Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Georgianisation > Sylfaen-ს გადაყვანა AcaNusx-ში


Posted by: LCH 25 Oct 2007, 02:09
მჭირდება ქართული უნიკოდით (Sylfaen -ით და BPG Glaho -თი)აკრეფილი ტექსტების გადაყვანა AcaNusx-ში ან LitNusx-ში, "ვორდში" არაფრით გამომდის, რო გადავიყვან ლათინური ასოებით გამოდის.... ამიტომ იქნებ რამე მირჩიოთ, რამე გადამყვანი არ არის?

Posted by: karlsoni 25 Oct 2007, 03:43
LCH
QUOTE
მჭირდება ქართული უნიკოდით (Sylfaen -ით და BPG Glaho -თი)აკრეფილი ტექსტების გადაყვანა AcaNusx-ში ან LitNusx-ში, "ვორდში" არაფრით გამომდის, რო გადავიყვან ლათინური ასოებით გამოდის.... ამიტომ იქნებ რამე მირჩიოთ, რამე გადამყვანი არ არის?

biggrin.gif convert.ge-ზე შედი, უტფ 8 მარცხნივ და ენგლისჰ მარჯვნივ დააყენე.
ჩასვი ტექსტი და გადაიყვანე.
შემდეგ ამოჭერი და ვორდის ფაილში გადაიტანე.
შემდე კონტროლ+ა ს დააჭირე და ზემოთ აკადნუსხურში გადაიყვანე.

Posted by: Eagle 25 Oct 2007, 10:02
karlsoni

დიდი მადლობა

ძალიან წამადგა შენი მითIთEBULI შAIთI

Posted by: LCH 25 Oct 2007, 18:05
karlsoni

მადლობა!....

--------------------------------------

Posted by: karlsoni 25 Oct 2007, 18:48
Eagle
LCH
არაფრის. smile.gif

Posted by: Pinturico 25 Oct 2007, 22:47
მთლად კარგად ვერ ვერკვევი ამ საკითხში და შეიძლება უაზრო კითხვასაც ვსვამდე, მაგრამ მაინც ვიტყვი: ე.წ. sp და GEO ფონტების Acadnusx-ში გადასაყვანად იგივე ოპერაცაა ჩასატარებელი რაც Sylafen-ისთვის? cry.gif

Posted by: დელფი 25 Oct 2007, 23:36
Pinturico
QUOTE
მთლად კარგად ვერ ვერკვევი ამ საკითხში და შეიძლება უაზრო კითხვასაც ვსვამდე, მაგრამ მაინც ვიტყვი: ე.წ. sp და GEO ფონტების Acadnusx-ში გადასაყვანად იგივე ოპერაცაა ჩასატარებელი რაც Sylafen-ისთვის?

convert.ge-ს თუ გულისხმობ, კი. იქ უბრალოდ უნდა აირჩიო, საიდან სად გინდა ტექსტის გადაყვანა. ძალიან მარტივია.

Posted by: ცუგა 26 Oct 2007, 00:04
Pinturico
გეო ფონტების დროს _standard_ს ირჩევ მარცხნივ baby.gif

Posted by: Mama_Basili 26 Oct 2007, 14:29
მე word-ის მაკროსს ვიყენებ, ძალიან მოსახერხებელია chups.gif

Posted by: levan666 26 Oct 2007, 15:51
ისე ბარემ აქვე დავსვამ ამ კითხვას smile.gif

კომოიუტერში რომ Georgian -ს მივუთითებ თასკბარიდან......... ქართულად საწერად............ მერე კლავიატურა რო შეესაბამებოდეს ჩვეულებრივ ქართულს acadnuskh-ურს რა უნდა ვუყო??..... მემოგნი რაღაც უნდა დავცაინსტალირეო ადრე შემხვდა მემოგნი და ახლა ვეღარ ვპოულობ როცა მჭირდება

Posted by: SiBNELE 26 Oct 2007, 16:45
levan666
ლათინური რასკლადია საჭირო ქართულისთვის'


დასეარჩე kb2000 ქვია მგონი

Posted by: levan666 26 Oct 2007, 17:31
QUOTE (SiBNELE @ 26 Oct 2007, 16:45 )
levan666
ლათინური რასკლადია საჭირო ქართულისთვის'


დასეარჩე kb2000 ქვია მგონი

მადლობა მოვძებნი იქნებ მაინც ვინმეს გქონდეთ ან იცოდეთ სად შეიძლება ვიპოვო

Posted by: დელფი 26 Oct 2007, 18:00
levan666
ეგ განლაგება (რასკლადი), უკვე აქვს კომპიუტერს ნაგულიხმევად.
საკმარისია გადართო EN-ზე და AcadNux-ით შეძლებ ტექსტის აკრეფვას.

