სტოპის ბოძი დგას კი თუ კარგად მახსოვს და ქვევითაც დახაზულია. თვალის ზომით სტოპთან ახლოს ჩერდები რა.
აუ კიდე მხსომებია, არადა წლების წინ ჩავაბარე ;დ
ავტომატიკაზე აბარებ ხო?
პატარა შპარგალკის პონტში გაიკეთე რაც უეჭველი უნდა გახსოვდეს, ხშირად წაიკითხე ხოლმე და არ დაგავიწყდება, გაგიჯდება თავში ავტომატურად.
მანქანაში ჩაჯდომისას,ა) ღვედი, სკამი , სარკეების გასწორება
ბ) დაქოქვა, ხელის მუხრუჭის ჩაწევა და პირველ სიჩქარეში ჩაგდება (მე მექანიკა ავიღე) , ავტოამტიკის შემთხვევაში P-დან D-ში გადაიტან.
1) გარაჟი,
ამაზე კი აგიხსენი ზემოთ რაც მახსოვს ;დ
2)ზიგზაგი
3)ჩიხი
4)რვიანი
5) აღმართი,
მანქანას აჩერებ სტოპთან ახლოს! (მექანინის შემთხვევაში, რუჩნოის ამოწევ, ცეპლენიაზე დაიჭერ მოდების წერტილს, გაზს 3.5 აბაროტამდე აძლევ, რუჩნოის ჩაწევ-ცეპლენიას ფეხს უშვებ და ადის რა თავისით
) ავტომატიკაზე კი გეცოდინება როგორც ქნა , ძალიან ადვილია ცეპლენია ვაფშე არ გაქვს
6)პარკინგი,
მარჯვენა ხაზთან ახლოს ჩერდები, მეორე ჯოხს აქცევ უკან ფანჯარაში შუაში. შედიხარ უკუსვლით და სარკეში მესამე ბოძთან ჩერდები, რულს ასწორებ და ბორბალს აჩერებ წყვეტილზე. ჩედიხარ სწორდები აჩერებ. შემდეგ რუჩნოის ამოწევ, ანეიტრალებ და პედლებს ფეხს უშვებ (მექანიაკზე ასე იყო და ავტომატიკაზე ალბათ N-ში გადაიტან ნეიტრალში)
და ბოლო ეტაპი,
მიგყავს საწყის ადგილას, რუჩნოის ამოწევ,(მექანიკის შემთხვევაში სცეპლენია-ტორმუზი პირველ სიჩქარეში ტოვებ და აქრობ მანქანას) , ხოლო ავტომატიკის შემთხვევაში ალბათ P ში გადაიტან და ჩააქრობ.
ბოლომდე მე ნუ მენდობი, მასწავლებელთან როგორც ისწავლე ისე გააკეთე მაგრამ რაც გამახსენდა ის დაგიწერე