forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> როგორი იქნებოდა მსოფლიო ამერიკის გარეშე?
Redemption*
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 410
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 24 May 2019, 13:26  #54706652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხალხში არის აზრი, რომ მსოფლიოში შედარებითი მშვიდობა ამერიკის დამსახურებაა, რომ ამერიკა არის საუკეთესო ლიდერი და მის გარეშე შუა საუკუნეებივით უსასრულო ომები დაბრუნდება.
იმდენად სჯერათ ამერიკის, როგორც სიკეთის ძალის, რომ მზად არიან ამერიკის ნებისმიერი მოწინააღმდეგე საკუთარ პირად მტრად გამოაცხადონ. საყვარელ საფეხბურთო გუნდზე მეტად ქომაგობენ ამერიკას. ირანს 3 დღეში დაამარცხებს! ჰუავეის შანსი არ აქვს, უნდა განადგურდეს! ალტერნატივის წარმოდგენა არც შეუძლიათ და არც უნდათ.

ხოდა შეკითხვა ამაშია, ამერიკის გარეშე მსოფლიო მართლაც სრული ქაოსისა და უბედურებისთვისაა განწირული? ძია სემი მართლაც უალტერნატივო სიკეთის ძალაა?

დღეს თითქოს ომზე მორატორიუმია, არავის აქვს ომის და სხვა ქვეყნებში შეჭრის უფლება ამერიკის გარდა. ეს უკანასკნელიც საკმაოდ ინტენსიურად იყენებს ამ უფლებას. თითქოს სიკეთე უნდა მოქონდეს, თითქოს ბოროტი რეჟიმების შესაცვლელად შედის ქვეყნებში, მაგრამ თითოეულ ქვეყანაში საბოლოოდ უარესი მდგომარეობა მივიღეთ, ვიდრე რეჟიმის ცვლილებამდე იყო. მაგალითად, ირანი, ავღანეთი, ერაყი, სირია, ლიბია. ლიბიაში თურმე მონებით ვაჭრობა დაიწყო კადაფის გადაგდების შემდეგ. იქნებ ეს თითოეული არა "ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა", არამედ ნავთობისთვის ბრძოლა იყო?

იქნებ ამ შედარებით მშვიდობამდე თანდათან მივედით კაცობრიობა, ცოდნის დაგროვების ხარჯზე, ვესტფალიის ზავიდან მოყოლებული, საერთაშორისო სისტემის ნელ-ნელა დახვეწის გზით და ამერიკის დამსახურება არაფერია?
რა მოხდება თუ ამერიკის მაგივრად რომელიმე სხვა ქვეყანა იქნება მსოფლიოს ლიდერი, მაგალითად ჩინეთი? ტაივანიდან დაწყებული, 2-3 ქვეყანაში შეიძლება შევიდეს, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში რამე რადიკალურად შეიცვლება? სხვა ქვეყნებში ომზე მორატორიუმი არ შენარჩუნდება?

ამერიკა იმსახურებს თუ არა სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან პატრიოტიზმსა და უპირობო მხარდაჭერას?
Eric
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10402
წევრი No.: 190274
რეგისტრ.: 20-August 14

გამოგზავნილია: 24 May 2019, 14:09  #54706866      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ხოდა შეკითხვა ამაშია, ამერიკის გარეშე მსოფლიო მართლაც სრული ქაოსისა და უბედურებისთვისაა განწირული?


სანამ ახალი წესრიგი დამყარდება და ახალი პოლუსები შეთანხმდება
მილიონობით ადამიანი გაწყდება დღევანდელი წესრიგის გარეშე.
დღევანდელ ი სტატუს ქვო კი ამერიკაა.
Redemption*
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 410
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 24 May 2019, 14:20  #54706923      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Eric
QUOTE
სანამ ახალი წესრიგი დამყარდება და ახალი პოლუსები შეთანხმდება

ანუ შენი აზრით ახალი წესრიგი არსებულისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება, იმდენად, რომ რბილი გადაბარება შეუძლებელია? მესამე მსოფლიო ომს მოითხოვს?

