ზედმეტსახელი : Giallorossi (წითელ-ყვითლები), La Magica (ჯადოქრები), I Lupi (მგლები)
საფეხბურთო კლუბი რომა დაარსდა 1927 წლის ზაფხულში იტალო ფოშის მიერ. მისი ინიციატივა იყო, რომ იმ დროისათვის არსებული სამი რომაული კლუბი: Roman FC, SS Alba-Audace და Fortitudo-Pro Roma SGS გაერთიანებულიყო. გაერთიანების მიზანი იყო, რომ დედაქალაქს ყოლოდა ისეთი ძლიერი კლუბი, რომელიც შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას იმდროინდელი ჩრდილოეთ იტალიის დომინანტი კლუბებისათვის. ერთადერთი რომაული კლუბი, რომელიც არ დათანხმდა გაერთიანებას და აგრძელებდა არსებობას, იყო რომის ლაციოა. რომა თავის პირველ შეხვედრებს ატარებდა სტადიონზე სახელად: Motovelodromo Appio. შემდეგ რომაული კლუბი რომის მე-20 რაიონში გადავიდა, სადაც ხის სტადიონი (Campo Testaccio) აიგო. ეს სტადიონი 1929 წლის ნოემბერში გაიხსნა.
პირველი დიდი წარმატება, რომელსაც კლუბმა მიაღწია იყო 1930-31 წლის სეზონი სერია A-ში, სადაც კლუბმა მეორე პოზიცია დაიკავა და მხოლოდ იუვენტუსმა გაუსწრო. იმ დროისათვის კლუბის წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ: კაპიტანი ატილიო ფერარი, გვიდო მასეტი, ფულვიო ბერნარდინი და როდოლფო ფოლკი.
ულტრასები - "AS Roma Ultras"ულტრასები საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენენ, ამიტომ კლუბის ხელმძღვანელები ხშირად სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს დაჯგუფებების ლიდერებთან წყვეტენ და მათ ერთმანეთში ხშირად ფინანსური კავშირიც კი აქვთ. ხშირად მომხდარა ისე, რომ ულტრასების ინტერესების გათვალისწინებით, ამა თუ იმ კლუბს, ესა თუ ის მოთამაშე უყიდია ან გაუყიდია.ხშირად ყოფილა ასევე ისეთი შემთხვევებიც როდესაც ულტრასები თამაშს შლიდნენ და ქალაქში არეულობას იწვევდნენ.
„რომას“ ულტრასების ცნობილი დაჯგუფებებია: Fedayn,Boys,Lupi,Irish Clan,Testaccio,Royalist, Arditi,As Roma Ultras
„რომას“ მძვინვარე ულტრასები იტალიში საწყის ეტაპზევე ჩამოყალიბდნენ, როდესაც ახალად იქმნებოდა ასეთი ჯგუფები აპენინებზე. ესენი იყვნენ პატარა დაჯგუფებები, რომლებსაც ოლიმპიური სტადიონის სხვადასხვა მხარე ჰქონდათ დაკავებული. მათ შორის არანაირი კავშირი არ იყო. ყოველი ჯგუფი თავის სიმღერას მღეროდა და თავის ბანერებს ამზადებდა. ყველაზე მეტად ცნობილები და პატივსაცემი ულტრასები იყვნენ მდიდარი ახალგაზრდა რომაელი ბიჭები (დაჯგუფება Boys) და აქტიურად მექომაგე ღარიბები (დაჯგუფება Indians ).
1977 წლის 7 იანვარს დაარსებული იქნა გუნდის მთავარი ფანკლუბი. Guerriglieri della Curva Sud-ის, Pantere-ის, Boys-ის და Fossa dei Lupi-ის ერთმანეთში გაერთიანების შედეგად კი წარმოიქმნა მსხვილი ჯგუფი, Commando Ultra Curva Sud. სწორედ ამ დაჯგუფებების წარმომადგენლები აწყობდნენ ოლიმპიკოზე ე.წ „ქორეოგრაფიას“, ანუ ფერადი ფურცლებისაგან ქმნიდნენ უზარმაზარი ზომის სხვადასხვა გამოსახულებებს.
