Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ამასობაში ვიტ ჯორჯიას 4 ფეხბურთელი დააკავეს


Posted by: iviko18 20 May 2019, 00:58
გაყიდული მატჩების თემა არისო.

http://ajaratv.ge/article/43476

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმი დინამოსა და ვიტ-ჯორჯიას მატჩის დასრულების შემდეგ, ანგისის ბაზაზე, სამართალდამცველები გამოჩდნენ. პოლიციელებმა ანგისის ბაზის გასახდელის შესავლელი ჩაკეტეს იმ მხარეს, სადაც ვიტ-ჯორჯიას ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სპორტსმენები სამართალდამცველებმა პირდაპირ გასახდელიდან წაიყვანეს. შესაძლოა, საქმე გაყიდულ მატჩებს უკავშირდებოდეს, თუმცა მაუწყებელი ცდილობს ძალოვანი უწყებებიდან, დაზუსტებული ინფორმაციის მოპოვებას.

Posted by: imereti 20 May 2019, 01:04
სუსმა დააკავა სავარაუდოდ, 5 თუ 6... ან ჩაწყობილ თამაშებთან არის კავშირიო, ან დღევანდელ არჩევნებთან...

ეს ბოლო იმიტომ ჩავაკვეხე, თემა რომ არ დაგიხურონ...

Posted by: Choncxis mzera 20 May 2019, 01:06
ქვეყნის წამყვანი ლიგის სპონსორი ტოტალიზატორია და რა გასაკვირია გამაზვები რომ იყოს
Crystalbet ეროვნული ლიგა - ასე ჰქვია უკვე


"ეროვნულ ლიგას წარმოგიდგენთ კრისტალბეთი"
ამაზე სიფსიხე რავი რა




ისე, ტრანსლაციებს კი ანახებენ ხოლმე იუთუბის არხზე... ამას ვერ დავუკარგავ
მარა ეგეც თუ არ ქნეს და...

Posted by: imereti 20 May 2019, 01:12
Choncxis mzera
QUOTE
ეროვნულ ლიგას წარმოგიდგენთ კრისტალბეთი

მერე მაგ ტოტალიზატორს ჩვენი ჩემპიონატი არ აქვს შეტანილი...

Posted by: don gajetino 20 May 2019, 01:19
ბევრი სხვა ქვეყნის ჩემპიონატს ჰქვია ტოტალიზატორის სახელი და ეგ თემა მოსული პონტია yes.gif


ღუდუშა შემეცოდა /

Posted by: ზურატი96 20 May 2019, 01:29
სახელები არის ცნობილი ვინ არიან დაჭერილები?

Posted by: magda_gijmaji 20 May 2019, 03:38
ოთხი არა, ხუთი დააკავეს და არა მხოლოდ

ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელებიც აიყვანეს


http://recorder.ge/2019/05/20/garigebul-tamasebsi-monawileobis-braldebit-lancxutis-gurias-fexburtelebic-daakaves/ გურია

http://recorder.ge/2019/05/20/saxelmwifo-usafrtxoebis-samsaxurma-vit-jorjias-5-fexburteli-daakava/ - ვიტ ჯორჯია

Posted by: lasha1997 20 May 2019, 03:46
ფედერაციას მიხედონ უკეთესი იქნება და იმედი მაქვს მოვა ეგ დროც. საქართველოში ბევრი ტალანტი იზრდება,მაგრამ ფულის გამო ვერ იწევენ წინ კარიერაში,რადგან ვიღაცას უფრო მეტი ფული აქვს და იმის შვილი უნდა გაქაჩონ.

Posted by: აფრედერიკ_მე 20 May 2019, 04:02
QUOTE
ოთხი არა, ხუთი დააკავეს

დანარჩენებმა არ იცოდნენ გაყიდული რო იყო და მუღამით თამაშობდნენ? givi.gif

Posted by: gio3870X2 20 May 2019, 09:40
მოვდღან ქართული ფეხბურთი მაინც მაგრად მკიდია.

Warning:
4.3.6.2. უცენზურო ლექსიკა

ვორნი

Posted by: Lаki 20 May 2019, 09:52
სავარაუდოდ შავ სიაში 2 თამაშია:

4 მაისს, ეროვნული ლიგის 11-ე ტურში "ვიტ ჯორჯია" - "რუსთავის" შეხვედრა (2:3), რომელსაც "ვეტერინარები" 2:0-ს იგებდნენ და ბოლო 14 წუთში 3 გოლი გაუშვეს.

აგრეთვე 2018 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული თასის მეოთხედფინალი "ვიტ ჯორჯია" - "თელავი" 0:3.

Posted by: vaho 20 May 2019, 12:14
user posted image

დღევანდელი საქართველო..............................

Posted by: Lаki 20 May 2019, 13:48
სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სამსახურმა გუშინ, 19 მაისს, სავარაუდოდ ლანჩხუთის „გურიის“ 2 ფეხბურთელი დააკავა. სუს-ის პრესცენტრში ამ დაკავებასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ინფორმაციას დღეს დღის განმავლობაში გაავრცელებენ.

ლანჩხუთის გურიის ადმინისტრაციაში არ იციან, ზუსტად რამდენი ფეხბურთელი დააკავა წუხელ სუს-მა. „დაზუსტებით ვიცით ის, რომ სახლიდან წაიყვანეს ჩვენი მეკარე და ბაზაზე მოკითხეს ერთი ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელი დააკავეს თუ არა, არ ვიცით, ის ბაზაზე არ იმყოფებოდა. რას ედავებიან ზუსტად, არც ეგ ვიცით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლუბის ადმინისტრაციაში.

გარდა ამისა, სუს-მა წუხელ თბილისური კლუბის „ვიტ ჯორჯიას“ ოთხი ფეხბურთელიც დააკავა.

Posted by: MyChemicalRomance 20 May 2019, 14:23
https://1tv.ge/news/sus-ma-safekhburto-matchebis-chawyobis-faqtze-rva-moqmedi-da-sami-yofili-fekhburteli-daakava/?fbclid=IwAR09GoLDhVNgyOq_s4X3Lg2BP0iw14MfsDwQQ8HTPq7G_6axtYBzQjSTGFs


სუს-მა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები – ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი“,- აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.


