Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ზღვის პროდუქტები, თევზეული და ა.შ.


Posted by: elchi 30 Oct 2019, 12:34
ეს გახლავთ წინა თემის ლინკი:
https://forum.ge/?f=82&showtopic=33695689&st=0


აბა გავაგრძელოთ დაწყებული საქმე.
შემდგომში ჩემს რამოდენიმე რეცეპტს, თავის სურათებიანად გადმოვიტან წინა თემიდან.

გილოცავთ ახალ თემას.

Posted by: max-14 30 Oct 2019, 20:05
დავფიქსირდები ახალ თემაში............................

Posted by: elchi 30 Oct 2019, 22:07
ქვირითი უნდა იყვეს მომწიფებული, ანუ სრული ზომა უნდა ჰქონდეს კვერცხს.

ყველა თევზის ქვირითისგან შეიძლება ხიზილალის გაკეთება, მაგრამ პირველ ადგილს იკავებს ზუთხი, მეორეზეა სალმონოიდები.

სახლში როცა მოვიტანთ, არავითარი მაცივარი და ა.შ.

ორი ქვაბი იდგმევა გაზქურაზე, რომელშიც იმ რაოდენობის წყალია, ჩვენი ქვირითი რომ ჩაეტიოს.

ერთს ვადუღებთ და ვყრით ხორხოშინა მარილს.
მარილის დოზა რომ განვსაზღვროთ, საჭიროა უმი კვერცხი.
როდესაც მარილი გაიხსნება და წყალი ოთახის ტემპერატურაზე გაცივდება, ვაგდებთ კვერცხს ამ მარილიან თბილ წყალში და კვერცხის მეოთხედი თუ ზედაპირზე ამოტივტივდა, თქვენ გაქვთ იდეალური ნაზავი.

მეორე ქვაბში იმიტომ ვაცხელებთ წყალს, რადგან ქვირითი განთავისუფლდეს აპკისაგან.
არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ.
იმ დონეზე გააცხელეთ, ხელის ჩაყოფა რომ შეგეძლოთ, თუ მეტი მოგივიდათ, თქვენი ქვირითი მოიხარშება და გახდება თეთრი.

სადღაც 12-15 წუთი გააჩერეთ ამ თბილ წყალში აპკიანი ქვირითი და მერე ძალიან ადვილად გასცილდება აპკებს.

გადაწურეთ თუშფალანგში და ზუსტად ოთხი წუთი იმ მარილიან წყალში გააჩერეთ.

ამოკრიფეთ ქაფქირით და შუშის ქილაში გადაიტანეთ.

შეგიძლიათ მინიმუმ ორი თვე გქონდეთ მაცივარში და მიირთვათ სურვილისამებრ, თქვენ გაქვთ ნამდვილი ხიზილალა.
P.S. სასურველია მდინარის თევზის ქვირითს მცენარეული ზეთი დავამატოთ, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ქვირითს ცხიმი აკლია.

სურათზე ორაგულის ხიზილალაა.

user posted image

Posted by: Master_Nick 2 Nov 2019, 21:36
elchi
მაცივარში საყინულეში ყინავ და ისე ინახავ 2 თვე? გაუყინავი მე რამდენჯერ ვცადე იმდენჯერ გამიფუჭდა ან კონსერვანტი უნდა მისცე.

Posted by: elchi 4 Nov 2019, 10:39
არა ნიკა, არც ვყინავ და არც რაიმე კონსერვანტს ვუკეთებ.

ის ოთხი წუთი გავა თუ არა გადავწურავ და სტერილიზებულ ქილებში გადამაქვს. ქილას მაქსიმალურად ვავსებ ბოლომდე, მჭიდროდ მოვხუფავ და მერე ვდებ მაცივრის ქვედა თაროზე.

ორი თვე იმიტომ დავწერე, ნამდვილად უსაფრთხო რომ არის, თან თავი დავიზღვიე და დამწყებებისთვისაც შენახვის დრო შევამცირე. თორემ ბლომად როცა მომგროვებია 3-4 თვეც თავისუფლად შენახულა.

Posted by: Master_Nick 4 Nov 2019, 16:44
elchi
ვა რა საინტერესოა, შეიძლება ქვირითში იყოს სხვაობა? მე კალმახის ქვირითით ვაკეთებ და ორაგულის შეთხვევაში შეიძლება სხვაგვარად იყოს? შენი რეცეპტით ვამზადებ უკვე წელზე მეტია, მაგრამ 3-4 დღის მერე ფუჭდება კონსერვანტის გარეშე. სხვა მხრივ უგემრიელესია!

Posted by: Ronaldo9 4 Nov 2019, 17:48
elchi
თვითონ ქვირითი საიდან მოგაქვთ რომ მერე ხიზილალად გააკეთოთ?

Posted by: elchi 6 Nov 2019, 11:40
Master_Nick
გამომრჩა დაწერა, ან წინა თემაშია.
თუ კვერცხი ზრდასრული არ არის, ხიზილალა გამოდის მწარე, ასევე, როცა შეამჩნევთ ქილებში გადატანისას ან მანამდე სისხლის კაპილარებს, თეთრ ან შავ კვერცხებს, აუცილებლად მოაშორეთ, ეგენი მკვდარი კვერცხებია და გააფუჭებს ხიზილალას.
მტკნარი წყლის თევზის ქვირითს მცენარეულ ზეთს ვამატებ, რადგან იმდენი ცხიმიანობა არა აქვს, როგორიც ოკეანისას.
Ronaldo9

ორეგონის შტატში ვცხოვრობ 19 წელია. წყნარი ოკეანიდან ხუთი სახეობის ორაგული შემოდის მდინარეებში საქვირითოდ. ასევე მდინარეებში ორნაირი ზუთხია. ასე რომ ქვირითი თავისით "მოცურავს" ჩემსკენ.

P.S. თუ რაიმე შეკითხვებია ხიზილალის შესახებ, დაწერეთ და გიპასუხებთ.

Posted by: Master_Nick 8 Nov 2019, 08:39
elchi
შეიძლება ბოლომდე მომწიფებული არ იყო კვერცხი, ეგ როგორ უნდა გავიგო? ეხლა დაჭერილი კალმახის ქვირითი კარგია? ტოფობის პერიოდი კალმახს ზამთარში აქვს.

Posted by: elchi 9 Nov 2019, 22:15
Master_Nick

კალმახი ახლა იწყებს ქვირითობას და იანვრის ბოლომდე გასტანს.
ასე რომ ახლა კარგად იქნება მომწიფებული.

ქვირითობის ვადებს რაც შეეხება, შუა მარტში მყავს დაჭერილი ცისარტყელა კალმახი და სავსე იყი ქვირითით.

Posted by: elchi 25 Nov 2019, 20:51
ეს გახლავთ KING SALMON.
დაჭერილია მდინარე კოლუმბიაზე 2011 წელს.
ამაზე მოზრდილი მას შემდეგ აღარ დამიჭერია.
ამ ერთი თევზიდან ამოვიდა 1.3 კგ ქვირითი.

P.S. მე მგონი ხიზილალის შესახებ მოვრჩით, გადავიდეთ სხვა კერძებზე.

user posted image

user posted image

Posted by: Master_Nick 25 Nov 2019, 21:24
elchi
ანკესით დაიჭირე? რამდენი კილო გამოვიდა ეგ სალმონი?

Posted by: max-14 25 Nov 2019, 23:28
QUOTE
მაცივარში საყინულეში ყინავ

არა,მასე სულ გაფუჭდება.კუსტარულად მომზადებული რაც შეიძლება მალე უნდა მოიხმარო რომ არ გაფუჭდეს
QUOTE
ამ ერთი თევზიდან ამოვიდა 1.3 კგ ქვირითი.

მაგარია up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: elchi 26 Nov 2019, 00:25
QUOTE (Master_Nick @ 25 Nov 2019, 21:24 )
elchi
ანკესით დაიჭირე? რამდენი კილო გამოვიდა ეგ სალმონი?