Posted by: levan666 26 Oct 2007, 20:49
Delphi_Knight


QUOTE
საკმარისია გადართო EN-ზე და AcadNux-ით შეძლებ ტექსტის აკრეფვას.


EN ზე თუ გადავრთე acadnuskh როგორღა ჩავრთო? ვორდი ხო არ არის?

Posted by: დელფი 26 Oct 2007, 20:58
levan666
გადართავ და შრიფტად მიუთითებ ვორდში აკადნუსხურს.

Posted by: levan666 26 Oct 2007, 22:11
QUOTE
გადართავ და შრიფტად მიუთითებ ვორდში აკადნუსხურს.


ხო მა მე ვორდში კი არა ისე კომპში მინდა წერა ქართულად ვთქვათ ფოლდერს რო დავარქვა და ან ინტერნეტში რო დავწერო სხვადასხვა ველში და ა.შ.

Posted by: დელფი 26 Oct 2007, 22:20
levan666
ეგ შეუძლებელია და თან ტექნიკურად აბსოლუტურად მცდარი ნაბიჯი. უნიკოდის სტანდარტი ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ ყველა დამწერლობას გამოეყოს მისვის საჭირო ადგილი. XP-ში ქართულად რომ ჩაწერო იქ სადაც შენ მიუთითე, აკადნუსხური არაა საჭირო. ამისთვის არსებობს უნიკოდ-ტიპის შრიფტები, მაგალითად სილფაენი, ან ბატონ ბესარიონ გუგუშვილის (ბპგ) შრიფტები. თან უნდა გქონდეს კლავიატურის გადამრთველი.

Posted by: levan666 26 Oct 2007, 23:06

Delphi_Knight

QUOTE
აკადნუსხური არაა საჭირო. ამისთვის არსებობს უნიკოდ-ტიპის შრიფტები, მაგალითად სილფაენი, ან ბატონ ბესარიონ გუგუშვილის (ბპგ) შრიფტები. თან უნდა გქონდეს კლავიატურის გადამრთველი.



ხო და ეგ მინდა მეც აცად ნუსხური არ მინდა მაგრამ აკადნუსხურის განლაგება რო ქონდეს კლავიატურას, რო დაემტხვეს სილფაენისას ეგ მინდა..... ახლა სილფაენის განლაგების სწავლა რომ არ მომიწიოს.............

Posted by: დელფი 26 Oct 2007, 23:13
levan666
ე.წ. სილფაენის განლაგება არ არსებობს. არსებობს კლავიატურის განლაგება, ქართულისთვის ორი ტიპის. ლაითინური ასოების მიხედვით და ქართული საბეჭდი მანქანის მიხედვით. არსებობს კიდევ ე.წ. ერგონომიული განლაგება. 99% იყენებს ლათინურს. ეხლა მაკინტოშიდან ვარ შემოსული და ვერ მოვახერხებ და როცა პისი-ს ჩავრთავ, გამოგიგზავნი.

Posted by: levan666 26 Oct 2007, 23:54
QUOTE
როცა პისი-ს ჩავრთავ, გამოგიგზავნი.



thanks! მადლობა!

Posted by: Pinturico 30 Oct 2007, 12:06
თქვენ გაიხარეთ ხალხნო!!! ეკონომიკის მასწავლებელს ვერ გადაყავდა ტექსტი, მე ვუთხარი როგორც უნდა გადაეყვანა და ბონუსი დამიწერააააააააააააა. ჯირები ხააართ!!!!

Posted by: დელფი 30 Oct 2007, 12:20
Pinturico
ცხვარი დაკალი! biggrin.gif

Posted by: 088 15 Nov 2007, 18:15
QUOTE (LCH @ 25 Oct 2007, 02:09 )
მჭირდება ქართული უნიკოდით (Sylfaen -ით და BPG Glaho -თი)აკრეფილი ტექსტების გადაყვანა AcaNusx-ში ან LitNusx-ში, "ვორდში" არაფრით გამომდის, რო გადავიყვან ლათინური ასოებით გამოდის.... ამიტომ იქნებ რამე მირჩიოთ, რამე გადამყვანი არ არის?