Posted by: Trump 20 May 2019, 14:24
ფეხბურთში საქმიანობა უნდა აეკრძალოთ და ერთი 5 წელი სროკი.smile.gif

იმიტომ აქვს დედა მომძვრალი ქართულ ფეხბურთს, ესეთი დამპლები თამაშებს რო ყიდიან და სხვა ინტერესი არა აქვთ.

Posted by: Lаki 20 May 2019, 14:25
QUOTE
ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი“,- აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.


facepalm.gif
ეს თანხა რამდენმა კაცმა გაიყო?

უთავმოყვაროები PUKE

Posted by: მიხეილ რძე 20 May 2019, 14:25
ისე, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე.

ზედა ორი ლიგის ყველა ფეხფურთელი, მწვრთნელი, მასაჟისტი, სპორტული დირექტორი და პრეზიდენტი რომ აყარო, რამდენი კაცი იქნება უდანაშაულო?

10?
20?

Posted by: RadioShack 20 May 2019, 15:14
QUOTE (Trump @ 20 May 2019, 14:24 )
ფეხბურთში საქმიანობა უნდა აეკრძალოთ და ერთი 5 წელი სროკი.smile.gif

იმიტომ აქვს დედა მომძვრალი ქართულ ფეხბურთს, ესეთი დამპლები თამაშებს რო ყიდიან და სხვა ინტერესი არა აქვთ.

სახელმწიფო რომ აფინანსებს ეგაა ყველაფრის მიზეზი


სპორტი რომელსაც იმდენი მაყურებელი არყავს რომ მოგებას ტოვებდეს საერთოდ არარის საჭირო


Posted by: Trump 20 May 2019, 15:16
RadioShack
QUOTE
სახელმწიფო რომ აფინანსებს ეგაა ყველაფრის მიზეზი


სპორტი რომელსაც იმდენი მაყურებელი არყავს რომ მოგებას ტოვებდეს საერთოდ არარის საჭირო



ვერც ერთი სპორტი ვერ დატოვებს მაგდენ მოგებას. რაგბი უყვარს ხალხს და ჰა სულ სავსეა სტადიონი, შენ გგონია სტადიონზე გაყიდული ბილეთებით შეინახავ რაგბის ფედერაციას?


Posted by: RadioShack 20 May 2019, 15:18
QUOTE (Trump @ 20 May 2019, 15:16 )
RadioShack
QUOTE
სახელმწიფო რომ აფინანსებს ეგაა ყველაფრის მიზეზი


სპორტი რომელსაც იმდენი მაყურებელი არყავს რომ მოგებას ტოვებდეს საერთოდ არარის საჭირო



ვერც ერთი სპორტი ვერ დატოვებს მაგდენ მოგებას. რაგბი უყვარს ხალხს და ჰა სულ სავსეა სტადიონი, შენ გგონია სტადიონზე გაყიდული ბილეთებით შეინახავ რაგბის ფედერაციას?

თუ ვერ დატოვებს მაშნ რატომ ვაფინანსებთ ფეხბურთს და რატომ არ ვაფინანსებთ ჟოპასწენკას? რითია ასეთი განსაკუთრებული?




რა ფედერაცია, ფედერაციაში 1000 კაცი იღებს ხელფასს არაფერში,

კლუბები და მორჩა

გადახედე ბრაზილიას, არტოვებენ მოგებას? ისე უნდა თამაშობდნენ რომ არა მარტო ქართველები უყურებდნენ

Posted by: wrangler7 20 May 2019, 16:20
სიგარეტის ფული ამოაგდეს ბიჭებმა,რა პანიკებია? chups.gif

Posted by: babsi 20 May 2019, 16:27
ყველა ფულის კეთებაზეა გადასული, ფედერაციიდან დაწყებული რიგით ფეხბურთელამდე, სადღაა ფეხბურთი,

Posted by: vaxo55 20 May 2019, 16:32
ადრე სპორტი იყო ძირითადი და ტოტალოიზატორი ეტმასნებოდა.ახლა ტოტალიზატორს მიჰყავს პარადი. ჩემთვის სპორტი მკვდარი მცნებაა.ტოტალიზატორს საერთოდ არ ვეკარები და არც არავის ვურჩევ.

Posted by: dega 20 May 2019, 16:35
სადაც არსებობს ტოტალიზატორი
იქ მუდამ იქნება ეგ
ან ორთავე უნდა ისჯებოდეს
ან არცერთი
yes.gif

Posted by: wolf-larsen 20 May 2019, 16:53
dega

ვაა, მაგარი საინტერესო პოსტები გაქვს რა smile.gif

ადრე მახსოვს ამტკიცებდი ფეხბურთი პატიოსანი სპორტიაო და ჩაწყობა არ ხდებაო.

პ.ს. ეს ჩვენი ცუანები რა დღეში არიან, ტიპებს ასი მეტრის აჩქარებით გარბენა არ შეუძლიათ,

და წამოიდგინეთ დიდი ბიჭების ლიგებში რა ხდება.......

Posted by: dega 20 May 2019, 17:04
wolf-larsen
QUOTE
ადრე მახსოვს ამტკიცებდი ფეხბურთი პატიოსანი სპორტიაო და ჩაწყობა არ ხდებაო.

მე სხვა რამეს ვამბობდი
აი მაგალითად ლივერპული ბარსელონა 4-0 ზე
და მსგავსებზე როცა საუბრობენ yes.gif
თორემ ჩემპიონატებზე ჩაწყობაა ხშირად

Posted by: wolf-larsen 20 May 2019, 17:10
QUOTE
მე სხვა რამეს ვამბობდი
აი მაგალითად ლივერპული ბარსელონა 4-0 ზე
და მსგავსებზე როცა საუბრობენ 
თორემ ჩემპიონატებზე ჩაწყობაა ხშირად





იქაც ხო იგივე წესები მოქმედებს რაც ჩვენთან smile.gif
იგივე ბურთი, იგივე კარები, იგივე მოედანი.

აქ თუ ეწყობა, იქ რა უშლის ხელს?
მაღალი თვითშეგნება?
ღვთისმოშიშობა?

თუ რა? smile.gif

პ.ს. რაც უფრო დიდია ტყუილი ადვილად ვიჯერებთ რა , იმ გოთვერანი კაცის არ იყოს.
რადგან ლივერპულია არ იკადრებდა თემას ვაწვებით ესეიგი smile.gif

ბოდიში მომითხოვია ფორუმელ გიგანტ-ექსპერტებთან,
მაგრამ ვიცი ზუსტად რაც ხდება მაგ სფეროში.
როგორ ხდება მაიმუნობა,

დიდ ლიგებში და ლივერპულებზე, წუთების მიხედვით არის განსაზღვრული რომელი გოლი როდის უნდა გავიდეს.