კი სპინინგით დავიჭირე, ისიც შემთხვევით, რადგან /AMERICAN SHAD/ ქაშაყზე ვთევზაობდი, ამ შემთხვევაში შემეძლო სამი ნემსკავის დაყენება ერთ სადავეზე, ორი ჩაწყვეტილი იყო და მესამეზე ეს დაჯდა. ორაგულზე კიდევ მხოლოდ ერთი ნემსკავით არის დაშვებული და ისიც 92სმ-ზე მეტი არ უნდა იყვეს სადავე, ასე რომ პარამეტრებში ვეტეოდი და შენახვა შემეძლო.
კიდევ კარგი ძლიერ ჯოხს ვიყენებდი და ძუაც საიმედო მქონდა, თორემ ძუას ჩაწყვიტავდა, ან ჯოხს გადამამტვრევდა თავზე.
ინდიელები დამეხმარნენ ჩოგანბადით, ისე ვერ გამომქონდა ნაპირზე.
იქვე ავწონეთ და 44LB გამოვიდა, ანუ სადღაც ოც კილომდე იყო.

Posted by: thug 26 Nov 2019, 06:18
მშვენივრად იყინება იკრა არაფერი არ მოსდის
უბრალოდ ნელა უნდა გაალხვო მერე ანუ მაცივარში გადმოიტანო 1 დღე სადღაც


Posted by: Master_Nick 26 Nov 2019, 23:36
elchi
წარმომიდგენია ანკესით მაგ სალმონის გამოყვანა რა ადრენალინს მოგცემდაsmile.gif მაგარი ხარ, მაგხელა თევზი სპინინგზე ბევრ ცნობილ მეთევზეს არ ეყოლება დაჭერილი. up.gif გამოყვანის ვიდეო არ გადაგიღია?

Posted by: elchi 27 Nov 2019, 01:35
Master_Nick

დაახლოებით 40 წუთზე მეტი ვიჭიდავეთ, ღრმა და ჩქარ დინებაში დაეტაკა და სადღაც 100 მეტრის ქვემოთ გამიყოლა, პრინციპში მაწყობდა, რადგან კედლიდან ვთევზაობდი და მაგის ამოყვანის არავითარი შანსი არ იყო, ქვემოთ ნავების ჩასაშვები ადგილი იყო და იქ კიდევ წყალი მდორეც და თავთხელი, მაგრამ იქაც მაწვალა მაგრად, მოვიყვან ნაპირამდე და ეწყებოდა ბნედა და ისტერიკა ერთდროულად, გაგაზავდა ისევ სადღაც 70-80 მეტრი, რამოდენიმეჯერ მთლიანად ამოხტა წყლიდან, როგორც რაკეტა ისე ამოდიოდა, მეთქი ეს თუ გამექცა თევზაობას თავს ვანებებ.
კი მქონდა ვიდეოკამერა წაღებული, მაგრამ მაგ დროს "სხვაგან" ხარ, მარტო ვიყავი როგორც ყოველთვის და ეგ სურათიც სხვა მეთევზემ გადამიღო.
სხვა ვიდეო მაქვს, იქაც ორაგული მყავს დაჭერილი, მაგრამ ის ამას ვერ შეედრება ზომაში, იქ მე ვიღებ ვიდეოს და თან სპინინგი მიჭირავს ხელში.
თუ სურვილი გაქვს პირადზე მოგწერ მაგ ვიდეოს ლინკს, თორემ თევზაობის თემა გამოგვივა აქაურობა.lol.gif lol.gif

Posted by: Master_Nick 27 Nov 2019, 19:34
elchi
up.gif წარმომიდგენია რაც იქნებოდა, მეც ვთევზაობ. ოღონდ საზანზე/კარპზეsmile.gif

Posted by: elchi 25 Dec 2019, 17:50
ამ თევზის სახელი გახლავთ HALIBUT, ვიკიზე ამ თევზის შესახებ ქართული ინფო არ მოიპოვება, ავიღე და გიგანტური კამბალა დავარქვი.
ვთვლი რომ ზუთხზე უფრო გემრიელი თევზია.
შეგიძლიათ თქვენც იგივენაირად მოამზადოთ ჩვეულებრივი კამბალა, ოღონდ ფილეები უნდა იყვეს.
არავითარი ფქვილი და მისნაირები და არც დამარინადება.
სასურველია გაყინული თუ არ იქნება.
ავიყვანთ ღუმელში ტემპერატურას 220 გრადუს ცელსიუსზე.
მანამდე თევზის ფილეს დავამარილებთ, მარილი ბევრი არ მოგივიდეთ, რადგან ეს თევზი მლაშე წყალში ბინადრობს და საკუთარი სიმლაშე აქვს, ასევე შავი დაფქვილი პილპილი, ღუმელის ღრმა ტაფაზე კარაქი, ან ზეითუნის ზეთი, მე მაინც კარაქს გირჩევდით და ცოტა ზეთსაც, რადგან კარაქი მალე დნება და შემდგომში იწვის.
როცა შეატყობთ რომ მზად არის, შეგიძლიათ მოაწუროთ ლიმონის, ან ბროწეულის წვენი, მარშარაფითაც შეიძლება.
გარნირს არაფერს ვუკეთებ, რადგან ვცდილობ მაქსიმალურად შევინარჩუნო თევზის ნატურალური გემო.
მისაყოლებლად თეთრი ღვინო, ან დაბალგრადუსიანი ლუდი უხდება ცხელ პურთან ერთად.
სულ ეს არის.

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Master_Nick 26 Dec 2019, 12:14
elchi
სამოთხეში ხარ ფაქტიურად wink.gif მტაცებელი ჩანს, ანკესით დაიჭირე ხომ? ქვირითი არ ჰქონდა ?

Posted by: elchi 26 Dec 2019, 17:55
QUOTE (Master_Nick @ 26 Dec 2019, 12:14 )
elchi
სამოთხეში ხარ ფაქტიურად wink.gif მტაცებელი ჩანს, ანკესით დაიჭირე ხომ? ქვირითი არ ჰქონდა ?

არა ნიკა, მტაცებელი არ არის, ფსკერზე ბინადრობს.
წყნარ ოკეანეზე ვიყავით გასულები სადღაც 50კმ ნაპირიდან.
კი ანკესით დავიჭირე, მაგრამ ოკეანეზე ძალიან ძლიერ სპინინგებს ხმარობენ მეთევზეები.
ფსკერულით ვთევზაობდით და სატყუარად გვქონდა ქაშაყი.
სხვათაშორის ამანაც დიდხანს მაწვალა, ბრტყელია, ანუ ჰორიზონტალურად ცურავს და ძნელია ზედაპირზე ამოყვანა, მერე ჩანგალი და ჰაიდა ბორტზე დამიწება.
ქვირითი არ ჰქონია, აგვისტოს ბოლოს დავიჭირე.

Posted by: Master_Nick 29 Dec 2019, 11:53
elchi
საინტერესოა, კარგი ცხიმიანი თევზი ჩანს, შებოლვა ან დამარილება არ გიცდია? ისე ოკეანის თევზის დამარილება ან შებოლვა რამდენად მიღებულია?

შენ ოკეანეში მარლინებზეც ხომ არ გაქვს ნათევზავები?

Posted by: elchi 20 Jan 2020, 20:23
QUOTE (Master_Nick @ 29 Dec 2019, 11:53 )
elchi
საინტერესოა, კარგი ცხიმიანი თევზი ჩანს, შებოლვა ან დამარილება არ გიცდია? ისე ოკეანის თევზის დამარილება ან შებოლვა რამდენად მიღებულია?

შენ ოკეანეში მარლინებზეც ხომ არ გაქვს ნათევზავები?

