Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > მივიწყებული სახეები


Posted by: auau 15 Jan 2007, 13:22
ქართულ ხელოვნებაზე რომ ვსაუბრობთ, ყოველთვის რაღაც ტკივილიანი გრძნობა ჩნდება. დრო მიდის და ბევრი სახე ქრება,
თუმცა ეს კანონზომიერებაა, მაგრამ ზოგიერთი ნაადრევად
აღმოჩნდება ხოლმე ჩრდილში.ზოგს სიცოცხლე არ დასცალდა და ზოგი კი უსამართლოდ დაივიწყეს სიცოცხლეშივე!
მოდი, გავიხსენოთ სცენისა და ეკრანის გმირები, ვინც დღეს
სხვადასხვა მიზეზით არ ჩანს.
და კიდევ ისინი, ვინც საერთაშორისო ასპარეზზეც მაგრები იქნებოდნენ, რომ არა.......... ხომ იცით რაც იგულისხმება!
მე მაგალითად ეკრანზე მენატრებიან ზურა ყიფშიძე (სერიოზულ და მის შესაფერ როლში), ზაზა კოლელიშვილი,
ლეილა ყიფიანის ანგელოზის სახე........უსამართლოდ და ნაადრევად დაკარგა ქართულმა კინომ უმშვენიერესი ლია ელიავა, რომლის გამოყენება შესანიშნავად შეიძლებოდა. რა ვიცი, ასეთი ბევრია და ფორუმმა მაინც გავიხსენოთ! smile.gif

Posted by: kalina 15 Jan 2007, 13:26
კარგი თემაა, იქნებ ფოტოები მოგეპოვებათ, უფრო უკეთესი იქნება. ზემოთ ჩამოთვლილებს მე დოდო ჭიჭინაძეს დავუმატებდი

Posted by: auau 15 Jan 2007, 13:46
ამას წინათ უჩვენეს ძველი კადრები სულიკო კოროშინაძე, ლილი გეგელია, დემურ ცქიტიშვილი, მედიკო ძიძიგური და ბევრი სხვა. მე მინდა გავიხსენო ლილი გეგელია, რომელსაც ულამაზესი ხმა ჰქონდა, სულიკო კოროშინაძე კი ამ ასაკის კაცი ისევ კარგად მღერის. ამირან ებრალიძე - "დიელოს" სულისჩამდგმელი, დიდი შემოქმედებითი წარსულის მქონე მუსიკოსი, რომელსაც დღესაც უამრავი აუჟღერებელი სიმღერა აქვს, მელანქოლიით შეპყრობილი ზის სახლში და ოცნებობს, რომ გააკეთოს კვარტეტი!

Posted by: ნაიადა 15 Jan 2007, 14:23
kalina-მ დამასწრო დ. ჭიჭინაძის ხსენება.
დოდო ჭიჭინაძე ერთ-ერთი უმშვენიერესთაგანია ქართველ მსახიობთა შორის. მის სილამაზეში შერწყმულია სათნოება, გოროზი თავდაჭერა, გონიერება.

ერთ-ერთ ჟურნალში იგი თავის საყვარლად მოიხსენია ვიღაც მეკარეყოფილმა. ალბათ ეგონა, იმიჯს აიმაღლებდა ამით.


პირიქით: მამაკაცი, რომელიც ქალის გრძნობას გამოამზეურებს, მხოლოდდამხოლოდ ზიზღის ღირსია.

ბოლოხანს ტელეეკრანზე ვიხილე ქ-ნი დოდო, უკვე მოხუცი. მასაც შეჰხებოდა დაქცეული ქვეყნის შიმშილ-სიცივე: ლოყები ჩასცვივნოდა, სახე დაჰგრძელებოდა, ხოლო თვალები,-ის მბრწყინავი თვალები გულისმომკვლელად ჩაჰშავებოდა...