გინდა დაიჯერეთ გინდა არა .......

Posted by: gio50 20 May 2019, 17:12
სპოტცმენები გამოუშვით ფარჩაკებო.თუ უსაქმური პარლამენტარები და მინისტრები იშენებენ სასახლეებს ბიუჯეტის ფულით ...ესენი ოფლს მაინც ღვრიან ხანდახან

Posted by: მიხეილ რძე 20 May 2019, 17:19
wolf-larsen
არადა ტრივიალურს გეუბნება.

ავიღოთ ლივერპულის ან ბარსას თუნდაც სამი იგროკის საშუალო ხელფასი.
წელიწადში სადღაც 20 მილიონი გამოვა.

შენ გჭირდება ისეთი კუში, რომელიც ამ მილიონერებს თავის კარიერაზე, მომავალზე და ფულზე ხელს ააღებინებს.
ანუ, 150-200 ლიმონის ბაზარი მაინც არის.

ეს რომ გიღირდეს, რაღაც ძალიან რთული აფიორა უნდა დაატრიალო ასეთი საეჭვო აქტივობის კვალის წასაშლელად.
ამის ალბათობა კი არის 0,001 პროცენტი.

მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი ჩემპიონატის ყიდვის ალბათობა 90 პროცენტს უტოლდება biggrin.gif
ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების გამო.

პ.ს. "დიდ" თამაშებზე პირდაპირი მანიპულაცია ძალიან, ძალიან იშვიათად მიდის.
ფულის რეცხვის სხვა მეთოდებია შემუშავებული ტოტალიზატორების მეშვეობით, სადაც ფეხფურთელების ჩართულობა სულაც არ არის აუცილებელი.

Posted by: wolf-larsen 20 May 2019, 17:27
QUOTE
ავიღოთ ლივერპულის ან ბარსას თუნდაც სამი იგროკის საშუალო ხელფასი.
წელიწადში სადღაც 20 მილიონი გამოვა.

შენ გჭირდება ისეთი კუში, რომელიც ამ მილიონერებს თავის კარიერაზე, მომავალზე და ფულზე ხელს ააღებინებს.
ანუ, 150-200 ლიმონის ბაზარი მაინც არის.


აქ ვერაფერი გავიგე smile.gif
რა შუაშია მილიონი და ხელფასი?

თამაშის "გაკეთებისას" ფეხბურთელის ხელფასი არაფერ შუაშია და არც მგონია რომ წილს იღებს მანდედან.
ეს მაფიაა ესეთი და მაფიის წევრები შეთანხმებულად მოქმედებენ smile.gif

QUOTE
პ.ს. "დიდ" თამაშებზე პირდაპირი მანიპულაცია ძალიან, ძალიან იშვიათად მიდის.
ფულის რეცხვის სხვა მეთოდებია შემუშავებული ტოტალიზატორების მეშვეობით, სადაც ფეხფურთელების ჩართულობა სულაც არ არის აუცილებელი.


ფებურთელის ჩართულობია გარეშე (რამდენიმეც საკმარისია თამაშში) თამაშს მარტო მსაჯი ვერ გააკეთებს, დახმარებაც სჭირდება.
მესი უფრო კარგად ეხმარება, ვიდრე ვიღაცა ჩალიგავა , ამიტომ იქ არ იწვებიან იმდენად, აქ მიწვებიან, ესაა სულ.
თუმცა იუვენტუსზე იმედია არ იტყვით რომ პატარა გუნდია smile.gif

Posted by: წიტალა 20 May 2019, 17:33
QUOTE
იმიტომ აქვს დედა მომძვრალი ქართულ ფეხბურთს, ესეთი დამპლები თამაშებს რო ყიდიან და სხვა ინტერესი არა აქვთ.

არანაირი სპორტული ჟილკა, წინსვლა ან ლამაზი ფეხბურთი, facepalm.gif


ეგ ფული მიეცით მორაგბეებს

Posted by: მიხეილ რძე 20 May 2019, 17:34
wolf-larsen
ხელფასი არაფერ შუაში არისო?!

გიხსნი - რაც მეტი გაქვს ხელფასი, მით მეტი გაქვს დასაკარგი და მით უფრო ყურადღების ცენტრში ხარ.

ერთია რვაასი ლარი გქონდეს თვეში და მეორე ნახევარი მილიონი ევრო!
ამ შემთხვევაში ბევრად ნაკლები მოტივაცია გექნება ტრაკის გაყიდვის და შეუდარებლად მაღალ კუშს მოითხოვ თამაშის გამაზვაში.

მაფიის წევრებმა რაც არ უნდა დაგეგმონ, თუ იგროკები ვერ დაკერეს, რომელიც მათ გეგმას შეასრულებენ, არაფერი გამოვა.

ფულის რეცხვას რაც შეეხება, ბოლო 15 წელი აქცენტი კეთდება თანაბარი თამაშების სამივე შესაძლო შედეგზე.
შეგაქვს პირობითად 10 ლიმონი შავი ფული, გამოგაქვს 6-7 მილიონი სუფთა ფული. სამი მილიონი გათეთრების "გასამრჯელოა".

აქ არც მსაჯი და არც იგროკები არ გჭირდება.

Posted by: wolf-larsen 20 May 2019, 17:45
მიხეილ რძე

როგორ წარმოგიდგენია,
ადამიანი რომელიც მილიონს უხდის ხელფასს. უფრო დაკერავს თავის იგროკს,
თუ ადამიანი რომელიც 800 ლარს უხდის ხელფასს?

არ დაემორჩილება და ვეღარ აიღებს მაგ მილიონებს.

რა გგონიათ მართლა, ბურთის გორაობაში იხდიან ამხელა მილიონებს?

და ბილეთების ფულით მდიდრდებიან ხო

Posted by: imereti 20 May 2019, 17:51
wolf-larsen
QUOTE
როგორ წარმოგიდგენია,
ადამიანი რომელიც მილიონს უხდის ხელფასს. უფრო დაკერავს თავის იგროკს,
თუ ადამიანი რომელიც 800 ლარს უხდის ხელფასს?

არ დაემორჩილება და ვეღარ აიღებს მაგ მილიონებს.