მხოლოდ ორაგულს და ქაშაყს ვბოლავ, დანარჩენებს, როგორებიც არიან ჰალიბათი, თქვენ წარმოიდგინეთ და ოკეანეშიც ბინადრობს ზუთხი, თინუსს და ა.შ., მაგათ არა, სათალს ვაკეთებ მაგათგან.
ეს ძველი სურათია, სადაც შებოლილი ორაგული და სათალია გაკეთებული.
რეცეპტებს მოგვიანებით მოგართმევთ.

პ.ს. მარლინზე და სელფიშზე ჯერ არ მითევზავია.
ჩემდა სამწუხაროდ, მაგდენი დრო არა მაქვს.

user posted image

Posted by: nipara 21 Jan 2020, 10:10
elchi
halibut-ს ქართულად ქვია ჰალტუსი თუარ ვცდები.

Posted by: elchi 22 Jan 2020, 00:19
QUOTE (nipara @ 21 Jan 2020, 10:10 )
elchi
halibut-ს ქართულად ქვია ჰალტუსი თუარ ვცდები.

ვერ დაგეთანხმებით მეგობარო.
ბგერა ჰ-ს მაგივრად პ-უნდა დაგეწერათ, გამოვიდოდა PALTUS, ეს დასახელება კიდევ ღორების ენაზეა, ანუ რუსულად.
ინგლისურად ჰქვია HALIBUT.
ღრუსულად- PALTUS.
ქართულად კიდევ ასე მოვნათლე, გიგანტური კამბალა.
ქართველებს ძალიან ღარიბი ინფორმაცია გვაქვს ინეტში, ვეძებდი და საერთოდ ერთი სიტყვაც ვერ ვიპოვე ამ სახეობის შესახებ ჩვენს ენაზე.
შეხვალ, დაგუგლავ, გისვრის ვიკიზე, იქ კიდევ ნებისმიერს შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ნებისმიერი ე.წ. "დოკუმენტი", იქვე მოძიებულ ინფოებთან ერთად, აიღებს მერე ვინმე და თვალებზე აგვაფარებს.
იტყვის ეს ასეაო.
ერთი ხანობა გადავწყვიტე შემევსო ეს დანაკლისი, მაგრამ დრო არ მაქვს facepalm.gif

Posted by: nipara 22 Jan 2020, 10:19
elchi
აბა ეს ნახე მეგობარო:


კარიდი

Перевод:

(თევზ.) თევზი ვეშაპის გუარი, палтус.


Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили

Posted by: thug 27 Jan 2020, 05:58
elchi
QUOTE
გიგანტური კამბალა დავარქვი.


ამას რას დაარქმევდი? biggrin.gif

user posted image

Posted by: elchi 27 Jan 2020, 11:22
thug

გიგანტურიათქო ხომ ვთქვი კაცო? lol.gif

თუ არ ვცდები ეგ ჰალიბათი შვედმა ორმა მეთევზემ ნორვეგიის სანაპიროსთან დაიჭირა, თანაც ნავიდან და სპინინგით, მისი წონა 225კგ გამოვიდა და დღემდე მსოფლიოს რეკორდად ითვლება.

Posted by: max-14 29 Jan 2020, 00:34
QUOTE
ამ თევზის სახელი გახლავთ HALIBUT, ვიკიზე ამ თევზის შესახებ ქართული ინფო არ მოიპოვება, ავიღე და გიგანტური კამბალა დავარქვი.
ვთვლი რომ ზუთხზე უფრო გემრიელი თევზია.
შეგიძლიათ თქვენც იგივენაირად მოამზადოთ ჩვეულებრივი კამბალა, ოღონდ ფილეები უნდა იყვეს.
არავითარი ფქვილი და მისნაირები და არც დამარინადება.
სასურველია გაყინული თუ არ იქნება.
ავიყვანთ ღუმელში ტემპერატურას 220 გრადუს ცელსიუსზე.
მანამდე თევზის ფილეს დავამარილებთ, მარილი ბევრი არ მოგივიდეთ, რადგან ეს თევზი მლაშე წყალში ბინადრობს და საკუთარი სიმლაშე აქვს, ასევე შავი დაფქვილი პილპილი, ღუმელის ღრმა ტაფაზე კარაქი, ან ზეითუნის ზეთი, მე მაინც კარაქს გირჩევდით და ცოტა ზეთსაც, რადგან კარაქი მალე დნება და შემდგომში იწვის.
როცა შეატყობთ რომ მზად არის, შეგიძლიათ მოაწუროთ ლიმონის, ან ბროწეულის წვენი, მარშარაფითაც შეიძლება.
გარნირს არაფერს ვუკეთებ, რადგან ვცდილობ მაქსიმალურად შევინარჩუნო თევზის ნატურალური გემო.
მისაყოლებლად თეთრი ღვინო, ან დაბალგრადუსიანი ლუდი უხდება ცხელ პურთან ერთად.
სულ ეს არის.

ეგ თქვენთან და სხვა ნორმალურ ქვეყნებში შეიძლება ნორმალური თევზის დაჭერა-შეძენა.აქ რა ''თევზი'' იყიდება-ნოუ კომენტ. გაყინული,გაუბედურებული,ალბათ გადასაყრელად გამზადებული-აქ შემოაქვთ. კამბალას 90 ლარი ადევს რაღაც თევზის მაღაზიაში,რაც საქართველოს მოსახლეობის 95 %^-ისთვის სამწუხაროდ მიუწვდომელია. გაუყინავი კალმახი რაც იყიდება-პრემიქსით და ათასი ოხრობით ნაკვები........

Posted by: elchi 29 Jan 2020, 01:31
max-14

ვიცი ძმაო, ბევრზე მეტი ვიცი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში მაგ მხრივ.
ზედიზედ ორჯერ ამირჩიეს კლუბ მონადირეს პრეზიდენტად, იქიდან ნახევარი მეთევზეებიც არიან.
რა აღარ ვქენით და დღესაც ვაგრძელებთ ბრაკონიერებთან ბრძოლას.
2012-2013-ში ორჯერ გავუშვით თბილისის ზღვაში ცისარტყელა კალმახები, მაშინვე ამოალაგეს ტარტაროზებმა.
მერეა და ატყუებენ ხალხს, კალმახს ორაგულად ასაღებენ.
დაახლოებით 2-3 წლის წინ ამ საკითხზე თემა გავხსენი პოლიტ-განყში.
პირველმა არხმა 20-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა, თუ როგორ გადაიქცევა ცისარტყელა კალმახი ორაგულად.
ძალიან გავბრაზდი, მივწერე და Z ყურადღება.
არათემატურია, მაგრამ ვფიქრობ რომ საჭიროა ხალხმა იცოდეს.
აგერ არის იმ ვიდეოს ლინკი:

https://www.youtube.com/watch?v=GcaQ5gjfo4w&list=FLGC69WIPc581M-rvXbc5y2Q&index=20&t=136s


Posted by: mzi 29 Jan 2020, 15:47
გამარჯობათ, გაყინული თევზებიდან რომელია ყველაზე კარგი, ვარგისი (კარფური გუდვილის )

Posted by: elchi 14 Feb 2020, 14:26
ეს თევზი ქაშაყების ოჯახიდან არის, სახელად AMERICAN SHAD.
წყნარი ოკეანიდან მაისის ბოლოს და ივლისის შუა რიცხვებამდე ქვირითის დასადებად შემოდის მდინარეებში.
საინტერესო სათევზაო ობიექტია.
"ცარიელ" ნემსკავზე მოდის.
შებოლილი უმაგრესი გამოდის, ძალიან ცხიმიანია.
ესენი უმეტესობა დედლებია, ქერცლი გავაცალე და დამარილებას ვუპირებ.
რეცეპტსაც დავწერ, ბევრი არაფერია.
3-4 დღე "დამარხული" ხორხოშინა მარილში, მერე გულდასმით უნდა გაირეცხოს ცივ წყალში, გაიშროს ტილოთი და შემდეგ გაიკიდოს თავდაყირა, ცხიმი როცა წამოუვა "ცხვირიდან", მაშინ უკვე გადმოტრიალება უნდა.
არავითარ შემთხვევაში არ გააშროთ თევზი მზეზე.
გარედან გაშრება, მაგრამ შიგნით არ იქნება მზად, ჩრდილში უნდა გააშროთ, სადაც გამჭოლი ნიავი იქნება.
ამათ ზურგზე ვსერავ, რადგან სრულად რომ მიიღოს მარილიც და ნიავიც.
ქვირითს ცალკე ვაშრობ, ლუდზე მისწრებაა.