ამ პროგრამით მარტივად შეძლებ გადაყვანას

Posted by: ta petite amie 5 Jul 2012, 22:34
ხააააააააააალხ ძაან გთხოვთ sylfaen დან acadnusx ში როგორ გადავიყვანო ისე რომ სქოლიოებიც გადავიდეს, ქართული ნაწერია . თუ იცით ვინმემ არ დაიზაროთ

Posted by: mrfantom 6 Jul 2012, 13:10
ta petite amie

http://forum.ge/?f=32&showtopic=34242831

Posted by: maler 4 Jun 2013, 14:49
არ ვიცი ამ თემაში უნდა ვიკითხო თუ არა.ქართული შრიფტის გადაყვანა მინდა ლათინურზე და დამეხმარეთ რა.საბოლოო ჯამში ხუცური შრიფტი მჭირდება და კოდირება ლათინური აქვს არადა ტექსტი მხედრულად მაქვს მომზადებული.ან შრიფტის დარედაქტირება მინდა ან ტექსტის ლათინურად გადაკეთება

Posted by: Accident 4 Jun 2013, 15:31
maler
QUOTE
ქართული შრიფტის გადაყვანა მინდა ლათინურზე

http://convert.ge/ge/text.shtml
http://fonts.ge/ka/converter/
http://lexicon.ge/?module=convert
http://spelling.ge/
http://www.alexandre.ge/index.php?incl=convert



QUOTE
საბოლოო ჯამში ხუცური შრიფტი მჭირდება

ეს, ფონტები, პირდაპირ აჩვენებენ ხუცურს
http://fonts.ge/ka/search/?st=font&writing=3,4&encoding=1

Posted by: maler 4 Jun 2013, 16:06
QUOTE (Accident @ 4 Jun 2013, 15:31 )

ეს, ფონტები, პირდაპირ აჩვენებენ ხუცურს
http://fonts.ge/ka/search/?st=font&writing=3,4&encoding=1

მადლობა.
ეს ფონტები მეც ვნახე მაგრამ ბეჭდური ვარიანტი მჭირდება რომელიც ლათინური კოდირებისაა..http://fonts.ge/ka/font/686/DKR-Hu1 ეს მჭირდება

Posted by: Giorgi1970 4 Jun 2013, 16:36
maler
QUOTE
http://fonts.ge/ka/font/686/DKR-Hu1 ეს მჭირდება

და ვერ წერ მერე? ხომაა გვერდით მითითებული, გადმოწერეო?

Posted by: Accident 4 Jun 2013, 16:56
Giorgi1970
გადმოწერა რა შუაშია?! spy.gif
პრობლემა ისაა, რომ ქართული კოდირებით აკრეფილი ტექსტის წაკითხვა სჭირდებოდა მაგ შრიფტით.
ეგ კიდევ, ლათინურია და ქართულს, საერთოდ ვერ აღიქვამს როგორც AcadNusx, Litnux და ა.შ.

Posted by: DrAcid 4 Jun 2013, 18:15
Accident
გადამყვანების ხროვა ხომ ჩამოუთვალე მანდ. გადაიყვანოს და იმუშავებს ყველაფერი

Posted by: maler 5 Jun 2013, 11:26
QUOTE (Giorgi1970 @ 4 Jun 2013, 16:36 )
maler
QUOTE
http://fonts.ge/ka/font/686/DKR-Hu1 ეს მჭირდება

და ვერ წერ მერე? ხომაა გვერდით მითითებული, გადმოწერეო?

კი გადმოვწერე მაგრამ ლათინური კოდირება აქვს.ამიტომ ქართული შრიფტი გადამყავს ლათინურზე და ისე ვიყენებ

Posted by: shoshia 6 Jun 2013, 18:40
QUOTE
მჭირდება ქართული უნიკოდით (Sylfaen -ით და BPG Glaho -თი)აკრეფილი ტექსტების გადაყვანა AcaNusx-ში ან LitNusx-ში, "ვორდში" არაფრით გამომდის, რო გადავიყვან ლათინური ასოებით გამოდის....

დიახ ლატინური ასეობი უნდ აგამოვიდეს...ეგაა სწორედ აცადნუსხ და ლიტნუსხ ფონტების კოდირება.
ქართულად გამოჩნდება ეგ ლატნური ტექსტი თუ მონიშნავ ვორდში და ფონტს აირჩEვ AcaNusx-ში ან LitNusx-

Posted by: Johnnie Walker 7 Mar 2018, 00:04
Sylfaen როგორ გადავიყვანო Lit.Nusx-ში, ხომ ვერ ამიხსნით. ვერც ერთი ონლაინ-კონვერტორი ვერ ავამუშავე smile.gif

წინასწარ მადლობა.

