მოგესალმებით,
Hadoop-ის და ზოგადად
Big Data-ს ადმინისტრირების მიმართულებით "გრენაში" გაიხსნა კურსი:
კურსის შესახებ: Hadoop (Big Data) სისტემური ადმინისტრირება - ორიენტირებულია "BIG DATA" ტექნოლოგიის, კერძოდ "Hadoop" ბიბლიოთეკის და მისი მონათესავე სისტემების გაცნობა, შესწავლა, დანერგვაზე. აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს დიდი რაოდენობით არსებული სტრუქტურირებლი, ნახევრად-სტრუქტურიებული და არასტრუქტურირებული ინფორმაციის შენახვა/დამუშავებას (Storage and Processing). კურსში განხილულია აღნიშნული ტექნოლოგიის სრულფასოვანი მიმოხილვა, მისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლების და მუშაობის პრინციპების გაცნობა. "Big Data" ტექნოლოგიის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, დანერგვა, მართვა და მონიტორინგი. კლასტერში შემავალი მნიშვნელოვანი ელემენტების/სისტემების დეტალური მიმოხილვა, როგორც თეორიული მასალით ისე პრაქტიკული მაგალითებით.
კურსის ხანგრძლივობა: 2 - 3 თვე (გააჩნია კურსის საკითხებს, რომელიც მსმენელებზეც არის დამოკიდებული)
კურსის სწავლების ენა: ქართული ან ინგლისური (ასეთი აუდიტორიის არსებობის შემთხვევაში)
კურსში შემავალი ძირითადი საკითხები: http://academy.grena.ge/main/214/geo/ინსტრუქტორი: გიორგი ჯაფარიძე
დამატებითი ინფორმაცია: კურსი არ არის მორგებული რომელიმე კომერციულ გადაწყვეტილებაზე როგორებიცაა Hortonworks, Cloudera, Amazon, Microsoft ან სხვა, არამედ ორიენტირებულია ძირითადად ტექნოლოგის დეტალური მუშაობის პრინციპების შესწავლა/გაგებაზე (როგორ ხდება Horizontal vs Vertical Scaling, RDBMS vs Hadoop, Storage, Processing, Job Execution, Data Replication, Container Placement, Security, etc)
და არა Next-Next-ებით ინსტალაციაზე. ასევე სრული წარმოდგენისთვის კურსში განხილული იქნება ცოტა Big Data Coding/Development, ცოტა Big Data Analytic, შესაძლებელია ისეთი კომპონენტების განხილვაც როგორებიცაა Apache Nifi, Metron და სხვები. კურსი არ არის რომელიმე ერთ ოპერაციულ სისტემაზე ორიენტირებული/მორგებული (GNU/Linux or Microsoft Windows).
P.S. წესების დარღვევის შემთხვევაში, ვთხოვ მოდერაციას ცოტა ხანი არ დახუროს თემა.
This post has been edited by hadoop101 on 19 Oct 2017, 22:35