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: მიხეილ რძე 20 May 2019, 17:58
wolf-larsen
ეე, იმ დონეზე დახვედი უკვე, ზამთარში ხალხი რომ მიტრაკებდა აქ, რას ქვია ჩაკვე ბარსელონაში არ გადადისო?!
იზვინის ახლავეო biggrin.gif

არ გიყვარს შენ ფეხფურთი და, როგორც ჩანს, შედარებით იშვიათად უყურებ.
მოკლედ, საერთო ბაზისი გვაკლია შინაარსიანი დისკუსიის გასაგრძელებლად.

Posted by: wolf-larsen 20 May 2019, 18:02
მიხეილ რძე

ეგრე იყოს smile.gif

ფეხბურთი ზედმეტადქც მიყვარდა იყო დრო,
ზუსტად ამ 4-0 - ებმა და ეგეთებმა შემაძულა smile.gif


პ.ს. ეეხ რა დრო იყო იუვენტუსი უსამართლოდ რო დასაჯეს....

Posted by: lasha1997 20 May 2019, 22:57
რაზე საუბრობთ არ მესმის და ეს არის „ჯოხის გადატეხვა“ ფეხბურთელებზე. ფედერაციას უნდა დაერიონ,მაგრამ ამის შანსი ნულის ქვემოთ არის.

Posted by: dega 20 May 2019, 23:07
wolf-larsen
QUOTE
პ.ს. რაც უფრო დიდია ტყუილი ადვილად ვიჯერებთ რა , იმ გოთვერანი კაცის არ იყოს.
რადგან ლივერპულია არ იკადრებდა თემას ვაწვებით ესეიგი

ლივერპული იკადრებს კარდიფთან ინგლისის თასის ოცდამეთორმეტეფინალში
და არა ბარსელონასთან ლიგის ნახევარფინალზე
რას მახსნევინებ რაsmile.gif
მოდი მაგას გავეშვათ
ხშირად გამიგია ათიანი კუში ამოვარდა გაძღა ტოტალიზატორებიო როცა ამბობენ
ამის მტქმელებს საერთოდ ტვინი აქვს??
გაძღა თუ განადგურდაsmile.gif
ბიჯო ისეთ რამეებს ამბობს ეს ტოტალიზატორშიკები რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია მაშინ
დახუროს ყოველ კვირას თითო ტოტალიზატორი მაინც...
დეტსკი სადsmile.gif
ტოტალიზატორი იგებს მუდამ როგორც არ უნდა დამთავრდეს თამაში
უფრო სწორად ერთს წააგებს და ცხრას მოიგებს რაც ჯამში მაინც მოგებაა,,,,

Posted by: girvan_88 20 May 2019, 23:33
QUOTE
იტ ჯორჯია

იმედია უახლოეს მომავალში ამოიძირკვება ქართული ფეხფურთის მიდამოებიდან

თბილისს უნდა ყავდეს ერთი გუნდი - დინამო

დანარჩენი შეთითხნილ-შეკოწიწებული წარმონაქმნები არიან


ადრე იყო შევარდენი 1906 - და მოსპეს, დედა უტირეს... უძვეეს ქართულ საფეხბურთო გუნდს

Posted by: Choncxis mzera 20 May 2019, 23:36
მამენტ, შეიხებს მოუნდეთ და სულ ჩახუთულ კვერებზე დაიკიდებენ თუნდაც პსჟ-მანჩესტერის დონის იგრას ...
biggrin.gif

მარა მანდ ტოტალიზატორის დონის მაქინაციები კი არ იქნება, სულ სხვა თემები იქნება, ჩემის აზრით, რა თქმაუნდა ...

შეიძლება ფულის თემა საერთოდაც არც იყოს......
აი, დიდი ძალაუფლება რომ გაქვს და ვიღაცას რომ გინდა დაანახო რამხელა ძალა გაქვს და გრევი გაუკეთო რა....

კუნძულებს რომ ჩუქნიან პატივისცემის ნიშნად და ა.შ.


იმიტომ რომ ზედა ვერხის შეიხებს მაგარი გატრუხებული ექნებათ ფული


მაგალითად, იმდენად ააქვთ ეს ფული და ფუფუნება გატრუხებული რომ ასეთ მურტალ სიმღერას მოსავენ ამდენ ფულებში


აღსანიშნავია დსმის კომენტარი, საკაიფოდ დაუწერა

maybe he is paying her to stop singing. but she won't shut up.
up.gif




პ.ს. ეს ტახტახუნოვი (ტაივანჩიკა) გამახსენდა
ოლიმპიადის ოქროს მედალს თუ მედლებს რომ ყიდულობდა (ყოველ შემთხვევაში, მაგ ხაზით დაიჭირეს და რა მოხდა არ ვიცი)

user posted image



პ.პ.ს.
იასნია, რომ ჩვენი ქარაქუცა იგროკების მოსყიდვა ბევრად ადვილია
რათ უნდა საუბარი

Posted by: ონლაინ_მაღაზია 20 May 2019, 23:38
lasha1997
QUOTE
ფედერაციას უნდა დაერიონ

საინტერესო ხედვაა. რატომ ფედერაციას?
იტალიაში, ინტერის გარდა, ყველა გუნდია გაგდებული ა სერიადან
საფრანგეთში მარსელს ჩემპიონთა თადი ჩამოართვეს.
ბივში სოცქვეყნები, ხო საერთოდ
ფედერაცია რა შუაშია ხომ ვერ დამიკონკრეტებ


girvan_88
ვიტ ჯორჯია, ესეთ ხუმრობაზე, ერთხელ უკვე გაგდებული იყო ვიში ლიგიდან
ეხლა თუ გააუქმებენ, მაგ გუნდს თორე, მეტი რა უნდა უქნა

Posted by: iviko18 20 May 2019, 23:40
QUOTE (Choncxis mzera @ 20 May 2019, 23:36 )

იმენა გენეტიკურად არიან ბანძები, ტიპებს ფული ძღრენივით აქვთ და "კლიონკებიანი" მაგიდები და ბანძი ტახტები უდგათ, ან რა აკუსტიკაა. facepalm.gif ნებისმიერ ქართულ სოფელში გაშლილ სეფაში უფრო დასტოინი სიტუაცია იქნება ვიდრე ამ ვიდეოში ჩანს.