Posted by: ninicool 7 Mar 2018, 00:14
Johnnie Walker
QUOTE
Sylfaen როგორ გადავიყვანო Lit.Nusx-ში, ხომ ვერ ამიხსნით. ვერც ერთი ონლაინ-კონვერტორი ვერ ავამუშავე 

წინასწარ მადლობა.


ბოლოს ვორდში ჩააგდე და გადაიყვანე
user posted image

Posted by: AUTOCRAT 8 Mar 2018, 16:57
QUOTE
Sylfaen როგორ გადავიყვანო Lit.Nusx-ში

ღმერთმა და უნიკოდმა შეგინდოთ ეს უმძიმესი ცოდვა

ვერ წარმომიდგენია როდის ან რაში შეიძლება ადამიანს 2018 წელს დასჭირდეს გადაკეთებული ASCII drug.gif

Posted by: nick_el_son 8 Mar 2018, 21:04
QUOTE
ღმერთმა და უნიკოდმა შეგინდოთ ეს უმძიმესი ცოდვა

givi.gif



Posted by: 123omari123 16 Mar 2018, 19:04
unicode ამატებსო თავის ახალ ვერსიაში (11) ქართულ მხედრულსო და რას ნიშნავს? ქართულათ ხომ ისედაც ვწერდით მემგონი ყველგან, sylfaen_ის კოდში მაგალითად

Posted by: dvbt2 16 Mar 2018, 23:55
QUOTE (123gia123 @ 16 Mar 2018, 19:04 )
unicode ამატებსო თავის ახალ ვერსიაში (11) ქართულ მხედრულსო და რას ნიშნავს? ქართულათ ხომ ისედაც ვწერდით მემგონი ყველგან, sylfaen_ის კოდში მაგალითად

მთავრულ შრიფტს ამატებს ალბათ.
..................................................................

Posted by: AUTOCRAT 19 Mar 2018, 01:30
123gia123
აქამდე მთავრულით ვერ წერდი, მხოლოდ მხედრულით წერა შეგეძლო. იმისათვის რომ მთავრული ასოებით დაგეწერა მაგალითად ვორდის დოკუმენტში, სხვა ფონტი უნდა აგერჩია (იმიტომ რომ ზანგები ვართ თავის დროზე, 90-იანებში როცა უნიკოდი შეიქმნა, აგროვებდნენ მსოფლიოს დამწერლობებს, მაგ დროს კი ჩვენ ან ერთმანეთს ვხოცავდით ან ერთმანეთს ვაუთოვებდით, ხო და უნიკოდის ხალხმა რაც ნახა ის დაამატა, ანუ ჩვეულებრივი მხედრული, რასაც ახლა კითხულობ და ასომთავრული ႠႨ ႤႱ ႣႨႣႨ ႫႰႢႪႭႥႠႬႨ ႠႱႭႤႡႨ. ასე დარჩა მსოფლიო სტანდარტის მიღმა ისტორიული ნუსხური დამწერლობა და თანამედროვე ქართულში საყოველთაოდ გამოყენებადი მთავრული ასოები, იგივე მხედრულის მთავრული, მერე საპატრიარქომ იუნიკოდში წერილი მიიწერა აბა ჩვენ რითი ვწეროთო. მარა ეგენი ხო მარტო საკუთარ თავზე ფიქრობენ, ამიტომ დაამატებინეს მხოლოდ ნუსხური და მტავრული კი, რომლითაც წარწერაა საპატრიარქოს გალავანზე, დაიკიდეს), მალე კი ჩვენც, ისეთივე შესაძლებლობა გვექნება ვწეროთ ერთ ხაზში დალაგებული მთავრული ასოებით, როგორც ამას ლათინურის, კირილიცას, სომხურის და ბერძნული დამწერლობების მომხმარებლებს შეუძლიათ.