user posted image

Posted by: thug 14 Feb 2020, 17:49
elchi

შებოლილ სალმონს არ აკეთებ?
LOX-ს


* * *
მისწრეებაა საუზმეზე კაი ქრიმ ჩიზ ბეიგალი ლოქსით
ოღონდ NY ბეიგალი უნდა იყოს სხვაგან არ იციათ გაკეთება biggrin.gif

user posted image

Posted by: elchi 14 Feb 2020, 20:01
thug

ორაგულს ძირითადად ვბოლავ, ან სათალს ვაკეთებ.
შეწვით მხოლოდ გრილზე ვწვავ, ისიც ნაკვერცხალზე.
ერთხელ მოვხარშე და ქინძმარში ჩავდე, უგემრიელესი გამოვიდა.

Posted by: thug 15 Feb 2020, 00:02
elchi
QUOTE
ერთხელ მოვხარშე და ქინძმარში ჩავდე, უგემრიელესი გამოვიდა.


მეც მაქვს ეგ გაკეთებული

ლოქოს გაკეთება მინდოდა ვერ ვნახე იმ მომენტში ლოქო და სალმონი ჩავდე ქინძმარში

მგონი ლოქოს აჯობა biggrin.gif


Posted by: FreedomSoul 15 Feb 2020, 01:54
არსებობს ასეთი აზრი რომ, თევზთან ყველის და სხვა სახის ხორცეულის ჭამა არა არის სასარგებლო.
რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს ?

Posted by: thug 15 Feb 2020, 02:17
FreedomSoul

არ ვიცი მედიცინის და მეცნიერულ დონეზე მაგრამ იკრას ვჭამ კარაქიანი პურით
შებოლილს სალმონსაც ქრიმ ჩიზთან ერთად

Posted by: elchi 13 Mar 2020, 10:09
FreedomSoul

რაც მე თევზი მყავს დაჭერილი, მაგდენი ჩვენი ქვეყნის მდინარეებში არ დაცურავს.
ბავშვობიდან ვთევზაობ.

არსად წამიკითხავს მსგავსი რამ, რაც თქვენ მოგვახსენეთ, არადა ვერკვევი მაგ "საკითხში".

როცა თევზს ვამზადებ, მაქსიმალურად ვცდილობ თავისი გემო შევუნარჩუნო, არავითარი მისაყოლებელი, მხოლოდ მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი.

კალმახის შეწვისას ვიყენებ კაკლის ქორფა ფოთლებს, ეს მაშინ, როცა ცეცხლზე ვწვავ.
ტაფაზე კიდევ, გამოვტენი წითელი ხახვით და ლიმონით, დავბრაწავ ორივე მხრიდან, ოთხჯერ ვატრიალებ, მერე ვაყრი ზემოდან ისევ ხახვს, ტაფას ვახურებ თავსახურს და ჩავშუშავ ყველაფერს ბლომად კარაქში, მანამდე მცენარეულ ზეთში იწვება.

სინჯეთ და გამიხსენებთ, ეგეთ კერძს მხოლოდ წითელი ტყემალი და ცხელი თონის პურები უხდება, რათქმაუნდა თეთრ ღვინოსთან ერთად, ან ლაგერი ლუდიც კარგად მიდის.


პ.ს. არის თევზის სახეობები, რომლებსაც ჩალის გემო აქვთ, ეგეთებს ვიჭერდი, მაგრამ ვუშვებდი, ახალი კანონით აკრძალული მაქვს ეგეთი სახეობების გაშვება.
ვერც მდინარის პირას დავტოვებ, ვერც ცოცხალს წამოვიღებ სახლში, გამოდის რომ უნდა მოვკლა და სად წავიღო მერე?

Posted by: painkiller1990 13 Mar 2020, 16:02
კრევეტებს სად ამზადებენ?
...........

Posted by: elchi 13 Mar 2020, 21:09
QUOTE (painkiller1990 @ 13 Mar 2020, 16:02 )
კრევეტებს სად ამზადებენ?
...........

თქვენით შეგიძლიათ მოამზადოთ, ძალიან ადვილია.
ერთ ფრანგულ რეცეპტს მოგართმევთ.

გარნელს წინასწარ მარინადი სჭირდება: კაცზე საშუალო ზომის 12 გარნელი, მარილი, შავი წიწაკა, ოდნავ გახეხილი ნიორი, ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, ნაღები, ბალზამური ძმარი. კარგად აურევ და რამდენიმე საათით დატოვებ მაცივარში(მე ერთ ღამეს ვტოვებ). მერე პატარა ქვაბში წამოადუღებ 2-3 წუთით. როგორც კი ორივე მხრიდან გაწითლდება, მზადაა. ამაზე მიდის ბრინჯი და კარგი ლუდი. ან თეთრი ღვინო./გაყინულ არაყზეც მიდის./
მარინადში ზოგჯერ ვუმატებ ლუდს, ან სულ ცოტა თეთრ ღვინოს.

ქართულად-გარნელი.
ინგლისურად-შრიმპი.
რუსულად-კრივეტკა.

user posted image


Posted by: <<ეგოისტკა>> 21 Apr 2020, 18:05

ჰეი ჰეიsmile.gif)
ეს რა თევზია ?

user posted image

Posted by: elchi 21 Apr 2020, 18:43
<<ეგოისტკა>>

თინუსს/თუნას/ ჰგავს, თავი და კუდი მოჭრილი აქვს.
არც მარლინი და არც კამბალა არ არის.

Posted by: <<ეგოისტკა>> 21 Apr 2020, 21:06
elchi
არა,თინუსი არ არის,ეგეც მაქვს და ეს სხვანაირია.

Posted by: Menzoorqa 24 Apr 2020, 12:18
<<ეგოისტკა>>
დორადას გავს ძაან

Posted by: elchi 24 Apr 2020, 12:26
Menzoorqa

უნდა დაგეთანხმოთ.
აშკარად მლაშე წყლის თევზია.
ასევე შემიძლია ვთქვა, ეგ დორადო არის ხმელთაშუა ზღვის, ან ინდოეთის ოკეანის ბინადარი, არის მეორენაირი დორადოც, რომელსაც MAHI-MAHI-ისაც ეძახიან, ასევე მარლინსაც და ბინადრობს ატლანტიკის და წყნარ ოკეანეებში, მაგრამ მაგ სახეობებს თეთრი ფითქინა ხორცი აქვთ, ეს კიდევ, რაც სურათზეა, ფერით განსხვავებულია.

Posted by: didi bege 3 May 2020, 22:18
"კონსერვი"ვით მინდოდა თევზის გაკეთება.
გავაკეთე რეცეპტით , მთლად ისეთი არ გამოვიდა როგორსაც ველოდი, მარა მაინც ძაან გემრიელი იყო.
ფენა ფენა ჩავაწყე ქვაბში ხახვი და თევზი, დავამატე დაფნა და ბაჰარი, მერე დავასხი ჩაი და 50 გრამი მცენარეული ზეთი, ერთი წამოვადუღე და მერე 3 საათი დაბალ ცეცხლზე ვხარშე , წყალი ამოშრა და დარჩა ცხიმში კარგად ჩაშუშული თევზი, რომელსაც შებოლილის იერი ჰქონდა ჩაის გამო
მთლად კონსერვი არ იყო მარა გემრიელი კი იყო smile.gif
თევზი გაყინული თავიანი სკუმბრია

Posted by: elchi 4 Jun 2020, 18:35
ეს ცისარტყელა კალმახი ჩემი დაჭერილია მთის მდინარეზე.
ამჯერად ასეთ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც ძალიან მომწონს.