პირველი იტალიელი ფანატის მკლელობა სწორედ რომას ულტრასების დაჯგუფებასთანაა დაკავშირებული. 1979 წელს,რომაული დერბის დროს,კურვა სუდიდან (სამხრეთ ტრიბუნიდან) სადაც რადიკალური ხასიათის რომანისტები იკრიბებიან, კურვა ნორდისკენ (ჩრდილოეთ ტრიბუნისკენ) სადაც ტრადიციულად ლაციოს ქომაგები განწესდებიან, სამჯერ იქნა გასროლილი რაკეტიდან (რაკეტა - რომელიც გასროლის შედეგად ფერად კვამლს წარმოქმნის). ერთერთმა გასროლამ 22 წლის ლაციალე პაპარელის თავი ფაქტიურად გაუხეთქა, რამაც შემდგომში მასობრივი გარჩევები გამოიწვია ორ ანტაგონისტებს - რომასა და ლაციოს ტიფოზებს შორის.
80-იანი წლები Commando Ultra Curva Sud, იგივე CUCS-ის აღზევების წლებია. იტალიაში მათი ყველას ეშინია,კურვა სუდი ოლიმპიკოზე უზარმაზარ ტრანსპარანტებს შლის. ამას გარდა სწორედ CUCS -სი გახდა პირველი იტალიური ფან მოძრაობა მთელს ევროპულ ულტრას-სივრცესში.
Commando Ultra Curva Sud - ის გაბრწყინების მთავარი საიდუმლო, ჯგუფში ერთიანობა და უკომფლიქტობა იყო. სამხრეთ ტრიბუნის რომანისტები არავითარ შემთხვევაში არ შედიოდნენ კონფლიქტში სხვა რომაულ დაჯგუფებებთან, რაც ავტომატურად ფანების პატივისცემის საგანი ხდებოდა და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ CUCS -ში უამრავი ტიფოზი ერთიანდებოდა. მხოლოდ ერთ დაჯგუფებიდან არ შეეძლო არავის CUCS -ში შესვლა, ეს იყო რომას ულტრასების ფაშისტური კლუბი.
ეს ყველაფერი ერთ დღეს ტრაგიკულმა ვითარებამ დაასრულა. CUCS - ის დასასრულს ხელი „რომას მოსისხლე მტერმა“ - ლაციომ შეუწყო. 1986 წელს რომას პრეზიდენტმა ვიოლამ, ლაციოს ფეხბურთელი მანფრედონიუ იყიდა, რომელიც გუნდში გადმოსვლამდე ცნობილი იყო რომაული გუნდისა და ტიფოზებისადმი ზიზღის გამომწვევი შეძახილებით. ზემოთ ჩამოთვილის გარდა მანფრედონიუ რამდენიმე გარიგებულ მატჩშიც იყო გარეული. ამიტომ CUCS - მა გადაწყვიტა ეს ფეხბურთელი გამოეყო გუნდიდან, არ ეღიარებინა ის წითელ-ყვითელი ფერების მაისურის მტარებლად. მას ზედმეტ სახელად „ვირი“ შეარქვეს. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ წარსულში ფეხბურთელი მტრის, ლაციოს ღირსებას იცავდა. ყველაფრისდა მიუხედავად ამ იდეას არ იზიარებდა ყველა ულტრასი, ზოგიერთი თვლიდა, რომ ეს არასწორი საქციელი იყო, რადგანაც თუ ის უკვე რომას ფორმას ატარებდა - ე.ი „ჩვენიანი“ უნდა გამხდარიყო. ამიტომაც ვინც გასხვავებული აზრის იყო - ცალკე დაჯგუფება ჩამოაყალიბა სახელად - Vecchio CUCS.
