რადგან ასეთი თემა წავიდა, კიდევ ერთ საბჭოთა შედევრს დავდებ.
ეს სამხედრო მოკლეტალღიანი რადიო შეიცავდა რამდენადაც მახსოვს, 60-ზე მეტ "ჩხირებიან"რადიომილაკს. თან, სიხშირის სამართავი ჰეტეროდინის როლში იყო არა პრეციზიული LC გენერატორი (რომელიც იმ დროის დე-ფაქტო სტანდარტი იყო), არამედ სიხშირის სინთეზატორი, რომლის სქემა სულ მილაკებზე იყო გაკეთებული.
ზომით იმ ზემოთა გრუნდიგზე ოდნავ დიდი იყო, მაგრამ საშინელი წონის და ისე გაკეთებული, რომ მხოლოდ
აფეთქებით თუ გააფუჭებ.
---
შიგთავსის ერთ-ერთი ფენა:
დააკვირდით აწყობის საიმედოობას და კულტურას. მილაკის ბუდე-ეკრანები მოვერცხლილია, მირჩილვის ადგილები ლაქით დაფარული, კონტურების ბლოკები ჰერმეტიულ ეკრანირებულ ბუდეებში.
მთავარი გენერატორი კვარციანი, თერმოიზოლირებული, თავის პატარა ფეჩით და თერმოსტატით, რათა
სიხშირის ცდომილება მინიმუმანდე იყოს.
This post has been edited by INKVISITOR on 11 Mar 2024, 19:16
Was mich nicht umbringt, macht mich stärker.