Posted by: Choncxis mzera 20 May 2019, 23:51
iviko18
იმენა ეგ ხაზია biggrin.gif biggrin.gif

ასეთი ტიპები არიან, პროსტო ბევრი ფული აქვთ




Posted by: girvan_88 21 May 2019, 00:00
ონლაინ_მაღაზია
QUOTE
girvan_88
ვიტ ჯორჯია, ესეთ ხუმრობაზე, ერთხელ უკვე გაგდებული იყო ვიში ლიგიდან
ეხლა თუ გააუქმებენ, მაგ გუნდს თორე, მეტი რა უნდა უქნა

საერთოდ არ მესმის ეგეთი გუნდების არსებობს აზრი

დაჟე სსრკ-ის დროს მამაჩემს რომ დავყავდი ლოკომოტივის თამაშებზე, სადღაც მეორე ლიგის მეცხრე ზონაში გამოდიოდა, იქიდან მახსოვს უბნიდან ბიძები აიკრიფებოდნენ და ვაკეში მივდიოდით, არანაირი ემოცია, არანაირი ნერვიულობა, არანაირი განცდა მაგ თამაშებზე არ მახსოვს...

აგერ რამოდენიმე დღის წინ ბოლნისში ვიყავი გუდმა ხუთით ნული წააგო მარა იგრძნობა ამ პატარა ქალაქში ფეხბურთის სიყვარული და განცდები

ეს არაფრიმომცემი თბილისური გუნდები უნდა მოისრან და მოიკვეთონ თვალსაწიერიდან

Posted by: lasha1997 21 May 2019, 00:41
ონლაინ_მაღაზია
QUOTE
საინტერესო ხედვაა. რატომ ფედერაციას?იტალიაში, ინტერის გარდა, ყველა გუნდია გაგდებული  ა სერიადანსაფრანგეთში მარსელს ჩემპიონთა თადი ჩამოართვეს.ბივში სოცქვეყნები, ხო  საერთოდფედერაცია რა შუაშია ხომ ვერ დამიკონკრეტებ



აბა მე ვარ კაცო შუაში? smile.gif

Posted by: wolf-larsen 21 May 2019, 00:50
QUOTE
ლივერპული იკადრებს კარდიფთან ინგლისის თასის ოცდამეთორმეტეფინალში
და არა ბარსელონასთან ლიგის ნახევარფინალზე
რას მახსნევინებ რა
მოდი მაგას გავეშვათ
ხშირად გამიგია ათიანი კუში ამოვარდა გაძღა ტოტალიზატორებიო როცა ამბობენ
ამის მტქმელებს საერთოდ ტვინი აქვს??
გაძღა თუ განადგურდა
ბიჯო ისეთ რამეებს ამბობს ეს ტოტალიზატორშიკები რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია მაშინ
დახუროს ყოველ კვირას თითო ტოტალიზატორი მაინც...
დეტსკი სად
ტოტალიზატორი იგებს მუდამ როგორც არ უნდა დამთავრდეს თამაში
უფრო სწორად ერთს წააგებს და ცხრას მოიგებს რაც ჯამში მაინც მოგებაა,,,,


კოროჩე, მოკლედ როგორ არის smile.gif

აი ვთქვათ ბარსა იუვეს თამაშზე დაიდო დიდი ფული ბარსელონას მოგებაზე,
ამ შედეგით რომ დამთავრდეს, წააგებს ტოტალიზატორი ხომ? კი ბატონო.
და აგებს კიდეც.
შეიძლება ერთი კვირა წაგოს ტოტალიზატორმა, შეიძლება მეტი,

მაგრამ მერე მიყვება ისეთი თამაშების პალასა, რომ ასიდან ერთი რომ გამნოიცნობს.

რამდენმა გამოიცნო რომ ლივერპული გავიდოდა საინტერესოა? ან ის მეორე მკვდარი smile.gif

თქვენი აზრით ბევრმა?

მანდ რა მოხდა გეტყვით, ბარსამ ისეთი ლოგიკური სეზონი ჩატარა, დრო იყო უკვე მაიმუნობის და კი ქნა გრანდიოზული.

პ.ს. ძველებს აღარ გაგახსენებთ რა აზრი აქვს smile.gif
ზუსტად ლივერპულმა რომ ქნა მსგავსი მაიმუნობა მილანთან, ეგეც ეგ ვარიანტი იყო, არავითარი პატიოსნება smile.gif

მე არ ვამბობ რომ ყველა თამაში კეთდება და ეწყობა,
რომელიც საჭიროა ის და როცა საჭიროა მაშინ......

მაგითი სარგებლობენ, რომ ძნელად წარმოსადგენია ამ დონის თამაშში ხდებოდესო, ყველა ფიქრობს smile.gif
მასების ფსიქოლოგიას იცნობენ კარგად,
მასების რა, მოთამაშე მასების gigi.gif

Posted by: Krusty_the_Clown 21 May 2019, 17:13
კობიაშვილი არის ნორმალური ფეხბურთელი, მაგრამ უცოდინარი და თანამდებობისთვის შეუფერებელი.

"არ დაველოდებით გამოძიებას, ჩვენ თვითონ მივიღებთ უმკაცრეს ზომებს – კობიაშვილი"
ტიპები არ ფიქრობენ რას ამბობენ ხოლმე facepalm.gif

http://netgazeti.ge/news/365854/

Posted by: მესამე 21 May 2019, 18:47
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა და ჩაუდგა სათავეში ტოტალიზატორს რომელიც მხოლოდ ერთი და ერთადერთია თურქეთში...და მხოლოდ მას აქვს უფლება ათამაშოს ხალხი...
დამთხვევაა ალბათ ხომ კი ?
მთელი ფედერაციის დიზაინი გააკეთა...დაწყებული მსაჯობით დამთავრებული ტრენერებით...ყველგან თავის ხალხი ჩააყენა...
და დღეს თავისივე სისტემის მოსაგებად რომ დაჭირდეს და თამაშის შედეგი თავად დაადგინოს...ამაში ხელს სინდისი შეუშლის თუ ალლახის შიში ?

არა...სირაქლემას პოზა კარგია....მარა არა სირქქლემასათვის smile.gif

Posted by: ჰერელი 21 May 2019, 19:40
ზოგადად დამნაშავეები არ მეცოდებიან ციხისთვის და არ მესმოდა ფრაზა "ციხისთვის ყველა ცოდოა".

ეს არის პირველი შემთხვევა როცა ვფიქრობ რომ მართლა არ მინდა ციხეში წავიდნენ ეს ფეხბურთელები.