ბოლოს კი კურვა სუდი სხვადასხვა ნაწილებად გაიყო.ეს ყველაფერი მოხდა 1987 წლის 2 სექტემბერს, როდესაც რომა ჯენოას ეთამაშებოდა. მატჩის მიმდინარეობისას მთავარმა დაჯგუფებამ CUCS -მა დიდი ტრანსპარანტი გაშალა, რომელზეც ეწერა- "ვირო - გაიხადე ეს მაისური". ამის შემხედვარე Vecchio CUCS - მა სამხრეთ ტრიბუნაზე მყოფ ულტრასებს მოთხოვეს ბანერის დაკეცვა, რაზეც კურვა სუდის წარმომადგენლებმა უარი განუცხადეს და შესაბამისად ეს მოთხოვნა შესრულებული არ იქნა. ამას მოჰყვა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველი მასობრივი ჩხუბი, რომელიც ერთი გუნდის ფანატებს შორის მიმდინარეობდა. ჩხუბში ბევრი დაიღუპა, ხოლო კურვა სუდი რამდენიმე ნაწილად დაიშალა. აქ წარმოიშვა კომუნისტური დაჯგუფება (Fedayn) და ცალკეული დაჯგუფება (Boys).
სწორედ Boys - ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი 1999 წელს ერთიანი კურვა სუდის ჩამოყალიბებაზე და გაერთიანებაზე. ეს გაერთიანება ნამდვილად მოხდა და ჩამოყალიბდა სრულიად ახალი ფანკლუბი - AS Roma Ultras, რომელიც დღემდე არსებობს. მაგრამ მაინც არის დარჩენილი ერთი პატარა კლანი Opposta Fazzione, რომელიც ვერ იტანს ვერცერთ რომანისტს რომელიც თავის კლანში არ შედის და სიმართლე რომ ვთქვათ ამ დაჯგუფებაში ხშირად კრიმინალური ელემენტებიც კი იჩენს თავს.
ჯეიმს პალოტას რომაული იმპერია"ჯეიმს პალოტას რომაული იმპერია
გთავაზობთ ჟურნალ Sports Illustrated-ის ვრცელი მატერიალის თარგმანს “რომას“ ამერიკელი პრეზიდენტის,ჯეიმს პალოტას შესახებ.
ჯეიმს პალოტა,წარმოშვებით იტალიელი 55 წლის ამერიკელი ბიზნესმენი დგას სასტუმროს ლიფტში ჯუნიორ ტალოს,20 წლის კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის გვერდით.ფეხბურთელს ყურსასმენები უკეთია,პალოტა კი ეკითხება,თუ რას უსმენს ის.
ტალო პასუხობს,მაგრამ ისეთი აქცენტით,რომ ჯეიმსი ვერაფერს იგებს.ამერიკელმა მილიონერმა ჯუნიორის iPod-ის ეკრანს დახედა : “ო,ლილ ვეინი!“.და აქვე პალოტა უშეცდომოდ იმეორებს რამდენიმე წინადადებას რეპერის ჰიტიდან “Love me“.
ტალო იცინის.
“კვირა საღამოს Jay-Z-ის კონცენტრზე მივდივარ და მერე ჩემს პლეილისტსაც განახებ“ - აგრძელებს პალოტა.
მალევე,Sports Illustrated-თან ინტერვიუში “რომას“ პრეზიდენტი ხსნის თავის საქციელს,თუ რატომ გადაწყვიტა დაახლოვებოდა ახალგაზრდა აფრიკელ ფეხბურთელს.
“ეს გუნდია.ეს ოჯახია.არ შეიძლება ფეხბურთელებს მიუდგე ისე,როგორც დაქირავებულ მუშებს.ძალიან ბევრი ვერ ხვდება,რომ ფეხბურთელთა უმეტესობა,როგორც ბავშვები,ისე არიან.მაგრამ არა უბრალოდ ბავშვები,არამედ ახალგაზრდები,რომლებიც უცხო ქვეყანაში ბრაზილიიდან,არგენტინიდან,ხორვატიიდან ჩამოვიდნენ.საჭიროა,რომ მათ დახმარება გაუწიონ,აგრძნობინონ,რომ ისინი დიდი ოჯახის ნაწილი არიან“ - ამბობს პალოტა.“
პალოტა ბოსტონის რაიონ - ნორტ ენდეში იტალიელთა ოჯახში გაიზარდა.იმ უბანს კი ის “ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე იტალიის პატარა ნაწილს“ უწოდებს,ის მიჩვეულია კულტურათა შერწყმას.ჯეიმსი ერთადერთი უცხოელია,რომელიც იტალიურ კლუბს ფლობს.მოგეხსენებათ,ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო,რათა ადგილი დაიმკვიდრო იმ ქვეყანაში,რომელიც ასე ამაყობს საკუთარი ფეხბურთით და ცდილობს,თავისი უნიკალური სახე შეინარჩუნოს.
