ისე მგონი უპრიანი იქნებოდა რომ ამ სისხლიანი მოვლენების შემდგომ უარი ვთქვათ რუსულ ბარბარიზმებზე, და თუკი მაინცდამაინც უნდა გამოვიყენოთ, ბრჭყალებში მაინც ჩავსვათ ღორული სიტყვები!
აქვე რამოდენიმე ბარბარიზმი მინდა ჩამოვწერო რომელსაც ყველაზე ხშირად ვხმარობთ:
პროსტა - უბრალოდ
სტოლი - მაგიდა
სპიჩკა - ასანთი
ჩაინიკი/ჩაიდანი - ქეთლი
ვედრო - სათლი
სასისკი - სოსისი, მოწოწნიკი
კრანი - ონკანი, გროჭი
ვაგონი - რონოდა
გალსტუკი - ყლინჯი
კაშნე - იყლინჯი, (შარფი საერთაშორისო)
კავალერი - ჩოყლაყი
ბაბოჩკა - ბაფთა
შტეფცელი - დენცქვიტა
პლასკაგუბცი - ბრტყელტუჩა
ტისკი - გირაგი
ზმეიკა - ელვაშესაკრავი
დროჟი - საფუარი
ატვირტკა - სახრახნისი
შურუპი - ხრახნი
ტრუბა - მილი
კლუჩი - ქანჩგასაღები
ბოლტი - ქანჩი
ვინტი - ჭანჭიკი
კნოპკა - ღილაკი
მაიკა - მაისური
საროჩკა - პერანგი
კურტკა - ქურთუკი
შუბა - ქურქი
ნასკი - წინდა
ტუფლი - ფეხსაცმელი
ტრუსიკი/ტრუსი - საცვალი
შკაფი - კარადა
პოლი - იატაკი
კუხნა - სამზარეულო
პოვარი - მზარეული
პადვალი - სარდაფი
ვანა - აბაზანა
ტუალეტი(ნუ რუსების არაა, მაგრამ ხომ აქვთ
) - საპირფარეშო
გარაჟი - ფარეხი, ავტოფარეხი
სტაიანკა - ავტოსადგომი
პადიეზდი - სადარბაზო
ვეშოლკა - საკიდებელი
შნუროკი - ქამანდი, თასმა
კალოში - სატუცავი
კარობკა - კოლოფი, ყუთი
მოტორი - ძრავა
ვერტალიოტი - შვეულმფრენი, ვერტმფრენი
ტორმუზი - მუხრუჭი
ზამეკანია - მოკლე ჩართვა
ლინკი(არც ესაა რუსული) - ბმული
პოსტი(არც ესაა რუსული) - უსტარი
ბოკალი - კათხა
კრუშკა - ჭიქა
კვასი - ბურახი
იმენნა - სახელდობრ
ვაბშე - საერთოდ
ზნაჩიტ - მაშასადამე, ("ნიშნავს" ზმნად ხმარების დროს)
კრედიტ კარტა-საკრედიტო ბარათი
სვარკა - შედუღება
სვარჩიკი - შემდუღებელი
ბალელშიკი - გულშემატკივარი
სალაშინი - რანდი
გასალაშინება - გარანდვა
შკურკა - ზუმფარა, ზუმფარის ქაღალდი
პადოში - ლანჩა სხოდკა - თავყრილობა
პონჩიკი - ფუნჩულა
პერაშკი - ღვეზელი
სუხარი - ორცხობილა
პაკრიშკა - საბურავი
გლუშიტელი - მაყუჩი
კუზავო - ძარა
ბაგაჟნიკი - საბარგული
გაროხი - ბარდა
ლიპე - სამხრე
კრანი (პადიომნი) - ამწე
კლოუნი - ჯამბაზი
ავიაცია - საჰაეროები (ძალები)
პეხოტა - ქვეითები
შუტკა - ხუმრობა
ტალისმანი - თილისმა, ანდამატი
სეტკა - ცხაურა (ბადურა თუ პროდუქტებისთვისაა)
სუხოი - მშრალი
პიოკი - ულუფა
ტუშონკა - ჩათუშული ხორცი
ბენზინკალონკა - ბენზინგასამართი სადგური
სოსკა - მატყუარა
ცელოფანი - პოლიეთილენი
პლატფორმა - ბაქანი
სტოლბა - ბოძი, ძელი
ბინტი - დოლბანდი
მეშოკი - ტომარა
ზავოდი - ქარხანა
რული - საჭე
ნასედკა - კრუხი ( ქუჩურად როგორაა დამეხმარეთ
)
სტუკაჩი - ჩამშვები
(ბლინს და ბლიადს ნუ გადამათარგმნინებთ
)
გააგრძელეთ, ახლა ბევრიც არ მომდის თავში...
პ.ს. გთხოვთ პაწა ხანი თემას ნუ დაჰხურავთ ტერორისტებო
ვისწავლოთ ქართული ენა! ხოდა ნურც გადაიტანთ პაწა ხანი აქ ყველაზე მეტი მომხმარებელი შემოდის.
This post has been edited by J_J on 11 Sep 2008, 01:53