Posted by: The DoctoR 21 May 2019, 23:28
QUOTE (wolf-larsen)
დიდ ლიგებში და ლივერპულებზე, წუთების მიხედვით არის განსაზღვრული რომელი გოლი როდის უნდა გავიდეს.

გინდა დაიჯერეთ გინდა არა .......

QUOTE (wolf-larsen)
ზუსტად ლივერპულმა რომ ქნა მსგავსი მაიმუნობა მილანთან

შევჩენკოს 2 მეტრიდან ვერ გატანილი გოლი გემახსოვრება... ეგრე დინამიკაში მეკარეს რო გაარტყა ვერ წარმომიდგენია... შეუძლებელია რა.

იუვეო, რომ ამბობ - იუვეს ედავებოდნენ თამაშების ჩაწყობას მის სასარგებლოდ. ანუ, თუ უნდა გასულიყო ემპოლისთან და პერუჯასთან და უნდა მოეგო გაჭირვებით, ამათმა გაიიოლეს საქმე და იგებდნენ ოფლიანობის გარეშე. ანუ აქ ტოტალიზატორის თემა საერთოდ არაა - იუვე მაინც მოიგებდა დიდი ალბათობით.

Posted by: bestic 22 May 2019, 00:35
სხვა რამეშია საქმე:

---
ხო ჯე ეს ერთი 10 და სენსაციურ კუშები ტოტალიზატორებს არ აკოტრებს... რადგან ჯდება იშვიათად და არავინ დებს ამ კუშებზე ისეთი ოდენობის ფულს, რომ ტოტალიზატორს რამე დაუშავდეს...
თანაც როცა რეჟისორი შენ ხარ და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით წამის სიზუსტემდე იცი რომ ესა თუ ის კუში დედას GიტKNამს, რა პრობლემაა შეაგზავნი რონალდოსთან და მესისთან შეცვლაზე შესული მოთამაშის ხელით წერილს სადაც გარკვევით ეწერება თანხა და დავალება... და თუ რომელიმე უარს იტყვის შესრულებაზე მარადონასავით აითვალწუნებ, ან უარესი ბოლოს დაბოლოს მისი ჯანმრტელობა და მომავალი სპორტული კარიერა ხომ შენს ხელშია, და არა მგონია გინდ მესის და გინდ რონალდოს გულზე ეხატებოდეს, რომ საყვარელ თამაშს ინვალიდის ეტლიდან უყურონ...
----
ეხლა მეორე:
რა დროს იტისკება გაყიდული თამაშის მონაწილეები:
- ლოგიკური პასუხია, მაშინ როცა შენს სპექტაკლში შენს ზურგს უკან დგამენ სპექტაკლს... ერთხელ გაგივა, მეორეჯერ და მესამეჯერ ციხე თუ არა ფეხბურთს დაემშვიდობები... (ქართველებმა ვერ გავიგეთ ეს მხოლოდ და ამიტომაა, რომ ჩვენი ფეხბურთი არ ვითარდება, უფრო სწორად არ "განვითარებენ")... დაიმახსოვრეთ ეს ბიზნესი, ეს თეატრი აღარ ექვემდებარება გადანაწილებას, ის უკვე "საიმედო" ხელშია და ყოველგვარი ვირეშმაკობა დასჯადია...

Posted by: wolf-larsen 22 May 2019, 10:45
QUOTE
შევჩენკოს 2 მეტრიდან ვერ გატანილი გოლი გემახსოვრება... ეგრე დინამიკაში მეკარეს რო გაარტყა ვერ წარმომიდგენია... შეუძლებელია რა.

იუვეო, რომ ამბობ - იუვეს ედავებოდნენ თამაშების ჩაწყობას მის სასარგებლოდ. ანუ, თუ უნდა გასულიყო ემპოლისთან და პერუჯასთან და უნდა მოეგო გაჭირვებით, ამათმა გაიიოლეს საქმე და იგებდნენ ოფლიანობის გარეშე. ანუ აქ ტოტალიზატორის თემა საერთოდ არაა - იუვე მაინც მოიგებდა დიდი ალბათობით.



არ მახსოვს რა ანგარიშზე მოხდა ეგ, ისე კი მახსოვს.

ვთქვათ და გაეტანა, არც არაფერი,

პროცესში და ლაივში ხდება თამაშის დაგრუზვა და გატეხვა........

არის მანდ რამდენიმე ვარიანტი:

მსაჯი არ ჩათვლიდა,
მეორე გუნდსაც გაატანინებდნენ,
ბოლობოლო თამაში ჩაიშლებოდა თუ რამე ფორს-მაჟორი.

მსაჯებს რეები უკეთებიათ და რისი შემძლეა მსაჯი ზოგადად თამაშში გეცოდინება, თუ ფეხბურთს უყურებ.
სამხრეთ კორეა ვინ გაიყვანა მაშინ სადაც გავიდა არ მახსოვს.
ჩუნგ ჩუნგ ლიმ და ეგეთმა ხალხმა?

ნეტარ არიან მორწმუნენი......

Posted by: dega 22 May 2019, 10:54
მე მაინც ვერ ვხვდები თამაშის გაყიდვა რატომ არის დასჯადი იქ
სადაც არსებობს ტოტალიზატორი
აი მართლა ვერ ვხვდები
იქნებ ამიხსნას ვინმემsmile.gif
მინდა მოვიგებ და მინდა წავაგებ
ვისი რა საქმეა
თუ არ გინდა ნუ მიყურებ

Posted by: wolf-larsen 22 May 2019, 11:05
QUOTE
მე მაინც ვერ ვხვდები თამაშის გაყიდვა რატომ არის დასჯადი იქ
სადაც არსებობს ტოტალიზატორი


იგივე ვარიანტია, როგორც აქ პლანზე.

მოწევა მოსულა , მარა მოსაწევის ქონა არა smile.gif

Posted by: dega 22 May 2019, 11:16
QUOTE
იგივე ვარიანტია, როგორც აქ პლანზე.