თანაც,წინა კვირაში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემ განაცხადა,რომ მართალია,მისთვის დიდი პატივია ის,რომ იტალიური კლუბებით უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან,მაგრამ ამავე დროს მას სწყინს,რადგან,როგორც თვითონ ამბობს : “მსურს,რომ ყველა ლეგენდარული ოჯახი,რომელმაც ჩვენი ფეხბურთი დიდებული გახადა,საკუთარი კლუბის სათავეში რჩებოდეს.“
თუმცა დრო მიდის და ფეხბურთი სულ უფრო და უფრო ბიზნესს ემსგავსება და არა უბრალოდ სიამოვნების მიღების საშუალებას.პალოტა კი,თავის მხრივ,ცდილობს, თანამედროვეობას არ ჩამორჩეს.
“რომას“ შემადგენლობა ინტერნაციონალურია : მწვრთნელი ფრანგია,ხოლო გუნდში 12 სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელი თამაშობს.მაგრამ კლუბი,როგორც “სერია ა“-ს სხვა წარმომადგენლები,ზოგიერთ ძველებურ ტრადიციას მაინც ვერ ღალატობს.
ახლა,როდესაც ევროპის წამყვან კლუბთა შორის გინდა მოხვედრა,საკუთარი გუნდის,როგორც ბრენდის განვითარება - არა ფუფუნება,არამედ აუცილებლობაა.
“სანამ სტადიონი,ბრენდინგი,სპონსორების კონტრაქტები,მარკეტინგი ვერ შეესაბამება 21-ე საუკუნეს,მანამ გუნდი ვერ დაისახავს სერიოზულ მიზნებს.უბრალოდ ვერ დაისახავს.ეს დამტკიცებული ფაქტია - ამტკიცებს პალოტა.“
იმპერიის დაცემიდან რამდენი ათასი წლის შემდეგ რომში მაინც არაა სიმშვიდე.პალოტა არ გეგმავს უბრალოდ სკუდეტოს მოგებას.მისი ოცნებაა,რომ “რომამ“ მსოფლიო დაიპყროს,მისი ამერიკელი მეგობრები კი,რომლებსაც რამდენიმე წლის წინ ევროპული ფეხბურთი ფეხებზე ეკიდათ,ახლა სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
“რომამ“ პარტნიორობა ცნობილ ამერიკულ კომპანიებთან - Disney და Nike-თან წამოიწყო.დიდი თანხები იდება ახალგაზრდული სექტორის განვითარებაში,კლუბმა უკვე დაასრულა ზედიზედ მეორე ამერიკული ტურნე,რომლის ფარგლებშიც MLS-ის ყველა ვარსკვლავს და “ჩელსის“ დაუპირისპირდა.და ეს მხოლოდ დასაწყისია.
პალოტა სპორტში ახალბედა არაა.2002 წელს მან საყვარელი საკალათბურთო კლუბის,“ბოსტონ სელტიკსის“ აქციათა ნაწილი შეისყიდა,გუნდის,რომელიც იმ პერიოდში პრობლემებს ებრძოდა.შონ ბარორი,რომელიც ახლა პალოტას კომპანია “Raptor Group“-ში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობს იკავებს,მაშინ “NBA“-სთან თანამშრომლობდა.
