#60825693 · 8 Nov 2023, 00:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lovelock რამდენჯერმე შეცვალეს და გაართულეს მიღების წესები
ადრე მხოლოდ გასაუბრება იყო და მგონი მერე უნარებიც
მისაუბრია სამუშიასთან, პრორექტორთან რა და ამოვიდა ყელშიო მოყრიან უსწავლელ შვილებს და ჰგონიათ რახან სამზარეულოა, არც სწავლა უნდა, არც მოსმენა და არც განათლება "რაღაცა დიპლომი" ედება შვილს ჯიბეში და კაცი ერქმევაო
მე რო ვსწავლობდი 35 ვიყავით ჯგუფში და 7-8 სწავლის დასრულებამდე წავიდა აქედან 4 მაინც ისეთი იყო, ვაბშე არ აინტერესებდა და დანის დაჭერაც კი ვერ ისწავლეს ერთი საკუთარ დანაზე წამოეგო და გადარჩა არადა ლექტორმა ახსნა რომ დანა ჯიბით და წინსაფრით არ ატაროთო და 20 წუთში შესვენებაზე კიბეზე აუსრიალდა ფეხი და დანაზე წამოერჭო. მაგრად გადარჩა...
და მერე ეგეთი "ზატო დაამთავრა" ხალხი აუფასურებს რა მზარეულის შრომას და სახელსაც და აკადემიისასაც მეც მყოლია ეგეთი ბედოვლათები და ცდილობენ გაფილტრონ
ახლა პატარა ჯგუფებია 15 კაცი მგონი თუ რააღაც ეგრე და ბევრი ჯგუფია რო უფრო ხარისხიანი იყოს სწავლა
კაი ისაა, რომ ინდივიდუალურად აკეთებ კერძების 90%ზე მეტს მაგიდასთან 2 კაცი ხართ
საკუთარი გაქვს დაფაც, დანაც, მარილიც და პილპილიც და მასტერ კლასი ერთეულ კერძებზეა
იგივე იკაროსში, 5 კაცზე ერთი სამარილე იყო მგონი
თან კაი პერო=პერო რაღაცებსაც ასწავლიან ქართული სამზარეულოს გარდა
|