მოწევა მოსულა , მარა მოსაწევის ქონა არა


ნარკომანები- ბარიგების დედაც და მათ გარეშე ვერ ცხოვრობენ
ფეხბურთელები - ტოტალიზატორის დედაც და მათ გარეშე ვერ არსებობენ
smile.gif
ჯეოლოგიკააააააა
lol.gif

Posted by: მესამე 22 May 2019, 13:52
ვიდეო რეფერი გამოიგონეს ზუსტად მაგისათვის რომ ... როცა არასასურველ დროს არასასურველი გოლი გადის და მსაჯი წამებში ვერ იღებს სასურველ გადაწყვეტილებას....ანუ ვერ ბედავს გოლის გაუქმებას...
აი მანდ მოდის ზარი ზემოდან...ანუ კაბინიდან...და ჩერდება თამაში...ფეხბურთი კი ისეთი რამაა..რომ სადღაც უკანა პლანზე ან იქვე ბურთთან ახლოს...ვინმე ვინმეს კბენს...ან ხელს კრავს .. ან აფურთხებს...ან აგინებს...ან წყევლის...ან უბრალოდ ცუდად უმზერს....ხოდა ნებისმიერი ამათგან საკმარისია ჩაითვალოს არასპორტულად ან დარღვევად და გაუქმდეს გოლი...

ეჭვის საბაბს მაძლევს ის რომ ვიდეოს უყურებენ მაშინ როცა ზემოთ გადაწყვეტენ...ანუ არ უყურებენ ყოველთვის !!

მოკლედ....ნეტარ არიან მორწმუნენი

Posted by: wolf-larsen 22 May 2019, 13:58
QUOTE
ეჭვის საბაბს მაძლევს ის რომ ვიდეოს უყურებენ მაშინ როცა ზემოთ გადაწყვეტენ...ანუ არ უყურებენ ყოველთვის !!


განფანტე მავნე ეჭვები.

უბრალოდ დენის ეკონომიაა.

Posted by: მესამე 22 May 2019, 14:08
QUOTE (wolf-larsen @ 22 May 2019, 13:58 )
QUOTE
ეჭვის საბაბს მაძლევს ის რომ ვიდეოს უყურებენ მაშინ როცა ზემოთ გადაწყვეტენ...ანუ არ უყურებენ ყოველთვის !!


განფანტე მავნე ეჭვები.

უბრალოდ დენის ეკონომიაა.

სატირალი ისაა რომ უძიროა ადამიანთა გულუბრყვილობა...
ასობით საქმეა აღძრული ისეთ ჩაწყობებზე როცა გუნდს ჭირდება 3 ქულა და მოწინააღმდეგის მოსყიდვის შემდეგ იგებს თამაშს....
რითაც ასევე მოგებული რჩება ხალხი რომლებიც გადიან ფსონებს ლოგიკურად...ანუ დებენ იმ გუნდზე რომელსაც ჭირდება მოგება....
ამის შედეგად კი ზარალდება ტოტალიზატორები....და ეს თავისთავად ბუაა და ხიხიაა...

აი ერთი შემთხვევა თუ იცით როცა აღიძრა საქმე ისეთ თამაშებზე...როცა ფავორიტი გუნდი ყველა ლოგიკით ადვილად უნდა იგებდეს მაგრამ რაღაც სასწაული მოუნდომებლობით და უჟილკობით აგებს თამაშს ... და რის შედეგადაც ტოტალიზატორები მდიდრდებიან smile.gif

აბა ასეთი საქმე ტუ გახსოვთ ვინმეს ?
ხოდა რატომ ნეტა ?

პ.ს
ის ფეხბურთელი რომელიც ყიდის თამაშს იმ ფულზე რასაც აძლევს გასავარდნად განწირული ღარიბი პაწაწა მოწინააღმდეგე გუნდის პრეზიდენტი...
რატომ რა ლოგიკით იტყვის უარს იმ ფულზე რაც შეუძლია შესთავაზოს ტოტალიზატორების სამყარომ ?

Posted by: imereti 22 May 2019, 14:21
აქ როგორი ბაზარი მიდის იცით? აიაქსმა რომ სპეციალურად გაუშვა გოლი ბოლო წამზე ტოტენჰემთან, რადგან ტოტალიზატორებში ყველას აიაქსის გასვლაზე ედო ფულიო...

ახლა რა ხდება: აიაქსის გასვლას ქონდა კოეფიციენტი 2.0... დადევი 100 ლარი, იგებ 200 ლარს... ამ დროს პირველი ტაიმის შემდეგ ტოტენჰემის მოგებას კოეფიციენტი აქვს 30.0... დადევი 7 ლარი - იგებ 210 ლარს... ამ დროს მოთამაშეს ფეხი-ფეხზე აქვს გადადებული, რადგან ერთ ვარინტში იგებს 83 ლარს, მეორე ვარინტში - 93-ს... ცხადია, ამ ფულს აგებს ტოტალიზატორი, მაგრამ მაინც ტოტენჰემს გაატანიეს გოლი...

Posted by: bestic 22 May 2019, 14:31
QUOTE
ახლა რა ხდება: აიაქსის გასვლას ქონდა კოეფიციენტი 2.0... დადევი 100 ლარი, იგებ 200 ლარს... ამ დროს პირველი ტაიმის შემდეგ ტოტენჰემის მოგებას კოეფიციენტი აქვს 30.0... დადევი 7 ლარი - იგებ 210 ლარს... ამ დროს მოთამაშეს ფეხი-ფეხზე აქვს გადადებული, რადგან ერთ ვარინტში იგებს 83 ლარს, მეორე ვარინტში - 93-ს... ცხადია, ამ ფულს აგებს ტოტალიზატორი, მაგრამ მაინც ტოტენჰემს გაატანიეს გოლი...


რა მარტივად ყოფილა ყველაფერი smile.gif ;
ფაქტიურად "მოდი გიჟო დამიპყარიო" - გეუბნება ტოტალიზატორი, მაგრამ შენ მაინც ახერხებ და აგებ - პარადოქსია! smile.gif

---
თან რა გამოგრჩა: აიაქსის 2:0 -ის შემდეგ ჯერ ხომ 7 ლარიან დაზღვევას დებ 30 კუშზე და მერე ამასაც არ იკმარებ და ქეშაუთით ხსნი სადღაც 150 ლარს მინიმუმ, მერე კი ტოტენჰემის სამი გოლი და ეგეც 210 ლარი...

მაგარია, ასე მხოლოდ ქართველი აზარტნიკები იგებენ!!! ნიჭიერი ერი ვართ smile.gif .

Posted by: dega 22 May 2019, 14:34
imereti
QUOTE
მაგრამ მაინც ტოტენჰემს გაატანიეს გოლი...

