ხო მეც გეთანხმები ორგანიზაციულობაში.
გერმანელები წერენ: "კერბერი კორტზე ზედმეტი ზეწოლისა და ნერვიულობის გარეშე გამოვა, მაგრამ არავითარ შემთხვევევაში უამბიციოთ"(http://www.spox.com/de/tennisnet/grand-slam/french-open/1805/News/ohne-druck-aber-nicht-ohne-ambitionen-angelique-kerber-geht-french-open-gelassen-an.html). ბოლოს 2015 წელს მოუგია ამ ტურნირზე. ყველაზე მეტად თიხაზე თამაშს ვერ ვიტანო. აქაც ორს თუ გასცდა მადლობა თქვას. თავის თანამემამულე ბარტელს ხვდება 29-ში. გასცდება მგონია მაგას. მერე წესით ანა ბოგდანს. მაგასაც გააგდებს. მერე ბერტენსს, აი სწორედ მანდ აყირავდება.
ბოლოს 2005 წელს მოხდა, როდესაც როლან გაროსის მოქმედმა გამარჯვებულმა ვერ შეძლო პირველი რაუნდის დაძლევა. 2005 წელს რუსმა ანასტასია მისკინამ ესპანელ აუტსაიდერთან, მარია სანჩეს ლორენცოსთან წააგო.
დიდი მოულოდნელობა იყო ვენუსის მარცხი ჩინელ ვანგ ციანთან.
კირგიოსმა როლან გაროსზე თამაშზე უარი განაცხადა. ტომიჩს უნდა შეხვედროდა, მაგრამ იდაყვის ტრამვა აქვს უკვე ორი თვეა და თავი შეიკავა. შტუტარტში ვითამაშებ 11 ივნისიდანო.