forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხინკალი, წვნიანი თან გემრიელი:)
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9617
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 20 Oct 2013, 12:38  #38440346      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ .., საქართველოში არ ვცხოვრობ რომ კარგ ხინკალთან წვდომა მქონდეს ასე რომ გადავწყვიტე ხინკლის გაკეთება სანამ კარგის გაკეთებას არ ვისწავლი მანამდე ცდებს არ შევწყვიტავ, რაიმე საორიენტაციო რჩევები არ შეგიძლიათ რომ დაწეროთ ? რა რა დოზით smile.gif


--------------------
ქართული დამწერლობის შექმნის თარიღი ინაცვლებს ,ისტორია იცვლება da vin icis sad gaCerdeba :)
http://www.youtube.com/watch?v=NL4cMYXWwlM
nia4u
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4735
წევრი No.: 111596
რეგისტრ.: 6-February 10

გამოგზავნილია: 21 Oct 2013, 00:32  #38448654      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gubaz_merve
აქ პოსტავს არაჩვეულებრივი იუზერი ლუტა, რომელსაც აქვს ხინკლის კეთებაზე რამის დისერტაცია დაცული smile.gif
http://www.perfectcook.org/index.php?optio...&recipe_id=2522
ეს არის მისი რეცეპტი
და ეს საიტი არაჩვეულებრივია, ყველაფერს იპოვნი smile.gif
felooon
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 312
წევრი No.: 148345
რეგისტრ.: 7-May 12

გამოგზავნილია: 21 Oct 2013, 02:37  #38449730      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს რეცეპტიც სცადე თუ გინდა.
http://www.perfectcook.org/index.php?optio...=2632&Itemid=55
ეს თვალსაჩინოებისათვის
user posted image
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9617
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 23 Oct 2013, 14:52  #38475933      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდი მადლობა smile.gif დარწმუნებული ვარ რომ გემრიელი უნდა გამომივიდეს ,ალბათ smile.gif
Pleiades
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 85
წევრი No.: 156865
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 23 Oct 2013, 17:50  #38478239      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მართლა კარგი რეცეპტებია. მეც მინდოდა მცოდნოდა, როგორ გამოდის ასეთი ლამაზი ცომი და წვნიანი ხინკალი და დეტალებშია აღწერილი, უნდა ვცადო.. smile.gif
Moor
Dreamer in Chief +


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 30304
წევრი No.: 111995
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 23 Oct 2013, 23:06  #38482551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
აუ რამდენი ჩალიჩი უნდა

მარა მაინც უნდა ვცადო უქმეებზე, გავერთობი მაინც

ვნახოთ რა გამოვა :დ


--------------------
When you change the way you look at things, the things you look at change

○ o
nia4u
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4735
წევრი No.: 111596
რეგისტრ.: 6-February 10

გამოგზავნილია: 24 Oct 2013, 21:10  #38493056      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
felooon
ეს რეცეპტი არ ვიცოდი,ბოდიში smile.gif
შენს მომზადებულ რამე-რუმეებზე ვგიჟდებიsmile.gif
ძალიან მაგარი ხარ და ყოველთვის კარგი რეცეპტები გაქვს smile.gif
felooon
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 312
წევრი No.: 148345
რეგისტრ.: 7-May 12

გამოგზავნილია: 24 Oct 2013, 21:43  #38493557      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nia4u
მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif ,თუმცა დამერწმუნე ლუტა-ს ახლოსაც ვერ დავუდგები.ასე რომ,ნამდვილად სწორი იყო მისი რეცეპტი აქ.
ძალიან დიდხანს ვცდილობდი პრიალა ხინკლის რეცეპტის შემუშავებას,საბოლოოდ ეს მივიღე.მე კმაყოფილი ვარ...
nia4u
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4735
წევრი No.: 111596
რეგისტრ.: 6-February 10

გამოგზავნილია: 25 Oct 2013, 14:12  #38500007      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
felooon
სამადლობელი არაფერია.აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. smile.gif
ორივე რეცეპტს რომ გადავავლე თვალი, ერთმანეთს ავსებს,
გარდა ამისა, შენი ფოტორეცეპტია, რაც გამოუცდელ ადამიანს საქმეს ბევრად უადვილებს,
ამიტომ ამ თემასი ორივე რეცეპტის ადგილია smile.gif
და კიდევ რამდენი კარგი რეცეპტი შეიძლება არსებობს და აქ არ დევს... smile.gif

წარმატებები ყველა ხინკლისმოყვარულს! smile.gif
grafinia79
<Я не верю, я знаю >


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5378
წევრი No.: 16732
რეგისტრ.: 31-January 06

გამოგზავნილია: 25 Oct 2013, 14:34  #38500208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნამდვილი მთიულური ხინკალი მომცრო ზომისაა, პატარა კუჭით. კეთდება რუხი ფქვილისგან. რაც შეიძლება ნაკლები მწვანილეულობა.