და ახალი, უკვე დაღვინებული წესრიგი ამერიკისაზე ბევრად ბოროტი იქნება?
დღევანდელი შედარებითი მშვიდობა კაცობრიობის და საერთო-ადამიანური მდგომარეობის დამსახურებაა თუ პირადად ამერიკის?
H-8_Oil
And so it goes


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2479
წევრი No.: 239679
რეგისტრ.: 13-January 18

გამოგზავნილია: 24 May 2019, 14:29  #54706956      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
როგორი იქნებოდა მსოფლიო ამერიკის გარეშე?


რუსეთი ერქმეოდა მთელ მსოფლიოს
სულ ესაა


--------------------
- All moments, past, present and future, always have existed, always will exist
- I am a Tralfamadorian, seeing all time as you might see a stretch of the Rocky Mountains. All time is all time. It does not change. It does not lend itself to warnings or explanations. It simply is.
Eric
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10402
წევრი No.: 190274
რეგისტრ.: 20-August 14

გამოგზავნილია: 24 May 2019, 14:47  #54707044      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Redemption*
QUOTE
ანუ შენი აზრით ახალი წესრიგი არსებულისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება, იმდენად, რომ რბილი გადაბარება შეუძლებელია? მესამე მსოფლიო ომს მოითხოვს?


რათქმაუნდა.

QUOTE
და ახალი, უკვე დაღვინებული წესრიგი ამერიკისაზე ბევრად ბოროტი იქნება?


ყველანაირი წესრიგი ტავის თავში ბოროტია რადგან ძალაზეა დაფუძნებული.
ახალი დაღვინებული წესრიგი ნიშნავს მინიმუმ + 50 წელს
და რისთვის? ძველი ბოროტება რომ ახლით შევცვალოთ?
Redemption*
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 410
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 24 May 2019, 15:23  #54707227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Eric
ანუ შენი შეფასებით ის ამერიკის ქომაგები სწორს აკეთებენ და ყველანი ამერიკის პატრიოტებად უნდა ვიქცეთ? biggrin.gif

BTW, მე რა თქმა უნდა არ ვფიქრობ რომ ამერიკა უალტერნატივო ძალაა, არც იმას ვფიქრობ რომ დომინანტი სახელმწიფოს შეცვლა მესამე მსოფლიოს აუცილებლად გამოიწვევს. რბილი გადაბარება და განაწილება სავსებით შესაძლებელი მგონია. ამერიკა სულ რაღაც ნახევარი საუკუნეა რაც დომინანტ ძალად იქცა და ეს მოახდინა პირველ რიგში ეკონომიკური განვითარებით და არა ომით. ეკონომიკა გადაითარგმნა soft power-ად, გააჩინა უამრავი ამერიკის პატრიოტი, მათ შორის საქართველოში.
იგივენაირად, სავსებით შესაძლებელია მომდევნო 50 წლის დომინანტი ძალა სხვა ქვეყანა გახდეს და ეს არა ომით, არამედ აღმატებული ეკონომიკით გააკეთოს. პირველი ეკონომიკა ნიშნავს უდიდეს დიპლომატიურ ძალას, მეტ სამხედრო დაფინანსებას. ამ ორის უბრალოდ არსებობა კი ყოველგვარი ომის გარეშე საკმარისია, რომ სხვა, სუსტი ქვეყნები შენს წესებზე გადმოვიდნენ.

This post has been edited by Redemption* on 24 May 2019, 15:24
Eric
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10402
წევრი No.: 190274
რეგისტრ.: 20-August 14

გამოგზავნილია: 24 May 2019, 16:34  #54707565      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Redemption*
QUOTE
ამერიკა სულ რაღაც ნახევარი საუკუნეა რაც დომინანტ ძალად იქცა და ეს მოახდინა პირველ რიგში ეკონომიკური განვითარებით და არა ომით


ჩემი აზრით მცდარი მოსაზრებაა.
ამერიკა დომინანტი გახდა I და II მსოფლიო ომების დასრულების პერიოდში.

ამ ომებმა ძველი დომინანტებიდან ევროპა გაანადგურა ბრიტანეთი კი ჩააჩოჩა.

ამის საფუძველზე მოხდა ეკონომიკის აღორძინება და ამერიკის ჰეგემონად ქცევა.