მე რომ შემეძლოს, ეკლესიათა შემდეგ პირველ რიგში მსახიობებს, მწერალ-პოეტებს, ექიმებს, პედაგოგებს შევუქმნიდი ადამიანურ პირობებს, რამეთუ, ეკლესიათა შემდეგ, ესენი განაპირობებენ ერის ფიზიკურ, სულიერ და გონებრივ სიჯანსაღეს.(ანუ ერის სიძლიერის მთავარ ნიშნებს...

გეგმაში მაქვს ჩემი მეგობრებისთვის ცოტა ფულის გაგზავნა, რომ ამ ფულით ნაყიდი ყვავილები მიართვან მას.

სხვაც ბევრია პატივისცემის ღირსი. გულსატკენია, აბა არა, მათი მივიწყება. თბილი სიტყვა და მოფერება ცოცხალს ჭირდება და არა მიწად დაფლულს.

ნეტავი, რომელიმე ნიჭიერმა მწერალმა გამოსცეს წიგნი, რომლის სახელწოდებაც იქნება ,,არდასავიწყებელი სახელები" და მასში ორიოდე მოსაფერებელი სიტყვა გააჟღეროს ცოცხლადმყოფთა და წასულთა მიმართ.(წასულნი ვეღარ გაიგონებენ, მაგრამ მათი შთამომავლებს გაახარებს ყურადღება.)

P.S. სულ ახლახანს ისევ გამოჩნდა ეკრანზე ქ-ნ დოდოს სახე. უკეთესობა ეტყობოდა. ჰოდა, ბრწყინავდა, ასაკის მიუხედავად, სილამაზისგან.

Posted by: auau 15 Jan 2007, 14:52
nia-aneta
აი სწორედ ახლა ვუყურებ დოდოს იმედზე.გალაკტიონს კითხულობს და ძალიან მშვენიერია!

Posted by: საბუნია 15 Jan 2007, 19:15
არაღიარებული გენია ტემპერა!!!

Posted by: miau 16 Jan 2007, 01:05
საბუნია
QUOTE
არაღიარებული გენია ტემპერა!!!


ეს განყოფილება ტემპერას გარეშე მკვდარიაა! gigi.gif

temper, ნახე ხალხი ხოტბას გასხამს! biggrin.gif

ჰოო, ახლა დავიწყებულები - ლილი გეგელია - მისი სახელი ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ არც იცის, არადა,მოვისმინე მისი ნამღერი და ულამაზესი ხმა აქვს.

რამაზ გიორგობიანი - მივიწყებული კი არა, გადავიწყებული ჯერ კიდევ 10 წლის წინ სანამ მოკვდებოდა (თან შიმშილით მოკვდა საცოდავი).

ჰოო, მივიწყებული სახეები - ლენინი, ბორის ძნელაძე და 4გია biggrin.gif

Posted by: auau 16 Jan 2007, 17:29
QUOTE
ჰოო, მივიწყებული სახეები - ლენინი, ბორის ძნელაძე და 4გია 

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Solveig 17 Jan 2007, 16:33
QUOTE
რამაზ გიორგობიანი - მივიწყებული კი არა, გადავიწყებული ჯერ კიდევ 10 წლის წინ სანამ მოკვდებოდა (თან შიმშილით მოკვდა საცოდავი).

ძალიან კარგი მსახიობი იყო.

ჯერ მარტო მისი სოსო რად ღირს, "ცისფერ მტებში".

Posted by: anamch 17 Jan 2007, 18:16
სხვათასორის . იგივე კოლელიშვილს 50 წელი შეუსრულდა ამ დღეებში თურმე და მ ხოლდო ელიტ ელექტროკისს გაახსენდა და მულოცა.. პატარა საჩუქრით..

და ისე რა ხალისიანი იუბილე ექნებოდა მიხვდებით - ხუთშვილიან ოჯახს ბინა რომ ჩამოართვეს...