ის გოლი გაატანინეს ესეიგი?smile.gif
ამას ამბობთ და მართლა გჯერათ

Posted by: bestic 22 May 2019, 14:37
dega

არ გაატანიონებდნენ და დარჩენილ ცხოვრებას ინვალიდის კალიასკაში გაატარებდნენ...

ეგრეა ეგ!!!

Posted by: imereti 22 May 2019, 14:42
bestic
ვახ biggrin.gif წაიკითხე რა დავწერე?

dega
შენ მაინც რა გჭირს?

Posted by: dega 22 May 2019, 14:43
bestic
არა მგონია ჩემზე მეტად შეთქმულებების თუ ჯეროდა ვინმესsmile.gif
კარგით რა
ხდება
განა ვუარყოფ რომ ხდება
მაგრამ მაგ თამაშზე ეგ გოლი ?
smile.gif


* * *
imereti
ყველა ვარიანტში იგებს გეთანხმები
უბრალოდ გაატანინეში ვერ დაგეთანხმე ან არასწორად გავიგე

Posted by: imereti 22 May 2019, 14:51
QUOTE
აქ როგორი ბაზარი მიდის იცით? აიაქსმა რომ სპეციალურად გაუშვა გოლი ბოლო წამზე ტოტენჰემთან, რადგან ტოტალიზატორებში ყველას აიაქსის გასვლაზე ედო ფულიო...

ეს ფრაზა არ წაგიკითხავთ ხო? biggrin.gif

Posted by: bestic 22 May 2019, 14:55
შეთქმულბის თეორია რა შუაშია?

ტოტალიზატორიც რომ ჩემია, გუნდებიც რომ ჩემია, ტურნირსაც რომ მე ვაფინანსებ და ვმართავ, რაის შეთქმულება მჭირდება - ჩემზე კარგად ვინც იცის როგორ მივიღო მაქსიმალური სარგებელი ? smile.gif

---
ერთიც კიდო: ეს ამოტელა ფული რომ შემომდის და წესით რომ გადასახადები უნდა ვიხადო და რაღაც, ხომ არ ჯობია რაღაც ნაწილი ფული გავათეთრო ??? smile.gif .

Posted by: dega 22 May 2019, 14:58
imereti
კაცო ვერ გავიგე და არასორად გავიგე მეთქი ვააააააააააააახsmile.gif
bestic
სადაც დიდი ფულია იქ მოგებაც დიდია....
ფეხბურთი ალოგიკური სპორტია და მუდამ ხდება ე.წ გასხმებიsmile.gif
ამიტომ გონიათ რომ ყველა თამაში იყიდება...
მე მაინც მგონია რომ არაა ეგრე

Posted by: imereti 22 May 2019, 15:14
თამაშები როგორ არ იყიდება კაცო, მაგრამ ის იყო მაგარი ბაზარი ამ თემაში, არ გაყიდის მესი თამაშს და დარჩება უმუშევარიო...

Posted by: bestic 22 May 2019, 15:25
QUOTE
თამაშები როგორ არ იყიდება კაცო, მაგრამ ის იყო მაგარი ბაზარი ამ თემაში, არ გაყიდის მესი თამაშს და დარჩება უმუშევარიო...


მესი ვინაა???

მესი არის კარგი მსახიობი კარგი რეჟისორის სპექტაკლში, რატომ უხდიან ასეულობით მილიონს, რომ 3:0-ზე მოგებულზე მესის გუნდმა 4:0 წააგოს და ბურთი მგვალიაო და ალოგიკურობას დააბრალოს ??? smile.gif smile.gif smile.gif

მე ვამბობ მაგას! არ გააკეთებს და ჩასვამენ ინვალიდის კალიასკაში და მორჩა მესი...

Posted by: bachichi83 22 May 2019, 15:28
ერთი ფრაზა აკლია ამ თემას კიდეsmile.gif დონ კინგმა ტაისონი რო ვერ დაითანხმა წაგებებზე იმიტომაც დაუნგრია კარიერა წამებში smile.gif

Posted by: არმეძებო 22 May 2019, 15:33
ილო ბეროშვილმა მოყვა მგონი ვანოს შოუში,90-იანებში ვიტ ჯორჯიაში ვთამაშობდიო და რომელიღაც იგრაზე პასი მივიღეო,ხოდა რო წამოვიღე ბურთი ჩემი მოედნიდან,გზაში თითქმის მთელი გუნდი მოვატყუე,მერე მეკარეც და შევაგდე გოლიო,თავი მესი მეგონაო,მერე გასახდელში მითხრეს გაყიდული თამაშია,რა თავს იკლავოsmile.gif

Posted by: Ramda 22 May 2019, 16:05
არ შეიძლება ვეღაც მურთაზა ბიუჯეტის ფულს იპარავდეს დღედაღამ და კანონი მარტო ვეღაც მაზაცშიკებზე მუშაობდეს...
ქრთამი შრთამი ნებისმიერი დანაშაული რაც ფინანსებს უკავშირდება არ უნდა იყოს დასჯადი
სანამ კანონი ყველასთვის ერთი არ იქნება
ტიპებს ქურდობა კანონის დრონეზე აქვთ გაპრავებული და ვეღაც მაზავშიკებს იჭერენ ©ღეორღია

Posted by: მესამე 22 May 2019, 17:03
QUOTE (dega @ 22 May 2019, 14:58 )

ამიტომ გონიათ რომ ყველა თამაში იყიდება...
მე მაინც მგონია რომ არაა ეგრე

საქმეც მაგაშია ყველა თამაში რომ არ იყიდება ეს სულაც არ ნიშნავს რომ თამაშები არ იყიდება...

კალათბურთში სულაც არაა საჭირო მოთამაშეებმა იცოდნენ რომ ნაკლებობა უნდა დაჯდეს....საკმარისია ტრენერმა ათამაშოს 24 წამიანი შეტევის დროით...ანუ დროის ამოწურვამდე არ ასროლინოს...
ხან იყენებენ 24 წამს ხან არა...მაგაზეა დამოკიდებული მეტობა და ნაკლებობა...
სწრაფ შეტევებში 70% რომ ააცილონ მაინც მეტობა მოდის...
ხოლო 24 წამს როცა უცდიან ეგეთები სულაც რომ სამიანები ყარონ ნაკლებობაა...

Posted by: Georgian92 22 May 2019, 17:12
პირველ რიგში ლევან კობიაშვილია დასაჭერი... მერე მთელი ფედერაცია ...ბოლოს კრისტალბეთის წურბელები... ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს ასერომ დაიშალეთ ..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)