ტურნირის ისტორიაპორტალ judoinside-ზე არსებული ინფორმაციის თანახმად თბილისში პირველი ოფიციალური საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 1970 წელს გაიმართა, ის ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს საერთაშორისო ტურნირად. პირველად ქართველებმა ტურნირის მოგება 1971 წელს შეძლეს. (-60კგ. ფირუზ მარტყოფლიშვილი ; -80კგ. გურამ გოგოლაური). თბილისის საერთაშორისო ტურნირი დღემდე ყოველწლიურად იმართება და ძიუდოს მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაული გახლდათ. წარსულში თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი სახელგანთქმული ძიუდოისტი სტუმრობდა, რითაც ბევრი ქალაქი ვერ დაიკვეხნიდა.
შოთა ჩოჩიშვილი ამარცხებს ფრანგ, პიერ ტრიპეტს.
თბილისი, 1973წ.
20 წლის იასუჰირო იამასიტა თბილისის ტურნირს ორი ოქროს მედლით ტოვებს, მძიმე წონით და აბსოლუტურ კატეგორიაში.აღსანიშნავია, რომ მან ყველა შეხვედრა იპონით მოიგო და 2 წუთზე მეტი არცერთ შეხვედრაში არ დასჭირვებია.
ფოტო გადაღებულია თბილისში 1978 წელს.
აკაკი კიბორძალიძე - თბილისის საერთაშორისო ტურნირის 6 გზის გამარჯვებული (1983-1988).
2001 წელს თბილისის საერთაშორისო ტურნირმა ახალი სახელი მიიღო და "თბილისის A კატეგორიის ტურნირი დაერქვა" 2005 წლიდან კი "თბილისის მსოფლიო თასად მოიხსენიებოდა", 2013 წელს "თბილისის კონტინენტური პირველობა" ერქვა, 2014 წლიდან 2019 წლამდე კი თბილის გრანპრი. მეორე კატეგორიის ტურნირად ქცევამ თბილისის ისტორიული ტურნირის ხარისხზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა, იმდენად უარყოფითად, რომ მაყურებლების მოთხოვნის მიუხედავად ძიუდოს იმ დროინდელი ვარსკვლავები ტურნირში ყოველწლიურად მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, თუმცა თბილისი იქცა ერთგვარ ტრამპლინად ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის. მაგ: 17 წლის ტატო გრიგალაშვილი გულშემატკიავრმა პირველად 2017 წლის თბილისის გრანპრიზე შეამჩნია, სადაც მე-5 პოზიცია დაიკავა ; აღსანშნავია, 20 წლის ეთერ ლიპარტელიანის მე-7 ადგილი თბილისის გრანპრიზე, საიდანაც მისი კარიერის აღზევება დაიწყო. 2020 წლიდან ტურნირი იბრუნებს პირველი კატეგორიის საერთაშორისო ტურნირის სახელს და მოიხსენიება, როგორც "თბილისის გრანსლემი", კოვიდ 19-ის გამო დებიუტი ერთი წლით გადაიდო და პირველი გრანსლემი თბილისში 2021 წელს გაიმართა, სადაც გუნდური ჩათვლის ლიდერები გავხდით, მოვიპოვეთ რა 2 ოქრო, 3 ვერცხლი , 4 ბრინჯაო.
თბილისი გრან-სლემი 2022 ტურნირის გამართვა დაგეგმილი იყო 25-27 მარტს, თუმცა 3 კვირით ადრე გადაიდო (ოფიციალური მიზეზი: უკრაინაში დაწყებული კონფლიქტის გავლენა). ტურნირი ივნისში ძიუდოისტებისთვის ნაკლებად დატვირთულ პერიოდში დაიგეგმა, რამაც პოზიტიური ცვლილებებიც მოიტანა. მაგალიტად, თბილისს ხუთი მამაკაცი ძიუდოისტით ეწვევა იაპონიის გუნდი. იაპონელები ადრე თბილისის ხშირი სტუმრები იყვნენ, მაგრამ თბილისის გრანპრის იაპონიის ჩემპიონატის პერიოდში ჩასმის შემდგომ, ისინი წლებია ქართველ გუშემატკივარს არ უხილავს. იაპონიელების გარდა თბილისში საასპარეზოდ გამოვლენ უკრაინელი, ფრანგი, კორეელი, ჰოლანდიელი, ბრაზილიელი, უზბეკი, ყაზახი, აზერბაიჯანელი, იტალიელი, გერმანელი, კუბელი და სხვა ქვეყნების (ჯამში 41 ქვეყნის) წარმომადგენლები. ტურნირს ippon tv-ზე თვალყურს ადევნებენ რუსი ძიუდოისტები.
იაპონიის ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრანსლემზე -60 გენკი კოგა
-66 რიომა ტანაკა
-73 კენ ოიოში
-90 შოიჩირო მუკაი
+100 ჰისაიოში ჰარასავა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თბილის გრანსლემზე 60 კგ. ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე, გიორგი სარდალაშვილი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე, საბა კაპანაძე
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ფრიდონ გიგანი
81 კგ. ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, ლევან გუგავა, გიორგი შერაზადიშვილი
90 კგ. ლუკა მაისურაძე, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, იმედა გოგოლაძე
100 კგ. ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური
+100 კგ. გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, გიორგი ქავთარაძე, ონისე ბუღაძე
ქალები
48 კგ. ნატალია ყიფშიძე
52 კგ. მარი მახარაშვილი
57 კგ. ეთერ ლიპარტელიანი, გვანცა მჭედლიშვილი, ნინო წიკლაური
63 კგ. რეგინა უთნელიშვილი, მარიამ ციხელაშვილი
70 კგ. ინდირა სილაგაძე
78 კგ. მარიამ ჭანტურია
+78 კგ. სოფიო სომხიშვილი
ლოკაცია & ბილეთებიტურნირი ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართება. წინასწარი შეხვედრები სავარაუდოდ 10:00სთ-დან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 17:00სთ-ზე. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ TKT.GE-ზე. ერთი სრული დღის ბილეთის ღირებულება 10 ლარს შეადგენს. საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდგომ გვიბრუნდება თბილისში გულშემატკივრებს დიდი ძიუდო, ამიტომ აუცილებლად გელოდებით ადგილზე.