Posted by: ნაიადა 18 Jan 2007, 00:09

თ. არჩვაძის ყველა როლი მიყვარს. მისი რაღაცნაირი შინაგანი პატიოსნება დამატყვევებელია.
კახი კავსაძე? ცოტა ექსცენტრული, მაგრამ კეთილშობილებითა და სიყვარულით სავსე. ,,მონანიებაში" ორიოდე კადრშიც ატევს ეპოქის დრამას.
მანჯგალაძე? გ. საღარაძე? ბევრნი არიან. მათი ნიჭიერება მსოფლიოს ნებისმიერ სცენას დაამშვენებდა.
ო. კობერიძე? მისი ბაში-აჩუკი დაუვიწყებელია. ,,დათა"-ში სეხნიევის ყოყლოჩინობა, ჭკუის დაქანება, კომიზმი უზუსტესად გადმოსცა.
კარლო საკანდელიძე? ო.მეღვინეთუხუცესი? ლია ელიავა?
არა, არა, აუცილებლად უნდა დაიწეროს მოსაფერებელი წიგნი ყველა მათგანზე. მომდევნო თაობა ამას არ გააკეთებს, რადგან მათ ფსიქიკაში სულ სხვა კატეგორიებია გამეფებული, და თუ გააკეთებს, ესენი გაიგებენ კი?

თ. გვერდწითელის ხმაზე ცრემლი თავისთავად ჩამომდის.

გ. ფირცხალავა?
ე. კვიტაიშვილი,- ბავშვივით თბილი და ალალი?

,, წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...

Posted by: miau 18 Jan 2007, 21:26
nia-aneta
QUOTE
მათი ნიჭიერება მსოფლიოს ნებისმიერ სცენას დაამშვენებდა.

ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ როგორც უნდა დაფასებულიყო ეს ხალხი, ვერ დაფაასდა და რაც მთავარია, მთავარი მიზეზი ჩვენი ხალხი არ არის.
მათ არ ჰქონდათ ბედი, რომ გაჩნდნენ პატარა და საცოდავ საქართველოში, რომელიც თავის მხრივ საბჭოთა მახინის უმნიშვნელო შემადგენელი ნაწილი იყო.

Posted by: muzabello 19 Jan 2007, 22:13
miau
QUOTE
რამაზ გიორგობიანი - მივიწყებული კი არა, გადავიწყებული ჯერ კიდევ 10 წლის წინ სანამ მოკვდებოდა (თან შიმშილით მოკვდა საცოდავი).

შიმშილით კი არა ლოთობით მოკვდა sad.gif

Posted by: Tobuldar 20 Jan 2007, 22:43
muzabello
QUOTE
miau

QUOTE
რამაზ გიორგობიანი - მივიწყებული კი არა, გადავიწყებული ჯერ კიდევ 10 წლის წინ სანამ მოკვდებოდა (თან შიმშილით მოკვდა საცოდავი).


შიმშილით კი არა ლოთობით მოკვდა 


დეპრესია sad.gif

Posted by: ნაიადა 22 Jan 2007, 01:28

ამასწინათ ერთ-ერთ ვიდეოკასეტას ვუყურებდი. ამ მართლა დიდებული მსახიობების სახეებზე, იცით, რა ამოვიკითხე? ,გახსოვართ კი, ხალხო?" რაღაცნაირი შინაგანი ტკივილი ჩანდა მათს თვალებში. (=არცთუ უსაფუძვლო).
გვაპატიონ, თუკი ვერაფრით შევძელით მათი ნუგეშისცემა იმ გაუსაძლის წლებში...
სიყვარულით კი, მთელ საქართველოს უყვარს თავისი კინოს, თეატრისა და ესტრადის ვარსკვლავები.

Posted by: anamch 22 Jan 2007, 12:19
რა გინდათ- ხომ მოუწყვეს წინთელი ხალიჩები- დედაააა რა ბედნიერი იყო ეს ხალხი- რა ცოტა უნდა ადამიანს?

ხომ არ იცით ვინ ქნა ეს კეთილი საქმე?

