Where Is Everybodyრა თქმა უნდა. მთავარი პრინციპია, რომ სადაც იმშობიარებ იქ უნდა გქონდეს ორსულობის ანალიზები ერთად, მათ შორის ეგ აუცილებელი ანალიზები შიდსის და ჰეპატიტების, რეზუსის და ა.შ.
* * *
SPC95 კი არა რეალურად 140 ლარი
ამას ახლა დავუკვირდი
ანუ, ეხო გადაღებული მქონდა 9 კვირაზე - 45 ლარი
ჩვენთან აღირცხვაზე რომ დადგეო ამისათვის:
1. აუცილებელიაო მაინც და მაინც ჩვენთან გადაღებული ეხოო (ეს წესი მგონი სხვაგან არსად აქვთ, მთავარია გქონდეს ერთი ეხო მაინც უახლოესი წარსულის, რომ ნამდვილად ფეხმძიმედ ხარ) - 45 ლარი
2. გინეკოლოგთან პირველი კონსულტაცია, რომელიც აუცილებელიაო აქვე უნდა გაიაროო (ეს წესიც ასევე არსად აქვთ, მიდიხარ, საბუთებს გაძლევენ რომ ვაუჩერი და ეგაა, ამათ კიკდე პირველ კონსულტაციაში აუცილებლად ფული უნდა გადაიხადოო) - 35 ლარი
3. ფორმა ასი რომ მოგცეთ დაზღვევისთვის (რაც ყველგან უფასოა) ამაში 10 ლარიო (და ყველა მომავალ კონსულტაციაზე ფორმა 100-ში თურმე 10 ლარი უნდა მეხადა)
4. ისტორიის გახსნა 5 ლარი (აქამდე სადაც გამიხსნია ისტორია ყველგან უფასო იყო და სხვაგან თუ ფასიანებიც არსებობდა არც ვიცოდი)
ეგ კი არა, 10 კვირაზე ეხო გადამაღებინეს, რასაც აზრი არ ქონდა, მე-9-ზე ისედაც გადაღებული მქონდა, მე-5 და მე-8-ზეც, და 11-12-ზე ისედაც მიწევდა კისრის ნაოჭის გამო გადაღება. ანუ კიდე 45 ლარი სულ ტყუილად უნდა აეწაპნათ, რაც რა თქმა უნდა ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ გამოვიქეცი
ნუ, გამოქცევის მიზეზები კიდე სხვაც იყო, მეზარება ჩამოთვლა
ზოგიერთი კლინიკა ასე ინაზღაურებს სახელმწიფო უფასო კონსულტაციების და ანალიზების თანხას, რაშიც სახელმწიფო მხოლოდ 35 ლარს უხდის, თუ სწორად მახსოვს. იშვიათია კლინიკა და მნიშვნელოვანია იმ კლინიკაშიც რომელი ექიმი შეგხვდება, სადაც სხვა ამ ლეგალური შემოვლითი გზებით პაციენტისგან არ ინაზღაურებენ რასაც სახელმწიფო აკლებთ
)