“როდესაც პალოტას ჯგუფისგან წინადადება მივიღეთ,კლუბში დიდი არეულობა იყო.სერიოზული ბრენდი იყო,კარგი მხარდაჭერა,კარგი შემადგენლობა,მაგრამ შედეგი არა და არ მოდიოდა - იხსენებს ბარორი. - მოგეხსენებათ,ჯერ საჭიროა კარგი საძირკველის ჩაყრა,შემდეგ კი სერიოზულ მიზნებზე ფიქრი.“
ამის შემდეგ “ბოსტონი“ ჩემპიონი 2008 წელს გახდა,ხოლო 2 წლის შემდეგ კი ტიტული ფინალში დათმო.
“რომაში“ ფუნდამენტი უკვე ჩავყარეთ - აცხადებს ბარორი,რომელიც კლუბში მარკეტინგული საკითხებითაა დაკავებული. - როდესაც კი შედეგები მოვა,წარმატების მწვერვალზე სწრაფად ავალთ.“
შედეგები კი რომში იოლად არ მოდის,იმისდა მიუხედავად,რომ იტალიაში და საერთოდ მსოფლიოში “რომა“ ძალიან პოპულარული გუნდია.მას შემდეგ,რაც 1927 წელს სამი გუნდის გაერთიანებით შეიქმნა “რომა“,“მგლებმა“ მხოლოდ სამჯერ მოიგეს სკუდეტო,ხოლო ევროპაში კი ერთ ტიტულს დასჯერდნენ.მაგრამ ამასთან,კლუბი ყოველთვის ქვეყნის ძლიერი კოლექტივების რიცხვში იყო - “რომამ“ 9-ჯერ მოიგო ქვეყნის თასი და 11-ჯერ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.ხოლო 1984 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლივერპულთან“ თერთმემეტრიანების სერიაში დამარცხდა.ისიც უნდა ითქვას,რომაული კლუბი ყოველთვის მილანისა და ტურინის გრანდების ჩრდილში რჩებოდა,რომანისტებს კი ეს ძალიან სწყინთ.
“მე ვფიქრობ,“რომა“ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კლუბი და ბრენდია მთელ მსოფლიოში - აცხადებს პალოტა. - თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ,გვაქვს შანსი, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად ვიქცეთ.ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს.“
“რომა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ კლუბთა ნუსხაში,რომელიც ჟურნალ Forbes-მა თებერვალში გამოაქვეყნა - ვერ მოხვდა.იმ ცხრილს “რეალი“ იწყებს (3.3 მლრდ $),ხოლო ასრულებს “ნიუკასლი“ (263 მლნ $).
წინ პალოტას სირთულეები ელის,მაგრამ მას დიდი გამოცდილებაც აქვს.მან პატარა ბიზნესით დაიწყო,ახლა კი მის ანგარიშზე დაახლოებით 12 მილიარდი დოლარია.რამდენიმე წლის წინად,როდესაც “რომას“ შეძენით დაინტერესდა ფინანსისტი ჯორჯ სოროსი,სწორედ მაშინ მიხვდა პალოტა,რომ ეს კლუბი დიდი მოგების მომტანი შეიძლებოდა გამხდარიყო,მან ბრენდის პოტენციალი შეიგრძნო.
ჯეიმსს კლუბის შეძენა და მისი ვალების გასტუმრება დაახლოებით 160 მლნ დოლარი დაუჯდა,თანაც,ის მაინც არ არის კლუბის სრულუფლებიანი მესაკუთრე.აქციების 30 %-ს ბანკი “იუნიკრედიტი“ ფლობს.მაგრამ,ყველა დარწმუნებულია იმაში,რომ ამერიკელი ინვესტორი სულ მალევე გამოისყიდის დარჩენილ ნაწილს.
პალოტამ,Raptor-მა და მისმა პარტნიორებმა უკვე დაიწყეს ბრენდის პოტენციალის გამოყენება.ბარორი თვლის,რომ კომპანიაში დარწმუნებულები არიან - დედაქალაქი იტალიური ფეხბურთის “რენესანსის“ კერა გახდება.
