"ფიგურუ პაკაჟი"
ეგ არის დაახლოებით. ბავშვობაშიც გითამაშიათ იქნებ.
ცოცხალ ნახატებს ეძახიან და პანტომიმის სახეობად მიიჩნევენ. მთლად გამართლებული არ უნდა იყოს.
ასეა თუ ისე, შთაბეჭდლებას ნამდვილად ახდენს.
თან ჩემი რაღაცნაირი სიყვარული კარავაჯო.. თავისი შეუდარებელი შინდით გამძღარი წითლითა და რძენსვამი თეთრით- სუდარის ხავერდოვანზე. <3 ჩემი კარავაჯო მარგალიტის ამობორცვილ ზედაპირზე წამით დამჯდარ ფერზე ნაფენი ლიბრის ატაცება და გარდასახვის ჯიუტი მცდელობა.
ჩემი ჯიუტი კარავაჯო.
ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, ალბათ მიმიხვდებით- ყველაზე კარგად გაცოცხლდა ამ ეფემერიადაში, ცოცხალი სურათები რომ ჰქვია და ნახატიცა და სახელოსნოც რომ სახეზეა ერთდროულად, როგორც მხატვართან. და არა მუზეუმში, ან გამოფენაზე.
თან, ბაროკოს მუსიკის არომატი- ძველებური შანდლების, ვერცხლის წკრიალის და აბრეშუმის შრიალის, მარმარილოზე აკაკანებული გაწყვეტილი მძივის მარგალიტების..
სტილზე თქვენ მოყევით. ან თუ მოგწონთ.
This post has been edited by annavita on 26 Oct 2018, 22:04
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო