გამარჯობა ბიჭებო,
მოკლედ, ბოლო რამდენიმე თვეა კრიპტოვალუტებზე ვაჭრობით ბაინანსზე ვაკეთებ პატარ-პატარა მოგებებს. რა თქმა უნდა სულ + ვერ ვარ, მაგრამ ძირითადად კარგი პალასააა და რაც დროს გადის უფრო და უფრო ვსწავლობ სად უნდა ჩაიდოს თანხა.
არის უამრავი ვაჭრობის სტრატეგია, ერთ-ერთი რასაც მე ვიყენებ და რაც არის ძალიან მარტივი არის "სკალპინგი". ანუ თანხას გამოვიმუშავებ მოკლე მოკლე პოზიციებზე ვაჭრობით. სიტყვაზე მონეტა რომელიც ვიყიდე 1000 დოლარად და გავყიდე 1010 დოლარში. ანუ ფასის 1% ცვლაში უკვე ნამატი მაქვს თანხის 10დოლარი. სტოპ ლოსს ვაყენებ 6% ზე. თუ 6% ით გაუფასურდება მონეტა ეგრევე ვაბრუნებ თანხას უკან 6% წაგებით. თუმცა თუ სწორად მიუდგებით საკითხს სტოპლოსების გააქტიურაება ძაან გაგიიშვიათდებათ.
ყველაზე კარგ შემთხვევაში 50 დოლარიან ნავაჭრში 3-4 სტოპლოსი მომხვედრია. ანუ 50$ - დაახლოვებით 20$. სუფთა 30$.
მაგალითად:როგორც სურათზე ხედავთ
0.006001 ფასში შევიძინე 24,072 მონეტა, რაშიდაც გადავიხადე 144.456072$ ( USDT ) შემდეგ კი 2 წუთში დაახლოვებით 0.0061000 გავყიდე ის რაოდენობა რაც ვიყიდე და დამიბრუნდა 146.686700$ ( USDT ) - სუფთა მოგებამ შეადგინა - 2.20$
ასევე კიდევ ერთი მაგალითი:
აქაც ჩანს რომ დოგი ქოინები ვიყიდე 0.0439347 ფასში და გავყიდე 0.0482000 ამ ფასში. სუფთა მოგება გამოვიდა დაახლოვებით 8$.
ბევრ მაგალითს ჩაგიყრიდით კიდევ, მაგრამ რომ არ დავტვირთო ახლა ეს ტოპიკი გავაგრძელებ სხვა სტრატეგიით.
ფასის ვარდნაზეც შესაძლებელია თანხის გამომუშავება. ბინანსზე არსებობს რამდენიმე ტიპის საკრედიტო მხრის ფუნქცია- Cross (3x) , Isolated (5x) Isolated (10x) . ანუ რას ნიშნავს ეს :
საკრედიტო მხარი არის იგივე სავაჭრო პლატფორმის მიერ მოწოდებული კრედიტი, Cross (3x) ნიშნავს რომ თქვენი დადეპოზიტებული თანხა გასამმაგდება და სავაჭროდ არა 100$, არამედ 300$ გექნებათ. ეს ფუნქცია ყველა მონეტას არააქვს, მხოლოდ გარკვეული ტიპის მონეტებს. ბითქოინში შეგიძლიათ იზოლეითედ 10იქსზე გახსნათ პოზიცია და 100 დოლარიდან 1000 დოლარით ივაჭროთ. 2 % ფასთა სხვაობით 20$ დაგეწერებათ მოგება.თუმცა თუ ფასთა სხვაობა დაგეგმილის საწინააღმდეგოდ წავიდა 2% ით ქვემოთ, 20$ ზარალში წახვალთ. ( საკრედიტო მხრებზე მეტი ინფოსთვის
ერთ-ერთი სტრატეგია ამ 10X საკრედიტო მხარეზეა დაფუძნებული. სიტყვაზე, თუ ხედავთ რომ ბითქოინი კვდება და სისხლისგან იცლება ( ანუ ფასი კორექციაში მიდის და ძირს ვარდება ) შეგიძლიათ გახსნათ ბითქოინების შესყიდვის ორდერი და დაბალ ფასში შეისყიდედ იმავე რაოდენობის ბითქოინი რაც ისესხეთ. ამ შემთხვევაში, იმავე რაოდენობის ბითქოინი ბევრად იაფი დაგიჯდებათ და ფასთა სხვაობა რაც იქნება თქვენი პროფიტი გამოვა
მაგალითად :
10x იზოლეითედ მარჯინში ვიყიდე 925 $ ის ბითქოინი 38,205 ფასში = გამოდის ზუსტად ამდენი ბიტოკი 0.024228 BTC
ორდერი მიდევს ამწამს 37,500$ ში - 0.024228 BTC რაოდენობის ბითქოინის შესყიდვა რაც 925 $ ის ნაცვლად მიჯდება 908.55 დოლარი. ჩემი სუფთა მოგებაა 17.5$.
ასე მარტივად ხდება ყველაფერი მეგობრებო, თუმცა მონეტების შერჩევასაც თავისი სპეციფიკაცები უნდა გააჩნდეს. მე მაგალითად ვირჩევ მონეტებს, რომლებიც ფასით დღის განმავლობაში იცვლებიან 10% ით და სტაბილურად მოძრაობენ რამდნეიმე კვირის მანძილზე ერთ ფასზე ( არც ზედმეტად ზემოთ და არც ზედმეტად ქვემოთ ), ასევე აუცილებლად უნდა ქონდეს მაღალი ლიკვიდაცია ( მინიმუმ 10მილიონი დოლარის ბრუნი დღის განმავლობაში )
ბირჟებს რაც შეეხება, ჯერჯერობით მხოლოდ ბინანსზე ვვაჭრობ რადგან საკომისიო აქვს ყველაზე დაბალი. 0.1% ორდერიდან. თუ 2% მოგებას დავაფიქსირებთ 1.8% იქნება იდეაში ჩვენი მოგება. ( ყიდვისას წაგვართმევს 0.1% და გაყიდვისას 0.1% ჯამში 0.2%)
ვინც არ ხართ ბინანსზე შეგიძლიათ შემომიერთდეთ -
https://www.binance.com/en/register?ref=12900592 ( დავაყენე მაქსიმუმ რეფბექი, 0.1% ის ნაცვლად წაგართმევთ 0.09% )
ვისაც რაიმე გაქვთ გასაზიარებელი გისმენთ
ძალიან საინტერესო იქნება თქვენი სტრატეგიები და ა.შ.