This post has been edited by grafinia79 on 25 Oct 2013, 14:35


--------------------
"და თუ ოდესმე ადამიანებს უმართებულოდ უსვრიათ ჩემთვის ქვა და ტალახი, მე მათ ჩემი ტაძრისთვის ვიყენებდი. ამ ტაძრის საძირკველი არასოდეს დაჰკარებია მიწას."

Слепому не покажешь, глухому не расскажешь, дебилу не докажешь.


Лягушка и с золотого трона спрыгнет в болото.

felooon
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 312
წევრი No.: 148345
რეგისტრ.: 7-May 12

გამოგზავნილია: 25 Oct 2013, 21:22  #38504739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
grafinia79
მე თვითონ მთიული ვარ.ფშაველი კი ქმარი მყავს smile.gif .გეთანხმები რუხი ფქვილით ამზადებენ.მომცრო ზომაში კი შეგედავები,ინდივიდუალურია.ჩემი დედამთილი პატარებს აკეთებს.ბებიაჩემი კი დიდებს აკეთებდა.ქალი რომელიც, მთას არ იყო გაცილებული და დედაქალაქი სიბერეში ნახა,ისიც ავადმყოფოფის გამო.ჩემს მთელ საახლობლოში ,სწორედ ასეთ ხინკალს აკეთებენ ,რომელსაც ნამდვილი ხინკალი ჰქვია.უბრალოდ მე არ მიყვარს ისეთი,არა პრიალა ცომი .ძალიან საინტერესო ვიდეო რეცეპტია,ბავშობა გამახსენა.
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9617
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 26 Oct 2013, 14:38  #38511199      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სახინკლეში ნანახი მქონდა ცომს რამოდენიმეჯერ აპრტყელებდა მზარეული,მაგ მუღამში ვიყიდე ცომის გასაპრტყელებელი , სარეცხის საწურს გავს ხელით სატრიალოა ოღონდ გამომივიდეს ცომი და ვინ დაეძებს ელექტროს ვიყიდი დაახლოვებით ამგვარს,ცომის საზელიც მქონდა და გადავაგდე ნამეტნავად ხმაურობდა ეხლა კი ვნანობ smile.gifესეიგი კვლიავი ბევრი არ უნდა მომივიდეს რომ არ ამჟავდეს..smile.gif არადა ზუსტად მაგნაირი გემო მინდა რომ დაკრავდეს givi.gif . კიდევ ერთხელ გიხდით ყველას მადლობას smile.gif სერიოზული ცოდნით შევიარაღდი.
საერთოთ კულინარიაში სიზუსტე მნიშვნელოვანად მიმაჩნია ,სასწორით შევიარაღდები და სუ გრამებში უნდა ვწონო თუ ჩავთვლი რომ ღირს გასასინჯათ აუცილებლად გაგიზიარებთ რეცეფტს smile.gif

This post has been edited by gubaz_merve on 26 Oct 2013, 15:07
Besa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3137
წევრი No.: 5476
რეგისტრ.: 17-June 04

გამოგზავნილია: 27 Oct 2013, 00:49  #38518714      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სხვადასხვა კუთხეში მომზადებული ხინკალი

fermina
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13940
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07

გამოგზავნილია: 27 Oct 2013, 12:56  #38521553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საერთოდ ხინკალზე დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ ძალიან მიყვარს სახლში გაკეთებული ხინკალი, უფრო სწორად, აქ რომ წავიკითხე მივხვდი რომ თურმე მიყვარს მთაში რომ აკეთებენ რუხი ფქვილით და არაპრიალა ცომით, ეგეთი. ამას წინათ ჩარგალში მივირთვით, უგემრიელესი იყო.
marimari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1956
წევრი No.: 64799
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 27 Oct 2013, 20:21  #38526850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Besa
რა კარგი ვიდეო დადე.. მე მთიული ვარ და ყოველთვის მიკვირდა, როცა ადამიანები ხინკლის ჭამის დროს ე.წ. ''კუჭს''არ ჭამდნენ.. მაგ ვიდეოში ხომ თქვა ქალმა, ხინკალი ისე უნდა შეიხვეს, რომ დიდი კუჭი არ უნდა ქონდესო, ჩვენც ეგრე ვაკეთებთ.+ მთიულები დიდ ხინკალს ვაკეტებთ. თბილისში ზოგი სახინკლე ისეთ პატარა ხინკალს აკეთებს , ერთი ლუკმაა რა....+ ხორცი უნდა იყოს შერეული..( ნუ ჩვენ ძროხას და ღორს ვურევთ ხოლმე) + მთის ქონდარი...gubaz_merveშენს დადებულ ვიდეოში ეგ ბიჭი იმდენს ჩალიჩობს ე.წ.'თანამედროვე ტექნოლოგიით'' მაგ დროში მე ორ მაგდენ ცომს''გლეხური მეთოდით'' გავაბრტყელებდი და შევახვევდი კიდეც..
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0293 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]