იდეალურად გასუფთავებული თევზი, მხოლოდ მარილი, შავი პილპილი, მარინადისთვის ცოტა "ლაგერი" ლუდი და წითელი ხახვი.
შეწვის წინ წითელ ხახვს ვდებ მუცლის ღრუში, ვდებ გაცხელებულ ტაფაზე, რომელშიც კაი ბლომად მცენარეული ზეთი თუხთუხებს და მერე ვბრაწავ ორივე მხრიდან, როცა შევატყობ რომ მალე შეიწვებიან, მერე ვაყრი ზემოდან თხლად დაჭრილ წითელ ხახვს და ტაფას თავსახურს ვახურებ.
თეფშზე გადმოღებისას ვიყენებ ლიმონის წვენს, წითელ ტყემალს და კაი იტალიური, ან ფრანგული საცხობიდან წამოღებულ პურს დავურთავ. /ჩემდა სამწუხაროდ, არ არის აქ ჩვენებური თონის პური./
ალკოჰოლურ სასმელს არ გეახლებით, თორემ სრული იდილია იქნებოდა გურმანისთვის მისაყოლებლად, თეთრი მშრალი ღვინო, ან ლუდი.

პ.ს. იმ ერთ კალმახს იმიტომ გადავხსენი კანი, რომ დაგენახათ რა კონდიციამდე შეიწვა.

user posted image

user posted image

Posted by: Keti-Ket 10 Jun 2020, 17:13
მეგობრებო, არ ვიცი ქართულად რა ეწოდება, თევზი ომულ, გაუყინავი თბილისში იყიდება?

Posted by: elchi 14 Jun 2020, 22:39
Keti-Ket

ეგ ენდემური სახეობაა, კერძოდ ბაიკალის ტბაში ბინადრობს.
არის სიგასავით და ეკუთვნის სალმონოიდების ოჯახს.
მოკლედ სიგაა რა.
შემოყვანილია სასომხეთშიც და გაუშვეს სევანის ტბაში.
იყიდება საქართველოშიც, იკითხეთ სიგა.
გაითვალისწინეთ ერთი რამ, ძალიან ფხიანი თევზია, მაგრამ გემრიელია, ცხიმიანობა მაღალი აქვს, თუ ღუმელში შეწვავთ სუნელებით შეზავებულს, ის ბასრი ფხები თითქმის გაუქრება.
მაგან გადაჭამა მთელი იშხანის კალმახი.
როგორ მოუვიდათ სომხებს ასეთი შეცდომა?!
rossomacha

წინა გვერდებზე ნახეთ, დაწერილი და ნაჩვენები მაქვს როგორ ვაკეთებ ხიზილალას.

პ.ს. რუსული ბევრ რუსზე უკეთესად ვიცი, მაგრამ არ დავწერ მაგ ენაზე არაფერს.

Posted by: Keti-Ket 15 Jun 2020, 22:11
elchi
მადლობა ინფორმაციისთვის.

პ.ს. რა საფუძვლიანად ერკვევით თევზეულობაში

Posted by: elchi 15 Jun 2020, 22:19
Keti-Ket

მადლობა კარგი მოსასმენია უცხო ადამიანისგან, მაგრამ მე ვალდებული ვიყავი თქვენთვის სრული პასუხი გამეცა.

რაც შეეხება თევზაობას, თითქმის 46 წელია ვთევზაობ, ანუ ბავშვობიდან.
ზეპირად ვიცი ჩვენთან და სხვაგანაც სად რა თევზი დაცურავს, ახლა ოკეანის თევზებზე "ვნადირობ". lol.gif

Posted by: elchi 17 Jun 2020, 23:20
rossomacha

ახლა თქვენ რომ გიპასუხოთ სხვადასხვა ენებზე, რომლებიც თქვენ არ იცით და მე ვიცი, როგორი წასაკითხი იქნება?

გაითვალისწინეთ რომ აქ იმყოფებით ქართველებთან, რომლებიც ძალიან ტოლერანტულები არიან, აფასებენ მეზობელ და მეგობარ ერებს, მაგრამ თქვენი ეს ბოლოდროინდელი პოსტები მაეჭვებს თქვენს ჩვენს მიმართ კეთილგანწყობაში.

არიან ფორუმელები, რომლებმაც არ იციან რუსული, სამაგიეროდ ჩინურს და იაპონურს გასხლავენ ჰაერში.
როგორ მოვიქცეთ???

დაწერთ ქართულად?
თუ არადა თქვენს ყველა პოსტს ქართული თარგმანი დაურთეთ.

Posted by: max-14 23 Jun 2020, 20:53
QUOTE
ეს ცისარტყელა კალმახი ჩემი დაჭერილია მთის მდინარეზე.

აქ ნაყიდს საერთოდ არ ააქვს გემო,რა საკვებს აჭმევენ ,ალბათ მაგასაც პრემიქსს თუ რა ქვია

Posted by: elchi 24 Jun 2020, 06:49
QUOTE (max-14 @ 23 Jun 2020, 20:53 )
QUOTE
ეს ცისარტყელა კალმახი ჩემი დაჭერილია მთის მდინარეზე.

აქ ნაყიდს საერთოდ არ ააქვს გემო,რა საკვებს აჭმევენ ,ალბათ მაგასაც პრემიქსს თუ რა ქვია

ყველგან ეგრეა მეგობარო, ფერმა/აუზში გაზრდილი კალმახი ძალიან განსხვავდება გემოთი ველურთან შედარებით.

Posted by: elchi 8 Jul 2020, 01:00
კიდევ ერთი ნადავლი მთებიდან.
რეცეპტსაც მოგართმევთ.
ფილეებად გავაკეთე, ნახევარი შევწვი, ნახევარი მოვხარშე.
დაახლოებით 55სმ-ია სიგრძეში.

ახლა მოგახსენებთ როგორ ვაკეთებ ორაგულს და კალმახს ქინძმარში.
მოხარშვისას ხორხოშინა მარილი, დაუფქველი შავი წიწაკა და რამოდენიმე დაფნის ფოთოლი.
წამოდუღებისას ქაფი აუცილებლად უნდა მოიხსნას.
შემდეგ გადმომაქვს თევზი ლანგარზე და ნახარშს ვაცდი, სანამ არ გაცივდება.
მომზადებულია დაკეპილი ქინძი და ძმარი.
წვენი უკვე "დასვენებულია", ანუ ნალექი ქვაბის ფსკერზეა.
ფრთხილად გადმომაქვს სხვა ქვაბში და ვაწყობ მოხარშულ ფილეებს.
მე ერთი ღამით ვაჩერებ ქვაბს მაცივრის დაბალ თაროზე.
მეორე დღეს არის სასწაული.

user posted image

user posted image

Posted by: lilu777 20 Jul 2020, 23:54
ესეიგი ორაგულზე უკეთესი თევზი არ მეგულება , სავარაუდოთ არც თქვენ ალბათ, თუმცა სხვა ყველაც მიყვარს. ორაგული უფხო რომაა მაგიტომ გამოირჩევა ჩემთვის.

იცით რა მაინტერესებს ქელეხის თევზს რომ ეძახიან biggrin.gif ძვლიანი რომ არის მაგას ლიფსიტა ქვია? თუ რა ქვია?