Posted by: auau 22 Jan 2007, 14:07
anamch
QUOTE
ხომ არ იცით ვინ ქნა ეს კეთილი საქმე?

მე მგონი ელიტელექტრონიქსმა.

Posted by: annak 22 Jan 2007, 14:12
წიტაიშვილს მოვკარი თვალი საწყალი ნამდვილად ვიცი რომ ძალიან უჭირს, თან ოჯახიც არ ყავს.

Posted by: ნაიადა 23 Jan 2007, 00:10

ეკრანზე მ. ჯაფარიძის გამოჩენა, დღესაც დღესასწაულია ჩემთვის.
ლ. ელიავას მზისა და მთვარისა?-სინაზით, ქალურობით სავსე...
თითქოს ნუკრი იყოს, რომელმაც ,,მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებაში არჩია სიკვდილი....

თ. თათარაშვილის შემთხვევა არის არა მისი პიროვნული, არამედ ეროვნულიც: მომღერალს(და საკმაოდ კარგ მომღერალს) საკონცერტო შემოსავალი იმდენითაც კი ვერ აფინანსებს, რომ მან ბინა შეიძინოს....
მიუხედავად იმისა, რომ ნარკომანიას ცალსახად ვთვლი უსაშინელეს საშინელებად, ეს მომღერალი ოდნავადაც არ შელახულა მომხდარის გამო. ერთადერთი განცდა სიბრალული იყო მხოლოდ....
* * *
მოდერატორს ვთხოვ, ჩემს ტოპიკში ,,კვიტაიშვილი" გადააკეთოს ,,წიტაიშვილად", თუკი ეს შესაძლებელია.

Posted by: auau 23 Jan 2007, 11:16
QUOTE
ლ. ელიავას მზისა და მთვარისა?-სინაზით, ქალურობით სავსე...
თითქოს ნუკრი იყოს, რომელმაც ,,მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებაში არჩია სიკვდილი....

მე თამამად ვიტყვი, რომ ლია ელიავას სილამაზე და ანგელოზის გამომეტყველება შეშურდებოდა ნებისმიერ ქვეყანას, სადაც კინოინდუსტრ4იაა განვითარებული, მაგრამ ეს ქალი აქაც ვერ გამოიყენეს . და რა ლამაზი წყვილი იყო ელიავა-კობერიძე?!
ოთარი დღესაც მისტირის.
QUOTE
თ. თათარაშვილის შემთხვევა არის არა მისი პიროვნული, არამედ ეროვნულიც: მომღერალს(და საკმაოდ კარგ მომღერალს) საკონცერტო შემოსავალი იმდენითაც კი ვერ აფინანსებს, რომ მან ბინა შეიძინოს....

ამაში ვერ დაგეთანხმები, რადგან თათარაშვილს ეკონომიურად ნამდვილად არ უჭირდა, ეგ კი არა სხვებზე მეტჰქონდა, მაგრამ თავისი ბინძური ცხოვრების სტილით ყველას თავი შეაძულა. ჯერ ნარკუშა და მერე ისეთი ცისფერი, საზოგადოებაში რომ თავს ვერ იჭერდა.ერთმოსცხეს მაგის გულისთვის. არადა რა მომღერალი!
* * *
nia-aneta
საქართველოში ხარ?

Posted by: ნაიადა 23 Jan 2007, 15:02
ლ.ელიავაზემთლიანად გეთანხმებით
რა ვიცი, მე კი ძალიან შემეცოდა და....

Posted by: SOUTH AFRICA 23 Jan 2007, 20:51
მივიწყებული სახეები რამდენიც გინდათ.ბევრი მეოცე საუკუნის გარიჟრაჟის მოაზროვნე მივიწყებულია ,სამწუხაროდ,კომუნისტურმა 75 წლიანმა მმართველობამ ყველაფერს დაღი დაასვა.