ომის გარეშე ჯერ სამყაროს არ ახსოვს ჰეგემონის შეცვლა smile.gif

QUOTE
იგივენაირად, სავსებით შესაძლებელია მომდევნო 50 წლის დომინანტი ძალა სხვა ქვეყანა გახდეს და ეს არა ომით, არამედ აღმატებული ეკონომიკით გააკეთოს.


ომის მოგების გარეშე წარმოუდგენელი ამოცანაა.

QUOTE
ანუ შენი შეფასებით ის ამერიკის ქომაგები სწორს აკეთებენ და ყველანი ამერიკის პატრიოტებად უნდა ვიქცეთ?


ამერიკა იქნება თუ გერმანია ჩემთვის აზრი აქვს მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში.
ვის რა გეგმები აქვს, ვისი გეგმებიც მისაღები იქნება იმის პატრიოტი ვიქნები smile.gif

This post has been edited by Eric on 24 May 2019, 16:37
Redemption*
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 410
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 24 May 2019, 17:46  #54707922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Eric
QUOTE
ჩემი აზრით მცდარი მოსაზრებაა.
ამერიკა დომინანტი გახდა I და II მსოფლიო ომების დასრულების პერიოდში.

კიბატონო, მაგრამ ჯერ არ ჩანდა ამერიკის ჰეგემონია. სტალინის შემდეგ, უკვე ნელ-ნელა საბჭოთა კავშირს ეკონომიკურად რომ გაუჭირდა და ამერიკა პირიქით, გაიქაჩა, მაშინ გამოჩნდა რომ ამერიკა დომინანტი ყოფილა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას არავინ ვარაუდობდა რომ მომავალში ამერიკა მსოფლიოს #1 ძალა გახდებოდა. ეგ ომი ამერიკის დომინანტობისთვის არ მომხდარა ანუ. მხოლოდ დროის გასვლის და ეკონომიკის საფუძველზე იქცა ამერიკა #1 ძალად. ომი უკვე ჩავლილი იყო.

QUOTE
ვის რა გეგმები აქვს, ვისი გეგმებიც მისაღები იქნება იმის პატრიოტი ვიქნები smile.gif

ისიც გასათვალისწინებელია, რომ პაიკს ხშირად წირავენ და ზედმეტად თავგადაკლული და უპირობო პატრიოტობაც არ ვარგა. ბევრი საქართველოზე მეტად ამერიკას ქომაგობს. საქართველოს ინტერესებიდან არ გამოდიან, არამედ ამერიკის ინტერესებიდან...
brdzolisunariani
პავა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3200
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12

გამოგზავნილია: 24 May 2019, 21:11  #54708936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩვეულებრივი მორიგი გლობალ იმპერიაა ამერიკის შტატები .
იყო რომი , იყო ბიზანტია ...
მერე იყო კოლონიალიზმი, ფრანგული სამყარო , ბრიტანელთა იმპერია ფლოტი და ჯანი მისი ....

ახლა ბევრად გლობალურია ოღონდ მსოფლიო.

რომ არ ყოფილიყო ამერიკა , იქნებოდა სხვამერიკა , მსგავსი გრძნობებითვე შემკული როგორიც არის დღეს ა.შ.შ .


--------------------
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
ქვეყანაზე ბოროტება გამქრალიყო..........
Eric
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10402
წევრი No.: 190274
რეგისტრ.: 20-August 14

გამოგზავნილია: 25 May 2019, 12:42  #54710758      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Redemption*
QUOTE
მაგრამ ჯერ არ ჩანდა ამერიკის ჰეგემონია.


I მსოფლიო ომის დასასრულისთვის ამერიკა უკვე ჰეგემონია, II მსოფლიო ომი იმისთვის მოხდა რომ ურწმუნოები დარწმუნებულიყვნენ.

QUOTE
ეგ ომი ამერიკის დომინანტობისთვის არ მომხდარა ანუ. მხოლოდ დროის გასვლის და ეკონომიკის საფუძველზე იქცა ამერიკა #1 ძალად. ომი უკვე ჩავლილი იყო.


ვერ დაგეთანხმები.
II მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკა აბსოლუტური ჰეგემონია ხოლო ურწმუნოები დარწმუნებულნი.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0255 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]