კიდევ რომელია ღუმელში მარტივად შესაწვავი გემრიელი თევზი? მინდა თევზის ბაზარი დავიპყრო smile.gif ორაგული ვიცი ხშირად ვაკეთებ, რაიმე ახალი მინდა ვცადო

Posted by: PoisonnIvy 20 Jul 2020, 23:58
ყველაფერი მომწოოოოოოონს
რვაფეხაც
მიდიებიც
კრევეტებიც
თევზეულობასთან ვერ ვმეგობრობ დიდად
ორაგული და რამდენიმე თევზი მიყვარს მხოლოდ

Posted by: lilu777 21 Jul 2020, 00:32
PoisonnIvy

აუ მე ყველა მიყვარს საერთოდ. განსაკუთრებით ესპანური ,,პაელია" . ყვითელი ბრინჯი თუ ზაფრანით გაყვითლებული მიდიებით კრევეტებით და კალმარებით იფ იფ love.gif

ეხლა არვიცი როგორაა, მაგრამ თბილისში რომ ვიყავი გაყინულით ვაკეთებდი და ვერ ქონდა ისეთი კაი გემო sad.gif

Posted by: elchi 27 Aug 2020, 04:09
არავითარი "პროფესორობა".
ასე უფრო შევინარჩუნებთ მის ნატურალურ გემოს.
მთის მდინარის ცისარტყელა კალმახი.
მხოლოდ მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი შეწვის შემდეგ, ტყემალი და ლუდი.
ასევე საკუთარ ბოსტანში მოკრეფილი ჭოპორტის პომიდორი, ყველანაირი მწვანილი შუშა კიტრთან ერთად და იტალიური პური.
დამთავრდა ფილოსოფია.
user posted image

user posted image

user posted image

Posted by: elchi 9 Oct 2020, 02:26
მომიგროვდა ბლომად ორაგულის და კალმახის ნარჩენები.
არ ვყრი მაგათ, ვყინავ საყინულეში.
ნახავთ რატომაც.
კიბორჩხალებზე/კრაბებზე სატყუარად ვიყენებ.
ესეც წყნარ ოკეანეზე მათი გამოყენების შემდეგ დაჭერილი DUNGENESS CRAB-ი.
12-ის ლიმიტი მქონდა, რამოდენიმე გავყინე, დანარჩენები ნაცნობებს დავურიგე.
ოკეანის მლაშე წყალი წამოვიღე და იმაში მოვხარშე.
კეტჩუპს ვაზავებ კონიაკით, მეტი არაფერი არ არის საჭირო, გარდა თეთრი მშრალი ღვინის და ლაგერი ლუდის.

user posted image

user posted image

Posted by: Harrison Stafford 12 Oct 2020, 19:22
მეგობრებო

თბილისში სად ყიდულობთ კარგ თევზს ??
პრემიქსით რო არ იყოს გაჟღენთლი

გუდვილის, აგროჰაბის გავსინჯე
ჩალა-ბულებია

ბელიაშვილზე რო იყო(აXლა აღარ არის )
მანდ არ გამისინჯავს მარა მანდაც მითხრეს იგივე იქნებაო


მეხორცე მყავს აი სასწაული პროდუქტი აქვს : ღორის, საქონლის, ქათმის, ...
ეგეთი თევზეულის დირკაც გამაძრობინა მეტი არაფერი არ მინდა

Posted by: la reine 12 Oct 2020, 21:02
Harrison Stafford

სად გყავს ეგ მეხორცე, მითხარი რაა
იმედია ვარკეთილში და გლდანში არ იქნებაuser.gif

Posted by: Harrison Stafford 12 Oct 2020, 22:02
la reine
დიდ დიღომში biggrin.gif

ზუსტ მისამართს აქ არ დავწერ ისედაც ძლივს ვასწრებ ხოლმე ყიდვას biggrin.gif

Posted by: la reine 12 Oct 2020, 22:41
Harrison Stafford

აუუ რა სითავხედეაbiggrin.gif

მაინც არ მაწყობს დიდი დიღომი, თორემ გათქმევინებდი როგორმეbiggrin.gif

Posted by: fermina 13 Oct 2020, 00:58
la reine
კახელების არ მოგწონს ვაჟაზე?

Posted by: la reine 13 Oct 2020, 13:23
fermina

კი მომწონს. მანდ ყველაფერი კარგი აქვთ მაგრამ სხვაც მინდა ვიცოდე

Posted by: დოჩანა 13 Oct 2020, 13:41
კაი ხორცი სად იღება, დიდი დიღომი ჩემგან ძალიან შორსაა.
თევზიც საინტერესოა ასევე სად იყიდება კარგი თევზეული.

Posted by: GunsN 19 Oct 2020, 08:39
კარგი ჯგუფი არ არის ფეისბუქის? biggrin.gif გემრიელ რეცეპტებს რო უზიარებდნენ ერთმანეთსsa.gif

Posted by: <<ეგოისტკა>> 19 Oct 2020, 11:04
ხორცის კუთხე ნუცუბიძეზე..

უგემრიელესი ორაგული ჰქონდათ..

ყველანაირი ხორცი აქვთ,ფასები ოდნავ ძვირი.

Posted by: Lamorac 19 Oct 2020, 11:06
ბევრი fancy ადგილია თბილისში გინდ ხორცისთვის, გინდ თევზისთვის

მაგრამ


ნავთლუღის ბაზარი მაინც პირველია


რავიცი, სხვაგან სადაც მიყიდია, ასე მგონია რომ პროსტა ძვირს ვიხდი და ხარისხი/გემო იგივეა.


ბაზრები ჩვენთან მაინც დაუმარცხებელია


ჯერჯერობით

Posted by: Harrison Stafford 19 Oct 2020, 22:22
Lamorac
ზუსტადაც რო ფენსებშია ფარჩაკი ხორცები


მე ჩვეულებრივ სართიჭალელ ტიპთან ვყიდულობ ხორცებს smile.gif , ჩვეულებრივ სუფთა "ხორცის მაღაზიაში"


ნავთლუღში თევზის ტოჩკა იცი ??
ან ვინმე ტიპი ვისაც იცი რო ჯიგრული თევზი აქვს , არაქიმიკატებზე გაზრდილი

Posted by: ხიხო 21 Oct 2020, 18:50
თებზი აქ შეგიძლიათ შეიძინოთ

https://oraguli.ge/gadakhda-da-pirobebi/?lang=ge


Posted by: sham 22 Oct 2020, 22:56
QUOTE (fermina @ 13 Oct 2020, 00:58 )
la reine
კახელების არ მოგწონს ვაჟაზე?

რა ადგილას არის ვაჟაზე ?

..........................

Posted by: la reine 23 Oct 2020, 18:43
sham
ძეგლთან. ვაჟას მარჯვენა მკლავისკენbiggrin.gif

Posted by: sham 23 Oct 2020, 19:33
la reine

მადლობააა 2kiss.gif

Posted by: elchi 23 Oct 2020, 23:03
ორაგული რა ღირს საქართველოში?
და არის თუ არა ველური ორაგული გაყიდვაში?
რაც მე ვნახე, ყველა ფერმაში გაზრდილები იყვნენ.
თუ არ შეწუხდებით, იქნებ ფასები დაწეროთ.

Posted by: robin 24 Oct 2020, 20:29
საქართველო პირველად BOCUSE D’OR ის კონკურსზე

Posted by: Master_Nick 8 Nov 2020, 00:55
elchi
ველურ ორაგულს საქართველოში ვერ იყიდი, როგორც ვიცი თქვენსკენაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ველური ორაგული.

Posted by: elchi 16 Nov 2020, 18:20
QUOTE (Master_Nick @ 8 Nov 2020, 00:55 )
elchi
ველურ ორაგულს საქართველოში ვერ იყიდი, როგორც ვიცი თქვენსკენაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ველური ორაგული.

სამწუხაროა.
არადა ნორვეგიიდან შეიძლება ველური ატლანტიკის ორაგულის შემოტანა.
ძალიან კარგი რჩევაა ბიზნესმენებისთვის.
იყვეს უფასო ჩემგან ეს დარიგება.
დიდი განსხვავებაა ველურსა და ფერმაში გაზრდილს შორის.
ასე ვთქვათ, "ცა და დედამიწა".

მანდ ვნახე და "სიომგა" არისო.

ქართული დასახელებაც კი არ იციან, არამარტო ორაგულზე, სხვადასხვა ზღვის პროდუქტებზეც.