Posted by: auau 23 Jan 2007, 22:33
მინდა გავიხსენო ულამაზესი თამარ ციციშვილი. სასაცილოა, რომ ასეთი დახვეწილი გარეგნობის დედოფალივით ქალი დარიკოს როლში ათამაშეს. თავის წრეში საცოდავ გლეხებს ერთი მაინც თუ ჰყავდათ ნანახი მასეთი ქალი!

Posted by: cunculika 25 Jan 2007, 19:01
ტემპერას ლიკა ქავჟარაძე რატომ დაგავიწყდათ?smile.gif boli.gif

Posted by: auau 25 Jan 2007, 20:19
ედიშერ მაღალაშვილი რა გარეგნობის კაცი იყო! ქეთო და კოტეში სულ იმაზე მწყდება გული, ბათუზე მეტად მაგას მოუხდებოდა კოტეს როლი!

Posted by: ნაიადა 27 Jan 2007, 17:14

მსახიობობა არაა სამუშაო. ეს არის ჰაერი, წყალი, მთელი სიცოცხლე, ამა თუ იმ ადამიანისთვის.
პრობლემა ისაა, რომ როლი ერთია, მსახიობი კი,-მრავალი.

ალბათ, ამ პრობლემამ უბიძგა რეჟისორებს სერიალების შექმნისკენ.
სერიალში ხერხდება უამრავი კარგი მსახიობის თვითგამოვლენა. იქნებ, პერსპექტივაში,ჩვენთანაც ასე მოხდეს?
იგულისხმება ნორმალური სერიალები და არა რაღაც საზიზღრობები.

Posted by: ნაიადა 30 May 2007, 22:10
ამასწინათ გ; ფირცხალავასთან ინტერვიუ ჩაუწერიათ;
გულდაწყვეტილია, მივიწყებულები ვართო;
ზოგიერთით ნუ გაზომავენ საქმეს: ეგ თაობა საუკეთასოა ქართულ ხელოვნებაში;
თავიანთ თავს ასახიერებენ ეკრანზე: ვაჟკაცურს, უშიშარს,
უარყოფითი როლიც კი მომხიბლავი ხდება მაგ ხალხის შესრულებით; რომელი ერთი ჩამოვთვალო? ვინმე გამომრჩება და არ ივარგებს.

მე რა შემიძლია, მაგრამ თბილი სიტყვის თქმას რაღა მიშლის?
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ყველანი მაგ ბრწყინვალე თაობიდან......

Posted by: Fitzcarraldo 30 May 2007, 22:17
nia-aneta
QUOTE
ამასწინათ გ; ფირცხალავასთან ინტერვიუ ჩაუწერიათ;


გიგლა ფირცხალავა კაი 25 წელია მოკვდა, რატომ მატყუებ?

Posted by: BEKO 30 May 2007, 22:20
სამაგიეროდ, გურამ ფირცხალავაა ცოცხალი gigi.gif

Posted by: ნაიადა 30 May 2007, 22:50
Fitzcarraldo
QUOTE
გიგლა ფირცხალავა კაი 25 წელია მოკვდა, რატომ მატყუებ?

დედაა, კი კითხულობს, თურმე ხალხი, ამ თემაში პოსტებს;

გურამ ფირცხალავაზე საუბარი;
იხ: ,,ასავალ-დასავალი' N20, 14-20 მაისი, გვ. 39 smile.gif

Posted by: მოდუსი 30 May 2007, 23:44
Fitzcarraldo
QUOTE
გიგლა ფირცხალავა კაი 25 წელია მოკვდა, რატომ მატყუებ?

გვატყუებს yes.gif

Posted by: ნაიადა 3 Jun 2007, 23:28
მოდუსი
QUOTE

გიგლა ფირცხალავა კაი 25 წელია მოკვდა, რატომ მატყუებ?


გვატყუებს 


პოსტებს ალაგ-ალაგ კითხულობ?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 31 Jan 2023, 12:16
QUOTE
ლილი გეგელია

დონის დონე
უმაღლესი
კლასიკა!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)