“ქალაქში წელიწადში 30 მლნ ტურისტი,რამდენიმე ათასწლიანი ისტორია,შესანიშნავი გულშემატკივრები - ეს ყველაფერი კარგ საშუალებას იძლევა იმისათვის,რათა მსოფლიოს უძლიერესი კლუბი შევქმნათ - ამტკიცებს ჯეიმს პალოტა.“
ყველაზე მეტად შესაგრძნობი ცვლილება კლუბში - ეს ახალი ლოგოტიპია.მასზე აღარ არის ტრადიციული მონაგრამა ASR.ის ჩაანაცვლა სიტყვა "ROMA"-მ და კლუბის დაარსების თარიღმა.
“ბევრმა უცხოელმა არც კი იცის,რას ნიშნავს ASR.ქალაქის სახელის გამოჩენა კლუბის ლოგოტიპზე ძალიან სწორი სვლაა. - ფიქრობს პალოტა.“
რა თქმა უნდა,ამ გადაწყვეტილებას “რომას“ ულტრასების გარკვეული ნაწილი არ მიესალმა და ტრიგორიაში ბანერიც გამოჩნდა : “დაგვიბრუნეთ ჩვენი ლოგო“.
რომი ის ქალაქი არ არის,სადაც ტრადიციებზე იოლად აიღებენ ხელს,მაგრამ სწორედ ამაში (გარემოცვაში) იმალება ლომის წვლილი იმისა,რომ გუნდი საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ ახერხებს.მემკვიდრეობისადმი ერთგულებამ და ცუდმა დროებამ გამოიწვია ის,რომ იტალიურმა ფეხბურთმა საკუთარი ძლიერება დაკარგა და “უეფა“-ს კოეფიციენტთა ცხრილში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა,რასაც მოჰყვა ის,რომ აპენინებიდან ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 3 გუნდი თამაშობს.სიახლეები საფეხბურთო მახინაციებზე,გარიგებულ მატჩებზე და რასიზმზე იტალიური გაზეთების პირველ გვერდებს იმაზე ხშირად იკავებს,ვიდრე თამაშების მიმოხილვა და ანგარიშები.
“ვფიქრობ,რომ იტალიური ფეხბურთი დროს ჩამორჩა - აცხადებს პალოტა.ბარორი კი ამატებს : “ამის მიზეზი ისაა,რომ ბოლო 20 წელია ინფრასტრუქტურა ფეხებზე ჰკიდიათ.“
“იუვენტუსი“ - ერთადერთი იტალიური კლუბია,რომელსაც საკუთარი სტადიონი გააჩნია.მაგრამ ის არენისგან მაინც 4-ჯერ ნაკლებ შემოსავალს იღებს,ვიდრე “რეალი“,“ბარსელონა“ და “არსენალიც“ კი.ამის მიზეზი კი ისაა,რომ ის მხოლოდ სტადიონია,მას აკლია იგივე თანამედროვე კომპლექსები და ა.შ.
იტალიურ სტადიონებს შემოსავალი არ მოაქვთ.ისინი მოძველდნენ,თანაც არც ისე უსაფრთხონი არიან.
“ჩასვი ადამიანი გალიაში და ის ისე მოიქცევა,როგორც ცხოველი.იტალიურ სტადიონებზე ნორმალური შესასვლელი-გამოსასვლელიც კი არ არის.ქალაქში მათთან მისვლაც კი ძნელია.ყველაფერი უსისტემო და დაუფიქრებლად გაკეთებულია“ - თვლის ბარორი.
პალოტამ და მისმა პარტნიორებმა “რომას“ განვითარებას სოციალურ ქსელშიც შეუდგნენ.შეიქმნა კლუბის ოფიციალური Facebook-ი და Twitter-ი,რომელთა მეშვეობით მიმდინარე ზაფხულს ტიფოზებს აქვთ საშუალება გუნდის ფორმის მესამე კომპლექტი აირჩიონ.ასევე შეიქმნა საკლუბო არხი,რომელიც ამხანაგური თამაშების ტრანსლაციასაც კი ახერხებდა.
“საფუძველი ჩაყრილია,ყველაფერი მზადაა.შედეგების მოსვლის ჟამს - “რომა“ მალევე წარმატების მწვერვალზე ავა.“
იმპერიის დაცემის შემდეგ დიდი დრო გავიდა,ჯეიმს პალოტა კი საკუთარ რომის იმპერიას ქმნის.