ჩვენს მშობლიურ ენაზე ჰქვია ატლანტიკის ოკეანის ორაგული, ასევე ჩრდილოეთის ორაგული.
განსხვავდება სხვა ორაგულებისგან იმით რომ ქვირითობისას არ კვდება.
5-6-ჯერ შეუძლია ქვირითობა მოასწროს.
აქეთ წყნარი ოკეანის სანაპიროზე მაგ სახეობის 5 არჩევანი გვაქვს.
აქედან მხოლოდ ორის დატოვება შეგვიძლია, დანარჩენები უნდა გავუშვათ.
ინდიელებზე არ ვრცელდება ეს კანონი, რადგან ამერიკის აბორიგენი მოსახლეობაა, ბევრი პრივილეგია აქვთ.

პ.ს. ბევრის დაწერა შემიძლია.
ვისაც სურვილი ექნება, დასვას შეკითხვა და ვუპასუხებ.
ოღონდ უნდა გაითვალისწინონ, რომ მხოლოდ ორეგონის შტატის რეგულაციებს გავაცნობ და მერე არ წამოსცდეთ ჩემთვის ერთერთი მიუღებელი ფრაზა:-ამერიაკაში ასეა.LOOOL

პპ.სს. მანდ ისეთები უწერიათ იარლიყებზე, ხუთი ენის კარგად მცოდნეს გაგიჭირდება გამოცნობა, თუ რას ყიდულობ. lol.gif lol.gif

Posted by: sham 27 Nov 2020, 17:24
კეფალის ყიდვა სად შეიძლება საბურთალოზე ? წინა დღეებში ინტერნეტში რაღაც თევზის მაღაზიას გადავაწყდი დოლიძეზე და ხომ არავინ იცით ზუსტად რა ადგილას არის ? ვგუგლავ, მაგრამ ვეღარ ვპოულობ ....................... sad.gif((

Posted by: max-14 28 Nov 2020, 14:17
QUOTE
არადა ნორვეგიიდან შეიძლება ველური ატლანტიკის ორაგულის შემოტანა.

მყიდველი არ იქნება,ვერ შეწვდება მოსახლეობის 90%^ მაგის ფასს
აგერ.სკუმბრიას მსგავს გაყინულ ნაგავს ვერ ყიდულობს ხალხი,რა ატლანტიკის ორაგული gigi.gif

Posted by: PeTeR4Ik 4 Jan 2021, 13:40
გამარჯობა მეგობრებო, მაინტერესებს თუ გაგისინჯავთ კალმახის კონსერვი და თუ კი რომელი მოგწონებიათ.

Posted by: elchi 6 Jan 2021, 15:50
QUOTE (PeTeR4Ik @ 4 Jan 2021, 13:40 )
გამარჯობა მეგობრებო, მაინტერესებს თუ გაგისინჯავთ კალმახის კონსერვი და თუ კი რომელი მოგწონებიათ.

მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ არ ვიცი რა პროდუქტია გაყიდვაში ჩვენს ქვეყანაში.

ამოვწევ ამ თემას.

დაეხმარეთ ამ ადამიანს.

Posted by: CigarettesandCoffee 29 Jan 2021, 23:03
საუკეთესო სუშია მთელს თბილისში


https://www.facebook.com/SushiTokyoGeorgia/

Posted by: elchi 3 Feb 2021, 18:28
PeTeR4Ik

აქ ვერ გითხრეს და ვერ მიგასწავლეს სად შეიძლებოდა მაგ პროდუქტის შეძენა.

გადავატრიალე ინეტი და საქართველოში ვერ აღმოვაჩინე, გაყიდვაში რომ იყვეს.

ნახეთ ამაზონზე, ან იბეიზე, დასერჩეთ : CANNED TROUT

გამოწერა მოგიწევთ.

პ.ს. რაც შეეხება იმ პოსტებს, რაც ზემოთ იყო დაწერილი, ერთი თვე დავაცადე.
ახლა წავშალე, რადგან ბევრი ფორუმის წესი დაარღვია ერთმა ფორუმელმა.
ვცდილობ ბოროტად არ გამოვიყენო ჩემი სტატუსი.

Posted by: ket_a 14 Feb 2021, 23:20
სალამი მეგობრებო, ხომ ვერ მეტყვით კიბორჩხალის მირთმევა სად შეიძლება?

Posted by: elchi 3 Aug 2021, 09:12
ბევრი პროფესორობა არ უნდა.
35-45-სმ-ის სიგრძის ცისარტყელა კალმახი.
მთის მდინარეზე გადამეყარნენ.
მუქი მამალია, ღია დედალი.
მარილი.
პილპილი.
პაპრიკა.
წითელი წიწაკა.
სვანური მარილი.
ეს ყველაფერი ცოტცოტა, რადგან თევზს თავისი გემო არ დავაკარგვინოთ.
ღრმა ტაფაში გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი.
/ჰაა, ნუ გენანებათ, დაასხით ცოტა კიდევ!!!/LOOL
მუცლის ღრუში გრძლად დაჭრილი კარაქი და ეგ არი რაღა.
მაღალ ცეცხლზე შეწვით.
ერთხელ მოგიწევთ გადატრიალება.
ტაფას თავსახური არ დაახუროთ, თორემ მოიხარშება, ანუ "ჩაფლავდება".
მისაყოლებლად კარგი იქნება ცივი თეთრი ღვინო, ან ხარისხიანი ლუდი. არაყს არ გააფუჭებინოთ ამდენი ნაწვალები.
შეგარგოთ.

პ.ს.უფრთხილდით დიასახლისებს, გარეთ მოამზადეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამზარეულო "გადასაგდები" გახდება. lol.gif

user posted image
user posted image

Posted by: beerbeer 3 Aug 2021, 10:45
ოკეანის თევზები კარგია, მაგრამ შავი ზღვის ბარაბულკა მირჩევნია ყველა თევზსს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Jonatahn_smith 15 Aug 2021, 18:40
გაყინული კრევეტები როგორ მოვხარშო იქნებ ვინმემ იცოდეს რეცეპტი?

Posted by: forumistvis 15 Aug 2021, 23:04
კარგ და გემრიელ თევზში მილიონს გადავიხდიდი ეხლა რომ მქონდეს

Posted by: elchi 16 Aug 2021, 09:09
QUOTE (Jonatahn_smith @ 15 Aug 2021, 18:40 )
გაყინული კრევეტები როგორ მოვხარშო იქნებ ვინმემ იცოდეს რეცეპტი?

აქვე გვაქვს.
ჩემი დაწერილია.
ასე სინჯე და ირლანდიული ვისკიც დაუშვი ზედ.

ინებე ბატონო:
https://forum.ge/?f=82&showtopic=35123009&st=30

პ.ს. სხვანაირადაც ვაკეთებ.
ჯერჯერობით ყველაფერი არ დამიწერია.
ველოდები სხვა რას იტყვის.

ბევრი რამ ვისწავლე აქედან. old.gif

Posted by: lovelock 7 Oct 2021, 03:23
გაკეთებული ლანგუსტი სად ვიყიდო თბილისში? სახლში მიტანით თუ არის მით უკეთესი.

Posted by: Kvirila 26 Dec 2021, 17:43
ბრინჯი ხიზილალით, ეს რაღაც ახალია biggrin.gif facepalm.gif


Posted by: elchi 27 Dec 2021, 11:22
ეს გადავაკეთე და ჩვენებურ ხახალს დავამსგავსე.
ჯერჯერობით დასამთავრებელია, ბოლომდე არ დამილაგებია წნელის ტოტები.
ცისარტყელა კალმახი ისე მოვხარშე, როგორც "ცოცხალს" ვხარშავთ.
ხორხოშინა მარილი, 3-4 ფოთოლი დაფნა და შავი დაუფქვავი პილპილი.
წყალში მარილის შემცველობა ასე შეგიძლიათ გასინჯოთ.
ნელნელა ამატებთ და როცა მოზრდილ ქაფქირს ამოავლებთ, სული შეუბერეთ, თუ გათეთრდა, მაშინ ჩაუშვით თევზი ცხელ წყალში.
შაბის კრისტალები თუ გაქვთ, მთლად უკეთესი, "გაალურჯებს" თევზს.
თევზს თვალები გაუთეთრდება, ორი წუთი დააცადეთ და მერე ამოალაგეთ.
ყველაზე უკეთესად ხახალზე შრება მოხარშული თევზი.