მაგალითად ლათინურად შეგიძლია დაწერო RUGBY IS OUR GAME, ქართულად კი იგივენაირად ახლა ვერ დაწერ, რადგან დაგჭირდება ცალკე ფონტი, რომელიც უნდა დააყენო სერვერზე და ა.შ. იუნიკოდ 11.0-დან მოყოლებული, ქართველების და ერთი უცხოელის ხანგრძლივი შრომის და მოლაპარაკებების შედეგად ეს უსამართლობა აღმოიფხვრება და ზედმეტი შელოცვების და ცეკვების გარეშე ქართულადაც შეგვეძლება caps lock-ზე თითის დაწკაპუნებით დავწეროთ - user posted image

ᲠᲐᲒᲑᲘ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲢᲐᲛᲐᲨᲘᲐ - ახლა ასე კუბიკებად ჩანს smile.gif

Posted by: 123omari123 19 Mar 2018, 03:45
AUTOCRAT
უფონტოდ ანუ Sylfaen_ით დავწერთ ოღონდ დიდი ასოებითაც შეგვეძლება? ისე მაგალითად დიდი "ც" დაწერა რომ მოგვინდება shift_ს ვერ ვიხმართ როგორც ინგლისურში ვწერთ დიდ "C", რადგან "ჩ" ასოს დაწერს , ამიტომ caps lock-ის ხმარება მოგვიწევს, სწორად მივხვდი?

Posted by: AUTOCRAT 19 Mar 2018, 15:28
123gia123
QUOTE
უფონტოდ ანუ Sylfaen_ით დავწერთ ოღონდ დიდი ასოებითაც შეგვეძლება? ისე მაგალითად დიდი "ც" დაწერა რომ მოგვინდება shift_ს ვერ ვიხმართ როგორც ინგლისურში ვწერთ დიდ "C", რადგან "ჩ" ასოს დაწერს , ამიტომ caps lock-ის ხმარება მოგვიწევს, სწორად მივხვდი?


მოკლე პასუხი: კი შეგვეძლება. მართალი ხარ caps lock-ის ჩართვა მოგვიწევს.

ვრცელი პასუხი სპოილერში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: 123omari123 19 Mar 2018, 18:38
AUTOCRAT
გასაგებია, მადლობა ვრცელი ინფორმაციისთვის.

Posted by: ripsta 25 Sep 2019, 23:32
dryade
მიყვარხარ


Posted by: dryade 26 Sep 2019, 16:34
ripsta

ღღ მიყვარხარ ღღ

Posted by: narcoTOURIST 6 Aug 2020, 13:59
იქნებ დამეხმაროთ

მოკლედ მაქვს რაღაც ძველი დოკუმენტი, ვერაფრით ვერ გავხსენი

აკრეფილი არის 2005-2007 წლებში, ქართულად, რუსულ ლეიაუთზე (წ, ჭ, ყ, ძ, ქ იყო რუსულ ы, й, ю ასოებზეო)

ადრე მთხოვეს რაღაც ფილმის სცენარის გახსნა, ისიც ძველ კომპზე იყო აკრეფილი და გავხსენი convert.ge-ს მეშვეობით, ცოტა კი ვიწვალე, მაგრამ გაიხსნა, ამ ფაილს კიდე ვერაფერი ვერ გავუგე

ეშველება რამე? user.gif

Posted by: blablabla77 7 Aug 2020, 03:15
QUOTE (narcoTOURIST @ 6 Aug 2020, 13:59 )
იქნებ დამეხმაროთ

მოკლედ მაქვს რაღაც ძველი დოკუმენტი, ვერაფრით ვერ გავხსენი

აკრეფილი არის 2005-2007 წლებში, ქართულად, რუსულ ლეიაუთზე (წ, ჭ, ყ, ძ, ქ იყო რუსულ ы, й, ю ასოებზეო)

ადრე მთხოვეს რაღაც ფილმის სცენარის გახსნა, ისიც ძველ კომპზე იყო აკრეფილი და გავხსენი convert.ge-ს მეშვეობით, ცოტა კი ვიწვალე, მაგრამ გაიხსნა, ამ ფაილს კიდე ვერაფერი ვერ გავუგე

ეშველება რამე? user.gif

დაზიანებულს გავს ეგ ფაილის საერთოდ. წაშლილი ფაილების აღდგენის მერე რო დაზიანებული ფაილი ამოდის.

Posted by: narcoTOURIST 7 Aug 2020, 12:10
blablabla77
QUOTE
დაზიანებულს გავს ეგ ფაილის საერთოდ. წაშლილი ფაილების აღდგენის მერე რო დაზიანებული ფაილი ამოდის.

კი გავიფიქრე მეც მაგაზე, მაგრამ ბევრი ფაილია და ყველა ეგრე დაზიანდებოდა? spy.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)