადაარტყეს ნომერი, მაგრამ არც ახალი ნომრის მინიჭების დადგენილება არ გამოიტანა პროკურატურამ... სასაცილოა მაგრამ ბოლოს მანქანის ჩამოწერაზეც უარი მითხრეს, დაშლაზეც - დანაშაულის ნივთმტკიცებააო და მისი განადგურება კანონით ისჯებაო... კანონის მიხედვით შენი საკუთრებაა, მაგრამ ვერ მოიხმარ, ვერ გაასხვისებო... მე ვუთხარი აბა როდემდე უნდა იდგეს ეზოში მეთქი... არ ვიცითო... მერე დავემუქრე სასამართლოში გიჩივლებთ, მოვიგებ და თქვენ ვაი-ექსპერტებსაც ზედ დავაყოლებ მეთქი 15 წლის წინ სიყალბეზე ხელი რომ მოაწერეს მეთქი... ცოტა იფიქრეს ერთი კანტორიდან მეორეში დამიბარეს და ბოლოს ხო კაი ჩამოვწეროთო... მანქანა საბოლოოდ ჩამოწერეს და გაიყიდა სავალი ნაწილის ფასში, ძარა ახალმა მფლობელმა გადააგდო...

ექსპერტიზამ მანქანის ძარის 3 სხვადასხვა ადგილზე ამოტვიფრული VIN ნომიდან 2 ავთენტურად ანუ ქარხნულად ცნო, 1 გაყალბებულად და შესაბამისად უარი თქვა ახალი ნომრის მინიჭებაზე ან არსებული ნომრის დატოვებაზე...

Posted by: mmb 14 May 2021, 10:44
ძალიან დიდი მადლობა. თუ არ შეწუხდებით, ნახეთ პირადი შეტყობინება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)