ტყემალი, თეთრი ღვინო ან ლაგერი ლუდი და ჩემთვის ყველაზე სანატრელი, ცხელცხელი თონის პური არ დაგავიწყდეთ.


user posted image

user posted image

user posted image

Posted by: fermina 27 Dec 2021, 12:07
elchi
QUOTE
ცისარტყელა კალმახი ისე მოვხარშე, როგორც "ცოცხალს" ვხარშავთ.


აი ამ "ცოცხალის" მუღამი ვერ გავიგე რა. არადა ჩემთან აგარაკზე ბაზარშიც და ცენტრშიც სულ აქვთ გამოტანილი სხვადასხვა ზომის გასაყიდად, მაგრამ ვერ დავამუღამე, ისედაც არ მიყვარს დიდად თევზი და ალბათ იმიტომ. ერთი ორჯერ ვიყიდე და კატებმა მოილხინეს საბოლოოდ smile.gif

Posted by: elchi 27 Dec 2021, 13:52
fermina
გვქონდა მიმწერა და ვერ მოგეცით საჭირო ინფორმაცია, რადგან დადუღებულია ყველა ჩვენი მდინარე.
ყველა იჰტიოფაუნის მაცხოვრებელი გამქრალია.
პატრონი არ არის.
მოგცემთ ჩემს FB-ს პროფილს და დავილაპარაკოთ.

Posted by: fermina 27 Dec 2021, 13:57
elchi
QUOTE
fermina
გვქონდა მიმწერა და ვერ მოგეცით საჭირო ინფორმაცია, რადგან დადუღებულია ყველა ჩვენი მდინარე.
ყველა იჰტიოფაუნის მაცხოვრებელი გამქრალია.
პატრონი არ არის.
მოგცემთ ჩემს FB-ს პროფილს და დავილაპარაკოთ.


არა, ის საკითხი აღარ მაინტერესებს ამ ეტაპზე (მგონი ვიღაც ჩემ ნაცნობს სათევზაოდ უნდოდა წასვლა არა?), მადლობა.

ხოგადად ვთქვი, რომ ბევრს უყვარს ეს "ცოცხალი" და რაღაც ვერ მოვიწონე-მეთქი.

Posted by: Master_Nick 27 Dec 2021, 22:51
QUOTE (fermina @ 27 Dec 2021, 12:07 )


აი ამ "ცოცხალის" მუღამი ვერ გავიგე რა. არადა ჩემთან აგარაკზე ბაზარშიც და ცენტრშიც სულ აქვთ გამოტანილი სხვადასხვა ზომის გასაყიდად, მაგრამ ვერ დავამუღამე, ისედაც არ მიყვარს დიდად თევზი და ალბათ იმიტომ. ერთი ორჯერ ვიყიდე და კატებმა მოილხინეს საბოლოოდ smile.gif

აუ რას ამბობ, კარგ ცოცხალს ,,ციმორს" ვგულისხმობ, თევზი არ მირჩევნია დედამიწის ზურგზე. ბაზარში და ცენტრში ეგრე მოხარშული ცოცხალი სანდოა ვითომ? არამგონია.

Posted by: fermina 27 Dec 2021, 23:16
Master_Nick
QUOTE
აუ რას ამბობ, კარგ ცოცხალს ,,ციმორს" ვგულისხმობ, თევზი არ მირჩევნია დედამიწის ზურგზე. ბაზარში და ცენტრში ეგრე მოხარშული ცოცხალი სანდოა ვითომ? არამგონია.


ერთ მაღაზიას ნამდვილად ვენდობი, სადაც აქვთ ხოლმე. ოღონდ ციმორია თუ არა არ ვიცი, მგონი ხრამული? თუ ერთი და იგივეა... დღესაც ჰქონდათ მთელი დიდი ტაშტი.

Posted by: Master_Nick 27 Dec 2021, 23:30
fermina
ხრამულიც კარგია, მთავარია ახალი დაჭერილი იყოს და სუფთად მომზადებული, მოხარშვასაც ცოდნა უნდა. ვგიჟდები ისე მიყვარს, მაგრამ თბილისში ვერ ვენდობი და არ ვყიდულობ.

Posted by: fermina 28 Dec 2021, 15:29
Master_Nick
QUOTE
fermina
ხრამულიც კარგია, მთავარია ახალი დაჭერილი იყოს და სუფთად მომზადებული, მოხარშვასაც ცოდნა უნდა. ვგიჟდები ისე მიყვარს, მაგრამ თბილისში ვერ ვენდობი და არ ვყიდულობ.


წამოგიღებ თუ გინდა biggrin.gif მაგრამ თავს ვერ დავდებ, რომ მოგეწონება. თვითონ მაღაზია კარგია და სულ ახალი პროდუქტები აქვთ, მაგრამ სავარაუდოდ იქ ვიღაცის ჩაბარებულია ეს თევზი.

Posted by: Master_Nick 28 Dec 2021, 20:22
fermina
გედესთან რომ მოვხვდები, აი მაშინ გავსინჯავ და თუ მომეწონა იქვე ვიყიდი.ეგრე ბლაინდ ცოცხალის ყიდვა არ შეიძლება wink.gif

Posted by: elchi 29 Dec 2021, 15:03
fermina
Master_Nick

რაც ცოცხალი იყიდება თბილისში, ყველა დენით არის დახოცილი.
არ იყიდოთ!!!
ჩათვალეთ რომ ბრაკონიერებს ხელს უწყობთ, დამიჯერეთ მეგობრებო, ეგ მაინც ვიცი.
სხვა ვინც წაიკითხავთ ამ სტატუსს, თქვენც გაითვალისწინეთ.
სტერილურია უკვე ჩვენი მდინარეების უმეტესი ნაწილი.
ათეული წლებია საჭირო იქაურობა რომ აღდგეს.
მარტო თევზი არ კვდება დენით, წყალმცენარეც ცოცხალი არსებაა.
დენით ყველაფერი ნადგურდება!!!

Posted by: Master_Nick 29 Dec 2021, 17:16
elchi
მართალი ხარ, ბრაკებმა ააოხრეს საქართველოს მდინარეები!
ადრე სასროლი ბადით ვიჭერდი მურწას, ეხლა სადღაა თევზი.
კანონმა უნდა იკანონოს და ამ გზით მიეხედოს საქმეს. თორემ მე და ფერმინა თუ ცოცხალს არ ვიყიდით, მაგით რას დავაკლებთ ბრაკებს?

Posted by: thug 29 Dec 2021, 19:38
კაი ცოცხალს რა ჯობია up.gif

........................

Posted by: buxxx 10 Jan 2022, 22:42
თინუსი რატომ გაძვირდა კონსერვები?
ადრე იმენა კაპიკები ღირდა ეხლა ისეთი ფასი ადევს რავიცი. გაყინულიც შემოდიოდა კაპიკებში.
ყველაფერი რომ გაძვირდა ვიცი მაგრამ რაღაც სხვა მიზეზია ესე მგონია :დ
რაღაც დიეტა გაარეკლამეს უეჭველი

Posted by: suave 15 Apr 2024, 13:10
გარეული (ე.წ. wild) ორაგული სად შეიძლება ვიყიდო? საქართველოში მე რაც ვიპოვე არის ნორვეგიული რომელიც ფერმერულია და შავის ზღვის რომელიც ვერ გავიგე რომელია

და იქნებ იცოდეთ საქართველოში შემოტანილი სკუმბრია ფერმერულია თუ გარეული?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)